You are on page 1of 2

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქ.ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35 ‘’16’’ თებერვალი 2023წ.

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა N2003
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ გიორგი
ბერიძის (61*********) სტატუსის შეჩერების შესახებ

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო


უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის ბრძანების N 1106, 66-ე მუხლის, მე-6 პუნქტის ,,ა’’
ქვეპუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ
1. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო
პროგრამის სტუდენტს შეუჩერდეს სტუდენტის სტატუსი.
2. დავალიანების დაფარვის შემდეგ აღუდგეს სტუდენტის სტატუსი.
3. სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ეცნობოს სტუდენტს ელექტრონული
პორტალის საშუალებით.
4. დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის პასუხისმგებელ პირს სტუდენტის
სტატუსის შეჩერების შესახებ ინფორმაციის ასახვა განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის სტუდენტთა ერთიან რეესტრში
დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 (ერთი) დღის ვადაში.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

მერაბ ხალვაში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

You might also like