You are on page 1of 1

წერილის ნომერი: 14-1423066304

თარიღი: 07/03/2023 ადრესატი: ევროპის უნივერსიტეტი

შპს ევროპის უნივერსიტეტის


პრეზიდენტს ბატონ ლაშა კანდელაკიშვილს
მის: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი, N76

ბატონო ლაშა,

როგორც მოგეხსენებათ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, წლებია ახორციელებს


ქვეპროგრამას „ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“, - რომელიც
ითვალისწინებს ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის გაცემას, ავტორიზებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე
საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ სტუდენტებზე, რომლებიც
უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მომენტისათვის რეგისტრირებულნი არიან ქ. ბათუმის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე 2022 -
2023 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის მიხედვით, მიღებული აქვთ დადებითი შეფასება:
პრიორიტეტულ მიმართულებებზე ჩარიცხულ სტუდენტებს - 81 ქულა და მეტი;
სხვა დანარჩენ მიმართულებებზე ჩარიცხულ სტუდენტებს - 91 ქულა და მეტი.
პირველ ეტაპზე, განიხილება იმ სტუდენტთა დაფინანსების საკითხი, რომლებიც სწავლობენ
პრიორიტეტულ მიმართულებებზე (იხ. დანართი 1 / თან ერთვის).
განცხადებების მიღება დაიწყო მ.წ. 27 თებერვლიდან და გაგრძელდება მ.წ. 31 მარტის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაციის მიღება ქვეპროგრამის ფარგლებში, კონკურსის პირობების შესახებ
დებულებისა და განაცხადთან მიმართებაში, შესაძლებელია - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის
ოფიციალურ ვებგვერდზე: https://batumi.ge/ge/ ან https://batumi.ge/ge/?page=show&sec=109 (ან
დაინტერესებულმა პირებმა მიმართონ - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის
სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურს (მისამართი: ქ. ბათუმი, ორბელიანის ქ. N 10 საკონტაქტო:
(0422) 24 82 94).
გთხოვთ, ინფორმაცია ქვეპროგრამის თაობაზე, გააცნოთ თქვენი სასწავლებლის იმ სტუდენტებს,
რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოდასახელებულ პირობებს და მოგვაწოდოთ ინფორმაცია მათ შესახებ,
დანართი 2-ის (თან ერთვის) მიხედვით.
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.

პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით,

სოფიკო ხალვაში გამოყენებულია კვალიფიციური


ელექტრონული ხელმოწერა/
ელექტრონული შტამპი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია-მერის
მოადგილე

You might also like