You are on page 1of 4

თემა 10.

ეკოლოგიური ტურიზმი მსოფლიოში

ეკოლოგიური ტურიზმი განიხილება, როგორც მასობრივი ტურიზმის


ალტერნატიული ფორმა და ეფუძნება ტურიზმის მდგრადი განვითარების და
ბიომრავალფეროვნების დაცვის კონცეფციებს, ამასთან ხელს უწყობს
საზოგადოებრივი ცნობიერების ეკოლოგიზაციას და საზოგადოების
პასუხისმგებლობის ზრდა მომავალი თაობების წინაშე.

დღეს ეს მიმართულება სულ უფრო პოპულარული ხდება და ლიტერატურაში მას


სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ, მაგალთად: ეკოტურიზმი, მსუბუქი ტურიზმი,
მთის, ბუნების ან ველური ბუნების ტურიზმი, მწვანე, სათავგადასავლო, სოფლის
ტურიზმი.

დარგის მზარდი პოპულარობის და მიუხედავად მისი ხვედრითი წილი


ტურისტულ ბაზარზე 10%-ს არ აღემატება.

ეკოტურიზმის დეფინიციას ყველაზე უკეთ განმარტავს “ავსტრალიის ეროვნული


ეკოტურიზმის სტრატეგიის“ დოკუმენტი “ეკოტურიზმი არის ეკოლოგიურად
მდგრადი ტურიზმი, რომელიც ეფუძნება ბუნებას, გარემოს გაცნობასა და მის
წვდომას.“

ეკოტურიზმი უნდა იყოს:

1) ბუნებაზე ორიენტირებული;
2) ეკოლოგიურად მდგრადი;
3) ეკოლოგიურ განვიტარებაზე მიმართული;
4) ადგილობრივი სოციალურ-კულტურული გარემოს დამცველი;
5) ეკონომიკურად ეფექტიანი, რამაც უნდა უზრუნველყოს ეკოტურიზმის
განხორციელების რაიონებში მდგრადი განვითარება.

ტური ეკოლოგიურია თუ:

 ეკოლოგიურია ტრანსპორტი, რომლითაც ტურისტები სარგებლობენ;


 ეკოლოგიურად სუფთა და სასარგებლოა საკვები;
 ტურისტული მარშრუტები მოიცავს ეკოლოგიურად ხელსაყრელ და
საინტერესო ბუნებრივ და კულტურულ ლანდშაფტებს;
 ტურებში არსებობს სასწავლო ეკოლოგიური ბილიკები;
 ღამისთევა, კოცონის დანთება და ა.შ. ხორციელდება სპეციალურად მოწყობილ
ადგილებში;
 ადგილობრივი მოსახლეობა ჩართულია ტურისტულ ბიზნესში და ინარჩუნებს
მეურნეობის ტრადიციულ ფორმებს;
 ტურისტები პატივისცემით ეკიდებიან ადგილობრივ ტრადიციებს, ცდილობენ
მათ გაგებას.

მიღებულია ეკოტურიზმის დაყოფა 2 კატეგორიად:

1) ეკოტურიზმი განსაკუთრებით დაცულ ბუნებრივ


ტერიტორიებზე/აკვატორიაში და ველურ, ნაკლებად სახეცვლილ, შეულახავ
ბუნებაში. ეს არის კლასიკური გააზრება.
2) ეკოტურიზმი განსაკუთრებით დაცულ ბუნებრივ
ტერიტორიების/აკვატორიის გარეთ, კულტურულ ან გაკულტურებული
ლანდშაფტის სივრცეში. ამ კატეგორიაში ძალზე ფართოა სპექტრი
ეკოტურისტული ორიენტაციის ტურიზმისა - აგროტურიზმიდან
დაწყებული, კრუიზიტ დამთავრებული. ეს არის გერმანული ან დასავლეტ
ევროპული მოდელი.

ეკოტურები მიზნის მიხედვიტ იყოფა:

 ველური ან კულტურული ბუნების შესწავლა;


 დასვენება ბუნებაში ემოციური და ესთეტიკური მიზნით;
 გაჯანსარება;
 სპორტი, თავგადასავლები.

ეკოტურები ობიექტის მიხედვით განისაზღვრება:

 ბოტანიკური, ზოოლოგიური, გეოლოგიური;


 ეკოლოგიურ-ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური;
 აგროტურები;
 სპელეოლოგიური, წყლის, მთის და ა.შ.

დაცული ბუნებრივი ტერიტორიებიდან ერთადერთი სახეა ეროვნული პარკები,


სადაც შეხამებულია ბუნებისდაცვითი და რეკრეაციული ფუნქციები. ეროვნულ
პარკებს შუალედური მდგომარეობა უჭირავს განსაკუთრებით მკაცრი რეჟიმის
დაცვისა და მინიმალური დატვირთვის რეჟიმის ტერიტორიებს შორის და დაცულ
ტერიტორიათა კატეგორიაში ფართობიტ პირველ ადგილზეა. ეროვნული პარკები
თავისი მახასიათებლებითა და შინაარსით განსხვავდება ქვეყნების მიხედვით.
მაგალითად, სოციალურ-ეკონომიკური ნიშნით - ურბანიზებული პარკები,
ხელუხლებელი ტერიტორიები და პარკები-კურორტები; გენეზისით - ბუნებრივი
პარკები, კულტურული და ბუნებრივ-კულტურული პარკები; გეოგრაფიული
ადგილმდებარეობის ნიშნით -აგლომერაციული პარკები და აგლომერაციებისგან
მაქსიმალურად დაშორებული პარკები.

ეროვნული პარკები კლასიკური (ჩრდ.ამერიკული) მოდელი - მოდელის


საფუძველია ეროვნული პარკების პირველი კონცეფცია, რომელიც 1872 წ.
იელოუსთოუნისთვის იქნა გამოყენებული. მოდელი მისაღებია იმ ქვეყნებისთვის
სადაც არის ვრცელი დაუსახლებელი ტერიტორიები დაცული ბუნებით. ეროვნული
პარკების მაღთვა ხორციელდება ერთობლივი ორგანიზაციის მეშვეობით ან
რამდენიმე უწყების მიერ, რომელტა შორის ფუნქციები მკვეთრად გამიჯნულია.
სახელმწიფო დაფინანსების დონე ძალზედ მაღალია. თანხები აკუმულირდება,
როგორც ფედერალური ხაზიდან, ისე რეგიონული და მუნიციპალური ბიუჯეტიდან.
ამას ემატება ინვესტიციები კერძო სექტორიდან. ამიტომაც აშშ-ს და კანადის
ეროვნული პარკები უმდიდრესია მსოფლიოში კომერციალიზაციის კუთხით.

ევროპული მოდელი - პირველი ევროპული პარკი შეიქმნა შვედეთში1909 წელს.


თუმცა ეს მოდელი დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბდა. ევროპაში ტერიტორიის
სიმცირიდან გამომდინარე რთული იყო დაცული ტერიტორიების ფართობის ზრდა,
რადგან ეს რიგ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. განვითარების კუთხით კი
საკმაოდ მარალია, რადგან ფოკუსირება ხდება ბუნებისდაცვიტ ღონისძიებებზე.
ძალზე მაღალია სახელმწიფოს როლი ამ პარკების დაფინანსებაში, რის შედეგადაც
ევროპული პარკების ინფრასტრუქტურა გამორჩეულია. აშშ-ს და კანადის
მოდელისგან განსხვავებით ევროპულ პარკებში არის მცირე რაოდენობა მომსახურე
პერსონალი. მმართველობა დეცენტრალიზებულია, თუმცა ლიბერალური კანონის
ფონზე მაღალია მიწათსარგებლობაზე კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმები.
ამ პროცესში ჩართულია ან ადგილობრივი ხელისუფლება, ან საზოგადოებრივი
გაერთიანებები ან დამოუკიდებელი ორგანიზაციები.

ეროვნული პარკების მთავარი ფუნქციაა - ადგილობრივი მოსახლეობის


რეკრეაცია და ამიტომაც ძირითად ტურისტულ ნაკადს წარმოადგენენ შიდა
ტურისტები.

“თვითკმარი“ ეროვნული პარკის მოდელი - ამ ტიპის ეროვნული პარკები


განსხვავებული კონცეფციის საფუძველზე ყალიბდება, კერძოდ, არა სახელმწიფოს
ხარჯზე, არამედ მის დასახმარებლად. ეს არის ერთგვარი ფინანსური წყარო,
რომელიც აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას სამუშაო ადგილების შექმნითა და
უცხოური ვალუტის შემოდინებით. ამ მოდელს აქვს თავისი ქვე მიმაღთულებებიც
და გამოყოფენ აფრიკულ და კარიბულ მოდელებს.

აფრიკაში ეროვნული პარკი პირველად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაჩნდა,


შემდეგ კი მთელი კონტინენტის ფარგლებზე გავრცელდა. ეს პარკები კომერციული
და არა ბუნების დაცვითი მიზნებით შეიქმნა. ბუნების უნიკალურობა,
ეგზოტიკურობა, დაბალი ტარიფები შესვლაზე და სხვადასხვა მომსახურებაზე
ტურისტთა მოზიდვის კარგი შესაძლებლობაა. მართვის ფორმა აქ
ცენტრალიზებულია, ვინაიდან პაკების მიწები ძირიტადად სახელმწიფოს
საკუთრებაა.

კარიბის რეგიონში ეროვნული პარკები ვითარდება კუნძულოვან და


ნახ.კუნძულოვან ტერიტორიებზე. აქ მაღალია საკუთრების კერძო როლი, იმდენად,
რომ პარკების მნიშვნელოვანი ნაწილი რამდენიმე კერძო მფლობელის საკუთრებაშია.
პარკებს მკვეთრად ტურისტული და არა ბუნებისდაცვითი ფუნქცია გააჩნია.
შეიძლება ითქვას, რომ ეკოლოგიური ტურიზმი ეროვნულ პარკებში კარიბის
ქვეყნების ადგილობრივი ეკონომიკის ერთ-ერთი არსებითი დარგია.

აზიური მოდელი - ამ მოდელისათვის დამახასიათებელია პარკების დიდი და


მზარდი რაოდენობა ქვეყნების მჭიდრო დასახლებისა და შესაბამისად მიწის მცირე
რესურსების ფონზე. მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფოს დაფინანსება მკვეთრად
იზრდება, ის ჯერ კიდევ ჩამოუვარდება აფრიკულ მოდელს. აზიური ეროვნული
პარკები ნაკლებად დამოკიდებული არის უცხოურ კაპიტალზე. ყველგან სამხრეტ
კორეის გარდა ეროვნული პარკები სახელმწიფოს საკუთრებაშია, თუმცა მატი
მხრიდან არ არსებობს პარკების განვიტარების ხისტი პოლიტიკა.

You might also like