You are on page 1of 2

ანთროპოლოგია

ლექცია 2

ძველი ბერძენის ფიოსოფოსები ნებისმიერიმჯგუფის აღსანიშნავად სიტყვა ეიდოსს


იყენბდნენ, მაგალითად: სკამების ან პლანეტების. მისი ერთ-ერთი მნიშვნელობა ის იყო ,
რასაც დღეს ვუწოდებთ ცხოველის ან მცენარის სახეობას. პლატონი კი ამ სიტყვას სხვა
მნიშვნელობით იყენებდა, როგორც ღთიური ჩანაფიქრი. მაგალითად მგლის ეიდოსი არ
არის ბუნებაში არსებული ყველა მგელის გამაერთიანებელი ტერმინი . არამედ ესაა რაღაც
ღვთიური, ბუნებაში არ არსებული ქმნილება, რომლის მსგავსებადაც იბადებიან ამ
სახეობის რეალური წარმომადგენლები. ეიდოსი გადაიქცა SPECIES-ად. პლატონის ამ
მოსაზრებას მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ სამყაროს დაარსების დღიდან დღემდე
სახეობების რაოდენობა უცვლელია. შეიძლება ითქვას, რომ ლინეც სწორედ ამ
ფილოსოფიას ეყრდნობოდა.

ნახებარი საუკუნის შემდეგ კი ლამარკმა გაანალიზა, რომ ეს იდეა ეწინააღმდეგებოდა


ევოლუციის ანუ სახეობათა ცვლილების იდეას.

ლამარკის მიხედვით, არსებობს მხოლოდ ინდივიდები, რომლებიც მცირეოდენ


განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ხოლო თუ განსხვავების დონე გარკვეულ „ზღვარს “
გადასცდა ჩვენ მათ განსხვავებულ სახეობებად მივიჩნევთ.

ერთი სახეობის შთამომავლების ეჯვარებიან ერთმანეთს და ნაყოფიერ შთამომავლობას


ქმნიან, ამ განმარტებას ხშირად ლინეს მიაწერენ, თუმცა ლინემ მხოლოდ ის თქვა , რომ
არსებობს იმდენი განსხვავებული სახეობა, რამდენიც ღმერთმა შექმნა .

სახეობის რეპროდუქციული თავსებადობის კრიტერიუმი კი ოგიუსტ დე კანდოლმა


შექმნა. თუ ორი ინდივიდი ეჯვარება ერთმანეთს და მათი შთამომავლობა ნაყოფიერია ,
ისინი ერთი და იმავე საეობის წარმომადგენლებია.

თუმცა, ხშირია როცა განსხვავებული სახეობების წარმომადგენლები ქმნიან


შთამომავლობას- ჰიბრიდებს. ერთმანეთისგან კარგად გამოკვეთილი ცხოველების
სახეობები გენების მიმოცვლას ზოგჯერ ათ მილიონ წლამდე აგრძელებენ .ამის
მიუხედავად სახეობების გენეტიკურ სისტემად ასიმილაცია, ანუ შერწყმა ყოველთვის არ
ხდება. არსებობს ჰიბრიდული ზონები , სადაც ჰიბრიდები ჩვეულებრივ არსებობენ და
შეიძლება ჭარბობდეს კიდეც, თუმცა მოშორებით ჩვენ აუცილებლად შევხვდებით
გამიჯნული სახეობების წარმომადგენლებს.

“ძაბვის ზონის თეორია“-თუ ბუნერბივი გადარჩევა ჰიბრიდებთნ შედარებით არაშერეულ,


„სუფთა ხაზის“ ინდივიდებს თუნდაც უმნიშვნელო უპირატესობას ანიჭებს , ჰიბრიდიზაცია
არ იწვევს სახეობათა ასიმულაციას.

ჰიბრიდული ზონა ევროპაში - ყვითელ და წითელმუცელა გომბეშოს შორის.

ჰიბრიდული ზონა საქართველოში- ჯავახეთის და თრიალეთის მურა ბაყაყები .


არსებობს ინდივიდები, რომლებიც ჩაკეტილ გენეტიკურ სისტემას ქმნიან და სრულ
იზოლაციაში არიან სხვა ასეთი ინდივიდებისგან. მაგალითად კატებზე გვარად felix,
გვარის სხვადასხვა წარმომადგენლები ეკვარებიან ერთმანეთს , სხვებს ვერა .

You might also like