You are on page 1of 2

მისია - მე ვარ იუნკერი და ღირსეულად ვემსახურები ქვეყანასა და თავდაცვის

სამინისტროს, ვარ მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალისა და ლიდერის თვისებების


მქონე და ყოველდღიურად ვიღებ სამხედრო და აკადემიურ უმაღლეს განათლებას.

ხედვა - გავხდე თავდაცვის ძალების რიგებში მყოფი ოფიცერთა შემადგენლობის


ღირსეული წარმომადგენელი. მაღალკვალიფიციური კადრი საქართველოს საჰაერო
თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის შემადგენლობაში.

მიზანი - 1. ჩემი მიზანია წარმატებით დავასრულო ეროვნული თავდაცვის აკადემია.

სტრატეგია:

1. ვიმუშავო საკუთარ თავზე და განვივითარო და გავაუმჯობესო ლიდერული


უნარჩვევები.
2. ჩემი აკადემიური მოსწრების საშუალო შეწონილი ქულა უნდა იყოს
არანაკლებ 91 ქულისა.
3. ფიზიკური მომზადების შეფასების კრიტერიუმში უმაღლესი შეფასება.
4. საბაკალავრო ნაშრომის წარმატებით დაცვა.
5. საველე შეკრებებზე დადებითი შეფასების ჩვენება, რაც მოიცავს სხვადასხვა
სწავლებებსა და მარშებს.
6. წარმატებით გავიარო გასაუბრება ჩვენს კურსზე არსებულ გაცვლით
პროგრამებში.

მიზანი - 2. წარმატებით გავიარო სპეციალიზაციისა და გადამზადების კურსები.

სტრატეგია:

1. შევაფასო სიტუაცია და გადავწყვიტო, თუ რომელი მიმართულებით ჯობს


განვითარება.
2. სასურველ სპეციალიზაციის კურსზე მოსახვედრად აუცილებელია დავაგროვო
შესაბამისი ქულები აკადემიაში სწავლის პერიოდში.
3. მიზანდასახულობა და ათვისება იმისა თუ რასაც გვასწავლიან.
4. გუნდურობა და საკუთარი თავისა და ლიდერული უნარჩვევების სწორად
წარმოჩენა.
5. ღირსეული სამსახური და ჰუმანურობა.

მიზანი - 3. სწავლა გავაგრძელო და მივიღო უმაღლესი აკადემიური განათლება


(მაგისტრატურა/დოქტორანტურა) საზღვარგარეთ.

სტრატეგია:

1. მოვემზადო ინგლისურ ენაში და დავაკმაყოფილო ინგლისური ენის დონე.


2. ჩავაბარო ინგლისურის სასერთიფიკატო გამოცდა (უვადო).
3. თუ საჭიროებას წარმოადგენს გავიარო ერთ წლიანი ინგლისურ ენაში
გადამზადების კურსი, რომელიც აუცილებელი იქნება უშუალოდ ჩემი
სპეციალობისთვის.
4. თუ შესაძლებლობა მექნება ვიპოვნო სამსახური და თავად გადავიხადო ჩემი
სწავლის გადასახადი.
5. მიღებული ცოდნით დავბრუნდე საქართველოში და საკუთარი გამოცდილება
გავუზიარო ჩემს თანამემამულეებს.

You might also like