You are on page 1of 1

ფატიკური კომუნიკაციის არსი

მისი ოფიციალური და არაოფიციალური ფორმები


როგორც ვიცით ფატიკური კომუნიკაცია ემსახურება არა კონრეტულად
ფაქტობრივი ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას, არამედ ისეთი საკომუნიკაციო
ატმოსფროს შექმნას, რომელიც ხსნის კომუნიკაციის მონაწილეთა შორის
სავარაუდოდ არსებულ ბარიერებს. ამასთანავე, ჩვენთვის ცნობილი გახდა,
რომ გამოიყოფა ფატიკური კომუნიკაციის ორი სხვადასხვა დონე:
ოფიციალური და არაოფიციალური და თითოეულ მათგანს თავისი
განსაზღვრული კანონზომიერება ახასიათებს. მაგალითად, ოფიციალური
ფატიკური კომუნიკაცია მონოლოგიური ხასიათისაა, ანუ მას ხშირად
შევხვდებით ოფიციალურ საზეიმო გამოსვლებსა თუ პოლიტიკოსთა საჯარო
მოხსენებებში. არაოფიციალური ფატიკური კომუნიკაცია კი დიალოგური
ხასიათისაა და ნებისმიერი ინდივიდი იყენებს ყოველდღიურ ადამიანურ
ურთიერთობებში. ამ უკანასკნელში დიდი როლი ენიჭება მოსაუბრეების
მხრიდან ელემენტარული ზრდილობის გამოჩენას, ანუ ერთმა მეორეს არ უნდა
შეაწყვეტინოს საუბარი და მასზე გაუნათლებელი პიროვნების შთაბეჭდილება
არ მოახდინოს. მსგავსი ტიპის კომუნიკაციის დროს საუბრის ინიციატივა
ეკუთვნის მას ვინც პირველი იწყებს საუბარს ან მას ვინც სარგებლობს
გარკვეული სოციალური იერარქიით. ამ უკანასკნელის ყველა ფუნდამენტურ
დებულებას ი. დემეტრაძეც იზიარებს თავის დისერტაციაში.

პირადად ჩემთვის აქამდე უცნობი იყო ფატიკური კომუნიკაციის ამ ორი ფორმის


ასე მკვეთრად გამოყოფა. ძალიან დამაინტერესა არაოფიციალურ ფორმაში
არსებულმა იერარქიის ფაქტორმა, რომელიც პირველი შეხედვით ძალზედ
უცნაურია განსხვავებით ზრდილობის ფაქტორისაგან.

You might also like