You are on page 1of 3

ქუთაისის აეროპორტთან გაიხსნა ახალი 4ვარსკვლავიანი სასტუმრო

Kutaisi Inn/ქუთაისი ინნ

2023 წლის 22 ნოემბერს ქუთაისში აეროპორტიდან 15წუთის სავალზე,ხოლო ქალაქის


ცენტრიდან კი ხუთი წუთის სავალზე იხსნება სასტუმრო ქუთაისი ინნ. ქუთაისი საკმაოდ
პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის , მისი ადგილმდებარეობის გამო.სასტუმროს
ძირითადი გათვლა იმ ტურისტებზეა,რომლებიც ქუთაისის აეროპორტში
ჩამოდიან,შესაბამისად მათ აეროპორტთან ახლოს უმასპინძლებს ჩვენი სასტუმრო.

სასტუმრო მოიცავს 130 ნომერს,აერთიანებს სპა და ფიტნეს ცენტრებს,ღვინის ბარს,მარანს,ღია


და დახურულ აუზებს, რესტორანს, ლაუნჯ ბარს 360 გრადუსიანი ხედით.

ივენთის მთავარი მიზანი სასტუმროს შესახებ ცნობადობის გაზრდა და ფართო


საზოგადოებისათვის გაცნობაა. ამიტომ, საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ ,თუ
ვისთვის იქნება ეს საკითხი საინტერესო,ვინ მოვიწვიოთ,მედიის რომელ საშუალებებს
დააინტერესებს კონკრეტული თემა.

სწორად დაგეგმილი ივენთი წარმატების საწინდარია, რასაც სასტუმროს ცნობადობის


გაზრდა და კმაყოფილი მომხმარებლის რაოდენობის ზრდა მოყვება. ივენთის წარმატება
გარდა ტექნიკური და სხვა დეტალების გათვალისწინებისა,ვფიქრობ,მნიშვნელოვნად არის
დამოკიდებული თუ ვინ იქნებიან მოწვეული სტუმრები და რამდენად მასშტაბურია ივენთი.
ცნობადი სახეები განაპირობებენ მომხმარებლების ზრდასა და სასტუმროს შესახებ
ცნობადობის ამაღლებას.

ქუთაისი ინნ-ის გახსნის ცერემონია 22 ნოემბერს,ტაბიძის.1-ში იგეგმება.რომელიც


დაუვიწყარ სანახაობას მოიცავს. ქართველი შემსრულებლების კონცერტი, შიდა სივრცეში
კლასიკური მუსიკა, საჩუქრები, სასიამოვნო დროის გატარება,დღის ბოლოს კი
ფეიერვერკები.

ცერემონიისას გათვალისწინებული იქნება საპარკინგე სივრცე,რათა სტუმრებმა


თავისუფლად შეძლონ მანქანის გაჩერება.

ტაბიძის გამზირზე გახსნის ცერემონიისათვის სცენა დაპროექტდება,სადაც იმღერებენ -


გიორგი ცხადაძე და ბენდი 4+2 , Janggo, ნინი ნუცუბიძე,გიორგი გიგაშვილი, ასევე
კლასიკური მუსიკის წარმომადგენლები.

გახსნის ცერემონია 200 კაცზეა გათვლილი , მათ შორის ინფლუენსერებზე.თითოეულ


მოწვეულ სტუმარს დაურიგდება ბეიჯი-მათი სახელისა და გვარის აღმნიშვნელი,
საინფორმაციო ბროშურები,რომლითაც გაეცნობიან სასტუმროში არსებული სივრცის შესახებ
ინფორმაციას. ივენთის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება,რომ ღონისძიება
აღნიშნულ დროს 13:00 წუთზე დაიწყოს,რათა თავიდან იქნეს აცილებული
გაუთვალისწინებელი რიგები. 18:00 წუთზე კი დაიწყება გალა საღამო. აღნიშნული საღამო
ხელს შეუწყობს სტუმრების ერთმანეთთან დაახლოებას და სოციალიზაციას.
მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან ინფლუენსერები , მათ შორის სოსო ნებიერიძე, ტიტე
მიქაძე, მარი სანი, ლიკუნა ხაჭაპურიძე, მარიამ დავითაძე, მარიამ გველესიანი,ანანო
სახელაშვილი, ფოქსი ელენიკო,რუსკა მაყაშვილი, რუსკა ქარქაშაძე,სალომე ლემონჟავა, სალი
წვერავა,ანი ჯავახი.

ვინაიდან სასტუმრო ძირითადად უცხოეულ სტუმრებზეა გათვლილი მოვიწვევთ უცხოეულ


ინფლუენსერებსაც,რომელთა კონტენტიც მოგზაურობას ეხება. Pilotluana-წყვილი
ინსტაგრამზე,რომელთაც 345K გამომწერი ჰყავთ ინსტაგრამზე, Rita & Ruca- 80.1 გამომწერით.

ღონისძიების სპიკერი იქნება სასტუმროს წარმომადგენელი.

მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან ქუთაისის მერი - იოსებ ხახალეიშვილი,


კომპანიის ,,მეგობრები’’-,,აწარმოე საქართველოში’’ პროგრამის წარმომადგენელი - მიხეილ
ხიდურელი ; ,,უმასპინძლე საქართველოში’’ პროგრამის წარმომადგენელი,რომელთა
მხარდაჭერითაც მოხდა სასტუმროს გახსნა. My Georgian Guide - ტურისტული კომპანია
ქუთაისში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრდი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ
ქვრივიშვილი. თემურ ჭყონია- .მედიის სფეროში მომუშავე ადამიანიები- ნანუკა
ჟორჟოლიანი, დიანა ჯოჯუა, მაკა ცინცაზე.

მოწვეულ სტუმრებს დაურიგდებათ მოსაწვევი ბარათები, სადაც დეტალური ინფორმაცია


იქნება ღონისძიების დაწყების,მისი მსველობისა და ადგილმდებარეობის შესახებ.

მოსაწვევები ადრესატებს გადაეცემათ ორიგინალური ფორმით.პატარა სამგზავრო


ე.წ ,,ჩემოდანში’’,რომელზეც სასტუმროს სახელი და მისი ლოგო( ,,პიკასოს ბიჭის’’ ქუდი )
იქნება განთავსებული, განვათავსებთ მოსაწვევ ბარათებს, სურნელოვან თავის მოვლის
საშუალებებს,მგზავრობისთვის საჭირო ინვენტარსა და სხვა აქსესუარებს.

ღონისძიებას გააშუქებს პირველი არხი და ფორმულა.გარდა ტელევიზიისა გვეყოლება კერძო


ვიდეოგრაფი/ფოტოგრაფი - გიორგი ჯობავა.

იმისათვის,რომ ღონისძიება მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის არ იყოს და მოსაწყენი არ


გახდეს სტუმრებისთვის, გვექნება ე.წ გასართობი ხასიათის პროგრამა,რომელში გამარჯვების
შემთხვევაშიც მოგებული პირი მიიღებს 5 დღიანი დასვენებას შესაძლებლობას ჩვენს
სასტუმროში,ორ პერსონაზე.იმისათვის,რომ მოგების შანსი ყველას ჰქონდეს, სტუმართა
სახელებს მოვათავსებთ ყუთში, გამარჯვებული კი შემთხვევითობის პრინციპით
გამოვლინდება. ღონისძიებაზე მოწვეული თითოეული სტუმარი მიიღებს საჩუქრებს
ლუტეციასგან,ასევე სასტუმროს 300 ლარიან ვაუჩერს, რომლის გამოყენებაც სტუმრებს
შეუძლიათ სასტუმროში არსებულ ღვინისა და ლაუნჯ ბარში, ისევე როგორც,სარესტორნო
სივრცეში.

ცერემონია მოიცავს კვებასაც.ფურშეტის დამზადებაზე კი სანი ბეიქერი იზრუნებს.ამასთან,


გასათვალისწინებელია ტორტიც,რომელსაც საკონდიტრო -მადარტი დაამზადებს.

ცერემონიის მსვლელობის დეტალური გეგმა:


დასაწყისი 22 ნოემბერი, 13:00 . ტაბიძის.1

სტუმრების მასპინძლობა

მისასალმებელი/სამადლობელი სიტყვა ცერემონიაზე მობრძანებისთვის

ქუთაისის მერის მიერ წითელი ლენტის გაჭრა

სასტუმროს პრეზენტაცია

სასტუმროს პარტნიორებისა და მხარდამჭერების წარდგენა და სიტყვით გამოსვლა

ფურშეტი

გამარჯვებულის გამოვლენა

18:00 გალა საღამო.

You might also like