You are on page 1of 2

იდეალიზმი VS რეალიზმი

ოდეალიზმის მთავარი მახასიათებელი არის ის რომ, ქვეყანის საგარეო


პოლიტიკა შთაგონებული უნდა იყოს ქვეყნის შიდა პოლიტიკის
პრინციპებით. სხვაგარად, მაგალითად თუ ქვეყანის შიდა პოლიტიკა
წარმოადგენს, რომ იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო, დაცული იქნეს
ადამიანის უფლებები და რელიგიური თავისუფლება, გააუმჯობესოს
მოსახლეობის ცხოვრების დონე, მაშინ ქვეყანამ მისი ეს მორალური
შეხედულებები საგარეო პოლიტიკის ფუძედ უნდა აქციოს და იგივე
მიზნების მისაღწევად იბრძოლოს საგარეო პოლიტიკაშიც.
იდეალისტებისთვის, ეს გამოიწვევს გრძელვადიან მშვიდობას მსოფლიოში.

რეალიზმი კი საგარეო პოლიტიკას ინტერესების მიხედვით განსაზღვრავს


და არა ღირებულებით. ანუ, რეალისტები უფრო კონცენტრირდებიან სხვა
ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებზე და პოლიტიკაზე ვიდრე მის
საშინაო პოლიტიკაზე და გადაწყვეტილებებზე. მაგ, რეალისტები
უპირატესობას ანიჭებენ მათ ფუძე ინტერესებს როგორიცაა, თავდაცვა და
კეთილდღეობა სხვა სახელმწიფოებთან, ვიდრე თუ რა პოლიტიკას
ატერებენ ეს სახელმწიფოები შიდა პოლიტიკაში.

არცერთი მიმართულება არ არის სწორი და არც არასწორი. არც ერთი


მიმართულებას სრულად არ იზიარებს ერთიდაიგივე პოლიტიკური
პარტია, მაგრამ შეიძლება ზოგიერთი პარტია კონკრეტულ მიმართულებას
უფრო მეტად იზიარებდეს. განხილვის თემა ის არის თუ რომელ მხარეს
უნდა გადაიხაროს, გაიზიაროს, ქვეყნის პოლიტიკა.

იდეალისტებს სჯერათ რომ საჭიროა აქტიური ჩართულობა გლობალურ


ურთიერთბებში, რათა მოახდინონ თავიანთი ღირებულებების განვრცობა
და სხვა სახელმწიფოების ამ პრინციპებით განვითარება. იდეალისტებს
სჯერათ რომ ის პრობლემა რაც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია უნდა
იქნეს გადაჭრილი. იქნება ეს მშვიდობიანი თუ ძალადობრივი გზა. მათ
შეუძლიათ პრობლემის მოგვარებას შეუდგნენ მარტო, ან სხვა
სახელმწიფოებთან ერთად, თუნდაც სხვა ქვეყანაში ინტერვერციით.
მეორე მხრივ, რეალიზმი იმის მიუხედავად რომ არ უარყოფს ადამიანის
უფლებების და სწორი დემოკრატიული მმართველობის მნიშვნელობას,
უფრო ყურადღებას აქცევს თუ როგორ საგარეო პოლიტიკას ანხორციელებს
ესა თუ ის ქვეყანა. ცდილობს ისე აწარმოოს მასთან საერთაშორისო
ურთიერთობები, რომ არ ჩაერიოს მის შიდა პოლიტიკაში. რეალიზმი
ეყრდნობა ძალისა და გავლენის პრინციპებს და ამ მოდელით ცდილობს
დაამყაროს მსოფლიო წესრიგი. ძლიერი ალიანსი, განვითარებადი
სამხედრო შესაძლებლობები, ოპონენტების დასუსტება, რეალიზმის
პოლიტიკაა. რეალისტებს სწამთ რომ ერთნაირი შეხედულებების
აუცილებლად გაზიარებამ საერთაშორისო ურთიერთობებში შეიძლება
მოიტანოს ჩვენთვის არასასურველი შედეგები და მოახდინოს
დესტაბილიზაცია სახელმწიფოებს შორის და შესაბამისაც რეგიონის.

ჩემი აზრით, დღევანდელ მსოფლიო წესრიგზე გაცილებით უფრო დიდ


ზეგავლენას რეალიზმი ახდენს. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფოები
საერთაშორისო ურთიერთობების გამყარებას იდეალიზმის დახმარებით
ცდილობენ, რომლის შედეგადაც ვთვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს.
მაინც აღსანიშნავია, რომ ქვეყნები რეალისტურ შეხედულებებს უფრო
სიფრთხილით უდგებიან. საბოოლოოდ სახელმწიფოები ბუნებით
მდგომარეობაში იმყოფებიან. ბუნებითი მდგომარეობა კი არასტაბილურია
და მარტივად შეიძლება ომით მდგომარეობაში გადაიზარდოს.

ქრისტინე მაღლაკელიძე

You might also like