You are on page 1of 3

რეკლამირების ძირითადი პრინციპები

საშინაო დავალება 1

ბიზნესის სკოლა

ბაკალავრიატი, IV კურსი

ლექტორი: ნათია ხაბეიშვილი

ჯგუფი 4 ნორა აშორტია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


თბილისი, 2020
მოცემული დავალების შესასრულებლად ავირჩიე ერთ-ერთი ცნობილი სარეკლამო რგოლი,
რომელიც ეხება ყველასთვის ნაცნობ ბრენდს „Mercedes-Benz”, კონკრეტულად კი, Mercedes-Benz E Class-ს.
https://www.youtube.com/watch?v=-fAGGlVhRUk ამ რეკლამის მიმართ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება
შემექმნა და ვეცდები შემდეგი პუნქტებით მაქსიმალურად გადმოვცე თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს
რეკლამა.

 რა იყო ბრენდის საკომუნიკაციო მიზანი?


რეკლამის დაწყებისთანავე თვალში გხვდება Mercedes-Benz-ის ახალი მოდელი E Class. ამით კომპანია
ცდილობს თავიდანვე ინფორმაცია მოგვაწოდოს მის ახალ პროდუქტზე და პირველი შთაბეჭდილება
შეგვექმნას მასზე. რეკლამა არის სულ რაღაც 40 წამიანი, მოქმედება კი ვითარდება ზამთრის სეზონზე,
ტყეში მიმავალ გზაზე. რეკლამა იწყება მშვიდი მუსიკალური ფონითა და მძღოლით, რომელიც
ნორმალური სიჩქარით ატარებს მანქანას. ეს მელოდია სასიამოვნოდ ჟღერს და გვაძლევს იმის
წარმოდგენას თუ როგორ შეიძლება იგრძნო თავი E-კლასით მგზავრობისას. მაგრამ მოქმედება მალევე
ვითარდება რადიკალურად. როდესაც მელოდიის ხმა წყდება, ამით კი ვხვდებით რომ რაღაც ცუდი
შეიძლება მოხდეს. მგზავრის სავარძელზე უცებ ჩნდება „სიკვდილი“, მძღოლი კი მას გაკვირვებული სახით
უყურებს და ყურადღებას არ აქცევს წინ მიმავალ გზას. სანამ „სიკვდილმა“ არ თქვა „ბოდიში“ მძღოლმა ვერ
გააცნობიერა, რომ მის წინ გზაზე იყო საგზაო სამუშაო. მაშინ კი მძღოლი დაუყოვნებლივ ამუხრუჭებს,
რათა აიცილოს საგზაო შემთხვევა. საბედნიეროდ, როცა მან საგზაო შემთხვევისგან თავი აიცილა, იგი
უბრუნდება „სიკვდილს“ და თავად პასუხად უბრუნებს „ბოდიშს“. ამ დროს კი კვლავ იწყება მელოდია და
ხვდებით, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. ბრენდის საკომუნიკაციო მიზანი ამ რეკლამით იყო
ხალხისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ უსაფრთხოება ავტომობილის ყველაზე მნიშვნელოვანი
მახასიათებელია, E-კლასმა კი მიაღწია ამ უსაფრთხოების მაღალ დონეს, რომელიც ნათლად არის
წარმოჩენილი რეკლამაში. „ძირითადი გზავნილია, რომ უსაფრთხოების სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე
სიკვდილი“.
 ვინ იყო ბრენდის სამიზნე აუდიტორია?
მერსედესის ამ რეკლამამ თავიდანვე გასაგები გახადა თუ რომელ სამიზნე აუდიტორიაზე იყო გათვლილი
მისი ახალი პროდუქტი. რეკლამაში მძღოლი დაახლოებით 30 წლისაა, რომელსაც აცვია ნაცრისფერი
კოსტუმი და საკმაოდ ელიტურად მართავს მანქანას. ის გამოიყურება წარმატებულ ბიზნესმენად. აქედან,
შეგიძლია დავასკვნათ, რომ ბრენდის სამიზნე აუდიტორია არის ის ადამიანები, რომლებიც არიან მდიდარი
საზოგადოების წარმომადგენლები და დაინტერესებულნი არიან როგორც უსაფრთხოებით, ასევე
ძვირადღირებული პროდუქციით.
 რა შეტყობინების მიტანას ცდილობდა ბრენდი?
რეკლამაში გამოიყენებოდა უხეში იუმორი, იმ შეტყობინების გადმოსაცემად, რომ მძღოლმა მოატყუა
სიკვდილი. ამით კი ხაზი ესმევა იმ ფაქტს, თუ რამდენად უსაფრთხოა და როგორ რეაგირებს მანქანა
საფრთხის შემცველ მომენტებში. ვინაიდან, რეკლამის ბოლოს ჩნდება შემდეგი სიტყვები: „გრძნობს
საფრთხეს და ზრდის დამუხრუჭების ძალას. BAS PLUS”. ასეთი კონცეფციით კი მაყურებელს ექმნება
შთაბეჭდილება, რომ E-კლასი არის საკმაოდ უსაფრთხო და უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, რომელიც
მათ უკმაყოფილოს არ დატოვებს. ასევე ბრენდი ამ რეკლამით გვეუბნება, რომ მანქანის მგზავრობისას
აუცილებელია ყურადღება, რადგან უყურადღებობა არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საგზაო
შემთხვევების რიცხვი მუდმივად იზრდება.
 რამდენად წარმატებულად მოახერხა ბრენდმა საკუთარი საკომუნიკაციო მიზნის მიღწევა?
ამ რეკლამით ბრენდის მიზანი იყო მაყურებელს გაეგო თუ რამდენად უსაფრთხო და ელეგანტურია მისი
ახალი პროდუქტი. ვფიქრობ, რომ სულ მცირე უხეში იუმორითა და რეკლამის ვიზუალური ეფექტებით მან
წარმატებულად მიაღწია ამ მიზანს. რეკლამამ წარმატებით ჩამოაყალიბა Mercedes-Benz-ის საიმედოობა,
უსაფრთხოება, ინოვაცია და სრულყოფა. რეკლამის მთავარი მიზანი იყო „საუკეთესო ან არაფერი“,
რომელიც წარმატებით განხორციელდა.
 არქეტიპები
რეკლამა მიეკუთვნება მართველ არქეტიპს, რადგან მერსედესი წარმოჩენილია როგორც ლიდერი,
რომელიც იმარჯვებს სიკვდილზე. ამასთანავე იგი მოიცავს თვითდაჯერებული, მდიდრული და ძლიერი
ბრენდის ყველა ნიშანს. აგრეთვე, შეინიშნება გმირის არქეტიპის ნიუანსები, ვინაიდან რეკლამის ბოლოს E-
კლასი მძღოლს ევლინება, როგორც გმირად, რომელმაც გადაარჩინა მისი სიცოცხლე.

You might also like