You are on page 1of 4

ხელშეკრულება

მსმენელისათვის საგანმანათლებლო მომსახურების


გაწევის შესახებ # ----------------------

ქ. თბილისი ~--------~----------------------- 2020 წელი


ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, ერთის მხრივ შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA (შემდგომში
~აკადემია~) მისი დირექტორის ია ერაძის სახით და მეორეს მხრივ,

ფიზიკური პირი - ---------------------------------------------------------------------------------------------------


მცხოვრები მისამართზე: --------------------------------------------------------------------------------------------
პირადი #------------------------- (შემდგომში ~მსმენელი~)
არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, მისი კანონიერი
წარმომადგენელი-------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------
მცხოვრები
მისამართზე:----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პირადი # --------------------------------- ვდებთ წინამდებარე - ხელშეკრულებას შემდეგზე:

1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე ხელშეკრულების მხარე - მსმენელი წარმოადგენს ფიზიკურ პირს, რომელიც
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, უფლებამოსილია
დაწესებულებისგან მიიღოს საგანმანათლებლო მომსახურება, რომელიც ითვალისწინებს მსმენელის
მიერ პროფესიული მომზადების პროგრამით “მმართველობითი და საინფორმაციო დოკუმენტების
მომზადება”(შემდგომში ,,საგანმანათლებლო პროგრამა“) სწავლებასა და პროგრამით
გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას (შემდგომში ,,საგანმანათლებლო მომსახურება“),
ხოლო დაწესებულება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილია
გაუწიოს მსმენელს საგანმანათლებლო მომსახურება.
2.მხარეების უფლებები და ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ განისაზღვრება საქართველოს
მოქმედი კანონმდებლობით, დაწესებულების შიდა მარეგულირებელი აქტებით.
3. დაწესებულების შიდა მარეგულირებელი აქტები, რომელთა შინაარსი ვრცელდება მსმენელზე,
წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მსმენელი ადასტურებს, რომ ხელშეკრულების
ხელმოწერისას იცნობს მათ შინაარსს და ეთანხმება, ხოლო დაწესებულება იღებს ვალდებულებას, რომ
მათი შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს მსმენელს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ცვლილებები გაცნობილად ჩაითვლება
ცვლილებების/კოდიფიცირებული დოკუმენტის დაწესებულების ვებ-გვერდზე საჯაროდ
გამოქვეყნებიდან ან/და დაწესებულების საინფორმაციო დაფაზე აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის
საჯაროდ განთავსებიდან ან/და მსმენელისათვის სოციალური ქსელების საშუალებით
ინფორმირებიდან სამი სამუშაო დღის შემდეგ, ხოლო მსმენელებთან პირადი შეხვედრის დროს
ინფორმირების შემთხვევაში, რაც დასტურდება წერილობით, - დაუყოვნებლივ.

2. ხელშეკრულების საგანი
წინამდებარე ხელშეკრულების საგანია საგანმანათლებლო მომსახურეობის გაწევა პროფესიული
მომზადების პროგრამაზე “მმართველობითი და საინფორმაციო დოკუმენტების მომზადება”.

3. დაწესებულების უფლებები და ვალდებულებები:


3.1 დაწესებულება ვალდებულია:
3.1.1 ორგანიზება გაუწიოს სასწავლო პროცესს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით
განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
1
3.1.2. რეგულარულად გააკონტროლოს სასწავლო პროცესი, განახორციელოს მსმენელის
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება კანონმდებლობით და დაწესებულების შიდა
მარეგულირებელი აქტებით განსაზღვრული წესების დაცვით;
3.1.3. კანონმდებლობით და დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, გასცეს მასზე კანონმდებლობით
დადგენილი სათანადო ნიმუშის სერტიფიკატი;
3.1.4. მსმენელის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების დადასტურების წესი, შინაგანაწესი და სასწავლო
პროცესის მარეგულირებელი აქტები წარმოადგენენ რა ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს,
დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ამ აქტებში შეტანილი ცვლილებების გაცნობა
მსმენელისათვის.
3.1.5. ცვლილებები გაცნობილად ჩაითვლება ცვლილებების/კოდიფიცირებული დოკუმენტის
დაწესებულების ვებ-გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებიდან ან/და დაწესებულების საინფორმაციო
დაფაზე აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ განთავსებიდან ან/და მსმენელისათვის
სოციალური ქსელების საშუალებით ინფორმირებიდან სამი სამუშაო დღის შემდეგ, ხოლო წერილობით
დადასტურებული პირადი შეხვედრის დროს ინფორმირების შემთხვევაში - დაუყოვნებლივ;
3.1.6. დაიცვას მსმენელის პირადი მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესით;
3.1.7. პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევისას გაითვალისწინოს მსმენელთა
ინდივიდუალური საჭიროებები;
3.1.8 უზრუნველყოს მსმენელთა კონსულტირება და მხარდაჭერა (მათ შორის კარიერული და
აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად).
3.2 დაწესებულება უფლებამოსილია:
3.2.1 მოსთხოვოს მსმენელს პროგრამაზე სწავლა-სწავლებასთან და შეფასებასთან დაკავშირებული
რეგულაციების შესრულება;
3.2.2 მოსთხოვოს მსმენელს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და დაწესებულების შიდა
მარეგულირებელი ნორმების განუხრელი დაცვა. აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის
შემთხვევაში, დასვას საკითხი მსმენელის მიმართ შესაბამისი ღონისძიებების (მათ შორის
დისციპლინური ღონისძიებები) გატარების თაობაზე, დაწესებულების შინაგანაწესის შესაბამისად;
3.2.3 მოსთხოვოს მსმენელს დაწესებულების ღირსებისა და პრესტიჟის დაცვა;
3.2.4 განახორციელოს მსმენელის მხრიდან დაწესებულების მიმართ არსებული ფინანსური
დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებები, რაც არ ეწინააღმდეგება მოქმედ
კანონმდებლობას.
4. მსმენელის უფლებები და ვალდებულებები
4.1 მსმენელი ვალდებულია:
4.1.1 სრულად აითვისოს შესაბამისი პროგრამის დასრულებისთვის განსაზღვრული სწავლის შედეგები
დაწესებულების მიერ დადგენილ ვადებში და პირობებით;
4.1.2 გაუფრთხილდეს და დაზიანებისაგან დაიცვას დაწესებულების კუთვნილი წიგნები, სასწავლო
ინვენტარი, შენობა და სხვა ქონება. დააბრუნოს დაწესებულებიდან გატანილი წიგნები და სხვა ქონება
ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით. საკუთარი ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში,
სრულად აანაზღაუროს მიყენებული ზარალის ღირებულება დაწესებულების მიერ დადგენილი
ოდენობით და წესით;
4.1.3 არ შეუქმნას საფრთხე სხვათა ჯანმრთელობას და არ დააბრკოლოს სხვათა უფლებების
განხორციელება;
4.1.4 შეთანხმებულ ვადებში, სრულად დაფაროს დაწესებულების მიმართ წარმოშობილი ნებისმიერი
ფინანსური დავალიანება;
4.1.5 დაიცვას დაწესებულების შინაგანაწესი და შიდა მარეგულირებელი აქტები;
4.1.6 ხელშეკრულების ხელმომწერი (მსმენელი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში-მისი
წარმომადგენელი) ვალდებულია ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის სურვილის შემთხვევაში,
აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობოს დაწესებულებას პირადად ან უფლებამოსილი
წარმომადგენლის მეშვეობით.
4.1.7 წინამდებარე ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, ხელშეკრულების
ხელმომწერი ვალდებულია გადაიხადოს მსმენელის სტატუსის შეწყვეტის მომენტისათვის
(განცხადების რეგისტრაციის თარიღი ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში - სტატუსის შეწყვეტის
2
შესახებ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღი) მასზე
დარიცხული ფინანსური დავალიანება.
4.1.8 შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობითა და
დაწესებულების შიდა მარეგულირებელი აქტებით.
4.2 მსმენელს უფლება აქვს:
4.2.1 დაწესებულებისგან მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი, ხარისხიანი და
სრულყოფილი საგანმანათლებლო მომსახურება;
4.2.2 მოითხოვოს საგანმანათლებლო სერვისების თანაბარი და გონივრულ ვადებში ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა;
4.2.3 მოითხოვოს სათანადო კონსულტაცია და მხარდაჭერა აკადემიური მიღწევების
გასაუმჯობესებლად;
4.2.4 დაწესებულების შიდა მარეგულირებელი აქტებით დადგენილი წესით, ისარგებლოს
დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ბიბლიოთეკით, საინფორმაციო და სხვა
საშუალებებით;
4.2.5 საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და დაწესებულების შიდა მარეგულირებელი აქტების
შესაბამისად, შეიწყვიტოს მსმენელის სტატუსი;
4.2.6 ისარგებლოს მსმენელის იმ უფლებებით, რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობითა და
დაწესებულების შიდა მარეგულირებელი აქტებით.
5. სწავლის საფასურის ოდენობა
5.1. სწავლის საფასური მოცემულ პროგრამაზე დაფინანსებულია სახელწიფოს მიერ.
5.2. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 9 სასწავლო კვირას;
5.3. სწავლის საფასური მოიცავს მხოლოდ სტანდარტული საგანმანათლებლო მომსახურების გაწევას;
5.4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის სტანდარტული მომსახურება მოიცავს:
ა) პროგრამაზე სასწავლო პროცესის ორგანიზებას
ბ) მსმენელის შეფასების ორგანიზებას ძირითად ვადებში
გ) საბიბლიოთეკო რესურსებით სარგებლობას
დ) დაწესებულების შენობაში ინტერნეტით სარგებლობას
ე) პირველად გადაუდებელ დახმარებას
ვ) დაწესებულების შენობაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას
ზ) ინფორმირებას, კონსულტირებასა და მხარდაჭერას
თ) სხვა სახის მომსახურეობის გაწევას, რისთვისაც დაწესებულების მიერ განსაზღვრული არ არის
მომსახურეობის დამატებითი საფასური.
6. დამატებითი დებულებები
6.1. მსმენელის მიერ სწავლის პერიოდში, პროგრამით განსაზღვრული კრედიტების დაუგროვებლობის
შემთხვევაში დაწესებულება იხილავს მისთვის მსმენელის სტატუსის შეწყვეტის საკითხს;
6.3. დაწესებულებისთვის მატერიალური ზარალის მიყენების შემთხვევაში დაწესებულება ცალმხრივად
აფასებს საკუთარ ქონებას საბაზრო ფასების გათვალისწინებით და ადგენს მიყენებული ზარალის
ოდენობას;
6.4 სასწავლო პროცესში შექმნილ ინტელექტუალურ პროდუქტზე საავტორო უფლებები თანაბრად
გააჩნიათ მსმენელსა და დაწესებულებას, ხოლო მატერიალურ ფასეულობებზე- საკუთრების უფლებები
გააჩნია მხოლოდ დაწესებულებას.
6.5 საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, რომლებიც შეეხება წინამდებარე
ხელშეკრულების დებულებებს, კონტრაქტის პირობები გადაისინჯება მხარეთა მიერ.
7. ფორს–მაჟორი:
7.1 მხარეები არ აგებენ პასუხს შეუსრულებელი ვალდებულებისათვის ფორს-მაჟორული გარემოებების
დადგომისას და მათი მიმდინარეობის პერიოდში.
7.2. ფორს – მაჟორულად ითვლება ისეთი გარემოებები, რომელთა დადგომის პროგნოზირება,
თავიდან აცილება და/ან მიმდინარეობაზე ზემოქმედება აღემატება მხარის ძალებს, მათ შორისაა, მაგრამ
არ შემოიფარგლება: სტიქიური უბედურება, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, ხელისუფლების
აქტები, რომლებიც მნიშვნელოვნად აბრკოლებს ან შეუძლებელს ხდის მხარის მიერ ნაკისრ უფლება-
მოვალეობათა განხორციელებას.
3
7.3. ფორს-მაჟორული გარემოებების გამო ვალდებულებათა შესრულების შეუძლებლობის შესახებ
მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს. თუ შეტყობინების გაგზავნა შეუძლებელია, მაშინ
ის უნდა გაიგზავნოს პირველი შესაძლებლობისთანავე.
7.4. ფორს-მაჟორული გარემოებების გამო დასაშვებია ამ ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა,
რაც უნდა გაფორმდეს წერილობით.
8. ხელშეკრულების მოქმედება
8.1. წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება (საგანმანათლებლო მომსახურების გაწევა) იწყება
ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე და წყდება მსმენელისათვის საქართველოს მოქმედი
კანონმდებლობისა და დაწესებულების შიდა მარეგულირებელი აქტების შესაბამისად, მსმენელის
სტატუსის შეწყვეტის/მსმენელისათვის სერტიფიკაცის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების
მომენტიდან;
8.2 წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის მომენტისათვის ავტომატურად წყდება ამ
ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებით მხარეთა შორის მანამდე გაფორმებული ყველა
ხელშეკრულება, რაც არ ათავისუფლებს მსმენელს შეწყვეტილი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე
წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის მომენტამდე ნაკისრი ვალდებულებების სრული და
ჯეროვანი შესრულებისაგან.
9. მხარეთა პასუხისმგებლობა
წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან
არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და
დაწესებულების შიდა მარეგულირებელი აქტების შესაბამისად.
10. დავის გადაწყვეტის წესი
10.1 მხარეებს შორის წარმოშობილი ნებისმიერი სახის უთანხმოება წყდება ურთიერთშეთანხმებით;
10.2 მხარეებს შორის უთანხმოების მოლაპარაკების გზით მოუგვარებლობის შემთხვევაში, დავა
დაინტერესებული მხარის ინიციატივით შეიძლება გადაეცეს საქართველოს სასამართლოს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. სხვა პირობები და დასკვნითი დებულებები
11.1.ხელშეკრულება არ შეიცავს სხვა დამატებით სიტყვიერ შეთანხმებას;
11.2.ხელშეკრულების პუნქტებში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ
მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
11.3.წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე (უცხოენოვან პროგრამაზე შესაბამის
ენაზეც) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 (ორ) ეგზემპლარად, რომელთაგანაც თითო-თითო
ეგზემპლარი ინახება მხარეებთან;
11.4.ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა სრულდება ქართულ ენაზე;
11.5.წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე მუხლის ან პუნქტის ბათილობა არ იწვევს მთლიანი
ხელშეკრულების ბათილად ცნობას.

~დაწესებულება~ ~მსმენელი~

------------------------------ --------------------------------
ია ერაძე
წარმომადგენელი

----------------------

You might also like