You are on page 1of 2

1.

მშვიდობა არის ომის ანტონიმი. მშვიდობა ეწოდება საზოგადოების ისეთ მდგომარეობას ,


სადაც არ არის შეიარაღებული კონფლიქტი ან რაიმე სხვა სახის სამხედრო ძალადობა .
მშვიდობის შემსწავლელ მეცნიერებას ეწოდება – ირენოლოგია.

რობერტ ჯექსონის მონაცემებით, 1945 წლის შემდეგ დედამიწაზე სულ 26 მშვიდობიანი დღე
იყო. მშვიდობიანი საზოგადოების შექმნა არის ზოგადსაკაცობრიო ამოცანა . პრობლემის
გადაჭრაზე მუშაობენ დიდი საერთაშორისო პოლიტიკური და თემატური ორგანიზაციები .

მშვიდობა ეწინააღმდეგება კონფლიქტს, ძალადობას, ომს� ეს არის ის, რაც ადამიანს არ


აყენებს ტკივილს, აძლევს ფიქრისა და განვითარების, უკეთესი გზების პოვნის
საშუალებას. მშვიდობა სტატისტიკასაც დადებითად ცვლის და ყველა სფეროსთვის
წარმატების საფუძვლად იქცევა. იგი ნეგატიური შინაარსის შემცველი სიტყვების
ანტონიმადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ. თუმცა მშვიდობას კლასიკურად „ომის
არარსებობად“ განმარტავენ. ეს ეხება როგორც ინდივიდს, ისე გარემოს , რომელშიც ჩვენ
ვცხოვრობთ. მშვიდობიანი ცხოვრება კი, თავის მხრივ, საკუთარ თავთან და გარემომცველ
სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნას ნიშნავს.

მშვიდობის საკითხების ნორვეგიელმა მკვლევარმა იოჰან გალტუნგმა წამოაყენა


ნეგატიური და პოზიტიური მშვიდობის ცნებები. პოზიტიური მშვიდობა ომის არარსებობას
გულისხმობს, რომელიც თანასწორობას, სამართლიანობასა და განვითარებას ერწყმის ,
ხოლო ნეგატიურ მშვიდობაში მხოლოდ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის
არარსებობა იგულისხმება.

ოლივერ რიჩმონდმა გამოყო მშვიდობის შემდეგი ფორმები:

გამარჯვებულთა მშვიდობა — მშვიდობის ყველაზე ძველი ფორმა, რომელიც სამხედრო


გამარჯვების შედეგად მიიღწევა. გამარჯვებული საკუთარ უპირატესობის გამოყენებით
აიძულებს დამარცხებულს დათანხმდეს მშვიდობას და სტატუს -კვოს შენარჩუნებას .
რიჩმონდი აღნიშნავს, რომ თანამედროვე პოლიტიკური აზროვნება დიდწილად კვლავ
„გამარჯვებულთა მშვიდობას“ ეფუძნება.

კონსტიტუციური მშვიდობა — ნორმების შექმნა, რომელიც აყალიბებს დემოკრატიულ


მმართველობას, თავისუფალი ვაჭრობის წესებს, კოსმოპოლიტიზმისა და ადამიანის
უფლებათა იდეების პრიორიტეტულობას.თანამედროვე კონტექსტში „კონსტიტუციური
მშვიდობა“ გულისხმობს კავშირს დემოკრატიას, საბაზრო ეკონომიკას და მშვიდობის
არსებობას შორის

ინსტიტუციური მშვიდობა უკავშირდება საერთაშორისო ინსტიტუტების და ორგანიზაციების


(მაგალითად გაეროს) დაფუძნებას, ასევე სახელმწიფოთა გაწეულ ძალისხმევას
საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში მშვიდობის და წესრიგის შენარჩუნებისკენ .
ითვლება, რომ მშვიდობის ეს ხედვა არის ყველაზე პროგრესული, რადგანაც
საერთაშორისო ინსტიტუტები შედარებით სუსტ ქვეყნებს საერთაშორისო სიტუაციაზე
გავლენის მოხდენის საშუალებას აძლევენ.

სამოქალაქო მშვიდობა — გულისმობს ორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოების ,


არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოებრივი მოძრაობების არაძალადობრივ
ბრძოლას.

მშვიდობა ყველა სამართლიანობაზე მნიშვნელოვანია“ — მარტინ ლუთერი .

You might also like