You are on page 1of 5

ზიგმუნდ ფროიდი

ბაკალავრი: თამარი მუმლაძე

საშინაო ნაშრომი

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში

კურსის ხელმძღვანელები: ბექა მინდიაშვილი, ლაშა ჯანჯღავა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2020
ზიგმუნდ ფროიდი XVII-XIX საუკუნის ავსტრიელი ფილოსოფოსია.
ცალსახაა, რომ სწორედ ამ ეპოქის გავლენის ქვეშ მოექცა მისი ნაშრომი
„კულტურით უკმაყოფილება“. გარდა ამ ნაშრომისა, ავტორმა ასევე შეიმუშავა
ფსიქიკის სქემა, რომელიც სამ ნაწილად დაყო, ესენია: იგი (იდი) , მე (ეგო) და
ზე-მე (სუპერ-ეგო) . ეს სქემა დამყარებულია ადამიანის ფიზიკურ თუ
სულიერ ზრდის პოცესზე. იგი პირველი საფეხურია ადამიანის
განვითარებისა. ის ადამიანს დაბადებისთანავე უყალიბდება. ამ სიტყვის
განმარტება ნიშნავს არაორგანიზებულს, ალოგიკურს. როდესაც ინდივიდი ამ
საფეხურზეა, იგი ვერ აცნობიერებს გარემოს იმ ძირითად კანონებს,
რომლებიც სამომავლოდ უნდა შეიმუშავოს, იგის ინტერესის ქვეშ მხოლოდ
მოკლევადიანი სიამოვნება ექცევა, ხოლო შემდეგ საფეხურზე, ანუ როდესაც
იგი იცვლება ეგო-თი, ადამიანს უწევს მიატოვოს, დაკარგოს და გააქროს
თავის ქვეცნობიერში ეს მოკლევადიანი სიამოვნება და შეცვალოს იგი
გრძელვადიანი სიამოვნებით, ინდივიდი ამ საფეხურზე ხვდება, რომ ის
ცალკეული და დამოუკიდებელი ადამიანი გახდა. ამას გარდა, ასევე ამ
საფეხურზე ჩნდება იმის, შიში, რომ თუ იგი არ ჩაახშობს ისეთ ლტოლვებს,
რომლებიც შეიძლება გახდეს გარე ავტორიტეტის გაკიცხვის შედეგი, ის
დაკარგავს ისეთ ადამიანებს, როგორიცაა მაგალითად ამღზრდელი. რაც
შეეხება სუპერ-ეგოს, ეს ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქიკის
ინსტენციაა, ეს საფეხური თანხვედრაში მოდის მეორე საფეხურთან -ეგოსთან.
იგი მოიცავს ადამიანის მთლიან მორალს და, შესაბამისად, ადამიანს არა თუ
შიში , არამედ დანაშაულის გრძნობა უმუშავდება, რომელიც სწორედ იმას
გულისხმობს რაც ეგოს შემთხვევაშია ნახსენები. აქედან გამომდინარე, ეს
სამსაფეხურიანი სქემა სწორედ კულტურის ზემოქმედების ქვეშ წარმოიქმნა,
რადგან რომ არა კულტურა, არ იარსებებდა მორალი, შესაბამისად არ
იარსებებდა არც სუპერ-ეგო, არც ეგო და არც იგი.

ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომის გასაანალიზებლად, უნდა აღინიშნოს თუ რა


არის კულტურა და როგორ და რატომ წარმოიშვა იგი. კულტურა ადამიანის
ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს, ის მიჯნავს ახლანდელ ინდივიდსა და
მის წინაპარ, პირველყოფილ ადამიანს, უდგენს საზღვრებსა და უწესებს ისეთ
2
კანონებს, რაც ზღუდავს ადამიანის იმ ბოროტ ზრახვებსა და ლტოლვებს,
რომლებიც კაცობრიობის შექმნიდანვე მოჰყვება. აღნიშნულიდან
გამომდინარე, მოკლედ რომ ვთქვათ, კულტურა ადამიანებს შორის
ურთიერთობის მოწესრიგებას მოიცავს. მოწესრიგებაში იგულისხმება
ადამიანების ერთად გაერთიანება, რასაც ფროიდი სიყვარულს უწოდებს.
სწორედ სიყვარული მიიჩნევა კულტურის შექმნის ფუნდამენტად, რადგან
სიყვარული აერთიანებს ცალკეულ ადამიანებს ჯგუფებად, ოჯახებად და
ასწავლის ერთმანეთზე ზრუნვასა და დაცვას, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება
ქალვაჟური, დედაშვილური თუ მეგობრული გრძნობა. ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, მართალია, სიტყვა სიყვარულის განხილვა სხვადასხვა
ასპექტიდან შეგვიძლია, თუმცა ავტორი ამ შემთხვევაში სექსუალურ
ურთიერთობას განიხილავს, მისი აზრით, „კულტურა ადამიანებს ზღუდავს
სექსუალური პარტნიორის არჩევის თავისუფლებაში და შესაბამისად
ართმევს მათ სექსუალური ტკბობის შესაძლებლობას. „(ფროიდი, 2018, 78)
აქედან გამომდინარე, კულტურა სწორად არ მიიჩნევს იმ ფიზიკურ
სიამოვნების მიღებას, რასაც ადამიანი იღებს სექსუალური კავშირის შედეგად
და ამ სექსუალურ ურთიერთობას მხოლოდ ადამიანთა გამრავლების
პირობად მიიჩნევს.

სექსუალური ცხოვრების შეზღუდვის გარდა, კულტურა კიდევ ერთ საკითხს


ზღუდავს ადამიანში და ეს არის აგრესიის შეზღუდვა. კომუნისტური
პარტიის აზრით, აგრესიის ჩამოყალიბების ერთადერთი და მთავარი მიზეზი
კერძო საკუთრების ქონაა, თუმცა ავტორი ამ შეხედულებას არ ეთანხმება და
ადამიანს მგელს ადარებს, რადგან ყველა ინდივიდს დაბადებისთანავე
მოჰყვება აგრესიისაკენ ლტოლვა, სხვისთვის რაიმეს დაშავება და წამება.
მიუხედავად იმისა, რომ კულტურა ამ შეზღუდვებს იყენებს წესრიგის
შესანარჩუნებლად, ადამიანი მაინც ვერ იშორებს ქვეცნობიერიდან ამ ორ
ლტოლვას, ამას კი სწორედ კულტურით უკმაყოფილება მოყვება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უკვე ცალსახაა თუ რატომ არის


კულტურის ქვეშ მოქცეული ადამიანი, ბედნიერი ან უბედური.

3
საზოგადოებამ ერთგვარი მსხვერპლი გაიღო, უსაფრთხოებისათვის,
საკუთრების დაცვისათვისა და მშვიდი ცხოვრებისთვის, თუმცა ამ
ყველაფრიდან გამომდინარე ისინი ისევ უკმაყოფილონი რჩებიან. თვით
ადამიანმა შექმნა კულტურა და სწორედ ამ კულტურის შექმნამ განაპირობა
მისი ტანჯვა. რაღათქმაუნდა, კულტურა ადამიანს ერთგვარ ჰარმონიას
ანიჭებს და უსაფრთხოდ აგრძნობინებს თავს, მაგრამ ამასთანავე, კულტურა
ასევე ანადგურებს მას. აქედან გამომდინარე, შეიძლება გამოვიტანოთ
დასკვნა, რომ ადამიანები და კულტურა ერთგვარ უთანხმოებაში მოექცნენ და
რატომღაც ორივე ერთად ბუნების კანონზომიერებას ვერ წარმოქმნიან.
რატომ არიან ისევ უკმაყოფილონი? პასუხი ნათელია. მათ კულტურა
ჩარჩოებში აქცევს, ზღუდავს სექსუალურ და ძალადობისკენ მიდრეკილ
სურვილებს, ანუ ზღუდავს ჰობსისეული ბუნებით გამოვლინებას. თუმცაღა,
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ადამიანებს ისევ სურთ დაუბრუნდნენ იმ
ბუნებით მდგომარეობას, სადაც არანაირი შეზღუდვა არ აკავებდათ მათი
სურვილების დასაკმაყოფილებლად. საზოგადოებას სურს, რომ აკეთონ ის,
რაც უნდათ და რაც მათ მიანიჭებთ ბედნიერებას, თუმცა იმას ვერ ხვდებიან
თუ რამდენად ზიანის მომტანი შეიძლება იყოს კულტურის არარსებობა,
შესაძლოა მსოფლიოში დაიწყოს ანარქია და იყოს სრული განუკითხაობა და
ამით უფრო დიდი ზიანი მიადგეთ, ვიდრე კულტურის ჩარჩოებში მოქცევის
შედეგად.

4
გამოყენებული ლიტერატურა:

ფროიდი, ზიგმუნდ. „კულტურით უკმაყოფილება“, წიგნში შესავალი თანამედროვე

აზროვნებაში 2. 74-98. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის


გამომცემლობა, 2018.

You might also like