You are on page 1of 4

„კანდიდი“ ოპტიმისტიდან რეალისტამდე

„კანდიდი ანუ ოპტიმიზმი“ ფრანგი მწერლის, ფილოსოფოსის, განმანათლებლის,


ვოლტერის სატირული მოთხრობაა, რომელიც 1759 წელს გამოქვეყნდა და დიდი
გამოხმაურება მოჰყვა. წიგნი სასამართლო გადაწყვეტილებით საჯაროდაც კი დაწვეს ,
მაგრამ, რა თქმა უნდა, მისი განადგურება შეუძლებელი აღმოჩნდა. ნაწარმოების გარშემო
ატეხილი აჟიოტაჟი გამოიწვია ვოლტერის მიერ ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის ,
გოტფრიდ ლაიბნიცის იდეების მასხრად აგდებამ,რომელიც ამტკიცებდა,რომ სამყარო
ღმერთისაგან სრულყოფილი შეიქმნა და მასში ყველაფერი მუდამ უკეთესისკენ
მიისწრაფვის. ეს იდეა ნაწარმოებში აღმზრდელისა და ფილოსოფოსის , პანგლოსის
მიერაა გამოთქმული და მთავარი პერსონაჟის ანუ კანდიდისთვის ამოსავალ წერტილს
წარმოადგენს.მას სჯერა ,რომ ყველა შედეგს თავისი მიზეზი აქვს და რაც სამყაროში
ხდება, რაღაც მიზანს ემსახურება და ასეც უნდა ხდებოდეს.

მოთხრობის და შესაბამისად, მისი მთავარი პერსონაჟის სახელი მომდინარეობს


ფრანგული სიტყვიდან და ნიშნავს „ალალმართალს“. პირველივე თავში კანდიდს
ვენცობით,როგორც ჭაბუკს , რომლის სახე მისი სულის სარკეა. კანდიდი ბედნიერად
ცხოვრობდა ბარონის სასახლეში და ეტრფოდა მის ასულ კუნეგონდას, ჩასუქებულ ,
ლოყებღაჟღარა გოგონას,რომელიც ყველაზე წარმტაც არსებად ეჩვენებოდა მას .
კანდიდის ჰარმონიული ცხოვრება მაშინ მთავრდება, როცა ბარონი ნახავს, როგორ
კოცნის ის კუნეგონდას და ამის გამო სასახლიდან აძევებენ. მისი სასახლიდან გაგდება
სამოთხის ბაღის დაკარგვასაა შედარებული. ირონიულად მისთვისაც ამის მიზეზი ქალი
ხდება, როგორც ადამისთვის ევა. ევას გველი და მის მიერ აღძრული აკრძალული ცოდნის
დაუფლების სურვილი აცდუნებს. კუნეგონდას კი, მამაკაცთან სიახლოვის ინტერესს უჩენს
პანგლოსის ხილვა მის საყვარელთან.სასახლის ჰარმონიის რღვევაში ორივეს მიუძღვის
ბრალი და მის შედეგსაც ორივე მათგანი განცდის. სწორედ სასახლიდან გაძევების
შემდეგ ეცნობა ოპტიმიზმით სავსე კანდიდი რეალურ სამყაროს და იწყება მისი ნელნელა
გარდაქმნის გზა ოპტიმისტიდან რეალისტ ადამიანამდე.

სასახლიდან გამოძევებული კანდიდი შემთხვევათა წყალობით მსოფლიოს


თითქმის ყველა კუთხეში აღმოჩნდება და მრავალი ჯურის ადამიანს ხვდება : ქურდებს ,
მეკობრეებს, მკვლელებს თუ მოძალადეებს. მოგზაურობის განმავლობაში კანდიდი
ცდილობს იპოვოს საუკეთესო ქვეყანა, სადაც ყველაფერი მართლაც უკეთესობისკენ
მიდის და ბედნიერება ასრსებობს. კანდიდის თავგადასავალი მოკლედ შეიძლება
შევაჯამოთ.სასახლიდნ გამოძევებული კანდიდი ბულგარელებს მიჰყავთ მათ მხარეს
საბრძოლველად, ომის სისასტიკესაც გამოცდის და გამორბის ბრძოლის ველიდან.
შემდეგ აღმოჩნდება ჰოლანდიაში, სადაც ანტიბაპტისტი ჟაკი ეხმარება მას და კანდიდი
კიდევ ერთხელ აღიარებს თავისი აღმზრდელი, პანგლოსის ფილოსოფიის ჭეშმარიტებას ,
რომ ქვეყანაზე ყველაფერი მართლაც უკეთესობისკენ მიემართება. კანდიდი შემთხევით
პოულობს პანგლოსს, თუმცა ლისბონში ჩასულებს ინკვიზიცია იჭერთ და პანგლოსს
აუტოდაფეზე ტყუილ-უბრალოდ ჩამოახრჩობენ. პირველად სწორედ აქ უჩნდება ბზარი
კანდიდის ოპტიმისტურ ფილოსოფიას და სვამს ასეთ კითხვას: „თუ ეს ქვეყანა
შესაძლებელ ქვეყანათა შორის საუკეთესოა , ნეტავ დანარჩენი როგორიღა იქნება ?“ ამის
შემდეგ, კანდიდ ხვდება მოხუც დედაბერს, რომელსაც ის კუნეგონდასთან მიჰყავს .
კანდიდი ისმენს თუ რა ტანჯვა გამოიარა მისმა მიჯნურმა- დაჭრეს, გააუპატიურეს , გაყიდეს .
იმის საჩვენებლად, რომ მასზე უფრო ტანჯული ადამიანებიც არსებობენ, დედაბერიც
თავის ამბავს გვიამბობს. ამ ორი ერთმანეთზე უფრო შემზარავი ამბის მოსმენის შემდეგ ,
კანდიდი ამბობს, ნეტა თან ჰყოლოდა აქ თავისი ფილოსოფოსი და გაბედავდა , რომ
შესიტყვებოდა მას ამქვეყნიურ ბოროტებებზე. ამრიგად, აქ კიდევ ერთი შესაძლოა
შეუმჩნეველი ბზარი უჩნდება კანდიდის ოპტიმისტურ წარმოდგენას ცხოვრებაზე .

შემდეგი მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც დედაბერთან და კუნეგონდასთან


განშორების შემდეგ აღმოჩნდება კანდიდი, უკვე თავის ახალ თანმხლებთან კაკომბოსთან
ერთად , ელდორადოა. ესაა ქვეყანა, სადაც ქვიშა და მიწაც კი ოქროს, ვერცხლისა თუ
ძვირფასი ქვებისაა და ყველა ბედნიერია. აქ არ არსებობს არც პარლამენტი , არც
სასამართლო, ვინაიდან არავინ არაფერზე დაობს და ყველა კმაყოფილია . ესაა
ერთგვარი უტოპია და კანდიდი ფიქრობს, რომ საუკეთესო სამყარო რაც კი შეიძლება
არსებობდეს ,სადაც ყველაფერი კარგადაა, სწორედ ეს უნდა იყოს. თუმცა , „სრულყოფილ
სამყაროში „ მოგზაურები მხოლოდ ერთ თვეს ატარებენ, შემდეგ კი წასვლის სურვილს
გამოთქვამენ. კანდიდი ამბობს, რომ ამ ქვეყანაში არ არის კუნეგონდა და უნდა მოძებნოს
ის. მაგრამ ელდორადოდან წასვლის მიზეზი მხოლოდ ეს ვერ შეიძლება იყოს. ქვეყნის
სიმდიდრით დატვირთულებს ერთ თვეზე მცირე დროში შეეძლოთ გაეგრძელებინათ გზა .
სტარფოზე დარდით შეწუხებული კანდიდი წესით არც კი უნდა დარჩენილიყო აქ .
შესაძლოა ვთქვათ, რომ მათ წასვლის სურვილის ზედმეტმა სრუყოფილებამ გაუჩინათ.
ელდორადო უტოპიაა, ისევე როგორც სამოთხის ბაღი. აქ არაფერი იცვლება, ყველა ერთ
აზრზეა , ყველა ბედნიერია და განა იარსებებს ბედნიერება მისი საწინაღდმეგოს
არსებობის გარეშე? გმირებს სჭირდებათ მოძრაობა. ადამიანური სურვილების და
მისწრაფებების ადგილი აქ არ არის. კანდიდი ამბობს , რომ მოგზაურობის საუკეთესო
ნაწილი, სწორედ სამშობლოში დაბრუნებისას ნანახის შესახებ ტრაბახია . სხვაგვარად
კარგ ადგილას ყოფნას არ აქვს აზრი. ელდორადოს სიმდიდრესაც ფასი სწორედ მის
საზღვრებს გარეთ ექნება. ამრიგად, „ორი ბედნიერი“ ადამიანი გადაწყვეტს აღარ იყვნენ
ბედნიერები და დატოვონო ელდორადო- ქვეყანა,სადაც მხოლოდ ჰარმონიაა . აქ კარგად
ჩანს, რამდენად წინააღდმეგობაში მოდის ადამიანთა იდეალები და რეალური
მისწრაფებები ერთმანეთთან. კანდიდი, რომელსაც სწამდა ფილოსოფიის , რომ
თანასწორობა აუცილებელია და ყველა ადამიანი თანასწორია, თავად გაურბის
რეალურად ასეთ სამყაროს და მისი სიმდიდრით მინიჭებული პრივილეგიებით
სარგებლობს.

როგორც ვხედავთ, კანდიდი მთელი ნაწარმოების განმავლობაში მრავალჯერ


იცვლის აზრს და ყოველი უბედური შემთხვევის შემდეგ, ნაწილობრივ კარგავს რწმენას
პანგოლოსის ფილოსოფიისადმი, თუმცა მაინც ბოლომდე ებღაუჭება მას. სურინამში
იხილავს ხელ-ფეხ მოჭრილს მონას და გამწარებული ამბობს, რომ აი სწორედ ახლა
საბოლოოდ უნდა განუდგეს პანგოლოსის ოპტიმიზმს. ამგვარი ოპტიმიზმის არსს
თავადნვე უხსნის ის კაკაბოს, რომელიც ინტერესდება, თუ რა არის ოპტიმიზმი . კანდიდი
ამბობს: „ეს არის სიგიჟე, რომლითაც შეპყრობილნი ამტკიცებენ, თითქოსყოველი კარგი
იყოს, როცა სინამდვილეში ყოველივე ცუდი“. ე.ი კანდიდი მშვენივრად იაზრებს, რომ
სამყაროში ყველაფერი კარგად ნამდვილად არაა და ამას მხოლოდ სულელი ადამიანები
იჯერებენ, თუმცა ცდილობს მაინც ჩაებღაუჭოს ამ მცირე ოპტიმიზს,თავადვე აიხვიოს
თვალები და როგორმე დაამტკიოს, რომ სამყაროში მართლაც ყველაფეირ
უკეთესობისკენ მიდის და მასში ყველაფერი სრულყოფილადაა შექმნილი .

კანდიდის ოპტიმისტიდან რეალისტამდე ჩამოყალიბების გზაზე მნიშვნელოვან როლს


თამაშობს მასთან ერთად მოგზაური მარტენი, რომელიც მისგან განსხვავებით,
სამყაროსადმი პესიმიზმითაა განწყობილი. კანდიდი ხშირად ეკითხება მას , სწამს თუ არა ,
რომ სიკეთე არსებობს და ყველაფერი უკეთესობისაკენ მიემართება. მარტენი კანდიდს
პასუხობს, რომ მისი აღმზრდელი ალბათ სამყაროს დასცინოდა. მისი აზრით, ისევე
როგორც ქორები მუდამ ჭამდნენ და შეჭამენ დაჭერილ მტრედებს, ადამიანებიც მუდამ
ვერაგები და ბოროტებით სავსენი იქნებიან. მარტენი ხედავს სამყაროს ყველა მისი
ნაკლით და მკაფიოდ აღიქვამს ბოროტების არსებობასაც, შესაბამისად ცხოვრებაში
გადამხდარ უდებურებებს თითქოს შეჩვეულია და აღარ უკვირს კიდევ ერთი უბედურების
თავს დატეხვა. განსხვავებით კანდიდისაგან,რომელიც ყოველთვის ახნსის ძებნას იწყებს ,
თუ განა რა მიზეზი უნდა ჰქონოდა ამა თუ იმ შედეგს და რატომ იყო საჭირო, მომხდარიყო
ეს. მარტენთან ერთად ხვდება კანდიდი ვენეციელ პოკოკურანტეს, რომელსაც
მიიჩნევდნენ ადამიანად,რომელიც არასდროს ყოფილა უბედური.თუმცა მასთან
სტუმრობა ნათელს ხდის, რომ ის არც ბედნიერი ყოფილა ოდესმე. კანდიდი გაოცებასა და
დაბნეულობას ვერ მალავს,როცა აღმოაჩენს, რომ ადამიანს,რომელსაც თითქოს ამდენი
ინტერესი და ქონება გააჩნია, სიამოვნებას არაფერი გვრის და ყველაფერი მობეზრებია .
ვენეციელთან შეხვედრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია , როცა ის ამბობს, რომ
სახელგანთქმული ავტორები მხოლოდ უგუნურების აღტაცებას იწვევენ, თავად კი იმას
კითხულობს, რაც მოსწონს და რაც მის გემოვნებას შეეფერება. კანდიდის ეს ფრაზა
აკვირვებს, რადგან მას ბავშვობიდან ჩაუნერგეს არ ჰქონოდა საკუთარი აზრი არაფერზე .
მისი იდეალებიც და სამყაროზე წარმოდგენაც სწორედ პანგლოსის ფილოსოფიით
ჩამოუყალიბდა. თუმცა სასაცილო ისაა, რომ თავად პანგლოსმაც არ იცის რას ამტკიცებს .
ამბობს, რომ ფილოსოფოსია და თავის აზრს არასდროს არ უნდა გადავიდეს, ლაიბნიცი
კი ვერ შეცდებოდა. ამრიგად,აქ ვოლტერი უშუალოდ დასცინის მის ფილოსოფიას.

ნაწარმოების ბოლოს კანდიდი კონსტანტინოპოლში აგნებს კუნეგონდას, რომელიც


მოსამსახურედ მუშაობს. ტანჯვაგამოვლილს და ნაადრევად დაბერებულს სილამაზის
ნასახიც აღარ შერჩენია და მიუხედავად იმისა, რომ კანდიდს აღარც კი სურს მისი ცოლად
შერთვა, მოვალეობის გრძნობის გამო ამას მაინც აკეთებს. კანდიდი ცოლთან ,
დედაბერთან, მერტინთა, კაკაბოსთან და ფილოსოფოსთან ერთად სახლდება.
მოწყენილობის ჟამს დედაბერს ასეთი ფრაზა წამოცდება- განა ტანჯვის , წამების ,
გაუპატიურების, ტყვეობის გამოვლა არ სჯობს ადე უსაქმოდ ყოფნას? მარტენიც ეთანმხება ,
რომ ადამიანები სწორედ იმისთვის იბადებიან, რომ მუდამ მოუსვენრობაში იყვნენ .

ნაწარმოების ფინალში კიდევ ერთხელ ვხედავთ, როგორ უპირისპირდება ვოლტერი


სამყაროს ჰარმონიულად შექმნის იდეას, სადაც ყველაფერი ისედაც სრულყოფილია .
საბოლოოდ კანდიდიც იაზრებს ამას და გულუბრყვილო ადამიანისგან ყალიბდება
ადამიანად, რომელმაც უკეთ გაიაზრა ცხოვრების არსი და გამოვიდა მისთვის ჩანერგილი
ფილოსოფიის ჩარჩოებიდან. ის ამბობს : „ჩვენ ყველას ჩვენი ბაღის დამუშავება
გვმართებს“. ამრიგად, არ არსებობს მუდამ სრულყოფილი სამყარო, სადაც ბედნიერება
თავისით მოდის. ბედნიერება, თავად უნდა შექმნას . ადამიანი ვერ იცხოვრებს ჰარმონიით
სავსე ედემის ბაღში, ვინაიდან მას არსებობისთვის მოძრაობა სჭირდება . სწორედ
მოძრაობით, ე.ი შრომით უნდა მოიპოვოს ბედნიერება.

You might also like