You are on page 1of 10

დაგლას

ადამსი

რესტორანი
samyaros dasalierSi

inglisuridan Targmna guram RonRaZem


არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც, თუ
ვინმე აღმოაჩენს, რატომ შეიქმნა სამყარო, ეს
უკანასკნელი გაქრება და მის ადგილას უფრო
უცნაური და იდუმალი სამყარო გაჩნდება.
1
ჯერჯერობით კი ასეთი ამბავია:
დასაბამში შეიქმნა სამყარო.
ამან უამრავი ადამიანი გაამწარა და ბოლოს ყველამ
ერთხმად აღიარა, არც ისე წესიერი საქციელი იყოო.
ხალხთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სამყარო ერთგვარმა
ღვთაებამ შექმნა, თუმცა ვილტვოდლ-ექვსზე მცხოვრები ჯატ-
რავარტიდელები ირწმუნებიან, სამყარო გიგანტური არსების,
მწვანე არკლსიჟურის ცხვირიდან გამოხოცილი წვინტლია და
მეტი არაფერიო. ჯატრავარტიდელები, რომლებიც მთელი
ცხოვრებაა მეორედ მოსვლას, მათ ენაზე – გიგანტური თეთრი
ცხვირსახოცის გამოჩენას – ელიან, პატარა, ლურჯი არსებები
არიან ორმოცდაათი ხელით. ის სამყაროს ერთადერთი რასაა,
რომელმაც დეოდორანტი ბორბალზე ადრე გამოიგონა.
მიუხედავად ამისა, გიგანტური მწვანე არკლსიჟურის
თეორია ვილტვოდლ-ექვსის გარდა არსად მიუღიათ. სამყარო
კი ერთ დიდ გამოცანად რჩება.
ჰიპერინტელექტუალმა და პან-განზომილების მქონე არ­­
სე­ბებმა გიგანტური სუპერკომპიუტერი – სახელად „ჭკუის
კოლოფი“ – შექმნეს, რომელიც პასუხს გასცემდა სიცოცხლის,
სამყაროსა და საერთოდ ყველაფრის უმთავრეს შეკითხვას.
შვიდ-ნახევარი მილიონი წლის გამოთვლის შემდეგ ჭკუის
კოლოფმა განაცხადა, რომ პასუხი გახლდათ 42. ამიტომაც,
აუცილებელი გახდა უფრო დიდი კომპიუტერის შექმნა,
რომელიც ჭეშმარიტი კითხვის გამოანგარიშებას შეძლებდა.

5
ეს კომპიუტერი, რომელსაც ხშირად დედამიწადაც მოიხსე-
ნებდნენ, ისეთი უზარმაზარი იყო, პლანეტა გეგონებოდათ. მასზე
დასახლებული მაიმუნის მსგავსი არსებები კი ვერ აცნობიერებ-
დნენ, რომ სინამდვილეში პროგრამის ნაწილს წარმოადგენდნენ.
ამ მარტივი და აშკარა მიზეზის არცოდნის გამო, დე­დამიწაზე
მომხდარი ყველა შემთხვევითობა დიდი გაურკვევლობისა და
განსჯის საგნად იქცეოდა ხოლმე.
სამწუხაროდ, უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩენის წინ
დედამიწა ვოგონების ხელით განადგურდა, რომლებიც ამტკი­
ცებდნენ, ამ ადგილას ჰიპერსივრცული გზატკეცილი უნდა აშე-
ნდესო. ცხოვრების ჭეშმარიტი არსის ამოხსნის ყველა იმედიც
სამუდამოდ გაქრა.
ან უბრალოდ, ჩვენ მოგვეჩვენა ასე.
ამ მაიმუნის მსგავსი არსებიდან ორი ცოცხალი გადარჩა!
ართურ დენტმა განადგურებას თავი ბოლო წამს დააღწია,
თავისი ძველისძველი მეგობრის, ფორდ პრეფექტის წყალობით,
რომელიც ბეთელჰეიზესთან მდებარე პატარა პლანეტის
მცხოვრები გამოდგა და არა პატარა ქალაქ გილფორდის (როგორც
მანამდე ირწმუნებოდა). ბედად, ფორდ პრეფექტმა კარგად
იცოდა მფრინავი ხომალდებით მოგზაურობის საიდუმლო.
ტრიშა მაკმილანმა კი, ან უბრალოდ – ტრილიანმა, პლანეტა
ექვსი თვით ადრე, ვინმე ზაფოდ ბიბლბროქსთან ერთად
დატოვა, რომელიც მაშინ გალაქტიკის პრეზიდენტი გახლდათ.
ორად ორი გადარჩენილი არსება!
სწორედ ისინი არიან უკანასკნელი მემკვიდრეები დიდი
ექსპერიმენტისა – ამოიხსნას სიცოცხლის, სამყაროსა და
საერთოდ ყველაფრის უმთავრესი საკითხი.
უცნაური შემთხვევითობის წყალობით, მათი მფრინავი
ხომალდიდან ნახევარი მილიონი მილის მოშორებით, მელნის-
ფერ სიბნელეში სწორედ ვოგონების ხომალდი დალივლივებს...

6
2
ვოგონთა ყველა ხომალდის მსგავსად, ესეც ისე გამოიყუ­
რებოდა, თითქოს კი არ ააგეს, არამედ ჰაერში შედედდაო.
ხომალდის ზედაპირზე ყველა მხრიდან უსიამოვნოდ ყვითელი
შვერილები ამოზრდილიყო. ეს უფორმო კუთხეები ნებისმიერ
სხვა ხომალდს დააუშნოებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს
უბრალოდ შეუძლებელი იყო. მისი შემხედვარე იფიქრებდით,
კოსმოსში ამაზე ამაზრზენი ვერაფერი გაიფრენსო, მაგრამ
ძალიან შეცდებოდით. არასანდო თვითმხილველები
ირწმუნებიან, უარესი რაღაცებიც გვინახავსო.
ვოგონთა ხომალდზე უფრო უშნო რამის სანახავად
მხოლოდ ერთი გზა არსებობს: ამისთვის ხომალდის ბორტზე
უნდა შეაბიჯოთ და ვოგონს გაეცნოთ. თუმცა, თუ ჭკუა გიჭ-
რით, ყველანაირად შეეცდებით, ვოგონებს თავი აარიდოთ,
თორემ ისეთ გამოუსწორებლად საშინელ რამეს ჩაიდენენ,
აუცილებლად ინატრებთ, ნეტავ საერთოდ არ გავჩენილიყა-
ვი, ან (თუ მართლაც დიდი მოაზროვნე ბრძანდებით) – ნეტავ
ვოგონები არ არსებობდნენო.
ფაქტია, რომ ვოგონებს ფიქრი არ უყვართ. ისინი მარტივი,
თავნება, ტვინდამპალი არსებები არიან, რომელთაც
აზროვნება გულზე არ ეხატებათ. ანატომიური ანალიზის
შედეგები გვამცნობს, რომ ვოგონთა ტვინი თავდაპირველად
დეფორმირებულ, არასწორ ადგილას აღმოცენებულ ღვიძლს
წარმოადგენდა. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ვოგონებმა
კარგად იციან, რაც მათ გულს ახარებს – ხალხის წვალება,

7
რასაც ყოველ შესაძლებლობაზე დიდი სიამაყით აკეთებენ.
ერთადერთი, რაც ყველაზე მეტად არ ეხატებათ გულზე –
საქმის შუაში მიტოვებაა. განსაკუთრებით კი ამ ვოგონს და
განსაკუთრებით – ამ საქმის მიტოვება.
ეს ვოგონი კი გახლდათ კაპიტანი პროსტეტნიკ ვოგონ
ჯელტსი, გალაქტიკის ჰიპერსივრცის დაგეგმარების სააგე-
ნტოდან და სწორედ მისი დამსახურებით განადგურდა, ე.წ.
პლანეტა დედამიწა.
მომნუსხველად საძაგელი სხეულით მოუხერხებელ, ზუნ­
ზლი­ან სავარძელში ირწეოდა და მონიტორს თვალს არ აცი-
ლებდა, რომელზეც მფრინავი ხომალდის, ოქროს გულის,
ადგილმდებარეობას ამოწმებდა.
პროსტეტნიკს სულ არ აღელვებდა, რომ ოქროს გული,
რომელიც მარადიული შეუძლებლობის ძრავით მოძრაობდა და
გალაქტიკის ყველაზე ლამაზსა და რევოლუციურ გამოგონებას
წარმოადგენდა. ესთეტიკა და ტექნოლოგია მისთვის ისეთივე
უცხო იყო, როგორც დახურული წიგნი და შესაძლებლობა რომ
ჰქონოდა, თვალის დაუხამხამებლად დაწვავდა (სამყაროს
ყველა წიგნთან ერთად).
ვოგონს ის უფრო ნაკლებ ანაღვლებდა, რომ ხომალდის
ბორტზე ზაფოდ ბიბლბროქსი იმყოფებოდა. გალაქტიკის
ყოფილი პრეზიდენტი ზაფოდ ბიბლბროქსი, რომელსაც გატა-
ცებულ ხომალდთან ერთად გალაქტიკის ყველა პოლიციელი
დასაჭერად მოსდევდა... თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ეს ფაქტი
ვოგონის ინტერესებში არ შედიოდა.
მას სხვა ჭია უღრღნიდა გულს.
საქმე ისაა, რომ ვოგონები მექრთამეობასა და კორუფცი-
ას ისევე ვერ გასცდნენ, როგორც ზღვა ზეცის ჰორიზონტს.
თავდაპირველად, სიტყვა „პატიოსნებისა“ და „მორალური
პატიოსნების“ გაგონებაზე ვოგონი თავის ლექსიკონში იქექე-

8
ბოდა ხოლმე, მაგრამ ხურდა ფულის ჩხრიალის გაგონებაზე
„კანონთა კრებულს“ დასწვდა და შორს მოისროლა.
დედამიწისა და მისი მცხოვრებლების განადგურების
სურვილმა ისე შეიპყრო, სულ არ აინტერესებდა, მართლა გაი-
ყვანდნენ თუ არა მის ადგილას ჰიპერსივრცულ გზატკეცილს.
კმაყოფილმა ვოგონმა ამაზრზენად ამოიხვნეშა.
– კომპიუტერო, – დაიყიყინა მან, – ტვინის მოვლის სპეცი-
ალისტთან შემაერთე.
რამდენიმე წამში ეკრანზე გაგ ჰალფრუნტის სახე გამოჩნდა,
რომელიც ისე იღიმებოდა, როგორც შეიძლება იღიმებოდე,
როცა იცი, რომ ვოგონისგან ათი სინათლის წელიწადით
მოშორებით იმყოფები. მის ღიმილში ირონიის ნაპერწკალსაც
შენიშნავდით. მიუხედავად იმისა, რომ ვოგონი ჰალფრუნტს
საკუთარი „ტვინის მოვლის სპეციალისტს“ უწოდებდა, ამ
უკანასკნელს კარგად ესმოდა, რომ არც ისე ბევრ ტვინთან
უწევდა მუშაობა. სინამდვილეში, სწორედ ვოგონი გახლდათ
მის დაქვემდებარებაში. ჰალფრუნტი მათგან უამრავ ფულს
იღებდა ბინძური საქმის შესრულებაში.
გალაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და იმე-
დისმომცემი ფსიქიატრი, თავის კოლეგებთან ერთად, კარგად
ხვდებოდა, რომ თავისი პროფესიის დაღმასვლის პერიოდში ამ
თანხას სარფიანად გამოიყენებდა.
– სალამი, – წამოიწყო მან, – ჩემო პროსტეტნიკ ვოგონების
კაპიტანო, დღეს როგორ გრძნობთ თავს?
ვოგონთა კაპიტანმა ფსიქიატრს ამცნო, რომ ბოლო
რამდენიმე საათის განმავლობაში ხომალდის მომსახურე
პერსონალის ნახევარი დისციპლინარული სავარჯიშოს
შესრულებისას გაანადგურა.
ჰალფრუნტს სახიდან ღიმილი არ მოშორებია.
– ჩემი აზრით, – თქვა მან, – ეს ვოგონისთვის სრულიად

9
დამახასიათებელი ქცევაა – აგრესიული ინსტინქტების
ბუნებრივი და ჯანსაღი გზით უაზრო ძალადობისკენ მომართვა.
– შენ სულ ასე ამბობ, – დაიგრუხუნა ვოგონმა.
– ჩემი აზრით, – განაგრძო ჰალფრუნტმა, – ეს ფსიქიატრე-
ბისთვის სრულიად დამახასიათებელი ქცევაა. ძალიან კარგი.
როგორც ჩანს, დღეს ორივე ჩვენი გონებრივი შესაძლებლობების
მაქსიმუმს მოვიხმართ. ახლა კი, მითხარი, მისიის საქმე როგორ
მიდის?
– ხომალდის ადგილმდებარეობას მივაგენით.
– ფანტასტიკურია, – აღმოხდა ჰალფრუნტს, – გადასარევი!
მისი ბინადრები?
– დედამიწელი იქ არის.
– შესანიშნავია. და...
– იმავე პლანეტის მცხოვრები მდედრიც.
– კარგია, კარგი, – გაეღიმა ჰალფრუნტს, – კიდევ?
– კაცი, სახელად პრეფექტი.
– კიდევ?
– ზაფოდ ბიბლბროქსი.
წამიერად ჰალფრუნტს სახე გაეყინა.
– საკვირველია, – თქვა მან, – ასეც ვიცოდი. რა დასანანია...
– პირადი მეგობარია? – ჩაეკითხა ვოგონი, რომელმაც ეს
გამოთქმა შემთხვევით სადღაც მოისმინა და გადაწყვიტა,
თავადაც ეცადა.
– არა, რას ამბობ, – უპასუხა ჰალფრუნტმა, – ჩემს პროფე-
სიაში პირად მეგობრებს არ იძენენ.
– ჰო, – ახვიხვინდა ვოგონი, – პროფესიული გაუცხოება.
– არა, – მხიარულად უპასუხა ფსიქიატრმა, – უბრალოდ ამის
უნარი არ გაგვაჩნია.
ცოტა ხნით ხმა არცერთს ამოუღია. ჰალფრუნტი იღიმოდა,
თუმცა შუბლი შეეჭმუხნა.

10
– ბიბლბროქსი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი
კლიენტია, – წამოიწყო მან, – ისეთი პრობლემები აქვს, ანალი-
ტიკოსს ძილშიც რომ არ დაესიზმრება.
ცოტა ხანს ჩაფიქრდა, ბოლოს თავი გაიქნია.
– მოკლედ, – თქვა მან, – დავალების შესასრულებლად მზად
ხარ?
– კი.
– ძალიან კარგი. ხომალდი დაუყოვნებლივ გაანადგურე.
– მერე, ბიბლბროქსი?
– მაგაზე ნუ იდარდებ, – მხიარულად უპასუხა ჰალფრუნტ-
მა, – ზაფოდი ერთი ჩვეულებრივი ტიპია.
შემდეგ ეკრანიდან გაქრა.
ვოგონების კაპიტანმა იმ ღილაკს დააჭირა, რომლითაც
თავის პერსონალს უკავშირდებოდა.
– თავდასხმაზე გადადით, – თქვა მან.

***
სწორედ ამ დროს ზაფოდ ბიბლბროქსი თავის კაიუტაში
ხმამაღლა იგინებოდა. ორი საათის წინ გადაწყვეტილება მიიღო,
სამყაროს კიდეში არსებულ რესტორანში ესაუზმათ, მაგრამ
ხომალდის ცენტრალურ კომპიუტერთან საშინელი ჩხუბი
მოუვიდა და თავის ოთახში განმარტოვდა, შეუძლებლობის
ფაქტორს ფანქრით გამოვიანგარიშებო.
ოქროს გული შეუძლებლობის ძრავის წყალობით სამყაროს
ყველაზე ძლიერ და არაპროგნოზირებად ხომალდად ითვლებოდა.
მისთვის შეუძლებელი არაფერი იყო, იმის გათვალისწინებით,
რომ მომხმარებელს კარგად უნდა სცოდნოდა, რამდენად
დაუჯერებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ რასაც სთხოვდი,
მართლა აგისრულებდა.

11
ზაფოდმა ხომალდი პრეზიდენტობისას გაიტაცა, მისი
ოფიციალური წარდგენის ცერემონიიდან. რომ გეკითხათ,
ზუსტად ვერც გეტყოდათ, ასე რატომ მოიქცა, მაგრამ ხომალდი
ძალიან მოსწონდა.
არც ის იცოდა, გალაქტიკის პრეზიდენტი რატომ გახდა; დიდ
გასართობად ეჩვენებოდა, სულ ეს იყო.
ზაფოდს კარგად ესმოდა, რომ მისი ორი ტვინის ბნელ სიღ-
რმეებში ამაზე უკეთესი მიზეზებიც მოიძებნებოდა. ოცნებობდა,
ეს ბნელი სიღრმეები ნეტავ საერთოდ მომაშორებინაო, იმიტომ
რომ, ხშირად უცნაური განცდა ან აზრი სინათლეზე ამოუხტებო-
და და ცხოვრების მნიშვნელოვან მიზნებს (ძირითადად, დროს
ტარებას) უჩრდილავდა.
ახლა კი ცუდ ხასიათზე იყო. ფანქრები და მოთმინება გამო-
ელია და მოშივდა.
– სტარპოქს! – წამოიყვირა მან.
ამ დროს, ფორდ პრეფექტი ჰაერში აჭრილიყო! არ გეგონოთ,
ხომალდის ხელოვნურ გრავიტაციას რამე პრობლემა შეექმნა,
უბრალოდ კაიუტების შემაერთებელი უშველებელი კიბის
თავიდან გადმოხტა, ცუდად დაეცა, წაბორძიკდა, წამოდგა და
დერეფანში სწრაფად გაიქცა და რამდენიმე მინიატურული
რობოტიც წამოაყირავა, მოსახვევში მკვირცხლად შეუხვია და
ზაფოდის ოთახის კარი შეაღო.
– ვოგონები! – თქვა მან.
რამდენიმე წუთით ადრე ართურ დენტი გამოვიდა თავისი
კაიუტიდან და ჭიქა ჩაის საძებნელად გაეშურა. ვერ გეტყვით,
ამ თავგადასავალს დიდი ოპტიმიზმით შეუდგა-მეთქი,
იმიტომ რომ კარგად იცოდა, მთელ ხომალდზე ერთადერთი
მოძველებული მოწყობილობა ელოდა, რომელიც ცხელ
სითხეებს ამზადებდა და „სირიუს კიბერნეტიკ კორპორეიშენის“
ნაწარმს წარმოადგენდა. მოწყობილობას „ნუტრიფორმატის

12

You might also like