You are on page 1of 1

თბილისი ძველთაგანვე განთქმული იყო გოგირდის აბანოებით.

მიწის გულიდან
ამოჩუხჩუხებული ცხელი წყალი აღმოჩენილი იქნა ვახტანგ გორგასლის მიერ, როცა ის
ისარნაკრავ ხოხობს გაჰყვა. თბილისის დედაქალაქად გადაქცევის შემდეგ, არცერთი
უცხოელი მოგაზური ისე არ წასულა, რომ თავის ჩანაწერებში არ აღენიშნა შესანიშნავი
აბანოების შესახებ. მათ მარტო ჰიგიენური და სამკურნალო დანიშნულება არ ჰქონიათ. აქ
მთელი დღით მოდიოდნენ, ბანაობდნენ, ისვენებდნენ. ადგილი ჰქონდა ლხინის გამართვასაც
კი. აქვე ამოწმებდნენ სადედამთილოები საპატარძლოების სილამაზეს.

მაყაშვილების გვარმა ბევრი თავდადებული მისცა ქვეყანას. მარო მაყაშვილს, რომელიც


კოჯრის ბრძოლაში დაიღუპა არა ნაკლებ მამაცი ბიძაშვილები ჰყავდა. ერთ-ერთი მათგანი
იყო მიხეილ მაყაშვილი. 19 წლის მიხეილი მამაცობისათვის დაჯილდოებული იქნა წმ.
გიორგის ჯვრით. 1920 წლის 2 მაისს, იუნკრების სასწავლებელს თავს დაესხა ბოლშევიკების
ერთი ჯგუფი. იუნკრებმა ისინი შენობიდან გადევნეს, რამოდენიმე თავდამსხმელი კი
დახოცეს. ეზოში პირველი მიხეილი გავარდა, მას სხვებიც მიჰყვნენ. მიშა მძიმედ დაიჭრა და
სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ნოე ჟორდანიას მისი დაკრძალვა პანთეონში სურდა,
მაგრამ მიხეილის დედამ უარი უთხრა. მიცვალებული მატარებლით წაასვენეს. ყველა
სადგურზე უამრავი ადამიანი ხვდებოდა სამშობლოსათვის თავგანწირული ვაჟკაცის
ცხედარს. ის დაკრძალეს იყალთოში, საგვარეულო სასაფლაოზე.

ქაშუეთის ტაძრის ქვედა სალოცავში, სამშობლოს შეწირული ვაჟები დაესვენებინათ. შუაში,


შემაღლებულზე, მარო მაყაშვილი ესვენა. სამფეროვანი ქართული დროშა გადაეფარებინათ
მისი ნეშტისთვის. თავი თეთრი სილაბანდით წაეკრათ, რადგან მას კეფიდან კიდევ სდიოდა
სისხლი, ყუმბარისაგან მიყენებული ჭრილობის გამო. გმირთა სულების მოსახსენიებელ
წირვას ატარებდა კათალიკოსი ლეონიდე. ამ ტაძარში 21 წლის უკან მაროს მშობლებმა
დაიწერეს ჯვარი. ცხადია ხალხი ცრემლებად იღვრებოდა. საშინელების მოლოდინს
დაეთრგუნა ყველა.

ბოლნისის სიონში ჩატარდა დიდი არქეოლოგიური და სარემონტო-სარესტავრაციო


სამუშაოები, შეკეთდა და გამაგრდა მთლიანად ძეგლი. ამ სამუშაოების დროს აღმოაჩინეს
მრავალი საყურადღებო ფრაგმენტი, მათ შორის ერთ-ერთი შესასვლელის, ბალავარის ქვა
წარწერით. საქართველოში არც თუ ისე ბევრია ძეგლები, რომლებმაც ამდენი წარწერა
შემოგვინახა.

ქართველი ხუროთმოძღვრები ძველთაგანვე არქიტექტურული ხელოვნების წესების


დაცვით ქმნიდნენ ნაგებობებს. ისინი თანდათან ხვეწდნენ თავის ხელოვნებას. ამას
მიუთითებს ის მინიატურები, რომლებიც გელათისა და ჯრუჭის სახარებებშია დაცული.

You might also like