You are on page 1of 2

ვაჟა კვაჭაძე

ჩარლზ დარვინი გახლდათ ინგლისერი ნატურალისტი, რომელიც მოღვაწეობდა მე-19


საუკუნეში. მას დიდი წვლილი მიუძღვის მეცნიერების განვითარებაში. მის მიერ
ჩამოყალიბებულმა ევოლუციის თეორიამ დიდი გავლენა იქონია იმდროინდელ
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. მან შეძლო, რომ ამოეხსნა ბუნებაში მიმდინარე
მოვლენები, რასაც მან ევოლუცია უწოდა. არსებობისთვის ბრძოლა და ბუნებრივი
გადარჩევა, ეს ის ორი მოვლენაა, რომელზეც მან თავისი ნაშრომი „სახეობათა
წარმოშობა“ ააგო.

ჩარლზი ამბობს, რომ „ბრძოლა არსებობისთვის შესაძლოა, ეს იყოს ბრძოლა ერთი და


იმავე სახეობის წარმომადგენლებს შორის, განსხვავებულ სახეობებს შორის ან ბრძოლა
ცხოვრების ფიზიკურ პირობებთან“. ყველაზე მეტად გასათვალისწინებელი ბუნებაში
შეზღუდული რესურსებია. ამის გამო ცოცხალი ორგანიზმები ერთმანეთთან მუდმივ
კონკურენციაში არიან, ეს კონკურენცია კი სამი სახისაა: შიდასახეობრივი,
სახეობათაშორისი და ბრძოლა ცხოვრების ფიზიკურ პირობებთან. ამ ბრძოლებში
ყოველთვის გადარჩება ის ინდივიდი, რომელიც სხვებთან შედარებით ძლიერი იქნება
და რომელიც უკეთ შეეგუება საცხოვრებელ გარემოს. შიდასახეობრივი ბრძოლა ნიშნავს
ერთი და იმავე ინდივიდებს შორის ბრძოლას, უფრო მკაფიოდ რომ განვმარტო, ვახსენებ
დარვინის მიერ მოყვანილ მაგალითს მერცხლებზე აშშ-ში, სადაც ერთი სახეობის
გამრავლებამ, მეორის შემცირება გამოიწვია, და ჩხართვის გამრავლებას შაშვის
შემცირება მოჰყვა (დარვინი 2019, 31). სახეობათაშორისი ბრძოლა ნიშნავს სხვადასხვა
სახეობებს შორის ბრძოლას. ამ ბრძოლაშიც გადარცება უფრო ძლიერი, რომელიც უკეთ
შეეგუება გარემოპირობებს, მაგალითად ბალახისმჭამელი ცხოველების მაგალითი რომ
ვახსენო, ჟირაფი უკეთ ეგუები მის საარსებო გარემოპირობებს თავისი გრძელი კისრის
წყალობით, რომლიტაც მარტივად მოიპოვეს ფოთლებს, რასაც ვერ ვიტყვით სხვა
სახეობის ბალახისმჭამელ ცხოველებზე. და ბოლოს ბრძოლა ცხოვრების ფიზიკურ
პირობებთან, რაშიც ის გარემოპირობები იგულისხმება, რომელშიც ცხოველები
ცხოვრობენ. მათ კლიმატთანაც უწევთ შეგუება. ყველა სეზონი სხვადასხვა არსებისთვის
განსხვავებულად შესაგუებელია. ამის ერთ-ერთი მაგალითია ციყვები, რომლებიც
ზამთრისთვის კაკლებს იმარაგებენ, რათა თავიანთი სახეობა გადაარჩინონ.

და ბოლოს, დასკვნის სახით ვიტყვი, რომ დარვინის ყველა შეხედულება სიმართლეს


შეესაბამება, და ამ ბრძოლაში გადარჩება ინდივიდებს შორის ყველაზე ძლიერი.

კონრად ზაქარიას ლორენცი იყო ავსტრიელი მოაზროვნე, რომელიც აკვირდებოდა


ცხოველების ქცევბს და მას ამით უნდოდა, რომ შეესწავლა ინსტინქტებისა და აგრესიის
ბუნება.

ლორენცი ამბობს, „ამბოხებული ახალგაზრდობა უფროს თაობას ისევე ექცევა, როგორც


ერთი რომელიმე კულტურული ან ეთნიკური ჯგუფი უცხო და მტრულ ჯგუფს“. ეს არის
მეექვსე ცოდვა. ახალგაზრდები ცდილობენ, რომ წინაპრების მიერ შემონახული
ტრადიციები უგულვებელყონ და ახლები შექმნან, და ეს არის სწორედ თაობებს შორის
დავისა და კამათის მიზეზი. ლორენცის აზრით უმჯობესია, რომ ინდივიდმა ადრეუილი
ასაკიდან დაივიწყოს ძველი ტრადიციები და ახლისკენ იყოს მისწრაფული, ხოლო
შემდეგ უკვე როდესაც მივა იმ ასაკამდე, რომ მას უკვე შეეძლება, რომ დამოუკიდებლად,
გააზრებულად შეძლოს აზროვნება, უკვე ამის შემდეგ შეეძლება მას რომ ძველი
ტრადიციებიდან მისთვის არასასურველი ამოიღოს და მისთვის მისაღებით ჩაანაცვლოს.
ამის შემდგომ თაობებსშორისი უთანხმოებაც შემცირდება.

You might also like