You are on page 1of 5

სოციალური პრობლემები

ლტოლვილები და ჰუმანიტარული კრიზისი + დემოგრაფიული პრობლემები


(სიკვდილიანობის პრობლემა->უმუშ.) სოციალური არასტაბილურობა.

პრობლემები:

 აღნიშნავს რა, ომის შედეგად მრავალი მცირეწლოვანი ბავშვის ოჯახისა და მეურვის


მზრუნველობის მიღმა დარჩენას -
საჭიროდ მივიჩნევთ, შეიქმნას სპეციალური პლათფორმა, სადაც ოჯახებს ევროპის
წევრი ქვეყნებიდან, ექნებათ შესაძლებლობა მეურვეობა გაუწიონ
მზრუნველობამოკლებულ უკრაინელ ბავშვებს ე.წ host familly policy.
 შეშფოთებულია რა, ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა სიმრავლითა
და ამ მხრივ უკრაინისთვის მიყენებული დანაკარგით, რაც გამოიხატება: ადამიანური
კაპიტალის დაკარგვით და ე.წ “ტვინების გადინებით”
მიზანშეწონილად მივიჩნევთ
i) ომის შედეგად უკრაინიდან-ვეროკავშირის ტერიტორიაზე იძულებით
გადაადგილებურ პირებს მიეცეთ დროებითი საცხოვრებელი ვიზები,
კონფლიქტის აღმოფხვრამდე.
ii) გაძლიერდეს ძალისხმევა, რადგან მაღალმა კვალიფიციურმა კადრებმა,
რომელთაც მოუწიათ დაეტოვებინათ უკაინა - კვლავ შეძლონ დისტანციურ
რეჟიმში საკუთარი ქვეყნისთვის სამეცნიერო პროდუქტიულობის განვითარება
iii) გაგრძელდეს უკრაინელი ლტოლვილებისთვის დასაქმების ხელშეწყობა.

 ყურადსაღებია რა, უკრაინელი ლტოლვილების სოციალიზაციის, ომის ან/და საკუთარი


სამშობლოსგან ხანგრძლივი განშორების მიერ გამოწვეული ფსიქოლოგიური
პრობლემები.
რეკომენდაციას ვუწევთ:
i) ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ჩატარდეს უკაინელებისთვის კულტურული
დღეები, სადაც შეძლებენ საკუთარი ქვეყანის წარდგენასა და პოპულარიზაციას
მასპინძელი ქვეყნის მოსახლეობისთივს, გარდა ამისა ჩაშვებულ იქნას ე.წ
ფანდრაიზინგის კამპანიები, რომლისგან მიღებული თანხებიც სრულად
მოხმარება უკრაინელ ლტოლვილთა პრობლემების აღმოფხვრას.
ii) გაგრძელდეს და გაძლიერდეს სოციალურმუშაკთა ჩართულობა უკრაინელი
ლტოლვილების რესოციალიზაციის საკითხთან მიმართებით.
iii) მიეცეთ უკრაინელ ლტოლვილებს უფასო წვდომა ფსიქიკური ჯანმრთელობის
სერვისებზე,.
 წუხს რა, უკრაინელი ლტოლვილებისთვის განათლების სერვისებზე არასათანადო
წვდომის გამო
მიზანშეწონილად მივიჩნევთ, კვლავ გაგრძელდეს უკრაინელი მოსახლეობისთვის,
განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის, მასპინძელი ქვეყნის ენის ასათვისებელი
პროგრამები, აგრეთვე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის დაწყების ან
გაგრძელების მსურველ უკრაინელ ლტოლვილებს გაეწიოთ კონსულტაციები
გამოცდებისა და სასწავლო გარემოს სპეციფიკის შესახებ.

 შეშფოთებას გამოხატავს, უკრაინელ ლტოლვილთა მასპინძელ, ევროკავშირის წევრ


ქვეყნებში კრიმილანის, კორუფციისა და ე.წ შავი ბაზრის საგრძნობლად გაძლიერებას
აუცილებლობად მივიჩნევთ, დაუყონებლივ გაძლიერდეს კონტროლი და
მეთვალყურეობა უკრაინელ ლტოლვილებზე, გარდა ამისა დროულად ჩაერთოს
შესაბამისი სოციალური სამსახურები უკრაინელთა მხრიდან შესაძლო კრიმინალური
ქმედებების პრედიქტორების დასადგენად.

 აღნიშნავს რა, უკრაინელი ლტოლვილებისთვის ჯანდაცვის საჭიროებებს


საჭიროდ მივიჩნევთ, გაგრძელდეს არსებული ჯანდაცვის სერვისებისა და პაკეტების
უფასოდ მიწოდება უკრაინელი ლტოლვილებისთვის კონფლიქტის აღმოფხვრამდე.

ეკონომიკური პრობლემები:
 აღნიშნავს რა, ლტოლვილთა გავლენას ევროპის შრომის ბაზარზე, რაც გამოხატულია
შემდეგნაირად: ჭარბი მუშახელის არსებობას ევროპაში, ხოლო უკრაინაში კადრების
დეფიციტი შრომის ბაზარზე.
რეკომენდებულია, უკრაინელთათვის გაგრძელდეს და გაძლიერდეს დასაქმების ხელშეწყობა
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუმცა ამავდროულად დაიწყოს ალტერნატიული გზების
მოძებნა ლტოლვილთა სამუშაო ძალის კვლავ უკრაინის უსაფრთხო რეგიონებში
დაბრუნებასთან დაკავშირებით.

 შეშფოთებას გამოთქვამს, გაზრდილი ინფლაციის, გაზრდილი ფასებისა და


დევალვაციის არსებობის გამო.
მოვუწოდებთ უკრაინის ეროვნულ ბანკს შეცვალოს რეფინანსირების განაკვეთი.
შემცირებული საპროცენტო განაკვეთი შეამცირებს ერთობლივ მოთხოვნას და შეამცირებს
ფულის მასას ეკონომიკაში, რაც, საბოლოოდ, გამოიწვევს ინფლაციის შემცირებას და ფასების
დასტაბილურებას.

აგრეთვე აუცილებლობად მივიჩნევთ, ენტრალური ბანკის რეზერვების გაძლიერებას


ვალუტის დევალვაციისგან თავის დასაცავად.

 წუხს რა, უკრაინის შიდა წარმოებისა შემცირების გამო, რაც შემდგომში იწვევს
შემცირებულ ექსპორტს, ნაკლებ შემოსავალს, ხორბლისა და სიმინდის დეფიციტს
მსოფლიოში რაც ნათლად გამოჩნდა აფრიკის კრიზისის დროს.
საჭიროდ მივიჩნევთ:

 გაიზარდოს მსოფლიო ბანკის, european bank for reconstruction and development, european
investment bank-ის და საერთაშორისო დონორების როლი დაბალპროცენტიანი სესხების
გაცემის მიმართულებით.
 მიზანმიმართულად მივიჩვენთ, გაძლიერდეს ძალისხმევა შავი ზღვის, როგორც სავაჭრო
გზის უსაფრთხოების შენარჩუნების მიმართულებით.
 აფრიკულ ქვეყნებს მოუწევთ ალტერნატიული გზების ძიება ხორბლისა და სიმინდის
შესასყიდად, რამაც შესაძლოა გააძვიროს ფასები მოცემულ პროდუქტებზე, გაზარდოს
სატრანზიტო ხარჯები, პურის ფასი. შესაბამისად, WFP პროგრამის ფარგლებში მოხდეს
ჩრდ.აფრიკისთვის ალტერნატიული ქვეყნებისაგან შეძენილი ხორბლისა და სიმინდის
ხარჯის იმ დონემდე შემცირება, რომ გაუტოლდეს უკრაინისგან იმპორტირებული
პროდუქტის ფასს.
 აგრეთვე აუცილებელია, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების დანერგვა
უკრაინაში, რაც ფაქტობრივად ამცირებს ხარჯებს და უფრო ეფექტიანს და
პროდუქტიულს ხდის მოსავლის აკრეფვას.
 აღშფოთებულია, უკრაინაში ომის შედეგად ინფრასტრუქტურის განადგურებისა და
მოშლის ფაქტების გამო.
მოვუწოდებთ, უკრაინისთვის მიღებული საერთაშორისო ვალდებულებებისგან -
სესხებისგან დიდი ნაწილი დაიხარჯოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, რაც
ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია განათლების, ჯანდაცვის, თავდაცვის, ეკონომიკის და
საზოგადოებრივი სხვა საკითხების განვითარებისთვის.

 ყურადსაღებია, ომის შედეგად სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო სავაჭრო


გზებისსავაჭრო გზების შეფერხება.
საჭიროდ მივიჩნევთ, რუსეთის გვერდის ავლით შეიქმნას სავაჭრო გზები, რისთვისაც
აუცილებელია, მოლაპარაკებები ვაწარმოოთ ჩინურ მხარესთან, რათა მოხდეს ერთობლივი
საინვესტიციო პროექტების განხორციელება საზღვაო(ანაკლიის პორტი),
სარკინიგზო(აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთი), საჰაერო(თბილისი-ქუთაისი-ანაკლიას
საერთ. აეროპორტები) და სახმელეთო(საქართველო-დასავლური საერთაშორისო
მაგისტრალი) მიმართულებით.

 წუხს რა, ენერგეტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებზე რაც გამოხატულია: რუსული


ენერგეტიკის სფეროს გავლენით ევროკავშირზე და ფასების ზრდიდ ბუნებრივ აირსა
და ნავთობზე.
მოვუწოდებთ ევროპის კავშირს და მის პარტნიორ ქვეყნებს შეიმუშავონ სპეციალური გეგმა,
რომელიც მიზნას დაისახავს, რუსეთის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების
მინიმუმამდე დაყვანას, გარდა ამისა, გამკაცრდეს სანქციები ნავთობისა და გაზის
პროექტებზე,ვინაიდან რუსეთი ენერგო სექტორიდან იღებს ყველაზე დიდ ფინანსებს
უკრაინაში მიმდინარე არალეგიტიმური ომის გასაგრძელებლად.

აღსანიშნავია რომ, ომის დაწყებიდან, საგრძნობლად შემცირდა რუსულ ენერგო სექტორზე


დამოკიდებულება და დაიძრა პროცესები აგრესორის ბაზრიდან სრული ჩანაცვლებისთვის.

➢ რუსეთის ენერგომომარაგების მნიშვნელოვანი ვარდნის მიუხედავად გაზის იმპორტი


45% -დან 2022 წლის სექტემბერში 14%მდე შემცირდა.

➢ ექსპორტისთვის ევროკავშირს ეგვიპტესა და ისრაელს შორის გაფორმდა სამ მხრივი


ურთიერთგაგებითი შეთანხმება ბუნებრივი აირის ექსპორტზე ევროპაში.
➢ დაიწყო მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან 20 მილიარდი კუბი ბუნებრივი აირის
იმპორტზე.

საჭიროდ მივიჩნევთ:

კვლავ გაგრძელდეს მოლაპარაკებების წარმოება ენერგეტიკული რესურსებით მდიდარ


ქვეყნებთა.

უკრაინის დასავლეთ ტერიტორიაზე დაიწყოს მცირე ჰესების მშენებლობა.

კვლევების ჩატარდება ე.წ. მწვანე ენერგიის მიმართულებით, როგორიცაა ქარის, მზის,


წყლის, ბიომასებისგან მიღებული ენერგიის შესახებ. შესაბამისი ინსტრასტრუქტურის
დანერგვა. დაინტერესებული ევროპელი ინვესტორების მოძიება, რომლებიც შესაბამის
ტექნოლოგიებს დანერგავენ, რათა სამომავლოდ ევროპა აღარ იყოს დამოკიდებული
რუსული ენერგეტიკის სფეროზე.

 აღიარებს რა, მეტალის დეფიციტს საერთაშორისო ბაზარზე, რაც თავის მხრივ იწვევს
ფასის ზრდას მეტალზე და მისგან დამზადებულ პროდუქტზე.
რეკომენდებულია, დროებით დაიწყოს მოლაპარაკებები, რათა მოხდეს, ჩინური, მექსიკური,
ავსტრალიური და კანადური მეტალის იმპორტი ევროპულ ქვეყნებში.

 აღნიშნავს რა,ომის შემდგომ ევროკავშირში არასტაბილური ბიზნესს, ფინანსურ


სექტორსა და საინვესტიციო გარემოს.
საჭიროდ მივიჩნევთ, დასავლეთ და ცენტრალურ უკრაინაში ინვესტორებისთვის და
ბიზნესმწარმოებლებისთვის შესაბამისი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შექმნა, რათა
გაუჩნდეთ სტიმული, რომ ადგილობრივი წარმოება აღადგინონ. რეფორმების გატარება
ბიზნესის დაწყების ბიუროკრატიისა და ბიზნესის დაწყების პროცედურების გაიოლების,
ბიზნეს გადასახადების შემცირების, ადგილობრივი ინდუსტრიების ფინანსური დახმარების
გაწევის, ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით. რაც შექმნის ახალ სამუშაო
ადგილებს, დაასტაბილურებს ბიზნეს საქმიანობას, გამოასწორებს და მიმზიდველს გახდის
საინვესტიციო გარემოს.

 შეშფოთებას გამოხატავს, უკრაინის ფისკალურ პოლიტიკაში არსებულ გამოწვევებს,


რაც გამოხატულია: ბიუჯეტის დეფიციტით, გაზრდილი თავდაცვის ხარჯებით,
საერთაშორისო ვალდებულებებზე დამოკიდებულებით და გაზრდილი სახელმწიფო
ვალით.
მიზანშეწონილად მივიჩნევთ, გაეცეს უკრაინისთვის საერთაშორისო სესხები 0%-ად
ბიუჯეტის დეფიციტისთვის, თავდაცვისთვის, ინფრასტრუქტურისა და სხვა მიზნებისთვის.

 წუხს რა, ომის შედეგად გარემოს დაბინძურებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების


კუთხით შექმნილ პრობლემებზე, აგრეთვე ყურადსაღებად მიიჩნევს ზაპოროჟიე/
მარიუპოლის ენერგოობიექტების შეფერხება/მითვისების.
აუცილებლობად მივიჩნევთ, რეგულარულად ტარდებოდეს წყლის და ჰაერის დაბინძურების
შემოწმება, ასევე დაუყონებლივ დაიწყოს შავი ზღვის რეგიონში სავაჭრო გზების
უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
მნიშვნელოვანია, გარემოსდაცვითი საზოგადოების და ორგანიზაციების, მოხალისეების
ჩართულობა, ვითარების შეფასება, მონიტორინგი და სამოქმედო გეგმის გაწერა. შესაბამისი
დონორების მოძიება და თანამშრომლობა იმ ქვეყნებთან ვისაც საფრთხეს უკრაინაში
მიმდინარე შეტაკებები და მისგან გამოწვეული შედეგები.

აგრეთვე მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას მისცეს უკრაინულ მხარეს შესაძლებლობა,


გამოიყენონ ის ენერგო ობიექტები,რომლებიც ომის დაწყების შემდგომ რუსული მხარის
კონტროლის ქვეშ მოექცა.

 შეშფოთებულია რა, უკრაინაში არსებული კორუფციის მაღალი დონით და


თავდაცვითი ომისთვის განკუთვნილი დახმარების, შავ ბაზარზე მოხვედრის ფაქტების
გამო.
საჭიროდ მივიჩნევთ, გამკაცრდეს კონტროლი, თუ როგორ და სად მიდის უკრაინისთვის
გამოყოფილი თანხები. მეტი გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება დონორისთვის.

You might also like