You are on page 1of 1

სსიპ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს

სახელმწიფო უნივეტსიტეტის რექტორს ბ- ნ

გიორგი მარგველაშვილს

განმცხადებელი: ა(ა)იპ როდონიტი


(ს/კ 445566183)
ხელმძღვანელი ოთარ ქათამაძე

ბატონო გიორგი.

მოგმართავთ "ბათუმის მონოპიესების საერთაშორისო ფესტივალის" ავტორი ოთარ ქათამაძე.

‌ ჩემს ორგანიზაციასა (ა(ა)იპ როდონიტი ს/კ 445566183) და სსიპ შოთა რუსთაველის


თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2019 წლის 18 ოქტომბერს
გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც წერილს თან ვურთავ დანართის სახით.

ამა წლის 28 აგვისტოს უნივერსიტეტის ვებ. გვერდზე განთავსდა პრესრელიზი


მონოპიესების ფესტივალის დაწყების შესახებ, მაგრამ საჭიროდ მივიჩნევ , გაცნობოთ ,
რომ ნინო ჩხაიძემ აღნიშნული ფესტივალის საავტორო უფლება უკანონოდ მიისაკუთრა
და დამოუკიდებლად ცდილობს ფესტივალის ჩატარებას. მე, ოთარ ქათამაძემ,
აღნიშნული პრობლემის გამო, ფესტივალს სახელი გადავარქვი (ბათუმის მონოდრამის
საერთაშორისო ფესტივალი), ხოლო მონოპიესების ფესტივალს არსებობა უნდა
გაეგრძელებინა ახალი სახელითა და განახლებული ფორმატით.

როგორც ჩანს, ნინო ჩხაიძემ შეცდომაში შეგიყვანათ და მოგმართათ ჩემი სახელით


პრესრელიზის განთავსების თხოვნით. ასევე ის ფინანსური მხარდამჭერები, რაც თქვენს
საიტზე აქვს პრესრელიზში მითითებული, უმრავლესობა ტყუილია და ამის დადასტურება
შემიძლია.

ჩემი ავტორობა მე შემიძლია დავამტკიცო ყველა საჭირო გზით. მიმდინარეობს მოკვლევა


საქპატენტში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მზადდება სასამართლო საჩივარი
ნინო ჩხაიძის წინააღმდეგ.

გთხოვთ, შეაჩეროთ აღნიშნული ფესტივალის ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერა.

პატივისცემით, ოთარ ქათამაძე

თარიღი: 1.09.20

You might also like