You are on page 1of 2

ვაჟა კვაჭაძე

შუალედური წერა 2

მერაბ მამარდაშვილი გახლდათ ყველაზე ცნობილი მე-20 საუკუნეში მოღვაწე ქართველი


ფილოსოფოსი. მისი ფილოსოფიის მთავარი ამოცანა მდგომარეობდა საბჭოთა კავშირის
ანალიზსა და შემდგომ ამ ანალიზის კრიტიკაში. ამ ყველაფერმა კი მერაბი ანტისაბჭოთა
მოაზროვნედ ჩამოაყალიბა.

ავტორი თავის ნაშრომში განმარტავს ტერმინ „შეხვედრა“-ს, თუ რას ნიშნავს ის. ეს


მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. მისი აზრით უმეტეს შემთხვევაში საყვარელი
ადამიანების სიყვარულის გამო ჭეშმარიტებას უგულებელყოფ და ისე არ ფიქრობ და არ
მოქმედებ, როგორც საჭიროა. მართალია, რომ ამ სიტუაციაში, მცირედით მაინც არსებობს
რაღაცა გრძნობა, რომელიც თითქოს გაფერხებს, მაგრამ ის რიგ შემთხვევებში
უჩინარდება, ქრება და კარგავს მის აზრს, ასეთ დროს შეხვედრა არ ხდება - „სწორედ
იმიტომ, რომ ახლობელი გიყვარს, ვერ დააკვირდები ჭეშმარიტების ნათელს და ვერ
გაიფიქრებ იმ ერთადერთს, რაც საფიქრალია“ (მამარდაშვილი 2019, 422). მერაბისთვის
შეხვედრა არის სიცოცხლის ნაკადის, ნათელის იმ ადგილას გავლა, იქ სადაც დგას
ადამიანი.

და ბოლოს, დასკვნის სახით ვიტყვი, რომ გონიერება და აზროვნება ერთ-ერთი ყველაზე


მნიშვნელოვანი და მრავლის მომცველია ადამიანისთვის, რომელსაც ცხოვრებაში
უპირველესი ადგილი უკავია. ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს აზროვნების
უნარი, იმისთვის, რომ შეძლოს, დაიძვრინოს თავი ყველა სიტუაციიდან.

ჯან-პოლ სარტრი მოღვაწეობდა მე-20 საუკუნეში. მის წიგნ „ეგზისტენციალიზმი


ჰუმანიზმია“-ში განხილულია ეგზისტენციალიზმის მნიშვნელობა და არსი. მისი აზრით,
საზოგადოებას ეს ტერმინი არასწორად ესმის და მას უნდა, რომ დაგვანახოს მისი
რეალური მნიშვნელობა. არსებობს ორი სახის ეგზისტენციალები - ათეისტები და
ქრისტიანები. მისი მნიშვნელოვანი გამონათქვამი, რომ არსებობა წინ უსწრებს არსს,
ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არსებობს თავიდან და მას შეუძლია, რომ თავისი თავი
განსაზღვროს შემდგომ პერიოდში. ამ სიტუაციაში ის მარტოსულად იმყოფება, ხელის
გამწოდებელი არავინაა მისთვის. მასზე არის დამოკიდებული ყველაფერი, საკუთარი
თავი, თუ როგორ ადამიანად იქცევა მომავალში. მას სჭირდება დრო, რათა საბოლოოდ
ჩამოყალიბდეს ისეთად, როგორიც მას სურს, რომ იყოს.

ღმერთის არსებობის შემდეგ, ადამიანი გამოდის რომ არის „გადაგდებული“, ეს კი ერთი


მხრივ, მასზე არ იყო დამოკიდებული მისი დაბადება, მეორე მხრივ კი ის სრული
პასუხისმგებელია თავის არსებობაზე. ამ მომენტში ყოველივე მისაღებია. ადამიანი
საყრდენის ძიებაშია, თუმცა უშედეგოდ. სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ არიან
შემდგომ ისინი მარტონი. თავის გამართლება მათთვის შეუძლებელია. ამ ტერმინის
უკეთე გასაგებად, ავტორს მოჰყავს მაგალითი, რომ მას მოსწავლე ყავდა, რომლის
მშობლებმაც იჩხუბეს და მისი ძმა მოკლეს. მას უნდოდა, რომ ძმის გამო შური ეძია, თუმცა
მას აფერხებდა ის ფაქტი, რომ დედამისის ერთადერთი ცხოვრებისეული იმედი სწორედ
რომ საკუთარი ვაჟი იყო. ბიჭს ვერ გადაეწვიტა, შურისძიება აერჩია თუ თვალი დაეხუჭა
ამაზე და დაევიწყებინა შურისძიება. მისი მდგომარეობა მეტად რთული გახლდათ. ბიჭის
ერთი მოქმედება იყო კონკრეტული, ხოლო მეორე საზოგადო. ავტორი თლის, რომ
როდესაც ღირებულებები მეტად ბუნდოვანია, ამ დროს მხოლოდ და მხოლოდ
ინსტინქტებს უნდა მივენდოთ, და ბიჭიც სწორედ ასე მოიქცა.

ეგზისტენციალიზმი საბოლოოდ სარტრისთვის არის ძალისხმევის გააზრება,


ათეიზმიდან. მისი მიზანი სრულებითაც არ არის ის, რომ ადამიანი სასოწარკვეთილებაში
ჩავარდეს. არამედ ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი მაინც რომ არსებობდეს, ყველაფერი
მაინც უცვლელი დარჩებოდა.

საბოლოოდ, დასკვნის სახით რომ ვთქვა, ავტორის ტექსტის მთავარი სათქმელი და არსი
ის არის, რომ საკუთარი თავის შექმნა ინდივიდს თავად ევალება, და ასეც ხდება.
თავდაპირველად ადამიანი უმნიშვნელოა, ხოლო შემდგომ ვითარდება ის და ცხოვრობს
იმ ცხოვრებით, რომელიც მან გადაწყვიტა, რომ მისი შესაფერისია.

You might also like