You are on page 1of 6

https://sites.google.com/a/iliauni.edu.

ge/sakartvelo-da-turizmis-ganvitareba/turizmis-
ganvitarebis-istoria-sakartveloshi ---უკვე გამოვიყენე და ლინკი მაქვს მასალებსჰი
ჩასაგდები

georgiantourizm.blogspot.com

 საქართველოში ტურიზმის განვითარება 19-20 საუკუნეების მიჯნაზე იწყება.


ფაქტიურად იგი მასშტაბურ ხასიათს 20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, განსაკუთრებით
კი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლებიდან იღებს. ამ პერიოდში ექსპლუატაციაში
შევიდა კეთილმოწყობილი ტურისტული ბაზები და სასტუმროები თბილისში, სოხუმში,
ბათუმში, ქუთაისში, ვარძიაში და სხვა. დაიწყო ტურიზმის აღმშენებლობის პროცესი
გაგრაში, ქობულეთში, აბასთუმანში, წყალტუბოში და სხვა.
    გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართელოს აღერიცხებოდა 624 სასტუმრო,
ტურისტული ბაზა, მოტელი, კემპინგი და სხვა მსგავსი დაწესბულება, რაც ჯამში 1522
ათასს ადგილს შეადგენდა. შედარებით სუსტი იყო სამოქალაქო სასტუმროების ქსელის
განვითარება. ეს მონაცემები თავისთავად მეტყველებდნენ საქართველოს დიდ
ტურისტულ პოტენციალზე, მაგრამ მათ მიღმა უნდა დავინახოთ ის, რომ ტურიზმი,
რომელიც არსებობდა გასული საუკუნის 80 წლებში, თავისი ფორმით და შინაარსით
წარსულს ჩაბარდა. მასთანავე დაგვიტოვა ბევრი არასწორი შეხედულება და
სტერეოტიპი.
ამჟამად საქართველოში ტურიზმი თვისობრივად ახალ სისტემაზე გადადის და ამ
გარდამავალ ეტაპზე მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა უხდება. საქართველოს
გააჩნია უდიდესი ტურისტული და საკურორტო პოტენციალი. საქართველო ამჟამად
აღიქმება როგორც ახალი, ჯერ კიდევ უცნობი ქვეყანა და ამდენად საინტერესოა მისი
აღმოჩენა ყოველი მოგზაურისთვის თუ ტურისტისთვის. ქვეყნის მონახულების
სურვილს კიდევ უფრო აძლიერებს 1999 წელს ჩატარებული არქეოლოგიური აღმოჩენა,
როდესაც თბილისის მახლობლად, დმანისში აღმოაჩინეს პალეოლითური ხანის
უძველესი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტი, რომელიც თარიღდება 1 მილიონ 700 ათასი
წლით. ამ აღმოჩენით საქართველო გახდა პირველი ევროპელის სამშობლო.
    ქვეყანაში 12 000 ისტორიული ძეგლი, 150 მუზეუმი და მრავალი საგანძურია,
რომელიც დღითიდღე, თანდათანობით იზრდება. საქართველო ოდითგანვე ცნობილია
თავისი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებით, ამჟამად კი 102 კურორტი და 182
საკურორტო ადგილია, კურორტების ძირითადი ნაწილი ზღვის პირას და მთიან
რეგიონებშია. საქართველოს წრმომადგენლობა გადის ქვეყნის გარეთ, საიდანაც უფრო
მეტი ინფორმაციის გავრცელება ხდება საქართველოზე. რის შედეგადაც საქართველოში
იმატებს ტურისტების რაოდენობა. მაგალითად.: 1998 წელს საქართველოს
წარმომადგენლობის გახსნა მოხდა ისრაელში, ტელ-ავივში. ამავე წელს თბილისსში
ჩატარდა ”დიდი აბრეშუმის გზის” ტურიზმის მსოფლიო ფორუმი, 2003 წელს კი
თბილისში მოხდა მეოთხე საერთაშორისო ტურისტული ბაზრობის გახსნა.
    როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, ტურიზმის განვითარების
ხელშეწყობა სისტემური ხასიათისაა არსებითად დამოკიდებულია, როგორც
ეკონომიკურ ასევე პოლიტიკური ფაქტორების გამოყენების ფორმაზე, ქვეყნის
ეკონომიკის განვითარების თვისებურებებზე.

 საქართველოში წლების განმავლობაში მილიონობით ადამიანი ისვენებდა, რასაც 500-


ზე მეტი საკურორტო-ტურისტული დაწესებულება ემსაურებოდა. აღსანიშნავია, რომ
ჩვენს სანატორიუმებში, პანსიონატებში, დასასვენებელ სახლებში, ტურისტულ ბანაკებსა
და სხვა რეკრეაციული (დასვენება) მნიშვნელობის დაწესებულებებში ერთდროულად
120 ათასზე მეტ კაცს შეეძლო დაესვენა. ამჟამად ტურიზმის ინდუსტრია ხელახლა
ვითარდება, ასე რომ, ტურიზმი (განსაკუთრებით ეგზოტიკური და სამთო ტურიზმი)
კვლავ გადაიქცა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ.
    ჩვენს ქვეყანაში მსოფლიო მნიშვნელობის კურორტები არის როგორც ბარში, ისე
მთაში. საქართველოში ცნობილია 100-ზე მეტი კურორტი, რომელთაგან ზოგიერთი
საერთაშორისო მნიშვნელობისაა, როგორიცაა: ბაკურიანი, ბორჯომი, ქობულეთი,
ბიჭვინთა, ახალი ათონი, მწვანე კონცხი, მახინჯაური და ა.შ. აღსანიშნავია ჩვენი
კურორტების მაღალი ესთეტიკური გარემო და კომფორტული კლიმატი.
    საქართველოში განსაკუთრებით ბევრია ბალნეოლოგიური კურორტი, მაგალითად
წყალტუბო, აბასთუმანი, ნაბღლავი, უწერა, მენჯი, სქური, საირმე და ა.შ. ეს გასაგებიცაა,
რადგან ჩვენში მოედინება ყველა ტიპის წყალი. მათი რიცხვი ორი ათასს აღემატება. 

http://www.med.ge/index.php/clinic/balaneutics/1243-balaneutics

თბილის- ქალაქის იტორია იწყება გოგირდოვანი წყლებით, საუკუნეების


განმავლობაში ხალხი იყენებდა მას აბანოების სახით.. 30-იან წლებში
ფიზიოთერაპევტის და კურორტოლოგის მიხეილ ზანდუკელის
ხელმძღვანელობით შეიქმნა უნიკალური პროექტი, რომლის მიხედვითაც
საკურორტო ტერიტორია კრწანისის სამთავრობო რეზიდენციამდე 3-
4კმ.უნდა ყოფილიყო გაშლილი, 1938წ. ექსპლოატაციაში შევიდა თბილისის
ბალნეოლოგიური კურორტი. აქ მოღვაწე ექიმები წარმოადგენდა
სამედიცინო პროფესურის ელიტას. ეს იყო პირველი პრეცედენტი,
რომელიც მოიცავდა საბაზრი ეკონომიკის ელემენტებს: გარდა სახელმწიფო
ბიუჯეტური დაფინანსებისა-მკურნალობა ნაღდი ანგარიშსწორებით
ხდებოდა. სწორედ ეს მოდელი დაედო საფუძვლად თანამედროვე
ჯანდაცვის რეფორმას.

90-იან წლებში დანგრეული შენობის რეაბილიტაცია დაიწყო 1999 წლიდან


ახალი გენერალური დირექტორის აკადემიკოს ნიკოლოზ სააკაშვილის
აქტიური თაოსნობით. 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ბალნეოლოგიურ კურორტს ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიოში. მსგავსი


კურორტი დედაქალაქი მსოფლიიოში გვხვდება ბუდაპეშტსა და ვენაში.

ამჟამად ცენტრი გთავაზობთ უნიკალურ ბუნებრივ გამაჯანსაღებელ


ფაქტორებს: მინერალური გოგირდოვანი წყლის აბაზანებს, ვულკანური
წარმოშობის საკურნალო ტალახის აპლიკაციებს, ფიზიოთერაპიას,
სამკურნალო, გამაჯანსაღებელ სხვადასხვა სახის მასაჟს: კლასიკური,
მანუალური, ტაილანდური, ანტიცელულიტური. ნევროლოგიური
რეაბილიტაცია ბავშვთა და მოზარდათვის. 
თქვენ მოგემსახურებათ გამოცდილი სამედიცინო პერსონალი: თერაპევტი,
ნევროლოგი, ართროლოგი, ენდოკრინოლოგი, დერმატოლოგი,
გინეკოლოგი, პედიატრი, ოტორინოლარინგოლოგი.

ცენტრში მიმდინარეობს მკურნალობა და რეაბილიტაცია


კარდიოლოგიური, პერიფერიული ნევროლოგიური, უროლოგიური,
ენდოკრინოლოგიური, დერმატოლოგიური, პედიატრიული,
გინეკოლოგიური, ძვალ სახსროვანი სისტემის დაავადებების.

თანამედროვე აპარატურით შეგიძლიათ ჩაიტაროთ ბიოქიმიური,


კლინიკურ ლაბორატორიული, რენდგენოლოგიური და ექოსკოპიური
გამოკვლევები

ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ყბილისის სახელმწიფო სამედიცინო


უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილი სასწავლო ბაზას. ასევე
ფუნქციონირებს სამასაჟო სკოლა...
ცენტრში დანერგილია თანამედროვე მკურნალობის მეთოდი - ჟანგბადის
კოკტეილით, ნაწლავების ღრმა გამორეცხვა-ჰიდროკოლონოთერაპია.

მიმდინარეობს სეზონური ფასდაკლებები. აქციები სოციალურად


დაუცველი ადამიანებისთვის. 
2010 წელს ცენტრს მიენიჭა ხარისხის ნიშანი, ხოლო 2011 წელს გაიმარჯვა
და ნომინაციაში: “წლის საუკეთესო ტურისტული გამაჯანსაღებელი
საწარმო“.
http://www.vipmed.ge/balneologiuri-spa/

თანამედროვე კლასიკური მედიკამენტოზური მეთოდების გარდა, აქტიურად გამოიყენება


ბუნებრივი რესურსები – სამედიცინო ტალახი, თერმული გოგირდოვანი წყლები – სრული
პაკეტით. ამავე დროს სამედიცინო – სამკურნალო მასაჟი, ფიზიოთერაპია, ჰორიზონტალური
დაჭიმვები და ა.შ. ფუნქციონირებს წყლის აუზი ინვალიდების რეაბილიტაციისათვის.
ჩვენებები – ნებისმიერი დაავადება ქრონიკულად მიმდინარე, მწვავე შემთხვევების და
ონკოდაავადებების გარდა.

აქტიურად და კარგი შედეგით ვმკურნალობთ ფსორიაზს, ეგზემას, ნეიროდერმიტებს,


პერიფერიულ ნერვული სისტემის დაავადებებს და სხვადასხვა ძვალ-სახსროვან
დაავადებებს (ოსტეოქონდროზი, რადიკულონეიროპათიები და ა.შ.)

ვმკურნალობთ  ძვალ–სახსროვან, საჭმლის მომნელებელ, ცენტრალური ნერვული სისტემის,


გინელოლოგიური, უროლოგიურ, პერიფერიული ნერვული სისტემის, ნივთიერენათა
ცვლის, გულსისხლძარღვთა, ყელ–ყურ–ცხვირის, კანის დაავადებებს.

ამჟამად ცენტრი გთავაზობთ უნიკალურ ბუნებრივ გამაჯანსაღებელ ფაქტორებს:

 მინერალური გოგირდოვანი წყლის აბაზანებს;

 ვულკანური წარმოშობის საკურნალო ტალახის აპლიკაციებს;

 ფიზიოთერაპიას;

 სამკურნალო, გამაჯანსაღებელ სხვადასხვა სახის მასაჟს: კლასიკური, მანუალური,


ტაილანდური, ანტიცელულიტური;

 ნევროლოგიური რეაბილიტაცია ბავშვთა და მოზარდთათვის.

http://www.davisvenot.ge/?lang_id=GEO&sec_id=570&info_id=5585

       საქართველოს ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი სამკურნალო წყალია აღმოჩენილი, რომლებსაც საუკუნეების
განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებდა. სამკურნალო მინერალური წყლები
სხვადასხვა დაავადებებს ყველაზე ძლიერ წამალზე უფრო ეფექტურად კურნავს, თანაც მინერალური წყლების
ზემოქმედება რამდენჯერმე იზრდება, თუ კი მათ, თან ახლავს მთის ჰაერი, მზის სხივები და ტყის
მაცოცხლებელი სიმწვანე.
      წყალტუბო. თუ კი სადმე მართლაც არსებობს ნამდვილი და არა ზღაპრული უკდავების წყარო - იგი
აქ, წყალტუბოში ამოსჩქეფს დედამიწის გულიდან. აქ მოჰყავთ რევმატიული დაავადებებით იმდენად             
შეპყრობილი ადამიანები, რომელთაც დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეუძლიათ. გაივლიან თუ
არა           სამკურნალო კურსს,  რომელიც 25-30 აბაზანისგან შესდგება, მათ ავიწყდებათ რომ წყალტუბოში
საკაცით ჩამოიყვანეს.
           კურორტი წყალტუბო დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, მდინარე წყალტუბოს ხეობაში,
ქუთაისიდან    7 კმ-თაა მოშორებული, თბილისიდან – 250 კმ-თი, ხოლო შავი ზღვიდან _ 70 კმ-ით, იგი ზღვის
დონიდან 95-120 მ-ზე    მდებარეობს.
     წყალტუბოს სამკურნალო წყალი დიდი ხანია გახდა ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო. ბუნების ამ უნიკალურ
საჩუქარს ტყუილად როდი უწოდეს "უკვდავების წყარო". ადამიანის ორგანიზმზე კურორტის წყლების
ნაყოფიერი ზემოქმედება ცნობილია უხსოვარი დროიდან. დღეისათვის კი თანამედროვე სამკურნალო-
სარეაბილიტაციო დანადგარები გვაძლევს მკურნალობის, პროფილაქტიკისა და ორგანიზმის ტონუსის
ამაღლების   საშუალებას.
     უნიკალური სამკურნალო მინერალური წყლების გამო კურორტმა შორს გაითქვა სახელი. მისი მინერალური
წყლები განეკუთვნებიან სუსტადრადონულ (1-2,7 ნკ/ლ ან 3; 7,5 მახეს ერთეული ან 40-100 ბკ.)      ქლორიდულ-
ჰიდროკარბონატულ-სულფატურ, ნატრიუმიან-მაგნიუმიან-კალციუმიან წყლებს. წყლის  ბუნებრივი
ტემპერატურა (33-350ჩ) საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ ის წინასწარი შეთბობის გარეშე.
კურორტ წყალტუბოში იყენებენ აბაზანის მიღების თავისებურ ტექნიკას. აბაზანის მიღების თავისებურება
მდგომარეობს იმაში, რომ მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყალში, (ანუ მინერალური წყალი
პროცედურის დასრულებამდე განუწყვეტლივ შემოედინება აბაზანაში და გადაედინება), რითაც წყალი
მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკო-ქიმიურ და სამკურნალო თვისებებს, ერთგვაროვნებასა და
ტემპერატურას.
წყალტუბოს მინერალური წყლები სხვა წყლებისგან იმით განსხვავდება, რომ მასშიშემავალი ინგრედიენტე
ბი, უმცირეს დასაშვებ ზღვარზე ნაკლები რაოდენობითაა.
    
    კურორტზე აღმოჩენილი იქნა კიდევ ერთი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი _ კარსტული მღვიმეები,
რომელთა მიკროკლიმატი (განსაკუთრებით კი "თეთრი მღვიმის" მიკროკლიმატი) წარმატებით გამოიყენება
ჰიპერტონული დაავადების, ბრონქული ასთმისა და ნევროზების სამნკურნალოდ. (ამჟამად მიმდინარეობს
სამუშაოები მღვიმის კეთილმოსაწყობად.)
     ს/ს "ბალნეოსერვისის" ბალნეოთერაპიულ კომპლექსში (სააბაზანო #6, ე.წ. "სტალინის აბაზანა")
მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობითა და თერმული აბაზანების, ჰიდრომასაჟის,
სამკურნალო ფიზკულტურისა და სხვა სამკურნალო პროცედურების დახმარებით მიიღწევა მრავალი
დაავადების ეფექტური მკურნალობა და პროფილაქტიკა.
 
წყალტუბოში მკურნალობენ როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს.
 
კლასიკური საკურორტო მკურნალობის რეკომენდირებული ხანგრძლივობაა 15-20 დღე.

წყალტუბოში სანატორიულ-საკურორტო მკურნალობის ჩვენებები:
 
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
ნერვული სისტემის დაავადებები;
გინეკოლოგიური დაავადებები, მ/შ უშვილობა;
კანის დაავადებები;
 
     გარდა 15-20 დღიანი ძირითადი პროგრამისა ჩვენ ასევე შევიმუშავეთ დაღლილობისა და დაძაბულობის
მოსახსნელი, ძალისა და ენერგიის აღმდგენი და სხეულის გამაჯანსაღებელი 3 დღიანი მოკლე პროგრამა.
      
15-20 დღიან და 3 დღიან პროგრამებში გამოიყენება შემდეგი სამკურნალო პროცედურები:
 
მინერალური წყლის აბაზანები;
ხერხემლის ჰორიზონტული გაჭიმვა მინერალურ წყალში;
წყალქვეშა (ჰიდრო) მასაჟი მინერალურ წყალში;
სამკურნალო ფიზკულტურა მინერალურ წყალში;
სამკურნალო ფიზკულტურა დარბაზში;
კლასიკური სამკურნალო მასაჟი ხელით;
გინეკოლოგიური ირიგაცია მინერალური წყლით;
ჰიდრო-ვიბრო მასაჟი მინერალურ წყალში;
ცირკულარული შხაპი მინერალური წყლით;
აღმავალი შხაპი მინერალური წყლით;
შხაპი `შარკო~ მინერალური წყლით;
ფიზიოთერაპიული პროცედურები;
 ინჰალაცია;
მექანოთერაპია მინერალურ წყალში;
 სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია);
სპელეოთერაპია (მღვიმის კეთილმოწყობის დასრულების შემდეგ).
 
ს/ს "ბალნეოსერვისი" (წყარო #6, "სტალინის აბაზანა")
სამკურნალოდ და დასასვენებლად ჩამოსულებს სთავაზობს:
 
კომპლექსურ საკურორტო მკურნალობას;
სპეციალურ საკურორტო პროგრამებს;
საკურორტო-სამკურნალო პროცედურებს;
გადაუდებელ პირველად სამედიცინო დახმარებას აუცილებლობის შემთხვევაში;
ღამისთევას სასტუმროში /სანატორიუმში/კერძო სახლებში;
დღეში სამჯერად დიეტურ კვებას;
ტრანსფერს აეროპორტიდან აეროპორტამდე;
ყოველდღიურ ტრანსფერს საცხოვრებელი ადგილიდან სააბაზანომდე და უკან;
მინერალური წყლების აბაზანებს სტალინის აუზში;
ექსკურსიებს;
ნებისმიერი სხვა სახის მომსახურეობას.
 
უკვდავების წყარო?
აქაა _ წყალტუბოში, ჩამობრძანდით _ თავად დარწმუნდებით.
 
გამომგზავრებამდე აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სასურველია პაციენტმა თან იქონიოს სანატორიულ-საკურორტო რუკა. გაიცემა პოლიკლინიკების მიერ
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
შესაძლებელია ჩვენს ექიმთან კონსულტაცია ტელეფონით.
შესაძლებელია სამედიცინო გამოკვლევების მონაცემთა გადმოგზავნა ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით.
           

http://travelingeorgia.ge/region/Tskhaltubo-spa-resort/

You might also like