You are on page 1of 1

ბრიფი, დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება, ავტორი: აკა ზარქუა, 21.09.

2021

ავტორი, ისტორიული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის გათვალისწინებით,


მიმოიხილავს, რა მიმართება არსებობს დემოკრატიასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის.

სტატიის პირველ ნაწილში განხილულია მოდერნიზაციის თეორია, ე.წ. „ლიპსეტის


ჰიპოთეზა“, რომლის მიხედვითაც ეკონომიკურ ზრდას მოაქვს დემოკრატია და არა პირიქით.
თეორიის მომხრეების აზრით, სახელმწიფოს მოდერნულად გარდასაქმნელად
მნიშვნელოვანია, ეკონომიკის ინდუსტრიალიზაცია, სწრაფი ურბანიზაცია და განათლებაზე
ხელმისაწვდომობის ზრდა.

ჩინეთის მაგალითზე ავტორი ამტკიცებს, რომ თეორიამ ვერ გამოკვეთა მიზეზ-შედეგობრივი


კავშირი ეკონომიკურ ზრდასა და დემოკრატიულ ტრანზაციას შორის. დასავლეთის რწმენის
მიუხედავად, ჩინეთი ლიბერალურ დემოკრატიას არ იღებდა. პრჟენოვსკიმ დაასაბუთა, რომ
ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდა არ იყო პირდაპირ კავშირში
დემოკრატიზაციასთან და სინამდვილეში დემოკრატიული ტრანზიციები ხშირად
არაპროგნოზირებადი და შემთხვევითი იყო. სამაგიეროდ, თავის ნაშრომებში ჰექტორ
ალმეიდამ და დანიელ პერეირამ დაამტკიცეს, რომ ავტოკრატიებში ეკონომიკური ზრდის
ვარიაცია 4.5-ჯერ მეტია, ვიდრე დემოკრატიებში, ანუ ავტოკრატიულ შემთხვევაში
ეკონომიკური ზრდა განვითარება დემოკრატიასთან შედარებით შემთხვევითია.

სტატიის შემდეგი ნაწილი ეთმობა აჯემოღლუს და მისი კოლეგების კვლევას - მათ


შეისწავლეს 175 ქვეყანა 1960-2010 წლამდე პერიოდში. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას,
რომ დემოკრატიული ტრანსფორმაცია საშუალოდ განაპირობებს 0.5%-1% დამატებით
ეკონომიკურ ზრდას ყოველწლიურად. იმავე დასკვამდე მივიდნენ ბერძენი ეკონომისტებიც.
აქვე, გამოვლინდა, ავტოკრატიული რეჟიმები მოკლევადიან პერსპექტივაში უფრო სწრაფად
იზრდებიან, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში დაღმასვლას განიცდიან.

დაშვების საილუსტრაციოდ ავტორი მიმოიხილავს არგენტინის მაგალითს, რომელიც


სწრაფად მზარდი ეკონომიკის მიუხედავად, მათ საბოლოო კრახი განიცადეს - სხვა
მიზეზებთან ერთად, ავტორი გარდამტეხ ფაქტორად ეკონომიკური ინსტიტუტების
არარსებობას ასახელებს.

ავტორი საბოლოოდ სტატიას ჩერჩილისეული დემოკრატიის შეფასებით აჯამებს:


“საზოგადოების გრძელვადიანი განვითარებისა და კეთილდღეობის თვალსაზრისით
დემოკრატია ბევრად უკეთესია, ვიდრე არსებული ალტერნატივები.” იქვე დასძენს, რომ ამ
პროცესისთვის უმნიშვნელოვანესია ფართო საზოგადოებრივი ჩართულობა, განსხვავებული
აზრებისა და იდეების შეჯიბრობითობა. უკანასკნელი კი თავის მხრივ წარმატებული
ქვეყნების მაგალითების კვლევა ძიებას გულისხმობს.

You might also like