You are on page 1of 349

1 მკითხველთა ლიგა

ჯეიმზ ჯოისი

პირადი წერილები

ინგლისურიდან თარგმნა მაია ჯიჯეიშვილმა

2 მკითხველთა ლიგა
შესავალი

წერილების წერა თავის პატარ-პატარა ფორმალობებს იმ ადა-


მიანებსაც კი ახვევს თავს, ვისაც სძულს კომუნიკაციის ეს საშუა-
ლება. ამიტომ, ბარათის ნებისმიერ დამწერს სულ უბრალო შეტ-
ყობინების საშუალებითაც კი შეუძლია თუნდაც იმ მცირედი კე-
თილგანწყობის, მოკრძალებისა თუ ღირსების გრძნობის გამოვ-
ლენა, რისი მეშვეობითაც თვითონ იმკვიდრებს ადგილს ამ ქვე-
ყანაზე. თუკი ბარათს ჩამოყალიბებული მწერალი წერს, რა თქმა
უნდა, მის მიერ გამოყენებული სიტყვის კონა დაუდევრად არ იქ-
ნება შერჩეული, რადგანაც მწერლის ენას ერთხელ დამონებული
შემოქმედი სამარადჟამოდ ამ მონობაში რჩება.
ჯოისი წერილს და მის პომპეზურ სახეობას – ღია ბარათს არ
მიიჩნევდა ლიტერატურის ღირებულ ფორმად, თუმცა, დღე არ
გავიდოდა, რომ ფოსტალიონი არ დაეტვირთა თავისი გულმოდ-
გინედ შედგენილი კორესპონდენციებით. მას არც ბარათის სიგ-
რძე აბრკოლებდა და თავისუფლად და ზუსტადაც გადმოსცემდა
სათქმელს. მისი ნაწარმოებები სავსეა იუმორით, ლირიკითა და
გამბედაობით და ეს თვისებები დროდადრო თავს იჩენს ხოლმე
მის მიერ დაწერილ წერილებშიც, თუმცა, უმეტესწილად მათში
მაინც ჭარბობს ირონია, ლაკონიურობა და დეპრესია: "ორმაგ გა-
საჭირში ვიმყოფები – მენტალურსა და მატერიალურში", – წერს
ერთ ბარათში, "ჩემი სულიერების ხომალდი მეჩეჩზე შეჯდა", –
უწერია მეორეში. პარადოქსულია, მაგრამ ამ ორივე განაცხადში
იგრძნობა, რომ ფარ-ხმალს მაინც არ ყრის.
ერთ-ერთ ადრინდელ წერილში მან დაწერა, რომ მხოლოდ
ვიგინდარას იმიჯით შეეძლო საზოგადოებაში შესვლა, – ეტყობა,
3 მკითხველთა ლიგა
ჯოისს გარკვეულ სიამოვნებას ის ანიჭებდა, ჭეშმარიტ ბრიტანე-
ლად რომ არ მიიჩნეოდა.
შეუსაბამობა მის ნაწარმოებებსა და წერილებს შორის ილუ-
ზორულია. ბედისადმი მისი შეგუება სრულიადაც არ ნიშნავს
თვითრწმენისაგან გადახვევას, ის კი არა და, მასში კატეგორიუ-
ლი ტონიც კი იგრძნობა. ჯოისის საყვარელი თემების მიღმა,
რომლებშიც იგი იშვიათად, მაგრამ სკრუპულოზურად აღწერს
საკუთარ სიღატაკეს, ფიზიკურ სისუსტესა თუ გულგატეხილობას,
მაინც იგრძნობა ამ პიროვნების სიმტკიცე და განწყობა, რომ ყვე-
ლა მისი მოთხოვნილება არარაობაა მისსავე ღირსებასთან შე-
დარებით. შესაბამისად, ჯოისის წერილებში თანაარსებობს
თხოვნაც და მოთხოვნაც, აი, რას სწერს იგი თავის ძმას: "ნუ გა-
დადებ დიდი ხნით ჩემი თხოვნის შესრულებას და მეტად" ნუღარ
დამახარჯვინებ მელანს. ის მფარველობას უფრო მოითხოვდა,
ვიდრე მოწყალებას.
იმის გამო, რომ ჯოისს არასოდეს სიამოვნებდა თავის შემოქ-
მედებაზე საჯაროდ საუბარი, ეს წერილები ფასდაუდებელ როლს
ასრულებს მისი აზრების გაგებაში. თუმცა, რაღა თქმა უნდა, ეს
კორესპონდენციები მისი თვითანალიზის მხოლოდ ფრაგმენტებს
გვთავაზობენ, დანარჩენზე კი ჩვენ თვითონ უნდა გამოვიტანოთ
დასკვნები.
გარკვეული სიტყვები თუ გამოთქმები ზოგჯერ განსაკუთრე-
ბულ განაცხადებად გვევლინება ხოლმე, – ასეთ გამოთქმათა
შორის არის აგრეთვე სიტყვა "ხელოვანი", რაც რაღაცის საწყის
ეტაპად მოიაზრება. ჯოისმა ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში მიიჩნია
თავი ხელოვანად. თუკი მივიჩნევთ, რომ მის ნაწარმოებში "ხე-
ლოვანის პორტრეტი" არსებობს გამოკვეთილი თემატიკა, ეს ალ-
ბათ იქნება მწერლის მიერ უდიდესი სურვილის გამოვლენა, რომ
ხელოვნების მგზნებარება მომდინარეობდეს თვით ბავშვობი-
დანვე. აშკარაა, რომ თავისი მოწოდება ჯოისმა სწორედ ბავშვო-
4 მკითხველთა ლიგა
ბიდან მოწიფულობის ასაკში გადასვლისას გააცნობიერა. თუმცა
სიტყვები: "ხელოვანი" და "მოწიფულობა" რომ ერთმანეთთან
არის კავშირში, ამაზე არაერთგზისაა მინიშნებული მის მიმოწე-
რაში.
როგორც მისი წერილები ცხადყოფს, ჯოისმა ჯერ კიდევ სიყ-
მაწვილეში დაუკავშირა თავისი სულიერი სამყარო ხელოვნებასა
და შემოქმედებით ხედვას. სწორედ ამ შემოქმედებითმა ხედვამ
და თეოლოგიის საწინააღმდეგო პრინციპებმა შთააგონა მას პო-
ეტის უპირატესობა სასულიერო პირთან შედარებით. სწორედ ხე-
ლოვანს არ უნდა დაეშურებინა ძალისხმევა, განევითარებინა
ადამიანების ცნობიერება უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ამას
მღვდელი აღწევდა და თანაც ეს საქმიანობა არ უნდა წარემართა
რამენაირი ზედაპირული თუ ზებუნებრივი ქმედებების მეშვეო-
ბით შესასრულებელი მისიის გაიოლების მიზნით. ჯოისი სხვა
ადამიანებზე უფრო მორალურად გამოიყურება, მან ნორა ბარ-
ნაკლს ასეთი წერილიც კი მისწერა: "ექვსი წლის წინ მივატოვე
კათოლიკური სარწმუნოება, რომელიც საშინლად მძულდა. წარ-
მოუდგენლად მივიჩნიე იქ დარჩენა ჩემი იმპულსური ხასიათი-
დან გამომდინარე... მართალია, მათხოვრად ვიქეცი, მაგრამ სი-
ამაყე არ დამიკარგავს". სიტყვები: "ხასიათი", "მორალი" და "სია-
მაყე" ჯოისისთვის ხელოვანის სულის საზრდოა.
იმის მიუხედავად, რომ ჯოისი არასოდეს იწუხებს თავს საკუ-
თარი მორალური ბუნების ხსენებით, ეს თვისება მაინც ხშირად
იჩენს ხოლმე თავს მის მიმოწერაში. სწორედ ამ ფაქტიდან გა-
მომდინარე ცდილობს იგი, მთელი თავგამოდებით დაარწმუნოს
გრანტ რიჩარდსი, რომ: "დუბლინელები" მისი ერის მორალური
ისტორიაა".
ჯოისმა ხელოვანის შეუპოვრობა შეაკავშირა მოკრძალებულ
პოლიტიკოსობასთან და ხაზგასმით გამოაცხადა თავი "სოცია-
ლისტ ხელოვანად". ერთი კია, მისი სოციალიზმის არსი მაინც გა-
5 მკითხველთა ლიგა
უგებარი დარჩა. ჯოისი უაილდსა და ლასალს უფრო ხშირად ახ-
სენებს, ვიდრე მარქსს. იგი გეგმავდა ამ საკითხზე დაწერილი უა-
ილდის ესეების იტალიურად თარგმნას. სოციალიზმის აღქმის
თვალსაზრისით იგი ძალზე ახლო იდგა უაილდის შეხედულებებ-
თან, რადგან ეს სისტემა მიაჩნდა დაცულობისა და თავისუფლე-
ბის გარანტად. მაგრამ როცა მისმა ძმამ განუცხადა, რომ მისი
სოციალისტობა არადამაჯერებლად გამოიყურებოდა,ჯოისი და-
ეთანხმა, თუმცა ყველა სხვა სისტემა მაინც ტირანიად მიიჩნია.
1907 წლის 1 მარტს ჯოისი წერდა: "სოციალიზმისა და სხვა ამ-
დაგვარებისადმი ინტერესი დამეკარგა... აღარ გამაჩნია არავი-
თარი სურვილი, თავი მივაკუთვნო რომელიმე სისტემას, ანარ-
ქიზმი იქნება ეს, სოციალიზმი თუ რეაქციონიზმი". ამის შემდეგ
აღარასოდეს უწოდებია საკუთარი თავისთვის სოციალისტი.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჯოისი თანაუგრძნობ-
და შინ ფეინის პოლიტიკურ პროგრამას, – ეს იყო მოძრაობა,
რომლის თანახმადაც ინგლისზე შეტევა უნდა განხორციელებუ-
ლიყო ეკონომიკური ბოიკოტით და ეს მეთოდი უფრო მოსწონდა
ჯოისს, ვიდრე რევოლუციები იარაღის გამოყენებით. იგი აცხა-
დებდა, რომ ნაციონალისტი იყო, თუმცა, გულის სიღრმეში არც
ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნოდა. ამ ყველაფრის მიუხე-
დავად ჯოისი არაპირდაპირი საშუალებებით მაინც იბრძოდა ტი-
რანიის წინააღმდეგ.
ჯოისს გმირად მიაჩნდა თავი, თუმცა იმდენი გონიერება ჰყოფ-
ნიდა, ეს აშკარად არ გამოევლინა. მისი აზრით, იგი გარკვეულ-
წილად წამებულიც კი იყო, თუმცა, ეტყობა, ეს იდეა ბოლომდე მი-
საღები მაინც არ გამოდგა. რაკი თავს ქრისტესავით წამებულად
მიიჩნევს, თავისი ძმისთვის გაგზავნილ წერილში ასეთ რამეს
წერს: "უნდა მოვიცილო ჩემ შიგნით ჯერ კიდევ არსებული ებრა-
ული". სხვა წერილში კი ამგვარი აზრი ებადება: "არა მგონია,
მოკრძალებამ მომიღოს ბოლო, მაგრამ არც ჯვარზე გაკვრას
6 მკითხველთა ლიგა
დავთანხმდები ჩემი შემოქმედების სრულყოფილების დასამტკი-
ცებლად". მას მოსწონდა ქრისტეს ფენომენი და ერთი წლის შემ-
დეგ კვლავ ამახვილებს ამაზე ყურადღებას: "საკმაოდ ბევრი დავ-
წერე და სანამ კიდევ დავწერდე რამეს, უნდა გავარკვიო მიზეზი,
რატომ არ შეიძლება ვიყო ლიტერატურის იესო ქრისტე". მაგრამ
გვირგვინზე სამჯერ უარის თქმა უფრო ნაკლებდამაჯერებელია,
ვიდრე ერთხელ უარყოფა. რაც არ უნდა ეთქვა თავის ცივი ტონით
დაწერილ ბარათებში, ჯოისს მაინც ხიბლავდა ხელოვანის ქრის-
ტესთან შედარება და ეს იდეა სრულად განავითარა თავის "ხე-
ლოვანის პორტრეტში". ეს ყოვლისმომცველი მსხვერპლშეწირ-
ვის განცდა კიდევ უფრო გაუმძაფრდა, როცა სამხრეთ ევროპის
ლიტერატურაში ფეხმოსაკიდებლად იბრძოდა (მას უწევდა კო-
ღოების მოგერიება პულაში, უცხო ენის ათვისება ტრიესტიში,
სხვადასხვა ადამიანის ქვითრების განაღდება რომში). იგი ყვე-
ლაფერს გაუმკლავდა ხან მოკრძალებული ხუმრობებით, ხან კი
ყურადღების პირქუშად გამახვილებით თავის ნაკლსა და მარ-
ცხებზე.
მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდა ჯოისს საკუთარი წიგნების
მიმართ, – ხან გული უცრუვდებოდა მათზე, ხანაც თვითაღიარე-
ბას ეწეოდა. ხელოვანის უსაზღვრო სიამაყე უტოლდებოდა ასეთ-
სავე უსაზღვრო ძალისხმევას. მწერალი არ კადრულობდა თავი-
სი ნაწარმოებების ახსნას, მაგრამ როგორც ჰარიეტ შოუ ვივერს
ეუბნებოდა, წერილებისა და საუბრების მეშვეობით ამკვიდრებდა
ტერმინებს, რომელთა მეშვეობითაც შემდეგ "ულისეზე" მიმდინა-
რეობდა მსჯელობა.
ზოგჯერ ჯოისის ეპისტოლური საქმიანობა სცილდებოდა ლი-
ტერატურის სფეროს. მის წერილებში ლაპარაკია როგორც ირ-
ლანდიური ქსოვილის – ტვიდის იმპორტის გაზრდაზე ტრიესტი-
ში, ასევე კინოს განვითარებაზე დუბლინში და მსახიობთა დასის
ხელმძღვანელობაზე ციურიხში. ეს წერილები გაჟღენთილია
7 მკითხველთა ლიგა
კადნიერებითა და ანგარებით, რაც შერწყმულია ვედრებასა და
მორიდებულობასთან.
ჯოისი თავს მიიჩნევდა მეტისმეტად სალუქ და მგრძნობიარე
პიროვნებად. როცა ადამიანი მკაფიოდ ხედავს საკუთარ პორ-
ტრეტს, მაშინ ირგვლივ არსებული ფაქტორებიც იძენს ფორმებს.
"იდუმალი მანერა", რაზეც მწერალი საუბრობს "ხელოვანის პორ-
ტრეტის" პირველ მონახაზში, არის გაცნობიერებული ფაბრიკა-
ცია და ძალზე წააგავს თავდაცვის მცდელობას. "განა ვერ ამჩნევ
იმ სისადავეს, რაც მთელი ამ ჩემი შენიღბვის უკან იმალება? ყვე-
ლა ვატარებთ ნიღბებს", – წერს ჯოისი ნორა ბარნაკლს და ერ-
თობ ნასიამოვნებიც ჩანს, ყოველ შემთხვევაში იმხანად მაინც, ამ
ქალბატონის მიერ მისი "ცრუპენტელად" შეფასების გამო. მწერ-
ლის აზრით, მამაკაცები ფიზიკურად არიან ძლიერნი, ქალები კი
– სულიერად. "ამ ღამით საშინლად უმწეო ვარ, უმწეო, უმწეო!" –
წერს ცოლს, ხოლო ლექსში "ლოცვა" ის ითხოვს: "თან წამიყვანე,
დამიხსენი, შვება მომგვარე, ო, არ გამწირო!" ამგვარი განწყობი-
ლება გამუდმებით ჩნდება ცოლისადმი მიწერილ წერილებში.
ნორა ბარნაკლისთვის გაგზავნილი ფსიქოლოგიური ხასიათის
ბარათებს, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ამ კრებულში და თან-
დათან ისეთ გამოუვალობის განწყობებს ტოვებს, თითქოსდა
ქვეყნის დასალიერი დგებოდეს.
ნორა ბარნაკლი ჯოისს ერთი ნახვით შეუყვარდა, თუმცა ქალი
კარგა ხანს ფეხს ითრევდა მასთან სასიყვარულო ურთიერთობის
გასაბმელად. მისადმი ამგვარმა დამოკიდებულებამ მწერალი აქ-
ტიური ადამიანიდან პასიურ პიროვნებად გადაასხვაფერა. იგი
წერდა გულის სწორს: "ნება მომეცი, ძვირფასო ნორა, გაგაგები-
ნო, თუ რამოდენა სურვილი მაქვს, გაიზიარო ჩემი კუთვნილი
ბედნიერება და დაგარწმუნო, თუ რაოდენ დიდ პატივს ვცემ შენს
სიყვარულს. მინდა, ღირსი გავხდე შენი საპასუხო გრძნობისა".

8 მკითხველთა ლიგა
სწორედ "სიყვარული" იყო ის, რაც ჯოისს ყველასა და ყვე-
ლაფრის მიმართ ეჭვით აღავსებდა, ეჭვით საკუთარი გულწრფე-
ლობის, საკუთარი ემოციების მიმართაც კი. როგორც თვითონ
ამბობდა, მასზე დიდი გავლენა იქონია იმ ფაქტმა, რომ ნორა
ბარნაკლი არასათანადო გრძნობით პასუხობდა მის სიყვარულს
და ამისი გამოხატვის სულაც არ ერიდებოდა. აქედან გამომდინა-
რე, იგი ვეღარ ეგუებოდა საუბარს ნორას ასაკის სხვა გოგოებ-
თან, რადგან "მათი ყალბი მანერები" ზღუდავდა მას საამისოდ.
ნორა მისთვის იყო "უბრალო პატიოსანი არსება" და "ის, ვინც
შორს იდგა იმ ფლიდობებისგან, რასაც იმდროინდელი მორალის
სახე ჰქონდა, მიღებული". სხვებთან რთული ურთიერთობებიდან
გამომდინარე, მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გვერდით
ჰყოლოდა ვინმე, ვისაც ენდობოდა. ადამიანებთან ურთიერთო-
ბებში ჯოისი იყო თავშეკავებული და საკუთარი ღირსების გრძნო-
ბით შეპყრობილი. ნორასთან კი შეეძლო სრულიად გადაეშალა
გული, მოეხსნა მთელი დაძაბულობა. ის მისთვის უფრო მეტი
იყო, ვიდრე უბრალოდ ცოლი ან სატრფო. როგორც თვითონ ამ-
ბობდა, ამ ქალში ხედავდა იმ ერის სილამაზესა და ბედისწერას,
რომლის შვილიც იყო.
ნორასადმი ამგვარი დამოკიდებულება გამოუმუშავდა მას
შემდეგ, რაც მასთან ურთიერთობის პერიოდში გამოიარა სი-
ამოვნების, დაბნეულობის, მობეზრებულობის და თვით უნდობ-
ლობის ეტაპებიც კი. ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, მისი ცხოვ-
რების ყველაზე სერიოზული ეპიზოდი იყო. 1909 წელს დუბლინში
დაბრუნებულ ჯეიმზს შეხვდა ერთი მეგობარი, რომელმაც ცილი
დასწამა ნორას, თითქოს ჯოისთან შეყვარებულობის პერიოდში
ქალს პარალელურად მასთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერ-
თობა. სასოწარკვეთილმა მწერალმა საყვედურით სავსე წერი-
ლები გაუგზავნა ცოლს, მაგრამ სიმართლე მალე გაირკვა და ახ-
ლა უკვე სინანულით უბოდიშებდა და პატიებას სთხოვდა.
9 მკითხველთა ლიგა
ნორასადმი დამოკიდებულება აწონასწორებდა მის არცთუ
დიდ კეთილგანწყობას სხვა ადამიანების მიმართ. "სულიერ სიყ-
ვარულში" თანხვედრის მიღწევის შემდეგ ამ წყვილს ერთმანე-
თისთვის სექსუალური ფანტაზიების გაზიარების პერიოდიც და-
უდგა. მათი ინტიმური ცხოვრების დეტალები ერთობ თვალნათ-
ლად არის ასახული 1909-1912 წლებში ერთმანეთისადმი მიწე-
რილ წერილებში. მათში იმდენად გაშიშვლებულადაა აღწერილი
მათი სექსუალური ქცევები, რომ თავისუფლად შეიძლება უხამ-
სობაც კი ეწოდოს. თუმცა, ამის პარალელურად ჯოისი არ უშვებ-
და შანსს, რაც შეიძლებოდა ხშირად შეეხსენებინა ნორასთვის
თავისი ხელოვნება, საკუთარ შემოქმედებაზე ხან პირდაპირ
ელაპარაკებოდა, ხანაც ამას ორიგინალური საჩუქრებით ფუთავ-
და. ყველაზე გამორჩეულ საჩუქრებს შორისაა ყელსაბამი, რაზეც
მწერალმა თავისი ლექსის ბწკარი ამოატვიფრინა ცოლისადმი
მიძღვნილი, პერგამენტზე საკუთარი ხელით გადაწერილი თავი-
სი პოეტური კრებული "კამერული მუსიკა"...
ამ ყველაფრის ფონზე ცოლ-ქმრის ურთიერთობა მაინც რთუ-
ლად ვითარდებოდა. ნორა უხეშად ეპყრობოდა ქმარს, იმაზე უხე-
შად, ვიდრე მწერალი იმსახურებდა. ჯოისის წერილებში ერთმა-
ნეთს ენაცვლება მსუბუქი საყვედურები და პატიების თხოვნა, ჯე-
იმზი ხშირად თავს მიიჩნევს უსასოო, უმწეო, დაუცველ არსებად
და ნუგეშისათვის ისევ ნორას მიმართავს, მას ისევე შესჩივის ამ-
გვარი ყოფის შესახებ, როგორც შვილი დედას, თავს წარმოიდ-
გენს ბავშვად, უფრო მეტიც, ჯერ არდაბადებულ ჩანასახად და
სთხოვს მას: "ჩემო პატარა დედიკო, შემიფარე შენი საშვილოს-
ნოს ბნელ სავანეში. დამიცავი, ძვირფასო, დაზიანებისაგან!"
და მაინც, ცოლისადმი უნდობლობა სულს უღრღნის მწერალს,
ვერაფრით გაუგია, რატომ არიან ასე უკიდურესად განსხვავებუ-
ლები ერთმანეთისაგან, ისევ ეჭვებით ივსება და ერთ-ერთ წე-
რილში ეკითხება კიდეც: "შენ ჩემთან ხარ თუ არა, ნორა? ან იქნებ
10 მკითხველთა ლიგა
ჩემ წინააღმდეგ მოქმედებ?" მართალია, ეს გრძნობა აღიზიანებს
ჯოისს, მაგრამ საკუთარი ღირსების შეგნება მაინც მუდმივად
სდევს თან, ამიტომაც სწერს ასეთ რამეს: "დარწმუნებული ვარ,
გოლვეიში ბევრად უკეთესი ყმაწვილკაცები არიან, ვიდრე შენი
საბრალო სატრფო, მაგრამ, იცოდე, საყვარელო, ერთ მშვენიერ
დღეს ნახავ, რომ მეც ვიქნები რაღაცით გამორჩეული ჩემს ქვეყა-
ნაში", ხოლო სამი წლის შემდეგ კი: "განა რომელიმე შენს მეგო-
ბარს, ვთქვათ იმას, გაზიანი წყლების ქარხანაში რომ მუშაობს,
ანდა იმ მღვდელუკას შეუძლიათ ჩემნაირი ლექსების წერა?" ჯო-
ისი კიდევ უფრო შორს მიდის, მას სურს, თვითონაც მთლიანად
დაეპატრონოს ცოლის გაშიშვლებულ სულს და ცოლიც გახდეს
მისი შიშველი სულის გამგებელი.
მართალია, ეს წერილები ერთობ გულახდილია, მაინც ადვი-
ლად შეიძლება არასწორად იქნას აღქმული მათი ფსიქოლოგია.
მაგრამ სანამ ამ ფეტიშიზმის, უხამსობის, პარანოიისა და მაზო-
ხიზმის გამო განვსჯიდეთ ჯოისს, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რო-
გორ აშარჟებდა ამ ყველაფერს თავის ნაწარმოებებში.
ჯოისის გონებისა და არა ემოციის სრული სურათი ვლინდება
1918-1919 წლებში მის არასრულფასოვან და საკმაოდ პირქუშ
კავშირში ვინმე მარტა ფლეიშმანთან, რომელიც ციურიხში ცხოვ-
რობდა. იმ მცირერიცხოვანი ბარათებიდან, რომლებიც მწერალ-
მა მისწერა ქალს, მხოლოდ ოთხია შემორჩენილი. ეს ბარათები
ცოლთან მიწერილ წერილებთან შედარებით ნაკლებად ემოცი-
ურია, ისინი სავსეა თავის შებრალებით, ფიზიკურ სისუსტეზე ჩი-
ვილით და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მარტას ფერ-
ხქვეშ იყოს გართხმული. მართალია, ჯოისმა მშვენივრად უწყო-
და, რომ ყველა ქალი ერთნაირად მგრძნობიარე არ არის, მაგ-
რამ, ეტყობა, მას სხვაგვარი ურთიერთობა არ ეხერხებოდა. მარ-
ტასაც ისევე უწოდებდა "ქალწულ მარიამს" და მადონას, რო-
გორც ადრე ნორას. მწერალი ცდილობს, ამ ქალის ყურადღებაც
11 მკითხველთა ლიგა
მიაპყროს თავის ხელოვნებას, იგი, ცოტა არ იყოს, არაკორექტუ-
ლია, როცა ყოველგვარი მოკრძალების გარეშე აცხადებს, რომ
ოცდათხუთმეტი წლის ასაკში ისევე აზროვნებდა, როგორც დან-
ტე "ღვთაებრივი კომედიის" დაწერის დასაწყისში და შექსპირი
"შავგვრემან ქალბატონზე" სონეტების შეთხზვისას.
ჯოისმა იცოდა, რომ აბსურდულად იქცეოდა, მაგრამ იმის გა-
მო, მავანთ არ ეფიქრათ, სულელიაო, სრულიადაც არ აპირებდა,
ხელი აეღო თავის სურვილებზე. მიუხედავად ამისა, ამ ფაქტის
დამალვის მცდელობა მაინც გამოსჭვივის მის სიფრთხილეში,
კერძოდ, მართასადმი მიწერილ წერილებში შენიღბვის მიზნით
ისევე იყენებდა ბერძნულ ე-ს, როგორც "ულისეში" აქვს აღწერი-
ლი. ეს ბარათებიც შეიცავდა უხამს სიტყვებს და მათშიც აშკარად
ჩანდა განშორებაც და ვნებაც.
ის ფაქტი, რომ თავის შემდგომ ნაწერებში ჯოისი ახდენდა ამ
გრძნობების პაროდიას, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, თითქოს
მისი ადრინდელი გრძნობები გულწრფელი არ იყო და ქალი თა-
ვის დროზე აბუჩად ჰყავდა აგდებული. გრძნობების პაროდირება,
სავარაუდოდ, ერთგვარ თავდაცვის პრევენციას ემსგავსებოდა,
ქალებისაგან შეურაცხყოფის შემთხვევაში ხელოვნებაში მოი-
ოხებდა გულს ამურული ამბების გაშარჟებით.
რა თქმა უნდა, რადიკალურად განსხვავებულია ჯოისის მიერ
მამაკაცი ადრესატებისადმი მიწერილი წერილები, რომელთა
ფონზე მკითხველის წინაშე წარმოჩინდება სათვალიანი და მო-
დურ ყაიდაზე ხელჯოხით მოსიარულე სერიოზული ადამიანი.
მართალია, არსებობდა ერთი-ორი მეგობარი, მაგალითად,
ფრენკ ბაჯენი ანდა, ეზრა პაუნდი, ვისთანაც თამამი და გახსნილი
იყო და შესაბამისადაც სწერდა, მაგრამ ყველა სხვა დანარჩენ ად-
რესატთან, რომელთა შორის ბევრთან დიდი ხნის ნაცნობობა
აკავშირებდა, ინარჩუნებდა დისტანციას იმით, რომ გამუდმებით
მიმართავდა თავაზიანი ფორმით და თავს აჩვენებდა, თითქოს
12 მკითხველთა ლიგა
გულგრილი იყო იმ საკითხისადმი, რის მოგვარებასაც ითხოვდა
და რაც სინამდვილეში ძალიანაც აწუხებდა. იგი ყოველნაირად
ცდილობდა, გაბედულ და შეუდრეკელ პიროვნებად გამოჩენი-
ლიყო, თუმცა, თავს არიდებდა მათთან უსიამოვნებასა და ფამი-
ლარულ ურთიერთობებს.
რაც შეეხება თავისი ძმის, სტანისლოს ჯოისისადმი 1902-1912
წლებში მიწერილ წერილებს, შეიძლება ითქვას, რომ ამ გულ-
წრფელობითა და ინტელექტუალური პოზიციით დატვირთულ ბა-
რათებს სრულიად განსაკუთრებული ადგილი უკავია მწერლის
კორესპონდენციებში. ჯეიმზი, უფროსი ძმის პოზიციიდან ესაუბ-
რება, ხოლო სტანისლოსი უმცროსი ძმის პოზიციიდან ეკამათება
მის შეხედულებებს მიუხედავად იმისა, რომ აღფრთოვანებულია
მათით. მას ჯეიმზი ძალზე კომპეტენტურად მიაჩნია მხოლოდ ლი-
ტერატურის საკითხებში და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკასა
და სამეურნეო საქმეებში. სტანი წარმოჩინდება სოლიდურ ფიგუ-
რად, ერთობ შემწე, თუმცა ჭირვეულ ადამიანად, რომელიც, ძმის
პიროვნებიდან გამომდინარე, ინტელექტუალურ საკითხებში
გახდა მისივე მოპაექრე და მოშურნე.
ჯოისის წერილებში არსებული მინიშნებებიცა და განაცხადე-
ბიც საშუალებას გვაძლევს ისეთად დავინახოთ მწერალი, როგო-
რადაც თვითონვე მიიჩნევდა თავს. მართალია, იგი ფიქრობდა,
რომ შეგნება და ცნობიერება გაუღვიძა და განუვითარა სულში
მომხდარმა ამბოხებამ, მაგრამ საკუთარ თავს მეამბოხედ არ მი-
იჩნევდა, არამედ დახვეწილ, სალუქ, სუსტი ჯანმრთელობისა და
უიღბლო ადამიანად, ერთი სიტყვით, იყო "ტენორს ბანებს შო-
რის". მისი გონება ძალის გამოცლამდე ებრძოდა მამაკაცურ
ენერგიას. იგი სიცილისა და ადამიანთა აბსურდული ქცევების შე-
სამოსელში ხვევდა თავისი შემოქმედების ლირიკულ ბირთვს, ამ
უკანასკნელის დაცვისა და გადარჩენის მიზნით. მისი ყოველი ნა-
წარმოები შეიცავს ლირიზმს, რაც თითქოს სათუთი საშუალებე-
13 მკითხველთა ლიგა
ბი, მათ შორის კომიზმითაც ამსხვრევს მამაკაცურის ყოველგვარ
უხეშ გამოვლინებას: მაგალითად, "ფინეგანის ღამისთევა" ყირი-
მის ომი დაყვანილი აქვს უხამსი ანეკდოტის დონემდე, ვატერ-
ლოოს ბრძოლას აიგივებს ცვილის ფიგურების ექსტრავაგანტულ
მუზეუმთან, ხოლო მსოფლიო ომს პრიზის მოსაპოვებელ შერკი-
ნებას ადარებს. ჯოისს სძულს ომი, კრიმინალი და სისასტიკე და
მათ უპირისპირებს ყველაფერ არაძალადობრივს.
ჯეიმზ ჯოისი თავის წერილებში ერთობ გამოკვეთილად ხატავს
ავტოპორტრეტს. მისი წერის სტილი არც ჰენრი ჯეიმზის ნატიფი
ნიუანსებით დახუნძლულ ნაწერს ჰგავს, არც დევიდ ლორენსის
მჭევრმეტყველურ მანერას, თუმცაღა, არანაკლებ საინტერესოა
მკითხველისთვის.

14 მკითხველთა ლიგა
დუბლინი და პარიზი
(1882-1904)

ჯეიმზ ჯიოსი დაიბადა 1882 წლის 2 თებერვალს დუბლინის და-


სახლება რათგარში, ბრაიტონ სკვერ უესტის 41 ნომერში. იგი
იყო უფროსი შვილი იმ ათი ბავშვიდან, რომლებიც შეეძინათ ჯონ
სტანისლოს ჯოისსა (1849-1931) და მერი ჯეინ მიურეი ჯოისს
(1859-1903), (ხუთი მათგანი ადრეულ ასაკში დაეღუპათ). ჯოისის
მამამ, ერთობ თავაშვებულმა, თუმცა გონიერმა და სენტიმენტა-
ლურმა მამაკაცმა რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემ-
დეგ მაინც მოიპოვა პოლიტიკური გავლენა. მალე მან მაღალა-
ნაზღაურებადი სამსახურიც იშოვა გადასახადების ამკრეფის თა-
ნამდებობაზე, სადაც მუშაობდა 1880 დან 1892 წლამდე, სანამ ეს
პოზიცია გაუქმდებოდა. ამის შემდეგ იგი გადაიყვანეს შედარე-
ბით უმნიშვნელო თანამდებობაზე. მთელი თავისი დარჩენილი
ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში მუდმივი სამუშაო აღარ
ჰქონია და დროებით დასაქმებას სჯერდებოდა.
ჯონ ჯოისი ძალზე დიდ იმედებს ამყარებდა თავის უფროს ვაჟ-
ზე, ამიტომაც იყო, რომ 1888 დან 1891 წლამდე, სანამ ჯერ კიდევ
წელში იყო გამართული მათი ოჯახი, შვილს განათლება მიაღები-
ნა საუკეთესო კათოლიკურ მოსამზადებელ სასწავლებელში –
კლონგოუს ვუდ კოლეჯში, რომელიც მდებარეობდა სელინსში,
კილდეარის საგრაფოში. მაგრამ როცა ეს ფინანსური ტვირთი
ძალზე მძიმედ დააწვა ოჯახს, მამა იძულებული გახდა, ჯეიმზი გა-
ეგზავნა დუბლინის ბელვედერის კოლეჯში, უპანსიონო სკოლა-
ში. ყმაწვილმა იქ დაჰყო 1893-დან 1898 წლამდე. ჯეიმზმა უმალ
მოიხვეჭა ყველაზე ნიჭიერი მოსწავლის სახელი, თუმცაღა მისი
იეზუიტი მასწავლებლები ამჩნევდნენ ყმაწვილს არარელიგიუ-
რობის ნიშნებს. მალე ჯეიმზმა სწავლა განაგრძო დუბლინის სა-

15 მკითხველთა ლიგა
უნივერსიტეტო კოლეჯში, რომელიც 1902 წელს დაამთავრა ხე-
ლოვნების ბაკალავრის ხარისხით.
ჯეიმზ ჯოისმა სამწერლო კარიერა დაიწყო ცხრა წლის ასაკში,
რაც 1891 წლის 6 ოქტომბერს ჩარლზ სტიუარტ პარნელის გარ-
დაცვალებამ განაპირობა. ჯოისმა დაწერა ლექსი "ეტ თუ, ჰეალყ",
სადაც გმირული სულის ეს სათაყვანებელი პიროვნება შედარე-
ბული იყო მისსავე მოღალატე მიმდევრებთან. ჯერ კიდევ ბელვე-
დერის კოლეჯში სწავლისას გაითქვა სახელი კურსიდან კურსზე
გადასასვლელ გამოცდებზე დაწერილი დაჯილდოებული თხზუ-
ლებებით. მან ბედი სცადა მოთხრობების წერაშიც, დაიწყო პრო-
ზაული ჩანახატებით – "სილუეტები" და პოეტური სერიით სახელ-
წოდებით "განწყობა". ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი სათაურები,
შესაძლოა, რეტროსპექტივაში მიანიშნებს კიდეც სათქმელის
არაპირდაპირი მეთოდით გადმოცემაზე, რაც მოგვიანებით წარ-
მატებით გამოიყენა "დუბლინელებში", ხოლო ტალღასავით მო-
ვარდნილი მოჩვენებითობა კი ნათლად გამოვლინდა ლექსების
კრებულში "კამერული მუსიკა". ამ ყველაფრის პარალელურად,
ჯოისი ხარბად ეტანებოდა კითხვას, სწორედ იბსენის ნაწარმოე-
ბებში იპოვა ნიმუში იმ გონების დამაბნეველი თემებისა, შემოქ-
მედებითი თავდაჯერებულობისა და სიმბოლოებით გაჯერებული
ნაწარმოებებისა, რაც მისთვის იდეალის ტოლფასი გახდა.
ჯეიმზმა მწერლობის ამბიცია დუბლინის უნივერსიტეტში სწავ-
ლისას გამოავლინა, იგი საშუალებას არ უშვებდა, რომ ხელოვ-
ნების წისქვილზე დაესხა წყალი მაშინ, როცა მისი თანაჯგუფელე-
ბი ხან მორალურობას უკმევდნენ გუნდრუკს და ხანაც ეროვნული
მოძრაობით იყვნენ შთაგონებული. 1900 წლის 20 იანვარს ჯოისი
კოლეჯის ლიტერატურული და ისტორიული საზოგადოების წინა-
შე წარდგა მოხსენებით "დრამა და ცხოვრება"; მან, შექსპირისა
და ბერძენი დრამატურგების საპირისპიროდ, მეამბოხის პოზიცი-
იდან, აშკარად დაუჭირა მხარი იბსენს, რომლის მორალური ტენ-
16 მკითხველთა ლიგა
დენციების შესახებ ირლანდიაში უკვე საკმაო ეჭვები არსებობდა.
თვრამეტი წლის ასაკში, 1900 წლის 1 აპრილის "ფორთნაითლი
რევიუში" მან გამოაქვეყნა სტატია "იბსენის ახალი დრამა".1 იმა-
ვე წელს ბედი სცადა პიესებში: "ბრწყინვალე კარიერა", რაც და-
იწერა პროზად, ხოლო "საოცნებო რამეები"2 კი ლექსად. ჯოისმა
შექმნა ლირიული კრებული "ნათება და სიბნელე" და დაიწყო
პროზად დაწერილი პიესების სერია "ეპიფანიები". ამ ტერმინში
ის გულისხმობდა პიროვნების მალული თვალსაზრისის უეცარ
გამჟღავნებას ან რომელიმე სტილის, ზოგჯერ ლირიკულის, ზოგ-
ჯერ კი უმეტყველო სცენის სიღრმისეულ მნიშვნელობას. 1901
წელს ჯოისმა დაწერა სტატია "გაცამტვერების დღე",3 სადაც პრო-
ტესტს გამოთქვამდა იმ აუტანელი პროვინციულობის წინააღ-
მდეგ, რაც სუფევდა ირლანდიურ ლიტერატურულ თეატრში, სა-
იდანაც დაიწყეს შემოქმედებითი გზა იეიტსმა, ჯორჯ მურმა და
ედუარდ მარტინმა. ჯოისს მიაჩნდა, რომ ამ მწერლებმა შეაფერ-
ხეს ირლანდიის განვითარება, მაშინ, როცა შესაძლებელი იყო ამ
ქვეყნის გაევროპულება.
მას შემდეგ, რაც 1902 წელს სწავლა დაამთავრა, ჯოისმა გა-
ნიზრახა თავი გაეცნო ირლანდიელი მწერლებისათვის, – თავდა-
პირველად მიმართა ჯორჯ რასელს, მისი მეშვეობით წარუდგა იე-
იტსს, ხოლო იეიტსის წყალობით დაუახლოვდა ლედი გრეგორის
და ყველა მათგანი გააოცა როგორც უზომო ქედმაღლობით, ასე-
ვე თავისი ნიჭით. 1902 წლის შემოდგომაზე ჯეიმზმა გადაწყვიტა
სწავლა გაეგრძელებინა საფრანგეთში და სამედიცინო განათ-
ლება მიეღო პარიზის უნივერსიტეტში.4 მას განზრახული ჰქონდა,
თავი შეენახა როგორც საკუთარი ნაწერებიდან მიღებული ჰონო-

1
"როცა მკვდრებმა გავიღვიძეთ" "When We Dead Awaken"
2
Dream Stuff.
3
"The Day of the Rabblement"
4
Ecole de Medecine.
17 მკითხველთა ლიგა
რარებით, ისე სახლიდან გამოგზავნილი დახმარებით. 1902
წლის 1 დეკემბერს მან დატოვა დუბლინი, მცირე ხნით შეყოვნდა
ლონდონში იეიტსის და რამდენიმე ალმანახის რედაქტორის სა-
ნახავად, შემდეგ კი გაემგზავრა პარიზს. ძალზე მალე მოენატრა
სახლი და ოჯახსაც არ დასჭირვებია დიდი ხვეწნა-მუდარა,საშო-
ბაოდ მის შინ დასაბრუნებლად. არდადეგების დასრულების შემ-
დეგ, 1903 წლის 23 იანვარს იგი კვლავ დაუბრუნდა პარიზს. ამჯე-
რად ჯოისმა გადაიფიქრა მედიცინის შესწავლა, შეუდგა ლექსე-
ბისა და ეპიფანიების წერას, თავი მოუყარა თავის "ესთეტიკურ
ფილოსოფიაზე" ჩამოყალიბებულ აზრებს და ხელოვანის კარიე-
რაში ჩაეფლო. ჯოისი პარიზში იქამდე დარჩა, სანამ 10 აპრილს
მამისგან დედის სასიკვდილო სარეცელზე ყოფნის ცნობა არ მი-
იღო.
მისის ჯოისმა, რომელსაც სასიკვდილო დაავადება – კიბო
სჭირდა, 1903 წლის 13 აგვისტომდე მიიტანა სული. იმ თვეებისა
და მთელი მომდევნო წლის განმავლობაში ჯოისი უსაქმური ადა-
მიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ის ურთიერთობდა ოლივერ
სენტ ჯონ გოგარტთან და სხვა ახალგაზრდებთან, რომელთა ტი-
პაჟები მოგვიანებით გამოიყენა თავისი ლიტერატურული ნაწარ-
მოებების უსაქმური პერსონაჟების განსასახიერებლად. 1904
წლის 7 იანვარს ჯოისმა მოულოდნელად დაწერა ესე "ხელოვა-
ნის პორტრეტი", რომელიც უსახელო, მაგრამ უეჭველად ავტობი-
ოგრაფიული გმირის სულიერი განვითარების ერთგვარი ანგა-
რიშია. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალმა "დანა"-მ უარი უთხრა
ამ ესეს დაბეჭდვაზე, ჯოისმა მიზნად დაისახა მისი გამოქვეყნება
და შეიტანა თავის ავტობიოგრაფიულ რომანში "გმირი სტივენი".
მთელი 1904 წლის მანძილზე ის ინტენსიურად მუშაობდა. ზაფხუ-
ლის დასაწყისში ჯორჯ რასელმა ჯოისს შესთავაზა, დაეწერა უბ-
რალო მოთხრობები ირლანდიური ყოფის შესახებ, ამ შეთავაზე-

18 მკითხველთა ლიგა
ბამ სტიმული მისცა მწერალს, შეექმნა გამოცანებით გაჯერებუ-
ლი სტილის კრებული "დუბლინელები".
სულ ცოტა ხნით ადრე, 1904 წლის 10 ივნისს ჯოისი პირველად
შეხვდა ნორა ბარნაკლს, ოცი წლის ყმაწვილქალს გოლვეიდან,
რომელიც ფინის სასტუმროში მსახურობდა. 16 ივნისს ამ წყვილ-
მა პირველად გაისეირნა ერთად და მათ ძალზე მოეწონათ ერ-
თმანეთი. ჯოისს საკრალური სიზუსტით დაამახსოვრდა ეს თარი-
ღი და გამოიყენა კიდეც "ულისეში". ის თაყვანისმცემლებს მო-
უწოდებდა, ამ დღისთვის "ბლუმის დღე" ეწოდებინათ. ჯოისმა მო-
ახერხა, გადაელახა ის ეჭვები და უნდობლობა, რასაც ნორა ბარ-
ნაკლის მიმართ განიცდიდა და შესთავაზა სატრფოს, მასთან ერ-
თად გაქცეულიყო კონტინენტზე. ქალი გულადად დათანხმდა და
1904 წლის 8 ოქტომბერს მათ ღამით დატოვეს დუბლინი. ჯოისი
მასწავლებელთა დასაქმების სააგენტოში დაარწმუნეს, რომ ცი-
ურიხში სამუშაო ელოდა, მან ნორა ბარნაკლი შვეიცარიაში გაამ-
გზავრა, თვითონ კი პარიზში გაჩერდა იმ მიზნით, რომ შემდგომი
მოგზაურობის გასაგრძელებლად ფული ესესხა.

19 მკითხველთა ლიგა
უილიამ არჩერისაგან5

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


23 აპრილი, 1900
ვერნონ ჩემბერსის ქ. 2, საუსჰემპტონ როუ, ვ. ს.
ძვირფასო სერ უილიამ, ვფიქრობ, დაგაინტერესებთ იმის გა-
გება, რომ რამდენიმე დღის წინ იბსენისაგან მივიღე წერილი, სა-
დაც მწერს: "ფორთნაითლი რევიუში" წავიკითხე, უფრო სწორად,
გამიჭირდა, მაგრამ მაინც გავიგე აზრი მისტერ ჯეიმზ ჯოისის მი-
მოხილვისა, რომელიც ჩემ მიმართ ერთობ კეთილგანწყობილია
და ამის გამო მიჩნდება სურვილი, საკმარისად გამართულად ვი-
ცოდე თქვენი ენა, რომ დიდი მადლობა გადავუხადო ავტორს".
კეთილი სურვილებით,
უილიამ არჩერი

5
უილიამ არჩერი (1856-1924) – ინგლისელი ლიტერატორი, კრიტიკოსი, იბ-
სენის შემოქმედების ინგლისურად მთარგმნელი.
20 მკითხველთა ლიგა
უილიამ არჩერს

ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციიდან


28 აპრილი, 1900
რიჩმონდ ავენიუ 13, ფეარვიუ, დუბლინი
ძვირფასო სერ უილიამ, დიდად გმადლობთ, რომ დამდეთ პა-
ტივი და მომწერეთ. მე ვარ ახალგაზრდა ირლანდიელი, სულ რა-
ღაც თვრამეტი წლის და იბსენის სიტყვები მთელი სიცოცხლის
მანძილზე დაივანებს ჩემს გულში.
გულწრფელად,
თქვენი ჯეს ა. ჯოისი

21 მკითხველთა ლიგა
ჰენრიკ იბსენს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


მარტი, 1901 წელი
როიალ ტერასი 8, ფეარფილდი, დუბლინი
პატივცემულო სერ, გწერთ, რომ მოგილოცოთ სამოცდამეცა-
მეტე დაბადების დღე და ჩემი ხმა შევუერთო მთელ მსოფლიოში
თქვენს კეთილისმყოფელებს. შეიძლება გახსოვთ, რომ თქვენი
ბოლო პიესის – "როცა მკვდრებმა გამოვიღვიძეთ" გამოქვეყნე-
ბის შემდეგ ერთ-ერთ ინგლისურ პერიოდულ გამოცემაში –
"ფორთნაითლი რევიუში" დაიბეჭდა დადებითი გამოხმაურება ამ
ნაწარმოებზე, რომლის ავტორიც მე ვიყავი. ვიცი, რომ თქვენ გა-
ეცანით იმ გამოხმაურებას, რადგან მისტერ უილიამ არჩერმა
მომწერა თქვენი მასთან გაგზავნილი წერილის შესახებ, სადაც
ბრძანებთ: "ფორთნაითლი რევიუში" წავიკითხე, უფრო სწორად,
გამიჭირდა, მაგრამ მაინც გავიგე აზრი მისტერ ჯეიმზ ჯოისის მი-
მოხილვისა, რომელიც ერთობ კეთილგანწყობილი შინაარსისაა
და ამის გამო სურვილი მიჩნდება, საკმარისად გამართულად ვი-
ცოდე თქვენი ენა, რომ მადლობა გადავუხადო ავტორს" (რო-
გორც ხედავთ, არც მე ვიცი სიღრმისეულად თქვენი ენა, მაგრამ
მჯერა, რომ თქვენ ჩაწვდებით ჩემი ნათქვამის მნიშვნელობას).6
სიტყვებით ვერ აღგიწერთ, როგორ იმოქმედა ჩემზე თქვენ მიერ
გამოთქმულმა აზრმა. მე ვარ ახალგაზრდა, ძალზე ახალგაზრდა
კაცი და ჩემი ამგვარი გულაჩუყება ალბათ თქვენს ღიმილსაც კი
გამოიწვევს. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, წარსულში რომ დაბ-
რუნებულიყავით, იმ პერიოდში, როცა ჩემსავით უნივერსიტეტის
ბოლო კურსს ამთავრებდით და გაიხსენებდით ისეთივე ავტორი-

6
ჯოისის მიერ დანო-ნორვეგიულად თარგმნილი წერილის მხოლოდ ინგლი-
სური ვარიანტია შემორჩენილი.
22 მკითხველთა ლიგა
ტეტული პიროვნების მიერ, როგორიც თქვენ ხართ ჩემთვის, შე-
ქებისგან მიღებული სიხარულის შეგრძნებას, უთუოდ მიხვდებო-
დით, რას განვიცდი მე ახლა. ერთი რამ მაწუხებს მხოლოდ, რომ
თვალში უფრო მეტად მოგხვდებოდათჩამოუყალიბებელი და
ნაჩქარევი სტატია, ვიდრე რაიმე ღირებული და ღირსი თქვენი შე-
ქებისა. ერთის თქმა ნამდვილად შემიძლია, იქ არაფერი ყოფილა
ისეთი, რაც უტიფრობით დაშვებულ სისულელედ მოგეჩვენებო-
დათ, ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. შესაძლოა, გაღიზიანდით კი-
დეც იმის გამო, რომ თქვენი ნაწარმოებები ვიღაც პირზერძეშეუშ-
რობელის განსახილველი გახდა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ,
ამგვარი მგზნებარება პარადოქსები გირჩევნიათ უსუსურსა და
"გაპრანჭულს".
რა შემიძლია კიდევ ვთქვა? მე გავახმაურე თქვენი სახელი კო-
ლეჯში, სადაც ბევრი არ გიცნობდათ, ბევრსაც ყურმოკვრით სმე-
ნოდა ან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა თქვენს შესახებ. მე მო-
ვითხოვე, თქვენთვის კუთვნილი ადგილი მიეჩინათ დრამის ის-
ტორიაში. მიმაჩნია, რომ შევძელი, მათთვის დამენახვებინა მთე-
ლი თქვენი უბადლო ოსტატობა და ამაღლებულად მიუკერძოებე-
ლი შემოქმედებითობა. მე, ასევე წინ წამოვწიე თქვენი არაპრე-
ტენზიულობა, თქვენი სატირა, წერის ტექნიკა და ლამის ორკეს-
ტრული ჰარმონიას კეთილხმოვანება. არ იფიქროთ, თითქოს
ვინმეს გმირად შერაცხვას ან გაღმერთებას ვცდილობდე, ასე
ნამდვილად არ არის. როცა თქვენზე სადისკუსიო კლუბსა თუ
სხვა ამგვარ ადგილას ვსაუბრობდი, განსაკუთრებულ ინტერესს
იჩენდნენ.
მაგრამ ადამიანები ხომ ყველაზე ძვირფასს მაინც ჩვენთვის
ვიტოვებთ ხოლმე. მე მათთვის არ მითქვამს, რა მიზიდავს თქვენ-
ში, არ მითქვამს, თუ რა სიამაყე ვიგრძენი, როცა ოდნავ მაინც
ჩავწვდი თქვენს ცხოვრებას, თუ რაოდენ დიდ შთაგონებად მექცა
თქვენი ბრძოლისუნარიანობა, – საბრძოლო ქმედებას კი არ ვგუ-
23 მკითხველთა ლიგა
ლისხმობ, არამედ იმ დაპირისპირებაზე მოგახსენებთ, რომელიც
თქვენს შუბლს მიღმა მიმდინარეობდა და რომელიც გამარჯვე-
ბით დამთავრდა, არც ის მითქვამს, თუ როგორი მხნეობა შემმატა
თქვენმა მტკიცე მზაობამ – ამოგეცნოთ ცხოვრების საიდუმლო,
აგრეთვე ის, თუ როგორი ინდიფერენტულობით მოეკიდეთ ხე-
ლოვნების გავრცელებულ კანონებს, მეგობრებს, ტაბუდადებულ
თემებს და შეაბიჯეთ თქვენსავე შინაგან გმირულ სამყაროში. და,
აი, რა მინდა ახლა გითხრათ, თქვენი სამუშაო ამ ქვეყანაზე და-
სასრულისკენ მიდის, უახლოვდებით მდუმარებას და სიბნელე
წამოგდგომიათ თავს. ასეთ რამეებზე ბევრი წერს, თუმცა წარ-
მოდგენაც არა აქვთ მათზე. თქვენ "ჯონ გაბრიელ ბორკმანის"
მეშვეობით მხოლოდ გზა გაკაფეთ (და რამდენადაც შეგეძლოთ,
შორს წახვედით ამ თვალსაზრისით) ჭეშმარიტი სულიერებისა-
კენ. მართალია, მიმაჩნია, რომ თქვენს ბოლო პიესას სრულიად
განყენებული ადგილი უკავია, მაინც დარწმუნებული ვარ, მისი
ამაღლებული და პირუთვნელი არსის გაცნობიერება ჯერ კიდევ
წინაა.
როგორც იმ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი, რომ-
ლისთვისაც არ დაიშურეთ თქვენი სათქმელი, გიძღვნით სალამს,
მაგრამ არა თავმდაბალს, რადგან მე ჩრდილში ვარ, თქვენ კი
თვალისმომჭრელ ელვარებაში, არა სევდიანს, იმის გამო, რომ
თქვენ ხნიერი ბრძანდებით, მე კი ახალგაზრდა, არა კადნიერს ან
სენტიმენტალურს, არამედ მხიარულს, მოგესალმებით იმედითა
და სიყვარულით,
მარად თქვენი ჯეიმზ ა. ჯოისი

24 მკითხველთა ლიგა
ლედი გრეგორის

იეიტსის ფოსტიდან7
[ნოემბერი, 1902]
წმ. პიტერს ტერასი 7, კაბრა, დუბლინი
ძვირფასო ლედი გრეგორი, შევწყვიტე მედიცინის შესწავლა
აქ და ცოტათი შეგაწუხებთ ჩემი ამბებით. სამეფო უნივერსიტეტში
მივიღე ბაკალავრის დიპლომი და ვგეგმავდი, აქვე შემესწავლა
მედიცინა. მაგრამ კოლეჯის ხელმძღვანელობა ამის წინააღმდე-
გია, გავბედავ და ვიტყვი, რომ ჩემი ჩამოშორება სურთ ყველა იმ
სამსახურებრივი პოზიციიდან, რომლის დაკავებაც მსურს.
გულწრფელად რომ გითხრათ, საშუალება არ მაქვს სამედი-
ცინო განათლებისთვის თანხის გადასახდელად. ამის გამო უარი
მითხრეს ყოველგვარ სწავლებაზე, განათლებასა და გამოცდის
ჩაბარებაზე, მიზეზად ჩემს უუნარობას ასახელებენ. არადა, ყვე-
ლანაირად უწყობენ ხელს მათ, ვინც იმ გამოცდებზე ჩაიჭრა, რო-
მელიც მე ჩავაბარე. მინდა ხარისხი მოვიპოვო მედიცინაში, მხო-
ლოდ ამის შემდეგ შევძლებ მყარი სამსახურის შოვნას და დამ-
შვიდებას. მინდა ვიპოვო ჩემი თავი, მნიშვნელობა არა აქვს, რა-
მეს წარმოვადგენ, თუ არა, რადგანაც ვიცი, რომ არ არსებობს
რაიმენაირი სისულელე, ან ფილოსოფია, რაც იმაზე უფრო სა-
ძულველი იქნება ჩემი მრწამსისთვის, ვიდრე ადამიანია, და, შე-
საბამისად, ამიტომაც მივემგზავრები პარიზს. განზრახული
მაქვს, პარიზის უნივერსიტეტში მივიღო სამედიცინო განათლება
და თავი გავიტანო ინგლისური ენის სწავლებით. მივემგზავრები
სხვა ქვეყანაში მარტოდმარტო და უმეგობრო, ვიღაც ჩვენებურზე
კი გამიგია, სადღაც, მონმარტრთან ახლოს ცხოვრობდაო, მაგ-
რამ არასოდეს შევხვედრივარ მას. ახლა ამას იმიტომ გწერთ,

7
ეს ხელნაწერი ბარათი იპოვეს იეიტსის ჩანაწერებში.
25 მკითხველთა ლიგა
რომ მაინტერესებს, რამე საშუალებით თუ შეგიძლიათ ჩემი დახ-
მარება. არ ვიცი, რა ბედი მეწევა პარიზში, მაგრამ შესაძლოა საქ-
მე იქ უარესად წამივიდეს, ვიდრე აქ. დუბლინიდან მივემგზავრე-
ბი 1 დეკემბერს, ორშაბათს, ღამის სამგზავრო ნავით, ხოლო ნი-
უჰავენში ვიქტორიას სადგურიდან იმავე ღამით ჩავალ მატარებ-
ლით. ვიცი, რომ თუკი არ გამიმართლებს გზის გაკვლევაში, ეს
მარცხი ბევრს არაფერს დამიშავებს, ამ ყველაფრის მიუხედავად,
უხალისოდ არა ვარ განწყობილი. უნდა დავუპირისპირდე მთელ
სამყაროს. ამქვეყნად სანდო არაფერია, გარდა ადამიანის სულ-
ში არსებული რწმენისა, რომელიც ცვლის ყოველივეს და ამ არა-
სანდოობასაც შუქს ჰფენს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ქვეყანას
ურწმუნო ადამიანივით ვტოვებ, მაინც არავინ მეგულება, ჩემზე
დიდი მორწმუნე.
გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ა. ჯოისი

26 მკითხველთა ლიგა
ოჯახს დუბლინში

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


6 დეკემბერი 1902
გრანდ ოტელ კორნილიდან, პარიზი
ჩემო ძვირფასებო, მისტერ იეიტსი ლონდონში "სპიკერის" რე-
დაქტორის8 სანახავად წავიდა, მაგრამ ის ავად გახდა და ყოველ-
დღე ველოდები წერილს; ის აგრეთვე უნდა მივიდეს "აკადემიის"
რედაქტორთანაც.9 მის მიერ მის გონისთვის მიწერილ ბარათ-
საც თან ვურთავ ამ წერილს. იეიტსმა ჩემი თავი გააცნო არტურ
სიმონსს10 და უნდა, რომ "ფრანჩესკა და რიმინის" სიმონსისეულ
თარგმანზე დავწერო მიმოხილვა "სპიკერისთვის". მე მასთან ერ-
თად ვჭამდი და ვსვამდი მთელი ამ ხნის მანძილზე და მან გადაი-
ხადა ეკიპაჟებითა და ავტობუსებით მგზავრობის ფული. ერთი-
ორი დღის წინ გავგზავნე სტატია "ექსპრესში" და მიადევნეთ თვა-
ლი, კვირის დასაწყისში გამოვა. კონკრეტული აზრი მაქვს ჩამო-
ყალიბებული სამედიცინო კურსის თაობაზე. უპირველეს ყოვლი-
სა, უნდა გავიარო ფრანგული ბაკალავრიატი, მაგრამ შეიძლება
ისე მოხდეს, რომ უცხოური ხარისხის მქონე სტუდენტები იქიდან
გაანაწილონ საზოგადოებრივი ინსტრუქციების მინისტრის (გა-
ნათლების მინისტრის)განკარგულებით. მე მივწერე მინისტრს,
ამ დილით ვეწვიე კიდეც და მითხრეს, რომ რამდენიმე დღეში შე-
მითანხმდებოდნენ განაწილების შესახებ. ამის შემდეგ წავედი
სორბონის ზუსტი მეცნიერებების ფაკულტეტის მდივანთან, რო-

8
რიჩარდ ბარი ო ბრეინი (1847-1918) – ირლანდიელი ადვოკატი და მწერა-
ლი, ავტორი ორტომეულისა "ჩარლზ სტიუარტ პარნელის ცხოვრება".
9
ჩარლზ ლუის ჰინდი (1862-1927) – "აკადემიის" რედაქტორი.
10
არტურ სიმონსი (1865-1945) – ინგლისელი პოეტი და კრიტიკოსი. ის და
იეიტსი 1894-9 წლებში ერთადაც ცხოვრობდნენ. სიმონსი პირველი შეხვედ-
რისთანავე დაჰპირდა ჯოისს გამომცემლის მოძებნას.
27 მკითხველთა ლიგა
მელმაც მომცა დროებითი საშვი (მთელი წლის მანძილზე) ფიზი-
კის, ქიმიისა და ბიოლოგიის სასერთიფიკაციო კურსზე დასას-
წრებად. სწავლის გადასახადს არ ვიხდი, მაგრამ ლექციები დი-
ლის 9 საათზე იწყება და გრძელდება ერთი, ორი ან სამი საათი,
პრაქტიკული მეცადინეობები იწყება შუადღისას 1:30 და გრძელ-
დება ორი ან სამი საათი. წერითი გამოცდები არ არის, ყველა გა-
მოცდა ზეპირად ბარდება და თხუთმეტი წუთი მიმდინარეობს. ივ-
ლისში ვაბარებ სასერთიფიკაციო გამოცდას, ცოტა არ იყოს, და-
მაგვიანდა, 1 დეკემბერს ბოლო დღე იყო ჩასაბარებლად, მაგ-
რამ, რამდენადაც მე უცხოელი ვარ, მაპატიებენ ამ გაცდენას. ამ
მიზეზით მომიწევს შობამდე მთელი ორი კვირა მუშაობა. ვიყიდე
მაღვიძარა (4 ფრანკად) იმისთვის, რომ დილით დროულად გა-
ვიღვიძო, რადგან სასწავლებლამდე გრძელი გზა მაქვს გასავლე-
ლი. ეს-ესაა, თბილი აბაზანა მივიღე. ვსაუზმობ 8 ან 9 პენად, ვსა-
დილობ (სუპი, თევზი, ხორცი, ბოსტნეული, დესერტი და ყავა) 18
პენად, მაგრამ იძულებული ვარ, ყავა მუდმივად ვსვა დღის გან-
მავლობაში. აქ მთელი დღე ყავას სვამენ, მართალია, რძის გარე-
შე, მაგრამ შაქრითდამტკბარს. მეც მომწონს ყავის სმა, რამდენა-
დაც აქ საკმაოდ მკაცრი ჰავაა, ზოგჯერ მინუს 7-9 გრადუსია ხოლ-
მე. ქარიც ხშირად არის, მაგრამ ნისლი და წვიმა არ იცის. სტანის
უთხარით, წავიდეს ისონის მაღაზიაში ებბის ქუჩაზე, სადაც შეკვე-
თილი მაქვს გარკვეული რაოდენობის ქაღალდი, ფულიც კი გა-
დავიხადე, და უთხრას, რომ გამომიგზავნონ, მაგრამ საამისოდ
ტრანსპორტირების თანხაა გადასახდელი. დამავიწყდა, რადგან
გამგზავრებას ძალზე ვჩქარობდი. იმის დროც კი არ მქონდა, რომ
სარეკომენდაციო წერილები დამეწერა (რამდენიმეს გარდა),
მაგრამ კვირის მანძილზე მოვიცლი საამისოდ. თუკი ორშაბათს
დავიწყებ სამუშაოს, ერთბაშად მომიწევს წინსაფრის, ჩამოსაცმე-
ლი სახელოების და იარაღის ჩასაწყობი ყუთის შეძენა, არადა,
ლოიდიდან პარიზში ხუთშაბათამდე არ ჩამოვა ფული. მაგრამ
28 მკითხველთა ლიგა
ვეცდები, რამე მოვახერხო. მომავალ კვირას ვაპირებ მოვძებნო
ოთახი წელიწადში 7$ ან 8$, სამ თვეში 358$ და დავიქირავებ 1
იანვრიდან. სასტუმროში 3 იანვრამდე მაქვს დარჩენის დრო.
ვფიქრობ, სწავლების კურსი დაიწყება 4 იანვარს. აქაურ მაღაზია-
ში 5$-ად უმშვენიერესი ავეჯი იყიდება, ეს არის თაროებიანი კა-
რადები პანელებით გაწყობილი კარებით, თქვენს გარდერობზე
ორჯერ დიდია და, მართალია, ამჯერად ვერ ვიყიდი ჩემი ოთახის-
თვის, მაგრამ როგორც კი პარიზში მოვეწყობი სამედიცინო კურ-
სზე, უსათუოდ შევიძენ. ნურავის ნურაფერს გააგებინებთ ჩემ შე-
სახებ, გარდა იმისა, რომ უთხრათ: "ო, ძალიან კარგად არის,
გმადლობთ"-თქო. სტანის უთხარით, გამომიგზავნოს ს. სტეფე-
ნის(სტუდენტური ჟურნალი.) დეკემბრის ნომერი, მისწეროს "უნი-
ქორნ პრესს" და გაუფრთხილდეს წიგნებს ჩემს ოთახში.
ჯიმი

29 მკითხველთა ლიგა
ლედი გრეგორის

ნიუ-იორკის საზოგადოებრივი ბიბლიოთეკიდან (ბერგი)


21 დეკემბერი, 1902
სასტუმრო კორნილი, პარიზი
ძვირფასო ლედი გრეგორი, თქვენი წერილი მომივიდა, მაგ-
რამ ჯერაც არაფერი მომხდარა ახალი საიმისოდ, რომ თქვენ-
თვის შემეტყობინებინა. ერთადერთი სიახლე ის გახლავთ, რომ
საშობაოდ დუბლინში ვბრუნდები, ხვალ საღამოს გამოვემგზავ-
რები პარიზიდან. თქვენმა მეგობარმა მისტერ ლონგვორთმა11
მთხოვა, რეცენზია დამეწერა მის ორ წიგნზე. დავუწერე, რეცენ-
ზია გამოქვეყნდა ორი კვირის წინ, მაგრამ ფული ჯერაც არ მიმი-
ღია. მედიცინასთან დაკავშირებული ჩემი სამომავლო გეგმის
განსახორციელებლად აქ არავის სურს ხელის მომართვა. მის-
ტერ იეიტსი შობის შემდეგ ნახავს "სპიკერის" რედაქტორს, ხო-
ლო ჩემი რამდენიმე ლექსი უკვე შესთავაზა "აკადემიის" რედაქ-
ტორს, რომელსაც "ნამდვილი, კარგი ლექსები" სურს პოეზიის
სვეტში დასაბეჭდად. თუ რამე განსაკუთრებულ ამბავს გავიგებ,
ეჭვი არ შეგეპაროთ, უსათუოდ შეგატყობინებთ. ჰო, მართლა, აქ
ერთ კაცს ვუტარებ ინგლისურის გაკვეთილებს და ყოველ ორ
კვირაში 10 ფრანკს მიხდის. პარიზი ძალზე მართობს, მაგრამ
საკმაოდ კარგად ვხვდები, რატომ არ არსებობს პოეზია ფრან-
გულ ლიტერატურაში, ეს იმიტომ, რომ შეუძლებელია, ფრანგუ-
ლი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, შეიქმნას პოეზია. არა-
ვითარი სიმპათია არ მაქვს "გალანტური" ფრანგების მიმართ. მი-
ხარია, გერმანელებმა რომ დაამარცხეს ისინი და იმედს ვიტოვებ,
კვლავაც დაამარცხებენ. თუმცა მამაზეციერი არ დაუშვებს, რომ

11
ერნესტ ვიქტორ ლონგვორთი (1874-1935) – "დეილი ექსპრესის" (დუბლი-
ნი) რედაქტორი 1901-1904 წლებში.
30 მკითხველთა ლიგა
ფრანგები გადაშენდნენ და მსოფლიომ დაკარგოს ასეთი დონის
მზარეულები და ცეკვის ოსტატები. მაგრამ...
Es war ein Konigin Thule
Gar true bis an das Grab.12
მთელი ეს მოხეტიალე სამხეცე, დაწყებული ჩამრგვალებული
მ. ლუბედან13 ვერაფრით შექმნიდა პოეზიას, რადგან ღვთიური
საუფლო მხოლოდ კვლევების შედეგად არ მიიღწევა.
მარად,
თქვენი ჯეიმზ ა. ჯოისი

12
"იყო ერთი თულეს მეფე, რომელიც საფლავის მიმართაც კი იყო ერთგუ-
ლი". გრეტჰენის სიმღერა გოეთეს "ფაუსტიდან", ნაწილი პირველი, საღამოს
სცენა.
13
ემილ ფრანსუა ლუბე (1838-1929) – საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზი-
დენტი 1899-1906 წლებში.
31 მკითხველთა ლიგა
ჯონ სტანისლოს ჯოისს
(ღია ბარათი)

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


21 იანვარი 1903
ლონდონი
პარიზში მწერლად დამნიშნეს, უნდა გავაკეთო კომენტარები
ლიტერატურულ და დრამატულ ნაწარმოებებზე (თუკი ჩემი ნაწე-
რები მოეწონებათ, შესაძლებელია, პარიზელ კორესპონდენტა-
დაც კი შემომთავაზონ მუშაობა), კვირაში ექვს პენსს გადამიხდი-
ან, მართალია, პირველი თანხა მარტამდე არ იქნება, მაგრამ ჩე-
მი ნაშრომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავუგზავნო, ანაზღაუ-
რება ძალზე მაღალია14 ვიყავი და ჩემი სტატიაც დავუტოვე, წა-
იკითხავს და მეტყვის, გამოვადგები თუ არა თავის ალმანახში სა-
მუშაოდ. დღეს გვიანობამდე ვერ შევძლებ მისტერ ტუოჰის15 ნახ-
ვას. აუცილებლად იშოვე "აირიშ ტაიმსი" და გამაგებინე, როგორ
მიდის საქმეები. აგრეთვე, მაცნობე, ზუსტად რა თქვა ო’ჰარამ.16
მე კორტნისაც17 მივწერე და დილისთვის ველოდები წერილებს
მისგანაც და არჩერისგანაც (თუკი ეს უკანასკნელი ლონდონშია).
ჯიმი

14
2-2-0$ ყოველ 1000 სიტყვაზე, რაც ორჯერ მეტია "აკადემიის" ჰონორარზე.
"აკადემიის" რედაქტორთანაცლუის ჰინდი. მას შემდეგ, რაც მან არ მიიღო
სტატია, ჯოისმა შეიძულა ის. იეიტსმა უსაყვედურა ჯოისს ამ საქციელისა და
კიდევ იმის გამო, რომ აღარაფერს წერდა "აკადემიისათვის".
15
ჯეიმზ ტუოჰი – ჯოისის მამის ლონდონელი მეგობარი.
16
მეთიუ ო’ჰარა – "აირიშ თაიმსის" კორესპონდენტი, ჯოისის მამის მეგობა-
რი.
17
უილიამ ლეონარდ კორტნი (1850-1928) – ინგლისელი ჟურნალისტი,
"ფორთნაითლი რევიუს" რედაქტორი 1894 წლიდან.
32 მკითხველთა ლიგა
მისის ჯონ სტანისლოს ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


25 იანვარი 1903
გრანდ ოტელი კორნელი, პარიზი
ძვირფასო დედა, აქამდე არ მოგწერე, რადგან ველოდებოდი
ამანათს, რომელიც ჯერაც არ მიმიღია (უკვე ორშაბათის დილაა).
"ექსპრესს" უკვე გავუგზავნე იმ წიგნზე18 რეცენზია და სტანის უთ-
ხარი მიხედოს. ახალი გაზეთის სახელწოდებაა "კაცები და ქალე-
ბი". რედაქტორმა აღმიწერა ის როგორც რაღაც შუალედური გა-
მოცემა "სპექტეიტორსა" და "ტატლერს" შორის. თუკი იყიდი,
თვითონვე გაარკვევ, რა გაზეთიცაა, გამოვა კვირაში ერთხელ,
ეღირება ექვსი პენსი. სტანის უთხარი, დაუყოვნებლივ გამომიგ-
ზავნოს ვაგნერის ოპერის ჩემი ეგზემპლარი (ისე, რომ ხუთშაბათ
ღამეს უკვე აქ მქონდეს), თან გამოაყოლოს გრანტ ალენის "პა-
რიზი".19 სხვათა შორის, "Le Femme en Gris" – 100-ე გვერდზე ის
იპოვის ორი წიგნის გირაოს ქვითარს, ნუღარ გადადებს და გა-
მოიტანოს, ისედაც დიდხანს დავაყოვნე იქ. იმედი მაქვს, სტანი
გამომჯობინდა და იმისიც მჯერა, რომ შენც აკეთებ იმას, რაც გით-
ხარი. ლიბერალების კლუბში შევხვდი არჩერს, მაგრამ იმის მი-
უხედავად, რომ დიდხანს გასტანა ჩვენმა საუბარმა, საქმის შესა-
ხებ არსებითი არაფერი თქმულა. მე ასევე შევხვდი ლედი გრეგო-
რის, ხოლო მატარებლის ჩამოდგომამდე დრო მომრჩა და მის-
ტერ ო’კონელიც მოვინახულე. მესმის, რომ "სპიკერსა" და "აკა-

18
სტივენ გვინის "ირლანდიის დღევანდელი და ხვალინდელი დღე": ესეები
ირლანდიის შესახებ. ჯოისის რეცენზია ამ წიგნზე გამოქვეყნდა "დეილი ექ-
სპრესში" (ირლანდიაში) 1903 წლის 29 იანვარს.
19
გრანტ ალენი (1848-99) – კანადელი მწერალი, ცნობილია რომანებით "ქა-
ლი, რომელიც ყველაფერს გაუმკლავდა" და "პარიზი", რომელიც დაიბეჭდა
ლონდონში 1900 წელს.
33 მკითხველთა ლიგა
დემიას" ფინანსურად უჭირთ, მაგრამ კარგი გაზეთებია და ალ-
ბათ, მაინც გავუგზავნი რამეს დასაბეჭდად. განზრახული მაქვს,
ყოველგვარი წარდგენის გარეშე, მოვსინჯო ძალები სხვადასხვა
გაზეთის ფურცლებზე. არ დაგავიწყდეთ საშინაო საქმეების მი-
ხედვაც, ვგულისხმობ ჩარლზის გამოცდისთვის მომზადებას
(მგონი, გაზაფხულზე უნდა ჩააბაროს) და სტანის ამბებსაც. იმედს
ვიტოვებ, რომ მომწერ, და თუკი ნამდვილად მომწერ, არ დაგა-
ვიწყდეს ყველა იმ ამბის შეტყობინება, რაც გვაინტერესებს. მამას
უთხარი, რომ ველოდები მისგან იმის გაგებას, თუ როგორ ეგუება
"აირიშ თაიმსს".
ჯიმი
ამ წერილის გამოგზავნა დღემდე (სამშაბათამდე) დავაყოვნე,
მეგონა, ამანათში იქნებოდა რამე ბარათი, რომელსაც პასუხის
გაცემა დასჭირდებოდა.

34 მკითხველთა ლიგა
ოლივერ სენტ ჯონ გოგარტის

კოლბის კოლეჯის კოლექციიდან


3 ივნისი, 1904
შელბურნ როუდის 60, დუბლინი
ძვირფასო გოგარტი, უკან გიგზავნი ხარჯთაღრიცხვას. ჯერ
ისევ ცოცხალი ვარ. წარმოგიდგენ უფრო გონივრულ თხოვნას.
ამჟამად ვმღერი ბაღ "fete"-ში, პარასკეობით, და თუკი გაქვს რა-
მე სოლიდური კოსტიუმი, რაც ჯერ არ გჭირდება, ან გამოსასვლე-
ლი პერანგი, გამომიგზავნე რომელიმე, ან ორივე ერთად. ვცდი-
ლობ, მოვხვდე კინგსტონ პავილიონში. შემთხვევით ვინმეს ხომ
არ იცნობ იქ? ივლის-აგვისტოსთვის განზრახული მაქვს, დოლ-
მეჩს20 გავაკეთებინო სიმებიანი საკრავი, ფალმაუთიდან მარგეი-
ტამდე ცურვით გავუყვე ინგლისის სამხრეთ სანაპიროს და ვიმღე-
რო ძველი ინგლისური სიმღერები. როდის ტოვებ ოქსფორდს?
ნეტავ მაჩვენა ეს ფაქტი, ვერაფრით ვხვდები შენს ილუზიებს. ჩემს
კრებულს დავარქვი "კამერული მუსიკა". ჩემი ვარაუდით, ჯენი21
ერთი-ორი დღის შემდეგ მიემგზავრება. მე დავურეკავ და გამო-
ვემშვიდობები. მის წერილს ჩემზე არ უმოქმედია, სხვები კი გა-
ანერვიულა. ერთ წერილს გიგზავნი, თუკი შენებურად არ შეალა-
მაზებ. ელვუდი22 თითქმის განიკურნა. მე რანდევუ მაქვს ენი
ლენგტონთან, მაგრამ, მგონი, აღარ გახსოვს ის, არა? ახალი

20
არნოლდ დოლმეჩი (1858-1940) – ძველი მუსიკალური ინსტრუმენტებისა
და შესაბამისი მუსიკის ექსპერტი.
21
სტიუარტ ჯილბერტის ვარაუდით, შესაძლოა საუბარია იმ აკრობატ ჯენიზე,
რომელსაც ძალზე მოსწონდა ქალის ეგზოტიკური თეთრეული და რომელიც
გოგარტის ნახსენები ჰყავს თავის ნაწარმოებში "გლოვა უხდება მისის სპენ-
დლავს".
22
ჯონ რუდოლფ ელვუდი (?-1931?) – ჯოისის დუბლინელი ნაცნობი, სამედი-
ცინო ფაკულტეტის სტუდენტი, ტემპლის პროტოტიპი ჯოისის "ხელოვანის
პორტრეტში".
35 მკითხველთა ლიგა
არაფერი ვიცი, რომ შეგატყობინო. მათი(სტანისლოს ჯოისის ვა-
რაუდით, იგულისხმებიან ერნესტ შინ ფეინერსი და მღვდლები.)
"ინტენსივობა" და მათი ხეპრეობა სულ უფრო იფურჩქნება. მი-
სი23 კონკრეტული "ინტენსივობა" ახლა თავისუფლად დაიარე-
ბა.24 მაკოლიფი გრინვუდში პიმის25 ადგილას იწყებს მუშაობას
ისსკ-ში და გთხოვს, არ დაივიწყო.
აბა, მშვიდობით! არაგულწრფელად შენი
არათანმიმდევრული სტივენ დედალუსი

23
ჯონ ფრანსის ბირნი (1879-1960) – ერთ დროს ჯოისის უახლოესი მეგობა-
რი, მოგვიანებით ჟურნალისტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. კრენლის
პროტოტიპი "პორტრეტში".
24
მისი ჩვეული კომპანიონის ვინსენტ კოსგრეივის (1878-სავარაუდოდ 1920-
იანი წლები) გარეშე, ლინჩის პროტოტიპი "პორტრეტსა" და "ულისეში".
25
პიმი – ირლანდიის (გაერთიანებული) სამედიცინო გამოკვლევების სამსა-
ხურის და ირლანდიის სამეფო სამედიცინო კოლეჯის (ისსკ) მართვის კომიტე-
ტის მდივანი.
36 მკითხველთა ლიგა
ნორა ბარნაკლს26

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


15 ივნისი, 1904
შელბურნ როუდის 60
ეტყობა, ბინდი გადამეკრა თვალებზე, დიდხანს ვათვალიე-
რებდი მოწითალო-მოყავისფრო თმიან თავებს და მივხვდი, რომ
თქვენი არც ერთი არ იყო. შინ საკმაოდ დათრგუნული წავედი.
მინდა პაემანი დაგინიშნოთ, მაგრამ შეიძლება არ გესიამოვნოთ.
მაინც ვიტოვებ იმედს, რომ მოიღებთ მოწყალებას და ერთხელ
მაინც შემხვდებით, თუკი, რა თქმა უნდა, არ დაგვიწყებივართ.
ჯეიმზ ა. ჯოისი

26
ნორა ბარნაკლი (21 მარტი, 1884-10 აპრილი, 1951) – მოგვიანებით ჯო-
ისის ცოლი, მეფუნთუშე თომას ბარნაკლისა და ანა ბარნაკლის ქალიშვილი.
ოჯახში არსებული უთანხმოების გამო იგი წამოვიდა თავის მშობლიურ ქა-
ლაქ გოლვეიდან და დუბლინის სასტუმრო "ფინის ჰოტელში" დაიწყო მოახ-
ლედ მუშაობა. ჯოისი მას პირველად შეხვდა ამ წერილის დაწერამდე მცირე
ხნით ადრე და მალე, 14 ივნისს შეხვედრაც დაუთქვა. ქალმა ვერ მოახერხა
დათქმულ დროს მისვლა, ამიტომაც ისინი შეხვდნენ ერთმანეთს 16 ივნისს,
გაისეირნეს და სწორედ ამ სეირნობის თარიღით იწყება მოქმედება "ულისე-
ში".
37 მკითხველთა ლიგა
კ. პ. ქარანს

23 ივნისი, 1904
[დუბლინი]
ძვირფასო ქარან, მთავარ ბუღალტერს თავიდანვე არ მოვე-
წონე ჩალურჯებული თვალით, ნაღრძობი მაჯითა და კოჭით, გაჭ-
რილი ნიკაპით და ხელით. ბარათს ვურთავ ერთობ მჭევრმეტყვე-
ლურ კომენტარს "სეთერდეი რევიუდან".(ეს კომენტარი გამოხა-
ტავდა "გულწრფელ სამადლობელს" მისთვის გაწეული დახმარე-
ბისთვის.) ერთადერთი როლი, რომლისთვისაც ნამდვილად შე-
უფერებელი ვარ, არის ღირსეული კაცის როლი. ამის მიუხედა-
ვად, გმინვას არ დავიწყებ მიმოწერის მეშვეობით. ეს არის მშვე-
ნიერი რომანი,("სტივენ ჰიროუ".) რომელიც ჩემმა რომელიღაც
"ოცდამესამე" დაქალმა გადმოგცა. გუშინ, სანამ ვსაუზმობდი,
ერთი ფრიად მეგობრული მევალე მელოდა იმ ოთხი პენსის გა-
მოსართმევად, ამასწინათ რომ მასესხა. თუ ახლა არ გცალია ამ
რომანის წასაკითხად, არაფერი უშავს. მაგრამ როგორც კი წა-
იკითხავ, გამაგებინე და შეგხვდები ზღვის დონიდან იმ სიმაღლე-
ზე, სადაც შევძლებთ, ჩვენი სულები უშიშრად ავამეტყველოთ.
"ტიტანიას" მესვეურები დიდი პატივითა და გაბადრული სახეებით
შემხვდნენ. სელბრიჯის კონცერტი ჩავარდა. Nok sagt!27
გმირულად,
შენი სტივენ დედალუსი

27
სულ ეს არის (დანიურად).
38 მკითხველთა ლიგა
კ. პ. ქარანს

ქარანის ხელნაწერი
ივლისის დასაწყისი, 1904
რეინი, პარასკევი
ძვირფასო ქარან, ფასდაუდებლად დამეხმარე! უღრმესი მად-
ლობა! დავამთავრე საშინელი 120 გვერდიანი თავი და წიგნი ახ-
ლა (ჯორჯ უილიამ) რასელს აქვს. ერთ კვირაში გამოგიგზავნი ამ
თავს. ვწერ ეპიკლეტის(სახელწოდება აღებულია ეპიკლეზიდან.)
მთელ სერიას – ერთ ფურცელზე ათს. ერთი უკვე დავწერე და ამ
სერიას დავარქვი "დუბლინელები", მინდა, გამოვააშკარაო მთე-
ლი ის ჰემიფლეგია თუ დამბლა, რაც, ბევრის აზრით, ახასიათებს
ქალაქს. ყურადღებით იყავი, ჩემი სხარტულების მდიდრული გა-
მოცემა გამოვა მალე, ძალზე მალე.
ს. დ.28
ესეც ასე.

28
სტივენ დედალუსი.
39 მკითხველთა ლიგა
ნორა ბარნაკლს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


[სავარაუდოდ, 12 ივლისი, 1904]
შელბურნ როუდის 60, დუბლინი
ჩემო პაწაწინა, კოპწია, ყავისფერფეხსაცმლიანო გოგო, დამა-
ვიწყდა, რომ ხვალ (ოთხშაბათს) ვერ შეგხვდები, გნახავ ხუთშა-
ბათს, იმავე საათზე. იმედი მაქვს, ამ წერილს შენს საწოლთან მი-
უჩენ ადგილს. შენი ხელთათმანი მთელი ღამე გვერდით მედო,
მართალია, ღილშეუხსნელი, მაგრამ იქცეოდა ისევე ღირსე-
ულად, როგორც ნორა. გთხოვ, მოიშორე ეგ რკინის კორსეტი,
თორემ მგონია, საფოსტო ყუთს ვეხვევი ხოლმე. გესმის? ჩემი გუ-
ლი იწყებს კისკისს, როცა შენ ამბობ – ჰოს!
გკოცნი კისერში მთელი ოცდახუთი წუთის განმავლობაში.
ოჯეი29

29
ხელმოწერის ამოკითხვა თითქმის შეუძლებელია. სავარაუდოდ, ეს არის
ლათინური ტიპის ანაგრამა ჯეიმზ აგუსტინის, როცა სიტყვის პირველი და მე-
ორე ნაწილი ცვლის ერთმანეთს. წერილის ბოლოს ჯოისის ხელითაა მიწერი-
ლი: "კბილის ტკივილი".
40 მკითხველთა ლიგა
ჯორჯ რობერტსს
(ღია ბარათი)

ილინოისის კოლექციიდან (ფეინბერგი)


საფოსტო მარკა. 13 ივლისი, 1904
[დუბლინი]
ძვირფასო რობერტს, ხვალ "გემში" იყავით 3.30-ზე, თან იქო-
ნიეთ 1$. ჩემი პიანინო საფრთხის ქვეშ არის. აბსურდია იმაზე
ფიქრი, რომ ჩემი დიდებული ხმა დაზარალდება. თქვენ აცნობიე-
რებთ პირად ვალდებულებას, ძალიან კარგი...
ჯეიმზ ოვერმან30

30
ნიცშეს "ზეკაცის" გავლენით.
41 მკითხველთა ლიგა
ნორა ბარნაკლს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


3 აგვისტო, 1904
შელბურნ როუდის 60
ძვირფასო ნორა, დღეს, საღამოს 8.30 თუ გამოხვალ? იმედი
მაქვს, რომ გამოხვალ, რადგან პრობლემების ისეთ ორომტრი-
ალში მოვხვდი, უთუოდ მჭირდება ნუგეში შენს მკლავებში. ასე
რომ, თუ შეძლებ, მოდი. მისი უწმინდესობის, პაპი პიუს მეათის
მეშვეობით ჩემზე გადმოსული ღვთიური მადლის საფუძველზე
ნებასგრთავ, რომ ქვედაბოლოს გარეშე მოხვიდე, რათა მიიღო
პაპისეული კურთხევა და ამას მე დიდი სიამოვნებით გავაკეთებ.
შენი ტანჯული ებრაელი
ვინჩენცო ვანუტელი31
(კარდინალი დიაკვანი)

31
ვინჩენცო ვანუტელი (1836-1930) – კათოლიკური ეკლესიის ცნობილი
კარდინალი, რომელიც ლამის პაპად აირჩიეს 1903 წელს.
42 მკითხველთა ლიგა
ნორა ბარნაკლს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


15 აგვისტო, 1904
შელბურნ როუდის 60
ჩემო ძვირფასო ნორა, ეს-ეს არის, საათმა პირველი ჩამოჰ-
კრა. მე თორმეტის ნახევარზე მოვედი და მას შემდეგ სულელი-
ვით ვზივარ სკამზე. თავს ვერაფერი მოვუხერხე, მხოლოდ შენი
ხმა ჩამესმის. ისეთი სულელი ვარ, რომ მგონია, მეძახი: "ძვირფა-
სო!" დღეს ორ ადამიანს მივაყენე შეურაცხყოფა იმით, რომ გულ-
ცივად მივატოვე ისინი. მე შენი ხმის გაგონება მინდოდა და არა
მათი.
როცა შენთან ვარ, ვიცილებ ჩემს საძაგელ, ეჭვიან ბუნებას.
ნეტავ, ახლა შენი თავი მედოს მხარზე. წავალ, დავიძინებ.
ნახევარი საათია, რაც ამ ბარათს ვწერ. მომწერ რამეს? იმედი
მაქვს, რომ – კი. ხელი როგორ მოვაწერო ბარათს? არაფერსაც
არ მოვაწერ, იმიტომ, რომ არ ვიცი, რა დავწერო.

43 მკითხველთა ლიგა
ნორა ბარნაკლს

ხელნაწერი პირადი ფოსტიდან


[დაახლოებით 1 სექტემბერი, 1904]
წმ. პეტრეს ტერასა 7, კაბრა, დუბლინი
საყვარელო, ამ დილით ისეთ კარგ ხასიათზე ვარ, რომ გინდა
თუ არა, მაინც უნდა მოგწერო წერილი. ახალი არაფერი მაქვს
სათქმელი, გარდა ერთისა, რომ წუხელ ჩემს დას ვუამბე შენ შე-
სახებ. ძალზე ნასიამოვნები დავრჩი. ნახევარ საათში უნდა წავი-
დე პალმიერთან შესახვედრად,32 მას უნდა, რომ მუსიკა შემასწავ-
ლოს. შენს ფანჯარასთან ჩავივლი, ნეტავ, იქ იქნები? და თუ იქნე-
ბი, შევძლებ კი შენს დანახვას? ალბათ – ვერა.
რა მშვენიერი დილაა. მიხარია, რომ წუხელ თავის ქალა აღარ
დამსიზმრებია და აღარ დავტანჯულვარ. როგორ მძულს ღმერ-
თიც და სიკვდილიც. როგორ მიყვარს ნორა! რაღა თქმა უნდა, ეს
სიტყვები ელდას მოგგვრის, შენ ხომ ასეთი ღვთისმოსავი ხარ.
დილით ადრე ავდექი, მინდოდა დამემთავრებინა მოთხრობა,
რომელსაც ვწერ. ერთი გვერდის დასრულების შემდეგ გადავ-
წყვიტე, შენთვის მომეწერა წერილი. გარდა ამისა, ვიფიქრე, ორ-
შაბათი არ ეყვარება და ჩემი წერილი კარგ ხასიათზე დააყენებს-
მეთქი. როცა ბედნიერი ვარ, დაუოკებელ სურვილს განვიცდი,
ყოველ შემხვედრს გავუზიარო ჩემი განწყობა, მაგრამ უფრო დი-
დი ბედნიერების მონიჭება ჩემთვის მხოლოდ შენ რომ იცი, ისეთ
ჟღურტულივით კოცნას შეუძლია. როცა მკოცნი, მგონია, იადონი
მეჟღურტულება.

32
ბენედეტო პალმიერი (1863-1918) – ვოკალის საუკეთესო მასწავლებელი
დუბლინში, წარმოშობით ნეაპოლიტანელი. დუბლინის სამუსიკო აკადემიაში
1900-დან 1914 წლამდე ასწავლიდა.
44 მკითხველთა ლიგა
იმედია, იმ საშინელ ტკივილს არ შეუწუხებიხარ ამ დილით. გა-
დი გარეთ, მიდი იმ ბერიკაც სიგერსონთან და უთხარი, გამოგი-
წეროს წამალი. ერთი სამწუხარო ამბავი უნდა გითხრა, ჩემი ბე-
ბიდა კვდება სისულელის გამო. გთხოვ, დაიმახსოვრე, რომ ამჟა-
მად შენი ცამეტი წერილი მაქვს.
უთუოდ მიეცი ეგ უხეში კორსეტი მის მერფის და კარგი იქნება,
თუ მაგ ჯარისკაცის შესაფერის ფორმასაც მას გადაულოცავ. რა-
ტომ იცვამ ასეთ სისაძაგლეს? თუ გინახავს გინესის მანქანებით
მოსიარულე კაცები, უზარმაზარი ფრიზის პალტოები რომ აცვი-
ათ? გინდა, რომ მათ დაემსგავსო?
მაგრამ შენ ისეთი ჯიუტი ხარ, აზრი არა აქვს ლაპარაკს. მინდა
რამდენიმე სიტყვა გითხრა ჩემს ძვირფას ძმაზე, სტანიზე. ის ზის
მაგიდასთან ნახევრადჩაცმული, კითხულობს წიგნს და თავის-
თვის წყნარად ამბობს: "ჯანდაბა ამას (წიგნის ავტორს), ვინ ოხერ-
მა თქვა, ეს წიგნი კარგიაო?" "სულელი, გამოტვინებული", "მგო-
ნი, ინგლისელები ამქვეყნად ყველაზე უტვინო რასაა", "ღმერთმა
დასწყევლოს ეს ინგლისელი სულელი". და ა. შ. და ა. შ.
მშვიდობით, ჩემო მარტივად მოაზროვნევ, ადვილად აღ-
მგზნებო, სულშიჩამწვდომი ხმის პატრონო, ძილისგუდა და მო-
უთმენელო ნორა. ასი ათასჯერ გკოცნი.
ჯიმი

45 მკითხველთა ლიგა
ჯეიმზ ს. სტარკის33

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


15 სექტემბერი, 1904
წმ. პეტრეს ტერასა 7, კაბრა, დუბლინი
ძვირფასო სტარკი, ჩემს სამგზავრო ჩემოდანს ხვალ (შაბათს),
მოაკითხავენ ტაუერთან 9-დან 12-მდე. თუ არ შეწუხდები, შიგ ჩა-
დე ერთი წყვილი შავი ჩექმა, წინაფრიანი ქუდი, შავი ნაჭრის კეპი,
შავი ფეტრის ქუდი, ლაბადა და ჩემი ლექსების(მოგვიანებით ამ
ლექსებს ეწოდა "კამერული მუსიკა". ხელნაწერები, რომლებიც
დაგზავნილია და თაროზე დევს როგორც კი შეხვალ, მარჯვნივ.
ასევე ნახე, შენმა მასპინძელმა ხომ არ ამოიღო ჩემი რომანის34
მეთორმეტე თავი სამგზავრო ჩემოდნიდან. შეიძლება ასევე
გთხოვო, თვალი მიადევნო, რომ ჩემს სახელზე ტაუერში გამოგ-
ზავნილი ყველა წერილი მაშინვე გადმომისამართდეს ჩემს საც-
ხოვრებელ ადგილზე. ძალიან გთხოვ, თოკით შეკარი სამგზავრო
ჩემოდანი, რადგან საკეტი არა აქვს. გულწრფელად,
შენი ჯეს ა. ჯოისი

33
ჯეიმზ სტარკი (1879-1958) – ირლანდიელი პოეტი, დამფუძნებელი და რე-
დაქტორი ჟურნალისა "დაბლინ მეგაზინ".
34
რომანში იგულისხმება "გმირი სტივენი".
46 მკითხველთა ლიგა
ნორა ბარნაკლს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


26 სექტემბერი, 1904
წმ. პეტრეს ტერასა 7, კაბრა, დუბლინი
ჩემო უძვირფასესო ნორა, უნდა გაგაგებინო, რაოდენ ეულად-
ვგრძნობ თავს წუხანდელის შემდეგ. ჩვეული ჩაკირკიტებით
ვფიქრობდი ჩემს გაციებაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ფი-
ზიკურ ავადმყოფობაზე უარესია. რა ცოტა სიტყვა გვჭირდება მე
და შენ. თითქოს ვიცნობთ ერთმანეთს, თუმცა საათობით ვდუმ-
ვართ ხოლმე. ხშირად მაინტერესებს, სრულად აცნობიერებ თუ
არა იმას, რის გაკეთებასაც აპირებ ხოლმე. როცა შენთან ერთად
ვარ, ჩემს თავზე ნაკლებად ვფიქრობ, შენზე კი ხშირად ეჭვი მეპა-
რება, რომ აცნობიერებდე ამას. უბრალოდ, შენი გახსენებაც კი
მაყრევინებს ფარ-ხმალს და ბუნდოვან მოთენთილობაში მაგ-
დებს. ენერგია, რომელიც საჭიროა სასაუბროდ, ეტყობა, დამეცა-
ლა სულ ცოტა ხნის წინ და გამუდმებით ვიჭერ ჩემს თავს იმაში,
რომ სიჩუმეში ვიძირები. გარკვეულწილად ვნანობ, უფრო მეტს
რომ არ ვეუბნებით ერთმანეთს, თუმცა ვიცი, არავითარი პრო-
ტესტი არ ჭრის არც შენზე და არც ჩემზე. არაუშავს, ის მაინც ხომ
ვიცი, რომ როგორც კი შეგხვდები, ჩვენს ტუჩებს სალაპარაკოდ
აღარ ეცლებათ. ხედავ, რას ვბოდავ ამ წერილებში? თუმცა, რა-
ტომ უნდა მრცხვენოდეს ჩემი სიტყვების? რატომ არ უნდა დაგარ-
ქვა ის, რასაც ჩემს გულში გეძახი გამუდმებით? რა მიშლის ხელს?
რა და, იმ სიტყვის არარსებობა, რომელიც იმდენად სათუთი იქ-
ნება, რომ ღირსი გახდება, შენი სახელი ეწოდოს.

47 მკითხველთა ლიგა
ნორა ბარნაკლ ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


[25 ოქტომბერი, 1909]
ფონტენოის ქუჩა 44, დუბლინი
ჩემო უმწეო პატარა ნორა, ამდენი დღის განმავლობაში იმი-
ტომ არ გწერდი, რომ ტრიესტიდან გამგზავრებიდან სულ რამდე-
ნიმე წუთით ადრე იმბეცილი მიწოდე, რადგან მთელი დღის მან-
ძილზე ბევრი მუშაობის გამო შინ გვიან დავბრუნდი. მაგრამ ახლა
ძალზე ვწუხვარ შენზე. გთხოვ, ნორა, აღარასოდეს მითხრა ასეთი
რამ. შენ იცი, რომ მიყვარხარ. მართალია, რაც ჩამოვედი, ძალი-
ან დაკავებული ვარ, მაგრამ მთელი დღე მაინც იმაზე ვფიქრობ,
რა საჩუქარი ჩამოგიტანო. ვცდილობ, გიყიდო ბეწვეულის მთე-
ლი კომპლექტი: ქუდი, მოსასხამი და ხელების სათბური. ხომ გინ-
და?
მიმაჩნია, რომ დაკარგულია ყოველი დღე, რომელსაც ვატა-
რებ დუბლინელ უბრალო ხალხთან, რომლებიც ასე მძულს და
მეზიზღება. მანუგეშებს მხოლოდ ერთი რამ, როცა კი დროს მო-
ვიხელთებ, შენზე ვესაუბრები ჩემს დას, ისევე როგორც შენს დას,
დილის ვესაუბრებოდი ხოლმე. ჩვენი ცალკ-ცალკე ყოფნა ბორო-
ტებაა. ფიქრობ თუ არა სპილოს ძვლის ყელსაბამზე ამოტვიფ-
რულ სიტყვებზე? ამჯერად გამუდმებით დამაქვს გულით შენი სამ-
ნაირი ხატება. პირველი: ჩამოსვლისთანავე რომ დაგინახე დე-
რეფანში, ახალგაზრდულად, პატარა გოგოსავით გამოიყურებო-
დი, ნაცრისფერი კაბა და ლურჯი ბლუზა გეცვა. გავიგონე მისალ-
მების გამომხატველი შენი უცნაური წამოყვირება. მეორე: გხე-
დავ ისეთს, როგორიც მოხვედი ჩემთან იმ ღამით. მე ვიწექი და
მეძინა, შენ თმაგაშლილი იყავი და ლურჯღილებიანი პერანგი
გეცვა. დაბოლოს, გხედავ ჩემს გასაცილებლად მოსულს და ბა-

48 მკითხველთა ლიგა
ქანზე მდგარს სწორედ იმ წუთებში, როცა გამოგემშვიდობე, ნა-
ხევრად მიბრუნებულ სახეზე სევდა გატყვია და უცნაურად უმწეო
პოზა გაქვს მიღებული.
შე ძვირფასო, უცნაურო პატარა გოგო! ამის შემდეგ მწერ და
მეკითხები, დამღალე თუ არა! მე შენით არასოდეს დავიღლები,
ძვირფასო, ოღონდაც, შეეცადე, ცოტა უფრო ზრდილობიანი გახ-
დე[.] ამიერიდან ხშირად ვეღარ მოგწერ ხოლმე, რადგანაც უკი-
დურესად დაკავებული [ვარ] დილიდან საღამომდე. ნუ გაღიზიან-
დები, საყვარელო. თუ მაინც ინერვიულებ, საქმის გაკეთების ყო-
ველგვარ შანსს მომისპობ. ყველაფერს რომ მოვრჩები, იმედი
მაქვს, ბევრი, ბევრი, ბევრი ბედნიერი წელი ვიქნებით ერთად.
ჩემო ძვირფასო, ნამდვილად კარგო პატარა ნორა, ნუ მომ-
წერ, რომ ჩემში ეჭვი გეპარება. ჩემი ერთადერთი სიყვარული შენ
ხარ. მე სრულად შენს განკარგულებაში ვარ. ვიცი და ვგრძნობ,
რომ თუკი მომავალში რამე მშვენიერს და ღირსეულს დავწერ, ეს
იქნება მხოლოდ შენი გულის კარის მიყურადების წყალობით.
რა კარგად ვსაუბრობდით ხოლმე, მენატრება ის დრო, განა
ასე არ იყო, ნორა? არაფერია, ისევ გვექნება ასეთი შანსი, ძვირ-
ფასო. Coraggio! საყვარელო, გთხოვ, მომწერე თბილი წერილი,
და მითხარი, რომ ბედნიერი ხარ.
უთხარი ჩემს შესანიშნავ ვაჟს, რომ ერთხელ, როცა მას ეძინე-
ბა, მე ჩამოვალ და დავკოცნი და რომ ჩემზე არ ინერვიულოს, და
რომ იმედი მაქვს, უკეთ იქნება, ასევე, ჩემს სასაცილო ქალიშ-
ვილს უთხარი, რომ გამოვუგზავნი თოჯინას, მაგრამ, რომ
"ლ’uomo non ha messola testa ancora".35
ახლა კი, ჩემო უხასიათო, ჭირვეულო, ბრწყინვალე პატარა
გოგო, დამპირდი, რომ არ იტირებ და ძალას შემმატებ აქ ჩემი

35
მაგრამ ჯერ მისთვის თავი არ მოუბიათ.
49 მკითხველთა ლიგა
საქმის გასაგრძელებლად. მინდა დაესწრო "მადამ ბატერფლაის"
და იფიქრო ჩემზე, როცა გაიგონებ სიტყვებს: "უნ ბელ დი".
ჯიმი
ჩემი წერილები სხვებს არ აჩვენო, ისინი შენთვის არის დაწე-
რილი.

50 მკითხველთა ლიგა
ნორა ბარნაკლ ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


1 ნოემბერი, 1909
ფონტენოის ქუჩა 44, დუბლინი
ჩემო ძვირფასო, პატარა პეპელა, ამ საღამოს მივიღე შენი წე-
რილი და მიხარია, რომ მოგეწონა ფოტო, რომელშიც შენი უღირ-
სი მიჯნური ასე გამოპრანჭული ვარ. იმედია, დაუზიანებლად მი-
იღე ჩემი პატარა საჩუქარი – ხელთათმანები. ისინი ზუსტად ისევე
გამოგიგზავნე, როგორც ხუთი წლის წინ "გემიდან" ჩემი პირველი
საჩუქარი. ეგ უმშვენიერესი თათმანები ჩრდილოეთის ირმის
ტყავისაა, გაწყობილია თავისივე ტყავით, უბრალოდ, ამოტრია-
ლებული ძალზე თბილი იქნება, თითქმის ისეთივე თბილი, რო-
გორც შენი სხეულის ზოგიერთი ნაწილი, პეპელავ. თორმეტი არ-
შინი (და არა თერთმეტი, როგორც მოგწერე) ტვიდის მატერია გა-
მოგიგზავნე დონეგალიდან. სასურველია, თუ პალტო თითქმის
ქვედაბოლოს ძირამდე სიგრძის იქნება, საყელო, ქამარი და მან-
ჟეტები გააწყობინე ლურჯი ტყავით და ზოლებად დააყოლებინე
ბრინჯაოსფერი ან მუქი ლურჯი სატინა. თუ ეს საქმე გაამარ-
თლებს და ხუთი ნოემბრის შემდეგაც გაგრძელდება და თანაც
ავიღებ ფულს, ვიმედოვნებ, რომ გამოგიგზავნი ჩემ მიერ განსა-
კუთრებული მონდომებით შერჩეულ ბეწვეულის კომპლექტს. ეს
არის რუხი ციყვის ბეწვი. ქუდი შეკერილია რუხი ციყვის ბეწვის-
გან, გვერდებში იისფერი დაჰკრავს, ასევე რუხი ციყვის ბეწვისაა
გრძელი, ფართო მოსასხამი და კიდევ სპილოსძვლისფერი ძვე-
ლებური ხელების სათბუნებელი ფოლადის ჯაჭვით, ესენიც იის-
ფერი სატინის ხაზებით არის გაწყობილი. გინდა ეს ყველაფერი,
ძვირფასო? იმედი მაქვს, შევძლებ, რომ ეს ყველაფერი შენთვის
შევიძინო.

51 მკითხველთა ლიგა
ასევე, გიმზადებ სპეციალურ საჩუქარს შობისთვის. ვიყიდე სა-
განგებოდ დაჭრილი პერგამენტის ფურცლები, რომლებზეც წა-
უშლელი მელნით შევუდექი ლექსების გადაწერას ჩემი ყველა
პოეტური კრებულიდან. მერე მე საინტერესოდ ავკინძავ მას და ეს
წიგნი გაუძლებს საუკუნეებს. მე დავწვავ ჩემი ლექსების ყველა
დანარჩენ ხელნაწერს და შენ იქნები ამ ერთადერთი კრებულის
მფლობელი. ძალზე ძნელია პერგამენტზე წერა, მაგრამ ვმუშაობ
მასზე იმ იმედით, რომ ის სიამოვნებას მიანიჭებს ქალს, რომე-
ლიც მიყვარს.
ახლა ღამის ორი საათია. მას შემდეგ, რაც ყველა დასაძინებ-
ლად წავიდა, სამზარეულოში ვზივარ მარტო და ვმუშაობ პერგა-
მენტზე, ახლა კი შენ გწერ. მინდა უცებ ავიხედო და გადავაწყდე
ძაღლის მსგავს შენს თვალებს. მე შევეცდები, დავიმსახურო ის
ნდობა, რასაც მათ სიღრმეში ვხედავ ჩემ მიმართ.
არ იღელვო, პატარა პეპელავ. ეს სტროფები ეკუთვნის პოეტს,
რომელიც ოთხასი წლის წინ ცხოვრობდა და შექსპირის მეგობა-
რი36 იყო:
დამიჯერე, ცრემლებს ძალუძს დაგითუთქოს გული,
არ დაუშვა, მწუხარებამ შენში დაისადგუროს
და ზღაპრული სილამაზე უმალ გაგინადგუროს.
შენ ხარ პაწია სევდიანი პიროვნება, ხოლო მე საშინლად მე-
ლანქოლიური ყმაწვილი, ამიტომაც გვაქვს მწუხარე სიყვარული,
ასე მგონია. ნუ იტირებ იმ მოსაწყენი ახალგაზრდა ჯენტლმენის
გამო, ფოტოზე რომ არის გამოსახული. ის ამის ღირსი არ არის,
ძვირფასო.
კარგს იზამ, თუ გამოიკვლევ იმ დაწყევლილ ბინძურ ამბავს
ჩემზე.(ეტყობა, რაღაც ამბავი გამჟღავნდა ჯოისის მეძავთან ურ-
თიერთობის შესახებ.) ასეა თუ ისე, ამაზე უარესი აღარაფერი

36
ჯონ დოულენდი – ავტორი ლექსისა "ვიხილე მოქვითინე ჩემი ქალბატონი".
52 მკითხველთა ლიგა
მოხდება. თავიდან შეშფოთებული ვიყავი შენი სიჩუმით. შემეშინ-
და, რამე ხომ არ დაემართა-მეთქი. მაგრამ შენ კარგად ხარ, ასე
არ არის, უძვირფასესო? მადლობა, ღმერთს! საწყალო პატარა
ნორა, რა ცუდად გექცევი!
ევას არ სჭირდება მოვლა, მაგრამ ყურადღება მიაქციე სტა-
ნის, თავს მიხედოს. იმედი მაქვს, ახლა უკეთ არის. Addio,
Giorgino e Lucetta! Vengo subito!37 და addio, Nora mia!
ჯიმი

37
დაუყოვნებლივ გამოვემგზავრები.
53 მკითხველთა ლიგა
ნორა ბარნაკლ ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


18 ნოემბერი, 1909
ფონტენოის ქუჩა 44, დუბლინი
[მოკითხვის გარეშე]
ამ საღამოს ვერ ვბედავ, ნაცნობი სახელით მოგმართო.
დღეს, დილიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც შენი წერი-
ლი წავიკითხე, თვალებზე წკეპლაგადაკრული მაწანწალა ძაღ-
ლივით ვგრძნობ თავს. ორი დღე და ღამეა, თვალი არ მომიხუ-
ჭავს, ქუჩებში დავეხეტებოდი იმ ეზოს ბინძური ძაღლივით, დი-
ასახლისი მათრახს რომ გადასცხებს და თავიდან მოიშორებს
ხოლმე სახლის კარიდან.
შენ დედოფალივით მწერ. სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის
მემახსოვრება ამ წერილის შინაარსის მშვიდი ღირსება, მისმა
სევდამ და ზიზღმა უკიდურესად დამამცირა.
მე დავკარგე შენი პატივისცემა. ფეხქვეშ გავთელე შენი სიყვა-
რული. შეგიძლია, მიმატოვო, წაიყვანე შენი შვილები, რომ დაიც-
ვა ჩემი დაწყევლილი არსებისგან. დაე, ისევ იმ ჭაობში ჩავიძირო,
საიდანაც ამოვედი. დამივიწყე მეც და ჩემი არაფრისმთქმელი
სიტყვებიც. დაუბრუნდი შენს ცხოვრებას და მეც მომეცი საშუა-
ლება, მარტოდმარტო შევეხიზნო ჩემს ნანგრევებს. შენ არას
გარგებს ჩემისთანა ზნედაცემულ პირუტყვთან ერთად ცხოვრება
და ნება არ დართო შენს შვილებს, მომეკარონ.
მოიქეცი ისევე ყოჩაღად, როგორც გჩვევია. თუკი გადაწყვეტ,
ასეთ აუტანელ ვითარებაში დამტოვო, რას ვიზამ, ავიტან იმ კაცი-
ვით, რომელსაც ათასჯერ უფრო მეტად აქვს შეგნებული ის, რა-
საც იმსახურებს. შემიძლია გამოგიყო ჩემი შემოსავლის ორი მე-
სამედი.

54 მკითხველთა ლიგა
ახლაღა ვხედავ, როგორ მოგიკალი სიყვარული. ჩემ მიმართ
ზიზღითა და უპატივცემლობით განგაწყვე. დამტოვე ახლა იმ ნივ-
თებისა და კომპანიონების ამარა, რისი და ვის მიმართაც ასე კე-
თილად ვიყავი განწყობილი. ერთი საყვედურიც არ დამცდება.
არავითარი უფლება არ მაქვს, ან გისაყვედურო, ან თვალებში შე-
მოგხედო.
დამტოვე. შენთვის დამამცირებელი და სასირცხვილოა ჩემის-
თანა ზნედაცემულ არამზადასთან ცხოვრება. თამამად მოიქეცი
და დამტოვე. ამქვეყნად ყველაზე მშვენიერი რამე მაჩუქე, შენ
ხარ ღორისთვის გადაგდებული მარგალიტი.
თუ მიმატოვებ, მე ვიცხოვრებ შენზე მოგონებებით, რომლე-
ბიც ღმერთზე ძვირფასია ჩემთვის. შენს სახელზე ვილოცებ.
ნორა, დაიმახსოვრე რამე კარგი იმ საცოდავი არამზადის შე-
სახებ, ვინც შეურაცხგყო თავისი სიყვარულით. იფიქრე, როგორ
კოცნიდა შენი ტუჩები მას, როგორ აფენდი შენს თმას ზემოდან და
როგორ გყავდა მკლავებში მომწყვდეული.
ხელს არ მოვაწერ ამ წერილს, რადგან ეს ის სახელია, რასაც
მაშინ მეძახდი, როცა გიყვარდი, პატივს მცემდი და მომიძღვენი
შენი ახალგაზრდა სალუქი სული გასანადგურებლად და საღალა-
ტოდ.

55 მკითხველთა ლიგა
ნორა ბარნაკლ ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


22 ნოემბერი, 1909
ფონტენოის ქუჩა 44, დუბლინი
უძვირფასესო, შენი დეპეშა გულზე მედო იმ ღამით. ის წერი-
ლები რომ მოგწერე, უკიდურესად სასოწარკვეთილი ვიყავი. მე-
გონა, დავკარგე შენი სიყვარული და პატივისცემა, რადგან ნამ-
დვილად ვიმსახურებდი ამას. შენი ამ დილანდელი წერილი ძალ-
ზე თბილია, მაგრამ ველოდები იმ ბარათს, რომელსაც ალბათ
დეპეშის გამოგზავნის შემდეგ დაწერდი.
ვერ ვბედავ, თავი შეგახსენო რამენაირად, სანამ შენგან ნე-
ბართვას არ მივიღებ, ძვირფასო. ვგრძნობ, რომ ეს არ უნდა გა-
ვაკეთო, იმის მიუხედავად, რომ შენი წერილი ჩვეული, მაცდური
სტილით არის დაწერილი. იმას ვგულისხმობ, როცა მეუბნები, თუ
როგორ მომექცევი იმ შემთხვევაში, თუკი არ დაგემორჩილე-
ბი.(შეადარეთ მართა კლიფორდის წერილს "ულისე"-ში.)
გავბედავ და გეტყვი, მწერ, რომ ჩემს დას გამოვატანო შენ-
თვის საცვლები. გემუდარები, ძვირფასო, ამას ნუ მთხოვ, არ მინ-
და ვინმემ, თუნდაც ქალმა ან გოგომ დაინახოს მხოლოდ შენთვის
განკუთვნილი ნივთები, მინდა, უფრო ყურადღებით იყო, როცა
შენს ნივთებს დებ სადმე, ანუ იმას ვგულისხმობ, როცა სამრეც-
ხაოდან მოაქვთ ხოლმე სარეცხი. მინდა, რომ ეგ ყველაფერი შე-
ინახო საიდუმლო, საიდუმლო, საიდუმლო ადგილას. მინდა
გქონდეს უამრავი რაოდენობა და ნაირსახეობა საცვლებისა და
შეინახო სუნამოთი გაჟღენთილ კარადაში.
რა გაუსაძლისია შენგან შორს ყოფნა! ნუთუ კვლავ შენს გულ-
ში დაივანა შენმა საცოდავმა სატრფომ? მოუთმენლად დაველო-

56 მკითხველთა ლიგა
დები კიდევ ერთ წერილს, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ ამ
თბილი დეპეშისთვის.
ნუ მომთხოვ გრძელი წერილის მოწერას ახლა, უძვირფასესო.
იმან, რაც ზემოთ დავწერე, ცოტა არ იყოს, დამასევდიანა. დავი-
ღალე შენთვის სიტყვების გამოგზავნით. ახლა სიამოვნებას მო-
მანიჭებდა მხოლოდ ჩვენი ბაგეების ერთად ყოფნა, ერთმანეთის
მკლავებში გახვევა, ერთმანეთის ფლობის სევდიან სიხარულში
ჩვენი თვალების ჩაძირვა.
უკაცრავად, უძვირფასესო, ვაპირებდი, უფრო თავდაჭერილი
ვყოფილიყავი, მაგრამ ძალიან, ძალიან, ძალიან მინდიხარ.
ჯიმი

57 მკითხველთა ლიგა
ნორა ბარნაკლ ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


23 დეკემბერი, 1909
ფონტენოის ქუჩა 44, დუბლინი
ჩემო უძვირფასესო ნორა, სანამ ეს წერილი შენამდე ჩამოაღ-
წევს, უკვე მიღებული გექნება ჩემი გამოგზავნილი საჩუქარიც და
ბარათიც და შობაც ჩავლილი იქნება. ახლა მინდა, ჩემი ჩამოს-
ვლისთვის მოემზადო. თუ ხელი სხვა არაფერმა შემიშალა, ირ-
ლანდიიდან ეილინთან ერთად გამოვემგზავრები შაბათს, 1 იან-
ვარს, საღამოს 9:20-ზე, თუმცა, არ ვიცი, ფული სად ვიშოვო. იმე-
დი მაქვს, პოსტერები უკვე გააკარი სამზარეულოში.
განზრახული მაქვს, რამდენიმე კვირის მანძილზე თანდათა-
ნობით მთლიანად გავაკრა ქაღალდი. შენ თუ იშოვი რამდენიმე
არშინის სიგრძის ლინოლეუმს ან ძველ ხალიჩას, ან თუნდაც გა-
ტეხილ კომფორტულ სავარძელს სამზარეულოსთვის და იაფფა-
სიან უბრალო წითელ ფარდებს, ვფიქრობ, თავს მეტად მყუდროდ
ვიგრძნობ იქ. არის თუ არა იმის საშუალება, რომ ერთი საწოლიც
ვიქონიოთ? შეიძლება ერთ თვეში ფრანჩინიმ მოგვყიდოს თავი-
სი. მთელი ფული გამოგიგზავნე, რისი დაზოგვაც შევძელი, ძვირ-
ფასო, მაგრამ ახლა მშრალზე ვზივარ, რადგან შენთვის განკუთ-
ვნილი საჩუქარი უამრავი სოლდო(ერთი სოლდო უდრის 1/20
ლირას.) დამიჯდა, შე აბეზარავ. საყვარელო, არ იფიქრო, თით-
ქოს ვნანობდე. ერთობ მსიამოვნებს, ასეთი მშვენიერი და ლამა-
ზი რამ რომ გაჩუქე. ახლა კი, საყვარელო, შეაჯანჯღარე სტანი,
რომ დამეხმაროს, რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად ჩამო-
ვიდეთ მე და ეილინი და მერე თავიდან დავიწყებთ ახალ ცხოვრე-
ბას ყველა ერთად.ო, რა სასიამოვნო იქნება უკან დასაბრუნებ-
ლად მგზავრობა. ყოველი სადგური მიმაახლოებს ჩემი სულის

58 მკითხველთა ლიგა
სიმშვიდესთან. ო, რა გრძნობა დამეუფლება, როცა ხეებს შორის
მირამარის ციხესიმაგრეს და ტრიესტის გრძელ, ყვითელ ნავსა-
ყუდელს დავინახავ! რატომ ვარ საიმისოდ განწირული, რომ
ცხოვრებაში გამუდმებით მონატრების მზერა მქონდეს მიპყრო-
ბილი ტრიესტისკენ? საყვარელო, როცა უკან დავბრუნდები, მინ-
და, რომ მოთმინებით მომეპყრო. ძვირფასო, შენ მიხვდები, რომ
ცუდი კაცი არა ვარ. მე ვარ ერთი საცოდავი, იმპულსური, ცოდვი-
ლი, თავკერძა, ეჭვიანი, გულუხვი, კეთილი ბუნების პოეტი, მაგ-
რამ არ ვარ ფლიდი. შეეცადე, შემიფარო ამქვეყნიური ქარტეხი-
ლების დროს, უძვირფასესო. მე შენ მიყვარხარ (ახლა გჯერა თუ
არა ჩემი, საყვარელო?), რა გადაღლილი ვარ იმ ყველაფრით,
რაც აქ გავაკეთე. და როცა მოვუახლოვდები სკუზას ქუჩას, ჩუმად
შემოვცოცდები საწოლში, ნაზად გეამბორები შუბლზე, გავეხვევი
საბანში და ვიძინებ, ვიძინებ, ვიძინებ.
ძვირფასო, როგორ მიხარია, ჩემი ბავშვობის ფოტო რომ მო-
გეწონა. როგორი მკაცრი გარეგნობის ბავშვი ვიყავი, არა? სინამ-
დვილეში, ძვირფასო, ახლაც ისეთივე ბავშვი ვარ, დიდი ბავშვი.
ყოველთვის სულელური აზრები მომდის თავში. გახსოვს იმ თი-
თაწეული კაცის სურათი,38 პიკოლო დელა სერაზე რომ იყო გაკ-
რული, შენ მაშინ თქვი, "ეს არის ჯიმი, გადაწყვეტილების მიღები-
სასო". საყვარელო, დარწმუნებული ვარ, გულისგულში ფიქრობ,
რომ საცოდავი სულელი ბიჭი ვარ. შე, პატარა ამაყო, უვიცო, უტი-
ფარო, ძვირფასო გულთბილო გოგო, როგორ ხდება ისე, რომ
ვერ ვახდენ შენზე შთაბეჭდილებას ჩემი მომხიბვლელობით ისე-
ვე, როგორც ამას ვახერხებ სხვა ადამიანებთან? შენ გამჭოლად
მხედავ, ჩემო ეშმაკუნა პატარა ლურჯთვალა გაიძვერავ, და შენ-
თვის იღიმები ჩემს შარლატანობაზე, მაგრამ მაინც გიყვარვარ.

38
იგულისხმება რეკლამა, რომელიც პიკოლო დელა სერას სახურავზე იყო
აღმართული.
59 მკითხველთა ლიგა
უძვირფასესო, არის ერთი ადგილი შენს წერილში, რასაც მინ-
და გაკვრით შევეხო.(ნორა მიტოვებით ემუქრებოდა.) მე არავი-
თარი უფლება არა მაქვს, ასეთი რამის გაკეთებისა, მაგრამ იმას
კი ვაღიარებ, რომ შენ თავისუფალი ხარ არჩევანში და შეგიძლია
ისე მოიქცე, როგორც გინდა. მე არ შეგეხვეწები, რომ ჩვენი შვი-
ლები მუდამ გახსოვდეს. მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ ჩვენ ჭეშ-
მარიტად გვიყვარდა ერთმანეთი, როცა ჯერ კიდევ ბიჭი და გოგო
ვიყავით ხუთი წლის წინ, იმ სამოთხისებურ ზაფხულში, დუბლინ-
ში. საყვარელო, სინამდვილეში მე ვარ სუსტგულიანი პიროვნება
და თუკი ისეთი რამ, რის გაკეთებასაც ფიქრობ, მართლაც მოხ-
დება, მე ვერ ვიცოცხლებ. არა, ძვირფასო, ძალზე ეჭვიანი ვარ,
ძალზე ამაყი, ძალზე სევდიანი, ძალზე მარტოსული. მგონია, რომ
ვეღარ გავაგრძელებ სიცოცხლეს. ახლაც კი, ამის გაფიქრებაზე
გული მიჩერდება, მწუხარებით მევსება და უაზროდ დავყურებ
იმას, რასაც გწერ. როგორი სევდიანია ცხოვრება ერთი იმედგაც-
რუებიდან მეორემდე!
ჯიმი

60 მკითხველთა ლიგა
ნორა ბარნაკლ ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


24 დეკემბერი, 1909 შობის დამდეგიფონტენოის ქუჩა 44, დუბ-
ლინი
ჩემო საყვარელო ნორა, ეს-ესაა, ტელეგრაფით გამოგიგზავნე
ულამაზესი ფრაზა შენი საყვარელი ოპერის "ვერტერი"-ს ბოლო
აქტიდან: "Nel lieto di pensa a me".39 რადგანაც საკმაოდ გვიან
იყო ტელეგრაფით სარგებლობისთვის, მე 1$ გადავუხადე ჩემს
აქაურ პარტნიორს რებეზს, რომ ტელეგრაფით დაკავშირებოდა
კარისს40 ტრიესტში, რომ სინიორა ჯოისისთვის დაუყოვნებლივ
მიეცათ 24 კრონა. იმედი მაქვს, ბედნიერ შობას გაატარებ, საყვა-
რელო.
უძვირფასესო, ახლა ველოდები, როდის გამომიგზავნის სტა-
ნი თანხას, რამდენსაც მოახერხებს, რომ შევძლო 1-ში გამომ-
გზავრება.
საყვარელო, უკიდურესად აღელვებული ვარ. მთელი დღის
განმავლობაში ვტრიალებდი კინემატოგრაფში საშობაოდ მო-
ფუსფუსე ხალხს შორის. იქ იყო ერთი კონსტაბლი, რომელიც სა-
განგებო გარკვეულ დავალებას ასრულებდა. საქმეს რომ მოვ-
რჩი, ზემოთ ავიყვანე, სასმელზე დავპატიჟე და აღმოჩნდა, რომ
გოლვეიდან იყო, ხოლო მისი და თურმე უმაღლეს სამონასტრო
სკოლაში შენთან ერთად სწავლობდა. გაოცდა, როცა შეიტყო, რა
ბედი ეწია ნორა ბარნაკლს. მითხრა, რომ ახსოვდი გოლვეიდან
კოხტა, კულულებიანი და ამაყად მოსიარულე გოგო. ღმერთო ჩე-
მო, ნორა, როგორ განვიცადე! და მაინც გავაგრძელე მასთან სა-
უბარი. ის არის სასიამოვნო, თავაზიანი ყმაწვილი. გამიჩნდა

39
"იფიქრე ჩემზე იმ ბედნიერ დღეს" – მასნეს ოპერიდან "ვერტერი".
40
ჯუზეპე კარისი – ჯოისის ერთ-ერთი პარტნიორი ვოლტაში.
61 მკითხველთა ლიგა
კითხვა, ნეტავ, ჩემს საყვარელს, ჩემს სიყვარულს, ჩემს უძვირფა-
სეს დედოფალს ოდესმე თუ მიუპყრია თავისი ახალგაზრდული
მზერა მისკენ? მინდოდა თუ არა, მაინც ვესაუბრებოდი, რადგან
გოლვეიდან იყო, მაგრამ, ო, ნორა, როგორ დავიტანჯე, საყვარე-
ლო. ამიტომაც ვარ აღელვებული. არ ვიცი, რას გწერ. ნორა, შენ-
თან დაბრუნება მინდა. ყველაფერი დაივიწყე ჩემ გარდა, ძვირ-
ფასო. დარწმუნებული ვარ, გოლვეიში ბევრად უკეთესი ყმაწ-
ვილკაცები არიან, ვიდრე შენი საბრალო სატრფოა, მაგრამ, იცო-
დე, საყვარელო, ერთ მშვენიერ დღეს41 ნახავ, რომ მეც ვიქნები
რაღაცით გამორჩეული ჩემს ქვეყანაში. რა აღელვებულად და
მოუსვენრად ვგრძნობ თავს! იმ კაცის დის სახელსაც გწერ. შევამ-
ჩნიე, რომ ის ყმაწვილი სახტად დარჩა, როცა გაიგო, რა ბედიც
გეწია. მაგრამ, ო, ღმერთო, განა ამქვეყნად არსებულ ყველა სა-
მეფოს არ მოგიძღვნიდი, რომ შემეძლოს? ო, საყვარელო, ძალზე
ვეჭვიანობ წარსულზე და ფრჩხილებს ვიკვნეტ ნერვიულობისგან,
როცა კი ვხედავ ვინმეს, ჩამოსულს იმ უცნაური, უღიმღამო და-
სავლური ქალაქიდან, რომელშიც ჩემმა სიყვარულმა, ჩემმა ლა-
მაზმა ველურად გაშლილმა ყვავილმა ახალგაზრდული წლები
სიცილ-კისკისში გაატარა. ნორა, უძვირფასესო, რატომ არ ხარ
აქ, რომ დამამშვიდო? ისე საშინლად ვარ აღელვებული, რომ ახ-
ლა უნდა დავასრულო ეს წერილი. შენ გიყვარვარ, ასე არ არის,
ჩემო უძვირფასესო მიჯნურო? ო, როგორ გყავარ გულზე შემოხ-
ვეული. ბედნიერი იყავი, ჩემო სიყვარულო! ჩემო პატარა დედი-
კო, შემიფარე შენი საშვილოსნოს ბნელ სავანეში. დამიცავი,
ძვირფასო, განსაცდელისგან! მე ზედმეტად ბავშვური და იმპულ-
სური ვარ საიმისოდ, რომ მარტო ვიცხოვრო. დამეხმარე, ძვირ-
ფასო, ილოცე ჩემთვის! შემიყვარე! ჩემზე იფიქრე! ამ საღამოს
ვარ ძალზე უმწეო, უმწეო, უმწეო!

41
მინიშნება პუჩინის ოპერის "მადამ ბატერფლაის" არიაზე: "Un bel di".
62 მკითხველთა ლიგა
ჯიმი
ვკოცნი მილიონჯერ ჩემს ძვირფას, ცვრიან დასავლურ ყვა-
ვილს, მილიონჯერ, მილიონჯერ ვკოცნი ჩემს ძვირფას კულულე-
ბიან ნორას.
დედაშენმა საჩუქარი გამოგიგზავნა და მე მადლობა მივწერე.

63 მკითხველთა ლიგა
ნორა ბარნაკლ ჯოისს
(ღია ბარათი)

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


[26 დეკემბერი, 1909]
წმ. სტეფანეს ხსენების დღე. ფონტენოის ქუჩა 44, დუბლინი
ძვირფასო, ამ დილით მივიღე შენი წერილი (ძალზე გონებაგა-
ფანტული) და თან დართული ქორწილის მოსაწვევი ბარათი. სა-
ჩუქარს ნუ გამომიგზავნი. ყველაფერი მანდ შეინახე. სთხოვე სტა-
ნის, ტელეგრამით შემატყობინოს, რის გაკეთებას შეძლებს მომა-
ვალი კვირისთვის. ვიმედოვნებ, დაუზიანებლად მიიღე ჩემი საჩუ-
ქარი, ტელეგრამა და 1$ რაც მე გამოგიგზავნე კარისის მეშვე-
ობით. იმედია, ამ კვირას დავიძვრები. გმადლობ შობის მოლოც-
ვისთვის, იმედი მაქვს, წარმატებით გადააგორე დღესასწაული.
უთხარი ჯ-ს და ლ-ს, რომ მალე ჩამოვდივარ და ცხვირმოხოცი-
ლები დამხვდნენ. დარწმუნებული ვარ, კარგი დრო გაატარეს.
Addio!
ჯიმი
ცოტაოდენი ტორონე და მანდორლატო(ნუშისგან დამზადებუ-
ლი საშობაო ტკბილეული.) შეუნახეთ ეილინს.

64 მკითხველთა ლიგა
სტანისლას ჯოისს
(ღია ბარათი)

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


22 იანვარი, 1911
ბარიერა ვეჩიას 32, III
ალბათ დაგაინტერესებს იმის გაგება, რომ გუშინ, 20 იანვარს,
"დუბლინელების" დაბეჭდვის ანონსი უკვე მესამედ გადაიდო გა-
ურკვეველი დროით და თანაც ყოველგვარი განმარტების გარე-
შე. მე ძალზე კარგად ვიცნობ ჩემს ქვეყანას და მის ტრადიციებს
საიმისოდ, რომ გამიკვირდეს დაჩხაპნილი სამი წინადადების მი-
ღება ჩემი ხელოვნების სასარგებლოდ ხუთი წლის გამუდმებული
მუშაობისა და გამუდმებული მოლოდინის შემდეგ და ის გულ-
გრილობა და ღალატი, 150 000 კონტინენტური ფრანკის სამაგი-
ეროდ, მშიერი ირლანდიელი ქალებისა და კაცების ჯიბეებისკენ
რომ მივმართე,42 მას შემდეგ, რაც ექვსი წლის წინ მათ განმდევ-
ნეს თავიანთი სტუმართმოყვრული ჭაობიდან.

42
სავარაუდოდ, საუბარია მის სააგენტოზე, რომელიც ირლანდიურ ტვიდზე
მუშაობდა და მის კავშირზე ვოლტასთან.
65 მკითხველთა ლიგა
რედაქტორს43

17 აგვისტო, 1911
დელლა ბარიერა ვეჩია 32, III
ტრიესტი, (ავსტრია)
სერ, თუ შეიძლება, მინდა გთხოვოთ, რომ გამოაქვეყნოთ ეს
წერილი, რომელიც ნაწილობრივ მაინც მოჰფენს ნათელს ინ-
გლისსა და ირლანდიაში ავტორთა ამჟამინდელ მდგომარეობას.
დაახლოებით ექვსი წლის წინ ლონდონელმა გამომცემელმა
მისტერ გრანტ რიჩარდსმა გამიფორმა კონტრაქტი ჩემი მოთ-
ხრობების კრებულის, "დუბლინელების" გამოცემის შესახებ. ათი
თვის თავზე მომწერა ბარათი, სადაც მთხოვდა, სრულად ამომე-
ღო ერთ-ერთი მოთხრობა, ხოლო მეორე მოთხრობიდან კი მთე-
ლი ეპიზოდი, რადგან, როგორც თვითონ ამბობდა, მბეჭდავი აც-
ხადებდა უარს მის აწყობაზე. მე უარი ვუთხარი ერთზეც და მე-
ორეზეც და დაიწყო მიმოწერა ჩემსა და მისტერ გრანტ რიჩარდსს
შორის, რომელიც სამ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. მე მივაკითხე
საერთაშორისო იურისტს რომში (სადაც მაშინ ვცხოვრობდი) და
მან მირჩია, ამომეღო ის, რასაც მთხოვდნენ. მე უარი ვთქვი ამა-
ზე, რის შემდეგაც დამიბრუნეს ჩემი ხელნაწერი და, მიუხედავად
ქაღალდზე დაბეჭდილი ვალდებულებისა, გამომცემელმა უარი
განაცხადა წიგნის გამოცემაზე. ის კონტრაქტი ხელთ მაქვს.
ამ ამბიდან ექვსი თვის შემდეგ მისტერ ჰოუნმა მარსელიდან
მომწერა თხოვნით, რომ ჩემი ხელნაწერი განსახილველად გა-
დამეცა დუბლინური გამომცემლობის, კომპანია მონსელისთვის.
ასეც მოვიქეცი. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ 1909 წლის ივ-

43
ჯოისმა ამ წერილის ასლები სხვადასხვა გაზეთში გააგზავნა, სრულად და-
იბეჭდა "შინ ფეინში" 1911 წლის 2 სექტემბერს. კორნელის უნივერსიტეტის
კოლექციიდან.
66 მკითხველთა ლიგა
ლისში კომპანია მონსელმა გამიფორმა კონტრაქტი, სადაც აღ-
ნიშნული იყო, რომ ეს წიგნი გამოქვეყნდებოდა 1910 წლის 1 სექ-
ტემბერს ან უფრო ადრე. 1909 წელს კომპანია მონსელის მენეჯე-
რი შემევედრა, რომ შემეცვალა გარკვეული ეპიზოდი ერთ-ერთ
მოთხრობაში, – "სუროს დღე", რადგანაც იქ მინიშნება იყო მეფე
ედუარდ VII-ზე. ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, დავთანხმდი
და შევცვალე ერთი თუ ორი ფრაზა. კომპანია მონსელი გამუდმე-
ბით აყოვნებდა წიგნის გამოცემას და ბოლოს მომწერა წერილი,
სადაც მოითხოვდა, ან მთლიანად ამომეღო ეს ეპიზოდი, ან რა-
დიკალურად გადამესხვაფერებინა ის. მე ორივე მოთხოვნაზე უა-
რი განვაცხადე და მივუთითე იმ გარემოებაზე, რომ ლონდონელ
მისტერ გრანტ რიჩარდს მაშინაც არ ჰქონია პრეტენზია ამ ეპი-
ზოდზე, როცა ედუარდ VII ცოცხალი იყო და ვერ ვხედავდი ვერა-
ნაირ მიზეზს საიმისოდ, თუ რატომ უნდა ჰქონოდა რამე საწინა-
აღმდეგო დუბლინელ გამომცემელს მის დასაბეჭდად მაშინ, რო-
ცა ეს მეფე უკვე ისტორიის კუთვნილებად იქცა. მე შევთავაზე კი-
დეც, რომ განგვეხილა ეს ეპიზოდი და შევთანხმებულიყავით, ან-
და მე თვითონ განმემარტა მის შესახებ წიგნშივე, თუმცა, მონსე-
ლი არც ერთ ვარიანტზე არ დამთანხმდა. იმის გამო, რომ მისტერ
ჰოუნმა (ვინც თავიდან შემომთავაზა, ამ კომპანიისთვის მიმემარ-
თა) ყოველგვარი პასუხისმგებლობა მოიხსნა ამ საკითხზე და
ფირმასთანაც გაწყვიტა კავშირი, გადავწყვიტე, დუბლინელი ვე-
ქილისთვის მეკითხა, როგორ მოვქცეულიყავი. მან მირჩია, ამო-
მეღო ის ეპიზოდი, თანაც გამათვითცნობიერა იმაში, რომ რამდე-
ნადაც მე არ ვიყავი გაერთიანებული სამეფოს მუდმივი მკვიდრი,
უფლება არ მეძლეოდა, საქმე აღმეძრა კომპანია მონსელის წი-
ნააღმდეგ კონტრაქტის დარღვევის გამო, თუკი არ გადავუხდიდი
სასამართლოს 100$-ს. ისიც მითხრა, კიდევაც რომ გადამეხადა
100$ და აღმეძრა მათ წინააღმდეგ საქმე, დუბლინელი ნაფიცი
მსაჯულების მიერ ვერდიქტის ჩემს სასარგებლოდ გამოტანის
67 მკითხველთა ლიგა
ალბათობა მაინც არ მექნებოდა, თუკი იმ ეპიზოდის განხილვისას
მიიჩნევდნენ, რომ ის შეურაცხმყოფელი იქნებოდა გარდაცვლი-
ლი მეფისთვის. ამის შემდეგ მივწერე მოქმედ მეფეს ჯორჯ V-ს,
მტკიცებულებად დავურთე გადაბეჭდილი მოთხრობა მინიშნებუ-
ლი სადავო ეპიზოდით და შევევედრე, შეეტყობინებინა ჩემთვის
თავისი შეხედულება იმის შესახებ, იყო თუ არა ის (კონკრეტული
მინიშნება, რომელსაც აკეთებს მოთხრობაში მისი სოციალური
კლასის პირობითი წარმომადგენელი) ამოსაღები პუბლიკაციი-
დან იმ მიზეზით, რომ მამამისის ხსოვნას შეურაცხყოფდა. მისი
უდიდებულესობის პირადმა მდივანმა ასეთი პასუხი გამომიგზავ-
ნა:
"ბუკინგემის სასახლე პირადი მდივანი უფლებამოსილია, და-
ადასტუროს მისტერ ჯეიმზ ჯოისის წერილის მიღების შესახებ და
აუწყოს მას, რომ კანონთან შეუსაბამობას წარმოადგენს მისი
უდიდებულესობის მიერ საკუთარი აზრის გამოთქმა ამგვარ სა-
კითხზე. თანდართული გიბრუნდებათ უკან".
11 აგვისტო, 1911
აქვე მომყავს საკამათოეპიზოდი:
– მაგრამ, მისმინე, ჯონ, – უთხრა მისტერ ო’კონორმა, – რა-
ტომ უნდა შევეგებოთ ინგლისის მეფეს? განა პარნელი თვი-
თონ?.. – პარნელი, – განაცხადა მისტერ ჰენჩიმ, – გარდაიცვა-
ლა. ახლა, მე ასე ვუყურებ ამას, – ეს ყმაწვილი მანამდე არ აუშვა
თავისმა ბებერმა დედამ ტახტზე, სანამ კაცი არ გაჭაღარავდა. მე
თუ მკითხავ და რაღაც სისულელეს არ აყვები, ის არის მხიარუ-
ლი, მშვენიერი ადამიანი. ის თავის თავს ეუბნება კიდეც: "ჩემი წი-
ნამორბედი არასოდეს წასულა ამ ველური ირლანდიელების სა-
ნახავად. ღმერთმანი, მე თვითონ წავალ და ვნახავ, ერთი, რას
წარმოადგენენ". და განა შეურაცხყოფა უნდა მივაყენოთ კაცს,
როცა მეგობრული განზრახვით მოდის სტუმრად? ჰა? განა მარ-
თალი არა ვარ, კროფტონ?
68 მკითხველთა ლიგა
მისტერ კროფტონმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– კი, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, იცი, რომ მეფე ედუარდის
ცხოვრება არცთუ ძალზე... – შეეკამათა მისტერ ლიონსი.
– რაც იყო, იყო, – გამოეპასუხა მისტერ ჰენჩი, – მე პირადად
აღფრთოვანებული ვარ მაგ კაცით. ის ერთი უბრალო თავაშვებუ-
ლი კაცია, ისეთივე, როგორებიც მე და შენ. მასაც უყვარს თავისი
გროგიანი ჭიქა. ცოტა ქარაფშუტაცაა, მაგრამ კარგი სპორტსმე-
ნია. ჯანდაბა, განა ირლანდიელებს პატიოსნად მოქმედება არ შე-
უძლიათ?
ეს წიგნი შვიდი წლის წინ დავწერე და რადგან ჩემი უფლებების
დაცვის ვერავითარ საშუალებას ვპოულობ, ამ ვითარებიდან გა-
მომდინარე, საჯაროდ ვაძლევ უფლებას კომპანია მონსელს, გა-
მოსცეს ეს წიგნი იმგვარი ცვლილებებითა და ტექსტის ამოშლით,
როგორიც მათ ესიამოვნებათ და იმედს ვიტოვებ, რომ ის, რასაც
გამოსცემენ რაღაცით მაინც ემგვანება იმ ნაწერს, რასაც ამდენი
ფიქრი და დრო შევალიე. მათი, როგორც ირლანდიური საგამომ-
ცემლო ფირმის, პოზიცია ირლანდიელი საზოგადოების შეხედუ-
ლებისამებრ უნდა იქნას განსჯილი. მე, როგორც მწერალი, პრო-
ტესტს ვაცხადებ ამგვარი სისტემის (ლეგალურის, სოციალურისა
თუ ოფიციალურის) წინააღმდეგ, რამაც მე ასეთ გამოსავლამდე
მიმიყვანა. გმადლობთ თავაზიანობისთვის, სერ. თქვენი მონა-
მორჩილი
ჯეიმზ ჯოისი

69 მკითხველთა ლიგა
ნორა ბარნაკლ ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


[21 აგვისტო, 1912]
[დუბლინი]
ჩემო ძვირფასო ნორა, დღეს შევხვდი ლიდველს,(ჯონ გ. ლიდ-
ველი – ადვოკატი, ჯოისის მამის მეგობარი.)წ ერთ საათში მისგან
მოვიპოვე ეს წერილი, რომელსაც ვურთავ ჩემს ბარათს და წავუ-
ღე რობერტსს. რობერტსმა მითხრა, რომ ასე არ ივარგებდა,
რადგან წერილი უნდა დაწერილიყო მის სახელზე. მე ვთხოვე
ლიდველს, მიეწერა რობერტსისთვის. ლიდველმა უარი განაცხა-
და და მითხრა, რომ მისი კლიენტი მე ვიყავი და არა რობერტსი.
წავედი რობერტსთან და ვუთხარი ეს ყველაფერი. მან მითხრა,
რომ ლიდველს მისთვის უნდა მიეწერა გრძელი ბარათი ამ საქ-
მის შესახებ და ისიც ეთქვა, როგორ მოვქცეულიყავი, საფრთხის
ქვეშ რომ არ დაეყენებინა ფირმა. დავპირდი, რომ იმ შემთხვევა-
ში, თუკი მთელ ტირაჟს სახელმწიფო ამოიღებდა, ხელს მოვა-
წერდი შეთანხმებას მისთვის 60$,44 წიგნის პირველი გამოცემის
მთლიანი ღირებულების გადახდაზე. მან მიპასუხა, რომ ამას აზ-
რი არ ჰქონდა და მკითხა, შემეძლო თუ არა მომეძებნა ორი ადა-
მიანი, ვინც თავდებად დამიდგებოდა საერთო ჯამში 2000$,45 თი-
თოეული 1000$46 გადახდის თაობაზე ჩემი წიგნის გამოცემით მი-
ყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. მე ვუთხარი, რომ არა-
ვინ იყო ჩემით ისე აღფრთოვანებული, ამაზე რომ დამთანხმებო-
და და კიდევ, არ არსებობდა იმის მაკონტროლებელი მექანიზმი,
რომ ამაზე ფირმას ზარალი (თუკი ასეთი რამ მოხდებოდა) მაინ-

44
სამოცი ფუნტის.
45
ორი ათასი ფუნტის = 50 000 ფრანკი.
46
ათასი ფუნტის.
70 მკითხველთა ლიგა
ცდამაინც ჩემი წიგნის გამოცემით მიადგებოდა. მან მითხრა, რომ
თავისი ადვოკატის რჩევის საფუძველზე იმოქმედებდა და არ გა-
მოაქვეყნებდა ჩემს წიგნს.
ამის შემდეგ გავედი ოფისის უკანა ოთახში, დავჯექი მაგიდას-
თან და დავიწყე ფიქრი ჩემს წიგნზე, იმ პირმშოზე, რომელსაც
ისევე ვატარებდი ჩემი შთაგონების საშვილოსნოში, როგორც
შენ შენი საშვილოსნოთი შვილებს, რომლებიც ასე გიყვარს, და
დღითი დღე ვკვებავდი ჩემი ტვინითა და მეხსიერებით. ამ ფიქრე-
ბიდან გამომდინარე, ლიდველის ნაცვლად დავწერე წერილი,
რომელსაც ვურთავ ამ ბარათს. მან მითხრა, რომ ამ საღამოსვე
გადაუგზავნის თავის ადვოკატს ლონდონში და გამაგებინებს პა-
სუხს.
ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მთვარეულივით ძილში დავ-
დიოდე. არ ვიცი, რა ხდება ტრიესტიში. სტანიმ არ გამომიგზავნა
რაც ვთხოვე. ევას და ფლორის არაფერი აქვთ საჭმელი, ერთი მე
თუ შემჭამენ. სტანიმ არც მათ გამოუგზავნა რამე, არც ჩარლის და
არც მე. არ ვიცი, რა ბედი ეწევა ჩემს მერხს, მაგიდას, ხელნაწე-
რებსა და წიგნს. შენ სულ გოლვეიში ხარ. არ ვიცი, როგორ უნდა
დავბრუნდეთ უკან, ტრიესტიში ან რა დაგვხვდება იქ. არ ვიცი, რა
მოვუხერხო ან ჩემს დიპლომს, ან ჩემს წიგნს. მამაჩემი მეუბნება,
რომ იმ წერილის მიუხედავად, რობერტსი მაინც გამონახავს რა-
მე საპრეტენზიოსო. ქალაქი ნელ-ნელა ივსება ხალხით. სიამოვ-
ნებით დავივიწყებდი ყველას და მხოლოდ შენთან ვიქნებოდი,
წაგიყვანდი ცხენების გამოფენაზე. Pover’a me!47
აი, ასეთი არდადეგები მაქვს.
მომიკითხე მისტერ ჰიილი, უთხარი, რომ დრო არ მაქვს მოსა-
წერად. აკოცე ჯორჯოს და ლუჩიას.

47
ო, ღმერთო, ჩემო.
71 მკითხველთა ლიგა
იმედი მაქვს, ლექსები მოგეწონა. დღეს შენ შესახებ ველაპა-
რაკებოდი ბიცოლაჩემს და მოვუყევი, როგორ იჯექი ოპერაში
ნაცრისფერი ბაფთით, როგორ უსმენდი მუსიკას და როგორ გათ-
ვალიერებდნენ მამაკაცები. კიდევ ბევრი რამ მოვუყევი (თვით
ძალზე ინტიმური ამბებიც კი) ჩვენ შესახებ.
შენთვის ნათქვამი მაქვს, რომ მადარდებდა გოლვეიში შენი
ხშირი მგზავრობა. ახლაც იმავეს ვგრძნობ. მჯერა, დადგება დღე,
როცა მე შევაბიჯებ ჩემს სამეფოში და შენც ცნობილი გახდები
იმის გამო, რომ ჩემ გვერდით იქნები.
ბედნიერებას გისურვებ, ძვირფასო, იკვებე და გამოიძინე. ახ-
ლა უკვე შეგიძლია გამოიძინო, რადგან შენი მტანჯველი შენგან
შორსაა.
ჯიმი
[თანდართული წერილი]

72 მკითხველთა ლიგა
ჯონ გ. ლიდველისგან
(ასლი)

[21 აგვისტო, 1912]


ძვირფასო სერ,
"დუბლინელების" შესახებ.
ჩვენ მიერ კორესპონდენციებში ნახსენები მოთხრობების –
"სუროს დღე" და "ასლები" – შესახებ მოგახსენებთ: რამდენადაც
თქვენ მიერ მითითებულ ეპიზოდებს სერიოზულად არ განიხილა-
ვენ სამეფო მრჩევლები, ისინი ხელს არ შეუშლიან მათ პუბლიკა-
ციას. არც მე მიმაჩნია, რამენაირი ბრალეულობის მოძიება შეიძ-
ლებოდეს მათში. გულწრფელად თქვენი
ჯონ ლიდველი

73 მკითხველთა ლიგა
ნორა ბარნაკლ ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


[საფოსტო შტემპელი. 22 აგვისტო, 1912]
[დუბლინი]
ჩემო ძვირფასო შორეულო ნორა, დღეს შევხვდი რობერტსს,
ვისაუბრეთ ჩემი წიგნის აკინძვასა და ამდაგვარ რაღაცებზე და
იმედის სხივი ჩამესახა მოქუფრულ გულში. მან მითხრა, ხვალ 12-
სთვის შემოიარეო.
ორსაწოლიანი ოთახი ვიქირავე ნორს სირქულა როუდზე რიჩ-
მონდ პლეისის 21 ნომერში და სულელურად ამეკვიატა აზრი,
რომ მთელი ამ პრობლემების შემდეგ მე და შენ აქ გავატარებ-
დით რამდენიმე ბედნიერ დღეს. როგორ მინდა, ცხენების გამო-
ფენის კვირეულზე შენთან ერთად წასვლა და კიდევ, იმდენი ფუ-
ლი მქონდეს, რომ აქეთ-იქით გატარო. შემიძლია თეატრის საშ-
ვის შოვნა. ხომ გაქვს ლამაზი ქვედაბოლოები და წინდები. აქ შე-
გიძლია ვარცხნილობაც გაიკეთო. ის ნაცრისფერი ბაფთა, მე
რომ ძალიან მიყვარს, ხომ ისევ გაქვს? ხვალ ხომ არ ჩამოხვიდო-
დი? თან მეშინია, ამას რომ გეკითხები, რადგან სტანი არ შემხმია-
ნებია, მე კი ფული თითქმის გამითავდა. იქნებ ხვალ მაინც მომ-
წეროს. საშინლად მღელვარე კვირა გავიარე ჩემს წიგნთან და-
კავშირებით. რობერტსი დღეს ჩემს რომანზეც დამელაპარაკა და
მთხოვა, დამემთავრებინა. არ გინდა, ჩემთან ერთად თეატრში
წამოხვიდე და მერე ერთად ვივახშმოთ? იმედია, ისეთივე ჩაპუტ-
კუნებული ხარ, როგორიც იყავი. შენი სექსუალური მოტკეცილი
იასამნისფერი ბლუზა ხომ გარეცხილია? იმედია, კბილებს იხე-
ხავ. კარგად თუ არ იქნები მოვლილი, ისევ უკან, გოლვეიში გა-
გამგზავრებ. გაუფრთხილდი ქუდებს, არ გააფუჭო, განსაკუთრე-
ბით იმას, მაღალი რომ გაქვს. ჩემი ორსაწოლიანი ოთახი ფასა-

74 მკითხველთა ლიგა
დის მხარესაა. ყველაფერი თუ კარგად წავიდა, რატომაც არ უნდა
გავატაროთ რამდენიმე დღე ერთმანეთის საზოგადოებაში? მინ-
და გაჩვენო ჩემს წიგნში ნახსენები ბევრი ადგილი დუბლინში.
მინდა, რომ აქ იყო. შენ ჩემი ნაწილი გახდი, ჩემი სხეულის ნაწი-
ლი. ტრიესტიში რომ ჩავალთ, იმ წიგნებს ხომ წაიკითხავ, რო-
მელსაც მოგცემ? მერე შევძლებთ ერთმანეთს ვესაუბროთ მათზე.
ჩემსავით არავის უყვარხარ და სურვილი მაქვს, გაგაცნო და შენ-
თან ერთად ვიკითხო უამრავი პოეტის, დრამატურგის თუ პრო-
ზაიკოსის ნაწარმოებები. გაგაცნობ მხოლოდ უმშვენიერესსა და
საუკეთესო ნაწერებს. საცოდავი ჯიმი! დღენიადაგ მხოლოდ გეგ-
მავს და გეგმავს რაღაცას.
ვიმედოვნებ, ხვალ კარგი ამბები მექნება. ერთი ეს წიგნი და-
იბეჭდებოდეს და მერე ჩავეფლობოდი ამ ჩემს რომანში და და-
ვამთავრებდი კიდეც.
ებბის თეატრი გაიხსნება და დაიდგმება იეიტსისა და სინგის
პიესები. შენ გაქვს უფლება, დაესწრო ამ ყოველივეს, იმიტომ,
რომ ჩემი სატრფო ხარ. რაც შემეხება მე, ვარ მწერალი ამ თაობი-
სა, რომელიც, ალბათ, სულ ცოტა, სინდისს უღვივებს სულში ამ
ბედკრულ რასას. Addio!
ჯიმი

75 მკითხველთა ლიგა
მისის უილიამ მიურეის

ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციიდან


9 დეკემბერი, 1912
დონატო ბრამანტეს ქუჩა 4, ტრიესტი
ძვირფასო ბიცოლა ჟოზეფინა, ძალზე ვწუხვარ ბიძია ვილის
გარდაცვალების გამო, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რაც თქვენ
თქვით, გამომაქვს აზრი, რომ ეს სულ რამდენიმე თვის ამბავია.
ეს არის ძალზე სამწუხარო ამბავი და სიტყვები არ მყოფნის რამის
სათქმელად. ჩვენ ბევრი დაძაბული საღამო გაგვიტარებია ერ-
თად, ბევრიც გვიკამათია. ის იყო დედაჩემის მხრიდან ერთადერ-
თი ადამიანი, რომელსაც ეტყობოდა, რომ ამაყობდა ჩემით, მე
ახლაც მახსოვს ის ტონი, თუ როგორ წარმოთქვამდა ხოლმე სა-
უბრისას – "ჩემი დისშვილიო". ბოლოს და ბოლოს, ის იყო ჩვენ-
ნაირი თუ ბევრი ჩვენნაირის მსგავსი ადამიანი, რომელიც იმაზე
უკეთეს ცხოვრებას იმსახურებდა, ვიდრე თავის თავს დაუწესა.
თუკი გამონახავთ დროს მოგვიანებით და მომწერთ, ძალზე
გამიხარდება თქვენი ამბის გაგება და მეც გიპასუხებთ, თუმცა,
სიმართლე გითხრათ, ვერ ვიტან დუბლინის საფოსტო შტემპე-
ლებს ისევე, როგორც იმ კონვერტებს, რომლებიც შეიცავს სამ-
წუხარო ამბებს სიკვდილზე, გაჭირვებასა და ათასნაირ მარცხზე.
ადრე რომ გამეგო ეს ამბავი, გვირგვინს გამოგიგზავნიდით ჩემი
და შვილების სახელით, მაგრამ ბარათი მივიღე (უფრო სწორად,
ეილინმა მიიღო) ხუთშაბათს ღამით. მე მაშინვე შეგეხმიანეთ ტე-
ლეგრაფით, თორემ შესაძლოა გეფიქრათ, თითქოს ადრე შევიტ-
ყვე ამის შესახებ.
ნორა მემუდარება, თანაგრძნობა გადაეციო. მეც კიდევ ერ-
თხელ თანაგიგრძნობთ. იმედია, დიდხანს არ იტანჯა გარდაცვა-
ლებამდე. ამ წერილის წერისას უამრავი მოგონება გამიცოც-

76 მკითხველთა ლიგა
ხლდა თავში. თითქმის ყველა მოგონება სასიამოვნოა, ალბათ
სწორედ ასეთია ის საუკეთესო მემკვიდრეობა, რაც შეიძლება
ადამიანებს დაუტოვო ამქვეყნად. სწორედ ამიტომ მიმძიმს და
მამწუხრებს მასთან განშორება.
თუ გამომიგზავნით მისი ფოტოს ასლს, ძალზე გამიხარდება,
რადგან ის მომაგონებს ხოლმე ჩემს ახალგაზრდობისდროინ-
დელ გულკეთილსა და სიცოცხლით სავსე კომპანიონს. ეჭვი არ
შეგეპაროთ, ბიცოლა ჟოზეფინა, რომ დავრჩები მარად თქვენი
ერთგული,
ჯიმი

77 მკითხველთა ლიგა
უ. ბ. იეიტსს

იეიტსის ხელნაწერებიდან
25 დეკემბერი, 1912
დონატო ბრამანტეს ქუჩა 4, II, ტრიესტი, (ავსტრია)
ძვირფასო იეიტს, ჩემი კორექტირებული უიღბლო წიგნი "დუბ-
ლინელები" გავუგზავნე გამომცემელს: მარტინ სეკერს, ჯონ
სტრიტ 5, ადელფი. თუკი ამ საქმეს მიადევნებ თვალყურს, ძალზე
დიდ სამსახურს გამიწევ და იმედია, ცოტა რამესაც შესძენ ჩვენი
ქვეყნის ლიტერატურას. ალბათ, მარტივია იმისი გაგება, რომ ასე
შორს მცხოვრები ადამიანისთვის ძალზე რთულია წინ წასწიო
საქმე, არადა, როგორც ჩანს, ჩემს წიგნს უიღბლობა დაჰყვა ბე-
დად. თუკი რამით წაადგები ამ საქმეს, დარწმუნებული ვარ,
მცდელობას არ დაიშურებ. გილოცავ დღესასწაულს. გულწრფე-
ლად,
შენი ჯეიმზ ჯოისი

78 მკითხველთა ლიგა
გრანტ რიჩარდს

ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის (ბერგის) კოლექციიდან


23 ნოემბერი, 1913
დონატო ბრამანტეს ქუჩა 4, ტრიესტი
ძვირფასო სერ, ორი წლის წინ მე გამოგიგზავნეთ ასლი წერი-
ლისა, რომელიც გაეგზავნა პრესასაც და რომელიც ეხებოდა
ჩემს წიგნს "დუბლინელები". მას შემდეგ ამ წიგნს უამრავი რამ
გადახდა თავს, ის მთლიანად დაიბეჭდა, ხოლო შემდეგ მთელი
გამოცემა, 1000 ეგზემპლარი სრულად დაწვა გამომცემელმა.
თუმცა, ანაბეჭდი ჩემს განკარგულებაშია. ჩემი წიგნის ძალზე უც-
ნაური ისტორიის გათვალისწინებით, იმის გამო, რომ ორმა გა-
მომცემლობამ ჯერ გადაწყვიტა მისი გამოცემა და მერე უარყო,
ამჟამინდელი მეფისადმი ჩემი მიწერილი ბარათისა და მისი პა-
სუხის, პრესაში გამოქვეყნებული ჩემი წერილის, მეორე გამომ-
ცემელთან ჩემი მოლაპარაკებებისა და ამ მოლაპარაკებების ბო-
როტგანზრახული დასასრულით – პირველი გამოცემის მთელი
ტირაჟის დაწვით და კიდევ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ
მასში უკომპრომისოდაა აღწერილი დუბლინი, რომელიც დღეს
საზოგადო ინტერესის ცენტრშია მოქცეული, ვფიქრობ, უკვე
დადგა დრო, ამ უიღბლო წიგნმა დღის შუქი იხილოს.
მე დავუწერე წინასიტყვაობა, სადაც ობიექტურად აღვწერე
მთელი ისტორია და რადგანაც ამ ქალაქში არ დაილევა მიზეზე-
ბი, მზად ვარ, თუ საჭირო გახდება, გავიღო პუბლიკაციის ხარჯე-
ბი, რაც, ჩემი ვარაუდით, შეღავათიანი უნდა იყოს, რადგან წიგ-
ნის გამოქვეყნებას გააიოლებს უკვე არსებული ანაბეჭდი.
ველოდები თქვენს დაუყოვნებელ პასუხს. ძვირფასო სერ, მი-
გულეთ. თქვენს ერთგულად.
ჯეიმზ ჯოისი

79 მკითხველთა ლიგა
სტანისლოს ჯოისს48
(ღია ბარათი)

16 ივნისი, 191549
დონატო ბრამანტეს ქუჩა 4, II, ტრიესტი
(ტექსტი დაწერილია გერმანულად, ქვემოთ მოყვანილია
თარგმანი)
ძვირფასო სტანი, ჩვენ ისევ აქ ვართ და ჯანმრთელადაც ვიმ-
ყოფებით. იმედი მაქვს, შენც ასევე ხარ. თუ გავემგზავრებით, შე-
გატყობინებ. ჩვენზე არ იდარდო. კარგად გვეპყრობიან. მე რა-
ღაც დავწერე. ჩემი ახალი რომანის "ულისეს" პირველი ეპიზოდი
უკვე მზად მაქვს. პირველი ნაწილი – ტელემაქიადა შედგება ოთ-
ხი ეპიზოდისგან, მეორე, თხუტმეტეპიზოდიანი აღწერს, ასე,
ვთქვათ, ულისეს ხეტიალს. მესამე ნაწილი – ულისეს დაბრუნება
იქნება სამი ეპიზოდით მეტი. კეთილი სურვილებით, ჯიმი
გამგზავნელი – ჯეიმზ ჯოისი

48
სტანისლოსი დააპატიმრეს 1915 წლის იანვარში, როგორც უცხო ქვეყნი-
დან შემოსული მტერი და იმჟამად დაკავებული იყო, როგორც ომში აყვანი-
ლი ტყვე. ის იმყოფებოდა ქვემო ავსტრიაში, ვენიდან სამოცდათხუთმეტი მი-
ლის დაშორებით, ჩრდილოეთით. მიტის ნელი ჯოისის კოლექციიდან.
49
"ბლუმის დღის" მეთერთმეტე წლისთავი, თარიღი, როცა, სავარაუდოდ,
"ულისეს" მოვლენები დაიწყო.
80 მკითხველთა ლიგა
პულა, რომი, ტრიესტი
(1904-1915)

როცა 1904 წლის 11 ოქტომბერს ჯოისი ნორა ბარნაკლთან


ერთად ციურიხში ჩავიდა, თავისდა სამწუხაროდ, შეიტყო, რომ
ბერლიცის სკოლაში მისთვის სამსახური არ მოიპოვებოდა და
წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ მის მიერ გაგზავნილი განცხადე-
ბის შესახებ. დირექტორმა ურჩია, ტრიესტიში ეცადა ბედი, თუმცა
არც იქ აღმოჩნდა რამე ვაკანსია. ჯოისმა ბოლოს ის მაინც მო-
ახერხა, რომ მოწყობილიყო ავსტრია-უნგრეთის საპორტო ქა-
ლაქ პულაში არსებულ ბერლიცის სკოლაში. მწერალი ამ გადა-
კარგულ ადგილას დარჩა 1905 წლის მარტამდე, შემდეგ კი გადა-
იყვანეს ტრიესტიში.
ჯოისი მოუსვენრად გრძნობდა თავს ჯერ პულაში და კიდევ უფ-
რო აფორიაქებული იყო ტრიესტიში. ის იქ ხანგრძლივად და და-
ძაბულად მუშაობდა. განტვირთვაში ეხმარებოდა იტალიური და
გერმანული ენების შესწავლა და წერა. ამ პერიოდში დაწერა
"გმირი სტივენის" თორმეტი თავი და "დუბლინელების" მოთხრო-
ბების უმრავლესობა. 1905 წლის 27 ივლისს ნორა ბარნაკლ ჯო-
ისს შეეძინა პირმშო ჯორჯო. მამობის პასუხისმგებლობით შეშ-
ფოთებულმა ჯეიმზმა დაარწმუნა თავისი ძმა სტანისლოსი, მას-
თან ჩასულიყო და დახმარებოდა, რომ ერთობლივად ესწავლე-
ბინათ ინგლისური ენა, რაც ოჯახში შემოსავალს გაზრდიდა. სტა-
ნისლოსი ოქტომბერში ჩავიდა ძმასთან და დიდად დაეხმარა
ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში. თუმცა ამ შეკოწიწებულ-
მა სტაბილურობამ დიდხანს ვერ გასტანა. მწერალმა მოახერხა
მუშაობის დაწყება რომაულ ბანკში მოხელედ, რომელსაც ევა-
ლებოდა მიმოწერის წარმოება. 1906 წელს იგი ოჯახთან ერთად
გაემგზავრა რომში.

81 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ვერც რომმა გაუმართლა იმედები. სამუშაო მეტად მო-
საწყენი და მკაცრი გამოდგა. არც ქალაქი მოსწონდა დიდად. არ
გაუმართლა გამომცემელთანაც, – გრანტ რიჩარდსმა, რომელ-
საც "დუბლინელები" უნდა გამოეცა, ჯერ კონტრაქტი დაუდო, შემ-
დეგ კი რატომღაც უარი უთხრა. მწერალი ცოტა დამშვიდდა, რო-
ცა ელკინ მეთიუსს შეუთანხმდა "კამერული მუსიკის" გამოცემაზე
1907 წელს. მართალია, რომში დიდად დალაგებული ცხოვრება
არ ჰქონდა, მაგრამ ჯოისი ძალზე ბევრს კითხულობდა, დაწერა
კიდევ ორი მოთხრობა "დუბლინელებისთვის", "ულისე" რომა-
ნად ჩამოაყალიბა და მთელი ყურადღება გადაიტანა იმდროინ-
დელ ლიტერატურასა და თავის სამშობლოზე. იგი ჩაუღრმავდა
თანამედროვე იდიომებს და სამშობლოსთან დაკავშირებულ მწა-
რე სევდას, რომელიც ოდნავ მინავლულიყო ამ ნებაყოფლობითი
გადასახლების ჟამს.
1907 წელს მან თავი დაანება ბანკში მუშაობას და ტრიესტიში
დაბრუნდა. როცა მეორე შვილი – ლუჩია-ანა შეეძინათ, რევმა-
ტიული ცხელებით დაავადებული ჯოისი საავადმყოფოში იწვა.
გამოკეთების შემდეგ მან დაიწყო "გმირი სტივენის" აღდგენა და
გადაკეთება "ახალგაზრდა ხელოვანის პორტრეტად". ჯოისმა თა-
ვი დაანება ბერლიცის სკოლაში მასწავლებლობას და აიყვანა
კერძო მოსწავლეები. ამ გზით იგი გასამრჯელოსაც მეტს იღებდა
და შებოჭილიც არ იყო სამსახურით.
მწერალი ხშირად ფიქრობდა ირლანდიაში დაბრუნებაზე და
1909 წელს ის თავის ვაჟთან, ჯორჯოსთან ერთად სტუმრად ჩავი-
და სამშობლოში. სულ ახალი ჩასული იყო, როცა ერთ-ერთ მე-
გობართან შეხვედრამ და საუბარმა ლამის გაანადგურა. ამ "ვაი"
მეგობარმა – ვინსენტ კოსგრეივმა ცილი დასწამა ნორა ბარ-
ნაკლს, თითქოს 1904 წლის ზაფხულში მასთან სასიყვარულო
ურთიერთობა ჰქონოდა. სანამ კოსგრეივის სიცრუე გამოაშკა-
რავდებოდა, ჯოისი სასოწარკვეთილი იყო არა მარტო ცოლის
82 მკითხველთა ლიგა
ღალატის, არამედ მეგობრის ორგულობის გამოც. ღალატის თე-
მა ერთობ ჭარბობს მის ნაწარმოებებში: "ულისე", "ხელოვანის
პორტრეტი" (ბოლო თავში)და "განდევნილები".
ტრიესტიში დაბრუნებულმა ჯოისმა თან წაიყვანა თავისი და
ევა, ერთი მხრივ, იმის გამო, რომ გაჭირვებაში მყოფი მამის ოჯა-
ხისთვის ყოფა შეემსუბუქებინა, მეორე მხრივ, იმიტომ, რომ ნო-
რასთვის კომპანიონობა გაეწია. მაგრამ მწერალს მალე ისევ მო-
უწია ირლანდიაში დაბრუნება, რადგან ევასგან შეიტყო, რომ
დუბლინში მუდმივმოქმედი კინოთეატრი არ არსებობდა და გა-
დაწყვიტა, ეს საქმე მოეგვარებინა – დუბლინში მოძებნა შესაფე-
რისი დარბაზი და 1909 წლის სექტემბერში შეასრულა ეს მისია,
გაიხსნა კინოთეატრი "ვოლტა". ამის პარალელურად, შეხვდა
დუბლინელ გამომცემელს, "მონსელი და კომპანია"-ს პატრონს
და კონტრაქტი გააფორმა აღმასრულებელ დირექტორთან ჯორჯ
რობერტსთან "დუბლინელების" გამოსაცემად.
1910 წლის იანვრის დასაწყისში დაბრუნდა ტრიესტიში და ამ-
ჯერად თან წაიყვანა მეორე და ეილინი. კინოთეატრმა "ვოლტამ"
ვერ გაამართლა, გაკოტრდა და გაიყიდა, რობერტსმა გადადო
"დუბლინელების" გამოცემა მოგონილი საბაბებით, მწერლის სა-
სოწარკვეთილი და თავისმომაბეზრებელი ხვეწნა-მუდარის მი-
უხედავად, მაინც არაფერი გამოვიდა. ჯოისმა გადაწყვიტა, იტა-
ლიის უმაღლეს სასწავლებელში დაეწყო მუშაობა ინგლისურის
მასწავლებლად, მაგრამ რადგან მისი პედაგოგობის ირლანდიუ-
რი ხარისხი ამ ქვეყანაში არ ჭრიდა, იძულებული გახდა, 1912
წლის აპრილში გამოცდები ჩაებარებინა ქალაქ პადუაში. ივლის-
ში ცოლს ნება დართო, გოლვეიში გამგზავრებულიყო ახლობლე-
ბის სანახავად, ხოლო იმის გამო, რომ ნორამ მალევე არ მისწერა
ბარათი, ქმარმა ჯორჯოსთან ერთად ჩააკითხა სამშობლოში. მწე-
რალი შეეცადა, ერთხელ და სამუდამოდ მოეგვარებინა "დუბლი-
ნელების" გამოცემის საკითხი, მაგრამ როცა დიდი ძალისხმევის
83 მკითხველთა ლიგა
შემდეგაც ვერ მიაღწია მიზანს, ისევ ტრიესტიში გაემგზავრა და
გადაწყვიტა, აღარასოდეს დაბრუნებულიყო ირლანდიაში.
მომდევნო 1913 წელს შემოქმედს ბედმა გაუღიმა. უილიამ
ბატლერ იეიტსმა, რომელსაც ჯოისი სწერდა ხოლმე თავისი გასა-
ჭირის შესახებ, იგი დააკავშირა ამერიკელ მწერალ ეზრა პაუნდს.
პაუნდმა უმალ დააინტერესა გაზეთ "ეგოისტის" რედაქტორი დო-
რა მარდსენი, რომ სერიებად დაებეჭდა "ხელოვანის პორტრე-
ტი". და მართლაც, 1914 წლის 2 თებერვლიდან 1915 წლის 1 სექ-
ტემბრამდე მკითხველს საშუალება მიეცა, გაცნობოდა ამ ნაწარ-
მოებს ზემოთ ხსენებული გაზეთის მეშვეობით. ამასობაში, გრანტ
რიჩარდსი სინდისმა შეაწუხა და 1914 წელს ბოლოს და ბოლოს
გამოსცა "დუბლინელები".
პირველი მსოფლიო ომის დაწყებას თავდაპირველად არაფ-
რით უმოქმედია ჯოისსა და მის ძმაზე. მწერალი კვლავაც განაგ-
რძობდა როგორც კერძო გაკვეთილების ჩატარებას, ასევე, ტრი-
ესტის კომერციულ უმაღლეს სასწავლებელში მასწავლებლობას.
მაგრამ 1915 წელს სტანისლოსი, როგორც უცხო ქვეყნის მოქა-
ლაქე, დააკავეს, ხოლო იმავე წლის მაისში იტალიის მიერ ომის
გამოცხადების შემდეგ ჯოისმა იგრძნო, რომ ჯობდა იქაურობას
გაცლოდა. მეგობრების დახმარებით და იმ პირობით, რომ არა-
სოდეს მიიღებდა ომში მონაწილეობას, 1915 წლის ივნისში მო-
იპოვა ოჯახთან ერთად შვეიცარიაში გამგზავრების ნებართვა.

84 მკითხველთა ლიგა
სტანისლოს ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


11 ოქტომბერი, 1904
გესტჰაუსი "ჰოფნუნგი", ლეგერშტრასე50
ციურიხი, შვეიცარია
ძვირფასო სტანი, ჩვენ მშვიდობიანად ჩამოვედით ამ დილას
და ალბათ ამ მისამართზე დავრჩებით. მე ჯერ არ წავსულვარ
ბერლიცის სკოლაში, მაგრამ ნახევარ საათში წავალ. დიუსი ეს-
პანეთში იყო დასასვენებლად, რივიერი51 კი ძალზე კეთილად
მომექცა52 და ისიც კი უნდოდა, რომ 3:30-ზე უკან, ციურიხში გავ-
ყოლოდი უმდიდრესი ბანკირის ვაჟთან შესახვედრად. ნორა, ჩვე-
ულებისამებრ, მარტო გრძნობდა თავს, როცა სადმე მივდიოდი
ხოლმე, გარდა ამისა, ქალური რამერუმეები აწუხებდა. ასე რომ,
დავრჩი. ამ მისამართზე მომწერე ყველა ახალი ამბის დეტალური
ანგარიში. მერე დევანი53 ჩამოვიდა ნავით, რომელიც ალბათ მუ-
ნიციპალიტეტის საკუთრებაა, და ერთად გამოგვიჭირა ორივე.
ნორამ დედამისს პარიზიდან მშვენიერი, გაურკვეველი შინაარ-
სის ღია ბარათი გაუგზავნა. დუბლინში გაზეთებში რამე განცხა-
დება ხომ არ გამოქვეყნებულა მასზე? ჩემს სახელზე რამე თუ მო-
ვა, აქ გამომიგზავნე. პარიზში შევხვდი კარანს და მურნაჰანს54 და
მართლა შემეშინდა ამ ჩემი გაბედული საქციელის გამო.55 თუკი

50
შეცდომაა, უნდა იყოს რეიტერგრასე.
51
დოქტორი ჟოზეფ რივიერი (1859-1946) – ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის
ფუძემდებელი პარიზში. ჯოისი მას პირველად 1902 წელს შეხვდა.
52
soixante fracs.
53
ტომას დევანი – ჯოისის მამის მეგობარი მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა
ქალაქის საბჭოში.
54
ჯეიმზ მურნაჰანი – ჯოისის დუბლინელი თანაკურსელი, რომელიც მოგვია-
ნებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა.
55
ჯეიმზს არ სურდა, მათ გაეგოთ, რომ ნორასთან ერთად იყო გამოქცეული.
85 მკითხველთა ლიგა
რამე ფული მოვა ჩემთვის შაბათამდე, ტელეგრაფით გადმოაგ-
ზავნე. იმედი მაქვს, რივიერის გასაღები56 უკვე გაუგზავნე. სი-
მონსს სანახავად შევუარე, მაგრამ არ დამხვდა.
გამომიგზავნე ჩემი ბაკალავრის სერთიფიკატი და რეგისტრა-
ციის საბუთი.
წერილს ეს ნაწილი მოაცილე.57 გადი ქალაქში, მაგრამ არც
ერთ ჩემს მეგობარს არ მიაკითხო, ისე იშოვე 1$ შაბათამდე და
მაშინვე გამომიგზავნე. მამილოსთან არაფერი წამოგცდეს.
Finalement, elle n"est pas encore vierge; elle est touchée.

56
ჩემოდნის გასაღები, რომელიც სტანისლოსმა მოგვიანებით გაუგზავნა.
57
წერილის ეს ნაწილი სტანისლოსმა მოაჭრა ბარათს, ოჯახის დანარჩენ წევ-
რებს რომ არ წაეკითხათ.
86 მკითხველთა ლიგა
სტანისლოს ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


31 ოქტომბერი, 1904
გუილიას ქუჩა 2, ს. პიანო, პულა, ავსტრია
ძვირფასო სტანი, ტრიესტისა და პულას სკოლა წარმოადგენს
სინიორ არტიფონის58 საკუთრებას. იგი ტრიესტის სკოლას მარ-
თავს სინიორ ბერტელის მეშვეობით. როცა მითხრეს, რომ იქი-
დან უნდა წამოვსულიყავი, გარკვეული პერიოდის განმავლობა-
ში კომერციულ დაწესებულებებში ვეძებდი ინგლისელი საქმის-
მწარმოებლის სამუშაოს. განსაკუთრებით გაგვიჭირდა რამდენი-
მე დღე. რაღა თქმა უნდა, ტრიესტიში აქეთ-იქით დავრბოდი და
ვსესხულობდი თანხას. ბოლოს შევძელი, ერთი მოსწავლე ამეყ-
ვანა და კერძო გაკვეთილებით კარგადაც წამივიდოდა საქმე, თა-
ვის გასატანად ცოტაოდენი ფული მაინც რომ მქონოდა. მოხდა
ისე, რომ ამ ორი სკოლის პატრონი რაღაც საქმეზე ჩამოვიდა
ტრიესტიში და შევხვდი. საბედნიეროდ, ისიც ჩემსავით სოცია-
ლისტი აღმოჩნდა და ამიხსნა, თუ რამდენად აუცილებელი იყო
ჩემთვის, საბუთებში მიმეთითებინა, რომ დაოჯახებული ვიყავი.
მერე მასწავლებლის ადგილი შემომთავაზა პულაში და მეც დავ-
თანხმდი. ტრიესტი პირველივე ნავით დავტოვე შაბათს დილით
და როგორც ნახავ, ჩემი შესვლა ამ საპორტო ქალაქში აღინიშნა
შესანიშნავი განცხადებით.59 პულა მდებარეობს ადრიატიკის
ზღვის სანაპიროზე, თურქეთთან ახლოს. ეს არის ავსტრიის მოზ-

58
ალმიდანო არტიფონის კეთილხმოვანი სახელი ჯოისმა გამოიყენა "ხელო-
ვანის პორტრეტსა" და "ულისეში".
59
ეს იყო იტალიურად დაწერილი განცხადება, რომელიც როგორც ფლოტის
ოფიცრებს, ისე იმპერიულ და სამეფო მოხელეებს აუწყებდა, რომ ჩამოდიო-
და ინგლისური ენის მეორე მასწავლებელი, ხელოვნების ბაკალავრი ჯეიმზ ა.
ჯოისი და ენის შესწავლის მსურველებს შეეძლოთ ჩაწერილიყვნენ კლასებში.
87 მკითხველთა ლიგა
რდილი პორტი და გუშინ იმპერატორი ელისაბედის მონუმენტის
გახსნისას იყო ერთობ ენ ფეტე.
რამდენადაც ტრიესტიში, სულ მცირე, ოთხი მისამართი მაინც
მაქვს, ჩემი კორესპონდენციები ძალზე არეულ-დარეულია. ჯე-
რაც არ მიმიღია შვეიცარიაში შენ მიერ გამოგზავნილი სერთიფი-
კატები, მაგრამ ციურიხში მყავს ერთი მეგობარი, რომელიც ყვე-
ლაფერს მიგზავნის, რაც ჩემს სახელზე მოდის. ძალიან გთხოვ,
დაუყოვნებლივ გამომიგზავნო "აირიშ ჰოუმსთედის" ის ნომერი,
სადაც დაბეჭდილია ჩემი მოთხრობა "ავტორბოლის შემდეგ". ჩე-
მი ჩემოდანი, რომელიც ციურიხში დავტოვე, ხვალ ან ზეგ ჩამოვა.
გასაღები აქეთ გადმომიგზავნე მალე.
დავსახლდი ავეჯით გაწყობილ ოთახში, რომელსაც აქვს ქოთ-
ნებით, ტაფებითა და ჩაიდნებით გამოტენილი სამზარეულო.
სკოლა პირდაპირ, ქუჩის მეორე მხარესაა. ძალიან გთხოვ, ძალ-
ზე მალე გამომიგზავნე გრძელი და დასაბუთებული წერილი, რო-
მელშიც იქნება მოთხრობილი ყველა ახალი ამბავი, რადგან, და-
ახლოებით ერთი თვეა, რაც წამოვედი ირლანდიიდან და მას შემ-
დეგ აღარაფერი გამიგია. აქ დავამთავრე თავი XII და დავიწყე
ახალი მოთხრობა "შობის წინა ღამე".(ეს მოთხრობა ჯოისს აღარ
დაუსრულებია.) თუკი რამე უცნაურს შენიშნავ ან თუ ბაირნს ან
კურანს შეხვდები, თავი უზრუნველად მოაჩვენე. მამილოს უთხა-
რი, ამ დღეებში მივწერ, რაღაცით მინდა დოქტორ რივიერის და-
ეხმაროს.
ჯიმი

88 მკითხველთა ლიგა
სტანისლოს ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


19 ნოემბერი, 1904
გუილიას ქუჩა 2, II, პულა, ავსტრია
ძვირფასო სტანი, რასელთან(სტანისლოს ჯოისმა მისწერა
ძმას, რომ შეკამათდა ჯორჯ რასელთან, რომელმაც დაგმო ჯო-
ისის ნორა ბარნაკლთან ერთად გაქცევა. რასელს მისთვის უთ-
ქვამს, რომ ჯოისი თავხედურად მოიქცა და ისიც დაუმატებია, შიმ-
შილი რომ შეაწუხებს, ჭკუას მაშინ ისწავლისო. "რამდენიმე კვი-
რის შემდეგ", – წერს სტანისლოსი, – "ჩემი ძმისგან მივიღე ტე-
ლეგრამა, სადაც მატყობინებდა, რომ იშოვა მასწავლებლის ად-
გილი ბერლიცის სკოლაში, პულაში. დაველოდე დაღამებას, უკ-
ვე შუაღამე კარგახნის გადასული იყო, როცა წავედი რასელთან,
ახალი ამბის მისთვის თავსდასატეხად... ვუთხარი: "ჩემმა ძმამ
ტელეგრაფით შემატყობინა, რომ სამუშაო უშოვია სკოლაში".
"ძალზე მოხარული ვარ ამის მოსმენით", – მიპასუხა რასელმა და
დაეჭვებულმა შემომხედა. "ეჭვი არ მეპარება, რომ გაგიხარდა",
– ვუპასუხე გესლიანად, – "სწორედ ამიტომაც მოვედი ამის სათ-
ქმელად, ვიცოდი, ძალზე გესიამოვნებოდათ, ერთი კია, ვშიშობ,
შიმშილს კიდევ დიდხანს მოუწევს ლოდინი მის შესაწუხებლად".)
დაკავშირებით მინდა გითხრა, რომ ნაცნობ დუბლინელ ტიპოგ-
რაფს უკვე მივწერე და ერთ კვირაში გამოვაქვეყნებ ჩემს ლექსს
"წმინდა მისიას". გიგზავნი დასარიგებელ ფულს მისამართების
სიასთან ერთად. ამ ადამიანებს თანხა პირადად გადაეცი. იმე-
დია, იყავი "ჰოუმსტედში" და გაიგე, აპირებს თუ არა ახლა გადა-
მიხადოს ახალი მოთხრობის "შობის წინა საღამოს" ჰონორარი.
გთხოვ, გადმომიგზავნო "სპიკერის" ის ნომერი, რომელშიც ჩემი
მეორე ლექსია დაბეჭდილი. ასევე შემატყობინე "ჰარპერისა" და

89 მკითხველთა ლიგა
"ვესტმინსტერ გაზეტის" მისამართები. ძალზე დამავალებ, თუ ამ
უკანასკნელის ერთ ეგზემპლარსაც გამომიგზავნი.
სიმონსისგან გავიგე, რომ გრანტ რიჩარდსი გაკოტრდა, უამ-
რავი ფული დაკარგა და, შესაბამისად, მივწერე, უკან დაებრუნე-
ბინა ხელნაწერი".60 B ან A სერთიფიკატის პასუხები ჯერ არ მომ-
სვლია. სხვათა შორის, შეგიძლია, სხვები გადმოაგზავნო. ბიცო-
ლა ჟოზეფინას უთხარი, თავისი მისამართი შემატყობინოს. მე
სრულად დავმკვიდრდი აქ. ვიღებ 2$ საათში (კვირაში თექვსმეტი
საათი). რომანისთვის ბევრი არაფერი მიმიმატებია, ციურიხში
მხოლოდ მე-11 თავი დავამთავრე. დავწერე "შობის წინა საღა-
მოს" ნახევარი და "ესთეტიკური ფილოსოფიის" ხუთი გრძელი
გვერდი. ამჟამად ვკითხულობ იტალიურად თარგმნილ ლა-
სალს,61 მაგრამ რთულია, ჩაწვდე პოლიტიკურ მეცნიერებას იმ
პამფლეტების მეშვეობით, სადაც ასეთი სიცხადითაა ასახული
რეალობა. მე მგონი, ჯობია, ჯერ არისტოტელეს შეცნობის მცირე
კურსი გავიარო, შემდეგ კაფეში დავჯდე და ჩემთვის გავაანალი-
ზო. სხვათა შორის, ნორა თვითონ მიკეთებს სიგარეტებს საგან-
გებო ხელსაწყოთი, 70 კარგი თურქული თუთუნი 8 დოლარი და-
მიჯდა. ის ძალიან კარგადაა და მოკითხვას გითვლის, აინტერე-
სებს, რა ამბებია სასტუმროში.62 რამე ხომ არ გაგიგია? რაც შე-
ეხება "ირლანდიური ირლანდიის" კომენტარებს, ნორაც ჩემსა-
ვით მაღალი აზრისაა მათზე. მას აინტერესებს, როგორ უძლებ
სახლში ცხოვრებას და ხშირად მთხოვს, დაგეხმარო საზღვარგა-
რეთ გამგზავრებაში.
წავიკითხე ტოჩნიცის63 გამოცემული მურის "დაუმუშავებელი
მინდორი". სრული სისულელეა. ერთი ქალი აღსარებისას ახსე-

60
საუბარია ჯოისის "კამერულ მუსიკაზე", რომელიც მწერალმა არტურ სი-
მონსის რეკომენდაციით მიუტანა გამომცემელ გრანტ რიჩარდსს.
61
ფერდინანდ ლასალი (1825-1864) – გერმანელი სოციალისტი.
62
ფინების სასტუმრო, სადაც ნორა მუშაობდა.
63
ბერნარდ ტოჩნიცი – გამომცემელი.
90 მკითხველთა ლიგა
ნებს თავის ქმარს, სახელად, ნედი. მერე ეს კაცი ფიქრობს და ა.
შ. ამ ქალბატონს, ქმარი ეუბნება, რომ დუბლინში უნდა გაემგზავ-
როს რაღაც შეხვედრაზე და ქალი, რომელიც სამი წელია მგზავ-
რობს ბრეისა და დუბლინს შორის, ეძებს მატარებლის გამგზავ-
რების დროს.
მატარებლები რეგულარულად მოძრაობენ დ, ვ-სა და ვ-ს64
შორის და ეს ქალბატონი ამას იგებს სამი წლის შემდეგ. სისულე-
ლე არ არის, მურის მიერ ამის დაწერა? შენ პუნქტუაცია უნდა ნა-
ხო! ო, მადონა!
დღეს ვაპირებ, ვიყიდო ჰენრი ჯეიმზის "მომავლის მადონა".
ვშიშობ, კიდევ დიდხანს ვერ დავამთავრებ ამ რომანს. ძალზე უკ-
მაყოფილო ვარ ამით, სხვანაირად კიდევ როგორ შეიძლება გა-
მოვსახო სტივენის ხასიათი? ეჰ! საკმაოდ ვსუქდები და ვვაჟკაც-
დები.
ნამდვილად ვეღარ ვწერ. ნორა რაღაცას აწვალებს გარდერო-
ბის უჯრებთან... მაპატიე,
ჯიმი

64
საუბარია დუბლინის, ვიკლოუსა და ვექსფორდის რკინიგზაზე.
91 მკითხველთა ლიგა
სტანისლოს ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


3 დეკემბერი, 1904
გუილიას ქუჩა 2, II, პულა, ავსტრია
ძვირფასო სტანი, ჯერაც არ მიმიღია ის გაზეთები, რაც შენ უნ-
და გამოგეგზავნა და გამიხარდება, თუკი ასევე გამომიგზავნი
"სპიკერის" ძველ ნომერს, რადგან ნორამ დაკარგა ის ეგზემპლა-
რი, მე რომ მივეცი. რამე სიახლე ხომ არ არის გრანტ რიჩარდთან
ან "ვენჩართან"65 დაკავშირებით? მე ბეილს მივწერე, მაგრამ პა-
სუხი არ მიმიღია. XIII თავის ნახევარი უკვე დავწერე და თუ გინდა,
შობამდე გამოგიგზავნი XII და XIII თავებს, შენი აზრი რომ გამა-
გებინო. ჰ. ჯ.-ს66 რამე თუ წაგიკითხავს? მე წავიკითხე "მომავლის
მადონა" და საკმაოდ ვისიამოვნე. ვკითხულობ რენანის სუვენი-
რებს, უსინდისო ვიყო, თუ რამე მესმოდეს: "Un Celte, mele de
Gascon, matine de Lappon" "un pretre manqué".67 ის ქადაგებს
რომანტიზმს, ბრეტანის სიყვარულს, ძველ შემოქმედთა თაყვა-
ნისცემას, ნანობს, რომ მიატოვა მოხუცი "ბებია ეკლესია" – წარ-
მომიდგენია, რაოდენ სენტიმენტალური რამ არის მისი "იესოს
ცხოვრება". გასაკვირი აღარ არის, რატომ უწოდებს მას ჰიუსმან-
სი68 მასხარას. სასტუმროს შესახებ ახალი ხომ არაფერი გაგი-
გია?

65
"ვენჩარ" ("TheVenture") – ყოველწლიური კრებული, გამომცემელი ჯონ
ბეილი, გამოვიდა ლონდონში 1904 წლის ნოემბერში.
66
ჰენრი ჯეიმზის
67
რენანი თავისთავს უწოდებს "კელტს შერეულ გასკონელს შეჯვარებულს
საამთან" და "ნახევრად ანაფორიან მღვდელს".
68
ჟორის-კარლ ჰიუსმანსი (1848-1907) – ჰოლანდიური წარმოშობის ფრანგი
მწერალი, პროზაიკოსი, ღვთისმოშიში კათოლიკე. იგი სასტიკად კიცხავდა
რენანს.
92 მკითხველთა ლიგა
ნორას მამა მეფუნთუშეა. ოჯახში შვიდნი არიან. მამას ჰქონდა
მაღაზია, მაგრამ სმა დაიწყო და სასმელს გადააყოლა მთელი
ფუნთუშები და პურები, როგორც ხდება ხოლმე. ნორას დედის
"ნატიფი" ოჯახი ჩაერია ამ საქმეში. მამას ჩამოერთვა ქონება.
ქალბატონსა და მის შვილებს პატრონობს ბიძია მაიკლი,69 ამა-
სობაში კი, მამა ცხობითა და სმითაა დაკავებული კონახტი. ბიძია
მაიკლი ძალზე მდიდარია. ოჯახი მამას აგდებულად ექცევა. ნორა
ამბობს, რომ დედამისი ქმართან არ წვებოდა. ნორას ოჯახთან არ
უცხოვრია, ბებიასთან იყო, რომელმაც ცოტა ფული დაუტოვა.
ჩემმა ცოლმა თავის შესახებ მიამბო და აღიარებს, რომ ამით
შვება იგრძნო. ბევრი სატრფიალო თავგადასავალი გადახდენია,
პირველად ძალზე პატარას შეჰყვარებია ბიჭი, რომელიც გარ-
დაცვლილა. ეს ამბავი რომ გაუგია, ლოგინად ჩავარდნილა.
ძალზე ღირსეული ბიძები ჰყავს, შენც გაიგებ მათ შესახებ. თექ-
ვსმეტი წლის რომ გამხდარა, სამრევლოს მღვდლის თანაშემწეს
დაუდგამს მისთვის თვალი: ჩაის სვამდნენ ხოლმე საკურთხე-
ველში, საუბრობდნენ და ასე დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ის
მშვენიერი შავგვრემანი და ხუჭუჭთმიანი ყმაწვილი ყოფილა.
ერთ საღამოს ჩაის სმისას ნორა კალთაში ჩაუსვამს და უთქვამს,
რომ მოსწონდა. ის პატარა, საყვარელი გოგო იყო. მერე ხელი
შეუცურებია კაბის ქვეშ, რომელიც საკმაოდ მოკლე ყოფილა.
თუმცა, იგი, გასაგებია, რომ დაუსხლტა ახალგაზრდა კაცს, რო-
მელსაც მოგვიანებით უთქვამს ნორასთვისაც და აღსარებაზეც,
რომ ასეთი საქციელი ჩაიდინა მასში არსებულმა კაცმა და არა
მღვდელმაო. სასარგებლო განსხვავებაა. ნორააგრეთვე, და-
დიოდა ვინმე მულვეისთან (ის პროტესტანტი ყოფილა), ისინი

69
მაიკლ ჰიილი (1862-1935) – ნორა ბარნაკლის ბიძა დედის მხრიდან, შემ-
დგომში საბაჟოს ინსპექტორი უწოდებს.
93 მკითხველთა ლიგა
ზოგჯერ სეირნობდნენ ხოლმე გზაზე.70 ჩემი ცოლი ამბობს, რომ
არ უყვარდა ეს კაცი და, უბრალოდ, დრო გაჰყავდა მასთან ურთი-
ერთობით. სახლში უკრძალავდნენ, მაგრამ გოგო თავისას არ იშ-
ლიდა. ბიძამ71 შეიტყო ეს ამბავი და რამდენიმე საღამო მასზე ად-
რე მიდიოდა შინ. "იცოდე, ჩემო გოგონა, მეტად აღარ გაბედო იმ
პროტესტანტთან შეხვედრა", – აუკრძალა მან. ნორა მაინც შეხ-
ვდა ყმაწვილს, შინ დაბრუნებულს კი ბიძა დახვდა, რომელმაც
ნორას დედას უბრძანა, გარეთ გასულიყო, (მამა, რა თქმა უნდა,
იქ არ იყო), თვითონ კი დიდი ყავარჯნით ცემა დისშვილი. გოგო
დაეცა და მუხლებზე ხელებშემოხვეულს გული წაუვიდა. ამ დროს
ის ცხრამეტი წლის იყო. მაგარი ამბავია, არა?
რაც შეეხება "წმინდა მისიას", შეგიძლია წარმოიდგინო, რომ
არ გამაჩნია დასაზოგი ფული. გამომიგზავნეს ანგარიში 108/6დ
მაგრამ [თუ დაა]თვალიერებ ჩემს ქაღალდებს, [დარწმუნებული
ვარ], მათ შორის შეხვდები 7/6-იან ქვითარს [და შენ] უნდა შემიგ-
როვო [რამდენიც შეგიძლია], რამდენადაც ფული [უკვე მოდის].72
მგონია, "წმინდა მისია" იმდენად ჭკვიანურია, რომ მომავალ კვი-
რას უკვე შემიძლია გამოგიგზავნო შეკვეთა 28-სთვის, დანარჩე-
ნი შენზეა.
კარგს იზამ, თუ ან შენით ან კოსგრეივთან შეისწავლი მეანო-
ბას და ემბრიოლოგიას, მერე კი გამომიგზავნი შენი მეცადინეო-
ბის შედეგებს.73 მეის გავუგზავნე სურათიანი ღია ბარათი, თუ მო-
გეწონება, შენც გამოგიგზავნი. რაც შეეხება ჩვენი ცხოვრების
სტილს: დილით ვდგებით ცხრა საათზე და ნორა აკეთებს შოკო-
ლადს. შუადღისთვის გვაქვს ლანჩი, რისთვისაც ჩვენ (უფრო სწო-
რად ის) ჯერ ყიდულობს პროდუქტს, შემდეგ ამზადებს საჭმელს

70
მულვეი ნახსენებია "ულისეში", მოლი ბლუმის მონოლოგში მის შეყვარე-
ბულთა შორის.
71
არა მაიკლ ჰიილი, არამედ, მეორე ბიძა – ტომას ჰიილი.
72
წერილი დაზიანებულია და ფრჩხილებში ჩასმულია აღდგენილი სიტყვები.
73
ამ დროს ნორა ბარნაკლ ჯოისი ორსულად იყო.
94 მკითხველთა ლიგა
(სუპს, ხორცს, კარტოფილს და კიდევ რამეს). ოთხ საათზე ვსვამთ
შოკოლადს, რვა საათზე კი ვვახშმობთ ნორას მომზადებული საკ-
ვებით. შემ[დეგ] [მივდივართ] კაფე "მირამარში" ს[ადაც ვკითხუ-
ლობთ] პარიზულ "ფიგაროს" და [ვბრუნდებით] უკან შუაღამისას.
ეიერსი, ინგლისურის [მეორე] მასწავლებელი, შესანიშნავი პი-
ანისტია და ზოგჯერ მუსიკითაც ვტკბებით. მიუხედავად იმისა,
რომ გამოუცდელია, ის მაინც მთელი არსებითაა ჩაბმული ამ სა-
მუშაოში. რაღაც ცხიმგროვა გამიჩნდა და მომავალ კვირას კბი-
ლის ექიმთან მივდივარ. "სპიკერისგან" მიღებული ფული სტომა-
ტოლოგთან დამეხარჯება და იმედი მაქვს, ექვს თვეში კბილები
წესრიგში მექნება. დენას თუ ხედავ ხოლმე, ხომ არ იცი, დაბეჭ-
დეს თუ არა ჩემი უხამსი სიმღერა "გითხრა, რომ გემშვიდობები?"
ნორას წავუკითხე XI თავი, რომელზეც მითხრა, შესანიშნავიაო,
მაგრამ მას ჩემი ხელოვნება არ აინტერესებს. ერთი შეეკითხე მაგ
ბანჯგვლიან ჯეისუსს,74 რა უნდა გავაკეთო? იგი ვალდებულია, ეს
იცოდეს.
ჯიმი

74
ფრანსის შიიჰი სკეფინგტონი, რომელმაც გაპარსვის პროტესტის ნიშნად
წვერი გაიზარდა, უარს ეუბნებოდა ჯოისს ფინანსურ დახმარებაზე ნორა ბარ-
ნაკლთან ერთად გაქცევის გამო. ის ფემინისტი იყო და შესაბამისი "ექსპერ-
ტი" სტანისლოს ჯოისისთვის, რადგან კონსულტაციებს უწევდა ქალთა ქცევე-
ბის შესახებ.
95 მკითხველთა ლიგა
ნორა ბარნაკლ ჯოისს75

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


[დეკემბერი, 1904]
კაფე "მირამარი", პულა, ავსტრია
საყვარელო ნორა, ღვთის გულისათვის ამაღამ მაინც ნუ ვიქ-
ნებით უბედურები. ძალიან გთხოვ, მითხარი, რა გჭირს. უკვე კან-
კალი მეწყება და თუკი ისე არ შემომხედავ, როგორც მიყურებდი
ხოლმე, აქვე, კაფეში დავიწყებ აქეთ-იქით სირბილს. ამ საღამოს
რაც არ უნდა გააკეთო, არაფერი გამანერვიულებს. ამაღამ ვერა-
ფერი მაგრძნობინებს თავს უბედურად. სახლში რომ მოვალთ,
ათასჯერ გაკოცებ. იქნებ ამ ყმაწვილმა(შესაძლოა იგულისხმება
ეიერსი, ბერლიცის სკოლის ინგლისური ენის მეორე მასწავლე-
ბელი.) გაგაბრაზა რამით, ან იქნებ იმან გაგაღიზიანა, ცოტა ხნით
რომ დაგტოვე?
ჯიმი

75
ჯოისმა ეს ბარათი ალბათ იმ კაფეში მაგიდის ქვეშიდან მიაწოდა ცოლს.
96 მკითხველთა ლიგა
სტანისლოს ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


28 დეკემბერი, 1904
გუილიას ქუჩა 2, II, პულა, ავსტრია
ძვირფასო სტანი, გთხოვ, გამომიგზავნე "აირიშ ჰოუმსტედი",
რომელშიც ჩემი მოთხრობაა დაბეჭდილი და საშობაო ნომერიც.
კვირის ბოლოს გამოგიგზავნი XII, XIII და XIV თავებს. ახლა ვარ
XV თავზე და დავიწყე "მილდრედ ლოუსონის"76 იტალიურად
თარგმნა. მინდა მალე მომწერო ამ თავების შესახებ. შეგიძლია
ისინი ათხოვო კოსგრეივს ანდა კურანს, მათ გარდა, სხვას ნურა-
ვის მისცემ. თუ გინდა, ბიცოლა ჟოზეფინასაც წაუკითხე, თანაც
უთხარი, რომ ხვალ მივწერ.
ალბათ, გაკვირვებული ხარ ჩემგან ასეთი უღიმღამო წერილე-
ბის მიღებით, მაგრამ რა ვქნა, რომ მოსაყოლი არაფერი მაქვს?
მწარე სიცივეა, ჩვენ კი ღუმელი არა გვაქვს. ძირითადად კაფეებ-
ში ვწერ. ჩვენი სკოლის მდივანი, ფროილაინ გლობოკნი, რო-
მელსაც პიანინო აქვს, ზოგჯერ საღამოობით შინ გვეპატიჟება. ის
ერთი პატარა მელანქოლიური ანდროგინია და ძალზე მგრძნო-
ბიარეა ჩემთან. გავბედავ და ვიტყვი, რომ არის ჩემში რაღაც, რაც
ასე იზიდავს ქალებს. მინდა მქონდეს უფრო მეტი ფული და თავი-
სუფლება, სწორედ ამ მიზეზთა გამო ერთდროულად რომანზეც
ვმუშაობ და თარგმანზეც.
შენ შეამჩნიე, რომ ხასიათწამხდარი ვარ, მაგრამ არ გინდა
მაგრძნობინო. ახალმა ურთიერთობებმა პირქუშად მაქცია და
გვერდზე გავდექი მსჯელობებისგან. ხან ცოტას ვსვამ, ხან სულაც
არ ვეკარები სასმელს, ბევრს ვეწევი და იშვიათად ვმღერი. ადვი-
ლად ვღიზიანდები. ნორა მეუბნება, – წმინდანის სახე გაქვსო, მე

76
ჯორჯ მურის მოთხრობა.
97 მკითხველთა ლიგა
კი მგონია, სახეზე უზნეობა უფრო მაწერია. მაგრამ ასეთი აღარ
ვარ, ყოველ შემთხვევაში, ასე ვფიქრობ.
ერთ ღამეს მუცლის საშინელი შეტევა დამემართა და ნორამ
ლოცვა დაიწყო: "ო, ღმერთო, მოაცილეო ეს ტკივილი ჯიმის". მე-
ორე საღამოს კინობიოსკოპში წავედით, სერიალი გადიოდა შეც-
დენილ გრეტჰენზე. ბოლო, მესამე სერიაში, ლოსარიო ქალს
მდინარეში აგდებს და გარბის, უკან ბრბო მისდევს. ამ დროს ნო-
რამ წამოიძახა: "პოლიციელო, დიჭირე გაქცეული".
ამაზე ვიკამათეთ კიდეც, რა სასაცილოები ვართ, არა? ნორა
ამბობს, რომ ისინი საყვარლები იყვნენ, მეჩხუბება და მეუბნება,
რომ ბავშვურად ვიქცევი. ამბობს, რომ შესანიშნავი ხასიათი
მაქვს. მეძახის "მიამიტ ჯიმის". ეს კომპლიმენტია, სინიორ!
ჩვენი სახლი არ არის ჯანსაღი ადგილი და ვეძებ სხვა საცხოვ-
რებელს. მგონი, ნორა ორსულად არის და მინდა რამდენადაც შე-
საძლებელია, ჯანმრთელად იცხოვროს. ჩემი შვილი! ბავშვი რომ
მეყოლება, რა თქმა უნდა, არ მოვნათლავ, მხოლოდ ჩემს სახელ-
ზე დავარეგისტრირებ. მაგრამ, ჯერ ამაზე ლაპარაკი არ მინდა.
გარეგნულად ძალიან არ შევცვლილვარ, ცოტა გავსუქდი,
მაცვია ახალი ყავისფერი ტანსაცმელი, პატარა ულვაშიც მოვუშ-
ვი და ვატარებ ხალვათად შეკრულ მეწამულ ყელსახვევს. ხმა
ძალზე ჩამეხლიჩა, ჯერ ერთი, იმის გამო, რომ ვეღარ ვავარჯიშებ,
მეორეც, ბევრს ვეწევი, თანაც ქრონიკულად ვარ გაციებული. მო-
მავალ თვეში წავალ ოკულისტთან, გამოვაწერინებ პენსნეს, რო-
მელსაც ზოგჯერ გამოვიყენებ, რადგან მხედველობა სავალალო
მდგომარეობაში მაქვს.
არა მგონია, ისეთი შთაგონება მქონდეს, რომ ქრონიკებში აღ-
ვწერო. არც ის მგონია, კიდევ შევძლო სიმღერის დაწერა. იქნებ
გადაგეთვალიერებინა გასული წლის ინგლისური ჟურნალები და
გენახა, რამე სტატია ხომ არ არის დ’ანუნსიოს "Figlia di Jorio"-

98 მკითხველთა ლიგა
ზე.77 თუ არაფერი დაწერილა, მე მოვამზადებ სტატიას. ამ კვირას
ველოდები შენს პასუხს "სპიკერის" შესახებ გამოგზავნილ ჩემს
ღია ბარათზე. თუ დიუკ სტრიტზე მოიძიებ ჩემი სამგზავრო ჩემოდ-
ნის გასაღებს, რომელიც ჯერაც არ მიმიღია, გამომიგზავნე. "სპი-
კერის" ძველი ნომერი დამეკარგა და კარგი იქნება, თუ მიშოვი.
ალბათ კმაყოფილი იქნები ამგვარი ბარათით, მომწერე დაწ-
ვრილებით. ახლა შინ მივდივარ, ძალზე გვიანია და ამ სიცივეში
ფეხით მიწევს სიარული.
კაფე "მირამარი"
ჯიმი
ნორა ჯოისი
ნორა  ××××
ვწუხვარ, რომ ესენი78 ნამდვილი არ არის ××××
დამდეგ ახალ წელს გილოცავ!

77
გაბრიელე დ’ანუნსიო – "La Figlia diIorio" – Tragedia pastorale, გამოქვეყ-
ნდა მილანში 1904 წელს.
78
საუბარია კოცნაზე, რაც ამ სიმბოლოთია გამოხატული (×).
99 მკითხველთა ლიგა
მისის უილიამ მიურეის79

31 დეკემბერი, 1904, ახალი წლის წინა საღამო


გუილიას ქუჩა 2, პულა, ავსტრია
ძვირფასო ბიცოლა ჟოზეფინა, ათას ბოდიშს გიხდით ჩემი ჩვე-
ული უზრდელობისთვის და ათას ბედნიერებას გისურვებთ დამ-
დეგ ახალ წელს თქვენ და ბიძია უილის. სტანისათვის გაგზავნი-
ლი წერილები მიგახვედრებდათ, როგორი დაკავებული ვარ ყო-
ველდღიური მძიმე საქმით და როგორ მიჭირს გრძელი ბარათე-
ბის წერა. ამას დაუმატეთ ჩემი ზარმაცი ხასიათიც. ალბათ გაიგებ-
დით, როგორ გამიცამტვერა და ამირია ანგარიშები ჩემმა გამომ-
ცემელმა. თუ წაიკითხეთ "ავტორბოლის შემდეგ?"80 ამ საღამოს
ან ხვალ ვგზავნი XII, XIII და XIV თავებს. ფულს აქ ფასი არ აქვს,
რამდენიმე კვირის განმავლობაში ძლივს გვყოფნის, ამიტომაც
ვერ გამოვაგზავნე ეს თავები აქამდე. სავარაუდოდ, მომდევნო
კვირასაც იმავე მისამართზე ვიქნები, რამდენადაც აქაურობა სი-
ჯანსაღით ვერ გამოირჩევა, მინდა რაც შეიძლება ჯანმრთელ გა-
რემოში ვაცხოვრო ნორა.
სხვათა შორის, ერთი რამ უნდა გთხოვოთ, თუ წინააღმდეგი
არ იქნებით და არ შეწუხდებით, იქნებ ბარათი მისწეროთ სინიო-
რა ჯოისს ამ მისამართზე (ადრესატს გადაეგზავნება). ის, ერთი
პატარა ფროილაინის გარდა, აქაურ ქალებთან არ ურთიერთობს
და საყვარლად სულელია ამ საკითხებში. შეგიძლიათ მისწეროთ
ერთი-ორი ზოგადი ფრაზა, ვთქვათ: "არ შეგეშინდეს, ჩემო ძვირ-
ფასო". ჩემი განუხრელი მხნეობა, რომელიც არასოდეს ვარდება
სასოწარკვეთილებაში, ახლა ქალის შემწეობას საჭიროებს.

79
joisis dedis Zmis coli. ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციიდან.
80
მოთხრობა "დუბლინელებიდან".
100 მკითხველთა ლიგა
სტანი მწერს, რომ ელისს(მისის მიურეის ქალიშვილი.) რაღაც
ოპერაცია გაუკეთებია. იმედი მაქვს, წარმატებით ჩაიარა ყველა-
ფერმა. ის ასევე მიგზავნის სახუმარო მოხსენებით ბარათს სა-
ქონლის ბაზრის ახლოს მყოფი მოტირალების შესახებ. ვცდი-
ლობ, გადავიდე იტალიაში რაც შეიძლება მალე, რადგან მძულს
ეს ათასნაირ ენაზე მოლაპარაკე ათასნაირი ჯურის ხალხით სავსე
კათოლიკური ქვეყანა. მას მართავს პარლამენტი, რომელსაც არ
შეუძლია ბიზნესის ხელის შეწყობა, და რომელიც მთელი კვირის
განმავლობაში, ყველაზე უკეთეს ვარიანტში, მხოლოდ ფიზიკუ-
რად თუ იმყოფება ევროპის ამ ყველაზე კორუმპირებულ დიდე-
ბულთა შენობაში. პულა არის შორეული პორტი-ციმბირის – სამ-
ხედრო ბაზა, ნავსადგურში ირევა ოცდაჩვიდმეტიოდე სამხედრო,
რომელთაც ბაცი ფერის ფორმები აცვიათ. ისტრია არის მოსაწყე-
ნი ადგილი, რომელიც გრძლადაა შეჭრილი ადრიატიკაში. იქ
სახლობენ უვიცი სლავები, რომლებსაც პატარა წითელი ქუდები
ახურავთ და ფართო ბრიჯები აცვიათ.
გამიხარდება, თუკი შემატყობინებთ ნებისმიერ ახალ ამბავს,
არ მინდა, თავი ზედმეტად მოგაწყინოთ ჩემი უმართებულო მანე-
რებით. ჩემ შესახებ ბევრი მოყოლა არ შემიძლია, გარდა იმისა,
რომ მართალია, ძალზე ხშირად მიცრუვდება იმედი, მაგრამ ნო-
რას ბუნებაში სიყალბის ვერავითარ კვალს ვერ ვხედავ, მას
კვლავაც შესწევს ვაჟკაცობა, მენდოს. სამი თვის წინ სწორედ ამ
ღამეს დავტოვეთ ნორთ ვოლი. სათქმელადაც საკვირველია,
რომ აქამდე ქუჩაში არ დავტოვე იგი, არადა, ბევრი ჭკვიანი ადა-
მიანი მეუბნებოდა, ასე იზამო. დაბოლოს, მიმიფურთხებია პიუს
მეათისთვის. გულწრფელად,
თქვენი ჯეს ა. ჯოისი

101 მკითხველთა ლიგა


სტანისლოს ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


13 იანვარი, 1905
მედოლინოს ქუჩა 7, პულა, ავსტრია
ძვირფასო სტანი, მივიღე შენი დაგვიანებული წერილი "კაბ-
რას" უამრავ ახალ ამბავთან ერთად. წერილს ვურთავ XII, XIII,
XIV თავებს. დავამთავრე XV81 თავი და ახლა XVI თავს ვწერ. გა-
მომიგზავნე საუნივერსიტეტო კოლეჯში ყოფნის ყველა საბუთი,
რაც მოგეპოვება. ასევე მჭირდება სტრაუსის "იესოს ცხოვრების"
თარგმანი სკოტის ბიბლიოთეკიდან (18/6დ).82 შევუკვეთე რენა-
ნი.83 მჭირდება გრძელი და კრიტიკული წერილი ამ თავების შე-
სახებ. როგორც გითხარი, შეგიძლია მათ ათხოვო ეს თავები, რო-
გორც უკვე ვთქვი. კარანს უთხარი, რომ მალე გავუგზავნი ჩემი
ლექსების სრულ ხელნაწერს. ველოდები გაზეთებს. მე ისევ მივ-
წერე "სპიკერს" და ახლა მივწერ გრანტ რიჩარდსა და ბეილის.
ჩვენს ახალ ოთახში ძალზე მოხერხებული ბუხარი და საწერი მა-
გიდაა. რომანის ეს თავები რაც შეიძლება სწრაფად დამიბრუნე.
სანამ კოლეჯის ეპიზოდს არ დავამთავრებ, დანარჩენ ნაწერებს
არ გამოგიგზავნი. გამაგებინე ჩემი თანამოკალმეების, თეატრის
და ა. შ. ამბები. ახლა მეტს ვეღარაფერს მოგწერ, დრო აღარ
მაქვს, გაკვეთილზე მეჩქარება. ნორამ წერილი გაუგზავნა ბიცო-
ლა ჟოზეფინას და ახლა შენ გიგზავნის მოკითხვას. რა ჯანდაბას
საქმიანობ შენ თვითონ? ნორა სპეციალური მარწუხებით მიყე-

81
საუბარია "გმირი სტივენის" ხელნაწერის იმ ნაწილზე, რომელიც აკლია ამ
თავს.
82
დევიდ ფრედერიკ სტრაუსი – "იესოს ცხოვრება" (1835), ინგლისური თარ-
გმანი ეკუთვნის ჯორჯ ელიოტს, 1840.
83
ერნესტ რენანი – "იესოს ცხოვრება" (1863), თარგმანი და შესავალი ეკუთ-
ვნის უილიამ ჰათჩინსონს.
102 მკითხველთა ლიგა
ნებს ვარცხნილობას, ახლა ასეა მიღებული – en brosse-ა მოდა-
ში. "მშვენიერი მამაკაცი დავდექი!", ეს საყვარელი ბერიკაცი ჰენ-
რი ჯეიმზი! წაიკითხე მისი წერილი ბოდლერზე? მოკვდები სიცი-
ლით.
ჯიმი

103 მკითხველთა ლიგა


სტანისლოს ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


19 იანვარი, 1905
მედოლინოს ქუჩა 7, 10, პულა, ავსტრია
ძვირფასო სტანი, გიგზავნი "დუბლინელების" მეოთხე მოთ-
ხრობას "ჰელოუინის ღამე", რომელიც მინდა, რომ პირდაპირ
"აირიშ ჰოუმსთედის" რედაქტორს მიუტანო. შესაძლოა, ჩემზე
ნაწყენები არიან და არც კი მაღირსონ ამიერიდან დაბეჭდვა. იმ
შემთხვევაში, თუ მიიღეს მოთხრობა, გიგზავნი თანხის მისაღებ
ქვითარს, ფული შენ გამოიტანე და მერე გამომიგზავნე. უთხარი,
რომ მოხარული იქნები, თუკი, შეძლებისდაგვარად, სწრაფად გა-
დაგიხდიან ჰონორარს. "აირიშ ინდიფენდენტი" მართლაც საში-
ნელებაა, ვერაფერს წაიკითხავს კაცი, "სელტიკ ქრისტინის"84 ნო-
მერში მხოლოდ ლექსებს გადავხედე, რომლებიც ასევე არაფ-
რად ვარგოდა, შედარებით არა უშავდა კოლამის85 ლექსს, რო-
მელიც, ვფიქრობ, ცუდი არ იყო. უთხარი იმ მამაცხონებულებს,
რამე მოუხერხონ "ჰელოუინის ღამეს". გრანტ რიჩარდსს მივწერე
და ჰარპერს კი გავუგზავნე ჩემი ლექსი – "მშვიდობით". რამე ახა-
ლი ხომ არ ისმის "აირიშ ვოისის"86 შესახებ? შეეცადე, შეხვდე
ო’დონაჰიუს.87 რობერტსის რომელიმე ტომი თუ დაიბეჭდა და

84
"აირიშ ჰოუმსტედის" საშობაო ნომერს სახელწოდება შეუცვალეს და "სელ-
ტიკ ქრისმას" დაარქვეს.
85
პადრაიქ კოლამი (1881-1972) – ირლანდიელი მწერალი, ავტორი ლექსი-
სა "იავნანა", ("აკვნის სიმღერა"), რომელიც დაიბეჭდა "სელთიკ ქრისმასში"
(3 დეკემბერი 1904).
86
"აირიშ ვოისი" უნდა ყოფილიყო ირლანდიელი პოეტების ანთოლოგია,
რომელიც გამიზნული იყო გამოსაცემად და სენტ ლუისის გამოფენაზე გასა-
ტანად 1904 წელს. ჯოისს უნდოდა მისი ლექსებიც შესულიყო კრებულში,
თუმცა, წიგნი აღარ გამოიცა.
87
დევიდ ჯეიმზ ო’დონაჰიუ (1866-1917) – ირლანდიელი ბიოგრაფი, რომე-
ლიც, სავარაუდოდ, "აირიშ ვოისის" რედაქტორი უნდა ყოფილიყო.
104 მკითხველთა ლიგა
ჩემს გამოსაცემად ისევ თუ არიან განწყობილი? ვიმედოვნებ,
რომ უფრო ხშირ-ხშირად მომწერ, ხომ იცი, არავინ მყავს დამლა-
პარაკებელი. ნორას, რა თქმა უნდა, ფეხებზე ჰკიდია ხელოვნება.
როცა "მილდრედ ლოუსონი" წაიკითხა, განაცხადა: "მურს არ
სცოდნია, როგორ უნდა მოთხრობის დამთავრებაო". როცა ნახა,
ეპიფანიებს ვიწერდი ჩემს რომანში, მკითხა, – ყველა ფურცელი
უნდა გააფუჭოო? – და ამან ჰაინე გამახსენა. ჩემს ცოლს უნდა,
სასწრაფოდ დავამთავრო რომანი, გავმდიდრდეთ და პარიზში
გადავიდეთ საცხოვრებლად. პარიზი და ციურიხი ძალიან მოს-
წონს, პულა მისთვის უსიამოვნო, ძველი ადგილია. ჩემი მისამარ-
თი ჩემი ნებართვის გარეშე არავის გაუმხილო, ამიტომაც მინდა,
პირადად შენ გამოიტანო ფული "ჰოუმსტედიდან". რა დაემარ-
თათ ამ ირლანდიელ მწერლებს?88 რა გაუთავებლად წუწუნებენ.
განა სასაცილო არ არის რობერტსის ლექსი დედაზე, რომელსაც
გულში ჰყავს ჩაკრული ჩვილი? ო, ღმერთო, საიდან გამოტ-
ყვრნენ ეს დაბრმავებული, მოწუწუნე, ჟღვინტლიანი ახალგაზ-
რდები?
ჯიმი

88
ჯოისი გულისხმობდა იმ ახალგაზრდა მწერლების ჯგუფს, რომლებიც ჯორჯ
რასელის ირგვლივ იყვნენ შემოკრებილი. რასელმა გამოაქვეყნა მათი ნა-
წარმოებების კრებული.
105 მკითხველთა ლიგა
სტანისლოს ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


28 თებერვალი, 1905
მადოლინის ქუჩა 7, პულა, ავსტრია
ძვირფასო სტანი, რატომ დაუსვი ძახილის ნიშანი იმ წინადა-
დებას, სადაც დორანის სტატიაა ნახსენები? უცნაურად მეჩვენება
ეს საკითხი, უნდა წავიკითხო ეგ სტატია. შენ მიერ იბსენის ხსენე-
ბამ განმაწყო საიმისოდ, რომ ტრიესტის გაზეთიდან ამოჭრილი
ეს ფურცელი გამომეგზავნა წერილთან ერთად. ნეტავ, ისე ვიცო-
დე დანიური, რომ ამ ტომეულის წაკითხვა შემეძლოს. როგორი
სტატიაა იბსენზე ტ. პ.-ში?89 შემჩნეული მაქვს, რომ იბსენზე დაწე-
რილ სტატიებს ერთობ მიმზიდველი სათაურები აქვს. ვის გულის-
ხმობდი, როცა მწერდი: ფინის სასტუმროში მათ მხოლოდ ის მით-
ხრეს, რომ მის ბარნაკლი აქედან წავიდაო?" მისის რაითი იქ არის
დაბინავებული? (რა საზიზღარი მელანია!) საკმაოდ მშრალი იყო
შენ მიერ ჩვენი შექება (ჩემი და კოპის),90 მაგრამ მე ხომ ჩემი ყვე-
ლა საბუთი თან არა მაქვს (ეს შენც იცი), თორემ იძულებული არ
გავხდებოდი, სხვებისთვის მიმემართა თხოვნით. მეგონა, კარან-
მა იცოდა შეთავაზებული ნაწარმოების სიდიდე და ის, თუ რაზეა
დაწერილი – საზრუნავზე თუ საკურნავზე? წავიკითხე რენანის
"იესოს ცხოვრება" (გთხოვე, გამოგეგზავნა სტრაუსი). ეს არის
ყოველმხრივ კარგი ნაწერის მოდელი: განწყობა შესანიშნავადაა
შექმნილი. სიკვდილის სცენა შესაძლოა გადაგითარგმნო კიდეც.
ის იოანე ნათლისმცემელს ეძახის ღვთაებრივი ნადიმის აბზინ-

89
ჰენრიკ იბსენი, "ყოველკვირეული ტ. პ." – ტომას პაუერ ო’კონორის გამომ-
ცემლობა.
90
ფრანსუა კოპი (1842–1908) – ფრანგი მწერალი. სტანისლოს ჯოისის წერი-
ლი, სადაც იგი თავის ძმასა და კოპის ერთმანეთს ადარებს, შემონახული არ
არის.
106 მკითხველთა ლიგა
დის არაყს. წავიკითხე "სატანის მწუხარება",91 "რთული საკით-
ხი",92 "ზღვის მგლები",93 "აღდგომა",94 "კეთილი ქალბატონი ფა-
რისეველი",95 "კოროსკოს ტრაგედია",96 "ელისაბედის სტუმრო-
ბა"97 და ჟისკა.98 ვიცი, რომ ბევრი წერილის მოწერა მმართებს,
მაგრამ, ეშმაკმა დალახვროს, ამის საშუალება არ გამაჩნია. შენ
საქმე არაფერი გაქვს, რატომ არ მწერ დაწვრილებით ყველა-
ფერს? უნდა ვიშოვო იაკობსენის99 მოთხრობები (გერმანულად)
და "ნადიმი სოლჰუგში"100 (ისიც გერმანულად) და წავიკითხო.
გერმანული ენის ცოდნაში საკმაო პროგრესს მივაღწიე. წაიკით-
ხე "სირინოზის ხმა"101 და შენი აზრი გამაცანი. უთხარი იმ უსი-
ცოცხლო კაცს,(ლაპარაკია კოსგრეივზე.) რომ "იქნება"102 არ
არის ინვერსია. ასევე გადაეცი, რომ ვაპირებ მასზეც დავწერო
"დუბლინელებში", სად არის ამჟამად "ჰელოუინის ღამე"? ისევ "ა.
ჰ"-ში103 წაიღე და რასელს ჩემ მაგიერ აკოცე. შენ უნდა გამომიგ-
ზავნო ის რეცენზიებიც, რაც დაიწერა თანამედროვე ლიტერატუ-
რაზე.
რატომ არაფერს მწერს ბიცოლა ჟოზეფინა? გამოგიგზავნე
ქვითრის ჩემს ხელთ არსებული ყველანაირი მონაცემი, გელო-

91
ავტორი მარი კორელი. ის ნახსენებია "ულისეშიც".
92
ავტორია მის ლოვეტ კამერონი.
93
ავტორი მაქს პემბერტონი.
94
გრაფი ლევ ტოლსტოი.
95
ავტორი რიტა (მისის დესმონდ ჰამპფრეი.)
96
კონან დოილი.
97
ელინორ გლინი.
98
მარი კორელი, ჟისკა, "ბოროტი სულის პრობლემები".
99
იენს პიტერ იაკობსენი – დანიელი პროზაიკოსი, სავარაუდოდ, იგულისხმე-
ბა მისი მოთხრობების კრებული "მოგენები".
100
ჰენრიკ იბსენი, "ნადიმი სოლჰუგში" (1855).
101
იაკობსენის თარგმანი – "Niels Lyhne" (ლონდონი, 1896).
102
il y aurait.
103
"აირიშ ჰოუმსთედი".
107 მკითხველთა ლიგა
დები, როდის შეამოწმებ დაანგარიშებული თანხის სისწორეს და
გამაგებინებ პასუხს.
ასე მგონია, ვრცელი ნაწარმოების კითხვისას ადამიანებს აო-
ცებთ მწერლის გამორჩეული ენერგია და მისი განსაკუთრებული
მოთმინების უნარი. თუკი მოვინდომებდი, ადვილად შევძლებდი
მოკლე მოთხრობების წერას, მაგრამ, ის, რისი გატარებაც მე მინ-
და რომანში, არ მიიღწევა, თუკი წვეთ-წვეთად არ შევიტანე სი-
უჟეტში. როცა გოგარტის თავების რაოდენობა ვუთხარი, უნდა
მოგესმინა, როგორი დისკანტით დაუსტვინა. რაღაც არ მომწონს
ეს სათაური: "გმირი სტივენი"104 და ვაპირებ ისევ აღვადგინო
თავდაპირველი: "ხელოვანის პორტრეტი" ან სულაც, იქნებ ჯობ-
დეს, დავარქვა "ახალგაზრდა კაცის ცხოვრების თავები". მე რომ
მქონდეს ფონოგრაფი ან მყავდეს გონიერი სტენოგრაფისტი,
ისეთ რომანებს, რაც ამ ბოლო ხანებში წავიკითხე, უთუოდ შვიდ-
რვა საათში დავწერდი.
ჩემმა "თავდადებამ" "დუბლინელების" მიმართ შენში დამცი-
ნავი გაოცება გამოიწვია. იმ გამხნევებაში, რასაც შენგან ვიღებ,
ცხადად ვგრძნობ, რომ ზედმეტად ინდიფერენტულად მიგაჩნი-
ვარ. ძნელია, ჩემი ასაკისას ინდიფერენტული იყო. მართალია,
არა ვარ ის ადამიანი, ვინც მოკრძალებისგან კვდება, მაგრამ არც
ჯვარზე გაკვრას ვაპირებ ჩემი ხელოვნების სრულყოფილების
დასამტკიცებლად. მძულს უაზრო გმირობის ყოველგვარი გამოვ-
ლენა ნადავლის მოსაპოვებლად.
ჩემი ვარაუდით, სანამ რომანს დავასრულებ, მანამ გერმანუ-
ლი და დანიური ენები უკვე კარგად მეცოდინება და თუკი ბრან-
დესი105 კვლავაც ცოცხალი იქნება, პირდაპირ მას გავუგზავნი

104
როდესაც "ხელოვანის პორტრეტი" არ მოიწონა ჟურნალმა "დანა", ჯოისმა
გადაწყვიტა, სათაური შეეცვალა და დაარქვა "გმირი სტივენი". სტანისლოს
ჯოისი აცხადებდა, რომ ორივე სათაური მან შესთავაზა ჯეიმზს.
105
გეორგ ბრანდესი (1842-1927) – დანიელი კრიტიკოსი, იბსენის მეგობარი.
108 მკითხველთა ლიგა
წიგნს. ნებაყოფლობით ავირჩიე ჩემი ამჟამინდელი გადასახლე-
ბა, განა ასე არ არის? ეს მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ერთი მხრივ,
იმიტომ, რომ აქ უფრო მოვახერხებ ჩემთვის იმ სტაბილური მო-
მავლის შექმნას, რაც გულს დაუმშვიდებს კარანს, და, მეორე
მხრივ, აქ ვიღებ იმ მუხტს, რისი მეშვეობითაც ბოლომდე მივიყ-
ვან ჩემს რომანს.
ამ წერილს ალბათ მიიღებ შაბათს ან კვირას. შენი შემდეგი ბა-
რათი გამომიგზავნე ტრიესტის სკოლაში, წმ. ნიკოლოს 32-ში,
რადგანაც იქ გადამიყვანეს. კვირას დილით პულადან ტრიესტიში
მივემგზავრები. თუკი უკვე გამოგზავნილი გაქვს წერილი, გზაში
დამაწევენ. როგორც კი ჩავალ, მაშინვე მივხედავ ბერლიცის
სკოლაში შენი სამსახურის ამბავს. უნდა გაითვალისწინო შემდე-
გი დეტალები: ინგლისი, ირლანდია და შოტლანდია კონტროლ-
დება ლონდონიდან. საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია და,
მგონი, გერმანიაც – პარიზიდან. ავსტრია-უნგრეთი, იტალია,
შვეიცარია, თურქეთი, საბერძნეთი, ეგვიპტე – ვენიდან. შენ უნდა
მიმართო ამ ცენტრებს იმის გათვალისწინებით, თუ სად გსურს
წასვლა. ახლა შესაფერისი დრო არ არის, რადგან ყველა სამუ-
შაო ადგილი დაკავებულია, მაგრამ შესაძლოა, სადმე მაინც იყოს
ვაკანსია. სექტემბერში არ გაგიჭირდება სამსახურის შოვნა. თუ
აპირებ სექტემბრამდე მოცდას, პირდაპირ მიდი და ჩააბარე მი-
საღები გამოცდები. სამეფო უნივერსიტეტში თუ ჩააბარებ, ძალზე
წაგადგება მისი სერთიფიკატი. შეაგროვე დანარჩენი სერთიფი-
კატებიც და არ დაგავიწყდეს დაბადების მოწმობაც. თუკი წას-
ვლას გადაწყვეტ, სალაპარაკო ფრანგული უნდა ისწავლო, რად-
გან კონტინენტის ნებისმიერ სასწავლებელში გამოგადგება,
გარდა, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევისა, როცა უბრალო ხალხთან
მოგიწევს ურთიერთობა. თუ სექტემბრამდე გინდა წასვლა, მომ-
წერე, გამაგებინე, იქნებ ვენის ოფისის მიერ კონტროლირებად
რომელიმე სასწავლებელში გიშოვო რამე ვაკანსია. აგენტის-
109 მკითხველთა ლიგა
თვის სამი გინეის გადახდა მოგიწევს, მაგრამ სანამ ფულს მის-
ცემდე, გამაგებინე მისი ვინაობა და გირჩევ, ენდო თუ არა მას.
გიზიარებ ჩემს გამოცდილებას: მოუშვი ულვაშები, თავი მოაჩვე-
ნე, რომ ყველაფრის მცოდნე ხარ და კოხტად ჩაიცვი.
ასე თუ მოიქცევი, უკეთესად წაგივა საქმე. რომელ ქვეყანაში
გინდა გამგზავრება? შემიძლია გითხრა, თუ სად რისი გაკეთება
მოგიწევს. საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში თავს ნახევა-
რი ხელფასითაც იოლად გაიტან, მაგრამ მე სადაც ვარ, აქ სიძვი-
რეა. როგორც შეგიძლია სწრაფად და ამომწურავად მიპასუხე წე-
რილზე. ძალზე გავწვალდი იმ ქაღალდის უქონლობის გამო, რის
გამოგზავნასაც გთხოვდი.
გულწრფელად,
შენი(გამოსამშვიდობებელი ფრაზა გადახაზულია.) ო, იესოვ,
სულელი არა ვარ, ამას რომ ვწერ?
ჯიმი

110 მკითხველთა ლიგა


სტანისლოს ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


4 აპრილი, 1905
პიაცა პონტეროსოს 3, III, ტრიესტი, ავსტრია
ძვირფასო სტანი, კვირას აქ ბერძნულ წირვას დავესწარი და
ნიშანდობლივად მომეჩვენა ჩემი მოთხრობა "დები". უცნაური
წირვა აქვთ ბერძნებს. საკურთხეველი არ ჩანს, მაგრამ დროდად-
რო მღვდელი აღებს კარიბჭეს და ეჩვენება მრევლს. კარს დაახ-
ლოებით ექვსჯერ აღებს და ხურავს. სახარების წასაკითხად გა-
მოდის გვერდითა კარიდან, ჩამოდის ამბიონზე და იქ კითხუ-
ლობს. იმავეს აკეთებს ჯვარზე მთხვევის დროსაც. ბოლოს, როცა
ხალხს დალოცავს, ისევ ხურავს კარიბჭეს. პატარა ბიჭი ჩამორ-
ბის გვერდითა კარიდან დიდი ლანგრით, რომელიც სავსეა პურის
პატარ-პატარა ნატეხებით. მას მოჰყვება მღვდელი და ამ ნატე-
ხებს ურიგებს მოჯარულ მორწმუნეებს. ოხერი ტაკიმასხარა! ის
მღვდელი თვალს არ მაცილებდა, ორი ჰარუსპიკი ვიყავით!106
უკვე დავამთავრე კიდევ ერთი თავი და ახლა ვმუშაობ XX-ზე.
საშინელი ნაწარმოებია, – პირდაპირ მიკვირს, რა ნებისყოფა
მყოფნის ამის საწერად. როგორ გგონია, მკითხველს თუ ეყოფა
მოთმინება მის წასაკითხად? ინგლისურის აქაურმა მეორე მას-
წავლებელმა გუშინ საღამოს ჩემს კოსტიუმს რომ შეხედა, მით-
ხრა: "ხშირად შემინიშნავს, რომ ექსცენტრიკულ ადამიანებს ცუ-
დი გემოვნება აქვთ, იცვამენ იმას, რაც ხელთ მოხვდებათ ხოლმე.
შემიძლია გირჩიო, თუ გემოვნება გღალატობს, ნაცრისფერი ტან-
საცმელი ჩაიცვა, მოდელს მნიშვნელობა არა აქვს, ამ ფერში მა-
მაკაცი ყოველთვის ჯენტლმენურად გამოიყურებაო". უკვე მომიმ-

106
იგულისხმებიან თვითონ და მღვდელი, "ჰარუსპიკი" ნიშნავს წინასწარმეტ-
ყველს.
111 მკითხველთა ლიგა
წიფდა აზრი, რომ საზიზღარი სამსახური მაქვს, ერთხელაც იქნე-
ბა, თავებს გავუჩეჩქვავ ჩემს მოსწავლეებს და მოვკურცხლავ
აქედან.
გთხოვ, გამომიგზავნე ჩემი სამგზავრო ზანდუკის გასაღები,
უნდა გავყიდო და საკვოიაჟი ვიყიდო. ეს ზანდუკი ლამის მესამე
მგზავრია და მის გამოც ფულს ვიხდი, ლონდონიდან ტრიესტიმდე
1 ფუნტი დამიჯდა მისი ზიდვა. თუ გინდა მალე მოიშორო "ჰელოუ-
ინის ღამე", უკან გამომიგზავნე ხელნაწერი, რადგან ლონდონში
უნდა გავგზავნო "დეილი მეილში" დასაბეჭდად. სასწრაფოდ მო-
მაწოდე ქეთრინ ჰიილის107 ანდერძი, მისი ქალიშვილობის გვა-
რია მორტიმერი, ცოლად გაჰყვა ჰიილის და გარდაიცვალა ები-
გეიტში, გოლვეიში 1895, 6, თუ 7 წელს. შენ თვითონაც წაიკითხე
ანდერძი და მე გამომიგზავნე ასლი, თანაც მალე. მაგ საბუთის
აღება შესაძლებელია "ოთხი სასამართლოს" არქივში. ასევე გა-
იკითხე, შეუძლია თუ არა ნორას, მიიღოს თავისი დაბადების მოწ-
მობა, თუკი წერილობით მიმართავს სარეგისტრაციო ბიუროს
ხელმძღვანელს, რადგან შეიძლება დაგვჭირდეს. კოსგრეივს თუ
შეხვდები, უთხარი, რომ ჩემს რომანში შევიყვანე პერსონაჟად
ლინჩის სახელით. წერილი გამომიგზავნე ბერლიცის სკოლაში
წმ. ნიკოლოს ქუჩა 32, რადგან კვირას იქ ჩავდივარ.
შენი წერილი მივიღე. რეგულარულად ვათვალიერებ ხოლმე
სამ ლონდონურ გაზეთს, სიახლეები თითქმის არაფერი იყო, მაგ-
რამ წერილების მიღება გიჟივით მიხარია. გაზეთს რომ ვკითხუ-
ლობდი, ერთმა ჩემმა მოსწავლემ, პატარა ხეპრე უნგრელმა ჩა-
მიარა და უღიმღამოდ მომესალმა: "დილა მშვიდობისა, სარ!" მე
კი ჩემთვის ჩავილაპარაკე: "მოგხვდა საჯდომში ქვა"-მეთქი. მარ-
თლა გეუბნები, ნამდვილი საშინელებაა. დროულად გამომიგზავ-
ნე ანდერძი და გასაღები. "ყოფილი მრუში და... სულიერი სიყვა-

107
ნორა ჯოისის ბებია (დედის მხრიდან), რომელმაც იგი აღზარდა.
112 მკითხველთა ლიგა
რული"-ო, ფუი! ფუი! და ეს ყველაფერი მე მეხება? გახსოვს, რო-
გორ მოკლა ბაკლიმ108 რუსი გენერალი? ახლახან დავამთავრე
XV, XVI, XVII, XVIII, XIX, XX თავები და ამჟამად ვმუშაობ XXI-ზე.
რატომ არ მიგზავნი ჩემს ნაწერს? ჯანმრთელობა წესრიგში არა
მაქვს. არ მომწონს "ნდობა",109 ძალზე მოსაწყენია საკითხავად,
აი, პიტერ სიმპლი კი არ არის მოსაწყენი. წაიკითხე XXII თავის
ბოლო ნაწილი, მგონი, კარგადაა დაწერილი. ეშმაკმა დალახ-
ვროს ეს კინკორა.110 ნორას დროდადრო წამოუვლის ხოლმე წა-
კითხვის სურვილი, თან კითხულობს და თან ღიღინებს: "ბებერ
ტომი გრეგორის აქვს სამხეცე, მე მგონი". ამგვარ საქციელს,
ტორნტონისა არ იყოს, დოუბლე ენტენტე111 შეიძლება ეწოდოს.
ჯიმი
ნორა მეუბნება შენზე, იმედია, კარგად არისო და კარგი ცო-
ლიც გვაღირსოსო. ღმეეერთო!

108
ჯოისის მამის პროტოტიპი ბაკლი ანუსში ესვრის რუს გენერალს.
109
ჰენრი ჯეიმზის რომანი.
110
ლედი გრეგორის პიესა, რომელიც პირველად დაიდგა 1905 წლის 25
მარტს ების თეატრში.
111
ორმაგი კავშირი.
113 მკითხველთა ლიგა
სტანისლოს ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


[2 ან 3 მაისი, 1905]
წმ. ნიკოლოს ქუჩა 30, II 0 ტრიესტი, ავსტრია
ძვირფასო სტანი, წავიკითხე ლონდონური "სტანდარტი", სა-
დაც წერია, რომ გრანტ რიჩარდსი გაკოტრებულა მთელი 53 100-
0-0 ფუნტით. როგორ ფიქრობ, მე რა უნდა ვქნა? მინდა, ჩემი ლექ-
სები შემოდგომას დაიბეჭდოს. დავამთავრე XV, XVI, XVII, XVIII,
XIX, XX და XXI თავები, ახლა ვწერ XXII თავს. კონკრეტულად
რომ ვიცოდე, რა ბედი ეწევა "ჰელოუინის ღამეს", ერთ "დუბლი-
ნელსაც" დავწერდი. არა მგონია, კიდევ შევთხზა ლექსები. ძალზე
მიჭირს ოთახის შოვნა, რადგან სახლის მეპატრონეები როგორც
კი იგებენ ნორას მდგომარეობას, მაშინვე უარს გვეუბნებიან ბი-
ნის მოქირავებაზე. ფეხებზე მკიდია, ვინ რას აკეთებს, ან სად რა
ხდება. ახლა ვეღარ ვწერ, რადგან ნორა შეუმშრალმელნიან ქა-
ღალდს მირტყამს.
ველოდები შენს წერილს, რომელიც გამაგებინებს ახალ ამ-
ბებს ჰ.ო-ზე.112 ნორა დარწმუნებულია, რომ შეცდომებს ჩადიხარ.
ალბათ, გაიგებდი, რომ ჩავერთე "იდეაში" გამოცხადებულ კროს-
ვორდების შევსების კონკურსში. ექვს მწკრივში 48 სიტყვაა. 42
უკვე ამოვხსენი, ახლა ექვსიღა დარჩა. პრიზი 250 ფუნტია. მე გა-
მოგიგზავნი ბეჭდიან და რეგისტრირებულ წერილს, სადაც იდება
ჩემი პასუხების ასლი. შენ არ გახსნა წერილი, კარგად შეინახე. იმ
შემთხვევაში, თუ სულ ან თითქმის სულ ამოვხსნი, გაზეთსაც გა-
ვუგზავნი ბეჭდიან და დარეგისტრირებულ წერილს, ისე, რომ, თუ
პრიზს არ მომცემენ, მე მათ წინააღმდეგ ვიმოქმედებ.

112
ალბათ იგულისხმება ჰიილების ოჯახი.
114 მკითხველთა ლიგა
ამ კონკურსში ჩართვამ დიდი დრო წაიღო და ამიტომაც და-
ყოვნდა XXII თავის დასრულება, მაგრამ დაელოდე და რამდენი-
მე კვირაში გამოგიგზავნი საუნივერსიტეტო კოლეჯის ეპიზოდს.
გრანტ რიჩარდსს მივწერე და ჩემი ხელნაწერი მოვითხოვე, თუკი
მას აღარაფერი შეუძლია, მაშინ ჩემი ლექსების ასლებს გავუგ-
ზავნი ჯონ ლეინს, რადგან მინდა, წლის ბოლომდე დაიბეჭდოს.
შევუდექი (შენ წარმოიდგინე!) ინგლისური ლიტერატურის ქრეს-
ტომათიის წერას, რაც ბერლიცის წიგნში შევა და გამოიყენებენ
იაპონელები. ჯერ ხუთი თუ ექვსი გვერდი დავწერე. აქაური გერ-
მანულის მასწავლებელი იაპონიაში მიემგზავრება.
ალბათ, გიკვირს ჩემგან ასეთი მშრალი ბარათების მიღება,
მაგრამ ხომ ხედავ, რომ ძალზე დაკავებული ვარ. სკეფინგტონი,
საწყალი ყმაწვილი, ცუდ მდგომარეობაშია. ყველაზე მეტად ის
მაოცებს, როცა ზოგიერთი ჭკუისკოლოფი აცხადებს, თითქოს
ჩემს რომანში ფულზეა საუბარი. არა მგონია, ასე იყოს. შენ ცდე-
ბი, როცა მიგაჩნია, რომ ჩემი პოლიტიკური აზრები ჭეშმარიტი
მიჯნურის აზრებს ჰგავს, სინამდვილეში ისინი სოციალისტ ხე-
ლოვანს ეკუთვნის. არ შემიძლია, სიტყვებით გადმოგცე, თუ რა
უცნაური გრძნობა მეუფლება ზოგჯერ, როცა ვცდილობ, იმაზე ცი-
ვილურად ვიცხოვრო, ვიდრე ჩემი თანამედროვენი ცხოვრობენ.
აბა, მითხარი, რატომ უნდა მიმეყვანა ნორა მღვდელთან ან მო-
სამართლესთან ჩემთან ცხოვრების გამო ფიცის დასადებად, ან
ჩემს შვილს ძალით რატომ უნდა მოვახვიო თავს რწმენის ტვირ-
თი ისევე, როგორც მამაჩემმა და დედაჩემმა გააკეთეს ეს? ზოგი
მიპასუხებდა, რადგანაც სოციალიზმს ქადაგებ, ამით ცდილობ,
ფული იშოვოო. მაგრამ ეს მთლად სწორი არ არის, ყოველ შემ-
თხვევაში, ის არ არის, რაც მათ ჰგონიათ. ქონების შოვნა სიმ-
დიდრის დასაგროვებლად კი არ მსურს, არამედ მინდა, დაცული
მქონდეს ის ცოდნა, რასაც მე ვეყრდნობი და რატომ მინდა ეს?
იმიტომ, რომ არ მჯერა, თითქოს რომელიმე სახელმწიფოს სჭირ-
115 მკითხველთა ლიგა
დებოდეს ჩემი ენერგია იმ სამუშაოსთვის, რაშიც ამჟამად ვარ
ჩართული.
თუკი გაიხსენებ ჩემს დამოკიდებულებებს მეგობრებთან და
ნათესავებთან, მიხვდები, რომ ეს იყო ახალგაზრდობით გამოწ-
ვეული გაზვიადებული გრძნობა იმ უხეიროდ აწყობილი ურთიერ-
თობების მიმართ, რაც მაიძულებდა, მათგან თავდასაღწევად
ტყუილი მიზეზებისა და სიყალბისთვის მიმემართა. აქაური ინ-
გლისურის მასწავლებელი მეუბნება, თითქოს ჭამის მეტზე არა-
ფერზე ვფიქრობდე. სინამდვილეში ბევრს სულაც არ ვჭამ. ის მე-
უბნება, ტვინის ავადმყოფობით მოკვდებიო, მაშინ, როცა მიუხე-
დავად ამ ორგანოს სისუსტისა და მასზე უამრავი ზემოქმედებისა,
არ მგონია, რამენაირად დაზიანებული მქონდეს. მეუბნება, კა-
თოლიკედ მოკვდები, იმიტომ, რომ წამდაუწუმ შედი-გამოდიხარ
ბერძნულ ეკლესიებში და გულის სიღრმეში მორწმუნე ხარო. მაგ-
რამ ჩემი აზრით, მე უნარი არ გამაჩნია, რამე მწამდეს.
თუ დაფიქრებულხარ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია
ხმელთაშუა ზღვა? არხში, ნაპირთან ჩამწკრივებულია ნავები,
რომლებიც ძველებურ, შუა საუკუნეების გალერებს გვანან. მენა-
ვეები ყოჩაღად უსვამენ ნიჩბებს. დიდი გემების კიჩოებზე რომე-
ლიმე ღვთაებაა გამოსახული: ზოგზე – წმინდა ნიკოლოზი, ზოგზე
– ღვთისმშობელი, ზოგზე – წყალზე მოარული იესო. შესაძლებე-
ლია, ბალტიის ზღვამ შეცვალოს ხმელთაშუა, მაგრამ ჯერჯერო-
ბით, რადგან მნიშვნელოვანია მანძილის სიახლოვე, უპირატე-
სობა ენიჭება ხმელთაშუა ზღვას.
კროსვორდის ამოხსნილი პასუხები ყველა სწორია, მაგრამ
მანძილის გამო ერთი დღით იგვიანებს. დავასრულე "ინგლისის
ლიტერატურის ისტორია" იმ გერმანულის მასწავლებლისთვის.
არ გწერდი, რადგან შენგან ველოდი ბარათს. სწავლებისგან თა-
ვისუფალ დროს ვკითხულობ ეკლესიასტეს. ვფიქრობ გრამატი-
კის შესწავლას. ჩემი აზრით, ახალგაზრდების გონების სალესად
116 მკითხველთა ლიგა
ეს უფრო გამოდგება, ვიდრე გეომეტრია. მივწერე გრანტ რი-
ჩარდსს და ველოდები პასუხს. ჩემ მიერ დაწერილ ლიტერატუ-
რის ისტორიაში შექსპირს, უორდსუორთსა და შელის უმაღლესი
შეფასება მივეცი. თუ გაქვს წაკითხული ტურგენევის "სტეპის მეფე
ლირი"? ის ბევრ რამეს კარგად წერს, ტექნიკურად საკმაოდ გა-
მართულია, მაგრამ ევროპულ ლიტერატურაში მას არ უკავია
ისეთი თვალსაჩინო ადგილი, როგორსაც მგონია, რომ იმსახუ-
რებს.
ჯიმი

117 მკითხველთა ლიგა


სტანისლოს ჯოისს
(ღია ბარათი)

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


საფოსტო შტემპელი – 11 ივნისი, 1905
წმ. ნიკოლოს ქუჩა 30,II 0 ტრიესტი, ავსტრია
"წმინდა მისიის" ასლები სხვადასხვა კონვერტში ჩააწყვე, და-
აწებე და დაინტერესებულ პირებს გაუგზავნე. არ გამოტოვო სკე-
ფინგტონი და ქაზინსი.113 მათ მისამართებს ცნობარში იპოვი.
ასევე არ დაივიწყო ბირნი, ელვუდი114 და კოსგრეივი. "ლეპრე-
კონმა"115 დამირღვია სიმშვიდე. ისევ დავიწყე დანიურის სწავლა
და უფრო ინტენსიურად. იცი თუ არა, რომ იბსენის ქორწინება
დასრულდა მას შემდეგ, რაც მან ცოლი მიატოვა?(ეს ამბავი ჭორი
გამოდგა.) ის გასაოცრად ლირიული პოეტია. ჩემი აზრით, ინ-
გლისელ მწერლებს შორის ყველაზე მეტად უორდსუორთი იმსა-
ხურებს "გენიოსის" სახელს. წაიკითხე მისი ლექსი "ექსკურსია",
რომელიც თავის დაღუპულ შვილს მიუძღვნა, მგონი, ასე იწყება:
"სადა ხარ, ჩემო საყვარელო შვილო". თეატრს მაინცადამაინც
გულს ვერ ვუდებ, ჯუზეპე სინიჩო, აქაური მაესტრო მეუბნება, რომ
ორი წლის შემდეგ სხვაგვარად მოვიქცევი. ძალზე მაღალი ხმა
მაქვს, ის ამბობს, რომ ულამაზესი ტემბრისაა. თუ როგორ წარი-
მართება ჩემი ლექსების ბედი ლეინთან, მოგწერ. ბოლო სტრო-
ფი შევცვალე ლექსში "მე რომ შენი მითრიდატე ვიყო" და პირვე-

113
ჯეიმზ ჰენრი ქაზინსი (1873-1956) – ირლანდიელი პოეტი და თეოსოფის-
ტი, მოგვიანებით ეწეოდა თეოსოფისტურ აქტივობას ინდოეთში.
114
ჯონ რუდოლფ ელვუდი – ჯოისთან ერთად სწავლობდა სამედიცინო ფა-
კულტეტზე, თუმცა სწავლა არ დაუმთავრებია და შემდგომში გახდა ლიცენზი-
რებული აფთიაქარი.
115
დუბლინის ყოველთვიური გამოცემა, პირველად 1905 წლის მაისში გამო-
ვიდა.
118 მკითხველთა ლიგა
ლიდან ამოვიღე სიტყვა "ნორასადმი". მომწერე გრძელი წერი-
ლები. დილას ვენეციაში მივდიოდი, მაგრამ წვიმა წამოვიდა.
ჯიმი

119 მკითხველთა ლიგა


სტანისლოს ჯოისს
(დეპეშა)

კორნელის ფოსტა
27 ივლისი, 1905
[ტრიესტი]
ვაჟი მეყოლა.
ჯიმი (შემონახულია მხოლოდ ამ დეპეშის ასლი, ჯეიმზის ხელ-
ნაწერი, რომელიც, ეტყობა, თვითონ შემოინახა.)

სტანისლოს ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


29 ივლისი, 1905
წმ. ნიკოლოს ქუჩა 30, II 0, ტრიესტი, ავსტრია
ძვირფასო სტანი, ბავშვი დაიბადა ხუთშაბათს, 27 ივლისს, სა-
ღამოს ცხრა საათზე. სრულიად შემთხვევით იმ დღეს ქალაქში ვი-
ყავი, რადგან საზღვაო კურორტზე ვაპირებდი გამგზავრებას. სამ
საათზე კაფედან რომ დავბრუნდი, ნორას მუცელი სტკიოდა. წარ-
მოდგენა არ მქონდა, რომ მშობიარობა ეწყებოდა, მაგრამ ტკივი-
ლები რომ გაუგრძელდა, დიასახლისს მოვუხმე საშველად, მან
თავისი ბებიაქალი გამოიძახა და მერე შეგიძლია წარმოიდგინო,
რაც აქ ხდებოდა. ოთახში ერთი ფაციფუცი იყო. ნორა აგვისტოს
ბოლოსთვის ელოდებოდა ბავშვის დაბადებას. ჩვენი დიასახლი-
სი ებრაელის ქალია და რაც დაგვჭირდა, ყველაფერი მოგვიტანა.
მე ვთხოვე ეშოვა, თუკი რამ დაგვჭირდებოდა და მთელი ფული
მას მივეცი. მერე მივაკითხე ექიმ სინიგალიას, რომელიც ჩემი
ერთ-ერთი მოწაფეთაგანია, ის მაშინვე წამომყვა, დროულად მო-
120 მკითხველთა ლიგა
უსწრო ნორას და ამშობიარა. მან მითხრა, რომ სწორად არ
გვქონდა გამოთვლილი დრო და რომ ბავშვი სრულიად ნორმა-
ლურია. სანამ ბავშვი დაიბადებოდა, აქაურებმა ძალით წამიყვა-
ნეს სადილად, დაახლოებით ცხრა საათზე ჩვენი ებრაელი დეიდა
მოვიდა ღიმილით და თავის ქნევით და მითხრა: "Xe un bel
maschio, Signore".116 ასე გავიგე, რომ მემკვიდრე შემეძინა.
ძალზე რთული ექვსი საათი გავიარე, წარმომიდგენია, ნორა
რა დღეში იქნებოდა, თუმცა ექიმმა სინიგალიამ მითხრა, რომ
თურმე ძალზე მამაცურად იქცეოდა და თითქმის არც უყვირია,
ხოლო როცა გაიგო, ბიჭი მეყოლაო, ტაში შემოუკრავს. ჩემი ცო-
ლი შესანიშნავადაა. ბავშვს, ეტყობა, მემკვიდრეობით გადმოეცა
პაპის და მამის ხმა. მუქი ლურჯი თვალები აქვს და, ეტყობა, კარ-
გი სმენაც დაჰყვა, რადგან გუშინ, ჩვრებს რომ ვუცვლიდი, თან სა-
ოპერო არიებს ვუსტვენდი და შევამჩნიე, თვალმოუცილებლად
როგორ მიყურებდა. ნორა ძუძუთი კვებავს.
თუ არ შეგაწუხებ, იქნებ დახმარება სთხოვო იმ წუწუნა კარანს.
როგორც ალბათ ხვდები, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა. ძალიან არ
მინდა ამის თხოვნა, მაგრამ იქნებ მოიღოს მოწყალება და ერთი
ფუნტი "მასესხოს", ხარჯებში ჩავვარდი, არადა, ამისთვის არ ვი-
ყავი მზად. დიდი მადლობა საპასუხო დეპეშისთვის. უკვე დიდი
ხანია ველოდები შენგან წერილს და ამანათს. ბარათს ვურთავ იმ
წინასწარმეტყველებას,(ეს სამკითხაო ფურცელი დაკარგულია.)
რომელიც ამ დილას თეთრმა თაგვმა ამოიღო სამკითხაო ფურ-
ცლებიდან. ბავშვზე მინდოდა მემკითხავებინა და ჩემზე გამომი-
ვიდა. ყურადღება გაამახვილეთ ამ წერილის ობიექტზე, იმედი
მაქვს, ყველა გახარებულ ხართ, რადგან ბიძები და მამიდები გახ-
დით.
ჯიმი

116
"მშვენიერი ბიჭია, სერ".
121 მკითხველთა ლიგა
სტანისლოს ჯოისს
(ღია ბარათი)
კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან
1 სექტემბერი, 1905
წმ. ნიკოლოს ქუჩა 30, II 0, ტრიესტი, ავსტრია
ძვირფასო სტანი, გმადლობ ჩემი მოთხრობის ასე სწრაფად
დაბრუნებისთვისაც და იმ თანდართული გზავნილისთვისაც. ამა-
ვე ფოსტით გიგზავნი მერვე მოთხრობას – "სუროს დღე საკომი-
ტეტო ოთახში", რომელსაც, იმედი მაქვს, ასევე სწრაფად დამიბ-
რუნებ. გამიხარდება, თუკი დაწვრილებით მომწერ კოჰლერ-
თან117 შენი საუბრის დეტალებს. ბავშვისთვის ჯერ სახელი არ
დაგვირქმევია, ველოდები ფინანსებს. ნუ გგონია, ბევრი ფული
მინდოდეს, თუმცა, გარკვეული თანხა ძალზე წამადგება. თუ მო-
მავალ გაზაფხულზე "დუბლინელები" დაიბეჭდება, იმედს ვიტო-
ვებ, შევძლებ მაგ ჭაობიდან შენს ამოყვანას. როგორ გგონია, ეგ
წიგნი ფულს შემოიტანს? დღეს ნორა წერილს სწერს ბიცოლა ჟო-
ზეფინას. გამიხარდება, თუ რამე სიახლეა შენს სახლთან დაკავ-
შირებით. შენი აზრით, ინგლისელი გამომცემელი თუ გამოაქვეყ-
ნებს "დუბლინელებს"? განა არ შეიძლება, რამდენიმე პიროვნე-
ბისთვის, პერსონაჟისა და კულტურისთვის დუბლინი იქცეს ისე-
თივე დედაქალაქად, როგორადაც იქცა ქრისტიანია.118 კოსგრეი-
ვი მართლა აპირებს კლინიკის ექიმობას მოწამეობრივი თვალ-
საზრისიდან გამომდინარე? შენც ხომ არ აპირებ საზიზღარ
კლერკად გადაქცევას? იმედი მაქვს, ამას არ ჩაგადენინებ, მაგ-
რამ ჩემს თავს რაღა მოვუხერხო?
ჯიმი

117
თომას გუდვინ კოჰლერი (1874-1942) – პოეტი, თეოსოფისტი, შემდგომში
გვარი შეიცვალა და გახდა კელერი.
118
კოპენჰაგენში არსებული თავისუფალი ქალაქი ქრისტიანია.
122 მკითხველთა ლიგა
სტანისლოს ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


18 [სექტემბერი], 1905, კვირა, ღამე
წმ. ნიკოლოს ქუჩა 30, II 0, ტრიესტი, ავსტრია
ძვირფასო სტანი, მიკვირს, რომ არ მომწერე და არც ჩემი
ხელნაწერები გამომიგზავნე, როგორც დამპირდი. გთხოვ, რომ
ჩემი ხათრით გონება მოიკრიბო. ჩემი გაკვეთილების (და მერე,
რა გაკვეთილების) რაოდენობა ამიერიდან დღეში 8-დან 10-მდე
იქნება და პარალელურად ვცდილობ დავამთავრო "დუბლინე-
ლები". ჰოდა, თუკი შენ და ბიცოლა ჟოზეფინა ბრაზობთ იმის გა-
მო, ვერ გწერთ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს გარემოება. ნამ-
დვილად ძალიან მინდა გამომეხმაუროთ ფულადი დახმარებითა
თუ მის გარეშე. დიდი დახმარება გამიწია ჩემი მოთხრობების
შენმა გულშემატკივრულმა კრიტიკამ. ასევე სასიამოვნოდ გან-
მაცვიფრა ამ ნაწარმოებების შენეულმა შედარებებმა სხვა მოთ-
ხრობებთან. ის ავტორები, შენ რომ ახსენებ, უსაზღვრო რეპუტა-
ციით სარგებლობენ, სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ასეთი შედა-
რება მიზანშეუწონელია. ლერმონტოვი რუსოს შესახებ ამბობს,
იმიტომ არის მისი "აღსარება" სუსტი ნაწარმოები, რომ თავის მე-
გობრებს წაუკითხა და მათი აზრი გაითვალისწინაო. იმ ვითარე-
ბაში, რაშიც ჩემი მოთხრობები დაიწერა, ნაკლებად მგონია, გან-
საკუთრებულად კარგი იყოს. ნეტავ საშუალება მქონდეს, ამ და
ბევრ სხვა საკითხზეც შენთან უფრო ვრცლად ვისაუბრო. შენი შე-
ნიშვნა იმის შესახებ, თითქოს "ასლში" ჩანდეს რუსული გავლენა,
ანუ მკითხველის აზრების არასწორი მიმართულებით წარმარ-
თვა, იმაზე მაფიქრებს, თუ რას გულისხმობენ ადამიანები, როცა
"რუსულზე" საუბრობენ. შენ ალბათ გულისხმობ კონკრეტულ ნა-
წარმოებებს, სადაც უხეში ძალაა ასახული. მაგრამ იმ მცირერიც-

123 მკითხველთა ლიგა


ხოვანი მწერლების შემოქმედებაში, რაც მე მაქვს წაკითხული,
ასეთი რამ არ იგრძნობა. უმთავრესი, რაც ყველა რუსს ახასიათე-
ბს, არის კასტურობის თანდაყოლილი ინსტინქტი. რაღა თქმა უნ-
და, ვერც ტურგენევთან დაკავშირებით დაგეთანხმები. არ მიმაჩ-
ნია, რომ ის რამით აღემატება კოროლენკოს (წაკითხული თუ
გაქვს მისი რომელიმე მოთხრობა?), ან ლერმონტოვს. ტურგენე-
ვი ცოტა მოსაბეზრებელია (არცთუ გონიერი) და ზოგჯერ ხელოვ-
ნურიც. მგონი, ბევრ ადამიანს ისევე მოსწონს ეს მწერალი "ჯენ-
ტლმენურობის" გამო, როგორც გორკი "არაჯენტლმენურობის"
გამოისობით. გორკი ვახსენე, მასზე რას ფიქრობ? იტალიელებში
დიდი სახელი აქვს გავარდნილი. რაც შეეხება ტოლსტოის, მას-
თან დაკავშირებით ვერაფერში დაგეთანხმები.
ტოლსტოი შესანიშნავი მწერალია. ის არც მოსაწყენია, არც
სულელი, არც პედანტი, არც ყალბი და არც არასოდეს იღლება!
ის მთელი თავით მაღლა დგას ყველა დანარჩენ მწერალზე. მე სე-
რიოზულად არ ვიღებ მის ქრისტიანულ მოწამეობას. ჩემი აზრით,
მას აქვს ხალასი სულიერი სამყარო და ისიც მგონია, რომ უნდა
მეტყველებდეს საუკეთესო რუსულით, ისეთით, სანკტ-პეტერ-
ბურგში რომ საუბრობენ და, ვფიქრობ, თავისი პაპის პაპის ნათ-
ლობის სახელიც უსათუოდ ეხსომება (ეს ყოველივე კი რუსული
ფეოდალური ხელოვნების წიაღის ძირითადი არსიდან მომდინა-
რეობს). მე ვიცი, რომ მან 13 სვეტიანი წერილი მისწერა ლონდო-
ნის "ტაიმსს", სადაც მთავრობების წინააღმდეგ ილაშქრებდა.
თვით "ლიბერალური" გაზეთებიც კი აღშფოთებული არიან.
ტოლსტოი არანაკლები სიმძაფრით ილაშქრებს შეიარაღების წი-
ნააღმდეგ, ის "ცარზეც" კი მიანიშნებს, როცა წერს: "გონებაჩლუნ-
გი ჰუსარი, ინტელექტის დონით უფრო დაბლა მდგარი, ვიდრე მი-
სი ქვეშევრდომების უმრავლესობა, უკიდურესად ცრუმორწმუნე
და ვულგარული გემოვნებისა". ინგლისელი ლიბერალები გაოგ-
ნებული არიან, ალბათ ხეპრეს დაარქმევდნენ, რომ არ იცოდნენ
124 მკითხველთა ლიგა
მისი თავადური წარმომავლობის შესახებ. ერთ-ერთი ავტორი
"ილუსთრეითიდ ლანდონ ნიუზში" ტოლსტოის დასცინის იმის გა-
მო, თითქოს მას არ ესმოდეს "ომის არსი": "საცოდავო, ძვირფა-
სო ადამიანო" – ასე მიმართავს მას. ჯანდაბა! საერთოდ მე საკმა-
ოდ კეთილი ბუნების კაცი ვარ, მაგრამ ახლა ეს უკვე მეტისმეტია!
გაგონილა ასეთი კადნიერება? განა "აღდგომისა" და "ანა კარე-
ნინას" ავტორი სულელი ჰგონიათ? ნუთუ ეს უტიფარი, უსინდისო
ჟურნალისტი ტოლსტოის თანასწორად მიიჩნევს თავს ან ფიზიკუ-
რად, ან ინტელექტუალურად, ან ხელოვანის თვალსაზრისით, ან
მორალურად? ეს ხომ აბსურდია! როცა ამაზე ფიქრობ, ლამის გა-
გიჟდე კაცი! კარგი იქნებოდა, ეს ჟურნალისტი უკეთ გაცნობოდა
ტოლსტოის რომანებს, მოთხრობებს, პიესებს და მთელ მის შე-
მოქმედებას. რაც შეეხება მოპასანს, გეთანხმები, ის შესანიშნავი
მწერალია. მართალია, ზოგჯერ დაუდევრად წერს, მაგრამ თუ გა-
ვითვალისწინებთ მისი ცხოვრების გარემოებებს, ამგვარად წე-
რისთვის თავის არიდება გაუჭირდებოდა.
ახლა ისევ ჩემკენ დავბრუნდეთ. როგორ გგონია, ინგლისელი
გამომცემელი გამოაქვეყნებს "დუბლინელებს"? მისტერ თ. ფი-
შერ ანვინი, რომელმაც "სინანული გამოთქვა და ა. შ..." ჩემს
ლექსებზე, დღევანდელ "დეილი მეილში" აქვეყნებს განცხადებას
ფლორენს ვორდენის ახალი, საშინელებათა ჟანრის მოთხრობის
"სახლი მდინარის პირას" შესახებ. განცხადებას წინ უძღვის რო-
მელიღაც გულაჩუყებული რეცენზენტის ციტატა: "ჟრუანტელი
ხერხემალში", თანაც მოზრდილი ასოებით. დარწმუნებული ვარ,
რომ მისტერ თ. ფიშერ ანვინი, როგორც მაღალი საზოგადოების
ქალბატონებზე ამბობენ ხოლმე,119 "პირად ცხოვრებაში" დიდად
"კულტურული" პიროვნებაა. ზოგჯერ ჩემს თავს ვეკითხები, – რო-
ცა მსგავსი სისაძაგლე მხვდება, მიღირს თუ არა, მისი დაძლევა?

119
Lady highkickers-ებზე.
125 მკითხველთა ლიგა
მეორე მხრივ, როგორც ალბათ მისტერ მეგიი და მისტერ კოგარ-
ტი იწყებენ გაცნობიერებას, მე მაქვს ხელოვანის ბუნება და მანამ
ვერ ვიქნები ბედნიერი, სანამ არ შევეშვები მის ჩახშობას. შენ,
გეტყობა, არ გესმის, რასაც ვამბობ, სწორედაც რომ, ჩემი ამჟა-
მინდელი აბსურდული ცხოვრება უკვე აუტანელი გახდა ჩემთვის,
ამას სერიოზულად ვამბობ. ამ ყველაფრის მიუხედავად, კიდევ
ვიმეორებ: თუ შეიძლება, შეგახსენებ, რომ მაქვს ასეთი ჩვევა
(ეტყობა, ჩემთვისვე უხერხულობის შემქმნელი), რომ რწმენას
ვამყარებ საქმით. თუ ერთხელ დავირწმუნე თავი, რომ ამგვარი
ცხოვრება მომიკლავს სულს, ყველას და ყველაფერს ჩამოვიშო-
რებ გზიდან, როგორც ერთხელ უკვე გავაკეთე. მეტი რა ვქნა, რაც
შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ, რომ უბედური ცხოვრება ავარი-
დო იმ რამდენიმე ადამიანს, ვინც მიყვარს.
ბავშვისთვის სახელი ჯერ არ დაგვირქმევია, არადა, შემდეგ
ხუთშაბათს ორი თვის გახდება, ძალზე მსუქანია და წყნარი, არ
ვიცი, ვის ჰგავს, ისე კი, გამოიყურება იმ ორი წლის ჩათქვირული
ბავშვივით, ფოტოაპარატს რომ უბღვერს ჩემი ბავშვობის ერთ–
ერთ ფოტოზე, მაგრამ ამას უფრო მეგობრული მზერა აქვს. ჰო,
მართლა, როგორ არის ის მკვირცხლი იდიოტი?120 საკმაოდ ჯან-
საღად გამოიყურება მამამისისგან მემკვიდრეობით მიღებული
ჯანმრთელობის მიუხედავად. ჩემი აზრით, ბავშვს, სრულწლოვა-
ნი რომ გახდება, უფლება უნდა მიეცეს, თავისი ნებით აირჩიოს
დედის ან მამის გვარი. მამობა არის დაკანონებული ფიქცია. განა
საშინელება არ იქნება, ჩემი ვაჟი ვატორღიალო ერთი მათხოვ-
რული ბინიდან მეორეში, ერთი ქვეყნიდან მეორეში? ამას მისივე
კეთილდღეობისთვის ვამბობ. იმედია, როცა აზროვნებას დაიწ-

120
ფრენსის შიი სკიფინგტონი – ცნობილი ირლანდიელი მწერალი და რადი-
კალი აქტივისტი, მეტსახელად "სკიფი". ჯოისი ნაწყენი იყო მასზე იმის გამო,
რომ სკიფინგტონმა ნორასთან განშორების გამო უარი უთხრა ფინანსურ
დახმარებაზე.
126 მკითხველთა ლიგა
ყებს, თავს ვალდებულად არ მიიჩნევს, ქრისტეს შეავედროს ჩემი
თავი.
გიგზავნი "დუბლინელების" მეცხრე მოთხრობას, კერძოდ, ეს
არის "მოულოდნელი შეხვედრა", რომელიც შესაძლოა მიძღვნა-
დაც იქნას აღქმული "ოფირში მგზავრობის" ავტორისადმი.121
(სწრაფად დამიბრუნე). შენ ერთობ აზვიადებ ამ მწერლის შესაძ-
ლებლობებს, ასე მგონია. გახსოვს, როგორ გაოცდი, როცა გაჩ-
ვენე, რამდენი რამ აქვს აღებული ლიტონისა და დიზრაელისა-
გან. მე, წესით, საფრანგეთში უნდა მევლო სკოლაში. აღარ მინდა
ჩემი ზოგიერთი ნაწარმოების გახსენება. სამაგიეროდ, მე მასწავ-
ლიდნენ მღვდელი თომი მაერი122 და რასკინი.
თუ გაიგე, კალაბრიაში მიწისძვრა რომ მოხდა? მე ერთი კრო-
ნით გავამდიდრე დაზარალებულთა ფონდი. ბუნების ზოგიერთი
მოვლენა მაშინებს. უცნაურია, რომ ადამიანი შეიძლება იყოს მო-
რალურად ისეთი ძლიერი, როგორიც მე ვარ და სამარცხვინოდ
დაკნინებული ფიზიკური თვალსაზრისით. არის ღამეები, როცა
საცოდავად ვუცქერ ჩემს გოგოსებრ მკლავებს და ვფიქრობ, რომ
ის მოკრძალება, რომელიც მეუფლება ხოლმე, ფიზიკურად დაკ-
ნინების გამოვლინებაა. ჩემი ნება რომ იყოს, ნებისმიერ ახალ-
გაზრდას, ვისაც ვიცნობ, სპონტანურ ბედნიერებებში ჩავფლავდი
და ამას დავამკვიდრებდი. მინდა ვნახო ყირაზე გადასული უამ-
რავი ახალგაზრდა. შესაძლოა, ეს სურვილი ეგოისტურიც იყოს.
საკმაოდ აშკარაა, რომ წარსულში, მაგალითად "კომპანიონის",
ასევე, გოგარტისა და ბაირნის მიმართ დამთმობი ვიყავი. (გ-ს და
ბ-ს გასაოცრად, არაეგოისტური), რადგან, თუკი სხვაგვარად მო-
ვიქცეოდი, ჩემივე არსებას შეურაცხვყოფდი. ჰო, მართლა, რო-
გორ არის მარი?

121
ჯორჯ მერედითი – როიალისტი პოეტი.
122
ღირსი მამა თომას მაერი (Maher) (1859-1917) – ბელვედერის კოლეჯის
პედაგოგი. ჯოისი ასე წერს მის გვარს – Meagher.
127 მკითხველთა ლიგა
ჯიმი
P. S. დღეს არავითარი წერილი აღარ იქნება. ახლა სხვა რა-
მეებს მივხედავ.

გრანტ რიჩარდსს

ჰარვარდის უნივერსიტეტის კოლექციიდან


15 ოქტომბერი, 1905
წმ. ნიკოლოს ქუჩა 30, II0 , ტრიესტი, ავსტრია
ძვირფასო მისტერ გრანტ რიჩარდს, მისტერ სიმონსმა მომწე-
რა, რომ ბატონებმა "კონსტაბლი და კომპანიიდან", რომელთაც
იგი ჩემ შესახებ ესაუბრა, შემომითვალეს, ჩემი ორი წიგნის ხელ-
ნაწერი გამეგზავნა მათთვის. შესაბამისად, გადავწერე და დღეს
გავუგზავნე "კამერული მუსიკის" ასლი. შესაძლოა, ზედმეტ სითა-
მამედაც კი ჩამითვალოთ ეს ქმედება, მაგრამ რა ვქნა, რომ აღარ
ვიცი, როგორ მოვიქცე? ჯობს, შეინახოთ ჩემი ლექსები, რადგან
არსებობს იმის ალბათობა, რომ ბატონები "კონსტაბლი და კომ-
პანიიდან" უარს მეტყვიან ამ კრებულის გამოცემაზე.
მეორე წიგნი, რომელიც უკვე მზად მაქვს, არის "დუბლინელე-
ბი". ეს არის ერთად თავმოყრილი თორმეტი მოთხრობა. შესაძ-
ლებელია მოგეჩვენოთ, რომ კომერციული ხასიათია, თუმცა,
რომ შეგეძლოთ მისი გამოცემა, სიამოვნებით გადმოგცემდით ამ
მოთხრობებს განსახილველად "კონსტაბლი და კომპანიაში" გაგ-
ზავნამდე. სამწუხაროდ, ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ ჩემ-
თვის აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად, თუნდაც ერთი წიგ-
ნის გამოქვეყნება.
არა მგონია, რომელიმე მწერალს მსოფლიოსთვის გაეცნოს
დუბლინი, ის ხომ ათასობით წლის განმავლობაში ევროპის დე-
128 მკითხველთა ლიგა
დაქალაქად მოიაზრებოდა. ის ასევე მიჩნეულია ბრიტანეთის იმ-
პერიის მეორე ქალაქად და სამჯერ დიდია ვენეციაზე. უფრო მე-
ტიც, მრავალი გარემოებიდან გამომდინარე, რომელთა დეტა-
ლებსაც აქ ვერ მოვყვები, გამოთქმა "დუბლინელები", ჩემი
თვალსაზრისით, გარკვეული დატვირთვის მატარებელია და
მგონია, რომ იგივე შეიძლება ვიფიქროთ გამოთქმებზე: "ლონ-
დონელები" და "პარიზელები", რომლებიც უკვე გამოიყენეს სა-
თაურებად მავანმა მწერლებმა. დროდადრო გამომცემელთა
ცნობარში ვხვდები ხოლმე ირლანდიური თემატიკის წიგნების
ანონსს, ჰოდა, მეც ვიფიქრე, იქნებ ხალხს მოუნდეს-მეთქი ფუ-
ლის გადახდა უხამსობის იმ განსაკუთრებული ოხშივარის გამო,
რაც
ჩემს ნაწარმოებებს ასდის.
ჯეს ა. ჯოისი

129 მკითხველთა ლიგა


სტანისლოს ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


[16 ოქტომბერი, 1905]
წმ. ნიკოლოს ქუჩა 30, II 0 , ტრიესტი, ავსტრია
ძვირფასო სტანი, დღეს გავიკითხე ჰამბურგის მარშრუტის შე-
სახებ. ჰამბურგი-ტრიესტი, მესამე კლასი (ლაიფციგ-დრეზდენ-
ვენის გავლით) ჯდება 77 კრონა. მატარებელს სჭირდება 36 სა-
ათი. ლონდონიდან ჰამბურგამდე ზღვით მგზავრობა 20 საათს
გრძელდება, ასე რომ, მაინცდამაინც არ გირჩევ ამ საშუალებას.
მე იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის ყველაზე იაფი
მარშრუტი, უბრალოდ, ზღვით მგზავრობა დიდ დროს წაიღებს.
რაც შეეხება რკინიგზას, მარშრუტი ასეთია: ოსტენდი-ბრიუსელი
(ან ლუქსემბურგი)-მონაკო-ფილლაჰი-ტრიესტი. ყოველ შემ-
თხვევაში, უთხარი ოფისის მოხელეს, რომ გერმანიაში გსურს
მოგზაურობა რკინიგზით, რადგან ეს ბევრად იაფია. ნორა
გთხოვს, ინდური ჩაი ჩამოუტანო ჯიბით. აქ მხოლოდ რუსული ჩაი
იშოვება. ზუსტად იმ დროს ჩამოხვალ, როცა ახალი ღვინო და
შემწვარი წაბლი გვექნება და თანაც იქნებ გაარკვიო, რა ენაზე
ტიკტიკებს შენი უფროსი ძმისშვილი ჯორჯო. შენს დეპეშას დავე-
ლოდები ხუთშაბათისთვის და ასევე მაინტერესებს პასუხი ჩემს
ღია ბარათზე. შესაძლებელია, ერთი თვის შემდეგ შევძლო კიდეც
პატარა ბინის დაქირავება. შენ 40 კრონა გაქვს კვირაში, მე კი 45,
ანუ, ერთად გამოგვივა 85 კრონა. შეგვიძლია, პიანინოც კი ვიქო-
ნიოთ. დირექტორმა ცოტაოდენი ავეჯიც შემომთავაზა, ის ძალზე
მეგობრულად მექცევა, რადგან ერთ-ერთმა ჩემმა მოსწავლემ,
თავადმა სორდინამ ძალზე მაქო და ჩვენს სკოლაში დააწყებინა
სწავლა თავის ნაცნობ რამდენიმე ქალბატონსა და ჯენტლმენს.

130 მკითხველთა ლიგა


გუშინ მივწერე "კონსტებლს" და დავპირდი, რომ ერთ-ორ
დღეში გავუგზავნი "კამერულ მუსიკას", ხოლო ერთ კვირაში –
"დუბლინელებს". სიმონსს გავუგზავნე "წმინდა მისია" და იმედი
მაქვს, რომ თავის მეგობრებში გაავრცელებს. ახლა ვწერ მეთერ-
თმეტე მოთხრობის – "არაბის" ასლს, მაგრამ, არა მგონია, შენ-
თვის მისი გამოგზავნა ღირდეს, რადგან, იმედი მაქვს, მალე აქ
იქნები. აღარ გეუბნები, თუ როგორ გამიხარდება შენი ნახვა.
მინდა გირჩიო, რომ ეს წერილები მამილოს აჩვენო, რადგან
შესაძლებელია, რაღაცით ისიც დაგეხმაროს. რაც შეეხება ბავ-
შვების ბედის ანაბარა მიტოვებას, ნუ ინაღვლებ, ნეტავ დუბლინ-
ში რა დაგრჩენია?! შენ ხომ ამბობ, რომ ეძებ სამუშაოს (9 საათს
დღეში) 15$-ად კვირაში, ამ სამსახურში გექნება 33$ 6 საათში.
გარდა ამისა, თუკი ჩემი წიგნები გამოიცა, შესაძლებლობა მომე-
ცემა, მნიშვნელოვნად დაგეხმაროთ შენც და ჩარლისაც. მაგრამ,
მოდი, მომავალზე ჯერ ნუ ვილაპარაკებთ. ამის შესახებ ბევრი
რამ მაქვს შენთან ერთად განსახილველი.
წელს, მას შემდეგ, რაც წარმატებით "ჩავიგდე ხელში" დოქტო-
რი რივიერი, პარიზი მოვინახულე. წმინდა ლაზარეს რკინიგზის
სადგურიდან აღმოსავლეთის სადგურამდე ღია ეკიპაჟით ვიმ-
გზავრეთ. დარწმუნებული ვარ, კიდევ ჩავალ პარიზშიც და დუბ-
ლინშიც. ვიცი, გაგიხარდება ჯორჯოს ნახვა, ის საშინლად მსუქა-
ნი, გრძელი და ჯანმრთელი ბავშვია, ალბათ იმიტომაცაა ასეთი,
რომ ნორა თვითონ ზრდის. ბავშვს დიდი, მუქი ლურჯი თვალები
აქვს, რომელიც ჩემგან არ მიუღია მემკვიდრეობით. მადლობა
უფალ იესოს, რომ ჯერ არც ერთ მოძღვარს არ შეუყვია თავისი
ბინძური სახე მის საჯდომში.
ჯიმი
ჩაი ჩამოიტანე გახსნილი პაკეტებით, საბაჟოზე რომ არ შეგექ-
მნას პრობლემები.

131 მკითხველთა ლიგა


მისის უილიამ მიურეის

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


4 დეკემბერი, 1905
წმ. ნიკოლოს ქუჩა 30, II 0 , ტრიესტი, ავსტრია
ძვირასო ბიცოლა ჟოზეფინა, დიდი დრო დამჭირდა, თქვენ-
თვის მეპასუხა წერილზე, რადგან ძალზე დაკავებული ვიყავი. გუ-
შინ ჩემი წიგნი "დუბლინელები" გავუგზავნე გამომცემელს. კრე-
ბულში თორმეტი მოთხრობაა შესული. თქვენ ყველა მათგანი
გაქვთ წაკითხული გარდა მესამისა, რომელსაც ჰქვია "არაბი" და
ბოლოსი, სახელწოდებით "გრეისი". წერა ასევე შემიფერხა იმის
გაგებამ, რომ გაცხოველებული მიმოწერა მიმდინარეობდა სტა-
ნისა და ვიღაც პიროვნებასა თუ პიროვნებებს შორის და დავე-
ლოდე, სანამ [საბოლოოდ არ დავრწმუნდი], რომ ამ ყველაფერს
დავაღწიე თავი. ამას ისიც დაემატა, რომ არავითარი სიახლე არ
მაქვს. წარმომიდგენია, რამდენად დაგღალათ ჩემმა გასაგებმა
თუ გაუგებარმა წუწუნმა საკუთარ ცხოვრებაზე. სწორედ ამის გა-
მო მსგავსი საკითხებით ამ წერილში აღარ მოგაწყენთ თავს. ნუ
იფიქრებთ, რომ ბედს ოდნავ მაინც დავემორჩილე. სინამდვილე-
ში, ველოდები მცირე ფინანსურ ცვლილებას, რაც შესაძლებლო-
ბას მომიტანს, შევიცვალო ცხოვრება. ყველაზე გვიან ეს ორ წე-
ლიწადში აღსრულდება, მაგრამ თუ არ გამიმართლა, მაინც არ
დავყრი ფარ-ხმალს. ცოტა ვიყოყმანე, სანამ გადავწყვეტდი, მეთ-
ქვა, თუ არა ის, რის გამხელასაც თქვენთვის ვაპირებ, მგონი, ჩე-
მი და ნორას ამჟამინდელი ურთიერთობა საჭიროებს ცვლილე-
ბას. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ვიცი, ის პიროვნება ხართ, ვინც
სხვებთან არ მოყვება ამ საკითხის განხილვას. შესაძლებელია,
ნაწილობრივ მეც მიმიძღვის ბრალი იმაში, რომ ამგვარი ცვლი-

132 მკითხველთა ლიგა


ლებების საჭიროებას ვხედავ, მაგრამ, ყველაფერში მხოლოდ ჩე-
მი დადანაშაულებაც არ იქნება სამართლიანი.
გამოვტყდები და ვიტყვი, რომ რთული პიროვნება ვარ და ქა-
ლებთან ვერ ვაწყობ ნორმალურ ურთიერთობებს, მეორე მხრივ,
ნამდვილად არ გამაჩნია რამენაირი ცვლილებების სურვილი.
ნორა ვერანაირ განსხვავებას ვერ ხედავს ჩემსა და იმ მამაკაცებს
შორის, ვისთანაც ჰქონია ურთიერთობა და არა მგონია, ამის გა-
მო მისი გამართლება სწორი იყოს. შინაური ცხოველი ხომ არა
ვარ, ბოლოს და ბოლოს, ხელოვანი ვარ, და როცა ზოგჯერ ვფიქ-
რობ იმ თავისუფალ და ბედნიერ ცხოვრებაზე, რაშიც ჩემი ყველა
ნიჭის გამოყენება შემიძლია (ან შემეძლო), სასოწარკვეთილება
მიპყრობს ხოლმე. მაგრამ, ამავდროულად, არ მსურს, წინააღ-
მდეგობა გავუწიო იმ საშინელებას, რასაც უბრალოდ ქმრობა
ჰქვია, ან მოვიცადო მანამ, სანამ უფრო მკაფიო გამოსავალს ვი-
პოვი. ვგრძნობ, როგორ გადააქნევთ თავს ჩემს ამგვარ გულცი-
ვობაზე, მაგრამ შეხედულებებისა და გონების გამჭრიახობას თუ
გულცივობას დავარქმევთ, ესეც უსამართლობა იქნება. არა მგო-
ნია, იმ ათასობით მეუღლეს, რომლებიც ნაძალადევად თანაც-
ხოვრობენ მოგონებებისა და რაღაც სენტიმენტების მეშვეობით,
რამენაირი უფლება ჰქონდეთ არაჰუმანურობაში დამდონ ბრა-
ლი. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი აშკარა ეგოიზმის მიუხედა-
ვად, უკვე დავიღალე ხალხისთვის ანგარიშის გაწევით.
იქნებ გამომიგზავნოთ დუბლინის გაზეთში დაბეჭდილი კრი-
ტიკა მურის123 რომანზე, რომელშიც მამა ო’გოგარტია ნახსენები.
იმედია, ჯანმრთელობას არ უჩივით.
ჯიმი

123
ჯორჯ მური, "ტბა" (1905).
133 მკითხველთა ლიგა
გრანტ რიჩარდსს

ჰარვარდის უნივერსიტეტის კოლექციიდან


31 მაისი, 1906
ჯოვანი ბოკაჩოს ქუჩა 1, II 0 , ტრიესტი, ავსტრია
ძვირფასო მისტერ გრანტ რიჩარდს, ძალზე ვწუხვარ, რომ
ჩემს წერილზე ასეთი ზოგადი პასუხით გამომეხმაურეთ.124 არ
მესმის, როგორ უნდა დაგეთანხმოთ იმაში, რომ ამ სახით წიგნის
გამოცემა შეუძლებელია. თქვენი განაცხადი, რომ არც ერთი გა-
მომცემელი არ გამოაქვეყნებს ამგვარ წიგნს, საკმაოდ კატეგო-
რიულად მეჩვენება. რატომ გგონიათ, რომ ის თვალსაზრისი, რა-
საც მე ვატარებ ჩემს ნაწერებში, ნაკლებ გამომსახველია? ფაქტი
ისაა, რომ მე სასაყვედურო მიზეზს ვერაფერს ვხედავ.
თქვენ იწუნებთ "ორ რაინდს", "ასლების" გარკვეულ პასაჟს და
სიტყვას "წყეული" "გრეისში". ნუთუ მხოლოდ ასეთმა დეტალებმა
გადაგაფიქრებინათ ამ წიგნის დაბეჭდვა? დავიწყოთ ამ ბოლო
მიზეზით: სიტყვა "წყეული" ორჯერ გვხვდება მოთხრობის ამ პა-
საჟში:
"სადილობისას როგორც არის, ხომ იცი, მას მაგიდაზე წინ უდ-
გას კომბოსტოთი სავსე "წყეული" ჯამი აქანდაზივით "წყეული"
კოვზით"...
მე შემიძლია ეს შევცვალო, თუ თქვენ ასე გსურთ, თუმცა, ვე-
რავითარ მიზეზს ვერ ვხედავ საამისოდ. მაგრამ თუ ამ ერთმა სიტ-
ყვამ შეაჩერა ჩემი წიგნის გამოცემა, სხვა სიტყვით შევცვლი ამ
"წყეული".

124
გრანტ რიჩარდსმა მისწერა ჯოისს, რომ გამომცემლის აზრით (რასაც თვი-
თონაც ეთანხმებოდა), მწერალი ვერ ახერხებდა თვალსაზრისის გარკვევით
გადმოცემას და სრულად ვერ იყენებდა ინგლისური ენის შესაძლებლობებს,
ამ მიზეზთა გამო არც ერთი გამომცემელი არ მოჰკიდებდა ხელს მისი წიგნის
გამოქვეყნებას.
134 მკითხველთა ლიგა
მინდა გითხრათ, რომ ეს სიტყვა სხვა ნაწარმოებებშიც ბევ-
რგან გვხვდება, მაგალითად, მოთხრობებში: "სუროს დღე საკო-
მიტეტო ოთახში", "პანსიონი" და "ორი რაინდი":
"და ერთ ღამით, კაცო, მან მომიტანა ორი "წყეული" სიგარა"...
"ორი რაინდი"
"და აი, ისიც უკვე გაჭაღარავებული ადის ტახტზე მას შემდეგ,
რაც მისი "წყეული" ბუ დედა არ აძლევდა ამის საშუალებას"...
"სუროს დღე"
"ვინმეს რომ იგივე გაეკეთებინა მისი დისთვის, საკუთარი
"წყეული" კბილებით გამოღრღნიდა იმ ვიღაცას ყელს"...
"პანსიონი"
პირველი პასაჟის შეცვლა შემიძლია, მეორედან (ისიც დიდი
სინანულით) ერთ სიტყვას(აქ ჯოისმა "წყეული" ბუ-ს ნაცვლად ჩა-
წერა "მისი ბებერი დედა".) ამოვიღებ და ამგვარად შევცვლი, ხო-
ლო მესამე პასაჟის შეცვლა შეუძლებელია. კარგს იზამთ, თუ პი-
რადად წაიკითხავთ "პანსიონს" და გულწრფელად გამიზიარებთ
თქვენს აზრს. მიმაჩნია, რომ ეს სიტყვა, ან კონკრეტული გამოთ-
ქმა, რომელიც მაქვს გამოყენებული, არის სწორედაც ინგლისუ-
რი ენისთვის დამახასიათებელი, მასაც მკითხველზე ჩემთვის სა-
სურველი ეფექტის მოხდენა შეუძლია. ამაში დარწმუნება თვითო-
ნაც შეგიძლიათ და თუკი ერთხელ შეგხვდებათ მსგავსი სიტყვა
წიგნში, სრულიად შესაძლებელია, სამჯერაც შეგხვდეს. განა სა-
საცილო არ არის, რომ ჩემი წიგნი არ იბეჭდება ამ ერთი სიტყვის
გამო, რომელიც არც უწმაწურია და არც მკრეხელური.
წინააღმდეგობა შეიქმნა "ასლების" გამოც, რაც ასევე ტრივია-
ლურად მეჩვენება. განა შესაძლებელია, რომ ამ დროში, იმ ქვე-
ყანაში, სადაც გულუბრყვილო ლათინებს მოსწონთ "თავისუფ-
ლების სახლის" დარქმევა "ორი დაწესებულებისთვის", შეუძლე-
ბელი ხდება დაიბეჭდოს ან თუნდაც დაიწეროს ასეთი ფრაზა: "ქა-
ლი ფეხებს ხშირად უცვლიდა მდგომარეობას". ამ ყოველივეს-
135 მკითხველთა ლიგა
თან დაკავშირებით "არეოპაგეტიკას" თუ მოვიშველიებ, ისე გა-
მოდის, რომ ხელოვანი უნდა გაუტოლდეს ჩვეულებრივ მბეჭ-
დავს.
თქვენ ამბობთ, რომ სულ მცირე რამეს მოითხოვთ ჩემგან,
რომ ჩემი ნაწარმოებებიდან აქა-იქ ამოვშალო სიტყვები. მაგრამ
განა არ გესმით, რომ პატარა მოთხრობებიდან ამგვარი ამოშლე-
ბი ფატალურ შედეგს გამოიწვევს. როგორ შეიძლება, რომ გაპ-
როტესტებული ფრაზები თან გაუმართლებელი და დასაბეჭდად
შეუძლებელი იყოს, თან კი მოგწონდეთ წიგნის შინაარსი. იმის
გათვალისწინებით, თუკი ეს წიგნი დასაშვებია, მაშინ არ მესმის,
როგორ შეიძლება ვინმემ ეს ჩანახატები და მათი აუცილებელი
დეტალები დაუშვებლად მიიჩნიოთ. ჩემთვის თქვენი უარი ალო-
გიკურია. რატომ არ გაგიჩნდათ პრეტენზია მოთხრობის "მოუ-
ლოდნელი შეხვედრა"-ს შინაარსის იმ პასაჟზე, სადაც წერია: "ის
ნელა წამოდგა და თან გვითხრა, რომ რამდენიმე წუთით უნდა
დავეტოვებინეთ..." ან რატომ არ გააპროტესტეთ "პანსიონის" ში-
ნაარსი? რატომ არ გაგიჩნდათ ცენზურის სურვილი იმ მინიშნებე-
ბის მიმართ, რაც ეხება სამეფო ოჯახს, წმინდა სულს, დუბლინის
პოლიციას, ქალაქებს, ირლანდიის საპარლამენტო პარტიებს და
ა. შ. როგორც ჩემს ბოლო წერილში გაუწყეთ, თუკი გარკვეული
პასაჟები ასე დაგმობილია, ვერ ვხვდები, რაღა მოგეწონათ ამ
წიგნში? თუ ამ მოთხრობებიდან ამომაღებინებენ ყველაფერს,
რაც შეურაცხმყოფლად მოეჩვენებათ, მაშ, რაღა დარჩება ამ კრე-
ბულიდან? ალბათ მხოლოდ სათაურები.
ნება მიბოძეთ, გითხრათ, რომ ძალზე მფრთხალი ბრძანდე-
ბით. ჩემი აზრით, ამ წიგნში არაფერია ისეთი, "დაუშვებელი" რომ
ეწოდოს. მისი გამოქვეყნების გამო არავინ გაგასამართლებთ.
ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს, ალბათ ის იქნება, რომ
ზოგიერთი კრიტიკოსი "ირლანდიელ (ემილ) ზოლად" შემრაც-
ხავს. მაგრამ თვითკრიტიკული ინტელექტის ამგვარი გამოვლი-
136 მკითხველთა ლიგა
ნებაც კი არ უნდა იყოს ისეთი საშიში, რომ წიგნის გამოქვეყნება
შეგაჩერებინოთ. ალბათ მოგეხსენებათ, რომ საქმოსანი ადამია-
ნის არაფერი მცხია, მაგრამ უნდავაღიარო, რომ გაოცებული
ვარ, ეს პრეტენზიები რატომ თავიდანვე არ წამომიყენეთ? ხელ-
შეკრულება რომ გავაფორმეთ, მეგონა, ყველაფერი გადაწყდა,
მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა ჩავეფლო მიმოწერაში, რაც,
ვშიშობ, გამიზნულია ჩემს ნერვებზე სათამაშოდ.
ჩემი ჯიბე ბევრის საშუალებას არ მაძლევს. მართალია, სიხა-
რულით შევხვდებოდი ჩემი წიგნის გამოსვლას და, რა თქმა უნდა,
მოხარული ვიქნებოდი ამ საშუალებით ფულის შოვნას, მაგრამ
როგორი ნიჭიერიც არ უნდა ვიყო, არავითარი განზრახვა არ
მაქვს, საზოგადოებას ვევაჭრო ამ მოტივით. (ამ წერილის გამოქ-
ვეყნება არ ღირს). მე არა ვარ შეიარაღებული ძალების ემისარი,
რომელიც ახალ ასაფეთქებელ იარაღს ცდის, არც ცნობილი ექი-
მი, ახალ წამალს რომ გავუკეთო რეკლამა, არც ახალი მარკის
ველოსიპედისტი, არც გამოჩენილი ტენორი, რომელიც ახალბე-
და კომპოზიტორის სიმღერას ასრულებს, და ამ ყველაფრის მი-
უხედავად, ჩემი ჯიბის მდგომარეობა ისეთი უიმედო არ არის, რო-
გორიც შესაძლებელია, სხვა შემთხვევაში ყოფილიყო. თქვენ ამ-
ბობთ, რომ სამწუხარო იქნება, თუკი ჩემი წიგნი ამოვარდება
თქვენ მიერ გამოსაცემი ნაწარმოებების სიიდან. ჩემთვის ეს უკი-
დურესად სამწუხაროა, მაგრამ, რას ვიზამ?! ბევრი ვიფიქრე ამ სა-
კითხზე, ხელახლა გადავათვალიერე კრებული და იმ დასკვნამდე
მივედი, რომ თქვენ აურზაურს ტეხთ არაფრის გამო. ძალიან
გთხოვთ, სწორად გამიგეთ და საყვედურად ნუ მიიღებთ, თუ
გთხოვთ, რომ ყურადღება გაამახვილოთ ჩემს ბოლო სიტყვებზე.
გარწმუნებთ, თქვენი დაგვიანებული კორესპონდენციის არასა-
ხარბიელო ეფექტი ვერ ამათვალისწუნებინებს ჩემს ნაწარმოებე-
ბს. მოიქეცით ისე, როგორც თქვენთვის იქნება უკეთესი. მე ჩემ-

137 მკითხველთა ლიგა


სას ვეცადე. დამიჯერეთ, ძვირფასო მისტერ გრანტ რიჩარდს,
რომ გახლავართ კვლავაც გულწრფელად,
თქვენი ჯეს ა. ჯოისი

138 მკითხველთა ლიგა


გრანტ რიჩარდსს

ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის კოლექციიდან


23 ივნისი, 1906
ჯოვანი ბოკაჩოს ქუჩა 1, ტრიესტი
ძვირფასო მისტერ გრანტ რიჩარდს, ხელნაწერი დაუზიანებე-
ლი მივიღე. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში დაკავე-
ბული ვიქნები თარგმნით, მაგრამ მომდევნო კვირაში გადავი-
კითხავ მთელ წიგნს და შევეცდები, რამე მოვუხერხო. ამოვშლი
სიტყვას "წყეული" ყველგან, სადაც კი შემხვდება, გარდა ერთი
პასაჟისა მოთხრობაში "პანსიონი". რამდენადაც შემიძლია, გავა-
უმჯობესებ იმ პასაჟს "მოულოდნელ შეხვედრაში", რომელიც
თქვენ ასე არ მოგწონთ. ამგვარი "ოპერაციები" მთელი გულით
მძულს, მაგრამ თქვენი მოთხოვნების გამო დათმობაზე მივდი-
ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ იქნებ ამ კრებულში შემატანინოთ
"ორი რაინდიც". თუ თქვენ ვერ გამონახავთ მისი დაბეჭდვის სა-
შუალებას, მაშინ გამოვა, რომ ტყუილად დავხარჯავ დროს ამ საქ-
მიანობაში. რაც შეეხება მეთოთხმეტე მოთხრობას, "პატარა
ღრუბელი", არა მგონია, რამე საპრეტენზიო მოძებნოთ მასში.
ყველა შემთხვევაში, როგორც შემომითვალეთ, მასაც დანარჩე-
ნებთან ერთად გიგზავნით.
შესაძლოა, ჩემი ზოგიერთი შემოთავაზება სასაცილოდაც არ
გეყოთ, და, ვგონებ, არც აქვს აზრი, გირჩიოთ, სხვა მბეჭდავი
იშოვოთ. მე, მაგალითად, ავიყვანდი დაბადებიდან მუნჯს, ან თუ
არადა, ისეთს მაინც ვიპოვიდი, მსჯელობის სურვილი რომ არ ექ-
ნებოდა და ყურადღებას არ მიაქცევდა რაღაც-რაღაცებს. თქვენი
ვარაუდი იმის შესახებ, რომ "დუბლინელების" გამოცემაში ჩარ-
თული ადამიანები შესაძლოა პასუხისგებაში მიეცნენ უხამსობის
ხელშეწყობის გამო, ჩემი აზრით, დისკუსიის გასამართ წისქვილ-

139 მკითხველთა ლიგა


ზე ასხამს წყალს. გაგონილი კი მაქვს, რომ საკმაო რაოდენობის
უცნაურ, სულელურ ქმედებებს სჩადიან ინგლისში, მაგრამ ვე-
რაფრით წარმომიდგენია, როგორ შეიძლება რომელიმე ცივი-
ლიზებულმა სასამართლომ თუნდაც ორი წუთით ისმინოს ამგვა-
რი ბრალდება ჩემი წიგნის მიმართ? სრულიადაც არ მაინტერე-
სებს, არის თუ არა უხამსი ის სიტყვები, რომელსაც მე ვწერ, მაგ-
რამ ისეთი მაინც არაფერი დამიწერია, რაც "დუბლინელებში" უზ-
ნეობად გამოჩნდებოდა.
ფოსტით გამოგიგზავნეთ დუბლინის გაზეთი. ეს არის კელტუ-
რი რასის წამყვანი სატირული გაზეთი, რომელიც უტოლდება
"პუნშს" და "პასკვინოს".
იმიტომ გამოგიგზავნეთ, რომ დაგანახოთ, თუ რა გონიერები
არიან ირლანდიელები და რომ ეს მთელმა მსოფლიომ იცის. კა-
რიკატურისტის სტილიც დაგანახებთ, თუ რამდენად ოსტატურია
მათი ხელოვნება. თვითონვე ნახავთ, რომ ირლანდიელები დე-
დამიწის ზურგზე ყველაზე რელიგიური რასაა. იქნება ამან მაინც
შეგარიგოთ "დუბლინელებთან". ჩემი ბრალი არ არის, რომ
მყრალი ოხშივარი, ძონძები და ნაგავი შემოსჯარვია ჩემს მოთ-
ხრობებს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეაფერხებთ ირლან-
დიის ცივილური განვითარების კურსს, თუკიირლანდიელ ხალხს
არ მისცემთ საშუალებას, საკუთარ თავს გარედან შეხედონ ჩემ
მიერ გაპრიალებულ სარკეში.
დამიჯერეთ, ძვირფასო მისტერ გრანტ რიჩარდს, ვრჩები მა-
რად გულწრფელად,
თქვენი ჯეს ა. ჯოისი

140 მკითხველთა ლიგა


სტანისლოს ჯოისს
(ღია ბარათი)

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


საფოსტო შტემპელი. 31 ივლისი, 1906, 09:30
ანკონასა და ფოლინოს შორის
ანკონაში მშვიდობით ჩავედი. იქაურობა დამპალი კომბოს-
ტოსავით ყარს. სამგზის გაცუცურაკებული. მთელი ღამე გემბან-
ზე. ჯ.(მისი ვაჟი ჯორჯო.) ძალზე კარგადაა. დანარჩენს რომიდან
შეგატყობინებ.
ჯიმი

სტანისლოს ჯოისს
(ღია ბარათი)

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


საფოსტო შტემპელი. 31 ივლისი, 1906, სამშ. 21:30
პრესო სინიორა დუფორი, ფრატინას ქუჩა 52, II, რომი
მშვიდობით ჩამოვედი, მაგრამ ძალზე დაღლილი ვარ. მომწე-
რე ამ მისამართზე. შთაბეჭდილებას ვერ გაგიზიარებ, სანამ გასა-
უბრებას არ გავივლი ბანკის მენეჯერთან, რამაც შესაძლოა შე-
მიცვალოს აზრი. ბანკის მიერ დაშინებული, როცა მის ადგილსამ-
ყოფელს ვეძებდი, ერთი შენობის კედელზე წავაწყდი წარწერას:
"ამ სახლში პერსი ბიში შელიმ დაწერა "ჩენჩი" და "გათავისუფ-
ლებული პრომეთე".
მგონი, შენ ჩემზე მეტად მოგეწონება რომი. ტიბრი შიშით მავ-
სებს.
ჯიმი
141 მკითხველთა ლიგა
სტანისლოს ჯოისს
(ღია ბარათი)

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


2 აგვისტო, 1906
პრესო სინიორა დუფორი, 52 ფრატინას გავლით, რომი
ძვირფასო სტანი, გუშინ ბანკში გასაუბრებამ კარგად ჩაიარა.
ჩემი სამუშაო საათებია 81/2 – 12-მდე და 2-დან 71/2-მდე, ჯანდა-
ბა, რა ხანგრძლივია. ჯერ საქმე არაფერი მაქვს. მგზავრობის-
თვის გადამიხადეს 65 ლირა და კიდევ წინასწარ 100 ლირა, ასე
რომ, ამჟამად, ამ მხრივ, დაცული ვარ. აქ გზა ორჯერ ამებნა. ქუ-
ჩები ძალზე დახლართულია. ბევრი ნივთი აქ უფრო იაფია, ვიდრე
ტრიესტში, მაგრამ ველოდები, რომ ფულს ამ ან მეორე კვირაში
დავხარჯავ. გუშინ ღამით პიაცა კოლონაში ორკესტრმა შეასრუ-
ლა ნაწყვეტები "ზიგფრიდიდან". მშვენიერი იყო. რომაელები
უკიდურესად ზრდილი ხალხია. მომწერე ახალი ამბები.
ჯიმი

142 მკითხველთა ლიგა


სტანისლოს ჯოისს
კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან
საფოსტო შტემპელი 16 აგვისტო, 1906
ფრატინას ქუჩა 52, II 0 , რომი
სასწრაფოდ!
ძვირფასო სტანი, თანამედროვეობის არსი აგებულია ფინან-
სებზე. დღეს ხუთშაბათის დილაა, 16 რიცხვი და მაქვს 25 ლირა.
სიიდან გამომრჩა ჯორჯოს ქუდი, რომელიც 3 ლირა ღირდა, მაგ-
რამ ფულის ასე სწრაფი ხარჯვის ჭეშმარიტი მიზეზი ის არის, რომ
უზომოდ ბევრს ვჭამთ. ნორა ერთობ ჯანსაღად გამოიყურება. მი-
სი ჩვეულებრივი სადილი შედგება: ორი ნაჭერი როსტბიფის, 2
პოლპეტის, ბრინჯით გატენილი პომიდორის, ცოტა სალათისა და
ნახევარი ლიტრი ღვინისგან. ჩვენ ვყიდულობთ მომზადებულ
ხორცს და მივეშურებით ღვინის მაღაზიისკენ, სადაც გვაძლევენ
ჭურჭელს და ა. შ. მგონი, ერთადერთი, რაც უნდა გაკეთდეს, არის
ის, რომ ეთხოვოს ა-ს,(არტიფონი.) წინასწარ გამომიგზავნოს ერ-
თი კვირის ხელფასი. დაიმახსოვრე, ორშაბათს დილას ფული
აღარ მექნება, ჰოდა, თუ ჯერ არ გამოგიგზავნია, ტელეგრაფით
უნდა გამოგზავნო. ორმოცდაათ ლირას, რომელიც შენ მასესხე
ამ თვეში, დაგიბრუნებ 1 ოქტ-ს,თანაც ჩემს 50-საც თან გამოვა-
ყოლებ, ბანკში რომ შეიტანო.
იტალიურად ვკითხულობ "დორიან გრეის პორტრეტს". მომი-
ვიდა "ი. ე."125 სადაც იყო ცნობა გ-ს "პოსადზე".126 როგორ უნდა
მოვიქცე გ. რ.-სთან მიმართებით? გუშინ სასაფლაოზე ვიყავით.
მეტი გადასახადი აღარ გადაიხადო, გთხოვ, უყურადღებოდ არ
დატოვო ეს წერილი და მოლოდინის პოზაში არ მამყოფო.
ჯიმი

125
"ირლანდიელთა ერთობა" – გაზეთი; (unitedIrishman).
126
"Posadh" – ქორწინება (ირლანდიურად).
143 მკითხველთა ლიგა
სტანისლოს ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


საფოსტო შტემპელი 19 აგვისტო, 1906
ფრატინას ქუჩა 52, II 0 , რომი
ძვირფასო სტანი, ტელეგრამა მოვიდა 6-ზე. მე გთხოვე, ლან-
ჩამდე გამოგეგზავნა ადრე რომ მომსვლოდა, რადგან მეშინოდა,
ფოსტა დაკეტილი იქნებოდა. მივიღე 31.40 ლირა. ეტყობა, ამ
თანხასა და 40.0 ლირას შორის სხვაობა გამოგზავნაში დაგეხარ-
ჯა. მე 08:45-ზე გამოგიგზავნე შეტყობინება, შენ როდის მიიღე?
ფულის საკითხზე მსჯელობას თავს დავანებებ შენი წერილის ჩა-
მოსვლამდე, რომელსაც ხვალ ველოდები.
გოგარტისგან არაფერი ისმის. მისი ჩემდამი მონაწერი ნასვა-
მი კაცის ახირებულობას ჰგავდა. ვფიქრობ, ვერ გაბედა, საკუთა-
რი ცოლისთვის ჩემი თავი წარედგინა. საცოდავი დედაც თან ხომ
არ ახლავს თაფლობის თვეში? ეჭვი მაქვს, რომ უმზითვო გოგო
არ მოუყვანია. ეტყობა, მე გავხსენი ქორწინების სეზონი. უ. ბ. იე-
იტსი უნდა აჩქარდეს და იქორწინოს ლედი გრეგორიზე, რომ
მოსპოს მითქმა-მოთქმა, ხოლო ქოლმმა ხელი უნდა სთხოვოს
ვარდივით მშვენიერ მის ესპოზიტოს. სულ ახლახან დავამთავრე
"დორიან გრეი", რომლის ზოგიერთი თავი მაგონებს ჰიუსმანსს,
ასევე, კატალოგიზებულ სისხლიან დანაშაულებებს, სუნამოები-
სა და ხელსაწყოების სიებს. მთავარი იდეა ფანტასტიკურია. დო-
რიანი ნატიფი სილამაზისაა და საშინლად ბოროტი ხდება, მაგ-
რამ ასაკი არ ემატება. შემიძლია წარმოვიდგინო, თუ რა დას-
კვნებს გამოიტანდა უაილდის ბრალმდებელი ამ ნაწარმოების
ცალკეული ადგილების გაანალიზებისას. სტრიქონებს შორის
არსებული აზრების ამოკითხვა სირთულეს სრულიადაც არ წარ-
მოადგენს. ეტყობა, უაილდს კეთილმა განზრახვამ დააწერინა ეს

144 მკითხველთა ლიგა


ნაწარმოები, ასევე, სურდა სამყაროსთვის თავი გაეცნო, მაგრამ
წიგნი სავსეა ტყუილებითა და ეპიგრამებით. მას რომ უფრო თა-
მამად დაეხვეწა მინიშნებები, უკეთესი იქნებოდა. ვეჭვობ, რომ
ამგვარი რამეები გაკეთებული ექნება კერძო შეკვეთებით გამო-
ცემულ წიგნებში. მისი მიმბაძველისა არ იყოს:127
მისი ლექსების სტილი განსხვავებული ხასიათისაა.
შეგიძლია მითხრა, რა საშუალებით შეიძლება სიზმრებისგან
განკურნება? ყოველ ღამით შეწუხებული ვარ შიშისმომგვრელი
სიზმრებით სიკვდილზე, გვამებზე, მკვლელობებზე, რომლებშიც,
ჩემდა უსიამოვნოდ, მნიშვნელოვან როლს ვასრულებ. ჩემს ჯან-
მრთელობას რაც შეეხება, კარგად ვჭამ. გუშინ ღამით გეახელით
ერთი მთლიანი შემწვარი წიწილა, სავსე თეფში ლორი, პური,
ღვინო და მაინც მშივრები დავწექით დასაძინებლად.
1 სექტემბრიდან ვაპირებ დანიურის შესწავლას. აქ შევხვდი
ერთ დანიელს, ვინმე პედერსენს, და რადგანაც იტალიურად ვერ
ლაპარაკობს, ერთმანეთს სათქმელს ძლივს ვაგებინებთ გერმა-
ნულ–დანიური ენების ნარევით. ნეტავ, სწავლის პროცესში, აუ-
ცილებელი თუ იქნება, ყბებში მოზრდილი კარტოფილები ჩავი-
ლაგო? შენ მითხარი, როცა ამ ენას ისმენ, გეგონება ზანგი საუბ-
რობსო გერმანულად, მაგრამ ეს უფრო ჰგავს მისტერ ო’კონელის
(ბილის)ჯოისის პაპის ძმა უილიამ ო’კონელი, რომელიც გარ-
კვეული პერიოდი ჯოისებთან ცხოვრობდა.) ჰოლანდიურად საუ-
ბარს.
გ. რ.-ს ვერ მივწერ, სანამ არ მეცოდინება, ამ მისამართზე ვიქ-
ნები თუ არა შემდეგ თვეში. ვინდჰემმა მითხრა, – "აგვისტოს
თვისთვისო".(აშკარაა, რომ ჯოისს ქვემო იჯარით ჰქონდა ბინა
აღებული ვინდჰემისგან.) ბანკში ბევრი სამუშაო მაქვს. პარას-

127
გოგარტი, რომელიც 1903 წელს დუბლინის სამების კოლეჯიდან ოქსფორ-
დში გადავიდა იმ განზრახვით, რომ უაილდის მსგავსად მოეგო ნიუდიგეიტის
სახელობის პრიზი, მაგრამ მხოლოდ მეორე ადგილზე გავიდა.
145 მკითხველთა ლიგა
კევს 20:30-მდე ვერ დავაღწიე თავი იქაურობას. კორესპონდენ-
ციების რაოდენობა დღეში 200-დან 250-მდე აღწევს. ბოლო სი-
ახლე ისაა, რომ ჩემი შარვალი დიდად დაუმეგობრდა ჩემს სამსა-
ხურის სკამს.
რა ჯანდაბამ გაფიქრებინა, რომ კეტლი128 დამაინტერესებდა.
მაგრამ მაინც ვნახავდი იმ ეგზემპლარს, სადაც "დღის დიალო-
გია"129 დაბეჭდილი. სამი აბზაცი დავამატე "უბედურ შემთხვევას",
მაგრამ არ ვიცი, შევძლებ თუ არა მის გადაწერას. მინდა გადავ-
წერო "ავტორბოლის შემდეგ", მაგრამ თუკი გ. რ. გამომიგზავნის
კორექტურას, წიგნს ამ ფორმითვე გადავცემ. სრულყოფილების-
კენ ლტოლვა ერთობ არამომგებიანია.
გამომიგზავნე ახალი ამბები. დღეს აღმოვაჩინე ბილი ვოლ-
შის130 ფოტო, რომელიც ერთ-ერთ გამორჩეულ ქუჩაზე იყო გამო-
ფენილი. ხომ არ გინდა, ნახო L’Asino-ს131 რამდენიმე ნომერი, ეს
არის იტალიური ანტიკლერიკალური გაზეთი. რამდენიმე დღის
წინ ჩემი სამი თანამშრომლის ყურადღება მივიპყარი სოციალის-
ტური გამოხდომით. ერთ-ერთი მათგანი გერმანელია და დასცი-
ნოდა ლომბროზიანიზმსა132 და ანტიმილიტარიზმს. მისი თქმით,
როცა ბავშვები ტირიან, ისინი "უთუოდ უნდა გაიროზგონ", – ეს
ყოფილა ძალზე გავრცელებული ფიზიკური დასჯის ფორმა სკო-
ლებში, ახალწვეულების ჯარში, რელიგიის სფეროში და ა. შ.
მგონი, გაოცდა, როცა თანამგრძნობი ვერ ჰპოვა "ინგლეზე"-ში.

128
ტომ კეტლის არჩევნები. ჯოისს არ სჯეროდა, რომ ირლანდიის პრობლემა
პარლამენტის მეშვეობით მოგვარდებოდა.
129
"დღის დიალოგი" (გამოქვეყნდა 1906-7 წწ.) და მიანიშნებს ტომას მ. კეტ-
ლის გართულებულ ხელმეორე არჩევნებზე 1906 წლის 25 აგვისტოს.
130
უილიამ ჯონ ვოლში (1841-1921) – დუბლინის არქიეპისკოპოსი.
131
L’Asino (სახედარი/ტუტუცი) – სატირული ყოველკვირეული გამოცემა.
132
თეორია კრიმინალისადმი ჰუმანური დამოკიდებულების შესახებ, განავი-
თარა ცნობილმა იტალიელმა კრიმინოლოგმა ჩეზარე ლომბროზომ (1836-
1909).
146 მკითხველთა ლიგა
ერთი შენიშვნა: ინგლისელები და ამერიკელები ძალზე ხმამაღ-
ლა ლაპარაკობენ საზღვარგარეთ.
ნორას საპნის ბუშტების გაბერვის დიდი ნიჭი აღმოაჩნდა. სა-
ნამ რამდენიმე დღის წინ დორიან გრეის ჩავკირკიტებდი, ის და
ჯორჯო საპნიანი წყლით სავსე თასიდან ბუშტებს პირდაპირ ია-
ტაკზე უშვებდნენ. ნორას შეუძლია ფეხბურთის ბურთისხელა ბუშ-
ტი გაბეროს. ჯორჯო აქ ყველას უყვარს. ყველა იმ ადამიანმა, ვი-
საც ხშირად ვხვდებით ხოლმე, იცის მისი სახელი. თავის სამეტ-
ყველო ლექსიკონს შემატა სიტყვები: "o Gesu", "Mio", "Brutto,
brutto, brutto" და როცა ეუბნებიან, ყური გაიწმინდეო, იწმენდს.
ხოლო როცა პიაცა კოლონაში მივდივართ ორკესტრის მოსასმე-
ნად, ის მუსიკის ტაქტს აჰყვება ხოლმე და ამით დიდად ართობს
"მოღიმარ რომაელებს". კისერზე ჩამოკიდებული აქვს გრძელი,
პატარა მედლებიანი ჯაჭვი, იმის მსგავსი, ქალაქის მერს რომ ჰკი-
დია. სხვათა შორის, თუკი რომში ჩამოხვალ შობამდე, მე ვიყიდი
ბატს 3 ლირად და იქ მოვამზადებინებ, სადაც ვსადილობთ ხოლ-
მე.
თუ ნახე, განხეთქილება რომ არის სოციალისტურ ბანაკში
აქაურ ფერისა133 და შენს მეგობარ ლაბრიოლას134 შორის? ეს
ფული გასაოცრად სწრაფად "ორთქლდება" (ასე ამბობს ხოლმე
ელისი).135 დღეს უნდა მეყიდა "როზა ბერნდი".ავტორი გერჰარდ
ჰაუპტმანი.) თუ იყიდი "ტბას", იქნებ გამომიგზავნო. სამწუხაროდ,
ყველა ინგლისური ბიბლიოთეკა ამჟამად დაკეტილია, თორემ
რომელიმეში ჩავეწერებოდი. მე მგონი, ამ ყმაწვილი პედერსე-
ნისგან მალე შევისწავლი დანიურს. იმ რესტორანში, რომელშიც
დავდივართ, ჯორჯო მაგიდის თავში თავის შემაღლებულ პატარა

133
ენრიკო ფერი (1858-1929) – სოციალისტური გაზეთის – "Aconti"-ს გამომ-
ცემელი.
134
არტურო ლაბრიოლა (1873-1959) – ნეაპოლიტანელი სოციალისტი.
135
ჯოისის ბიძაშვილი ელის მიურეი, უილიამ და ჟოზეფინა მიურეის ქალიშვი-
ლი.
147 მკითხველთა ლიგა
სკამზე მშვიდად ზის ხოლმე და ყოველი ახალი კერძის შემოტანი-
სას მთელ რესტორანს შეძახილით აყრუებს: "ეტერო, ეტერო".136
წმ. პეტრეს ტაძარში ვიყავით და როგორც კი მღვდლების ზარმაც-
მა ბოზებმა გალობა დაიწყეს, ბავშვმა მაშინვე მორთო ყვირილი:
"იგა, იგა!"137 ხომ არ გინდა, ღია ბარათები გამოგიგზავნო რომის
ხედებით?
ჯიმი
ნორა ამბობს, რომ შენი ნახვა უნდა. თუ რამე საინტერესო ნა-
ხე "პიკოლო დელლა სერაში"138 შეგიძლია, გამომიგზავნო.

136
"Eccolo, Eccolo" – მიირთვით, მიირთვით.
137
სავარაუდოდ, "ვივა", "ვივა".
138
ფერეროზე(გულიელმო ფერერო (1871-1942) – იტალიელი ისტორიკოსი,
ანტიფაშისტი და სოციალისტი კრიტიკოსი.) ან სხვ.
148 მკითხველთა ლიგა
სტანისლოს ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


6 სექტემბერი, 1906
ფრატინას ქუჩა 52, II 0 , რომი
ძვირფასო სტანი, გუშინ საღამოს ერთი კაცი მოვიდა ჩემთან,
ინგლისურის სწავლა უნდა, მე თანხის გადახდა წინასწარ მოვ-
თხოვე. მან მომცა 20 ლირა, რაც დიდი ეკონომიით ორშაბათ დი-
ლამდე თუ მეყოფა. უკვე ორი დღეა განცხადებებს თავი დავანებე.
მას 30 გაკვეთილის ჩატარება სურს, მე ვუთხარი, რომ ეს ეღირე-
ბოდა 50 ლირა, ისიც დამთანხმდა. ახლა 30 ლირაღა მართებს
ჩემი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ ვიცი, როდის გადამიხდის. კარ-
გია, ასე რომ მოხდა. ეს არის მეორე განცხადება, რასაც გამოვეხ-
მაურე "ტრიბუნაში". პირველმა განცხადებამ ბანკში მაშოვნინა
სამუშაო, მეორემ – მშვენიერი მოსწავლე. გაკვეთილებს ყოველ
საღამოს ჩავატარებთ. ბანკიდან, ჩვეულებრივ, გამოვდივარ
19:30 ან 19:45, ზოგჯერ უფრო გვიანაც. მერე 20:00-დან 21:00 სა-
ათამდე გაკვეთილი გვაქვს, ასე რომ, მთელი თვე დღის განრიგი
დაკავებული მექნება. მაგრამ ამას აღარ ვჩივი, რადგან 30-მდე
მშვიდობიანად მივაღწევ. იმედია, შეძლებ დღეს რამე თანხით შე-
მომეშველო, ეს ყმაწვილიც მალე მომცემს დანარჩენ 30 ლირას.
რაც შეეხება შარვალს, გაიხსენე, რომ დღეში 9 საათი ვზივარ
მაგარ, ჩალის სკამზე, რამდენადაც ქსოვილი ისედაც თხელი იყო,
ახლა ორი დიდი საკერებელი მადევს საჯდომზე და მის დასაფა-
რად გამუდმებით მაცვია ფრაკი. არაფერი ისმის გრანტ რიჩარ-
დსისგან. კვირამდე დავიცდი და მერე ისევ მივწერ. მიზეზი, თუ
რატომ გამოგიგზავნე "ავანტი", იყო ის, რომ შიგ უნდა ყოფილიყო
სტატია ან ლომბროზოზე, ანდა გორკიზე. შესაძლოა, ეგზემპლა-
რი შემეშალა.

149 მკითხველთა ლიგა


მე ასევე გამოგიგზავნე "ლ’აზინო"-ს ეგზემპლარიც. როგორც
კი ცოტაოდენი ფული გამიჩნდება, მაშინვე გამოგიგზავნი "ტბას".
შენ, გეტყობა, გაღიზიანებს კეტლთან დაკავშირებული ამბები.
მიზეზი, თუ რატომ არ ვამახვილებ ყურადღებას ამ საკითხზე,
არის ის, რომ, როგორც მოგეხსენება, არ მაინტერესებს საპარ-
ლამენტო სისტემა. ამის მიუხედავად, მაინც ვთხოვე ბიცოლა ჟ-ს,
გამოეგზავნა "ნაციონალისტის" რომელიმე ნომერი, თუკი ისევ
არსებობს ეს გამოცემა. რაც შეეხება კეტლთან შესაძლო მეგობ-
რობას, მეჩვენება, რომ მამაკაც მეგობრებზე ჩემი გავლენა ერ-
თობ პროვოკაციული ხასიათისაა, მათ უჭირთ ჩემი გაგება, ვერ
მეწყობიან, მაშინაც კი, როცა სათანადოდ არიან საამისოდ აღ-
ჭურვილნი. მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად ნაკლებად გან-
წყობილი ორი ქალი, კონკრეტულად, ბიცოლა ჟოზეფინა და ნო-
რა, უფრო ხვდებიან ჩემს თვალსაზრისს, და თუკი მათი შეძლე-
ბისდა მიუხედავად, მთლად კარგად ვერ მეწყობიან, იმას მაინც
ახერხებენ, რომ შეინარჩუნონ გარკვეული ლოიალობა, რაც ერ-
თობ მისასალმებელიცაა და სასიამოვნოც. რა თქმა უნდა, შენზე
აღარაფერს ვამბობ, ყველა საკითხზე, გარდა სოციალიზმისა
(რომელიც შენ სრულიად არ გაინტერესებს) და მხატვრობისა
(რაშიც მე არაფერი გამეგება), ჩვენ ერთნაირი ან მსგავსი შეხე-
დულებები გვაქვს.
მე არასოდეს მეპარებოდა ეჭვი, რომ ზემოთ ნახსენებ ხელოვ-
ნებაში ნიჭიერი ხარ. მაგრამ სანამ უფრო განავითარებდე ამ
ნიჭს, აუცილებელია ჩვენს ქონებაში საგრძნობი ცვლილებები.
ჯერ ადრეა ამ ცვლილებების გამო სულით დაცემა. ამასწინათ მო-
მინდა, რომ მინდოდა აღმოვჩენილიყავი ინგლისის ან ირლანდი-
ის რომელიმე ზღვისპირეთში, სადაც დილაობით მივირთმევდი
ლორსა და კვერცხს, შევიგრძნობდი ინგლისის მრავალფეროვა-
ნი მზის სხივებს, მერე შევჭამდი ბივშტექსს მოხარშულ კარტო-
ფილთან და ხახვთან ერთად, ღამით ნავსადგურზე ან სანაპიროზე
150 მკითხველთა ლიგა
გავიდოდით სიგარეტებით. ჰო, მართლა, დამავიწყდა, შენთვის
დახმარებაზე მეთქვა რამე. ერთმა კაცმა მე და ნორას მხოლოდ
ლანჩისა და სადილისთვის (საუზმისა და ვახშმის გარეშე) თვეში
150 ლირა მოგვთხოვა. 50 ლირას ვიხდი ოთახში, სანთლებსა და
რეცხვაში, ასე რომ, სამი ადამიანისთვის ტანსაცმლისა და გაუთ-
ვალისწინებელი რაღაცებისთვის მრჩება 50 ლირა.
თანდართულში, ძალიან გთხოვ, იპოვე იბსენის სტატია ან
თუნდაც ამონარიდი. ეს-ესაა, მივიღე შენი გამოგზავნილი ფული,
რაც ძალზე გამომადგება. მე გიგზავნი "ტბას", შენ მიგზავნი მასზე
შექმნილ შთაბეჭდილებას. ამ დილით ბანკის იმ გერმანელმა თა-
ნამშრომელმა გვაუწყა, როგორი ცოლის მოყვანას აპირებს:
ქალს კარგად უნდა ეხერხებოდეს მზარეულობა, კერვა, ოჯახის
მოვლა და ერთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე მაინც უნდა უკრავ-
დეს. მე მგონი იმ "დოიჩლანდში" ყველა ერთნაირია. ვიცი, ჩემ-
თვის ძალზე ძნელია ასეთი რამეების მოსმენა, ამას გარდა, ის გა-
მუდმებით გვასწავლის (გაუნათლებელ) იტალიელ მოხელეებს
(და მეც) ლათინურსა და ფილოსოფიას. რომელიღაც უნივერსი-
ტეტში უსწავლია, სადაც, როგორც თვითონ ამბობს, თურმე: "დერ
პროფესორი" "ლექციობდა" ლათინურად და ყველა სტუდენტი
საუბრობდა ლათინურად, აგრეთვე ბერძნულად". ბ. ს-შიც139 კი
უკეთესი ატმოსფერო სუფევდა, ვიდრე აქ. თუმცა...
მთლად ვერ დაგეთანხმები ი. ე.-სთან140 დაკავშირებით. ჩემი
აზრით, ის არის ერთადერთი გაზეთი ირლანდიაში, სადაც შესაძ-
ლებელია ნებისმიერი პრეტენზია განაცხადო. მჯერა, რომ ასეთი
პოლიტიკით ძალზე დიდ სამსახურს გაუწევს ირლანდიას. მართა-
ლია, თუკი საქმე რამენაირ ინტელექტუალურს ეხება, ეგ გაზეთი
გამოუსწორებელ სიყრუეს იჩენს, მაგრამ ამგვარი სიყრუე მაინც
ჯობს ისეთსიფრთხილეს, რაც ვლინდება "დღის დიალოგებში".

139
ბერლიცის სკოლა.
140
გაზეთი "ირლანდიელთა ერთობა".
151 მკითხველთა ლიგა
ჩემი სამსახურის ერთი თანამშრომელი, ეს-ესაა, თითის გარეშე
დაბრუნდა ოთხკვირიანი ავადმყოფობის შემდეგ. დაკენკილი,
დამუწუკებული სახე აქვს და ყურსუკან კალამი გაუჩრია. აქ არის
ის გერმანელიც. ისინი ერთმანეთს ხელს ართმევენ და იცინიან.
ყველა განცვიფრებული უცქერს უთითო მოხელეს. ეს კაცი ძალზე
მახინჯია, ის შვეიცარიელია და ხმა ჟანგიან ხერხს მიუგავს. აქ კი-
დევ ერთი, იტალიელი თანამშრომელია, რომელიც ეუბნება:
"გაუმარჯოს შენს მოსვლას". "Meme jeu"141 (როგორც ჯ. მ.(ჯორჯ
მური. ჯოისი მიანიშნებს "ტბის" ფრანგულად დაწერილ შესავალ-
ზე.) იტყოდა). ორი იტალიური ფრაზა მაგიჟებს. ერთია: "di un
po".142 აქ ყველა მობორიალე თანამშრომელი, რომელიმე საწე-
რი მერხიდან საზრუნავით სავსე გამომეტყველებით გაემართება
ხოლმე რომელიმე კოლეგისაკენ და ჩასჩურჩულებს: "di un po"
და მერე იმაზე იწყებს ფიქრს, რის თქმას აპირებდა. მეორე ფრაზა
არის Signore. ყველა საცოდავი მჩხაპნელი, ყველა, ახლა სიას
ხომ არ ჩამოვთვლი, ვისაც ხელში კალამი უჭირავს და თუნდაც
ვინმეს თანაშემწედ მუშაობს, უკვე "სინიორია". ჩანარუტომ მით-
ხრა (თანაც თავის მრავალგზისი ქნევით), რომ მისი ბიძაშვილი,
შენი ბინის მეპატრონეც სინიორი ყოფილა. შენ მაინც არ შეგიძ-
ლია გაიზიარო ჩემი ზიზღი უტვინო, უსინდისო, დესპოტი და მხდა-
ლი საშუალო კლასის ქალაქელების მიმართ. ამ ქვეყნებში ადა-
მიანები გამხეცებული და ვერაგნი არიან, მაგრამ იმის უნარი მა-
ინც ხომ შესწევთ, რომ მცირეოდენი პატიოსნება გამოავლინონ,
ან, ბოლოსდაბოლოს, ასე უნდა მოიქცნენ თუნდაც იმიტომ, რომ
ეს მათი ინტერესია. მე მათთვის უცხო ვარ და ხშირად მსხვერ-
პლსაც წარმოვადგენ. მაგრამ ამ სიტყვის გამოყენებისას თავს ამ
ადამიანთა მტრად როდი მოვიაზრებ. დიდი მადლობა დაუყოვნე-
ბელი გამოხმაურებისთვის და ველი შენს წერილს.

141
"ესეც ისეთი" (ფრანგულად).
142
ჯორჯ მური. ჯოისი მიანიშნებს "ტბის" ფრანგულად დაწერილ შესავალზე.
152 მკითხველთა ლიგა
ჯიმი

სტანისლოს ჯოისს
(ღია ბარათი)

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


საფოსტო შტემპელი. 22 სექტემბერი, 1906
ფრატინას ქუჩა 52, II, რომი
ძვირფასო სტანი, მივიღე შენი ტელეგრაფი, მაგრამ ფული ჯერ
არ გამინაღდებია. ჩინოვნიკმა არ მიიღო ჩემი არც ერთი საბუთი,
"პასპორტს" ითხოვდა. ბოლოს ნერვები ამეშალა და ვუთხარი:
"ღმერთმანი, როსინი სწორად მოიქცა, როცა ესპანელს ქუდი მო-
უხადა და უთხრა, თქვენ მე გადამარჩინეთ იმ სირცხვილისაგან,
რომ უკანასკნელი ევროპელი ვყოფილიყავიო". ჩინოვნიკი შეც-
ბა, მთხოვა, უკან დავბრუნებულიყავი და გამემეორებინა ნათქვა-
მი, რაზეც უარი ვუთხარი. როგორ მეზიზღება ბიუროკრატიის ეს
ქედმაღალი თახსირები. როგორ უშვებს ხალხი ასეთ თავხედო-
ბას! ყველა ერთმანეთს ჰგავს. მე მაინც ვეცდები, საჩემოდ შემო-
ვინახო ეს სცენები. ორი საათი დავკარგე და სადილიც გამიცდა.
სხვათა შორის, მგონია, რომ შენ ფოსტითაც გამომიგზავნე რა-
ღაც, რამდენადაც ეს თანხა მხოლოდ ორშაბათ დილამდე მიმაღ-
წევინებს. ნეტავ ასეთი ფიზიკურ სისუსტე არ მეუფლებოდეს ხოლ-
მე პერიოდულად. მე უფრო მეტად მჭირდება "ლიქტორი",143 ვიდ-
რე რენანს.
ჯიმი
უყურადღებოდ ნუ დატოვებ ამ ბარათის ძირითად არსს.

143
რომაელი მსახური, პირველად რომულუსმა დაიყენა თორმეტი თანმხლე-
ბი ლიქტორი.
153 მკითხველთა ლიგა
სტანისლოს ჯოისს
(ღია ბარათი)

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


საფოსტო შტემპელი. 30 სექტემბერი. 1906
ფრატინას ქუჩა 52, II, რომი
გამოგიგზავნი 60 ლირას და სრულად ხვალ მოგწერ ამ საყუ-
რადღებო საკითხზე. დღეს ვერ ვგზავნი, რადგან ფოსტა დაკეტი-
ლია. გ. რ.-სთვის144 არ მიპასუხია, მაგრამ წერილობითი ანგარი-
ში ჩავაბარე არტურ სიმონსს. ხვალ ვაპირებ საერთაშორისო იუ-
რისტთან გასაუბრებას. ვიყავი ინგლისის კონსულთან, რომელ-
მაც მათი მრჩევლის მისამართი მომცა.
ვშიშობ, ჯორჯოს ბრონქული შეტევა აქვს. ხვალ თუ უკეთესობა
არ ექნა, ექიმს მივაკითხავ. "სელტიკ ფრინჯის" შესახებ რას იტ-
ყვი? ერთხელ კიდევ, საყვარელო. ვაცალოთ ჯიმის, რაც არის,
არის.145
[ხელმოუწერელია]
P. S. კიდევ ერთი რამ. სახლის პატრონმა ქირა მოგვიმატა.
დამაფიქრებელია!

144
გრანტ რიჩარდსმა მისწერა ჯოისს, რომ მისი დათმობის მიუხედავად, მა-
ინც ვერ დაბეჭდავდა "დუბლინელებს" იმ მოტივით, რომ მკითხველის მოწო-
ნებას ვერ დაიმსახურებდა, თუმცა, სთავაზობდა, მწერალს მისთვის გაეგზავ-
ნა პირველი რომანის ხელნაწერი, რომლის შესახებ დასკვნის დაწერას ორ
კვირაში ჰპირდებოდა.
145
სავარაუდოდ, ჯოისი ეხმაურება სტანისლოსის გამამხნევებელ ფრაზებს იმ
წერილიდან, რომელიც არ შემონახულა და რომელშიც იმაზე იყო საუბარი,
თუ როგორ შეცბუნდებოდა "სელტიკ ფრინჯი", ანუ დუბლინის მოდური მწერ-
ლები, როცა "დუბლინელები" გამოქვეყნდებოდა. "ერთხელ კიდევ"... მიანიშ-
ნებს წიგნის სხვა გამომცემელთან გაგზავნას; "ვაცალოთ ჯიმის" მიანიშნებს,
რომ ჯოისი ცდილობს, გაიმხნევოს თავი.
154 მკითხველთა ლიგა
P. P. S. "დუბლინელებისთვის" კიდევ ერთი მოთხრობა მომი-
ვიდა თავში. ის იქნება მისტ. ჰანტერზე.146

146
ამ მოთხრობას უნდა დარქმეოდა "ულისე", თუმცა ჯოისს ის აღარ დაუწე-
რია. მისტერ ჰანტერი იყო დუბლინელი, მასზე ხმები დადიოდა, რომ ებრაე-
ლი იყო და ცოლი ღალატობდა.
155 მკითხველთა ლიგა
სტანისლოს ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


საფოსტო შტემპელი. 10 იანვარი, 1907
მონტე ბრიანცოს ქუჩა 51, IV  0, რომი
ძვირფასო სტანი, ამ დღეებში ისეთი დაკავებული ვიყავი (და
ახლაც ასე ვარ), რომ წერის დრო არ მქონდა. ეტყობა, გაღიზია-
ნებს ჩემი ფინანსური გასაჭირი. არ მიკვირს.
გიგზავნი "რეალისტს"147 და ო’კელის წიგნს, რომელში არსე-
ბულ ერთ მოთხრობასაც სერიებად ბეჭდავს "შინ ფეინი". ასევე,
გიგზავნი გაზეთს, სახელად "რესპუბლიკა".148 მანდ ნახავ, რომ
კრუს ო’ბრეინის "ბიჭი"149 არის ს. კ.-ს150 სადისკუსიო საზოგა-
დოების აუდიტორი. აქ არის ერთი უელსელი მასწავლებელი.
ახალი წლის წინა ღამეს მან და ერთმა მემანიკიურე ქალმა ჩვენ-
თან ერთად ისადილეს. იმ ქალმა ახალ წელს დაგვპატიჟა. ეს
ახალგაზრდა ქალი ცხოვრობს მარტო მშვენიერ ბინაში, აცვია
გრძელი კაბა და ნერვიულია. მას ინგლისის მეფისთვის აქვს მა-
ნიკიური გაკეთებული. (ჩვენ არასოდეს ვამბობთ "მეფე"-ს) მე
მგონი, ყველა ადამიანი თოჯინა ან მარიონეტია, ინგლისელების
გარდა. თანდათან მიმძაფრდება სიძულვილი იტალიისა და იტა-
ლიელების მიმართ.
ამ წერილის დაყოვნება მომიწია სამი-ოთხი დღით. ერთი წუ-
თიც არ მქონდა თავისუფალი. წავიკითხე მორისონის "ბოროტე-
ბის ქუჩების ამბები" და "მთიდან ჩამოტანილი უბრალო ზღაპრე-

147
ავტორი ერნესტ ტემპლ სარსტონი.
148
ყოველკვირეული გაზეთი, გამოდიოდა ბელფასტში 1906-1907 წწ.
149
ლაპარაკია ო’ბრეინის შვილზე.
150
დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯი.
156 მკითხველთა ლიგა
ბი.151 ვფიქრობ, ამის შემდეგ ჩემი ნაწერები გაკეთილშობილდე-
ბა.
არც ლონგისა და არც მეთიუსისგან სიტყვაც კი არ მომსვლია.
მე რომ ისე კარგად ვიცნობდე ირლანდიას, როგორც რ. კ.152 ინ-
დოეთს, ალბათ რამე კარგს დავწერდი. მაგრამ გონება დიდი სის-
წრაფით მებინდება. სამი პატარა მარადიული მოთხრობის ჩანა-
ფიქრი მაქვს გონებაში, მაგრამ იმდენად მცივა, რომ ვერ ვწერ.
გარდა ამისა, კარგი არსაიდან ისმის. იბსენს, რა თქმა უნდა, მოს-
წონდა ამგვარი გართობა.(იბსენი ისე ეფლობოდა სამუშაოში,
რომ არაფრად აგდებდა გარემო ფაქტორებს.) მაგრამ მერე ვე-
ღარ სწყდებოდა სამუშაოს. იმას ვგულისხმობ, რომ წარმოიდგი-
ნე, "აირიშ რეფაბლიკი" თავისი დოტაციების მეშვეობით როგორ
დააკუნტრუშებს მთელ ევროპაში თხის საბელივით ქუსლებზე გა-
მობმული კორესპონდენციებით რობერტსსა და ფეის, მაშინ, რო-
ცა შენ მხოლოდ ჰ. ი.153 გყავს. იმავე ვითარებაში მეც ალბათ
"ეგოარქი" ვიქნებოდი.
როგორც არ უნდა იყოს, არასოდეს გავხდები ბანკის მოხელის
ნიმუში. ყველა უჩივის ჩემს ნაწერებს. მოგიყვებოდი ერთ წერილ-
თან დაკავშირებულ ამბავს, მაგრამ ძალზე გრძელია, ეგ ოხერი,
მოსაყოლად. მეტს ვეღარ მოგწერ, უნდა გავვარდე სამუშაოდ.
[სცენა: პატარა, ქვით მოკირწყლული, ორპირქარიანი ოთახი,
მარცხნივ დგას კომოდი, რომელზეც ლანჩის ნარჩენები ყრია.
ოთახის შუაში პატარა მაგიდაზე საწერი მასალა (მას ეს არ დავიწ-
ყებია) და სამარილე აწყვია. უკან ჩანს მომცრო საწოლი. ახალ-
გაზრდა, მოსრუტუნე ცხვირიანი კაცი ზის მომცრო მაგიდასთან,
საწოლზე ჩამომჯდარა მადონა საბრალო ყრმით. იანვრის

151
ავტორი რადიარდ კიპლინგი.
152
რადიარდ კიპლინგი.
153
ჰენრიკ იბსენი.
157 მკითხველთა ლიგა
დღეა.](ფრჩხილებში ჩასმა ავტორისეულია.) ამ ყველაფერს სა-
თაურად აქვს "ანარქისტი".
კიდევ ერთ წუთს ვიპარავ იმის სათქმელად, რომ ბიცოლა ჟო-
ზეფინამ მომწერა. ახალი ამბავი ის არის, რომ ო. გ.-ს დედა
"უმოწყალოდ გარდაიცვალა"154 და რომ ო. გ. ძალზე მდიდარია.
ნეტავ, ეს იყო ის ფასდაუდებელი ახალი ამბავი, რაც ო. გ.-ს უტ-
რიალებდა თავში? ვფიქრობ, გვარიანი პაუზის შემდეგ ისევ დაიწ-
ყებს წერას. მაგრამ, ვშიშობ, რომ წელიწადში დაუბეგრავი 150$
გარდა, სხვა ვერაფერი მიშველის. ამასწინათ ჩემს რომანზე
ვფიქრობდი. რამდენი ხანია, რაც მას ვუნდები? აქვს თუ არა აზრი
მის გაგრძელებას? როგორც ჩანს, ყველა ფიქრობს, რომ იმაზე
ბევრად უკეთესად ვიქცევი, ვიდრე ისინი ელოდნენ. მაგრამ სუ-
ლაც არ არის სასიამოვნო, სხვების საამებლად იქცეოდე კარგად.
მგონი, ნორა ისევ ბავშვს ელოდება. ჯორჯო მართლაც რომ ჩემ-
თან დაკავშირებული ყველაზე წარმატებული რამაა. მაგრამ ის
ჩემი მცირე ნაწილია. მგონია, მას მოვწონვარ კიდეც. როცა საჭ-
მელად მივდივარ, ის მეუბნება ხოლმე, "Se" (sede). მე მას ვუყიდე
მოქანავე ცხენი ეპიფანიის ღამეს, 4 ლირად. გაბრაზდი?
კიდევ ერთი. ამ კვირას ზეიმობენ სილვესტერის ეკლესიაში
"ერთობლივ რიტუალებს". მინდა, რომ დავესწრო, მაგრამ ასევე
შემიძლია წავიდე კაბრაში, რომ მეტი შევიტყო კოპტური, ბერძნუ-
ლი, ქალდეური და ა. შ. რამეების შესახებ. ნაჩხაპნისთვის ბო-
დიშს გიხდი. ბანკირი წუთი-წუთზე [წყვეტს წერას].

154
ოლივერ სენტ ჯონ გოგარტის მიერ წარმოთქმული ფრაზა, რომელიც მან
ჯოისის დედის გარდაცვალების ფაქტის შეტყობისას "შექმნა".
158 მკითხველთა ლიგა
სტანისლოს ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


6 თებერვალი, 1907
[რომი]
მივიღე მეთიუსისგან ხელშეკრულება და ხელიც მოვაწერე.
აგრეთვე მივწერე ლონგსაც, როგორც გითხარი, მაგრამ იმ ძაღ-
ლისშვილს ჯერაც არ უპასუხია. ჰოდა, გუშინწინ კატეგორიული
წერილი გავუგზავნე. "ულისე" მხოლოდ სათაურია და ჯერ წინ
ვერ მიდის. მე მაქვს სხვა სათაურებიც, მაგ:
"უკანასკნელი ვახშამი", "მკვდარი", "ქუჩა", "შურისგება", "ყუ-
რესთან", ამ ყველას დავუწერდი მოთხრობებს, შესაბამისი პირო-
ბები რომ მქონდეს. რამდენიმე დღის წინ ბერლინში გავგზავნე
თხოვნა ბერლიცის დანიურ წიგნზე, რომელიც, ეს-ესაა, გამოვი-
და. აქაური სიახლე ის არის, რომ ჩვენს ამჟამინდელ ბინას 15-ში
ვტოვებთ და საცხოვრებლად გადავდივართ კორსოში, სადაც ნო-
რამ ოთახი იშოვა. ვგონებ, რამდენიმე კვირა მაინც იქნება კმა-
ყოფილი. ის არის, როგორც რეინოლდსის გაზეთი იტყოდა, "თა-
ვის ციხესიმაგრეში". ჯორჯო ძუძუს მოვწყვიტეთ. ლანჩს ვჭამთ
შინ, სადილად კი ტრატორიაში დავდივართ ღამით. კვირას ნორა
და ჯორჯო წავიყვანე კომიკურ ოპერაზე "Le Carnet du Diable". სა-
ბოლოოდ ძალზე მომწყინდა, ერთობ სულელური და არამუსიკა-
ლური იყო. მსახიობებს ხმა არ ჰქონდათ, ერთი თუ ორი საწყისი
ნოტი გაისმა მხოლოდ. ჯორჯო დროდადრო ჭყიოდა და ერთი
იდიოტი, რომელიც ჩვენ წინ იჯდა, მოტრიალდა და გვითხრა:
"შშ!" ეტყობა, ეშინოდა, არ გამორჩენოდა რაღაც იაფფასიანი წი-
ნადადება დიალოგიდან.

159 მკითხველთა ლიგა


ცოტა ხნის წინ წავიკითხე გ. დე მ-ს155 ტომები გასართობად და
დიდადაც გავერთე. ახლა ისევ ანატოლი ფრანსს მივუბრუნდი.
მაგრამ თუ მინდა, რომ ჭეშმარიტი ესთეტიკური სიამოვნება მივი-
ღო უნდა დაველოდო როდის დამიბრუნდება "დუბლინელების"
ხელნაწერი, რომ კიდევ ერთხელ ჩავუჯდე. ჩემი გაზეთები შუაზე
გავყავი, შენ გიგზავნი "ინდიფენდენტს", "მეილს" და კონელანის
რაღაც-რაღაცებს. ჰო, მართლა, ჩვენი ძველი მსახური დილაო-
ბით აღარ მაღვიძებს ხოლმე, რადგან აქედან გადავდივართ. ად-
რე ის თავის ქალბატონზე ენამწარეობდა ნორასთან და საახალ-
წლოდ საჩუქარიც მიიღო ჩემი ცოლისგან. დილაობით ათასჯერ
ჩაუვლის ხოლმე კარს და არ აკაკუნებს. განა სიტუტუცე არ არის
ასეთი განაწყენება? მე შემიძლია გიამბო სხვა საამური ამბავი ქა-
ლებზე.156 დროს თუ მოიხელთებ, ლონდონში ჩაირბინე და ერთი-
ორი პანღური ამოარტყი უკანალში ლონგს, კარგი? ჯერაც არ
უპასუხია ჩემთვის. სიმონსმა კიდევ ერთი ბარათი გამომიგზავნა
რამდენიმე დღის წინ, აინტერესებდა, მეთიუსისთან შეთანხმებას
თუ მივაღწიე და გამიმეორა, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმ
წიგნისთვის, როცა გამოვიდოდა. არ უნდა დამავიწყდეს, რომ ო.
გ.-ს ან შესაძლოა დედამისის ხსოვნას მივუძღვნა. გახსოვს ჩემი
პაროდია ლეო XIII–ის იმ ლოცვაზე, მესის დასრულებისას რომ
წაიკითხა? ამ წუთას გამახსენდა და გამეცინა. ბეიბიმ,ჯოისის და
მეიბლი.) პოპიმ,157 მამილომ და ჩარლიმ დასურათებული ღია ბა-
რათებით მომილოცეს დაბადების დღე!!! ღია ბარათზე სხვადას-
ხვა ფერია, მწვანე, მუქი ზღვისფერი, სალბის, ზურმუხტის, კომ-
ბოსტოს და ა. შ. ფერები. აქ კიდევ ერთი დუბლინელი მასწავლე-
ბელია, სახელად კრეიგი. გარეგნულად პირწავარდნილი მაგ
რაიანია და ძალზე ცდილობს, დამალოს თავისი აქცენტი, წარმო-

155
გი დე მოპასანი.
156
ამონარიდი ჯოისის საყვარელი ბალადიდან "ყვითელი ლუდი".
157
ჯოისის და მარგარეტი.
160 მკითხველთა ლიგა
შობით კინგსტონიდან არის. გამაღიზიანებლად ნელა ლაპარა-
კობს, საუბრისას მიწაზე იყურება და ეტყობა, ყოველი სიტყვის
წარმოთქმამდე ფიქრობს. ალბათ გაიგებდი, ჩვენი სუზაკი რომ
გარდაიცვალა. თავი დავანებე "ავანტი"-ს კითხვას, მაგრამ გიგ-
ზავნი აბზაცს "არტიფონიდან". ჩემთვის ძალზე უინტერესოა.
გთხოვ, მალე და ვრცლად მომწერე. ფულს რაც შეეხება, მიჭირს
ამაზე მეტის გაქაჩვა. ნუ დაგავიწყდება, რომ ახლა უკვე სამი ადა-
მიანი ვართ. ალბათ უარესად იქნება საქმე, მეოთხეც რომ გვეყო-
ლება, მაგრამ, რას ვიზამთ... ვვარაუდობ, ცოტა ფულის შოვნას
ლექსებით.

161 მკითხველთა ლიგა


სტანისლოს ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


11 თებერვალი, 1907
მონტე ბრიანცოს ქუჩა 51, IV 0 რომი
ძვირფასო სტანი, გუშინ გამოგიგზავნე ფ. ჟ.,158 რომელშიც
მოცემულია შედარებით სრული ანგარიში ებბის აყალმაყალის
შესახებ. დებატები159 ალბათ, ძალზე სასაცილო იყო. ჩვენი ძვე-
ლი მეგობარი სკეფი და დიკ შიიჰი 1904 წლის ოქტომბრიდან მო-
ყოლებული, ფრთხილობენ. შიიჰანი დიდი სიამოვნებით წავი-
კითხე და გავოცდი კიდეც. იმ ფრაზების მოსმენა მინდა, რამაც სა-
ხეზე ტკივილაღბეჭდილი ქალბატონები დააფრთხო. კათედრას-
თან მოღვაწე ირლანდიელს სცენის მესვეურ ირლანდიელზე უკე-
თესი ჰგონია თავი. შევამჩნიე, რომ სინგი ხშირად იყენებს სიტ-
ყვას "ოხერი", და დიდებული იყო ფრაზა: "ნეტავ მეიოს საგრაფოს
მთელი გოგოები პერანგებში გამოწყობილი ჩამწკრივებული მა-
ნახა ჩემ წინ", მშვენიერი სანახაობაა. იეიტსი მომაბეზრებელი
იდიოტია. ის სრულიად მოწყვეტილია ირლანდიელებს, რომლე-
ბიც მას აფასებენ, როგორც "გრაფინია კეტლინის" ავტორს. მას
ისევ სინგი ჯობს, სხვა თუ არაფერი, ამ ხალხის წაჩხუბება მაინც
შეუძლია. ერთი მწერალი სინგზე საუბრობს და მის მასწავლებ-
ლად მიიჩნევს ზოლას (!), ასე რომ, ვფიქრობ, როცა "დუბლინე-
ლები" გამოვა, ჩემზე საუბრისას სინგს გახდიან ჩემს მასწავლებ-
ლად. რაღათქმა უნდა, ზუსტად იმ კვირას არ მინდოდა, ბიცოლა
ჟოზეფინას "შინ ფეინი" რომ გამოეგზავნა. როგორც ადრე გითხა-
რი, ვფიქრობ, ებბის თეატრი იშლება. არსებობას განაგრძობს

158
"ფრიმენზ ჯორნალი" – ჟურნალი დუბლინში.
159
დებატები პიესის შესახებ – "დასავლური სამყაროს პლეიბოი", დაიდგა ებ-
ბის თეატრში 1907 წლის 4 თებერვალს.
162 მკითხველთა ლიგა
მხოლოდ პარტერის მეშვეობით, ანუ სტივენ გვინის, ლორდ იქ-
სის, ლედი გრეგორის და მისთანების მეოხებით, რომლებიც
თავს იკლავენ, რომ როგორმე გამოაცოცხლონ დუბლინის მო-
ნოტონური ცხოვრება. თვითონ სინგზე ვერაფერს ვიტყვი, მისი
მხოლოდ ერთი პიესა მაქვს წაკითხული – "ზღვისკენ წასული
მხედრები". იეიტს თავიდან ეგონა, რომ პიესა იყო ბერძნებზე,
(რომლებიც მუდმივად ჩვენთან არიან)(ჯოისმა განსაკუთრებული
სიმწვავით დასცინა ბერძენ დრამატურგებს თავის ადრინდელ
კრიტიკულ წერილში "დრამა და ცხოვრება".), ხოლო შემდეგ ხან
ბელგიური ადრეული პიესის ნიმუშად მიიჩნია, ხან კი შექსპირს
მიაწერა. სინგმა პარიზში მთხოვა, წამეკითხა და როცა ვუთხარი,
რას ვფიქრობდი იმ პიესაზე, თანაც ხანგრძლივი კრიტიკის ქარ-
ცეცხლში გავუტარე უბედურების ასახვის მისეული საშუალებები,
ჩემი ნათქვამისთვის ყურიც კი არ უთხოვია. რა იცი, იქნებ მოგ-
ვიანებით დაწეროს რამე ღირებული. სინგი რომ ნამდვილად იც-
ნობდეს ირლანდიელი ერის ხერხემალს – გლეხობას და ესმო-
დეს მისი, შესაძლოა ბიორსენის160 დონის მწერალიც კი ყოფი-
ლიყო. კოლამზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ასევე, რასელსა და
კუსინზე. შიიჰანი ცოტა განსხვავებული ჩანს ირლანდიის იდეით
შეპყრობილი დანარჩენი ახალგაზრდა კაცებისგან. ვეჭვობ, რომ
ყველა გამოცდა მაღალ დონეზე ექნება ჩაბარებული და აქვს იმის
შესაძლებლობა, რომ ეკლესიასთან თანასწორის დონეზე აწარ-
მოოს ურთიერთობა. მთელი ეს ამბავი ნერვებს მიშლის. იმ კაცის
გრძნობა მეუფლება,რომელსაც ქუჩიდან ჩხუბისა და ნაცნობი
ადამიანების ყვირილის ხმები ესმის, მაგრამ გარეთ ვერ გადის,
რომ გაიგოს, რა ჯანდაბა ხდება. ამან გადამადებინა ის მოთხრო-
ბა, რის დაწერასაც "ვაპირებდი", ესაა "მკვდრები". ჯონ ლონგს ჯე-
რაც არ უპასუხია მეორე წერილზე. როგორ მოვიქცე?

160
ნორვეგიელი მწერალი (1832-1910), რომელიც გამუდმებით იმყოფებოდა
იბსენის ჩრდილქვეშ.
163 მკითხველთა ლიგა
ამჟამად ვკითხულობ ერთი-ორ იტალიელ მეზღაპრეს, როგო-
რებიცაა: სერმინი, დონი161 და ა. შ. და აგრეთვე, ანატოლი
ფრანსს. ნეტა, როგორ მოიპოვა სახელი? რა თქმა უნდა, "კრენ-
კბილი" მშვენიერი ნაწარმოებია, თუმცა მასში გხვდება ადგილე-
ბი, ან სულაც ფრაზები, მისი სხვა წიგნებიდან.
ასეა თუ ისე, რა მაქვს სათქმელი, რამდენადაც მისი რჩევით
დავწერე "სუროს დღე საკომიტეტო ოთახში", ახლა კი მომაწოდა
იდეა მეორე მოთხრობისათვის: "მკვდრები". ზოგჯერ უცნაური
წყაროები გაწვდის სამოთხრობე იდეას, მაგალითად, ჩერჩეტმა
პატარა ვუდმანმა გამიჩინა აზრი, დამეწერა "პანსიონი", ხოლო
ფერეროს კი "ორი რაინდის" შექმნას ვუმადლი. სხვა მოთხრობე-
ბის სიუჟეტები ზოგი მე მოვიფიქრე, ზოგი გაგონილი ამბებიდან
ავიღე. ახლა კიდევ ერთი შინაარსი მიტრიალებს თავში, თუმცა
ზამთარი ჩემთვის დახურული სეზონია.
დღეს ველოდებოდი შენს წერილს, მაგრამ არაფერი მომ-
სვლია. ბიცოლა ჟ-სგანაც არაფერია. გუშინწინ მამილოსგან მი-
ვიღე ბარათი, სადაც 1-/-/$-ს მთხოვდა. მე მივწერე, კიდევ ერ-
თხელ გავუმეორე ის, რაც უკვე ვუთხარი ჩარლიზე და ერთ-ერთ
ბავშვზე(სავარაუდოდ, ჯოისმა მამას შესთავაზა, რომ მისი ძმა
ჩარლზი და ერთ-ერთი და მასთან გაეგზავნათ ტრიესტიში.) და
ისიც მივწერე, რომ თვის ბოლომდე ვერაფერს გავუგზავნი. საქმე
ის არის, რომ ფული ძალზე ცოტა დამრჩა, შეიძლება ითქვას, რომ
ამ თვეში აღარც მაქვს. ნორას მობეზრდა ამ ოთახში ცხოვრება
და სხვა იშოვა, ისე, რომ ახლა ორმაგი ქირა მაქვს გადასახდელი.
პარასკევს გადავდივართ და წინასწარ უნდა გადავიხადო 35$.
უფრო მეტიც, ვენდე პადრე მაიკლის ნათქვამს, რომ მდიდარ კერ-
ძო მოსწავლეს მომიყვანდა და მივატოვე სკოლა. პ. მ. მოვიდა
ჩემთან ბანკში და მკითხა, რამდენს ვითხოვდი გაკვეთილში, მე

161
ჯენტილე სერმინი და ანტონიო ფრანჩესკო დონი – იტალიელი მწერლები.
164 მკითხველთა ლიგა
21/2 ფრანკი ვუთხარი. მას შემდეგ აღარ გამოჩენილა, ვარ ახლა
ამ "მშვენიერ" დღეში. მიუხედავად ჩემი ყოფისა, ისე მაქვს გან-
საზღვრული, რომ მომავალ თვეში აღარ ვისესხო ფული, ვაპი-
რებ, ცოტა თავისუფლება მივცე ჩემს თავს: ვიკითხო, ვწერო და
დავისვენო. ამ თვეში მოსწავლის საზღაურის გარეშე ვარ დარჩე-
ნილი, რადგან, არდადეგების გამო, რომელიც ზუსტად 1 მარტამ-
დე უგრძელდება, ფულს ტყუილად ხომ არ გადაიხდის. თუმცა,
ყველაფრის მიუხედავად, შევიძინე ახალი ქუდი, თბილი ფეხსაც-
მელი, ჟილეტი, წინდები და დანიურის სახელმძღვანელო, ხოლო
ჯორჯოს ვუყიდე ახალი პალტო და ქუდი და სადილიც გავმართე.
ამ წერილს რომ მიიღებ, ისღა დაგრჩენია, 10 კრონა გამომიგზავ-
ნო. ჩემი მომავალი მისამართი ჯერაც არ ვიცი, ვიცი მხოლოდ ის,
რომ ბინა არის კორსოში! მომწერე მოკლე წერილი კარგ, სქელ
საფოსტო კონვერტზე და ბარათი თანხიანად ჩადე შიგ, მიუთითე,
რომ მე მიგზავნი: ბატონებს ნასტ კოლბსა და შუმახერს, სან კლა-
უდიოს ქუჩა, რომი. ერთ კვირაში შეგატყობინებ იმის შესახებ, თუ
რა დამჭირდება. შენ მითხარი, რომ ამ თვეში გამომიგზავნიდი 20
ლირას, თუკი ჯეროვნად დაგისაბუთებდი საჭიროებას, როგორც
ხედავ, ალბათ დამჭირდება 30, მეხომ გაუთვალისწინებლად
დავრჩი სკოლის გარეშე. ვიცი, რომ გადაიღალე ასეთი წერილე-
ბით, მეც დავიღალე. მომავალი თვიდან სხვა გეგმას მივმართავ.
ვფიქრობ, შემიძლია იმედი ვიქონიო, რომ 10 კრონას გადმომიგ-
ზავნი უახლესი ფოსტით. თუ არ შეგიძლია, გამოგზავნა, რა გაეწ-
ყობა, დავნებდები პრობლემას. აგრეთვე უნდა აღვნიშნო ჩემი ვა-
ჟისა და მემკვიდრისათვის გაწეული გაუთვალისწინებელი ხარ-
ჯები, მას ესაჭიროება ახალი ზეწარი, ის ამტვრევს ფანჯრის მი-
ნებს და ხარივით სვამს სითხეებს.
ახლა უნდა შევწყვიტო ეს წერილი, რაღაც კარგად ვერ
ვგრძნობ თავს. მთელი ეს პრობლემები და გაწამაწია აისახება
ჩემს კუჭზე. ვაპირებდი, ლირა დამეხარჯა ამაღამ "ღმერთების
165 მკითხველთა ლიგა
სიკვდილზე",162 მაგრამ ვშიშობ, ჩემი არცთუ მყარი განწყობის
გამო სამი საათი გავძლო თეატრის ქანდარაზე. საპასუხო ფოს-
ტით გამაგებინე, რას ფიქრობ ყოველივე ზემოთ აღნიშნულზე და
მირჩიე, როგორ მოვიქცე ლონგისგან ჩემი ხელნაწერების დასაბ-
რუნებლად. ჩემი ბოლო შეტაკება კანონთან დამიჯდა 30 ფრანკი,
გრანტ რიჩარდსთან კი – არაფერი.
ჯიმი

162
ვაგნერის ოპერა.
166 მკითხველთა ლიგა
სტანისლოს ჯოისს
(ღია ბარათი)

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


საფოსტო შტემპელი. 14 თებერვალი, 1907
მონტე ბრიანცოს ქუჩა 51, IV, რომი
ძვირფასო სტანი, ველოდები, რომ ამ დილით მიიღებ ჩემს წე-
რილს და იმედი მაქვს, მალე გამომიგზავნი პასუხს. ვერ წარმო-
მიდგენია, როგორ მივაღწევთ თვის ბოლომდე შენი დახმარების
გარეშე. რასაც გამომიგზავნი, პირველივე შესაძლებლობისთა-
ნავე, ამ გადასახდელის გარდა, მექნება კიდევ 40 ლირა, 20 ჩემი
ყოფილი მოსწავლისგან, 20 ახალი მოსწავლისგან, რომელიც
დღე-დღეზე იწყებს მეცადინეობას. მე დავესწარი "ღმერთების
სიკვდილს". ჩემ წინ, ქანდარაზე იჯდა ერთი ხნიერი კაცი, რომელ-
საც ნივრის სუნი უდიოდა. მან მითხრა, რომ ეს იყო გრანდიოზუ-
ლი ოპერა და ესაჭიროებოდა დიდებული ხმები. მას მოსმენილი
ჰქონია ეს ოპერა ჰამბურგში. ინგლისურადაც კი მელაპარაკა
ისეთი სიტყვებით, როგორებიცაა, ძალიან ცივა, ძალიან კარგი
და მშვენიერი. იქ იყო კიდევ ერთი კაცი, რომელმაც განაცხადა,
რომ ვაგნერის მუსიკა ბრწყინვალე, მაგრამ გამიზნულად გერმა-
ნელებისთვის იყო შექმნილი. მასში ჩანდა მხოლოდ ინტელექტი
და არა გული. ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც საყვირი აჟღერდებო-
და, ჩემი ნივრისსუნიანი მეგობარი ჩემკენ ბრუნდებოდა და დამა-
ჯერებელი კილოთი მეუბნებოდა: "Adesso viene Sigfrido".163
მთელი მესამე აქტის განმავლობაში ამთქნარებდა, ბოლო სცე-
ნას აღარც კი დაუცადა და წავიდა. როცა ბრუნჰილდემ ცხენს მო-
უხმო, ამ უკანასკნელმა, მუსიკალურ სმენას ერთობ მოკლებულ-
მა, ისეთი ხმა ამოუშვა, რომ სასაცილო ორმარცვლიანი იტალიუ-

163
ახლა გამოვა ზიგფრიდი.
167 მკითხველთა ლიგა
რი სიტყვები ქანდარის ერთი ბოლოდან მეორემდე გახმიანდა.
ბევრი მაყურებელი აჰყვა მელოდიასაც და ლიბრეტოსაც. კიბეზე
ჩამოსვლისას და მაშინაც, ქუჩაში რომ გამოვედი, მესმოდა, რო-
გორი ზუზუნით ღიღინებდნენ ადამიანები, ზოგი სწორად და ზო-
გიც არასწორად, ცხრა ნოტს დაკრძალვის მოტივებიდან. ვერა-
ფერმა ამაღელვა ამ ოპერაში. დამკრძალავი მარში ადრეც ხში-
რად მომისმენია. მხოლოდ ზიგფრიდის სიკვდილის სცენისას მის
ყვირილს ჩემი კინკრიხო გამოეპასუხა ასე: "O, sposa sacra".
ვგონებ, არსებობს რამდენიმე ადამიანი, ვინც დროდადრო ჭეშ-
მარიტად განიცდის ღვთისადმი ლტოლვას.
[ხელმოუწერელია]

168 მკითხველთა ლიგა


სტანისლოს ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


16 თებერვალი, 1907
მონტე ბრიანცოს ქუჩა 51, IV, რომი
ძვირფასო სტანი, არაფერი მომხდარა.(ეტყობა, სტანისლოსს
ეჭვი გაუჩნდა, რომ ჯეიმზს რაღაც პრობლემები ჰქონდა ბანკში.)
როგორც მივხვდი, ა164-მ დამაიმედა, რომ შემეძლო უკან დავ-
ბრუნებულიყავი, როცა კი მოვისურვებდი, სხვაგვარად ცნობას
ვერ მივიღებდი. გთხოვ, დაადგინე, რა მდგომარეობაშია სკოლა.
შემიძლია, აღარ დავბრუნდე ტრიესტიში და კერძო გაკვეთილებს
დავჯერდე? მუშაობა ისევ კარგ ხასიათზე მაყენებს. მგონი,
coglioneria165 მომივიდა. წარმოიდგინე, რა მდგომარეობაში
მაქვს ნერვები. ვინ იცის, როგორ დასრულდება ეს ამბავი. ჩემი
მხრივ, ერთი სიცოცხლე მაქვს, რომელიც, როგორც ამას წინათ
ვიგრძენი, "ნაჭრის ჩანთაში ჩასხმული წყალივით" მისხლტება ხე-
ლიდან. კოპინჯერი არის "მერიონ სკვეას ქირურგი".(ჩარლს კო-
პინჯერი ფიგურირებდა ების თეატრის აყალმაყალში.) სინგი წარ-
მოადგენს ქარიშხლის ცენტრს: მაგრამ მე არაფერი გამიკეთებია
საამისოდ. ჯონ ლონგს კვლავ არ უპასუხია ჩემთვის. დღეს უხეში
წერილი მივწერე, ჩემი ვარაუდით, "დუბლინელების" ხელნაწერს
ვეღარ ვნახავ. სურვილი მაქვს, ისევ ტრიესტიში ვიყო, მაგრამ
არა სკოლის გამო, არამედ იმიტომ, რომ მექნებოდა საშუალება,
შევხვედროდი ვინმეს, ვინც გარკვეულწილად გაიზიარებდა ჩემს
შეხედულებებს. იმას თქმა რად უნდა, რომ ძალიან მიყვარს ჯორ-
ჯო, მაგრამ მეშინია (სასაცილოა ის, რომ ჩემ წინ მყოფი ორი ამე-
რიკელი ამ სიტყვის დაწერის შესაბამისად შიშით შეხტა), მეში-

164
იგულისხმება არტიფონი.
165
სისულელე.
169 მკითხველთა ლიგა
ნია, რომ ჩემი სულიერების ხომალდი მეჩეჩზეა შემჯდარი. არის
რაღაც კეთილგონიერების ელემენტი ჩემს ბოლო და გიჟურ ქმე-
დებაში, ამაში დარწმუნებული ვარ. ვგრძნობ, რომ სწორედ იმად
ვიქეცი, რასაც მამილო მეუბნებოდა, ანუ მე არა ვარ ჯენტლმენი.
მაგრამ, როგორც რუდოლფ ელვუდი იტყოდა, ყველაფერი სისუ-
ლელეა. ასეა თუ ისე, ხმელეთზე გამორიყული თევზივით ვფარ-
თხალებ. იმიტომ მინდა უკან, ტრიესტში წასვლა, რომ მახსოვს,
როგორ დავდიოდი ხოლმე ზაფხულში ღამღამობით ქუჩებში და
გონებაში ფრაზებს ვარჩევდი ჩემი მოთხრობებისთვის. სულ ახ-
ლახან ვუსმენდი ამერიკელების დისკუსიას ჯორდანო ბრუნოს
შესახებ, რომლის პატივსაცემადაც ხვალ აქ პროცესია იმართება.
ეტყობა, საკმაოდ ბევრი იციან მის შესახებ, მაგრამ ვერ ვიტან
მათ აქცენტს.
უფრო სრულად მოგწერ, როგორც კი შენს წერილს მივიღებ.
ამჟამად ძალზე შეუძლოდ ვარ საიმისოდ, რომ გრძლად მოგწე-
რო. შენი coglionato166 ძმა.
ჯიმი

166
ჩერჩეტი.
170 მკითხველთა ლიგა
მარგარეტ ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


8 დეკემბერი, 1908
სენტ კატერინას ქუჩა 1, I 0 პ 0 ტრიესტი (ავსტრია)
ძვირფასო პოპი, მადლობა მუსიკის გამოგზავნისთვის. მე ვნა-
ხე სტანისადმი მიწერილი შენი წერილიცა და მისი პასუხიც, რა-
საც ვურთავ ამ ბარათს. მაქვს იდეა, რომელსაც თუ მოიწონებ,
მეტყვი. თუკი მიგაჩნია, რომ ამგვარ შეთავაზებას სასურველი
ეფექტი ექნება,167 მომავალ ზაფხულს ექვსი კვირით გამოგიგზავ-
ნით ჯორჯოს სტანის ზედამხედველობის ქვეშ. არც ბავშვი და არც
სტანი ხარჯად არ დაგაწვებათ (თუკი ამ საქმეს მოვაგვარებთ),
ჩვენ გადავიხდით მგზავრობისა და კვების ხარჯს. შესაძლოა, ბავ-
შვმა კარგი გავლენა მოახდინოს იქ ოჯახში და ვოცნებობ, ყოვე-
ლი თქვენგანი მოხარული იყოს მისი გაცნობით. ის ჩამოვა ივლი-
სის ბოლოს და უკან, ტრიესტში დაბრუნდება დაახლოებით აგვის-
ტოს ბოლოს ან პირველი სექტემბრისთვის. თუ მოგწონს ეს იდეა
და ფიქრობ, რომ დაგვითბობს ურთიერთობებს, მივწერ მამას.
ასე მგონია, შენ იფიქრებ, რომ ეს ისეთივე ქარაფშუტული აზ-
რია, რაც ჩემს გონებაში აქამდე დაბადებული ყველა სხვა დანარ-
ჩენი, მაგრამ თუკი თხუთმეტიოდე წუთის განმავლობაში ყოველი
მხრიდან აწონ-დაწონი, საკმაოდ კარგადაც კი მოგეჩვენება.
რომ ვიცოდე, ბავშვის ნახვა ყველას გაგაბედნიერებთ და გა-
გახარებთ, სიამოვნებით გამოვგზავნიდი. მე მას უკვე ვუთხარი,
რას ვაპირებდი და მას შემდეგ სახლში ვისაც მოიხელთებს, ყვე-
ლას აცივდება, მოუტანონ ჩემოდანი, ჩაულაგონ ნივთები და წა-
იყვანონ "დუბირინოში".

167
მარგარეტ ჯოისი აძალებდა ძმას, მცდელობა არ დაეკლო საიმისოდ, რომ
ჯონ ჯოისი შერიგებოდა ამ უთანასწორო ქორწინებას.
171 მკითხველთა ლიგა
მადლობა, ცოტათი მიმიყუჩდა რევმატიზმი და ახლა ასო ს-ს
უფრო ვგევარ, ვიდრე ასო ზ-ს. იმედი მაქვს, გამოიტან დასკვნას,
რადგან ამჯერად ვერ ვწყვეტ ამ საკითხს, მადლობა ღმერთს,
ძვირფასო დაო, რომ მე ვარ შენი ყველაზე მოსიყვარულე ძმა.
ჯიმი

172 მკითხველთა ლიგა


მულინექს პალმერს168

ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციიდან


19 ივლისი, 1909
ვინჩენცო სკუზას ქუჩა 8, ტრიესტი
ძვირფასო მისტერ პალმერ, მე დაუზიანებლად მივიღე დანარ-
ჩენი სამი სიმღერაც, რისთვისაც დიდ მადლობას მოგახსენებთ
და უმორჩილესად გთხოვთ, მაპატიოთ, რომ სწრაფად ვერ მოგ-
წერეთ, დაკავებული ვიყავი კონცერტების რეპეტიციებით, უნდა
ვიმღერო მელოდია კვინტეტში "მასტერზინგერებიდან". თუ გეს-
მით, რატომ აქვთ ადამიანებს ასეთი ლტოლვა ამ ოპერის მი-
მართ? ვფიქრობ, ეს მოჩვენებითობა უფროა.
ბოლო სამი სიმღერა უფრო მომეწონა, ვიდრე პირველი ხუთი.
პირველის წყობა ძალზე დახვეწილია და მისი ეფექტიც უფრო
მძაფრდება მესამეში. უხილავი არფის და ა. შ. შემოსვლას და
შესრულებას ბრწყინვალედ მოსდევს ლექსის ცვლილებაც. ყვე-
ლა, ვისაც თქვენი მუსიკა გავაცანი, ფიქრობს, რომ ის ძალზე გან-
სხვავებულია.
ამ კვირას მივემგზავრები ირლანდიაში და ვეცდები, ვინმე
ისეთს წარვუდგინო თქვენი სიმღერები, ვინც დღის სინათლეზე
გამოიტანს მათ. თუ აგვისტოს თვეში მოგიხდებათ ირლანდიაში
ყოფნა, გამიხარდება თქვენი ნახვა. ჩემი მისამართია: დუბლინი,
ფონტენოის ქუჩა 44.
აღარ არსებობს იმისი ალბათობაც კი, რომ კიდევ დავწერო
ლექსები, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა ჩემს ტვინში.
მე დავწერე მოთხრობების წიგნი, რომლის სათაურიცაა "დუბლი-
ნელები" და ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებ გამომცემელთან

168
ჯეფრი მულინექს პალმერი (1882-1961) – ინგლისელი ორღანისტი და
კომპოზიტორი, რომელიც ირლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად.
173 მკითხველთა ლიგა
მის შესახებ. გარდა ამისა, ვმუშაობ რომანზე "ხელოვანის პორ-
ტრეტი", რომლითაც, აგერ უკვე ექვსი წელია, შეპყრობილი ვარ.
როცა (ან, უფრო სწორად, თუკი) რომელიმე ნაწარმოები იხი-
ლავს დღის სინათლეს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, უთუოდ
გამოგიგზავნით ერთ ეგზემპლარს.
იმედი მაქვს, თქვენ შეგიძლიათ დროულად გაამელოდიუროთ
მთელი "კამერული მუსიკა". მისი დაწერა, ნაწილობრივ, ჩემი
იდეა იყო. წიგნი, ფაქტობრივად, წარმოადგენს სიმღერების კრე-
ბულს და მუსიკოსი რომ ვყოფილიყავი, ვფიქრობ, თვითონ გავა-
მელოდიურებდი. ცენტრალური სიმღერაა XIV, ამის შემდეგ დი-
ნამიკა იკლებს XXXIV-მდე, რაც არსობრივად წიგნის დასას-
რულს წარმოადგენს. XXXV და XXXVI ბოლო ნაწილია, ხოლო I
და III, როგორც ხვდებით, პრელუდია. კეთილი სურვილებით,
ჯეიმზ ჯოისი

174 მკითხველთა ლიგა


ნორა ბარნაკლ ჯოისს
(ღია ბარათი)

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


საფოსტო შტემპელი. 29 ივლისი, 1909
ფონტენოის ქუჩა 44, დუბლინი
მშვიდობით ჩამოვედით ამ საღამოს.169
პირველი, რაც ზვირთსაქცევთან დავინახე, იყო გოგარტის
სქელი ზურგი, მაგრამ ავერიდე.
ჯორჯო ყველას მოსწონს, განსაკუთრებით მამილოს.
მისწერე გოგოებიდან რომელიმეს და მიეცი მითითებები ბავ-
შვის შესახებ.
მომიკითხე ლუჩია.
ჯიმი

169
ჯოისი და თავისი ვაჟი ჯორჯო დუბლინში გაემგზავრნენ 1909 წლის ივლი-
სის ბოლოს და დარჩნენ 9 სექტემბრამდე.
175 მკითხველთა ლიგა
ნორა ბარნაკლ ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


6 აგვისტო, 1909
ფონტენოის ქუჩა 44, დუბლინი
ნორა, გოლვეიში არც მე მივდივარ და არც ჯორჯო.
ვაპირებ მივაგდო ის საქმე, რისთვისაც ჩამოვედი და რითიც
ჩემი მდგომარეობის გაუმჯობესებას ვაპირებდი.
ყველაფერში გულწრფელი ვარ, რაც კი ოდესმე შენთვის მით-
ქვამს ჩემ შესახებ. შენ კი არ ყოფილხარ გულწრფელი ჩემთან.
იმ დროს, როცა შენ გხვდებოდი მერიონ სკვეას კუთხეში, ერ-
თად დავსეირნობდით, სიბნელეში შენი ხელის შეხებას ვგრძნობ-
დი და შენი ხმა მესმოდა (ო, ნორა! მე იმ მელოდიას ვეღარასო-
დეს გავიგონებ, რადგან აღარაფრისა მჯერა), იმ დროს, როცა შენ
გხვდებოდი, ყოველ მეორე ღამეს შენ თურმე ჩემს მეგობართან
გქონდა პაემანი მუზეუმის მახლობლად, მასთან ერთად დაიარე-
ბოდი იმავე ქუჩებში, არხის გაყოლებით, ჩაუვლიდი ხოლმე დო-
დერის სანაპიროზე მდებარე "კიბიან სახლს". შენ იქ იდექი, მას-
თან ჩახუტებული, სახე მისკენ გქონდა აწეული და კოცნიდი. კი-
დევ რას აკეთებდით ერთად? მომდევნო ღამით კი მე მხვდებოდი!
ამის შესახებ პირადად მისგან(ვინსენტ კოსგრეივი. მისი ნათ-
ქვამი ცილისწამება იყო და ჯოისმა მალე გაიგო ეს ამბავი.) შევიტ-
ყვე ერთი საათის წინ. თვალები ცრემლებით მაქვს სავსე, მწუხა-
რებისა და დამცირების ცრემლებით. გული სავსე მაქვს სიმწრი-
თა და სასოწარკვეთით. თვალწინ სხვას ვერაფერს ვხედავ, გარ-
და სხვა მამაკაცებისადმი აწეული შენი სახისა. ო, ნორა, ნუთუ არ
გებრალები იმ ტანჯვის გამო, რასაც ახლა განვიცდი. ამიერიდან
ყოველდღე ვიტირებ. ჩემი რწმენა მაგ სახის მიმართ დაიმსხვრა.
ო, ნორა, ნორა, იქონიე თანაგრძნობა ჩემი გასაცოდავებული

176 მკითხველთა ლიგა


სიყვარულის მიმართ. ვეღარანაირ მოსაფერებელ სახელს ვე-
ღარ დაგიძახებ, რადგან ამ საღამოს შევიტყვე, რომ ის ერთადერ-
თი არსება, რომელსაც ვენდობოდი, ჩემი ერთგული არ ყოფილა.
ო, ნორა, ნუთუ ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა?
მომწერე, ნორა, ჩემი მკვდარი სიყვარულის ხათრით, მომწე-
რე. მოგონებები მტანჯავენ.
მომწერე, ნორა, მე მხოლოდ შენ მიყვარდი, შენ კი დამიმ-
სხვრიე შენდამი რწმენა.
ო, ნორა, უბედური ვარ. დავტირი ჩემს საცოდავ, უბედურ სიყ-
ვარულს.
მომწერე, ნორა.
ჯიმი

177 მკითხველთა ლიგა


ნორა ბარნაკლ ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


7 აგვისტო, 1909
ფონტენოის ქუჩა 44
დილის შვიდის ნახევარია და სიცივეში ვწერ. მთელი ღამე
თითქმის არ მიძინია. არის თუ არა ჯორჯო ჩემი შვილი? პირველი
ღამე, ციურიხში შენთან რომ გავატარე, იყო 11 ოქტომბერი, ბავ-
შვი კი დაიბადა 27 ივლისს. გამოდის ცხრა თვე და 16 დღე. მახ-
სოვს, რომ იმ ღამით ძალზე ცოტა სისხლი წამოგივიდა. ჩემამდე
ვინმემ გაგჟიმა? შენ ნათქვამი გაქვს ჩემთვის, რომ როცა სასტუმ-
როში მუშაობდი, შენი გაჟიმვა უნდოდა ერთ კაცს სახელად ჰო-
ლოჰანს (მორწმუნე კათოლიკეს, რომელიც, რა თქმა უნდა, თა-
ვის სააღდგომო ვალდებულებებს რეგულარულად ასრულებს)
და რომ საამისოდ უნდა გამოეყენებინა, როგორც ისინი ეძახიან,
პრეზერვატივი. გამოიყენა? თუ მხოლოდ ალერსის და ხელების
ფათურის ნება მიეცი? მიპასუხე. როცა დოდერის მახლობლად
მდებარე მინდორზე იმყოფებოდი (იმ ღამეებში, როცა ჩემთან არ
იყავი) იმ სხვასთან ერთად (ჩემს "მეგობართან" ერთად), ალერ-
სის დროს ძირს იწექით? სიბნელეში ისევე თუ უფათურებდი ხელს
მასაც, როგორც მე მიფათურებდი და ეუბნებოდი: "ეს რა არის,
ძვირფასოო?" ერთხელ მთელი დღე ვიარე დუბლინის ქუჩებში და
ეს სიტყვები გამუდმებით ჩამესმოდა ყურებში და ისევ და ისევ ვი-
მეორებდი, მერე კი ვჩერდებოდი და გაყუჩებული ვაყურადებდი,
რომ უკეთ გამეგო ჩემი სიყვარულის ხმა.
ახლა რა ბედი ელის ჩემს სიყვარულს? როგორ უნდა განვდევ-
ნო ის სახე, რომელიც ჩვენს ტუჩებს შორის დაიდებს ადგილს?
ყოველ მეორე ღამეს იმავე ქუჩებში სეირნობა!

178 მკითხველთა ლიგა


რა სულელი ვყოფილვარ. სულ მეგონა, მხოლოდ მე მნებდე-
ბოდი, მაგრამ თურმე შენს სხეულს ჩემსა და კიდევ სხვას შორის
ანაწილებდი. აქ დუბლინში დადის ჭორი, რომ მე სხვების ნასუფ-
რალი შემხვდა. ალბათ როგორ დამცინიან, როცა ხედავენ, თავ-
მომწონედ როგორ დავატარებ "ჩემს" ვაჟს ქუჩებში.
ო, ნორა! ნორა! ნორა! მე ახლა ველაპარაკები იმ გოგოს, რო-
მელიც მიყვარდა, რომელსაც მოყავისფრო-მოწითალო თმა
ჰქონდა, რომელიც მომეტმასნა, ხელში იოლად ჩამიგდო და მა-
მაკაცად მაქცია.
როგორც კი სტანი გამომიგზავნის ფულს, ტრიესტიში მაშინვე
ჩამოვალ და მანდ გავარკვიოთ, როგორ იქნება უკეთესი, რომ
მოვიქცეთ.
ო, ნორა, კიდევ თუ არსებობს ჩემი ბედნიერების იმედი? ან იქ-
ნებ ცხოვრება უნდა დამენგრეს? აქ ამბობენ, რომ მე გამომიყე-
ნეს. ნეტავ შემეძლოს, დავივიწყო ჩემი წიგნები, ჩემი ბავშვები,
დავივიწყო ის გოგო, რომელიც მიყვარდა, რომელიც მახსოვს
მხოლოდ ისეთი, როგორსაც ჩემი სიყმაწვილისდროინდელი შეყ-
ვარებული თვალებით ვხედავდი, და რომელმაც მომატყუა და სა-
ერთოდ ამომაგდო ცხოვრების მდინარებიდან. როგორ დაჩაჩა-
ნაკებულად და დაბეჩავებულად ვგრძნობ თავს!
ჯიმი

179 მკითხველთა ლიგა


სტანისლოს ჯოისს
(ღია ბარათი)

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


8 აგვისტო, 1909
ფონტენოის ქუჩა 44, დუბლინი
ძვირფასო სტანი, ჩემი საქმე აქ უკვე დავამთავრე. როგორც კი
შეაგროვებ ფულს, მაშინვე გამომიგზავნე, რომ შევძლო, რამდე-
ნადაც შესაძლებელი იქნება, დაყოვნების გარეშე გავემგზავრო.
ჯიმი

ნორა ბარნაკლ ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


19 აგვისტო, 1909
ფონტენოის ქუჩა 44, დუბლინი
ჩემო საყვარელო, საშინლად ვნერვიულობ, რომ არ მწერ.
ავად ხომ არა ხარ? ამ საკითხის შესახებ ველაპარაკე ჩემს ერთ
ძველ მეგობარს, ბირნს, მან შენ დაგიცვა და ამბობს, რომ ეს არის
"უნამუსო ტყუილი".
რა უღირსი კაცი ვარ! მაგრამ ამიერიდან შენი სიყვარულის
ღირსი გავხდები, უსაყვარლესო.
დღეს გამოგიგზავნე სამი უზარმაზარი პარკი კაკაოს მარ-
ცვლები. გამაგებინე, მიიღებ თუ არა.
ჩემი და პოპი ხვალ მიემგზავრება.
დღეს ხელი მოვაწერე "დუბლინელების" გამოცემის ხელშეკ-
რულებას.
180 მკითხველთა ლიგა
სტანს ბოდიში მოუხადე, რომ ვერ მივწერე.
ჩემო ტკბილო, კეთილშობილო ნორა, გთხოვ, მომიტევო ჩემი
საზიზღარი საქციელი, მაგრამ მათ170 გამაგიჟეს. ჩვენ უნდა ვებ-
რძოლოთ მათ ლაჩრულ შეთქმულებას, სიყვარულო. ხომ მაპა-
ტიებ, ჩემო ტკბილო?
მხოლოდ ერთი სიტყვა მაღირსე, სანატრელო, ამის ერთი
უარმყოფელი სიტყვა და ბედნიერებისგან ფრთები შემესხმება!
ხომ კარგად ხარ, ძვირფასო? გაღიზიანებული ხომ არა ხარ?
აღარ წაიკითხო ის საშინელი წერილები, რაც გამოგიგზავნე. სიბ-
რაზისაგან ჭკუიდან ვიყავი გადასული მათი წერისას.
ახლა უნდა წავიდე ცენტრალურ ფოსტაში ამ წერილის გამო-
საგზავნად, რადგან აქ ახლოს აღარ არის ფოსტის განყოფილება.
ღამის პირველი საათიდან გადასულია უკვე.
ძილი ნებისა, "ჩემო სიმდიდრევ"!
ვგონებ, არც ერთი კაცი არ არის ქალის სიყვარულის ღირსი.
ჩემო საყვარელო, მაპატიე. მიყვარხარ და ამიტომაც გავგიჟ-
დი თუნდაც მარტო შენი და იმ უნამუსო არამზადის ერთად წარ-
მოდგენისას.
ნორა, საყვარელო, უმორჩილესად გევედრები, მაპატიე. ისევ
ჩამიკარი გულში, გამხადე შენი ღირსი.
მე ისევ მოგიპოვებ და შენ ჩემს მხარეზე გადმოხვალ.
ღამე მშვიდობისა, ჩემო უძვირფასესო, ჩემო სიმდიდრევ. ახ-
ლა უკვე მთელი ცხოვრება იშლება ჩვენ წინაშე. ეს მწარე გამოც-
დილება იყო, სამაგიეროდ, ამიერიდან გვექნება ტკბილი სიყვა-
რული.
"ჩემი ამბორი მოგიტანს შვებას,
გული ჩადგება ისევ საგულეს,
იძინე მშვიდად, მიენდე ნებას,

170
ბირნის ვარაუდით, კოსგრეივმა და გოგარტიმ პირი შეკრეს, რომ გაენად-
გურებინათ ჯოისის ქორწინება.
181 მკითხველთა ლიგა
თორემ წუხილი გაგანადგურებს".
ჯიმი

სტანისლოს ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


21 აგვისტო, 1909
ფონტენოის ქუჩა 44, დუბლინი
ძვირფასო სტანი, გუშინ მონსელთან დავამოწმეთ ხელშეკრუ-
ლება საგერბო ოფისში და წიგნი, სავარაუდოდ, მარტში გამოვა.
საბოლოო ფასი არის 3/6. სანამ სხვა ცნობები ჩამოვა, ზედამხედ-
ველობის გასაწევად შემაქვს თხოვნა. კეტლი ძალზე მეგობრული
იყო ჩემ მიმართ, მაგრამ არავითარი მიპატიჟება არ მიმიღია ში-
იჰისთან იმის მიუხედავად, რომ უნდა სცოდნოდათ ჩემი დუბლინ-
ში ყოფნა. ახალ ეროვნულ უნივერსიტეტში იტალიურს არ შეას-
წავლიან, იქნება მხოლოდ კვირაში რამდენჯერმე საღამოობით
"კომერციული იტალიურის" კურსი წელიწადში 100$-ად. შემიძ-
ლია, ავიღო ეს საათები, მაგრამ არაკეთილგონივრული იქნება.
მივწერე სინგის ძმას, კონკრეტულად ამ პიესის შესახებ. აგრეთ-
ვე, ვიყავი ებბის თეატრში, მაჩვენეს გამოყენებული კოსტიუმები
და მაძლევენ კინის მუსიკას.171 მენეჯერი დამიჯავშნის ადგილს
"ბლანკო პოსნეტის" პრემიერაზე. მე მქონდა ბარათები, რომელ-
ზეც აღნიშნული იყო:"P. d. S.", ტრიესტი" და ხვალ მივდივარ მიდ-
ლენდის რკინიგზის მენეჯერის სანახავად. იტალიურ პრესასთან
ვთანამშრომლობ და ვწერ სტატიების სერიას ირლანდიაზე, თა-
ნაც ვცდილობ გოლვეიში წასვლის ნებართვა მოვიპოვო. პოპი

171
პიესიდან "ზღვისკენ წასული მხედრები".
182 მკითხველთა ლიგა
გუშინ წავიდა კილკენიში და აღარ გამოჩნდება ახალ ზელანდია-
ში გამგზავრებამდე.(ჯოისის და მარგარეტი, იგივე პოპი, მოწყა-
ლების და გახდა, გაგზავნეს ახალ ზელანდიაში, სადაც მონას-
ტერში პიანინოზე დაკვრას ასწავლიდა.) ნორას კაკაოს მარ-
ცვლები გავუგზავნე. საბაჟო გადასახადი გადაიხადე და თვალყუ-
რი ადევნე ნორას, რომ ყოველ დილა-საღამოს მიიღოს. კეტლი
ცოლად ირთავს მერი შიიჰს 8 სექტემბერს, ქეტლინი ქორწინდე-
ბა კრუზ ო’ბრეინზე.
სკეფინგტონს ჰყავს ორი თვის ვაჟი. გუშინ აქ კარუზომ იმღე-
რა. არც "აირიშ ტაიმსმა", არც "ექსპრესმა", არც "მეილმა" მომცა
უფლება, ინტერვიუ ამეღო მისგან, თუმცა კორინთელთა კლუბში
სადილზე მან სადღეგრძელო იტალიურად წარმოთქვა, ხოლო
სამადლობელო ითარგმნა კიდეც. იტალიური ოპერა კო172 მარ-
თავს წარმოდგენებს აქ.173 მაგრამ წასვლის თავი არ მქონდა. ამ
შანტაჟის ამბავი ვუამბე ბირნს, რომლის აზრითაც, ეს იყო გოგარ-
ტისა და იმ მეორის174 ფარული გარიგება. იგი ძალზე დამეხმარა
ამის გადატანაში. მეუბნება, რომ ის მეორე გროშის ფასადაც კი
არ ღირს. ძალზე მესიამოვნა მისი დამოკიდებულება. მგონი, თვი-
თონაც შეყვარებულია.
ასეა თუ ისე, ამ ამბავსაც რევმატიზმივით ჩავკლავთ. ევა ჩემ-
თან ერთად წამოვა ისევ. ეს ნიშნავს ჩემი ოჯახის მომავალ ბედ-
ნიერებას, ნორაც ელოდება მის ჩასვლას. შენი იმედი მაქვს, რომ
ყველა შესაძლო საშუალებას მიმართავ ამ მიზნის მისაღწევად,
მერე კი არაჩვეულებრივი ზამთარი დაგვიდგება.
ნორა თბილად იწერება შენს სიკეთეზე მის მიმართ. ეცადე, გა-
ამხნევო ახლა და მერე ჩვენ ყველაფერს თავის ადგილს მივუ-

172
კავალიერ ფ. კასტელანოს იტალიური გრანდ ოპერა "კომპანი".
173
გასული შემოდგომიდან მონაწილეობს აიდა გონზაგი(უცნობი მომღერა-
ლი).
174
ვინსენტ კოსგრეივი.
183 მკითხველთა ლიგა
ჩენთ. მადლობა და თუკი იმ მათხოვრებს რამე ჰქონდათ განზრა-
ხული, სრულიად საწინააღმდეგო შედეგი მიიღეს.
ჯიმი

184 მკითხველთა ლიგა


ნორა ბარნაკლ ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


22 აგვისტო, 1909
ფონტენოის ქუჩა 44, დუბლინი
ჩემო სიყვარულო, როგორ გულს მირევს, გულს მირევს, გულს
მირევს დუბლინი. ეს არის მარცხის, ღვარძლისა და უბედურების
ქალაქი. ერთი სული მაქვს, როდის მოვშორდები აქაურობას.
სულ შენზე ვფიქრობ. ღამით დასაძინებლად წასვლა წამებაა
ჩემთვის. ამ ფურცელზე ვერ გადმოვიტან ჩემს გონებაში არსე-
ბულ გიჟურ სურვილებს. გხედავ ათასნაირ – გროტესკულ, საძ-
რახის, კდემამოსილ პოზაში. უძვირფასესო, როცა ერთმანეთს
შევხვდებით, მთელი შენი არსებით დამნებდი. ის სიწმინდე, რაც
სხვისი თვალებისთვის დაფარულია, მე უნდა მიბოძო. მინდა, შე-
ნი სხეულისა და სულის გამგებელი მე ვიყო.
არსებობს წერილი, რომლის დაწერას მე პირველი ვერ გავბე-
დავ და რომელსაც ყოველდღიურად ველოდები, რომ შენ მომ-
წერ. ეს იქნება წერილი მხოლოდ ჩემი თვალებისთვის. იქნებ
მომწერო კიდეც და იქნებ მან დამიამოს მონატრების ტკივილი.
ახლა რა მოხდება ჩვენ შორის? ჩვენ ვიტანჯეთ და გადავიღა-
ლეთ. ისე ჩანს, თითქოს სირცხვილის ყოველგვარი პირბადე და
მორიდებულობა ჩამოგვშორდა. ნუთუ ერთმანეთის თვალებში
ვეღარ ვნახავთ ბედნიერების იმ უამრავ საათს, რომელიც წინ
გველოდება?
ჩვენს შეხვედრამდე გაილამაზე სხეული ჩემთვის, უძვირფასე-
სო. იყავი ბედნიერი, მოსიყვარულე და გამომწვევი, მოგონებე-
ბით სავსე, მგზნებარე. გახსოვს ის სამი თვისება, რაც "მკვდრებ-
ში" გამოვიყენე შენი სხეულის აღწერისას, ესენია: "მუსიკალური,
უცნაური და სურნელოვანი".

185 მკითხველთა ლიგა


ეჭვები ისევ მიღრღნის გულს. შენი ჩემდამი სიყვარული უნდა
იყოს მძვინვარე და შმაგი, რომ სრულად დამავიწყოს ყველაფე-
რი.
ნურასოდეს დამაკარგვინებ იმ სიყვარულს, რასაც შენ მიმართ
განვიცდი, ნორა. ნეტავ შეგვეძლოს მთელი სიცოცხლე ერთად
ყოფნა, რომ იცოდე, რა ბედნიერები ვიქნებოდით. ნება მომეცი,
გიყვარდე, ნორა. ნუ მომიკლავ სიყვარულს.
შენთვის პატარა საჩუქარი მომაქვს. ჩემი მოფიქრებულია და
ბევრი ვიწვალე, ისეთი გამოსულიყო, როგორიც მინდოდა. მაგ-
რამ ის ყოველთვის გაგახსენებს ამ პერიოდს.
მომწერე, უძვირფასესო და იფიქრე ჩემზე.
არაფერია ერთი თვე ან ათი დღე ბედნიერების იმ ხანასთან,
რაც წინ გველის!
ჯიმი

186 მკითხველთა ლიგა


ნორა ბარნაკლ ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


3 სექტემბერი, 1909
ფონტენოის ქუჩა 44, დუბლინი
ჩემო ჭეშმარიტო სიყვარულო, ამ წერილის წერისას, შენთვის
განკუთვნილი საჩუქარი წინ მიდევს მაგიდაზე. ახლა აღგიწერ
მას. ეს არის ბრტყელი, ოთხკუთხა, ყავისფერტყავგადაკრული
ყუთი, რომელსაც ორი მოოქრული კიდე აქვს. ზამბარის დაწო-
ლისას იხსნება, შიგ ჩაფენილია ფორთოხლისფერი აბრეშუმგა-
დაკრული პაწია ბალიში. შიგნით დევს პატარა კვადრატული
ფორმის ბარათი, რომელსაც ოქროსფერი მელნით აწერია "ნო-
რა", ქვეშ კი თარიღი – 1904-1909. მის ქვეშ დევს სამკაული. ეს
არის ხუთი პატარა კამათლის მაგვარი კუბი,175 გამოკვეთილი ას-
წლოვანი, მოყვითალო სპილოს ძვლისაგან. ისინი გახვრეტილია
და ერთმანეთთან დაკავშირებულია თხელი ოქროს ჯაჭვით, რომ-
ლის დამაფიქსირებელი რგოლებიც წააგავს უსაფრთხო ქინძის-
თავებს. ერთიანობაში ეს ყოველივე წარმოადგენს ყელსაბამს.
შესაკრავი აქვს უკან, შუა კუბის გვერდით. ჯაჭვის შუაში, წინა მხა-
რეს მოთავსებულია პატარა ფირფიტა (ბრელოკივით კი არ არის
ჩამოკონწიალებული, არამედ, ჯაჭვის შემადგენელი ნაწილია),
ასევე სპილოს ძვლისგან დამზადებული და კუბებივით შუაში გახ-
ვრეტილი. ის არის პატარა დომინოს ზომისა. ამ ფირფიტის ორი-
ვე მხარეს ამოტვიფრულია წარწერა. ასოები შერჩეულია ძველი
წიგნებიდან და წარმოადგენს მეთოთხმეტე საუკუნის დამწერ-
ლობის ლამაზ, მოჩუქურთმებულ ნიმუშს. ფირფიტის წინა მხარეს
ამოტვიფრულია სამი სიტყვა, – ორი ზევით და ერთი მათ ქვეშ, მე-
ორე მხარეს კი ოთხი სიტყვაა ამოტვიფრული, – ორი ზევით და

175
თითოეული კუბი ჩვენი ხუთწლიანი ცხოვრების მიმანიშნებელია.
187 მკითხველთა ლიგა
ორი ქვევით. წარწერა (თუ ორივე მხარეს ერთად წაიკითხავ) ჩემი
ლექსის ბოლო სტროფია, რომელიც სასიმღეროდაც კი შეირჩა
და ადრე გამოსულ წიგნშია შეტანილი.("კამერული მუსიკა", IX.)
სწორედ ეს სტრიქონია ამოტვიფრული ფირფიტაზე, – სამი წინა
და ოთხი უკანა მხარეს. წინა მხარეს წერია სიტყვები: სიყვარული
არის უბედური, მეორე მხარეს კი მისი გაგრძელება: როცა სიყვა-
რული ჩვენგან მიდის. ხუთი კუბი ნიშნავს განსაცდელისა და გა-
უგებრობების ხუთ წელს, ხოლო ფირფიტა, რომელიც ამ ჯაჭვს
აერთიანებს, მეტყველებს იმ უცნაურ სევდაზეც და ტანჯვაზეც,
რაც გადავიტანეთ განშორებისას.
ასეთია ჩემი საჩუქარი, ნორა. მასზე დიდხანს ვფიქრობდი და
თვალყურსაც ვადევნებდი, რომ ყველაფერი ისე გაკეთებულიყო,
როგორც მინდოდა.
მიხსენი, ჩემო ჭეშმარიტო სიყვარულო! მიხსენი ამა ქვეყნის
ბიწიერებისგან და ჩემი საკუთარი გულისგანაც.
ჯიმი

188 მკითხველთა ლიგა


პარიზი
(1920-1939)

ჯოისს პულაში ცხოვრება უხერხულობას უქმნიდა, რომი ნერ-


ვებს უშლიდა, ტრიესტში არაკომფორტულად და მოუსვენრად
იყო. ამ ქალაქების შემდეგ ციურიხში შედარებით უსაფრთხოდ
იგრძნო თავი. რაც შეეხება პარიზს, გარკვეული პერიოდის გან-
მავლობაში იქ ყოფნას, მისი აზრით, სასიამოვნოც კი ეთქმოდა.
ხელოვნებაში ცვლილებების სურვილით აღტყინებული ფრანგე-
ბი გულთბილად შეხვდნენ მწერალს. ქალაქი სავსე იყო რეპატ-
რიანტებითა და სტუმრად ჩამოსული ადამიანებით, რომელთაგა-
ნაც ბევრი მზად იყო, ახალი იდეებით შესდგომოდა ცხოვრებას.
ჯოისი გარეგნულად აპროტესტებდა თავის ყოფას, თუმცა, შინა-
განად ერთობ მოსწონდა კიდეც, რადგან მშვენივრად აცნობიე-
რებდა, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა.
ეზრა პაუნდისა და მისი მეგობრების წყალობით ჯოისს უკვე
ჰყავდა მკითხველთა აუდიტორია. მალევე დაიწყო საუბარი, მისი
წიგნების ფრანგულად თარგმნის, მისი პიესის "განდევნილების"
ფრანგულ სცენაზე დადგმის და ჯოისის ნაწარმოებების შესახებ
სტატიების დაწერის თაობაზე. ჯოისის შემოქმედების ერთმა თაყ-
ვანისმცემელმა მწერალს უსასყიდლოდ დაუთმო ბინა მთელი
ზაფხულის განმავლობაში ადრეულ შემოდგომამდე, მეორემ მო-
ამარაგა ავეჯით, აჩუქა თბილი პალტო და ა. შ.
ჯოისი ისევ მიუბრუნდა "ულისეს", თუმცა მისი გამოცემის პერ-
სპექტივა არც ინგლისში ისახებოდა და არც ამერიკაში, სანამ არ
გამოჩნდა მის ბიჩი, ამერიკელი ქალბატონი, რომელიც პარიზში
ჩამოსვლიდან მესამე დღეს, 1920 წლის 11 ივლისს შეხვდა მწე-
რალს და მოკრძალებით შესთავაზა "ულისეს" დაბეჭდვა საკუთა-
რი წიგნის მაღაზიის "შექსპირი და კომპანიას" ლოგოთი. ჯოისი
მაშინვე დაეთანხმა.
189 მკითხველთა ლიგა
მის ბიჩს ამ საქმეში მხარი აუბა თავისმა მეგობარმა ადრიენ
მონიემ, რომლის წიგნების მაღაზიაც იქვე მახლობლად მდებარე-
ობდა. მათ გამართეს ლიტერატურული კამპანია ჯოისის მხარდა-
საჭერად, რაც "ულისეს" დაბეჭდვამდე ერთი წლით ადრე დაიწყო
და წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. ისინი ცდილობდნენ, ამ კამ-
პანიაში ჩაერთოთ ყველა ნაცნობი თუ უცნობი, ის ხალხიც კი,
ვინც თუნდაც მათ ქუჩაზე დადიოდა. საქმეში ჩაერთო ვალერი
ლარბოც, რომლის რეპუტაცია, როგორც მწერლის, მთარგმნე-
ლისა და კრიტიკოსისა, საყოველთაოდ იყო ცნობილი. ამ ადამი-
ანმა მონიეს წიგნების მაღაზიაში ლექციაც კი წაიკითხა "ულისეს"
შესახებ მის გამოცემამდე ორი თვით ადრე.
"ულისე" გამოვიდა 1922 წლის 2 თებერვალს, ჯოისის მეორ-
მოცე დაბადების დღეს. მწერალი ძალზე აღგზნებული იყო ამ
მოვლენით და შიშობდა, წიგნის პარიზში გამოცემას არ შეეფერ-
ხებინა ინგლისსა და შეერთებულ შტატებში მისი პუბლიკაცია.
თავიდან ეგონა, კრიტიკოსები ბოიკოტს გამოუცხადებდნენ მის
რომანს, შემდეგ, როცა სტატიების გამოსვლა დაიწყო, ნერვიული
ინტერესით ადევნებდა მათ თვალს, სამადლობელ ბარათებს უგ-
ზავნიდა სტატიების ავტორებს, მეგობრებსა და ნაცნობებს, მოფე-
რებითა თუ დაჟინებით სთხოვდა თავისი წიგნის მხარდაჭერას.
მის ოჯახურ ცხოვრებას დალაგებულს ვერ უწოდებდა ადამი-
ანი. მას შემდეგ, რაც გადავიდა მისთვის რამდენიმე თვით დათ-
მობილი ბინიდან, თავს ნება მისცა, ხშირ-ხშირად ეცვალა საც-
ხოვრებელი ადგილები, თითქოს არ უნდოდა შებოჭილიყო რამე
მუდმივით. რაც შეეხება მის ცოლს – ნორას, ქალს ნერვებს უშ-
ლიდა ასეთი არასტაბილური ცხოვრება, არავითარ ინტერესს არ
იჩენდა "ულისეს" მიმართ და ერთ დღესაც ქმრის სურვილის სა-
წინააღმდეგოდ თავის შვილებთან ერთად, გოლვეიში ნათესა-
ვებთან გაემგზავრა. ცუდი დრო შეარჩია, დასავლეთ ირლანდია-
ში დაწყებული არეულობა სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ნორა
190 მკითხველთა ლიგა
იძულებული გახდა, დაუყოვნებლივ დაეტოვებინა იქაურობა და
ისევ პარიზში დაბრუნებულიყო. ამ ინციდენტმა ჯიოსი კიდევ უფ-
რო მეტად მიაჯაჭვა ცოლს,ხოლო მის სიხარულს საზღვარი არ
ჰქონდა, როცა რამდენიმე თვის შემდეგ ნორამ მოწყალება მო-
იღო და დათანხმდა "ულისეს" რაღაც ნაწილი წაეკითხა. მთელი
დანარჩენი მათი თანაცხოვრება სავსე იყო დაძაბული მომენტე-
ბით, თუმცა ქალს სერიოზულად აღარასოდეს უფიქრია ქმართან
დაშორებაზე. 1931 წლის 4 ივლისს ამ წყვილმა ოფიციალურად
გააფორმა ქორწინება, რომლის მიზეზიც ოჯახისთვის ქონების
უზრუნველყოფა გახდა.
ჯერ კიდევ "ულისეს" დასრულებამდე მწერლის გონებაში მომ-
წიფდა ახალი რომანის იდეა. პირველი, რაც ჯოისმა გააკეთა, იყო
ის, რომ მოაგროვა წინა წიგნში გამოუყენებელი მასალა და 1923
წლის 10 მარტს დაიწყო "ფინეგანის სამძიმრის" წერა. წიგნი უნდა
ყოფილიყო სიცოცხლის რაობაზე, რაც ჯოისს ყოველთვის მიაჩ-
ნდა ლიტერატურის დანიშნულებად და მის კავშირზე გარკვეული
პიროვნებების სკეპტიციზმთან, რაც ასევე ნაცნობი იყო მისთვის.
წიგნში ერთმანეთს უნდა შერწყმოდა ლირიზმისა და სატირის და-
პირისპირება, რაც, მთლიანობაში, კომიკურობის ელფერს შეს-
ძენდა ნაწარმოებს. მწერალს ასევე განზრახული ჰქონდა, ლინ-
გვისტური ნარევისა და გამოხატვის ფორმებს შორის არსებული
წინააღმდეგობის ჩვენება.
ჯოისმა იცოდა, რომ მისი ახალი წიგნი ადვილი წასაკითხი არ
იქნებოდა, რადგან განზრახული ჰქონდა, მასში აესახა ადამიანის
ცხოვრების ღამეული პანორამა, მაშინ, როცა, მისი აზრით, "ული-
სეში" გადმოცემული ჰქონდა ადამიანის ცხოვრების დღის მოვ-
ლენათა პანორამა.
"ფინეგანის სამძიმრის" შეთხზვისას ჯოისს ორი დაბრკოლება
შეექმნა. ერთი იყო მისი მხედველობა, რომელიც პარიზში ჩას-
ვლის შემდგომ გაუუარესდა და მას მოჰყვა ოპერაციების მთელი
191 მკითხველთა ლიგა
სერია. მეორე – თავისი მეგობრების გამოხმაურებები. წიგნის იმ
ნაწილზე, რომელიც მის გამოცემამდე დაიბეჭდა პრესაში, ჯოისის
მეგობრებმა დროებით დუმილი ამჯობინეს და დაელოდნენ ნა-
წარმოების უფრო ნათლად გადმოცემულ აზრებს, მაგრამ მას
შემდეგ, რაც გამოიცა ეს ნაწარმოები, რომელიც, ფაქტობრივად,
დაწერილი იყო "ენის გარეშე", მათ ნელ-ნელა დაიწყეს თავიანთი
ეჭვების გამოხატვა ჯოისის მიმართ. მის ვივერის აზრით, მწერა-
ლი უქმად ფლანგავდა თავის ნიჭს, ხოლო ვინდჰემ ლუისმა მკაც-
რად შეუტია მწერლის მთელ შემოქმედებას.
ამ ფაქტს ჯოისი გულგრილი არ დაუტოვებია, იგი წერდა
მძაფრ წერილებს და მოითხოვდა მხარდაჭერას, უფრო აქტიუ-
რად დაიწყო მომხრეების ძებნა. თუმცა მისმა ამგვარმა გაგული-
სებამ გამოიწვია ურთიერთობის დაძაბვა ნაცნობ-მეგობრებთან,
ისეთებთანაც კი, როგორებიც იყვნენ მის ვივერი, ეზრა პაუნდი,
სილვია ბიჩი დასხვ.
ოცდაათიანი წლების დასაწყისში რამდენიმე მოულოდნელი
რამ მოხდა მის ოჯახში, მისი ვაჟი ჯორჯო დაქორწინდა და ცოლად
მოიყვანა ვინმე ჰელენ კასტორ ფლეიშმანი, შემდეგ გარდაეცვა-
ლა მამა, ეს მწუხარება მეტ-ნაკლებად გაუქარვა შვილიშვილის –
სტივენ ჯეიმზ ჯოისის დაბადებამ, მაგრამ ყველაზე უფრო სერიო-
ზული და სამწუხარო მისი ქალიშვილის – ლუჩიას სულიერად და-
ავადება იყო. გოგონას ბავშვობიდანვე ახასიათებდა უცნაურობა-
ნი, რასაც მშობლები ყმაწვილურ ექსცენტრულობას მიაწერდნენ.
მამა კატეგორიულად არ აღიარებდა დიაგნოზს, მაგრამ ბოლოს
იძულებული გახდა, დაეჯერებინა ექიმებისთვის. ლუჩია ხან ფსი-
ქიატრიულ დაწესებულებებში იმყოფებოდა, ხან კი მომვლელე-
ბის ზედამხედველობის ქვეშ. მას შემდეგ, რაც ჯორჯოს ცოლიც
დაავადდა, ჯოისმა და მისმა მეუღლემ თავისთავზე აიღეს შვი-
ლიშვილის მოვლის საქმე. ბავშვი გაგზავნეს სენ ჟერან ლე პიუ-

192 მკითხველთა ლიგა


იში და მალევე, პარიზში ცხოვრების ცხრამეტი წლის შემდეგ,
1939 წლის 24 დეკემბერს თვითონაც იქ გაემგზავრნენ.

193 მკითხველთა ლიგა


ჰარიეტ შოუ ვივერს

ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციიდან


12 ივლისი, 1920
უნივერსიტეტის ქუჩა 9, პარიზი
ძვირფასო მის ვივერ, ოჯახთან ერთად სამი დღის წინ ჩამოვე-
დი. განზრახული მაქვს სამი თვით დარჩენა, რომ სიმშვიდეში და-
ვასრულო "კირკეს" თავგადასავალი და აგრეთვე პირველი ეპი-
ზოდის ბოლო ნაწილი. ამ მიზნით, თან ჩამოვიტანე ჩასწორებუ-
ლი ჩანაწერები და ხელნაწერი, აგრეთვე, წიგნის პირველი ნაწი-
ლის ჩანართები, იმ შემთხვევისთვის, თუკი ჩემი აქ ყოფნის პერი-
ოდში აიწყობა ტექსტი. წიგნი შეიცავს (სამწუხაროდ) ერთი ეპი-
ზოდით მეტს, ვიდრე თქვენ ვარაუდობდით. ამან ძალზე დამღალა
მეც და სხვებიც.
მისტერ პაუნდმა სირმიონედან176 მომწერა და დაბეჯითებით
მთხოვა, მიუხედავად ჩემი ჭექა-ქუხილის შიშისა და მგზავრობის
სიძულვილისა, ჩავსულიყავი მასთან და ჩემი ვაჟიც თან წამეყვა-
ნა მეხამრიდად. ორი დღე დავყავი იქ და როცა ავუხსენი ჩემი ძი-
რითადი პოზიცია და სურვილები, გადავწყვიტეთ, რომ მას გავყო-
ლოდი პარიზში. ტრიესტში დაბრუნებულს არ მჯეროდა, რომ ჩემი
ოჯახის ქარავნით ოდესმე გავუდგებოდი გზას და წავიდოდი აქე-
დან, ან ოდესმე პარიზს მივაღწევდი. ამ მიზეზის გამო, დავაყოვნე
თქვენთვის მოწერა, ვიფიქრე, უკეთესი იქნებოდა, თუკი მოვიც-
დიდი რამდენიმე დღეს, რადგან აქ ჩამოსული ჯერ კიდევ არ ვიყა-
ვი დარწმუნებული, რომ ბინას ვიშოვიდი, თუმცა ვიშოვე და ჩემი
მისამართი ასეთი იქნება: rue de l’Assomption, 5, I, Passy, Paris.
ოღონდ, ჯერ არ გადავსულვარ იქ და თუ შეიძლება, კიდევ რამ-
დენიმე დღის განმავლობაში ჩემთვის განკუთვნილი წერილები

176
გარდას ტბა.
194 მკითხველთა ლიგა
გამოუგზავნეთ მისტერ ეზრა პაუნდს, ჩემთვის გადმოსაცემად,
სასტუმრო ელისეი, რუ დე ბონ 9, პარიზი.
იმედია, დროულად მიიღეთ მისტერ ეზრა პაუნდის მიერ იტა-
ლიიდან გამოგზავნილი "მზის ხარები". "ლ’აქციონის" რედაქტო-
რი მისტერ ფრომენტ ფელსი177 სურვილს გამოთქვამს, შემდეგ
ნომერში სერიებად დაბეჭდოს ფრანგული თარგმანი178 (მთარ-
გმნელია მადამ ლუდმილა სავიცკი, მას ეკუთვნის ანგლო-ფრან-
გული რევიუს ბოლო გამოცემაში გამოქვეყნებული სტატია მის-
ტერ ალდინგტონზე), რომელსაც წინ წარუძღვება მისტერ პაუნ-
დის წიგნში "წაქეზებანი" შესული ჩემზე დაწერილი სტატია. მას
ასევე სურს ხელშეკრულების გაფორმება რომანის წიგნად გამო-
ცემის შესახებ, მას შემდეგ,რაც დასრულდება სერიებად ბეჭდვა.
ალბათ გახსოვთ კიდეც, მან ამის შესახებ წელიწად-ნახევრის წინ
მომწერა ციურიხში. მისტ ლუნიე პომ,179 "ოდეონის" ყოფილმა და
Theatre de l’oeuvre-ს ამჟამინდელმა მმართველმა წაიღო "გან-
დევნილები" მისი გასცენიურების მიზანშეწონილობის განსახილ-
ველად. ამ პიესის მთარგმნელი უკვე მოიძებნა და, მგონი, მისი
გამომცემელიც გამოჩნდა. დიდად დამავალებთ, თუ
გამომიგზავნით "განდევნილების" ერთ ეგზემპლარს მთარ-
გმნელისთვის გადასაცემად და ასევე ჩარიცხავთ თანხას ჩემი
შემდეგი ხარჯებისთვის. აგრეთვე, თუკი ძალიან არ შეწუხდებით,
მინდა გამომიგზავნოთ სამი ეგზემპლარი "ეგოისტის" (1913
წლის 15 იანვრის?),(სავარაუდოდ, ის დაიბეჭდა 1914 წლის 15
იანვარს.) ანუ იმ ნომრისა, რომელშიც დაბეჭდილია "დუბლინე-
ლების" ერთი მოთხრობა, რადგან აქ არის ერთი ადამიანი, რო-
მელსაც უნდოდა თუ უნდა რამდენიმე მოთხრობის თარგმნა.

177
ჯოისს შეცდომით უწერია სახელი, უნდა იყოს ფლორენტ ფელსი.
178
საუბარია ნაწარმოებზე "ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას".
179
ორელიენ-მარი ლუნიე-პო – ფრანგი მსახიობი და პროდიუსერი, დააარსა
Theatre de l’Oeuvre.
195 მკითხველთა ლიგა
იმედი მაქვს, ეს ყოველივე რაღაც პრაქტიკულ შედეგამდე მიგ-
ვიყვანს. ყველაფერი მისტერ პაუნდის ენერგიის წყალობითაა.
კიდევ ერთი რამ, ვიტოვებ იმედს, რომ შევძლებ გულდამშვი-
დებით დავამთავრო მეთორმეტე თავგადასავალი. ეს ნაწარმოე-
ბი დიდ ტექნიკურ სირთულეებს გვიქმნის პერსონაჟებსაც და მეც,
ხოლო მკითხველს უფრო უარესს. ნოსტოს180 და დასასრულის
დიდი ნაწილი რამდენიმე წლის წინ დავწერე საკმაოდ სადა სტი-
ლით. მთელ წიგნს (თუკი ოქტომბერში გარკვეული პერიოდით ან
დროებით დავბრუნდი ტრიესტში), იმედია, დავასრულებ დეკემ-
ბრისთვის, რის შემდეგაც ექვსი თვის განმავლობაში ვიძინებ. კე-
თილი სურვილებით, გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

180
(ბერძნ.) შინ დაბრუნება.
196 მკითხველთა ლიგა
ფრენკ ბაჯენს

იელის კოლექციიდან
27 ივლისი, 1920
rue de l’Assomption 5, Passy, Paris
ძვირფასო ბაჯენ, გამიხარდა შენი შემოხმიანება, რადგან რამ-
დენჯერმე პასუხი ვერ მივიღე ჩემს ბარათზე. ეტყობა, წერილებმა
შენამდე ვერ მოაღწია. ამავე ფოსტით ვუგზავნი ბარათს როზი სა-
ტერს. ზემოთ აღნიშნულ მისამართზე დავრჩები, სულ ცოტა, ოქ-
ტომბრამდე. დავბინავდი პატარა, ავეჯით ნახევრად გაწყობილ
ბინაში, რომელიც ერთმა მეგობარმა დამითმო. ეცადე, ისე მო-
ახერხო, რომ რამდენიმე დღით გაჩერდე პარიზში. სურვილი თუ
გექნება, შემიძლია მოგიძებნო იაფფასიანი ოთახი აქაურ პატარა
სასტუმროში, სანამ "რიცში" გადახვიდოდე. თუკი ერთი დღე იქ
დაგიჯდება, ვთქვათ, 5 შვეიცარული ფრანკი, ხოლო გადასახურ-
დავებლად გექნება 240, დღეში 12 ფრანკით მშვენივრად იცხოვ-
რებ იაფფასიან ბინაში. მინდა შენი აზრი გავიგო "ხარების" ეპი-
ზოდზე და ტვინი გაგიბურღო "კირკეთი" რომელიც ჯერ მხოლოდ
ნახევარი მაქვს დაწერილი. "პორტრეტი" ითარგმნება ფრანგუ-
ლად და ალბათ დაიდგმება L’Oeuvre-ში. ტრიესტი ძალზე ცუდი
ადგილი იყო სამუშაოდ, მაგრამ იქ მე მაინც დავწერე ორი დიდი
თავი. მადლობა ღმერთს, "კირკე" ბოლო თავგადასავალია. იმე-
დია, რამეს მაინც გამორჩები მაკკორმიკის ფონდს. მხოლოდ ჩე-
მი სახელი ახსენე იქ. საფრანგეთის საკონსულოში დროებითი
პასპორტი გააკეთებინე, თუმცა, დარწმუნებული ვარ, 12 დღით
დარჩენისთვის არც კი დაგჭირდება საბუთი. და მაინც, უმჯობე-
სია, გქონდეს, ასევე, გააკეთებინე ბრიტანული პასპორტიც საფ-
რანგეთსა და ინგლისში გასაჩერებლად და სამოგზაუროდ.
ფრანგები დაგეხმარებიან, თუ ეტყვი, რომ ბრიტანეთის საკონსუ-

197 მკითხველთა ლიგა


ლოში მუშაობდი, ხოლო ბრიტანელები დაგეხმარებიან, თუკი
მხოლოდ იმას ეტყვი, რომ ჩემთან ჩამოდიხარ სტუმრად. მგზავ-
რობისას შენ უნდა ჩაჯდე ფურგონში, რომელსაც ეძახიან სარკი-
ნიგზო ვაგონს და რომელიც მობმული აქვს ლოკომოტივს. საამი-
სოდ, შენ უნდა გამოაღო კარი და ფრთხილად შეტყორცნო შენი
თავი და შენი ჩემოდანი კუპეში. იქ იქნება ერთი კაცი, შენ მისცემ
ფულს და სანაცვლოდ ის მოგცემს ქაღალდის პატარა ფურცელს,
რომელზეც, როცა ყურადღებით დააცქერდები, დაინახავ დაბეჭ-
დილ სიტყვას – პარიზი, ეს იქნება იმ გაჩერების სახელი, სადაც
უნდა ჩამოხვიდე. კუპეში არის სკამები, რაზეც უნდა დაჯდე, ვაგო-
ნის მოძრაობისას არ უნდა ჩამოხვიდე იქიდან, თორემ ის წავა და
შენ დარჩები. აბა, ახლა ღმერთმა დაგლოცოს და მოგცეს შესაძ-
ლებლობა, რომ შეასრულო ჩემი ინსტრუქციები ამ შუადღით. აქ
ჩამოსულს მე ჩაგკიდებ ხელს და წაგიყვან. ძვირფასო სერ, ვრჩე-
ბი მარად შენი მომლოდინე,
ჯ. ჯ.
P. S. გამაგებინე პასუხი. დატოვე პაკეტი 99 სატერიდან ერთ-
ერთთან, ასევე, Vერბანნტე-ს ეგზემპლარები. Auf wiedersehen!

198 მკითხველთა ლიგა


სტანისლოს ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


საფოსტო შტემპელი. 29 აგვისტო, 1920
rue de l’Assomption 5, Passy, Paris
ძვირფასო სტანი, გუშინ მის ვივერისგან მივიღე წერილი, სა-
დაც მწერს, რომ კვლავ დამასაჩუქრა 2000$ (ორი ათასი) ოდე-
ნობით. დაწვრილებით მოგვიანებით შეგატყობინებ. თუ შეიძლე-
ბა უთხარი ფრენკს, დაურეკოს იმ ძაღლიშვილებს ადრიატიკაში
(კაცს სახელად ბრუნი ჰქვია), თავი რომ ვერ გაართვეს ჩემი წიგ-
ნების ყუთის გამოგზავნას, რომელიც 30 ივნისს დავუტოვე. მათი
წყეული უნიათობის გამო თავს არაკომფორტულად ვგრძნობ.
ჯორჯოს სამსახური შესთავაზეს აქაურ ამერიკულ "ტრასტ სააგენ-
ტოში", რომელიც გადაკეთდა ერთდროულად სამდივნოდაც და
სამოგზაურო ოფისადაც. თავიდან ხელფასი ექნება თვეში 200
ფრანკი (ფრანგული). ლუჩია ნაპოლეონითაა შეპყრობილი, ეს
ფაქტი უნდა იცოდეს სორდინამ.181 ქუინმა გამომიგზავნა 3500
ფრანკი. ჰიუბი უარს ამბობს "ულისეზე". მის ვივერი მწერს, არა-
ვინ დაბეჭდავსო. მოკლედ, ეტყობა, ის დაიბეჭდება პარიზში და
ამაში შემეწევა მისტერ ჯონ როდკერის182 ანაბეჭდი, რაც ინგლი-
სური შრიფტის მაგივრობას გასწევს. ელიოტი, ვინდჰემ ლუისი,
როდკერი და მათი ცოლები კვლავაც მიდი-მოდიან ლონდონს,
პარიზსა და არაერთ ქალაქს შორის. სადილი და ლანჩი წესად

181
გრაფი ფრანჩესკო სორდინა დაინტერესებული იყო ნაპოლეონის ისტო-
რიით.
182
ჯონ როდკერი – ინგლისელი პოეტი, რომანისტი და გამომცემელი.
199 მკითხველთა ლიგა
გვექცა183 ჩემი ერთი თაყვანისმცემელი,184 ამერიკელი ოფიცერი
მჩუქნის სამხედრო პალტოს. ბაჯენი იყო აქ ერთი კვირით, უკვე
გაემგზავრა ლონდონს. მისის საიკსი და მისი ქმარი ჩამოდიან აქ.
რა ხდება "ლითლ რევიუში" და ა. შ.?
წერილს ვურთავ ლორდ ფრენჩის ბოლოდროინდელ სიტყვას,
რომელიც დუბლინში წარმოთქვა. მან დატოვა ირლანდია, რად-
გან უარს ამბობს განადგურებაზე185 სერ ჰორას რამბოლდი ერ-
თსულოვნად აირჩიეს ირლანდიის პირველ იმპერატორად. გე-
თაყვა, გამოფინე ბრიტანეთის დროშა ჭურჭლის სამრეცხაოს
ფანჯრიდან მაშინვე, როცა ის ავა თავისი წინაპრებისეულ თაბა-
შირის ტახტზე.186 თუკი კაცი, სახელად ბაკლი დარეკავს და ეტ-
ყვის, რომ სურს მის უდიდებულესობასთან შეხვედრა, მას არავი-
თარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს ამისი ნება.
დაწერილია ბრძანებით ჯეიმზისა
( Heb. Vat. Terg. Ex. Lut. Hosp. Litt. Angl. Pon.
Max)(HebraeusVaticanus Tergestis Exul Lutetiae Hospes
Litterarum Anglicarum Pontifex Maximus – ვატიკანელი ებრა-
ელი, ტრიესტიდან განდევნილი, პარიზის სტუმარი, ინგლისური
ლიტერატურის უმაღლესი სამღვდელო პირი.)
P. S. სთხოვე ფრენკს, თავის იმ უნგრელ თანამშრომელს, ბან-
კში რომ ჰყავს, გამოჰკითხოს ვინმე უნგრელი ბატონის შესახებ,

183
უინდჰემ ლუისი თავის ნაწარმოებში "აფეთქება და დაბომბვა" აღწერს, თუ
როგორი დაჟინებით მოითხოვდა ჯოისი, თვითონ გადაეხადა, კვების და ოფი-
ციანტის გასამრჯელო, როცა ერთმანეთს ხვდებოდნენ ხოლმე ელიოტთან
ერთად.
184
უილიამ ასპენვოლ ბრედლი.
185
ლორდი ფრენჩი – ფელდ მარშალი, დაინიშნა ირლანდიის ლორდ-ლეი-
ტენანტად, მონაწილეობა მიიღო სრულიად ირლანდიის კონფერენციაში და
განაცხადა, რომ ირლანდიის ხელისუფლებას ქვეყანა მიჰყავდა სამოქალაქო
ომისკენ და რომ დაუყოვნებელი ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო ქვეყანაში
მშვიდობის შესანარჩუნებლად.
186
ჯოისი მიანიშნებს კირკეს ეპიზოდზე "ულისედან", სადაც ბლუმს აკურთხე-
ბენ პრეზიდენტად მეფე თავმჯდომარედ.).
200 მკითხველთა ლიგა
მაგ. ვინმე, მისტერ ჯოზეფ სმითის შესახებ(ჯოისი ცდილობდა
წარმოეჩინა ბლუმის უნგრელი პაპა.

201 მკითხველთა ლიგა


ალესანდრო ფრანჩინი ბრუნის

ილინოისის კოლექციიდან (ქროსმანი)


[? 8 სექტემბერი, 1920] rue de l’Assomption 5, Parigi, XVI
(თარგმანი იტალიურიდან)
ძვირფასო ფრანჩინი, წყეული უბედობა სდევს თან ჩემს შე-
მოქმედებას. წიგნების ყუთი,187 ვერსად იპოვეს. გეთაყვა, შეირ-
ბინე ჩემს ნათესავებთან დღის 13:30 საათზე, ამ დროს ორივე შინ
დაგხვდება და ჰკითხე, რამე თუ იციან იმ ყუთის შესახებ. თუ არა-
ფერი იციან, ალბათ შენ თვითონ [უნდა მოახერხო რამის შეტყო-
ბა], მამაშენი ხომ არის, თუ იყო რკინიგზის მუშაკი?
ჩემი მხრივ, (საფრანგეთის) საგარეო საქმეთა სამინისტროში
არის ერთი მდივანი, რომელიც ჩემი შემოქმედების თაყვანისმცე-
მელია, ყველა ღონეს იხმარს, თვალყური მიადევნოს საფრანგე-
თის რკინიგზით მის გადაადგილებას. მაგრამ შეფერხება მაინ-
ცდამაინც უნდა მოხდეს ხოლმე იმ მშვენიერ ქვეყანაში, სადაც
უკანალიდან პრუწუნის ხმა ისმისჯოისი დასცინის ტრიესტელებს,
რომლებიც მრავალი წელი ცხოვრობდნენ ავსტრიელების ძალა-
უფლების ქვეშ.). წარმოიდგინე ჩემი გონების მდგომარეობა შვი-
დი წლის მუშაობის შემდეგ და მერე როგორი მუშაობის. ყველა
ელოდება თავგადასავლის დასასრულს. უკვე ექვსჯერ მაინც დავ-
წერე "კირკეს" ეპიზოდი. მიუხედავად ჩემი იძულებითი დევნილო-
ბისა იმ გარემოებათა გამო, რაც კარგადაა ცნობილი ჩემი მფარ-
ველი ქალღმერთისათვის, ვფიქრობ, ეს არის ყველაზე ძლიერი
ნაწარმოები, რაც კი ოდესმე დამიწერია. ვგზავნი რამდენიმე გა-
ზეთს. ჩემს ძმას ექნება ერთი დღით, მეტით არა, მერე გადაეცი

187
(წონით 40 კგ. ოთხკუთხა, დალუქული, აწერია "ჯ. ჯ. 38", გაგზავნილი ტრი-
ესტიდან 1920 წლის 29 ივნისს "სოსიეტა ადრიატიკადან (ა.ბრუნა) პიაზა დელ
პოსტე.
202 მკითხველთა ლიგა
ბენკოს, სანამ აქტუალობას დაკარგავს. რაღაც-რაღაცები გავუგ-
ზავნე მაგ თახსირს, არ ვიცი, რამეში გამოიყენებს თუ არა.
თუ გაიგე ჩემი წარმატების შესახებ? შენი ლიბრეტო რასა
იქმს?
ძვირფასო ფრანთინ, მიდი, რა, და გაიკითხე, სად არის ის ყუ-
თი, რადგან მე ის გამოვაგზავნე ვინმე მისტერ დრიატიკოს მეშვე-
ობით, რომელსაც შეხება აქვს მთავარ ფოსტასთან და მან მით-
ხრა, რომ გააგზავნინებდა ვაგონით და ყველაფერი კარგად იქნე-
ბოდა, მაგრამ ის ხალხი, ვინც გაგზავნა, ახლა ამბობს, რომ ვიღა-
ცამ საპირფარეშოში წაიღო ყუთი და ზევიდან რაღაც დაადოო თუ
რკინით გატეხაო, არ ვიცი. მისტერ დრიატიკომ დაიგინა, რომ
კუთხე კუნჭული არ დაუტოვებია, ისე ეძებდა, მაგრამ ვერაფერს
მიაგნო, აი, ასეა ეს.
გართმევ ხელს, ნავთობის ჯაკომო, ბოტანიკური საკითხით.
P. S. ყუთი გასაღებით არ ყოფილა დაკეტილი, ის დალურსმუ-
ლი იყო იმ ლურსმნით, რომელიც შევისყიდე ერთი იტალიელისა-
გან, სახელად "მისტერ გრეინიც ნეფენი".

203 მკითხველთა ლიგა


ჯონ მაკკორმაკს

მაკკორმაკის კოლექციიდან
8 დეკემბერი, 1920
Boulevard Raspail 5, Paris
ძვირფასო მაკკორმაკ, იმდღევანდელი არეულობის გამო შე-
საძლებლობა არ მომეცა, მეთქვა თქვენთვის, თუ რაოდენ დიდი
სიამოვნება მოგვანიჭა თქვენმა მღერამ, განსაკუთრებით, არიამ
"დონ ჟუანიდან". მე იტალიაში ვცხოვრობდი პრაქტიკულად მას
შემდეგ, რაც ბოლოს შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ, არც ერთ
ლირიულ ტენორს, რომელსაც მე ვიცნობ (შესაძლოა, გამონაკ-
ლისი იყოს ბონჩი), გააჩნია თქვენნაირი ძლიერი სუნთქვა და
ფრაზა, რომ აღარაფერი ვთქვათ თქვენს ლამაზ ტემბრზე. მიხა-
რია, იმის დანახვა, რომ თქვენისთანა ტემბრით როსკომონს შე-
უძლია, სახელი გაუთქვას ნახევარკუნძულს. ჩვენ კიდევ ვაპი-
რებთ მოგისმინოთ მომავალ სამშაბათს და დარწმუნებული ვარ,
კვლავაც შესანიშნავად იმღერებთ.
Di nuovo tanti mirallegri ed una stretta di mano
cordialissima.188
გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

188
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გულმხურვალედ გართმევთ ხელს.
204 მკითხველთა ლიგა
ფრენკ ბაჯენს

იელის კოლექციიდან
10 დეკემბერი, 1920
Boulevard Raspail 5, Paris
ძვირფასო ბაჯენ, მთელი ორი კვირის განმავლობაში თვალის
ტკივილის შემოტევამ არა და არ გამიარა სასტუმროში არსებული
სიცივისა და ნესტის გამო, ამიტომაც ვიქირავეთ ეს ბინა ექვსი
თვით. აქ არის 100 ელექტრო ლამპა და გაზის ღუმელი, მაგრამ,
როგორ ვაპირებ ამ გადასახადების გადახდას, უსინდისო ვიყო,
თუ ვიცოდე. ვეძებ გაკვეთილებს. ასეა თუ ისე, ახლა ამ ბინაში
ვართ და თუკი რამენაირი ფული გაგიჩნდება, ალბათ მოისურვებ
აქეთ ჩამოსვლას და რამდენიმე დღით დარჩები ჩვენთან. თუ ამი-
სი სურვილი არ გექნება, რაღა თქმა უნდა, პირდაპირ მეტყვი. მე
შემეძლო გამეთვალისწინებინა და რამდენიმე დღე "დაგვესვენა"
სამუშაოსგან. არ მიგაჩნია, რომ ამ განედზე ცხოვრება საშინელე-
ბაა? (ლონდონში უარესი იქნება). ცოცხალი არსებისთვის პირ-
დაპირ ჯოჯოხეთი იქნება. მადლობა გაზეთებისთვის. ახლა მინდა
კიდევ ერთი დახმარება გამიწიო და თანაც ძალზე სწრაფად.
"კირკეს" მოვლენათა ორომტრიალს რეფრენად გასდევს "ჩემი
გოგო იორკშირელია"189 და ა. შ. ხოლო იმისათვის, რომ მოქმე-
დება შეიკრას, ჩაფიქრებული მქონდა, საცეკვაო მელოდია შემე-
ხამებინა გრამაფონზე შესრულებულ საწინააღმდეგო ტიპის მუ-
სიკასთან, რომელიც მისის კოენის შანდლებიან ფორტეპიანოზე
უნდა გაჟღერდეს რადიოშიც. გიგზავნი 10 ფრანკს. გამიწიე სამ-
სახური და მუსიკალური არიებით მოვაჭრე რომელიმე ვაჭართან
(ვინმე სერიოზულთან) მოიკითხე ეს სიმღერა. ის პოპულარული
იყო 1904-1908 წლებში. მინდა ტექსტიც და მუსიკაც. აქ მაქვს პი-

189
პოპულარული სიმღერა XX საუკუნის დასაწყისში.
205 მკითხველთა ლიგა
ანინოც და ტელეფონიც (Saxe 34-33). ვიმედოვნებ, რომ "კირ-
კეს" საშობაოდ დავამთავრებ. ჰო, მართლა, განა უცნაური არ
არის, რომ ქალაქში არაფრისმქონე შემოვედი და ასეთ საუცხოო
ბინაში ვარ ახლა. მაინც მომბეზრდა აქაურობა. ჯორჯო გამოსაც-
დელი ვადით მუშაობს, ხელფასი ჯერ არა აქვს, მაგრამ გამოცდი-
ლებას იძენს და კარიერასაც გაიკეთებს, თუკი აქ დავრჩით. ხა-
სიათი მიფუჭდება ტრიესტისა და სხვა რამეების გამო. თავიდან
არც მომსვლია აზრად "ულისეს" პერსონაჟივით თაყვანისმცე-
მელთა მოსპობა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ასეთი რამ შესაძ-
ლებელია. ვაპირებ, საბოლოო სიტყვა მოლი ბლუმს დავუტოვო
– "პენელოპეს" ბოლო ეპიზოდი ვითარდება მისი ფიქრების გად-
მოცემით და ამ დროს პოლდის სძინავს. "ევმეუსი", როგორც იცი,
მხოლოდ იმიტომ დავტოვე, რომ ჩემი ნააზრევი ჩამოაყალიბოს
ითაკაზე.
პოლ სატერის მისამართი მინდა, ვაპირებ, საშობაო, მისალო-
ცი ბარათი გავუგზავნო (პოლ ვერლენის პორტრეტით – ჩვე-
ულებრივი პორტრეტი კი არ არის) ჩვენი Pfauennights-ის(ციუ-
რიხში პფაუენის კაფეში გატარებული ღამეები.) მოსაგონებლად.
სარჯენტისაგან აღარაფერი გამიგია, მაგრამ ამ დღეებში მივწერ.
პაუნდთან ნაცნობობას თუ ინარჩუნებ? იმედი მაქვს, რომ ასეა.
შენკენ რა ხდება? რას საქმიანობ? იმედი მაქვს, გასული ივნი-
სიდან მოყოლებული, სანამ მე აქ ამ ოხერ "კირკეზე" ვჯახირობ-
დი, შენ ჩემზე მეტს მიაღწევდი. "ნავსიკაეს" ამბავი ორშაბათს მო-
ვა. შენ ისევ სარჯენტის ბინაში ხარ? ახლა რადგან მაქვს ბინა, ავ-
ტობუსებში ბევრ ფულს აღარ ვხარჯავ. ფაქტობრივად, იშვიათად
თუ გავდივარ შინიდან.
ერთი შენიშვნა ულისეზე (ბლუმი). ის ოცნებობს ითაკაზე (Oi
want teh gow beck teh the Mawl Enn Rowd, s’elp me) (თავი 11)
და როცა უკან ბრუნდება, ეს მას აძლევს იმპულსს. ამას იმიტომ
აღვნიშნავ, რომ შენ, ინგლისიდან წასულს, გეტყობა, დაგავიწყდა
206 მკითხველთა ლიგა
ადამიანური გარემო, ხოლო მე კი – იქაური ზონის ატმოსფერუ-
ლი პირობები.
შეგიძლია თუ არა, შემატყობინო, სად არის იდეალური კლი-
მატი და იქ მობინადრე იდეალური ადამიანები? გამოუგზავნე პა-
სუხი (თან ვურთავ 5/-ს(აფოსტო) გ(ანყოფილება))
გულწრფელად,შენი ჯეიმზ ჯოისი

207 მკითხველთა ლიგა


ეტორე შმიტცს190

ფონდა სავიოს კოლექციიდან


5 იანვარი, 1921
5 Boulevard Raspai, ParigiVII
(თარგმანი)
ძვირფასო მისტერ შმიტც, "კირკეს" ეპიზოდი რამდენიმე ხნის
წინ დავასრულე, მაგრამ ოთხმა მბეჭდავმა უარი მითხრა მანქა-
ნაზე დაბეჭდვაზე. ბოლოს გამოჩნდა მეხუთე, მაგრამ ძალზე ნე-
ლა ირჯება, ასე რომ, თვის ბოლომდე ვერ დასრულდება ეს სამუ-
შაო. მითხრეს, რომ 170 გვერდი იქნება, კომერციული ზომის.
"ევმეუსი"-სეპიზოდიც, რომელიც თითქმის დამთავრებულია,
მზად იქნება თვის ბოლოსთვის.
ჩემი ადვოკატის მიერ ორგანიზებული გეგმის მიხედვით,
"ულისე" ნიუ-იორკში გამოვა 15 ივნისისთვის, კერძო გამომცემ-
ლობა დაბეჭდავს 1500 ეგზემპლარს, საიდანაც 750 განკუთვნი-
ლი იქნება ევროპისათვის. ერთი ცალი ეღირება 12.50$ ან 4 ფუნ-
ტი სტერლინგი. მე "ანაზღაურების" სახით უნდა მივიღო 1000
ფუნტი. ამავდროულად, მზადდება როგორც მოზრდილი, ასევე
მცირე ზომის სტატიები ამ ციტადელზე შეტევის მისატანად, მაგ-
რამ რა ეფექტს მოახდენს ისინი, არ ვიცი და მაინცდამაინც არც
მაინტერესებს.
ახლა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: მე აქ ვეღარ დავრჩები
საცხოვრებლად (როგორც ვიმედოვნებდი) მაისამდე. ფაქტობ-
რივად, თვეების განმავლობაში ღამის 2-3 საათზე ადრე არ დავ-
წოლილვარ დასაძინებლად, შეუჩერებლად ვმუშაობდი. ამ ორ
ეპიზოდში მალე გამოვიყენებ აქ ჩამოტანილ ჩემსჩანაწერებს.
ტრიესტში, ჩემი ბიძაშვილის ბინაში, შენობაში, რომლის პოლი-

190
პოპულარული სიმღერა XX საუკუნის დასაწყისში.
208 მკითხველთა ლიგა
ტიკური და რეგისტრირებული მისამართია ვია სანიტას 2 და მდე-
ბარეობს ხსენებული შენობის ზუსტად მესამე სართულზე, საწოლ
ოთახში, სადაც ამჟამად ბინადრობს ჩემი ძმა და რომლის უკანა
მხარე გადაჰყურებს საროსკიპოს, ინახება მუშამბაგადაკრული
პორტფელი, ზომით დაახლოებით 95×70 სმ, რომელიც შეკრუ-
ლია მონაზვნის მუცლისფერი რეზინის სალტეთი. ამ პორტფელში
მოვათავსე იმ უღიმღამო ნაპერწკლების წერილობითი გამოხა-
ტულება, რაც დროდადრო იელვებს ხოლმე ჩემს სულში.
შიგთავსის სრული წონა, შეფუთვის გარეშე, 4.78 კგ-ია. იმის
გამო, რომ სასწრაფოდ მესაჭიროება ის ჩანაწერები ჩემი ლიტე-
რატურული ნაწარმოების, სახელად "ულისეს", ბოლო ეპიზოდის
ანუ "მისი ბოზი დედისთვის",191 ჩემს ყველაზე პატივსაცემ კოლე-
გას მოგმართავთ თხოვნით, გევედრებით, გამაგებინეთ, თქვენი
ოჯახის რომელიმე წევრი ხომ არ აპირებს პარიზში ჩამოსვლას
უახლოეს მომავალში, და თუ ეს ასეა, დიდად დამავალებთ, თუკი
ის ზემოთ ნახსენები პიროვნება გამოიჩენს გულისხმიერებას და
ჩამომიტანს ამ ფურცელზე კონკრეტულად მითითებულ პორ-
ტფელს.
ასე რომ, ძვირფასო სინიორ შმიტც, თუ თქვენი ოჯახიდან ვინ-
მე აქეთ მოემგზავრება, დიდად შემეწევა იმ ფურცლების დასტის
ჩამოტანით, რომელიც, თქვენც მიხვდებით, რომ სრულიადაც არ
არის მძიმე და რომლებზეც რუდუნებით ვწერდი კალმით, ხოლო
როცა კალამი არ მქონდა, ფანქარს ვიყენებდი. ჰო, მართლა,
ფრთხილად იყოს, რეზინის სალტე არ გაუწყდეს, თორემ ფურ-
ცლები ერთმანეთში აირევა. ყველაფერს აჯობებს, თუკი საკეტია-
ნი ჩემოდნით ჩამოიტანს, რომ სხვამ ვერავინ შეძლოს მისი გაღე-
ბა. ბევრი ასეთი ჩანთა იყიდება გრეინიც ნეფენზე, პიკოლოს
გვერდით და ჩემი ძმა, ბერლიცის სკოლის პროფესორი გადაიხ-

191
ჰომეროსის პაროდიით მისი ფრაზა "მისი ბერძენი დედა" გადააკეთა ტრი-
ესტულ ეპითეტად: "მისი ბოზი დედა".
209 მკითხველთა ლიგა
დის მის საფასურს. ყველა შემთხვევაში მომწერეთ ერთი-ორი
სიტყვა. თქვენ რასა იქმთ?რევოლტელამ მომწერა, რომ ყმაწვი-
ლებს, თითოეულს ხუთი ფლიჩეს192 საფასურად გამოცდიან და
ამის შემდეგ ისინი გახდებიან რევოლტელას ექიმები და რომ
თურმე მე უნდა ჩავიდე მასთან და ასევე ხუთ ფლიჩედ ჩავუტარო
ინგლისურის გაკვეთილები. მაგრამ მე არ ვუპასუხე, იმიტომ,
რომ საფოსტო მარკაც და ქაღალდიც დღევანდელი ფულით და-
მიჯდება სამი ფლიჩე და დამრჩება ორი ფლიჩე საიმისოდ, რომ
მატარებლით ვიმგზავრო, ვჭამო და ვსვა სამი დღის განმავლო-
ბაში. ამაზეც ხომ უნდა იფიქროს კაცმა.
გულითადად მოგიკითხავთ და მაპატიეთ, თუკი ჩემი გალაყე-
ბული ტვინი დროდადრო გაირთობს ხოლმე თავს. გთხოვთ, მა-
ლე მომწერეთ.
ჯეიმზ ჯოისი

192
ფულის ძველი ერთეულის სახელწოდება, რომელსაც ხუმრობით იყენებს
ჯოისი.
210 მკითხველთა ლიგა
ფრენკ ბაჯენს

იელის კოლექციიდან
[28 თებერვალი, 1921] Boulevard Raspail 5, Paris
ძვირფასო ბაჯენ, პირველ რიგში, გილოცავ დაბადების დღეს,
მომიკითხე მისტერ და მისის სარჯენტები და ბოდიში მოუხადე
იმის გამო, რომ არ შევატყობინე გამოგზავნილი წიგნის დაუზია-
ნებლად მიღების შესახებ. რა დროში ვცხოვრობთ, ქირა (300$)
რომელიც მუდმივ ციებ-ცხელებაში მამყოფებს, პერიოდულად
მაიძულებს, წინასწარ გამოვიტანო ჩემი შემოსავლის თანხა.
გარდა ამისა, ყოველღამე ვწერ სამ საათამდე ან უფრო
გვიანობამდე. "კირკე" უკვე კარგა ხანია, დავასრულე, ასევე
"ევმეუსიც" და ახლა ვწერ "ითაკას". საშინლად ვნერვიულობ
მბეჭდავის გამო. ოთხმა უარი განმიცხადა "კირკეს" გადაბეჭდვა-
ზე, ბოლოს გამოჩნდა ერთი მოხალისე თაყვანისმცემელი (ქა-
ლი). მან დაიწყო ბეჭდვა, მაგრამ 100 გვერდი, ის იყო, დაამთავ-
რა, რომ მამამისს ქუჩაში შეტევა დაემართა და დაეცა (იხ. "კირ-
კეს" ეპიზოდი) და ახლა ჩემს ხელნაწერს ვიღაცა იწერს, მერე ის
ვიღაცსხვას გადასცემს და მერე ის სხვაც კიდევ ვიღაცას დასაბეჭ-
დად. "ევმეუსი" მესამე მბეჭდავს გავუგზავნე. "პორტრეტის"
მთარგმნელი ქალისაგან193 ისტერიკით აღსავსე წერილი [მივი-
ღე]. არც ერთი სიტყვა ან სიტყვის თუნდაც ერთი მარცვალი პაუნ-
დისაგან, არც საყვარელი ტრიესტიდან, სადაც ვწერდი, რომ გა-
მოეგზავნათ ჩემთვის გარკვეული ხელნაწერები. მივიღე წერილი
მისტერ ვალერი ლარბოსგან,194 სადაც მწერს, რომ წაუკითხავს
"ულისე" და გადარეულია, რომ ბლუმი ისეთივე უკვდავია, რო-
გორც ფალსტაფი (გარდა ამისა, ბლუმს ცოტა უფრო მეტი სიცოც-

193
იგულისხმება ლუდმილა სავიცკი.
194
ფრანგი მთარგმნელი და პროზაიკოსია, თარგმნა ს. ბატლერი.
211 მკითხველთა ლიგა
ხლე დარჩენია, ვიდრე – რედაქტორს) და რომ ეს წიგნი ისეთივე
დიადია, როგორც რაბლეს ნაწარმოები (Merde de bon Dieu et
fourte de nom de nom! – Monsieur Francois-ის კომენტარი).
ორივე თავს გამოვგზავნი, რამდენადაც შესაძლებელია, სწრა-
ფად. ჩემი აზრით, რთულ გზას ადგახარ. თუ გადახედე იმ სტატი-
ას, მე რომ გირჩიე? ან რამენაირი ლიტერატურა თუ გაქვს? თუკი
ლუისის ავტორიტეტი გაჭრის, იქნებ მიმეწერა, მაგრამ შენ უნდა
გამიგო მისი მისამართი. შემატყობინე. პაუნდმა სამუდამოდ და-
ტოვა ლონდონი. არ ვიცი, რა დაემართა. ამასწინათ ჰუმელი მო-
ვიდა აქ რამდენჯერმე და ჩვენ მომავალ კვირას მივდივართ მას-
თან.
ვიტანჯები ნევრალგიის საშინელი შეტევებით. სარჯენტმა მით-
ხრა, რომ რევმატიზმი გაქვს, მიაქციე ყურადღებაო. საერთოდ,
მიზანდასახული მცდელობები სწორად უნდა მივმართოთ, თუმ-
ცა, ერთადერთი, რისი გაკეთებაც ახლა შემიძლია, არის ის, რომ
მონასავით ავდევნებივარ ბლუმს, წყეულიმც იყოს ის.
ვწერ "ითაკას" მათემატიკური კითხვა-პასუხის ფორმით. ყვე-
ლა მოვლენა შეცვლილია მათი დამახასიათებელი, ყოვლისმომ-
ცველი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ა. შ. ეკვივალენტით, მაგ:
ბლუმი ჩახტება ქვევით, ონკანიდან ჩამოედინება წყალი, მოშარ-
დვა ბაღში, საკმევლის ბოლის კონუსისებრი ფორმა, ანთებული
სანთელი და ქანდაკება, ასე რომ, მკითხველი, ერთი მხრივ, და-
უფარავად, ცივი გონებით იგებს ამბავს, მეორე მხრივ, ბლუმი და
სტივენი ხდებიან იმ ვარსკვლავების მსგავსი მობორიალე ზეციუ-
რი სხეულები, რომლებსაც ისინი უცქერენ ხოლმე.
ბოლო სიტყვა (ადამიანური, ძალზე ადამიანური) პენელოპეს
ეკუთვნის. ეს არის შეუცვლელი პაროლი ბლუმის საშვისათვის
მარადისობაში შესასვლელად. მე ვგულისხმობ ბოლო ეპიზოდს
"პენელოპეს".

212 მკითხველთა ლიგა


ახლა, ძვირფასო მეგობარო, რაკი სულ რაღაც ოცდარვა
დღით უფროსი ვარ შენზე, თავს უფლებას ვაძლევ, გირჩიო, რომ
რამენაირად მოუღო ბოლო იმ სულელურ არსებობას, რომლი-
თაც ჩვენ ორივე ვსულდგმულობთ. ჩემი ცხოვრება შენსაზე უფრო
აბსურდულია. დაწვრილებით გამაგებინე, რას საქმიანობ, რო-
გორ ხარ, გაყიდე რამე თუ საშოვარზე დაიარები? ო, ჩემო შო-
რითმჭვრეტელო სულო, როდის ჩავიდებ "ულისეს" ფულს ჯიბეში.
"ევმეუსში" ერთ მეზღვაურს ისეთი ტყუილებით გამოვუტენე თავი,
რომ ბევრს იცინებ.
ერთხანს ვფიქრობდი ულისეს მოწინააღმდეგეთა განადგურე-
ბაზე, მაგრამ ჩემმა ამჟამინდელმა განწყობამ შემიცვალა აზრი.
Schluss. Prosit!195 მომავალ შეხვედრამდე, ისეთივე სიმღერე-
ბითა და ცეკვებით, როგორც 1919 წელი ჩაგვრჩა ბობოქარ და
ძვირფას მოგონებად.
Ad multos annos!
ჯეიმზ ჯოისი
P. S. იქნებ შენ ან სარჯენტმა სადმე დახლზე მოიხელთოთ რა-
მენაირი მასონური იაფი გზამკვლევი ან რამე დაგლეჯილი, დაჩ-
ხაპნილი, დალაქავებული, დახეული, შელახული, სტრიქონებ-
წაშლილი, კიდეებმოცვეთილი, ყდამომძვრალი, დროიდან გამო-
სული, შეცდომებით დაბეჭდილი მათემატიკის, ალგებრის, ტრი-
გონომეტრიის ან ევკლიდეს წიგნი 1$ ან უკიდურეს შემთხვევაში
2 $, ამით, tant mieux.196
ჯ. ჯ.

195
(გერმ.) დასრულდა. ვაშა!
196
(ფრანგ.) კარგი იქნება.
213 მკითხველთა ლიგა
ალესანდრო ფრანჩინი ბრუნის

ილინოისის (ქროსმანის) კოლექციიდან


7 ივნისი, 1921
71 rue du Cardinal Lemoine,V, Parigi
(წერილი დაწერილია იტალიურად)
ძვირფასო ფრანჩინი, ჩემი ვარაუდით, "ერა ნუოვაში" დაბეჭ-
დილი სტატია შენი ნახელავია. დიდი მადლობა. ფინალი მშვენი-
ერია. მე ისევ იძულებული ვარ, გადავბარგდე (ხომ არ იცი, სად
ცხოვრობს სილვესტრი, მას თავისი ერთ-ერთი ნახატის გამოგ-
ზავნა სურს ჩემთვის. ჩემი საკუთარი სახლი რომ მქონდეს, ძალზე
მოხარული ვიქნებოდი, დანარჩენი სამშვენისებივით იქ დამეკი-
და ნახატი), ამ თერთმეტი თვის განმავლობაში უკვე მეხუთედ
ვიცვლი საცხოვრებელს. რასპაის ბულვარზე ცხოვრება ლამის
2000 ლირა მიჯდებოდა თვეში, ახალ ბინაში კი არაფერსაც არ
ვიხდი. ფრანგი პროზაიკოსი ვალერი ლარბო გაგიჟებულია ჩემს
"ულისეზე", რომელზეც აცხადებს, რომ არის ყველაზე ვრცელი და
ყველაზე ადამიანური ნაწარმოები, რაც კი ევროპაში დაწერილა
რაბლეს შემდგომო. გარდა ამისა (ამას მომავალი განსაზ-
ღვრავს), იგი თავის აზრს ასაბუთებს ფაქტებით. რადგანაც იცოდა
ჩემი არეულ-დარეული მდგომარეობის შესახებ, მან პატარა რე-
მონტი ჩაუტარა თავის ბინას და მთელი ზაფხულის მანძილზე გან-
კარგულებაში გადმომცა. ეს დაუჯერებელი რამაა. ბინა არის პან-
თეონის უკან, ლუქსემბურგამდე ათი წუთის სავალია, აქვს პატა-
რა პარკი, სადაც შესვლა შესაძლებელია ორმაგი ჭიშკრის გავ-
ლით. არის აბსოლუტური სიწყნარე, დიდებული ხეები, ჩიტები (ეს
ის არ არის, შენ რომ ფიქრობ), მთელი ასი კილომეტრითაა და-
შორებული პარიზიდან. ავეჯი გემოვნებითაა შერჩეული, "ვიე კო-
ლომბიეს" თეატრის წამყვანი მსახიობის დიზაინითაა შექმნილი

214 მკითხველთა ლიგა


ეს ფანტასტიკური, მაგრამ ამავე დროს ძალზე კომფორტული ავე-
ჯი. განა მე ვღირვარ ამად? ბოლო დროს, იმის შემდეგ, რაც თავს
გადამხდა ტრიესტიში, ვინ იფიქრებდა ამას? ლარბო ამბობს,
რომ ნებისმიერი ფრანგი მწერლის სახელის სამარადისოდ უკ-
ვდავსაყოფად მხოლოდ "კირკეს" ეპიზოდი იკმარებდა. მაგრამ,
ეჰ! ვაი! ვუი და ფუი ამ წიგნს! "ითაკას" ეპიზოდი ცარიელი გეომეტ-
რია,ალგებრა და მათემატიკაა და ახლა კიდევ, ეს "პენელოპეც".
სურვილი მაქვს, თავით ჩავეფლო ყინულებიან ზღვაში! წიგნი უკ-
ვე იბეჭდება და ზეგისთვის ველოდები პირველ კორექტურას,
ოღონდ, გამოსვლით ოქტომბერში ან ნოემბერში გამოვა. მასში
შედის სამი ძვირადღირებული გამოცემა, შეცდომები არ უნდა
დავუშვათ. გარეკანი (ჩემი შერჩეულია) იქნება ლურჯ ფონზე და-
წერილი თეთრი ასოები, საბერძნეთის დროშა, თუმცაღა, ბავა-
რიული წარმოშობისა და დინასტიაზე მითითებით ანუ ლურჯ
ზღვაზე მიმოფანტული თეთრი კუნძულები მითის განსაკუთრებუ-
ლად კარგ სიმბოლოს წარმოადგენს.
მატერიალურ მხარეს რაც შეეხება, ჩემი აზრით, თუკი გამოცე-
მის საქმე კარგად წავა (გამოწერები ყოველდღე მოდის – დღეს
სამი მოვიდა ავსტრალიიდან), მივიღებ 100 000 და 150 000 [ლი-
რას]. მაგრამ მე სხვა რამ მაწუხებს, თანხა ვერ ამინაზღაურებს ამ-
დენ ჯაფასა და საზრუნავს... ნამდვილად შესაძლებელია რაღაც
სახუმაროც კი დავწერო ჩემი ტომების ისეთ გამომწერებზე, რო-
გორებიც არიან ბელა კუნის ვაჟი თუ ძმისშვილი, ბრიტანეთის
სამხედრო მინისტრი უინსტონ ჩერჩილი, ანგლიკანური ეკლესი-
ის ეპისკოპოსი და ირლანდიური რევოლუციური მოძრაობის ლი-
დერი. მე გავხდი მონუმენტი, არა, მონუმენტი კი არა, არამედ,
ვესპასიანი.(საშარდე ღამის ჭურჭელი, დაერქვა რომაელი იმპე-
რატორ ვესპასიანეს მიხედვით, რომელიც ბეგრავდა მოსახლე-
ობას.)

215 მკითხველთა ლიგა


ჯორჯო ციურიხშია არდადეგებზე. მე კი შევუკვეთავ პაპინის
წიგნს, მაგრამ პირობას ვერ დავდებ, რომ ახლა წავიკითხავ. სა-
ლამი გადაეცი ბენკოს და მხატვარ-მომწოდებელ სილვესტრის.
მომიკითხე შენი მეუღლე და დანიელე(ფრანჩინის ვაჟი.)...
გართმევ ხელს.
ჯეიმზ ჯოისი

216 მკითხველთა ლიგა


ჰარიეტ შოუ ვივერს

ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციიდან


24 ივნისი, 1921
71 rue du Cardinal Lemoine, V, Parigi
ძვირფასო მის ვივერ, აშკარაა, რომ ჩვენ ორივეჯერ შევშფოთ-
დით და შემდეგ დავმშვიდდით განსხვავებულ მიზეზთა გამო. მე
შემიძლია მხოლოდ გავიმეორო ერთი რამ, – მოხარული ვარ,
პრობლემა თქვენ რომ არ შეგექმნათ, რაც შემეხება მე, თუ ვინმე
მკითხავს, რატომ არ უნდა გავრცელდესო შენზე სასიკვდილო გა-
ნაჩენი, ვუპასუხებდი, – იმიტომ, რომ ჩემი დაშვებული რამდენი-
მე შეცდომა გამომესწორებინა-მეთქი.
ჩემ შესახებ შეთხზული ლეგენდებისგან მშვენიერი კრებული
შედგებოდა. აი, ზოგიერთი მათგანი: თურმე ჩემიანები დუბლინ-
ში დარწმუნებული არიან, რომ მე გავმდიდრდი შვეიცარიაში,
ომის დროს, ჯაშუშური საქმიანობით ერთი ან ორივე მებრძოლი
მხარის სასარგებლოდ. ტრიესტელები მხედავდნენ, როგორ გა-
მოვდიოდი ყოველდღე ჩემი ნათესავების ბინიდან, რომელიც ჩე-
მივე ავეჯით იყო სავსე და ოცი წუთის განმავლობაში ვსეირნობ-
დი ერთი და იმავე მიმართულებით სამთავრობო გამომცემლო-
ბისკენ და იქიდან უკან. (ამ დროს საშინელ პირობებში ვწერდი
"ნავსიკაეს" და "მზის ხარებს"). აქედან აგორდა ჭორი, ახლა კი
მყარად სჯერათ, რომ მე კოკაინის მსხვერპლი ვარ.
დუბლინის უმთავრესი ჭორი იყო ის (სანამ "ულისეს" შესახებ
გამოქვეყნებული ცნობა გააბათილებდა მას), რომ თურმე მე წე-
რა აღარ შემეძლო, დავსუსტდი და ვკვდებოდი ნიუ-იორკში. ერ-
თმა ლივერპულელმა მითხრა, რომ, როგორც სმენოდა, თურმე
მე ვყოფილვარ შვეიცარიის რამდენიმე კინოთეატრის მფლობე-
ლი. ამერიკაში ვრცელდება თუ გავრცელდა ორი ვერსია: ერთი,

217 მკითხველთა ლიგა


რომ სრულიად დავბრმავებულვარ, გამოვფიტულვარ და დავავა-
დებულვარ ტუბერკულოზით, მეორე, რომ მე ვარ დალაი ლამასა
და სერ რაბინდრანათ თაგორის პირქუში კომპოზიტი. მისტერ პა-
უნდმა წარმომაჩინა აბერდინის მრისხანე მინისტრად. მისტერ
ლუისმა(უინდჰემ ლუისი. )მითხრა, თითქოს მას ჩემზე უთხრეს,
რომ ვყოფილვარ გიჟი, რომელიც ყოველთვის ვატარებდი ოთხ
მაჯის საათს, იშვიათად ვსაუბრობდი და ხმას ვიღებდი მხოლოდ
იმისთვის, რომ ჩემი მეზობლისთვის მეკითხა, რომელი საათია-
მეთქი. როგორც ჩანს, მისტერ იეიტსს პაუნდთან დავუხასიათები-
ვარ დიკ სვიველის197 მსგავს ადამიანად. რაც შეეხება იმას, თუ
რას ფიქრობს ის უამრავი (და უსარგებლო) ხალხი, ვის წინაშეც
აქ წარვსდექი, წარმოდგენა არა მაქვს. ჩემმა ჩვევამ, რომ ახ-
ლადგაცნობილებს "მისიე"-თი მივმართო, მომიტანა a tout petit
bourgeois-ის198 რეპუტაცია, მაშინ, როცა ზოგნი მიიჩნევენ, რომ
ამ ზრდილობიანობაში შეფარული შეურაცხყოფა მაქვს ჩადებუ-
ლი. ამჟამად, მე მგონი, გამოუსწორებელი ლოთის სახელიც
მაქვს. ერთმა აქაურმა ქალმა შემითხზა ჭორი, თითქოს ისეთი
ზარმაცი ვიყო, რომ ბოლომდე არაფერი მიმყავდეს. (როგორც
გამოვთვალე, "ულისეს" წერაზე დახარჯული მაქვს 20 000 სა-
ათი). ციურიხში ადამიანების ერთმა ჯგუფმა დაირწმუნა თავი,
რომ მე თანდათანობით ვგიჟდებოდი და ნამდვილად შეეცადა,
ვეიძულებინე დავწოლილიყავი ფსიქიატრიულ კლინიკაში, სა-
დაც ვინმე დოქტორი იუნგი199 (შვეიცარიელი ტვიდლდუმი, რო-
მელიც არ უნდა აგვერიოს ვენელ ტვიდლდიში(ერთნაირი არსე-
ბები ლუის ჯეროლის მოთხრობიდან "ელისი საოცრებათა ქვეყა-
ნაში".), იმავე დოქტორ ფროიდში), თავს ირთობს იმ ქალბატონე-

197
დიკენსის მოთხრობის პერსონაჟი.
198
(ფრანგ.) ცოტა არ იყოს, ბურჟუაზიული.
199
შვეიცარიელი ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქიატრი.
218 მკითხველთა ლიგა
ბისა და ბატონების ხარჯზე (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით),
რომლებსაც თავში კარგად უქრით.
ყველა ეს აზრი იმიტომ კი არ გაგაცანით, რომ ჩემზე ან ჩემს
კრიტიკოსებზე მესაუბრა, არამედ იმისთვის, რომ მეჩვენებინა,
თუ რამდენად კონფლიქტურია ისინი. სიმართლე ალბათ ის
არის, რომ მე ვარ საკმაოდ ბანალური პიროვნება, რომელიც არ
იმსახურებს ამდენ წარმოსახვას. არსებობს სხვა მოსაზრებაც,
თითქოს მე ვარ ვერაგი და ეგოისტურად და ცინიკურად ავაგე
"ულისე" "მოსაწყენ იეზუიტურ" სტილში. ვფიქრობ, ამ შეხედულე-
ბაში არის სიმართლის რაღაც მარცვალი, მაგრამ მთლად ასეთი
რამის დაბრალება არ შეიძლება ჩემთვის (და არც "ულისეს-
თვის"), უბრალოდ, ჩვევად მექცა არასათანადო თვისებების გა-
მოყენება ჩემი საცოდავი ნაწარმოებების დასაცავად, მეორე
მხრივ, როგორც ჩემს ადრინდელ წერილებში განვაცხადე, მარ-
თალია, ამოვწურე მთელი ჩემი მახვილგონიერება, მაგრამ რომ
არა თქვენეული ალღოიანი დახმარება, მე გავჩანაგდებოდი.
ვერ გავიგე თქვენი წერილის ის მონაკვეთი, რომელიც მეგობ-
რების აქაურ ახალ წრეს შეეხება. იმ ადამიანების უმრავლესო-
ბამ, ვინც აქ ჩამოსვლისთანავე გამაცნო მისტერ პაუნდმა, შთა-
ბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ეს შეიძლება ხნიერი მისტერ დედა-
ლუსის ასეთი ფრაზით გამოიხატოს: "მაისის ერთ მშვენიერ დი-
ლას გარეთ რომ გამოვყიალდი"... თეატრ L’Oeuvre-ს რეჟისორ-
მა, რომელიც ერთობ დიდი ენთუზიაზმით იყო განწყობილი "გან-
დევნილების" მიმართ და პირდაპირ მბომბავდა ამის შესახებ ტე-
ლეგრამებით, ახლახან მომწერა უკიდურესად უხეში და ჟარგო-
ნებით გაჯერებული წერილი, სადაც მწერს, რომ იმდენად არ გა-
გიჟებულა, ეს პიესა დაედგა და 15 000 ფრანკი დაეკარგა მის გა-
მო. თუმცა მამშვიდებს ის, რომ სანაძლეოში გარგარის კონსერვი
მოვუგე მისტერ პაუნდს (რომელიც ოპტიმისტურად იყო განწყო-
ბილი ამ ყოველივეს მიმართ) ზემოხსენებულ რეჟისორზე ნაჩქა-
219 მკითხველთა ლიგა
რევი დასკვნის გამოტანისთვის. მე ხელი მოვაწერე იმ წერილს,
სადაც სრულ "კარტბლანშს" ვაძლევდი რეჟისორს, მოქცეოდა პი-
ესას ისე, როგორც სურდა, გადაეკეთებინა, დაედგა სცენაზე, მო-
ეხსნასცენიდან, ჩაეკეტა უჯრაში და ა. შ.
ამასთანავე, დიდი მსახიობის ლუნიე პოს გაცნობა მაძლევდა
კარგი შესაძლებლობით სარგებლობის საშუალებას, და თუ ერთ
კვირაში უარს ვიტყოდი ამ ყოველივეზე ხელის მოწერაზე, მე ჩა-
ვითვლებოდი აუტანელ ადამიანად. ერთი წელია, პარიზში ვარ
და ამ დროის განმავლობაში ერთი სიტყვაც კი არ დაბეჭდილა
ჩემზე ფრანგულ პერიოდულ პრესაში. საფრანგეთის სხვადასხვა
მხარეში ექვსმა თუ შვიდმა ადამიანმა უნდა თარგმნოს "დუბლი-
ნელები". რომანი("ხელოვანის პორტრეტი".) უკვე ითარგმნა და
პრეზენტაციაც მოეწყო, მაგრამ გამოხმაურება არ მომსვლია რო-
მელიმე გამომცემლისგან(?) მის შესახებ, იმის მიუხედავად, რომ
ოთხჯერ მივწერე მათ და მოვითხოვე გადაბეჭდილი ნაწარმოები.
არასოდეს დავდივარ ყოველკვირეულ თავყრილობებზე, რადგან
ამჟამად დროის კარგვად მიმაჩნია ხალხით გაჭედილ ოთახში გა-
მომწყვდევა იქ არმყოფ ხელოვანებზე საჭორაოდ და ჩემი (მათ
მიერ არწაკითხული) შედევრის შესახებ ზრდილობიანი, თავშე-
საქცევად ზედაპირული ღიმილით აღტაცებული ფრაზებით გამო-
ხატული რეპლიკების მოსასმენად. ერთადერთი პიროვნება, ვი-
საც მართლა ეთქმის რამე ღირებული წიგნზე ან უცდია, რაღაც
სასარგებლო გაეკეთებინა მისთვის, არის მისტერ ვალერი ლარ-
ბო. ის ახლა ინგლისშია. სანამ დაბრუნდება, ხომ არ გსურთ,
თქვენ გეწვიოთ?
მოდით, დავუბრუნდეთ ბრალდებას. ის, რაც მისტერ ლუისმა
და მისტერ მაკ ალმონდმა გითხრეს, დარწმუნებული ვარ, მართა-
ლი იქნება, მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება სწორად ვერ გაიგეთ
მათი ნათქვამი. მე ისეთივე დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ნახ-
სენებ "ექსცესს", როგორც თქვენ და მისტერ ლუისი. მაგრამ, ალ-
220 მკითხველთა ლიგა
ბათ თქვენ უფრო მართალი ხართ. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი,
რითიც თქვენმა წერილმა დამამშვიდა. ასე მგონია, ჩემზე ფიქ-
რობთ, გულგრილი არამზადააო. ალბათ ვარ კიდეც. მისტერ ლუ-
ისი ძალზე კეთილგანწყობილი იყო, იმის მიუხედავად, რომ, სამ-
წუხაროდ, მე არ ვიცნობდი მის შემოქმედებას. მან ჩინურ ხელოვ-
ნებაში გათვითცნობიერებაც კი შემომთავაზა, რადგან ამ ხელოვ-
ნებაზე იმდენივე ვიცი, რამდენიც მთვარეზე მცხოვრებმა კაცმა.
მან მითხრა, რომ ლონდონში ცხოვრება დამთრგუნველია. მამა-
კაცებს შორის შემოიღეს ღირსების გამოვლენის უცნაური კანო-
ნი, რაც მათ ავალდებულებს ერთმანეთისთვის დახმარების გაწე-
ვას, ხელის არ შეშლას თავისუფალ ქმედებებში, და ურთიერ-
თდაცვის მიზნით ერთად ყოფნას, თუმცა, შედეგად იღებენ იმას,
რომ ხშირად, დილით გაღვიძებული ეს კაცები მაინც ძველებუ-
რად იქცევიან.
ამ წერილის დასაწყისი მაგონებს მისტერ ჯორჯ ბერნარდ შო-
უს წინასიტყვაობას და ალბათ თქვენი წერილის პასუხად არც კი
ჩაითვლება. მძულს ყოველგვარი მოჩვენებითობა და ამიტომაც
ვერ [დავწერე] მაღალფარდოვანი ეპისტოლე ნერვულ დაძაბუ-
ლობასა და შვების მოგვრაზე ან ასკეტიზმის მიზეზისა და ეფექტის
სიჭარბეზე და ა. შ. და ა. შ. თქვენ უკვე გაქვთ ჩემი უკიდურესი სი-
სულელის ერთი მტკიცებულება. აი, ჩემი დაშრეტილობის მეორე
მაგალითიც – რამდენიმე წელია, არ წამიკითხავს ლიტერატურუ-
ლი ნაწარმოებები. თავი სავსე მაქვს ათასგვარი ხრეშით, ნაგვით,
ასანთის დატეხილი ღერებითა და შუშის ნამსხვრევებით. ჩემს
თავს დავუსახე ამოცანა, წიგნის წერის ტექნიკაში გამოვიყენო
ისეთი თვრამეტი სხვადასხვანაირი მოსაზრება და რაც შეიძლება
მრავალფეროვანი სტილი, ყველა, რაღა თქმა უნდა, უცნობი და
ჯერ არ აღმოჩენილი ჩემი თანამოკალმეების მიერ, რომ თან-
მხლებმა განმარტებითმა ტექსტმა გონებრივი წონასწორობა და-
აკარგვინოს ნებისმიერს. მინდა დავასრულო წიგნი და საბოლო-
221 მკითხველთა ლიგა
ოდ რამენაირად მოვაგვარო ჩემი არეული მატერიალური მდგო-
მარეობა (აქ ჩემზე ვიღაცას უთქვამს: მასზე ამბობენ, პოეტიაო, ის
კი, ძირითადად, ლეიბებით არისო დაინტერესებული). ფაქტობ-
რივად, ასეც იყო. ამის შემდეგ მესაჭიროება ერთი კარგი ხან-
გრძლივი დასვენება, რომლის დროსაც სრულიად დავივიწყებ
"ულისეს".
დამავიწყდა კიდევ ერთი რამ მეთქვა თქვენთვის. მე ბერძნუ-
ლი წესიერადაც კი არ ვიცი, არადა, ერუდიტს მეძახიან. მამაჩემს
სურდა, მესამე ენად ბერძნული ამერჩია, დედაჩემს – გერმანუ-
ლი, ჩემს მეგობრებს კი – ირლანდიური. გამოვიდა ისე, რომ ვის-
წავლე იტალიური. ადრე არცთუ ცუდად ვსაუბრობდი თანამედ-
როვე ბერძნულ ენაზე (საკმაოდ კარგად ვლაპარაკობ კიდევ ოთხ
თუ ხუთ ენაზე) და საკმაოდ დიდი დრო მაქვს გატარებული ყველა
ჯურის ბერძნებთან, მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები-
დან მოყოლებული, ხახვის გამყიდველებით დამთავრებული,
თუმცა, ძირითად დროს მაინც ამ უკანასკნელებთან ვატარებდი.
მათ მიმართ გარკვეული ცრურწმენითაც კი ვარ განწყობილი,
რადგან ბედნიერება მოაქვთ ჩემთვის.
ახლა ვამთავრებ ჩემს მიეთმოეთს ისე, რომ არაფერი მით-
ქვამს ჩემი საზიზღარი ხასიათის ბნელ მხარეებზე. მიმაჩნია, რომ
კანონი ჩემზეც შესაბამისად უნდა გავრცელდეს, რადგან თქვენ
ალბათ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ ხელიდან გაგეშვათ ის
ძაფი, რითიც დააოკებდით ერთ თავაშვებულ ადამიანს, რომე-
ლიც ახლა არსად ჩნდება და გახდილი ხალათივითაა მიგდებუ-
ლი. კეთილი სურვილებით და გულწრფელი მადლიერებით,
ჯეიმზ ჯოისი

222 მკითხველთა ლიგა


ფრენკ ბაჯენს

იელის კოლექციიდან
16 აგვისტო, 1921
[71 rue du Cardinal Lemoine, V, Parigi]
ძვირფასო ბაჯენ, მადლობა წერილისთვის. უპირველეს ყოვ-
ლისა, გამომიგზავნე "გიბრალტარის ბლოკადა" და კონან დო-
ილის "სამხრეთ აფრიკის ომის ისტორია", ნელსონის მიერ გამო-
ცემული იაფი წიგნების კოლექციიდან. ჰო, მართლა, გთხოვ,
ამისთვის უთუოდ მიმართო წიგნისთვის განკუთვნილ შეკვეთი-
ლი გზავნილის ექსპრეს ფოსტას. ამანათით გაგზავნილი წიგნები
6 კვირაში ჩადის! წარმოუდგენელია, მაგრამ ასეა. რაც შეეხება
იმ 60 გვერდიან წიგნს, კარგს იზამ, ხელახლა სწრაფად თუ გა-
დაიკითხავ, რადგან ძალზე თუ არ შეგაწუხებ, ერთ რამეს გთხოვ,
იშოვე რვეული, ამოხიე ფურცლები, ამოწერე ყველა სიტყვა, რაც
კი საინტერესოდ მოგეჩვენება და მოკლე შენიშვნაც დაურთე იქ
მოყვანილ აზრებს (მხატვრული არ მინდა, მე ხომ ხელოვანი არა
ვარ), იმავე გეგმას მიჰყევი სხვა წიგნებთან მიმართებაშიც, შემ-
დეგ უბრალოდ ჩადე ეს ფურცლები კონვერტში და გამომიგზავნე.
"პენელოპე" არის ამ წიგნის "clou".200 პირველი წინადადება
შედგება 2500 სიტყვისგან. ეპიზოდში სულ რვა წინადადებაა. იწ-
ყება და მთავრდება ქალური სიტყვით "დიახ". ის დედამიწის
უზარმაზარი ბურთივით ბრუნავს ნელა, მტკიცედ, თანაბრად ...
ბრუნავს მისი ოთხი უმთავრესი ნაწილი: მკერდი, უკანალი, საშო
და საშვილოსნო, რაც გამოხატულია სიტყვებით იმიტომ, საჯდო-
მი201 ქალი, დიახ. იმის მიუხედავად, რომ წინა ეპიზოდებთან შე-

200
(ფრანგ.) მშვენება.
201
მისი ყველანაირი მნიშვნელობით ქვედა(ღილი), უკანა (საკლასო ოთახი),
(ზღვის) ფსკერი),(ინგლისურში ყველა ეს სიტყვა გამოხატულია ერთი სიტ-
ყვით: bottom.
223 მკითხველთა ლიგა
დარებით ყველაზე უხამსია, მე მაინც მეჩვენება, რომ ის არის
სრულყოფილი, გაწონასწორებული, შევსებული, ამორალური,
განმაყოფიერებელი, არასანდო, მიმზიდველი, გამჭრიახი, შეზ-
ღუდული, ყაირათიანი, ინდიფერენტული Weib.202 Ich bin der
Fleisch der stets bejaht.203
წერილს ვურთავ 20 ფრანკს, დაახლოებით 8/6. დანარჩენს
შემდეგ გამოვაგზავნი. გამომიგზავნე, რაც გთხოვე.
ჯ. ჯ.

202
(გერმ.) ცოლი.
203
"მე ვარ სული, რომელიც ყოველთვის უარს აცხადებს" ეს არის სიტყვათა
თამაში, ჯოისი ასხვაფერებს მეფისტოფელის ნათქვამს: "მე ვარ სხეული, რო-
მელიც ყოველთვის ვადასტურებ".
224 მკითხველთა ლიგა
ჰარიეტ შოუ ვივერს

ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციიდან


10 დეკემბერი, 1921
rue de ლ’Universite 9, ParisVII
ძვირფასო მის ვივერ, წერილს ვურთავ იმ სტატიას, რომელ-
ზეც გელაპარაკეთ.204 მისი ბიოგრაფიული ნაწილი ისე გროტეს-
კულადაა გამრუდებული, რომ არც კი ვიცი, რა ვთქვა, მით უმე-
ტეს, რომ ვიცნობ ამ მწერალს. ეტყობა, მეხსიერება დაკარგა.
თქვენ წარმოჩენილი ხართ "ამერიკელ თაყვანისმცემლად", მე
კი, კარდინალ მეცოფანტის მსგავსად "18 ევროპულ და აღმოსავ-
ლურ ენაზე მოსაუბრედ". მართალია, განზრახვა კეთილია, მაგ-
რამ ესაა და ეს.
სხდომა ძალიან კარგად წარიმართა. "კიკლოპების" ეპიზოდის
შუა ნაწილზე რომ ვიყავით, შუქი ისევე ჩაქრა, როგორც ეს თვით
კიკლოპებს მოუვიდათ, მაგრამ დამსწრე საზოგადოებამ მოთმი-
ნება გამოიჩინა. უცნაურია, ერთი რამ, მიუხედავად იმისა, რომ
მისტერ ლარბომ ბევრჯერ გამომკითხა ჩემ შესახებ, მის მიერ
შედგენილი ჩემი ბიოგრაფია მაინც გარკვეულ უზუსტობებს შეი-
ცავს. ეტყობა, არავინ არის განწყობილი საიმისოდ, რომ შეულა-
მაზებლად წარუდგინოს მსოფლიოს ჩემი პროზაიკოსობა. მან
ბოლო წუთს გადაწყვიტა "პენელოპედან" ფრაგმენტი ამოეღო,
და რადგანაც ეს მითხრა მაშინ, როცა მაგიდისკენ აიღო გეზი,
დავთანხმდი. გულწრფელად უნდა ვთქვა, რაც მან წაიკითხა, საკ-
მაოდ ცუდი იყო, მაგრამ არავითარი პროტესტი არ გამოუხატავს.
ისე, კიდევ რამდენიმე სტრიქონიც რომ წაეკითხა, მზის სისტემის
წონასწორობა მაინც არაფრით დაირღვეოდა.

204
სავარაუდოდ, საუბარია სილვიო ბენკოს სტატიაზე.
225 მკითხველთა ლიგა
ახლა უნდა შემეტია იმ საშინელი პრობლემისთვის, რაც ფულს
ეხება, მაგრამ იმდენ კორექტურას ვიღებ ორი ფოსტით დღეში
(კიდევ უფრო მეტი გადადებული მაქვს), რომ ბევრს ვერაფერს
გეტყვით გარდა ერთისა, თქვენს შემოთავაზებას თანხის ინვეს-
ტირების შესახებ, პრინციპში, ვეთანხმები. თუმცა ეს თუ ახლა გა-
კეთდება, მე ალბათ უსახსრობის წინაშე აღმოვჩნდები წიგნის გა-
მოსვლამდე, რაც, შესაძლებელია, გარკვეული დროით გადაი-
დოს კიდეც, ამიტომ, ჯობია ახლა თავი შევიკავოთ ამისგან. ზოგ-
ჯერ მიპყრობს ხოლმე მტანჯველი შიში იმისა, რომ ან გამომცემ-
ლობა დაიწვება, ან რამე უბედური შემთხვევა გამოტყვრება ბო-
ლო მომენტში. ხომ არ ნახავდით "ულისეს" გარეკანს? მე მგონი,
მბეჭდავებმა რაღაც შეცდომები დაუშვეს იმ გეგმაში, მე რომ გა-
მოგიგზავნეთ. ერთ-ერთ მინიშნებაში მისტერ ლარბომ ორი ეპი-
ზოდი ერთმანეთს შეურწყა. ეტყობა, ამგვარი დამოკიდებულება
შეთავსებადია, როგორც წიგნის კარგად გაგებასთან, ასევე, მის
ავტორთან მეგობრობასთან. დასაბეჭდია დაახლოებით 180
გვერდამდე, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ძალზე მალე მარ-
თლაც უამრავი სხვა გამოწვევის წინაშე დადგება ახლად გამოსუ-
ლი წიგნი.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს წერილი სხვა ბარათებთან შედა-
რებით, უფრო გონებაარეულმა იმიტომ დავწერე, რომ მბეჭდავმა
რატომღაც მაშინ გამომიგზავნა "კირკეს", "ევმეუსის" და "პენე-
ლოპეს" კორექტურა, როცა ჯერ კიდევ არ არის აწყობილი პირვე-
ლი ორის (კირკეს და ევმეუსის) ტექსტი და მე ორივეზე ერ-
თდროულად მიწევს მუშაობა. იმ კაცად მიმაჩნია, ვინც რამდენი-
მეინსტრუმენტზე ერთდროულად უკრავს სხეულის სხვადასხვა
ნაწილით.
შევიტყვე, რომ "ნიუ-იორკ ჰერალდში" გამოჩნდა ამ წიგნის პა-
როდია, სახელწოდებით "ულისე ჯუნიორი". ეტყობა, აქამდე იც-
დიდნენ იმის გამო, რომ საცოდავი სინიორი "ზღვის გაღმა, შინ"
226 მკითხველთა ლიგა
ეგულებოდათ. ასევე გავიგე, რომ ერთმა "ულისეთი" შთაგონე-
ბულმა ფუტურისტმა მწერალმა თურმე დაიწყო მუშაობა ნაწარ-
მოებზე სახელწოდებით "ტელემაქე". ვუსურვებ მხიარულებას.
ძალიან კეთილი სურვილებით, გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

227 მკითხველთა ლიგა


რობერტ მაკალმონს 205

პირსონის კოლექციიდან
[მარტი, 1922]
rue de l’Universite 9, paris VII
ძვირფასო მაკალმონ, მადლობას გიხდი ბეჭდისა და ჰალსტუ-
ხებისთვის. არც კი მიფიქრია, რომ კანში ჩემთვის მათ საყიდლად
წასულიყავი! ღმერთმა დამიფაროს! მე მეგონა, მგზავრობისას
ჩემოდანი ყოველთვის სავსე გქონდა ჰალსტუხებით და ყოველ
კვირას რაღაც რაოდენობას ყრიდი კიდეც, მაგრამ აშკარად შე-
მაცდინა ჭორებმა.
პრესამ და პუბლიკამ ამირია ფიქრები,
ჭორმა და ტყუილმა შემბოჭა მარწუხებით, –
თურმე მე მაჯის საათებზე ვგიჟდები,
თურმე შენ თავს იწონებ ჰალსტუხებით.
ბეჭედი მშვენიერია და ეპისკოპოსის შესაფერისი. მიხარია,
რომ "ულისესაც" ისე შეეგუე, როგორც დასისხლიანებულ ოფიც-
რებს. რეცენზიას (როგორც კი პირველად გამოჩნდება) "ობზერ-
ვერში" მის ბიჩი გამოგიგზავნის. ერთ დღეში 136 შეკვეთა მოვი-
და! იმედია, გამოცემის ტირაჟს მალე გამოაგზავნიან და მეც მო-
ვისვენებ. 1 აპრილს ჩემი ოჯახი რამდენიმე კვირით ირლანდიაში
გაემგზავრება. მე კვლავ ბინას ვეძებ. პაუნდსა და შოუს წერილო-
ბითი პოლემიკა აქვთ გამართული ჩემზე. ამ საღამოს უინდჰემ
ლუისი ჩამოდის. ლორენს ვეილმა მე და ჩემი ოჯახი სახვალიოდ
საქორწილო საუზმეზე დაგვპატიჟა. მე მას კარგად არც კი ვიც-
ნობ, ეტყობა, ჩემიანებმა გაიცნეს ის ან მისი ცოლი(კეი ბოილი.)
სადმე.

205
ამერიკელი ნოველისტი, 1940 წლამდე ცხოვრობდა პარიზში.
228 მკითხველთა ლიგა
არ მოისროლო ფანჯრიდან "ულისე", როგორც იმუქრებოდი,
ასე მოკლეს პიროსი არგოსში, ხომ შეიძლება ამ დროს ქუჩაში
სოკრატემ გაიაროს.
მშურს შენი აქაური მზის, ჰაერისა და ზღვის გამო. აქ უღიმღა-
მობა და არაფილოსოფიურობა სუფევს. სასმელისგან რომ განი-
კურნები, მომწერე. გულწრფელად,
შენი ჯეიმზ ჯოისი

229 მკითხველთა ლიგა


ლედი გრეგორის
ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის კოლექციიდან
(ნაკარნახევი წერილი) 9 rue de l’ Universite, Paris
8 აგვისტო, 1922.
ძვირფასო ლედი გრეგორი, თვალის საშინელმა დაავადებამ
სამ თვეს გასტანა, ამჟამად გამოკეთების პროცესში ვარ, თუმცა,
ოცდაშვიდ ივლისს მიღებული თქვენი წერილის საპასუხო ბა-
რათს ახლა ვკარნახობ.
მართალია, ერთობ მადლიერი ვარ როგორც თქვენი მეგობ-
რული მოკითხვებით, ასევე თქვენ მიერ წარსულში ჩემდამი გა-
მოჩენილი სიკეთისთვის, მაგრამ ამჯერად დიდად დამავალებთ,
თუკი გამოსაცემად გამზადებული თქვენი წიგნიდან, რომელიც,
როგორც ვხვდები, წარმოადგენს ირლანდიური ლიტერატურის
განვითარების ისტორიას, ამოიღებთ ყველა ჩემს წერილს და სა-
ერთოდაც არ მახსენებთ. თქვენი ასეთი ქმედება სრულ თანხვედ-
რაში მოვა იქაური ლიტერატურის სულისკვეთებასთან, მით უმე-
ტეს, რომ ოცი წლის წინ დაწერილი ჩემი წერილის შემდეგ არც
ჩემზე, არც ჩემს თავს გადახდენილ ამბებზე და არც ჩემს შემოქ-
მედებაზე დასცდენია იმ სფეროს რომელიმე მესვეურს ერთი სიტ-
ყვაც კი.
მისტერ პაუნდმა თქვენს ბარათთან ერთად გამომიგზავნა მის-
ტერ იეიტსის მიერ მისთვის მიწერილი წერილი, სადაც ავტორი
რამდენიმე კეთილგანწყობილ ფრაზას იმეტებს ჩემი წიგნის
"ულისეს" მიმართ. თუ შეიძლება, რომ მისტერ იეიტსს, რომლის
ნაწარმოებებითაც ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი, გა-
დასცეთ ჩემი მადლიერება მისი დადებითი აზრისთვის, რაც ჩემ-
თვის ერთობ ღირებულია. დამიჯერეთ, ძვირფასო ლედი გრეგო-
რი, რომ კვლავაც ვრჩები გულწრფელად, თქვენი ერთგული
ჯეიმზ ჯოისი

230 მკითხველთა ლიგა


მისის უილიამ მიურეის

ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციიდან


23 ოქტომბერი, 1922
Hotel Suisse, Quai des Etats-Unis, Nice
ძვირფასო ბიცოლა ჯოზეფინა, სანამ პარიზიდან გავემგზავრე-
ბოდი, რამდენიმე დღით ადრე მივიღე თქვენი წერილი, რომე-
ლიც, მომეჩვენა, თითქოს ძალზე განრისხებულმა მომწერეთ.
საქმე შემდეგშია: "ულისე" გამოქვეყნდა 2 თებერვალს. როცა ეს
გამოცემა წარმატებით გაიყიდა, ნორამ განაცხადა, რომ უნდოდა
ირლანდიაში წასვლა დედამისის სანახავად. ყოველნაირად ვე-
ცადე გადამეთქმევინებინა, მაგრამ მისმა მეგობრებმა აქაც და
ირლანდიაშიც დააჯერეს, რომ იქ გამგზავრებაზე იოლი არაფერი
იყო.
იმის გამო, რომ მამაჩემსაც უნდოდა ბავშვების ნახვა, ნება
დავრთე, წასულიყვნენ, ოღონდ, ერთი პირობით, რომ ჯერ ერთი
კვირით ან ცოტა მეტი ხნით დარჩებოდნენ ლონდონში და დააკ-
ვირდებოდნენ ვითარებას. ჩემი ექსპრეს წერილებითა და ტე-
ლეგრამებით მოვახერხე კიდეც მთელი ათი დღე დამეყოვნებინა
ისინი იქ, მერე კი მოულოდნელად გაემგზავრნენ ირლანდიაში.
ერთი ღამით დარჩნენ დუბლინში, სადაც ლუჩიამ შესთავაზა,
სწვეოდნენ მამაჩემს. გოგონას მისი მისამართი ხსომებია. ასეც
მოიქცნენ და ამის შემდეგ გაემგზავრნენ გოლვეიში. ჩემი ვაჟი
თურმე დაიძურწებოდა ქუჩებში და როგორც მერე მითხრა, ღა-
მეები არ ეძინა იმის ფიქრში, რომ ეს ზულუები(სამხრეთ აფრიკის
ეთნიკური ტომი.), როგორც ის იქაურებს ეძახის, ლოგინიდან წა-
მოაგდებდნენ და დახვრეტდნენ. ერთი მთვრალი ოფიცერი ქედ-
მაღლურად გადაეღობა თურმე და უკითხავს, – როგორი გრძნო-
ბაა ჯენტლმენის შვილად ყოფნაო. ამასობაში მე პარიზში ვიყავი

231 მკითხველთა ლიგა


და რვაწლიანი თავდაუზოგავი შრომით უკიდურესად გადაქანცუ-
ლი ჭკუიდან შეშლის ზღვარზე ვიმყოფებოდი. აღარაფერს ვამბობ
იმაზე, რომ რაც წინასწარ მეგონა, მოხდებოდა, მოხდა კიდეც. მე-
რე იყო და, ლონდონიდან მივიღე მათი ტელეგრამა, რითიც მატ-
ყობინებდნენ, რომ უკან, პარიზში სურდათ დაბრუნება. გოლვეი-
ში მათი საცხოვრებლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე საწყობ-
ში მეამბოხეები გამაგრებულან, სამთავრობო ჯარის სამხედროე-
ბი ჩემიანების საძინებლებში შეჭრილან და იარაღით განლაგე-
ბულან ფანჯრებიდან სასროლად. ჩემები გაქცეულან, მთელი ქა-
ლაქის გავლით სადგურამდე მიუღწევიათ და მატარებელში პირ-
ქვე დამხობილები (ორი ქალი ამ ვითარებაში), მარჯვნიდან და
მარცხნიდან ერთსაათიან, ორმხრივი სროლის ალყაში მოყოლი-
ლები გასცლიან იქაურობას. დუბლინის გავლით უკუნში გამოპა-
რულები დაბრუნდნენ პარიზში. ამის შემდეგ ლუჩია(მისის მიურე-
ის ქალიშვილი.) ოთხი კვირით გავგზავნე საზაფხულო ბანაკში
ნორმანდიის სანაპიროზე, ჯორჯო კი ავსტრიის ტიროლში. ეს ყვე-
ლაფერი რომ დამთავრდა, დამეწყო თვალების ტკივილის შეტე-
ვები, რამაც კარგახანს გასტანა და სულ რამდენიმე კვირაა, რაც
მიყუჩდა, მაგრამ, აშკარაა, რომ ჩემი მდგომარეობა არავის აინ-
ტერესებს. ახლა აქ ვიმყოფები ჯანმრთელობისა და მხედველო-
ბის აღსადგენად.
თქვენი რისხვის მეორე მიზეზი, როგორც ვატყობ, ჩემი წიგნია.
მე ამჯერადაც ისეთივე უდანაშაულო ვარ, როგორც წინა შემ-
თხვევაში. მე შვიდი თვის წინ გაჩუქეთ ის წიგნი, მაგრამ მისი მი-
ღების დადასტურებისა და ბოლო წერილში გაკვრით ნახსენები
რამდენიმე სიტყვის გარდა, თქვენგან აღარაფერი მსმენია. მაგ
წიგნის საბაზრო ღირებულება ამჟამად არის 20$, ხოლო ხელმო-
წერილი ეგზემპლარები კიდევ უფრო მეტი ღირს. ამას იმიტომ გე-
უბნებით, რომ ელისმა მითხრა, ვიღაცისთვის გითხოვებიათ (თუ
მიგიციათ), ხოლო დუბლინელებს წიგნების უკან დაბრუნება არ
232 მკითხველთა ლიგა
სჩვევიათ. რამდენიმე წელიწადში ამ პირველი გამოცემის ეგზემ-
პლარები, თითო ალბათ 100$ მაინც ეღირება, ასე ამბობენ წიგ-
ნების ექსპერტები და მეც იმიტომ ვამბობ. ამ ყოველივეს, რაღა
თქმა უნდა, არაფერი აქვს საერთო წიგნის შინაარსთან, რომე-
ლიც, ვატყობ, რომ არ წაგიკითხავთ. მე ის ერთი წლის წინ ისევე
გამოგიგზავნეთ, როგორც ჩემი ყველა დანარჩენი ნაწარმოები,
თანაც თქვენი თხოვნის საფუძველზე. არის განსხვავება ერთი პა-
უნდის დაკეპილი კოტლეტის ჩუქებასა და ისეთი წიგნის ჩუქებაში,
როგორიცაა "ულისე". როდესაც ერთ პაუნდ კოტლეტს გაძლევენ,
საკმარისია, მადლიერების ნიშნად, უბრალოდ, დაუქნიო თავი
მჩუქებელს იმის გათვალისწინებით, რომ ამ დროს შესაძლოა პი-
რი ჩვეულებრივზე მეტად გქონდეს გამოტენილი, მაგრამ იმავეს
ვერ გააკეთებ დიდ წიგნთან დაკავშირებით, რადგან პირში, უბ-
რალოდ, არ ჩაგეტევა.
რისხვის მესამე მიზეზი ის გახდა, რომ არაფრით გამოვეხმაუ-
რეთ მეიბლს(მისის მიურეის კიდევ ერთი ქალიშვილი. ) მას შემ-
დეგ, რაც თავისი გათხოვების შესახებ შეგვატყობინა და საქორ-
წილო ტორტის ნაჭერი გამოგვიგზავნა მანამ, სანამ მე წერილს
ვუკარნახებდი და ლონდონიდან გამოვგზავნიდი. ნამცხვრის
მოზრდილი ნაჭერი მაშინ მოვიდა, როცა ჩაბნელებულ ოთახში
ტკივილებით გათანგული და თვალისჩინის დაკარგვის საფ-
რთხის ქვეშ მყოფი ვიწექი და კიდევ ერთი ოპერაცია მემუქრებო-
და. გავეცი განკარგულება, რომ ეპასუხათ წერილისთვის და ჩვე-
ნი მილოცვა გაეგზავნათ. ეს არ გაკეთდა. მძაფრი და სახიფათო
დაავადებით პარიზის ცენტრში მდებარე სასტუმროში თვეობით
ცხოვრება ინტენსიური ემოციური დატვირთვის ფონზე (წერილე-
ბი, ტელეგრამები, სტატიები), რაც გამოწვეული
იყო "ულისეს" გამოქვეყნებით, ვფიქრობ, გამოდგება ამ მცი-
რეოდენი გაუგებრობის ასახსნელად.

233 მკითხველთა ლიგა


მე სრულიადაც არ ვიყავი ვალდებული, ამხელა წერილი და-
მეწერა, მაგრამ ბარათის არ მოწერას ისევ მოწერა ვამჯობინე,
რადგან ის წერილი, რომლის გამოგზავნასაც ნორა აპირებს,
თქვენამდე ჩვ. წ. აღ-ით 1931 წლის ადრეულგაზაფხულამდეც
ვერ მოაღწევს. ამასობაში, თუ ჩემთვის გადმოსაცემი რაიმე შე-
ნიშვნა ან ინფორმაციის მოწოდებას მოისურვებთ, კეთილი და პა-
ტიოსანი, რაც შეეხება რისხვით სავსე წერილებს, უმჯობესი იქნე-
ბა, თუ გადაამისამართებთ ნორასკენ ან მისი მრჩევლებისკენ,
ასევე შეგიძლიათ მიმართოთ წესების გარეშე ბრძოლების პრე-
ზიდენტს, კიდევ არარეგულარული არმიის ლიდერს, ფეარვიუს
სამრევლოს მღვდელს ან თუნდაც "წმინდა გულის" მისიას, რო-
მელსაც ასე ეთაყვანება ირლანდია, და არავითარ შემთხვევაში
მე. ოდესმე უთუოდ შეხვდებით ნორას, როცა ისევ ეწვევა თავის
ნეხვიან მშობლიურ კუთხეს, მაგრამ იმაში კი მეპარება ეჭვი, რომ
ჯორჯო ან ლუჩია გაჰყვებიან თან. გოლვეიში კარგი ჰაერი კი
არის, მაგრამ სიძვირეა. მგზავრობის ერთადერთ შთამაგონებელ
მოტივს ჩემი შვილებისთვის წარმოადგენს ბაასი მამაჩემთან,
რომელიც მათ, ძირითადად, ართობდა საკუთარ სამშობლოში
ათვისებული ღვარძლისა და გინების კორიანტელით და სხვა ამ-
დაგვარებით, აგრეთვე იმით, თუ თავისი უფროსი ვაჟი ლიტანიი-
სას როგორ ამბობს ამინს თავისი წიაღიდან, ანუ მისი გულის უკი-
დურესი სიღრმიდან.
ნორა და ლუჩია ჩემთან ერთად არიან, ხოლო ჯორჯო პარიზ-
შია და ალბათ ისიც ჩამოვა, რადგან ზამთრისთვის აქ უნდა ვიშო-
ვო ბინა. ყველა კარგად ვართ და ვიმედოვნებთ, რომ თქვენც
კარგად ბრძანდებით.
"ულისე" მეორედ 12 ოქტომბერს გამოიცა 2000 ეგზემპლა-
რიანი ტირაჟით (ეგზემპლარის ფასი 2.20$) და ოთხ დღეში გაიყი-
და.
კეთილი სურვილები და მოკითხვა ჩვენგან.
234 მკითხველთა ლიგა
ჯიმი
P. S. მახსენდება, თითქოს თქვენს წერილში ეჭვი გამოთქვით
იმის შესახებ, რომ ნორა და ბავშვები ("ბავშვი" ჯორჯო მამამისზე
მაღალია, ხოლო ბანაკიდან ჩამოსულ ლუჩიას უკვე ცირკ ტრაპე-
ზეში შეუძლია წასვლა) ირლანდიაში მისტერ დევანთან და მეორე
მისის დევანთან სტუმრობის მიზნით ხომ არ ჩავიდნენო. მე თავში
არც კი მომსვლია ამგვარი ფიქრი, სანამ თქვენ არ მომაწოდეთ
ეს აზრი და, ეტყობა, მართალიც ხართ. ისინი ჩაის დასალევად და
ქალბატონების მუსიკის მოსასმენად დაიარებოდნენ სასეირნო
მოედნის კაფეში, როცა მოვლენ, ვკითხავ, მაგრამ, ვფიქრობ,
ორივე უარყოფს. ვინ გაიგებს, როდის ამბობენ სიმართლეს და
როდის ტყუიან? ამაშია საქმე!
ჯ.

235 მკითხველთა ლიგა


მისის უილიამ მიურეის

ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციიდან


10 ნოემბერი, 1922
Hotel Suisse, Nice
ძვირფასო დეიდა ჟოზეფინა, ეს უფრო მოკლე წერილია. მე სუ-
ლაც არ მწყინს, ჯორჯოს და ლუჩიას ბავშვებად რომ მოიხსენი-
ებთ, მე თვითონაც ასე ვეძახი. მიხარია იმის გაგება, რომ ჩემს
წიგნზე დიდი მოთხოვნაა, რადგან თქვენგან განსხვავებით, და-
ნარჩენი კუნძულელები თქვენნაირი გულგრილი არ არიან საბაზ-
რო ფასების მიმართ. თქვენ თქვით, რომ ჩარლი206 კითხულობდა
ამ წიგნს და რომ გამაგებინებდით, თუ რას იტყოდა და რა გამო-
მეტყველება ექნებოდა მისი წაკითხვის შემდეგ. ნუთუ პრესაშია
ჩაფლული? თუ ასეა, საჭმელს მაინც თუ ჭამს სისტემატურად, ან
პირის გაპარსვას მაინც თუ ახერხებს. როგორც ვხვდები, არც
თქვენ და არც ბერტის207 არ დაგიმთავრებიათ მაგ წიგნის კითხვა.
მე მგონი, ამ შეჯიბრში ნორა დაგამარცხებთ, რადგან მან მთელი
27 გვერდი წაიკითხა გარეკანის ჩათვლით.
თქვენ ამბობთ, რომ ბევრი რამ ვერ გაიგეთ. მე ხომ გითხა-
რით, ჯერ "ოდისევსი" წაიკითხეთ-მეთქი. რადგანაც ასე არ მო-
იქეცით, მე ვთხოვე ჩემს გამომცემელს, თქვენთვის გამოეგზავნა
სტატია, რომელიც ნათელს მოჰფენს გაუგებრობებს წიგნში. ამის
შემდეგ მალევე შეიძინეთ ჩარლზ ლემის "ულისეს თავგადასავა-
ლი" (ეს არის შემოკლებული და მარტივი ინგლისურით დაწერი-
ლი ჰომეროსის მოთხრობა). თქვენ მას ერთ ღამეში წაიკითხავთ,
მისი შეძენა კი შეგიძლიათ ჯილთან ან ბრაუნი და ნოლანთან

206
ჯოისის ერთ-ერთი ძმა.
207
ბერნარდ მიურეი, მისის მიურეის ვაჟი.
236 მკითხველთა ლიგა
რამდენიმე შილინგად. ამის მერე ხელახლა სცადეთ "ულისეს" წა-
კითხვა.
მე იმიტომ გკითხეთ, წიგნის ვინმესთვის თხოვების შესახებ,
რომ სიტყვაც კი არ მომწერეთ ამის თაობაზე. ელისთან და კეტის-
თან ერთად რომ ვსადილობდით, მაშინ ვკითხე მათ და გავიგე,
რომ ვიღაც ბლექროკელისთვის გითხოვებიათ. ჩვენი მაგიდის
ირგვლივ ოფიციანტები დაზუზუნებდნენ ამ დროს და, ეტყობა,
სწორად ვერ გავიგე მათი ნათქვამი.
იმედია, თქვენთან არმოსვლით გამოვლენილი უზრდელობი-
სა და გამოგზავნილი ნამცხვრის მიღების არ დადასტურების
ტვირთი ახლა უკვე მხრებიდან ჩამომეხსნა. წერილში მწერთ,
რომ ყველაფერი იდეალურადაა და მთავაზობთ თქვენთან სტუმ-
რობას (შეადარეთ თანდართული რემარკები(ეს რემარკები და-
კარგულია.) იმ წმინდა იეზუიტი მამისა, რომელსაც თავის სიცოც-
ხლეში არასოდეს უთქვამს ტყუილი), მაგრამ რადგანაც ბოლო
ვიზიტი დამიჯდა დაახლოებით 200$ და თითქმის იმდენივე ჩემი
მხედველობა, კიდევ ერთი ასეთი გასეირნება დიდ ხარჯად დამაწ-
ვება. თქვენი აზრით, ადამიანების უმრავლესობას გული აქვს
გაქვავებული. ეტყობა, ასეცაა, სამაგიეროდ, ტვინი აქვთ დარბი-
ლებული. როცა ნორას ბიძამ გაიგო, როგორ ეგდო პირქვე ჩემი
ცოლი იატაკზე და უთრთოდა ზურგი ირლანდიური ტყვიების ზუ-
ზუნში, სიცილისგან კინაღამ სკამიდან გადმოვარდა. ამის მიუხე-
დავად, ის მაინც რჩება ჩვენს ერთ-ერთ კეთილისმყოფელად და
ყველაფერს გააკეთებს ჩემს დასახმარებლად ისევე, როგორც
აქამდე გაუკეთებია.
ჩვენ ერთმანეთს ალბათ ლონდონში შევხვდებით. იქ გამგზავ-
რებას ვაპირებ ჯერ გაზაფხულის დასაწყისში და მერე ზაფხულში.
ეს უფრო გონივრული გეგმაა. პარიზში ვბრუნდებით კვირისთვის,
წერილს თუ მომწერთ, გამოგზავნეთ ამ მისამართზე:
12 rue de l’Odeon
237 მკითხველთა ლიგა
Paris VI
მიიღოს: შექსპირი და კომპანიამ.
ეს მისამართი ყოველთვის მიპოვის.
გამომიგზავნეთ ყველაფერი, რაც გსურთ, პროგრამები, ლომ-
ბარდის ქვითრები, პრესიდან ამონაჭრები, სარეკლამო განცხა-
დებები. მიყვარს მათი კითხვა.
მოგიკითხათ ყველამ.
ჯიმი

238 მკითხველთა ლიგა


ჰარიეტ შოუ ვივერს

ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციიდან


11 მარტი, 1923
შარლ ფლოკეს გამზირი 26, პარიზი VII
ძვირფასო მის ვივერ, მიხარია, რომ ამასწინანდელი მოვლე-
ნა, რომელიც თქვენს ოჯახში მოხდა, საბედნიეროა. მადლობას
გიხდით ჩემი ძმისთვის წიგნის გამოგზავნის გამო. მაგრამ ეს ეგ-
ზემპლარები რატომ არ არის დანომრილი. ასეთი რამ დასაშვე-
ბია? ძალზე ვწუხვარ, რომ მთელი 500 ცალი წაგართვეს. ჩემი აზ-
რით, ეს ნიშნავს იმას, რომ დაიკარგა და გაჩანაგდა მთელი გა-
მოცემის ნახევარი.208 ზედმეტ სითამამეში ხომ არ ჩამითვლით,
თუკი გთხოვთ, რომ გამომიგზავნოთ "ლა ტრიბუნას" ის ეგზემ-
პლარი, რომელშიც დაბეჭდილია მისტერ სეჩის209 სტატია, ოღო-
ნდ შეკვეთილი გზავნილით, რადგან სხვაგვარად გამოგზავნილ-
მა შესაძლოა, აქამდე ვერ მოაღწიოს. მერე ისევ დაგიბრუნებთ.
მის ბიჩმა შემატყობინა მისტერ პაუვის მატერსის ნათქვამი, რომ
"სპორტინგ ტაიმსში" მეორედ შეუტევიათ "ულისესთვის" და გა-
ნუცხადებიათ, რომ თითო წიგნი 10 შილინგად უნდა გაიყიდოსო.
იმ გაზეთის მკითხველებს მის ბიჩისთვის გაუგზავნიათ კიდეც
"ძვირფასი" შენიშვნები. განვაგრძობ მკურნალობას დიონინით
დოქტორ ბორჩთან. დარწმუნებული ვარ, მადანაშაულებთ სიმ-
ხდალისა და ზოზინის გამო. პირველს ვაღიარებ, მაგრამ ახლა
დოქტორ ბორჩის რჩევებს ვასრულებ და მიუხედავად იმისა, რომ
(წამლის) დოზა არ გაუზრდია, მაინც ნელ-ნელა მიუმჯობესდება

208
1922 წლის ლონდონ-პარიზის ეს გამოცემა შეადგენდა 2100 ეგზემპლარს
და არა 1000-ს, ამიტომაც, 500 ცალი ვერ იქნებოდა მთელი გამოცემის ნახე-
ვარი.
209
ემილიო სეჩი – იტალიელი კრიტიკოსი, ესეისტი, ნოველისტი, დაწერა
მოკლე სტატია "ულისეზე".
239 მკითხველთა ლიგა
მხედველობა. ამასწინათ ხანგრძლივი საუბარი მქონდა მასთან
და ასეთი რამ მითხრა, შენ რომ დათანხმებულიყავი მაისში210
ოპერაციის გაკეთებას, დიდი ალბათობა იყო, რომ მხედველობა
დაგეკარგაო, რომ ეს გლაუკომა არ იყო ისეთი ინტენსიური (რო-
მელსაც ოპერაციის გაკეთება ოცდაოთხი საათის განმავლობაში
ესაჭიროება) და ეს დაასაბუთა იმის შეხსენებით, რომ რაც მასთან
დავდივარ, აღარ მქონია ისეთი დაძაბულობა, თქმად რომ ღირ-
დეს. მან ასევე თქვა, რომ კარგი ვქენი, ლონდონში ოპერაცია
რომ არ გავაკეთებინე, რომ ჩემმა მხედველობამ ბრწყინვალედ
გასწია წინააღმდეგობა და რომ მე საკმაოდ ჯანმრთელი ვარ!!! და
დაუმატა, რომ ერთ-ერთი კრიზისის დროს ციურიხში ოპერაციის
გაკეთება შეცდომა იყო (იმის მიუხედავად, რომ კარგად ჩატარ-
და), რადგან თვალიდან გამონადენი ჭრილობაში შევიდა და ამან
გამოიწვია მხედველობის მნიშვნელოვნად და პერმანენტულად
დაქვეითება. ეს საკითხი ისევე გართულებულია, როგორც "ული-
სე".
ეტყობა, კარგად ვერ გამოვხატე ჩემი სათქმელი. არც კი მი-
ფიქრია, წინასწარ მომემზადებინა პასუხი ორი წიგნის შედარები-
თი დახასიათების შესახებ. რამდენადაც ჰომეროსი დაახლოებით
3700 წლის მკვდარია (იგი, როგორც ჩემი ერთ-ერთი ექიმის,
დოქტორი ბერმანისგან ვიცი, გლაუკომისგან დაბრმავდა, რად-
გან ირიდეკტომიაზე მაშინ არაფერი იცოდნენ), ამიტომ კიდევ
5623 წელი ჩვ. წ. აღრიცხვით უნდა ვიცადოთ ამ საკითხის გასარ-
კვევად. იმას ვგულისხმობდი, რომ თუ ძველი პოემის კითხვისას
გასარკვევი იქნება რამე, სტრუქტურასა და ინტერპრეტაციასთან
დაკავშირებით, დიდად მოხარული ვიქნები, ნათელი მოვფინო
წამოჭრილ საკითხებს მანამ, სანამ არ დამვიწყებია მათი განმარ-
ტებანი.

210
1922 წლის მაისში თვალის ტკივილის განსაკუთრებით ძლიერი შეტევა
დაემართა ჯოისს.)
240 მკითხველთა ლიგა
გუშინ ორი გვერდი დავწერე, პირველად მას შემდეგ, რაც
"ულისე" დავასრულე სიტყვით "დიახ". დიდი გაჭირვებით მოვძებ-
ნე კალამი და ორმაგი ფორმატის ქაღალდზე მოზრდილი ასოე-
ბით გადავწერე ეს ნაწერი ისე, რომ შემძლებოდა მისი წაკითხვა.
Il lupo perde il pelo ma non il visio, – ამბობენ იტალიელები.
მგელმა შეიძლება გამოიცვალოს ტყავი, მაგრამ არასოდეს მო-
იშლის სიავეს, ისევე, როგორც ლეოპარდი ვერასოდეს მოიცი-
ლებს ლაქებს. კეთილი სურვილებით, გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

241 მკითხველთა ლიგა


ჰარიეტ შოუ ვივერს

ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციიდან


19 ნოემბერი, 1923
სასტუმრო ვიქტორია პალასი,
6 rue Blaise Desgoffe, Paris (Montparnasse)
ძვირფასო მის ვივერ, მადლობა თქვენი წერილისა და პრესი-
დან ამონარიდისათვის. ალბათ, წაიკითხავდით მისტერ ელიო-
ტის სტატიას211 "დაიალში". მე მომწონს, თანაც დროულია. როცა
სამადლობელ წერილს მივწერ, მინდა ვურჩიო, განმარტებებისას
გამოიყენოს ან შექმნას მოკლე ფრაზები, ასე, ორი, სამი სიტყვი-
საგან შემდგარი, მაგალითად, ისეთი, ჩემთან "ორ სიბრტყეზე" სა-
უბრისას რომ გამოიყენა. დაახლოებით ექვსი თვის წინ მისტერ
ლარბომ მკითხველ საზოგადოებას მიაწოდა ფრაზა "შინაგანი
მონოლოგი" (მაგალითად, "ულისეში" რომ არის). ახლა ამ მწერ-
ლებს სჭირდებათ ახალი ფრაზა. ისინი ერთ ფრაზაზე მეტის მო-
გონებას ვერ ახერხებენ ყოველ ექვს თვეში ერთხელ, იმიტომ კი
არა, რომ განათლება აკლიათ, არამედ, იმიტომ, რომ სულ ეჩქა-
რებათ.
მადლობა "Arabia Deserta"212 და "Querschnitt"-სთვის.213
მსურს, სადმე ისეთ ადგილას წავიდე, რომ ეს უკანასკნელი ჩემს
გემოზე წავიკითხო, მაგრამ, ვაი, რომ იმ ყველაფრის მიუხედა-
ვად, რაც უკვე გითხარით, მაინც ძალიან ბევრს ვმუშაობ. თვალი
ისევ ახვეული მაქვს, მაგრამ არ მაწუხებს. იმედი მაქვს, რომ ამ
შუა კვირისთვის კარგად მექნება.

211
ტ. ს. ელიოტი – "ულისე, მითი და წესრიგი".
212
ჩარლზ მონტეგიუ დაუთი – "მოგზაურობა არაბეთის უდაბნოში".
213
ჯოისის რამდენიმე ლექსი "კამერული მუსიკიდან".
242 მკითხველთა ლიგა
არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს დავყოვნდებით. იმედია, საშობა-
ოდ აქ არ ვიქნებით. ცნობილი პრინცესა მიურატი, რომელსაც ჩე-
მი თავი წარუდგინეს,
(ჯერ წესიერად ხელიც არ მქონდა ჩამორთმეული, რომ ზეპი-
რად ჩავურაკრაკე: Je cherche un appartment decinq ou six
pieces, trois chambres,salon, salle a manger) დამპირდა, ლონ-
დონიდან რომ დაბრუნდებოდა, მომძებნიდა. თვალი მაინც გამი-
ცივდა ვერსალისკენ ველურ ბატებზე სანადიროდ ყოფნისას. ამის
მიუხედავად, ახლა ვერ გავჩერდები, რადგან მომავალ არდადე-
გებამდე უნდა გავმართო ტექსტი (ნაუცბადევად მაინც) წიგნის
გარკვეულ ადგილებში. დაბეჭდილი პასაჟები ორჯერ და სამჯერ
მეტი გამოვიდა, კიდევ დავწერე რაღაცები იმ მიზნით, რომ გადა-
ხედვისას ჩავამატებდი, მაგრამ ამჟამად წიგნთან წვდომა არა
მაქვს.
როგორც გავიგე, ხუთშაბათს ლონდონიდან ქალაქგარეთ მი-
ემგზავრებით დასასვენებლად. იმედია, კარგ დროს გაატარებთ.
გადაბეჭდილ მეორე ნაწილს მაშინვე [გადმოგიგზავნით], რო-
გორც კი მზად იქნება.
ეს არეული წელიწადი ჩემთვის ცუდად მთავრდება, რადგან
ჩემმა საუნჯემ მიაღწია ტორიჩელის ვაკუუმს. მე დავდე შეთანხმე-
ბა, რომლის მიხედვითაც, კვარტალური პროცენტი, 25-28 დეკემ-
ბერს რომ ვიღებ ხოლმე, უნდა მიმეღო შობამდე (თქვენი ვექილე-
ბისგან დამოუკიდებლად), მაგრამ მას შემდეგ არაფერი მომ-
სვლია, გარდა 20$ ფულადი დახმარებისა, რამაც ჩემამდე მოაღ-
წია 6-8 დეკემბერს. მისტერ ქუინს უნდა გამოეგზავნა "ულისეს"
ხელნაწერის ჰონორარის ქვითარი, მაგრამ ეს არ გააკეთა. ვწუხ-
ვარ, ამაზე წერა რომ მიწევს. გარდა იმისა, რომ მაწუხებს ისეთი
ნაკლებმნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კვება და ბინა,
აქ ყოფნაც აღარ მინდა ამჟამად. წერილის გამოგზავნას იმიტომ
ვაყოვნებდი, რომ ბოლო წუთამდე ველოდი თქვენ მიერ ნახსენე-
243 მკითხველთა ლიგა
ბი ფულის მიღებას ფოსტით. გავბედავ და ვიტყვი, რომ ალბათ
თქვენი ადვოკატები მთელი არსებით კი გმინავენ ჩემი სახელის
ყოველი ხსენებისას, მაგრამ იქნებ მაინც შეძლონ ცოტაოდენი
თანხის გამოგზავნა.
დარწმუნებული ვარ, თქვენი გამგზავრების წინა დღის საზრუ-
ნავით დაკავებული მაინც სათანადოდ დააფასებთ ჩემს ღრმააზ-
როვნებას. თუმცა, ისიც ვიცი, რა შვებას იგრძნობთ, როცა ბაქან-
ზე აღარ დამინახავთ თვალახვეულსა და ხელმიუწვდომელი საგ-
ნების სიით ხელში.
მაშასადამე, ასეთია ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა, მაგ-
რამ, თქვენი თქმისა არ იყოს, ფოტოებში შთამბეჭდავად გამოვი-
ყურები, რასაც ვერ ვიტყვი მისტერ პაუნდზე, იგი ყოველთვის არ
გამოიყურება ერთნაირად ალბათ იმიტომ, რომ სათვალე მოიხ-
სნა. "ნიუ-იორკ ტაიმსში" დაიბეჭდა მისი ფოტო.
ახლა გარეთ გავდივარ, ფოსტას რომ მივუსწრო. იმედი მაქვს,
არ გამიბრაზდებით ამ ყოველივეს დაწერისთვის. საუკეთესო
სურვილებით, გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

244 მკითხველთა ლიგა


ჰარიეტ შოუ ვივერს

ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციიდან


13 ივნისი, 1925
2 Square Rabiac (192 rue de Grenelle) Paris VII
ძვირფასო მის ვივერ, აქ ისეთი ხმაური და მისვლა-მოსვლა
იყო, რომ ჩემი ფიქრებისაც კი არ მესმოდა, მერე იყო და, რო-
გორღაც ავირიდე თვალის ტკივილის შეტევა. ფაქტობრივად, ბო-
ლოს რომ გწერდით წერილს, თვალის ტკივილს ვგრძნობდი, მა-
შინვე გავქანდი კლინიკაში, სადაც მედდამ გამაგზავნა ექიმ ბორ-
ჩთან. მან მითხრა, რომ მქონდა კონიუნქტივიტის დასაწყისი,
რაც, სავარაუდოდ, გადაღლისგან იყო გამოწვეული. მეორე
დღეს უფრო გამიუარესდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, არაფრით
გადამადებინა წასვლა თეატრში, სადაც მიწვეული ვიყავი.214 წას-
ვლით წავედი, მაგრამ შუა სპექტაკლიდან მომიწია წამოსვლა.
ექიმმა მერე მითხრა, – არაფერი დაგიშავდებოდა, რომ დარჩე-
ნილიყავი და დრო გეტარებინა. თანდათან გამოვკეთდი, მაგრამ
ის სამი-ოთხი დღე ძალზე უსიამოვნოდ გავატარე.
ნელ-ნელა ვმკვიდრდებით აქ, მაგრამ გასაკეთებელი ძალზე
ბევრი გვაქვს. ბრეტონელი გოგოსგან, რომელსაც უნდა მოეგვა-
რებინა ჩვენი ავეჯის ამბავი, არაფერი ისმის. წერილებზე არ გვპა-
სუხობს. მინდა იმედი ვიქონიო, რომ დროულად მივიღებთ. ახლა
ვფიქრობ, დიდი ხნით ადრე უნდა გადმოვსულიყავი, მაგრამ შე-
მაყოვნა ოპერაციებმა, რომელსაც დიდი ფული დასჭირდა. მარ-
თალია, ვიცოდი, რომ, სავარაუდოდ, შემეძლო ამ ფული მიღება,
მაინც ვერ გავბედე, ერთბაშად მომეთხოვა მთელი თანხა. მაგრამ
ახლა უკვე კრიზისი დამეწყო.

214
შალიაპინის სპექტაკლზე.
245 მკითხველთა ლიგა
სამი ოთახი გავაკეთებინე თქვენს საყვარელ ფერებში: ლურჯ,
ზღვისფერსა და სანაპიროს ქვიშისფერში, ანუ ლურჯი გაწყობი-
ლი ყვითელ-მოყავისფრო ფარდებით, ხოლო მისაღები ოთახი
ყვითელია ლურჯი ფარდებით. მე შემიძლია ლურჯის ყვითლის-
გან გამორჩევა და პირიქით.
იმედია, ცნობარი გაქვთ. რამდენიმე თავსატეხი ჩავამატე ჩემს
ნაწარმოებს.215 ინტენსიურად ვმუშაობ მოთხრობაზე "სემი" და
მერე "ანა ლივიას" გავუგზავნი "კალენდარს". ყველაფერს გადა-
ბეჭდავს მორელიოგიუსტ,216 რადგან ჩემი მბეჭდავი აქ არ არის.
სავსე ტომრებით მაქვს ჩანაწერები, მაგრამ ძლივს ვკითხულობ,
რადგან ფანქრით ნაწერი მქრქალად ჩანს. ისინი იქამდეა დაწე-
რილი, სანამ ეს ქარტეხილები დაიწყებოდა.
ტუოჰიმ,217 მგონი, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ დერბშაირში
არ ტარდება მარტინობის დღესასწაული, ორი დეპეშა გამოგზავ-
ნა. მას უნდა აქ ჩამოსვლა და ჩემი დახატვა. მე კი მინდა, რომ იქ
ჩავიდეს და თქვენ დაგხატოთ. თქვენ კი გინდათ, რომ დარჩეს იქ,
სადაც არის და საკუთარი თავი დახატოს. მას ნამდვილად უნდა,
რომ მე თვითონ გავუწიო პოზირება და მას ნამდვილად უნდა,
რომ პირადად თვითონ გამიწიოს მეც პოზირება და ნამდვილად
აკეთებს ამას. უნდოდა, მე დავეხატე და გამეწია მისთვის პოზირე-
ბა, მაგრამ თვითონ მოუწია ამის გაკეთება ჩემ მაგიერ.
(დიდ ბოდიშს ვუხდი მის გერტრუდ სტაინს)
განა ასე უკიდურესად აუცილებელია
და
(მე პოზირებას ვგულისხმობ და ა. შ.) და სასარგებლოა
ამგვარი
გზნება!?

215
საუბარია "ფინიგანის სამძიმარზე.
216
მორელი – ფრანგი პოეტი.
217
პატრიკ ჯოზეფ ტუოჰი – ირლანდიელი მხატვარი.
246 მკითხველთა ლიგა
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მერკური თავისას
გაიტანს
როცა იქნება!
მაგრამ, როგორც დანტე ამბობს:
1 ალიც საკმარისია
Basta, – თქვა მან, – un’ inferno, perbacco!
და კიდევ ის ჩიტი –
ჰო!
მან
უფრო უნდა იცოდეს!
(ბოდიშს მოვუხდი მისტერ ეზრა პაუნდს)
თუ იცით, ფოსეტმა შეცვალა ის სიტყვები? სულ ორი იყო, არა
უშავს.
მე "გრომველინგ" მეწერა და რა გამოვიდა? ო, აჰ! ბისექსიკ-
ლების218 გროვა იყო. იმედია, როგორმე თავს გაართმევს. სისუ-
ლელეა! სტილი საერთოდ სულელური რაღაცაა. მე ის უბრალოდ
მოვაცილე თუ (მაკალმონი) თავს ვერ გაართმევს, მისგან რა ხე-
ირი იქნება? მე უკვე მოვრჩი ამაზე ლაპარაკს (ბოდიშს ვუხდი მის-
ტერ რობერტ მაკალმონს).
(დავუბრუნდეთ ჰამლეტს)
რეიმონდის219 წერილის ასლი თუ გააკეთეთ? მინდა მორე-
ლის(მორელი თარგმნიდა "ულისეს" ფრანგულად.) ვაჩვენო. მის
ბიჩმა თუ გამოგიგზავნათ ჰამბურგული გაზეთი? ალბათ რა ყოჩა-
ღად გამოვიყურებოდი პენმანის წვეულებაზე! კეთილი სურვილე-
ბით გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

218
ეტყობა, ეს პასაჟი მაკალმონმა შეცდომით დაუბეჭდა ჯოისს.
219
ოფფთალმოლოგიური კლინიკის მედდის ვაჟი, რომელიც ჯოისის ნაკარ-
ნახევს იწერდა დიდი ასოებისა და პუნქტუაციის გარეშე.
247 მკითხველთა ლიგა
დამასო ალონსოს

ალონსოს კოლექციიდან
31 ოქტომბერი, 1925
რობიაკის მოედანი 2, პარიზი, საფრანგეთი
ძვირფასო მისტერ ალონსო, დიდ მადლობას მოგახსენებთ
თქვენი გულისხმიერი წერილისთვის. რაც შეეხება ჩემი რომანის
ესპანურ დასახელებას, როგორც ჩანს, უმჯობესი იქნება, გამოი-
ყენოთ სიტყვა Adolescente, რადგან, როგორც თქვენ ამბობთ,
მისი შესატყვისი ესპანური სიტყვა – Joven არ გამოდგება. მიუხე-
დავად ამისა, მაინც მგონია, რომ "სიყმაწვილე", კლასიკური
მნიშვნელობით, გამოხატავს პიროვნებას ასაკით ჩვიდმეტიდან
ოცდათერთმეტ წლამდე, ამ პერიოდზე ლაპარაკია წიგნის მხო-
ლოდ მეხუთე თავში და ნაჩვენებია მთელი სიყმაწვილის პერიო-
დის მხოლოდ ერთი მეხუთედი. რამდენადაც ინგლისურში ასეა,
ეს სიტყვა "სიყმაწვილე" შეუფერებელი ხდება ამ წიგნის I, II და III
თავში წარმოდგენილი პიროვნებისთვის, ტერმინი "ახალგაზრდა
კაცი" შესაძლებელია დაუძახო იმ პატარა ბავშვსაც კი, პირველ
ფურცელზე რომ არის ნახსენები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ხუმრო-
ბით. ჩვეულებრივ, როგორ აღწერთ ხოლმე ახალგაზრდობაში
შექმნილ ავტოპორტრეტებს, რომლებიც შეტანილია ესპანეთის
ნახატების გალერეის კატალოგში? მეჩვენება, რომ "autoritrato"
არასაკმარისი სიტყვაა სურათის აღსაწერად. ფრანგულად თარ-
გმნილი სათაური, რომელიც მე გამოგიგზავნეთ, იმ მიზნით, რომ
შესაძლოა გამოგდგომოდათ კიდეც, აღებულია ლუვრის კატა-
ლოგიდან.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, გეთაყვა, ყველა შემთხვევაში
იხელმძღვანელეთ ფრანგული თარგმანით. მართალია, არ შემი-
მოწმებია, მაგრამ მთარგმნელს მე თვითონ დიდად დავეხმარე.

248 მკითხველთა ლიგა


გვერდი 31("Toasted boss" – ჯოისი მიუთითებს ჯონათან კე-
იპის მიერ გამოცემულ "ახალგაზრდა ხელოვანის პორტრეტის"
გვერდებს ნუმერაციის მიხედვით.): ეს არის დაბალი, ფეხების და-
საწყობი სკამი, აქეთ-იქით ორი ამოწეული ნაწილით, ოღონდ ხის
ჩარჩოს გარეშე. სახელი ბავშვური აქვს და ძალზე გავრცელებუ-
ლი. დაახლოებით ისეთია, როგორიც "პუფი".
გვერდი 92("Trans"): შემოკლებული ვარიანტი სიტყვისა
"Translation" (თარგმანი) გამოგონილი მოსწავლე ბიჭების მიერ.
გვერდი 105("Slim jim".): ეს არის ერთგვარი მოტკბო ხორცი,
მომზადებული რბილ, ბლანტ ჟელეში, მას ჯერ ვარდისფერ შა-
ქარში ამოავლებენ, მერე კი, როგორც მახსოვს, ქოქოსის
ფხვნილში. იმიტომ ჰქვია "სლიმ ჯიმი", რომ წვრილია და გრძე-
ლი, ერთი ფუტი თუ ფუტ-ნახევარია სიგრძეში და ერთი ინჩი სიგა-
ნეში. ის ძალზე ელასტიურია და ორ ადამიანს ერთდროულად შე-
უძლია მისი ჭამა.
გვერდი 119("შუმს ანდ ცუტს"): სკოლის მოსწავლე ბიჭის მო-
გონილი ტერმინის შემოკლებული ვარიანტი იმ პრობლემების
აღსანიშნავად, რასაც მას უქმნის კლასის დამრიგებლის მიერ რა-
მის გაუგებრად ახსნა თუ ევკლიდეს გეომეტრიის წიგნში წაკით-
ხულის ვერგაგება.
გვერდი 222("შუგარ"): ეუფემიზმი, რომელსაც იყენებს კრენ-
ლი [განზრახ], რამდენადაც იმავე ასოთი იწყება, როგორითაც
სხეულიდან გამოყოფილი ფეკალია. ის ერთმარცვლიანი სიტ-
ყვაა და ინგლისურში ხან წამოძახილის აღსანიშნავად გამოიყე-
ნება, ხან კი არასასურველი ადამიანის დასახასიათებლად.
ფრანგულ ენაში ეს სიტყვა ასოცირებულია მარშალ კამბრონეს-
თან(პიერ კამბრონე – ფრანგი გენერალი, ვატერლოოს ბრძო-
ლაში ინგლისელების ბრძანებას დანებების შესახებ ბილწი წამო-
ძახილით გამოეპასუხა.), ხოლო ფრანგები (ყოველ შემთხვევაში,
ქალები) მსგავს შემთხვევაში იყენებენ ევფემიზმს, [სიტყვას]
249 მკითხველთა ლიგა
"miel"220 და თანაც კონკრეტულად ამ სამხედრო ხელმძღვანე-
ლის ხსენებისას.
გვერდი
224(We’llhavefivebobeachwayonJohnAnthonyCollins.
Collinswas an English deist.): ის განსაკუთრებულს არაფერს გუ-
ლისხმობს, გარდა იმისა, რომ მიდლსექსის(ინგლისის საგრა-
ფო.) ფილოსოფოსის სახელს აიგივებს მოჯირითე ცხენთან.
გვერდი 232(Let us eke go, as Cranly has it… Damn your
yellow insolence.): კრენლი არასწორად იყენებს სიტყვებს. როცა
ის ამბობს "Let us eke go", ის გულისხმობს "მოდი, წავიდეთ კიდე-
ვაც" ანუ "მაშ, მოდი, წავიდეთ"-ო. "Eke" ნიშნავს "აგრეთვე"-ს მაგ-
რამ თვითონ ფრაზაში არავითარი დატვირთვა არ გააჩნია, ხო-
ლო "კიდევაც" ანუ "კიდეც" უბრალოდ არის შელამაზებული ზმნი-
ზედა. კრენლის მიერ არასწორად ნათქვამის ციტირებით ლინჩი
მისი კულტურის პირველ მტკიცებულებას ავლენს. სიტყვით "ყვი-
თელი" (მეორე სიტყვა) მან ჩაანაცვლა თავისივე ყბადაღებული
ზედსართავი "წყეული".
გვერდი 242: მინიშნებაა პლატონის იდეების თეორიაზე, უფ-
რო სწორად, ნეოპლატონიზმზე, იმ ორ ტენდენციაზე, რომელიც
არ მოსწონს მოსაუბრეს იმ მომენტში.
დაუნომრავი გვერდი: სიტყვასიტყვით თარგმნეთ. ეს ტექსტი
არაფერს ნიშნავს და ასეცაა ჩაფიქრებული, რომ არაფრისმთქმე-
ლი წინადადებები უნდა იყოს.
გვერდი 285("Shining quietly behind a bushel of Wiklow
bran".): ეს მინიშნებაა "ახალი აღთქმის" ფრაზაზე: "დაფარული
სინათლე".
გვერდი 285: ნიჩბოსნობა. შეადარე ნიჩბოსნის გულს. ეს ფრა-
ზა, რაღა თქმა უნდა, გამოხატავს უეცარ იმედგაცრუებას სიყვა-

220
თაფლი.
250 მკითხველთა ლიგა
რულში, მაგრამ მამაკაცები იყენებენ ამ სიტყვას განმარტების გა-
რეშე, ჩემი აზრით, რაღაცნაირად გაპრანჭულად.
გვერდი 232("--------Your soul".): ეს, გარკვეულწილად, შეესა-
ბამება გამოთქმას "წაგიწყდეთ სული".
იმედს ვიტოვებ, რომ როცა ამ წიგნის ესპანური ვერსია გამო-
ვა, ერთ ეგზემპლარს მეც მივიღებ. თუკი თარგმანის დამთავრე-
ბის შემდეგ გამომიგზავნით იმ ინგლისურ გამოცემასაც, მე სიხა-
რულით წაგიწერთ მასზე, რაღა თქმა უნდა, თუკი ამისი სურვილი
გექნებათ. გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი
P. S. თუ შეიძლება, თქვენი გამოხმაურება არკაშონის ნაც-
ვლად გამომიგზავნეთ აქ, პარიზში.
ჯ. ჯ.

251 მკითხველთა ლიგა


ჰარიეტ შოუ ვივერს

ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციიდან


8 ნოემბერი, 1926
2 SquareRubiac, 192 ruedeGrenelle, Paris
ძვირფასო მის ვივერ, თავს აღარ შეგაწყენთ იმ სამწუხარო ამ-
ბავზე საუბრით, რაც თქვენი წერილიდან შევიტყვე, ერთს ვიტყვი
მხოლოდ, ალბათ ის მოულოდნელი ელდა, რაც თქვენმა დამ გა-
ნიცადა, საკმარისი იყო საიმისოდ, რომ ბოლომდე ჯერაც ვერ გა-
მოკეთდა. იმედი მაქვს, ადრინდელივით კარგად იქნება. ჩემს
კარგ მეგობარს ტრიესტში, გრაფ სორდინასაც (მას და კიდევ ერ-
თი ბერძენს ვუმადლი ჩემს თავდაღწევას ავსტრიიდან) დაემარ-
თა, ფაქტობრივად, ასეთივე შეტევა, მაგრამ ახლა მშვენივრად
გახლავთ. ის დაახლოებით სამოცი წლის თუ იქნება, მეტის არა.
თქვენი ძვირფასი ბრძანებისთანავე 221 ჩავუჯექი სამუშაოს და
იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ თითქმის გამოთაყვანებულმა
შევაჩერე საქმიანობა, გადავწექი დივანზე და მთელი სამი დღე
ვკითხულობდი წიგნს "ჯენტლმენებს მოსწონთ ქერა ქალები".222
ამ დილას კი ახალი ძალით შევუდექი მუშაობას. წერილის ამ
ფრაგმენტს ღირსეულ ადგილს მივუჩენ, კერძოდ, წიგნის პირველ
ფურცლებზე განვათავსებ. ვეცდები, ჩაგაბაროთ ზუსტად საშობა-
ოდ. მაგრამ წინასწარ გიგზავნით ნიმუშს, ანუ 1 გვერდს, იმის გა-
საგებად, მოეწონება თუ არა კლიენტს. წიგნს სინამდვილეში არც
დასაწყისი აქვს და არც დასასრული (ეს კომერციული საიდუმ-
ლოა, დარეგისტრირებულია გამომცემელთა სახლში), ის მთავ-
რდება წინადადების შუაში და იწყება იმავე შუა წინადადებიდან.

221
მის ვივერის "ბრძანება" ეხებოდა ბრიტანეთის პრეისტორიული ხანის გო-
ლიათის საფლავს, რომელიც აღმოაჩინეს კამბერლენდში და აინტერესებდა,
რამდენად ეხმაურებოდა ის დამკვიდრებულ ტრადიციებს.
222
ავტორი ანიტა ლუსი.
252 მკითხველთა ლიგა
ეს ფრაგმენტი წარმოადგენს პრელუდიას იმ "დამაკავშირებელი"
ნაწილისა, რომელიც აგრძელებს თქვენთან არსებულ ხელნა-
წერს, "კრიტერიუმი", "ზის ქვოთარ" და "ნავირ დ’არგენტ" წარმო-
ადგენდა წიგნის დასასრულის პირველ ნაწილს. მესამე ნაწილი
თქვენ რომ გაქვთ ეხება შონს. როდერიკ ო. კ.-სთან223 დაკავში-
რებული მეორე დაბოლოების მხოლოდ მცირედი ნაწილი დავწე-
რე. მეოთხე დანარჩენებზე მოკლე იქნება.
ახალი ამბავი ის არის, რომ ერნესტ ვოლში გარდაიცვალა
ჭლექისგან. ანთეილს.224 როთი225 თავის ყოველთვიურ გამოცე-
მაში ბეჭდავს დამახინჯებულ "ულისეს". შემატყობინეს, რომ
40 000 ეგზემპლარს ყიდის თვეში და რომ მთელი წიგნის ერთი
მესამედი უკვე გამოაქვეყნა. ჩვენ ტელეგრამა გავუგზავნეთ ჯონ
ქუინის შემცვლელს, რომ აეკრძალა მისთვის ამის კეთება. ათი
დღის შემდეგ მივიღეთ მისგან შეტყობინება, რომ უარს აცხადებ-
და ამ საქმისთვის ხელის მოკიდებაზე. ჩვენ ვცდილობთ, შევაჩე-
როთ ის გამოცემა მეგობრების მეშვეობით, რომლებიც მუშაობენ
სხვა მთავარ საადვოკატო ოფისში. მე ჩავაბარე "შონის ამბავი"
მისტერ გალანტიეს აშშ-ში გასაყიდად. "რეინვერლაგს" უნდა,
მომავალ თვეს გამოაქვეყნოს თარგმანი, ასე რომ, მთელი 88
გვერდი მე შევამოწმე. მათ მთარგმნელის აქ ჩამოსვლაზე უარი
განაცხადეს. მე მათ გავაგებინე, რომგერმანული ლიტერატურუ-
ლი პრესის გავრცელებაზე პასუხისმგებლობას არავინ აიღებს.
ახლა ვწერ. პაუნდი წასულია რაპალოში და რომ ჩამოვა, უნდა
გამოაქვეყნოს რეცენზია. მთხოვა, მისთვის წასაკითხად გამეგ-
ზავნა "შონის ამბავი". ბავშვი აქ ჰყავს ძიძასთან დატოვებული.

223
"ზის ქვოთარის" გამომცემელი.
224
ჯორჯ ანთეილი (1900-1959) – კომპოზიტორი, რამდენიმე სიმფონიისა და
ოპერების ავტორი. )ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, მაგრამ გამოკეთდა, გაემ-
გზავრა შამონში(კურორტი მონ-ბლანთან.
225
სამუელ როთი.
253 მკითხველთა ლიგა
გამოგიგზავნეთ რამდენიმე გაზეთი, რომლებსაც ალბათ უკან
გადმომიგზავნით, რომ შევინახო.
დიდი დრო გავიდა, თუ მეჩვენება ასე, რაც ამ მისამართზე
აღარ მომიწერია. თქვენ შეიძლება მიხილოთ თქვენი ფანჯრის
ქვეშ ორღანის იტალიელ დამკვრელად გადაცმული, რომელიც,
მიუხედავად აკრძალვისა, მაინც მარცვალ-მარცვალ ნაყავს თა-
ვის პროზად დაწერილ ლექსს. დიდი მოკითხვით, გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი
P. S. ხელახლა გადახედეთ ზემოთ ნათქვამს. პასუხი სავალ-
დებულო იქნება.
ულაპარაკოდ და გაუცნობიერებლად თქვენი
მ. მ. მელანკალმიანი და ქაღალდოსანი
(დამღიანი მწერალთაგანი)

254 მკითხველთა ლიგა


ბერნარდ შოუს226

ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციიდან


26 ნოემბერი, 1926
პარიზი
ძვირფასო სერ, ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ მიღებული ჯილ-
დო და გამოვხატო ჩემი კმაყოფილება იმის გამო, რომ ნობელის
პრემიით ლიტერატურის დარგში, კიდევ ერთი გამორჩეული პი-
როვნება და მოქალაქე დაჯილდოვდით. გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

226
ეს არის ნობელის პრემიისთვის მიღებული ერთადერთი მისალოცი წერი-
ლი, რომელიც ბერნარდ შოუმ შემოინახა.
255 მკითხველთა ლიგა
ჰარიეტ შოუ ვივერს

ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციიდან


20 მაისი 1927
2 SquareRobiac, 192 rue de Grenelle, Paris
ძვირფასო მის ვივერ, ვწუხვარ, რომ გაწუხებთ ამ თხოვნით,
ვშიშობ, თქვენთვის დამღლელი იქნება, მაგრამ, ჩემი აზრით, უნ-
და წაიკითხოთ მე-4 ნაწილის კორექტურა. ამასთანავე, გიგზავ-
ნით საბოლოოდ დამატებული ტექსტის ხელნაწერებს, რომლე-
ბიც შესრულებულია მწვანე მელნით. ჩემი ხელნაწერი უფრო ნაც-
ნობია თქვენთვის, ვიდრე ჩემი ვაჟისა. ორივეს კორექტურა უნდა
წაიკითხოთ. მე პარალელურად შევამოწმებ ელიოტ პოლის(ამე-
რიკელი მწერალი და ჟურნალისტი, გარკვეული პერიოდი მუშა-
ობდა რედაქტორის თანაშემწედ.) მფლობელობაში არსებულ ეგ-
ზემპლარს, რომელიც ალბათ არ გასწორებულა. რამდენიმე
დღეში მასაც გამოგიგზავნით. აგრეთვე, თუკი ჩემი დამატებები
და ცვლილებები არ აღმოჩნდება 1, 2 და 3 ნაწილებში, მოხარუ-
ლი ვიქნები, თუ თქვენ მიმითითებთ იმ გვერდებსა და ბწკარედებ-
ზე, რომელთაც სჭირდება გადაკეთება.
ხვალ მივემგზავრები ჰოლანდიაში და გამოგიგზავნით ჩემს
მისამართს. მისტერ დონალდ ფრიდელიტმა, "ბონი და ლივერა-
იტის" მეპატრონემ ამ დილას შემომთავაზა 2000$ და ჰონორა-
რის 15% წინასწარ, რომ გამოეცა ჩემი ახალი წიგნი, მაგრამ უა-
რი ვუთხარი. რაც შეეხება თვითონ იმ წიგნს და მის სამომავლო
დასრულებას, ვთხოვე მის ბიჩს, უფრო დაახლოებოდა ჯეიმზ სტი-
ვენსს(ჯეიმზ სტივენსს ჯოისმა შესთავაზა, თუკი თვითონ ვერ შეძ-
ლებდა, სტივენსს დაესრულებინა "ფინეგანის სამძიმარი".). გუ-
შინ დავიწყე მისი ერთ-ერთი ბოლო ნაწარმოების "დეირდრე"-

256 მკითხველთა ლიგა


სკითხვა. მე მეგონა, მისი დაწერილი იყო "გმირის დაბრუნება",
რომელიც ერთობ მომეწონა. საფრანგეთში უკვე
გამოსულია მისი "დამლაგებლის ქალიშვილი". ეს კაცი არის
პოეტი და დაბადებულია დუბლინში. რა თქმა უნდა, მას არასო-
დეს გამოუვლია დროის ის ქარტეხილები და ტკივილები, რაც მე
გადავიტანე, მაგრამ ეს უკეთესია მისთვისაც, ჩემთვისაც და ალ-
ბათ, თვითონ წიგნისთვისაც. იგი რომ თანახმა ყოფილიყო შეგ-
ვენარჩუნებინა ის სამი-ოთხი შტრიხი, რაც მე ძირითად ნაწილად
მიმაჩნია და თანაც ვაჩვენე, როგორ გაეკეთებინა, უკვე დასრუ-
ლებული ექნებოდა დიზაინი. ჯ ჯ და შ227 ერთობ მოუხდებოდა სა-
თაურის ქვეშ. მეც დიდი ტვირთი მომეხსნებოდა გონებიდან. ამა-
ზე ჯერ კარგად უნდა დავფიქრდე და დაველოდო, სანამ უფრო შე-
საფერისი და ზუსტი რამ მომივა აზრად.
Dulce et decorum est prope mare sedere – ეს ლათინური
ფრაზა ნიშნავს ტკბილად და დიდებულად ჯდომას ზღვის პირას.
საუკეთესო სურვილებით, გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

227
როგორც ირლანდიურად ეძახიან ჯონ ჯეიმსონის და შვილის დუბლინურ
ვისკის.
257 მკითხველთა ლიგა
სილვია ბიჩს

ბუფალოს კოლექციიდან
27 მაისი, 1927
გრანდ ოტელ რესტორანი ვიქტორია, La Haye
ძვირფასო მის ბიჩ, დაუყოვნებლივ გიგზავნით ლექსებს,
სრულ წესრიგში და სათანადოდ დათარიღებულს, ასევე მე-2
ფურცლის ტექსტს და მის დამატებას. თუ გნებავთ, თქვენ შეავსეთ
სატიტულო ფურცელი, მაგრამ მე უნდა შევამოწმო საბოლოო და
გამზადებული კორექტურა. ჩემს ძმას ჯერ არ გამოუგზავნია და-
ნარჩენი ხელნაწერები?228 ძალზე ვწუხვარ, რომ ვერ მოგისმი-
ნეთ.229 სხევენინგენში არის რადიოსადგური, მაგრამ, ეტყობა,
მხოლოდ ამ სეზონზე მაუწყებლობს. იშვიათად თუ ნახავ იქ ვინმე
სულიერს აცივების გამო, ამიტომაც, ქალაქში ვრჩებით და იქამ-
დე ტრამვაით ვმგზავრობთ ხოლმე, სულ 10 წუთი გვჭირდება იქ
მისასვლელად. ეს არის წყნარი და ძვირი ადგილი, სამაგიეროდ,
ხალხი წესიერი და თავაზიანია და სრულიადაც არ არის წამგლე-
ჯი. მათთან საუბრისას გავიგეთ, რომ ის ნივთები, რომლებიც ამ
ადამიანებს ჩირადაც არ უღირთ, უკიდურესად გვეძვირება ჩვენ.
სანაპირო ველური და უსასრულოა. სამწუხაროდ, ოთხშაბათს, ამ
თვის 25-ში საშინელი დღე მაყარა ერთმა ავმა ძაღლმა. ჩემი ცო-
ლი და ლუჩია ჩაის დასალევად იყვნენ წასული, მე სანაპიროზე
გავისეირნე ასე, ერთი მილის მანძილზე, მერე ჩემივე პალტოზე
წამოვწექი და დავიწყე გზამკვლევის კითხვა, თან ვცდილობდი,
გამერკვია სანაპირო ზოლის მდებარეობა. უცებ, სად იყო და სად
არა, ღმერთმა უწყის, საიდან, პირუტყვი მეძგერა. ცოტა ხანს ვი-

228
საუბარია "დუბლინელებისა" და "გმირი სტივენის" ხელნაწერებზე.
229
სილვია ბიჩმა ფრანგულ რადიოში ისაუბრა "ულისეს" გამოცემაზე პარიზ-
ში.
258 მკითხველთა ლიგა
გერიებდი, სანამ მისი პატრონი ცოლ-ქმარი მომაშორებდა, მაგ-
რამ, როგორც კი ეს წყვილი გაბრუნდა, გამოეპარა მათ და ისე-
თივე გაშმაგებით ოთხჯერ შემომიტია. დარწმუნებით შემიძლია
ვთქვა, რომ ეს ამბავი თხუთმეტი წუთი გრძელდებოდა. პანიკაში
მყოფს სათვალე მომძვრა, ცალი მინა ამოვარდა და ქვიშაში გა-
დავარდა. როცა მისმა ქალბატონმა თუ რა დავარქვა, არ ვიცი, სა-
ბოლოოდ ალაგმა ძაღლი და ღრენით წაათრია, მისმა ქმარმა
ჩემთან ერთად ჩაიჩოქა ქვიშაში და კარგა ხნის განმავლობაში
ხელის ცეცების შემდეგ იპოვა სათვალიდან ამოვარდნილი მინა.
ძალზე უმწეოდ ვგრძნობ ხოლმე თავს ასეთ საძაგელ ცხოველებ-
თან. რევოლვერი რომ მქონოდა? მაგრამ გასროლასაც ვერ მო-
ვასწრებდი, ისე მეცემოდა. იქნება ჯიბეში ქვებჩაწყობილმა ვი-
არო? მელიად გადაქცევა რომ შემეძლოს,230 უკეთ გადავირჩენ-
დი ტყავს.
მადლობას ვუხდი მის ანსეილს მისი სიტყვებისთვის. გამოვი-
ყენებ ზოგიერთ მათგანს. რაც შეეხება დანარჩენს, პარიზში ავუხ-
სნი. იმედი მაქვს, ულისე IX231 მალე ავა პაპის ტახტზე. მისი დევი-
ზი იქნება: Triste canis vulpibus = ანუ, ძაღლს კუდით ქვას ასრო-
ლინებენ მელია ბიჭები. საუკეთესო სურვილებით, გულწრფე-
ლად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

230
მინიშნებაა დევიდ გარნეტის ალეგორიულ მოთხრობაზე "მელიად ქცეული
ქალბატონი".
231
საუბარია მეცხრედ გადაბეჭდილ "ულისეზე".
259 მკითხველთა ლიგა
ჰარიეტ შოუ ვივერს

ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციიდან


14 აგვისტო, 1927
2 Square Rabiac, 192 rue de Grenelle, Paris
ძვირფასო მის ვივერ, ვწუხვარ მის მარდსენის ოჯახში ავად-
მყოფობის გამო, თუმცა, ახლა მოხარული ვარ, კარგად რომ დამ-
თავრდა ყველაფერი. კვირიდან კვირამდე ძლივს გავუმკლავდი
ქარიშხლებს. როგორც იქნა, დავამთავრე ეს ნაწილი და გამო-
ვაგზავნინე ხელნაწერი ორ ამანათად. ასე ჯობია, რადგან კანტო-
რაში არის საფოსტო განყოფილებაც და სარეგისტრაციო წიგნიც.
გეთაყვა, როცა მიიღებთ, გამაგებინეთ. № 11 არის ^232  როლში
შესული, მთელი თავის ყოვლისმცოდნე, ბრძნული გამომეტყვე-
ლებით. მისი პერსონაჟის შესაქმნელ პოზირებაზე უკითხავად
დამთანხმდა "მარად ერთგული მეგობარი"233 (მე ასეთი მიმარ-
თვის ადრესატიც კი გავხდი: "ძვირფასო X", მაშინ, როცა უიმე-
დოდ ვარ გადავარდნილი მაღალფარდოვან ტიტულებში). მთე-
ლი ეს ნაწილი ნაწარმოების სიმყარისთვის მჭირდებოდა, ის სა-
ჭიროა ^-ს ამბის გულდასმით დასაბალანსებლად. მე ამგვარ ვი-
თარებაში, ანუ დროის საწინააღმდეგოდ ან ასეთ რთულ პირო-
ბებში არასოდეს მიმუშავია. არადა, მგონი, ასე ჯობდა კიდეც.
სწავლული ^ არის ცოტა უფრო უხეში მესამე ნაწილის სათუთი
შონისგან განსხვავებით, მაგრამ ტრისმეგისტუსის სიტყვებიც
ხომ ხრინწიანად ჟღერს მაკკორმაკის სიმღერის შემდეგ.
რაც შეეხება ჩემს დასასვენებლად წასვლას, ამის პერსპექტი-
ვაც კი არ მესახება, სანამ უფრო მეტ წიგნს არ გავყიდი. ქვითარი,
რომელსაც მივიღებ სექტემბერში, მთლიანად შეეწირება ექიმ

232
ეს სიმბოლო აღნიშნავს შონს ("ფინეგანის ღამისთევა").
233
ასე აწერს იგი(უინდჰემ ლუისი.) წერილებზე ხელს.
260 მკითხველთა ლიგა
სტელს, ჩემს სტომატოლოგს და ასევე წავა გადასახადებში, ხო-
ლო ოქტომბერში აღებული ფულის დაახლოებით ნახევარს
შთანთქავს ბინის მეპატრონე. აქაური ატმოსფერო არსებული გა-
რემოებისამებრ ცუდია და ერთი სული მაქვს, სადმე წავიდე. უცი-
ლობლად მჭირდება თვეობით დასვენება, რადგან ძალზე დაძა-
ბული მაქვს ნერვები. ჩემი მდგომარეობა ფარსს უფრო ჰგავს. მი-
მაჩნია, რომ პიკასო ჩემზე ცნობილი არ არის, არადა, მას შეუძ-
ლია რამდენიმე საათში გააკეთოს 2000 ან 3000 ფრანკი. არც მე
და არც ჩემი სტრიქონები ერთ პენადაც კი არ ღირს და ეტყობა,
ისეთი იშვიათი წიგნის გაყიდვის უნარიც კი არ გამაჩნია, როგო-
რიცაა "დუბლინელები" (დუბლინი). უარი ვთქვი როგორც ლექ-
ციებზე ამერიკაში, ასევე ინტერვიუებზე.
როგორც ვატყობ, გაზაფხულამდე აქ უნდა ვიყო და დაველო-
დო, გამოვა თუ არა გერმანული და ფრანგული თარგმანები და
თუ გამოვა, როგორ მიიღებს მკითხველი. თანდათან ყველაფერი
სულ უფრო იძაბება. მე რომ აქედან წავიდე, ვიცი, ეს ყოველივე
ჩაიშლება. ჩემი ნაწარმოების გამოსვლის დღიდან პრაქტიკუ-
ლად არავითარი გამოხმაურება არ ყოფილა მასზე, გარდა ასეთი
ზოგადი აზრისა: "il semble avoir tres reussi", და შევეცადე ამას
მაინც ჩავბღაუჭებოდი ამჟამად სხვა, არარსებული დეტალების
ასანაზღაურებლად.
"სულის ღამეული წყვდიადის" გადმოცემის მცდელობისას
სულ უფრო და უფრო მეტ აღშფოთებასა და მტრობას ვაწყდები.
მაშინ, როცა მე, უფრო მცირე ნიჭითა და ფიზიკური თუ გონებრი-
ვი ძალისხმევის საშინელი ხვედრისთვის განწირული ვქმნი, ან
მგონია, რომ ვქმნი რაღაცას, სრულიად არაფერში მარგია დაშ-
რეტილი ნიჭისა თუ ამოწურული გენიალობის გამო იმედგაცრუე-
ბულ შემოქმედთა მიერ დანთხეული პირადი ღვარძლის გამოვ-
ლენა. სწორედ ეს ფაქტორი და კიდევ ის, რომ ვერასოდეს შევიც-
ვლები, არის ძირითადი მიზეზები იმისა, თუ რატომ აღარ გავაგ-
261 მკითხველთა ლიგა
რძელებ წერას. პირველი და მესამე ნაწილი მზადაა (5 წლის გან-
მავლობაში ნამუშევარი), ალბათ გავაკეთებ მეორე და მოკლე მე-
ოთხე ნაწილსაც, მაგრამ ახლა დასვენება მჭირდება, ბევრი დას-
ვენება. წესით, ნებისმიერმა გონებაჩლუნგმა ადამიანმა უნდა
შეძლოს მე-2 ნაწილის შინაარსის გაგება და 1-ლი და მე-3 ნაწი-
ლიდან უამრავი პირქუში "melopees"234 აზრის გამოტანა.
გავეცანი ა. ე.-ს რეცენზიას პ. პ.-ზე. ვერ ვიტყვი, რომ არაკე-
თილგანწყობილია, თუმცა, ეჭვი მეპარება, დიდად მოსწონებოდა
ლექსი, რომელიც იდეაზე არ არის ორიენტირებული. არა მგო-
ნია, რეცენზიები ყოველთვის დიდად მნიშვნელოვანი იყოს. ჯერ-
ჯერობით ერთი სიტყვაც კი არ დაწერილა ინგლისურ პრესაში.
რამდენიმე დღის წინ ლონდონელმა წიგნებით მოვაჭრემ 850 ეგ-
ზემპლარი შემიკვეთა, დუბლინში კი 250 ცალი წაიღეს. მოვიდა
შეკვეთები ნეაპოლიდან, ჰააგადან, ბუდაპეშტიდან და სხვ. ჩემი
აზრით, წიგნი, გარკვეულწილად, ისეთივე შთაბეჭდილებას მოახ-
დენს, როგორც მისი ავტორი საუზმობისას. წიგნისთვის235 მო-
სულ ერთ ქალბატონს ასე დაუცინია ჩემთვის: "დამხრჩვალს
ჰგავსო". Et ca m’est parfaitement egal.
თუკი დათანხმდებით 1 გვერდზე შემოთავაზებულს, თუ შეიძ-
ლება, გამაგებინეთ, რადგან ამით კომპანია "მონრო სოოს" და
მთელ მის ოფისს გაუჩნდება იმისი შესაძლებლობა, რომ შეაჩე-
როს თავისი ყველა კანონიერი საქმიანობა და მომაქციოს ყუ-
რადღება მხოლოდ მე და სხვას არავის.თუ თანახმა არ იქნებით,
მომწერეთ ნებისმიერი კატეგორიის წერილი, სადაც ხაზგასმით
აღნიშნავთ თქვენს უარს, ან უკიდურეს შემთხვევაში განმარტავთ
ამ გზავნილის სხვა ასპექტებს.
ახლა, რაც შეეხება "ფენიქსს". მეფის ნაცვალს, რომელმაც არ
იცოდა ირლანდიური, ეგონა, რომ ამ სიტყვას იყენებდნენ მხო-

234
რეჩიტატივებიდან.
235
ჯოისის მიერ დაწერილი ცამეტი მოკლე ლექსი "Pomes Penyeach".
262 მკითხველთა ლიგა
ლოდ დუბლინში და პარკშიც ამიტომ აუგეს ძეგლი ფენიქსს. ირ-
ლანდიურად ასე იყო:
(ნაცვ. სახ. fin isghe = წმინდა წყალი) ჭის კამკამა წყალი.
იმედია, იმ სახლში, სადაც თქვენ ხართ, სიწყნარეა. და კიდევ,
გთხოვთ, გადასცეთ მის მარდსენს, რომ დარწმუნებული ვარ, დე-
დამისი გამომჯობინდება იმ ავადმყოფობისგან, რომელიც თქვენ
აღმიწერეთ. საუკეთესო სურვილებით, გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი
P. S. გითხარით თუ არა "ორი სამყაროს" მიღების შესახებ?
ნამდვილად მივიღე, დიდი მადლობა. არ ვიცი, რა გავლენას იქო-
ნიებს საკო-ვანცეტის წარმატებით დასრულებული პროტესტი
ჩემს საქმეზე – ცუდს თუ კარგს.
ჯ. ჯ.

263 მკითხველთა ლიგა


გეორგ გოიერტს

ილინოისის (ქროსმანი) კოლექციიდან


19 ოქტომბერი, 19272
Squire Rubiac, 192 rue de Grenelle
ძვირფასო მისტერ გოიერტ, მე ჯერ არ მინახავს "ულისეს" გერ-
მანული გამოცემა. სრულიადაც არ მომწონს სათაური "So Sind
Sie in Dublin".236 ამას ალბათ აჯობებდა ასეთი ვერსია: "So Sind
Wir in Dublin",237 თუმცა, მე ამგვარი აზრი არ გამიტარებია ნაწარ-
მოებში. მინდა გითხრათ, რომ არც ერთი დასახელება არ მომ-
წონს. თუკი შეუძლებელი იყო, წიგნისთვის უბრალოდ "დუბლინე-
ლები" დაგერქმიათ, რატომ უნდა ერქვას "Iნ დუბლინ შტადტ"("ქა-
ლაქ დუბლინში") ან "Dublin an der Liffey"("დუბლინი მდინარე
ლიფიზე".).
გთხოვთ, მომწეროთ პასუხი, გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

236
"როგორები არიან დუბლინში".
237

264 მკითხველთა ლიგა


"Revue Nouvelle"-ს რედაქტორს

10 თებერვალი, 1928
პარიზი
(თარგმანი)
ძვირფასო სერ, დიდად მესიამოვნა თქვენი თხოვნა, თომას
ჰარდის ხსოვნისადმი მიძღვნილი სპეციალური გამოცემისთვის
მეც დამეწერა ორიოდ სიტყვა. სამწუხაროდ, ვშიშობ, არ გამაჩნია
სათანადო კვალიფიკაცია ჰარდის შემოქმედებაზე რამე ღირებუ-
ლის დასაწერად. ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მისი ნა-
წარმოებები წავიკითხე, რომ უმჯობესია, არ გავიხსენო წლების
რაოდენობა. რაც შეეხება ჰარდის პოეტურ შემოქმედებას, მინდა
ვაღიარო ამ საკითხის მიმართ ჩემი სრული უვიცობა, ამგვარად,
უკიდურესი თავხედობა იქნება ჩემი მხრიდან მსჯელობა იმ ღვაწ-
ლმოსილ პიროვნებაზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ წავიდა ამ
ქვეყნიდან. უმჯობესი იქნება, თუკი ამ პასუხისმგებლობას გადა-
ვულოცავ მისი ქვეყნის კრიტიკოსებს.
როგორი მრავალმხრივი მსჯელობაც უნდა არსებობდეს მის
შემოქმედებაზე (თუკი საერთოდ არსებობს ამგვარი რამ), მაინც
ყველასთვის ცხადია, რომ ჰარდიმ საკუთარ მკითხველს თავისი
პოეტური დამოკიდებულებით წარუდგინა ის პატიოსნება და თავ-
მოყვარეობა, რაც ასე გვაკლია ჩვენ, უბრალო მწერლებს, განსა-
კუთრებით მაშინ როცა მკითხველი სულ უფრო ნაკლებ კმაყოფი-
ლია არც თუ ნიჭიერად დაწერილი ნაწარმოებით, ხოლო მწერა-
ლი, შესაბამისად, ისწრაფვის სულ უფრო მეტად და მეტად დაკავ-
დეს იმ დიდი საკითხების გადაწყვეტით, რომლებიც მისი დახმა-
რების გარეშეც მშვენივრად გადაწყდება.
ჯეიმზ ჯოისი

265 მკითხველთა ლიგა


სინიორა ლივია შმიტცს

ფონდა სავიოს კოლექციიდან


24 სექტემბერი, 1928
პარიზი
ძვირფასო მისის შმიტც, ჰავრიდან გამომიგზავნეს ტრიესტის
გაზეთი, სადაც ამოვიკითხე ცნობა საცოდავი შმიტცის თავს დატე-
ხილი ფატალური შემთხვევის და თქვენი დაზიანებების შესახებ.
ტელეგრამა გამოგიგზავნეთ ტრიესტის მისამართზე, იმის მი-
უხედავად, რომ არ ვიცოდი, იქნებოდით თუ არა იქ.
ყველა ელდანაცემი ვართ მისი გარდაცვალების გამო.
"NouvellesLitteraires"-ში თანაგრძნობით სავსე განცხადება გა-
მოაქვეყნა მადამ კრემიემ. თქვენთვის გამოსაგზავნი ეგზემპლა-
რი მე მაქვს.
მე ასევე ვთხოვ გზავნილების ოპერატორს, იმავე გაზეთის ნე-
ბართვით, გადამიბეჭდოს მისტერ ნინო ფრანკის ის სტატია,
თქვენი აქ ყოფნისას რომ დაიწერა და რომელიც წარმოადგენს
ჩემი ძველი მეგობრის საუკეთესო ლიტერატურულ პორტრეტს.
მე თითოეული სტრიქონის მიღმა მას ვხედავ.
მოგვიანებით, როცა დრო გავა, თქვენი მოგონებები და თავ-
დადება იტალო ზვევოს238 მიმართ რაღაც დონეზე შეეგუება ასეთ
დანაკლისს, თუ შეიძლება, შემატყობინეთ, რამდენად გამოადგა
მას ის ინგლისელი და ამერიკელი გამომცემლები, რომლებსაც
მე გავუწიე რეკომენდაცია.
ივლისში ციურიხში ვესაუბრე მის გერმანელ გამომცემელს,
რომელმაც მითხრა, რომ ამ შემოდგომას გამოვა მისი წიგნი.

238
შმიტცის ფსევდონიმი.
266 მკითხველთა ლიგა
იმედი მაქვს, ელდამ გადაგიარათ და დაზიანებებიც მოგიშუშ-
დათ. იქნებ უსუსური, მაგრამ მაინც ნუგეშია იმის გახსენება, თუ
რა სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა პარიზში ყველას ერთად.
ყოველთვის, როცა კი მოგინდებათ მოგონებების გაცოცხლე-
ბა ჩემს საყვარელ და ღირსეულ მეგობარზე, გთხოვთ, მე დამიხ-
მაროთ.
ძვირფასო მისის შმიტც, ჩვენ, ყველა ვიზიარებთ თქვენი და
თქვენი ქალიშვილის მწუხარებას.
გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

267 მკითხველთა ლიგა


ჰარიეტ შოუ ვივერს

ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციიდან


16 ივლისი, 1929
სასტუმრო იმპერიალი, ტორკეი
ძვირფასო მის ვივერ, ეს ადგილი ყველას მოსწონს, განსაკუთ-
რებით ჩემს ცოლს. მაგრამ სასტუმროში ცხოვრება ძნელია, პა-
ტარა სასტუმროებში ერთოთახიანი ნომრები არ არის, თანაც აგ-
ვისტოსთვის ფასები აქ ბევრად მაღალია, ვიდრე საფრანგეთში.
მე დავაკლებინე მთელი თვის გადასახადი და თქვენთვისაც ამავე
ფასად დავჯავშნე ოთახი 7-დან 14 აგვისტომდე. იმედია, კმაყო-
ფილი იქნებით. თუ ჯერ არ მიგიწერიათ მ. ს. და კომპანიისთვის,
გაითვალისწინეთ, ის, რომ, მგონი, მოგვიწევს 30$ დამატება, ანუ
120$ გახდება 150$. იმედია, არ დააყოვნებენ ამ საქმეს და დრო-
ულად იმოქმედებენ.
შევხვდი ჯ. დ.-ს, ჯ. ს.-ს და ტ. ს. ე.-ს.239 პირველი მათგანი მიგ-
ვარებს საქმეს, რომ ლონდონში დაბრუნებისას გავესინჯო რომე-
ლიღაც ცნობილ ექიმს. ჯ. ს. შაბათს ჩამოდის აქ უქმეების გასატა-
რებლად და ჩემს წიგნზე სასაუბროდ. ის ორი კვირით მიემგზავ-
რება ამერიკაში. მელაპარაკა ლექციების ჩატარების შესახებაც.
მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ერთობ აფორიაქდა,
როცა შევთავაზე, წიგნს გადმოგცემ, თუკი ამას ჩემი მხედველობა
ან რამე წინააღმდეგობა მაიძულებს-მეთქი. ისიც ვუთხარი, რომ
ვენდობი და ყველაფერში მისი დახმარების იმედი მაქვს. მან მით-
ხრა, რომ მე თვითონ შევძლებ ამას და ისიც დაუმატა, რომ
"ა. ლ. ფ."240 არის "ყველაზე დიდებული პროზა, რაც კი ადამიანს
ოდესმე შეუქმნია"! სადილობისას ჯ. დ.-მაც მითხრა, რომ, მისი

239
ჯონ დრინკუოთერი, ჯეიმზ სტივენსი და ტომას ს. ელიოტი.
240
"ანა ლივია ფლურაბელი".
268 მკითხველთა ლიგა
აზრით, ამ ნაწარმოების ბოლო გვერდები ინგლისური ლიტერა-
ტურის ერთ-ერთ უბრწყინვალეს ნიმუშს წარმოადგენს. ვფიქრობ,
უმჯობესი იქნება, ახლავე თუ გადავცემ წიგნს, რადგან თუკი ამის
გაკეთება საბოლოოდ მაინც მომიწევს, ნაკლებ ნაჩქარევი და
მცირედ მოუმზადებელი მაინც გამოვა.
ტ. ს. ე. ყველაზე კეთილგანწყობილია. მას უნდა, რომ თავის
ფირმამ დაბეჭდოს ს. გ.-ს წიგნი და გამოუშვას "ა. ლ. ფ."-ს ინგლი-
სურქაღალდიანი ყდით.
თუ შეიძლება, ყურადღება მიაქციე თ. ლ. ს.-ს, "სფექთეითო-
რს", "ნიუ სთეითსმენს" და "კათოლიკ ნიუზ"-ს.
კეთილი სურვილებით, გულწრფელად თქვენი
ჯეიმზ ჯოისი

269 მკითხველთა ლიგა


ვალერი ლარბოს
(ნაკარნახევი წერილი)

ვიშის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის კოლექციიდან


30 ივლისი, 1929
სასტუმრო იმპერიალი, ტორკეი
ძვირფასო ლარბო, აზრი არა აქვს ანგარიშის ჩაბარებას პა-
რიზში გადატანილი ჩემი ნახევარწლიანი წუხილის, ხარჯებისა და
ნერვებაშლილობის, საავადმყოფოში ჩვენი სამჯერ ვიზიტის და ა.
შ. შესახებ. ამ ყველაფერმა ჩაიარა და ძალიანაც კარგია, რომ
ჩაიარა, მაგრამ აზრებს ჯერ თავს ვერ ვუყრი საწერად. მე დღედა-
ღამ ვმუშაობდი "სემზე და შონზე", შემდეგ გავემგზავრე ტორკე-
იში, სადაც დაახლოებით ერთი კვირის წინ, მხედველობის გაუ-
არესების გამო, კედელს დავეჯახე და ახლაც ვერ მძინავს მოსვე-
ნებულად მხარის ტკივილის გამო. კიდევ უფრო ცუდი, მიუხედა-
ვად იმისა, რომ გაჭირვებით ვკითხულობ, მხედველობა იმაზე მე-
ტად გამიუარესდა, ვიდრე მქონდა, და ა. შ. და ა. შ. ასეა თუ ისე,
იმედია, მისის ნებიას და თქვენ ჩემი თავგადასავლისგან განსხვა-
ვებული ამბავი გექნებათ მოსაყოლი. პარიზში ვბრუნდებით, სად-
ღაც, სექტემბრისთვის. შობამდე ოკულისტს უნდა გავესინჯო ბარ-
სელონაში, რადგან პარიზელი ექიმი ბორჩი გარდაიცვალა. უთუ-
ოდ გამაგებინეთ, როდის, სად და როგორ გესახებათ ჩვენი შეხ-
ვედრა, რადგან წერილებით დღითიდღე შეუძლებელი ხდება
იმის განსაზღვრა, თუ როგორ მოვიქცე და რას ვეწიო.
პატარა ამბავს გეტყვით, ფრანგულ პრესაში "ულისეზე" უკეთე-
სი გამოხმაურება იყო, ვიდრე გერმანულში და ა. მ. იმედოვნებს,
რომ ჩვეულებრივი გამოცემის საქმეს იანვრისთვის მოაგვარებს.
ალბათ გაიგებდით ჩემი წვეულების შესახებ, სადაც თქვენ, მორე-
ლი და ჯილბერტი არ ბრძანდებოდით. წინა ღამით თეატრში შევ-
ხვდი მორელის და პირველ საათამდე ვებერის მოსმენაში გავა-
270 მკითხველთა ლიგა
ტარეთ დრო. ის დამპირდა, რომ წვეულებაზე მოვიდოდა, მაგრამ
მერე ტელეგრამა გამომიგზავნა, სადაც მატყობინებდა, რომ იძუ-
ლებული იყო, სადგურზე დახვედროდა პარიზი-ვენას მატარებ-
ლით ჩამოსულ მოსწავლეს. ვიცი, რომ მართლა ასე იყო, თუმცა,
რომ მოენდომებინა, მოვიდოდა. ის კარგად არ არის, ორივე ფეხ-
ზე ოპერაცია აქვს გადასატანი, სანამ მთლად არ დაუკარგავს სი-
არულის უნარი, და თანაც სამუშაოს მიტოვებასა და წყნარ ოკეა-
ნეში მდებარე თავის კუნძულზე წასვლას აპირებს. საკმაოდ სამ-
წუხარო ამბავია, ასე არ მიგაჩნიათ? ის ამის გამო გაგულისებუ-
ლია, მაგრამ რომ მოსულიყო, გულს მაინც გადააყოლებდა. იქ
იყვნენ ჟიდი, ჟალო, დუჟარდენი, ვალერი, სუპო და რომენი.
თვით ლ. პ. ფ.(ლეონ-პოლ ფარგი – ფრანგი პოეტი.)-ც კი იქ იყო.
სხვათა შორის, ის რაღაცნაირი სევდით დამელაპარაკა თქვენზე
და მკითხა, როდის შეგეხმიანაო, ასევე მითხრა, რომ მართალია,
თქვენ ისევ შორს ხართ, მაგრამ მისი და მისი შემოქმედების შე-
სახებ თქვენ მიერ სახალხოდ გამოთქმული აზრი უწყინარობისა
და მშვიდი შინაარსის გამო, საკმაოდ დასაფასებლად მიაჩნია.
ამგვარ შეხედულებას იგი ერთობ აფასებს. ვალერის და მას სურ-
დათ სიტყვით გამოსვლა, მაგრამ მე ვეტო დავადე ამ ქმედებას. იქ
არ იმყოფებოდა არც ერთი ინგლისელი ან ამერიკელი, გარდა
ერთი კეთილი ქალბატონისა,241 რომელიც ახლა ბეჭდავს ჩემი
კარნახით ამ წერილს. თუმცა, იქ იყო ორი ახალგაზრდა მეამბოხე
ირლანდიელი და მათ შორის ერთ-ერთი ბეკეტი, რომლის ესეს
წაკითხვაც შეგიძლიათ "EXAG"-ში.242 მასზე ისე იმოქმედა ლუდ-
მა, გრადუსიანმა ღვინომ, ლიქიორმა, სუფთა ჰაერმა, მხიარულე-
ბამ და ქალებმა, რომ ეკიპაჟიდან სამარცხვინოდ ჩამოაგდეს და
მიატოვეს ერთ-ერთ ნაძრახ ადგილას, რომელიც განუყოფლად

241
ჰელენ კასტორ ფლეიშმანი.
242
Our Exagmination round his Factification forIncamination of Work in
Progress.
271 მკითხველთა ლიგა
დაკავშირებულია იმპერატორ ვესპასიანეს ხსოვნასთან. სანამ
გავაგრძელებდე, კიდევ ერთი, გილბერტმა "ფორთნაითლიში"
დაბეჭდა თავისი წიგნის ერთი თავი, ანუ სტატია ჩემი "ულისეს"
შესახებ, კერძოდ, "ჰადესზე" და ახლა სურს, ფრანგულ ენაზეც და-
ბეჭდოს კიდევ ერთი სტატია "პარიზის რევიუში" და არა "Revue
de paris"-ში. ის იქნება "მოძრავი კლდეების" შესახებ. ხომ ვერ
გვირჩევდით რომელიმე გამომცემლობას ან ვინმეს ხომ არ იც-
ნობთ, მაგალითად, "Review de France"-ში? მესამე თავი გამოვა
ოქტომბრის "ტრანზიშენში" და მიეძღვნება "ეოლუსს", მეოთხე კი
უნდა, რომ დაბეჭდოს ამერიკულ ან იტალიურ, ასეთივე რანგის
ყოველთვიურ გამოცემაში. მთელი წიგნი(ანუ "ულისე")შედგება
შესავლის და თვრამეტი თავისგან და უნდა გამოვიდეს ინგლი-
სურ ენაზე გვიან შემოდგომით ანდა გაზაფხულზე, თუკი ტ. ს.
ელიოტი იქნება თანახმა. მან ნებართვა მთხოვა, ეს წიგნი ფაბერი
და გვაიერის გამომცემლობისთვის გაეცნო.
რასაც თქვენ "EXAG"-ის შესახებ ამბობთ, სიმართლეს შეესა-
ბამება. მე მტკიცედ ვედექი თავზე იმ თორმეტ მოხელეს და მეტ-
ნაკლებად ვკარნახობდი, როგორ წარემართათ სამუშაო. ამ
დროისთვის, სულ ცოტა, ასი ეგზემპლარი მაინც ტრიალებს თა-
ვისუფლად პრესასა და პრესის მესვეურთა შორის და ერთი კრი-
ტიკაც კი არ გამოჩენილა. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თით-
ქოს ქაღალდის ყდა, სატიტულო ფურცელზე გამოსახული ძველე-
ბური საათი და იქვე მიწერილი სიტყვა "Exagmination",243 კრიტი-
კოსებს ხუმრობად აღაქმევინებს წიგნს, იმის მიუხედავად, რომ
ჩემი შექმნილია. თუმცა, ერთ მშვენიერ დილას, ისე, რომ ამას
ასიწელიც არ დასჭირდება, რომელიმე მონდომებული ახალგაზ-
რდა აღმოაჩენს ეტიმოლოგიურ ისტორიას სიტყვისა

243
ჯოისის ესეების კრებული, მის მიერ გამოგონილი სიტყვაა
"Exagmination..." და ა. შ.
272 მკითხველთა ლიგა
"examination"244 და შეეცვლება მერყევი დამოკიდებულება ამ
წიგნის მიმართ, ამის შემდეგ კი დანარჩენებიც გაჰყვებიან მას
საწყალობელი სიმღერით ისევე, როგორც "SiccomeIgru van
cantando lor lai".245
იმედია, მიიღეთ ა. ნ. ს. შ.246 და მოგეწონათ გამოცემა. რას
ფიქრობთ ოგდენის წინასიტყვაობასა და ბრინკუშის ფანტაზიაზე?
თქვენი დუმილით ვხვდები, რომ სხვა თუ არაფერი, გერთულე-
ბათ მაინც რამის თქმა. ეს ასეა და ბავშვობა იქნებოდა ამისი უარ-
ყოფა. შემდეგი ფოსტით გამოგიგზავნით საოცარ წიგნს, რომე-
ლიც თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ ან პირიქით, არც კი მოგეჩ-
ვენოთ ინგლისურ წიგნად ან რომელიმე, ინგლისის გარეთ არსე-
ბული, მაგიური შინაარსის, ეგრეთ წოდებულ "შავი მზის"247 პრე-
სასთან რამე კავშირის მქონე გამოცემად, ის არც კონტინენტზე
გაქცეული იმ დუბლინელის მიერაა დაწერილი, რომელსაც მის-
ჯილი აქვს მოუცილებელი ახალგაზრდული ქარაფშუტობა. იმ
წიგნის ავტორია ღრმადპატივცემული რობერტ ბრიჯისი, მისი
უდიდებულესობის ინგლისის მეფის პოეტი ლაურეატი, რომელიც
ახლა სამჯერ ოცი და კიდევ ათი წლისაა,248 ხოლო ნაწარმოები
გამოცემულია ოქსფორდში, იქ, სადაც შესანიშნავ ყდებს ამზადე-
ბენ.
მეჩვენება, რომ წარმოსახვითი მკითხველისთვის, მოდით, მას
ასე დავარქვათ: "დედამიწის ნებისმიერ ადგილას მცხოვრები"
ადამიანისთვის, ბინადრობს ის პოტსდამში, საკრე კიორში, მა-
ლადეტასა თუ რომელომე პორტუგალიურ შორეულ ჯანდაბაში,
თანაბრად საინტერესო იქნება წიგნის წაკითხვა ერთ-ერთ ყვე-

244
გამოცდა.
245
როგორც წეროები მიფრინავენ მწკრივად და ჟივილით. ინფერნო, სიმღე-
რა 5.
246
სემისა და შონის ნაამბობი ამბები.
247
"შავი მზე" – ოკულტური სიმბოლო.
248
ვგულისხმობ რ. ბ.-ს.
273 მკითხველთა ლიგა
ლაზე გულღია და სასიამოვნო ენაზე, რადგან მისთვის სავსებით
მისაღები იქნება მასში ასახულ უცნაურ წინააღმდეგობათა თან-
ხვედრის თქვენეული განმარტებები. თქვენ რას ფიქრობთ ამის
შესახებ? ნეტავ ცოტა მაინც დამასვენა და ჩვენი, ორივეს გონება
თავისუფალი იყოს საზრუნავისგან, რომ შევძლოთ მსჯელობა
ასეთ საკითხებზე. იმედს ვიტოვებ, მალე შევხვდებით ერთმანეთს
პარიზში. ვგონებ, ფარგიც ჩაგვერთვება, რამდენადაც მისი გონე-
ბა თითქმის გამუდმებით ამ მიმართულებით ქრის, უკვე რამდენი-
მე წელია, მაგრამ, ყველაზე ფატალურ წინააღმდეგობას წარმო-
ადგენს ის, რომ იგი მხოლოდ ერთენოვანი ადამიანია და ალბათ
ისიც უნდა გახდეს მსჯელობის საგანი, მარადისობისთვის რა და-
დებითი და რა უარყოფითი მხარე შეიძლება ჰქონდეს ამას. მოკ-
ლედ, უკვე არად ვაგდებ აბეზრებს, ვფიქრობ და ვწერ ჩემებურად.
განვედით ჩემგან ბღავილა ცხვრებო და ჩაეფალით იმ მუდმივ
ძილში, რისთვისაც გაგწირეს ტრადიციების მიმდევრებმა და
მათმა ავადმყოფურმა ახირებებმა!
საუკეთესო სურვილებით, ველოდები, როგორც ადრე, "ვუვრე
მონკონტურის"249 შემდგომ, ბოლო ბოთლებს. გულწრფე-
ლად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი
(ჯოისის ხელითაა მიწერილი)
P. S. მას შემდეგ, რაც ზემორე ნაწერი წაიკითხება, უნდა აღევ-
ლინოს შემდეგი ლოცვა:
ღმერთო, ორივეს გამოგვიგზავნე მწვანე პალტოები და სამ-
კუთხა ქუდები! ამინ.
(მიმტევებლობის 40 დღე)

249
Vouvre Moncontour.
274 მკითხველთა ლიგა
ჯორჯ ანთეილს
(კომპოზიტორი, დაწერილი აქვს შვიდი სიმფონია და რამდე-
ნიმე ოპერა.)

Les Golf Hotels, Etretat


7 სექტემბერი, 1930
ძვირფასო ანთეილ, უღრმესი მადლობა სიმღერის ხელნაწე-
რისთვის, მე ის გადავუგზავნე ჰიუზს.250 ამის შესახებ მოგწერ პა-
რიზიდან, სადაც ოთხშაბათს ჩავალ. გიგზავნი ბაირონის "კაენს",
რომ გადახედო. ჩემი აზრით, კარგი ლიბრეტოს დაწერის საფუძ-
ვლად შეიძლება გამოგადგეს. იმის გამო, რომ სალივანის სიმღე-
რა არასოდეს მოგისმენია ოპერაში, ვერ წარმოიდგენ, მთლი-
ანობაში როგორ ეფექტს ახდენს მისი სცენაზე გამოსვლა, გადმო-
ცემის მანერა და ხმა. თუკი დათანხმდები ამ საკითხს, გარწმუნებ,
რომ ეს არის ერთადერთი მომღერალი, რომელსაც ძალუძს წარ-
მოაჩინოს შენი გმირი. მინდა, ერთად განვიხილოთ ეს იდეა.
[გულწრფელად,
შენი ჯეიმზ ჯოისი]

250
ბელფასტელი მუსიკოსი და მუსიკის კრიტიკოსი.
275 მკითხველთა ლიგა
ჰარიეტ შოუ ვივერს
(ნაკარნახევი წერილი)

(ნაბეჭდი) ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციიდან


22 სექტემბერი, 1930
192 rue de Grenelle, ParisVII
ძვირფასო მის ვივერ, წერილს ვურთავ II ნაწილის პირველი
სექციის ორი მესამედის პირველი მონახაზის ბოლო ფურცელს251
(2, 200 სიტყვაა), რომელიც ლამის სისხლის წვეთებად დაეღვენ-
თა ქაღალდს. მაპატიეთ, აქამდე რომ არ მოგწერეთ, მაგრამ ჩემი
ვაჟის დაგეგმილ ქორწინებასთან დაკავშირებით უამრავი თავსა-
ტეხი გამიჩნდა მთელი ამ ბოლო თვის განმავლობაში. ჩემი ცო-
ლი უკიდურესად პესიმისტურადაა განწყობილი და ნერვიულობს,
რის გამოც, მე მომიწევს ყველაფერზე სირბილი იმ ბებერ ვირ-
თხასავით, ბოთლის ნამტვრევებზე რომ დახტუნაობს. ხუთჯერ გა-
დავდე ციურიხში წასვლა, მაგრამ ხვალ მაინც მივემგზავრები
ჩემს ცოლსა და გორმანთან252 ერთად, რომელიც, ჩემი არ იყოს,
თვალების გასასინჯად მოდის. ვიქნები ამ მისამართზე: "ელიტ
კარლტონ ჰოტელი", იქ დავრჩები ხუთშაბათამდე ან პარასკევამ-
დე. მაშინვე მოგწერთ, რასაც ფოგტი მეტყვის. მიუხედავად ჩემი
განწყობისა, ის ნაწილი, რაც გამოგიგზავნეთ, არის ყველაზე უფ-
რო მხიარული და მსუბუქი რამ, რაც კი ოდესმე დამიწერია.
ასევე გიგზავნით ანთეილის წერილს, მე მას დავთანხმდი, შე-
მემცირებინა ბაირონის ნაწარმოები ოპერისთვის და მხოლოდ
და მხოლოდ შემოკლებულ ვარიანტს მოვაწერე ხელი. ალბათ,
გაიგებდით, რომ მისის სნოუდენმა აიძულა ბრიტანეთის მთავ-
რობა და მასთან ერთად ის ლეიბორისტიც, რომ 90 000$ ჩაედოთ

251
საუბარია "ფინეგანის სამძიმარზე".
252
ჰერბერტ გორმანი – ამერიკელი პროზაიკოსი და ჯოისის პირველი ბიოგ-
რაფი.
276 მკითხველთა ლიგა
ბიჩჰემისა და გინესის სინდიკატის დასახმარებლად. მე მას "დეი-
ლი ჰერალდის" პარიზელი კორესპონდენტის მეშვეობით გავუგ-
ზავნე მთელი ტონა მასალა სალივანის შესახებ, რომელიც ამჟა-
მად ბარსელონას აფარებს თავს მასზე შეტევების ასაცილებლად.
აი, სულ ეს არის ჯ. დ. მ.-სთან253 დაკავშირებული ამბები, მაგ-
რამ, გთხოვთ, ყველაფერი მომწერეთ ციურიხში, სადაც ძალზე
გამიხარდება წერილის მიღება.
ნაწარმოების იმ ნაწილის სქემა, რაც მე გამოგიგზავნეთ, არის
ერთგვარი თამაში, რასაც ჩვენ ვეძახდით "ანგელოზებს და დემო-
ნებს" ანდა "ფერებს". ანგელოზები, ანუ გოგონები თავს იყრიან
ანგელოზის უკან. შონი და დემონი სამჯერ უნდა მივიდნენ და მო-
ითხოვონ ესა თუ ის ფერი. თუკი რომელიმე გოგოს არჩეული აქვს
მათ მიერ მოთხოვნილი ფერი, ის გაიქცევა, ხოლო მამაკაცი შე-
ეცდება მის დაჭერას. ჩემი ნაწერის მიხედვით, კაცი ორჯერ მივი-
და და ორჯერვე მოეცარა ხელი. ეს ნაწილი სავსეა ინგლისური
რიტმული სიმღერებით, რომლებსაც თამაშის დროს მღერიან.
პირველი ხელმოცარვის შემდეგ იგი შურისძიებით ივსება და
ფიქრობს, დასაშანტაჟებელი მასალა გამოაქვეყნოს საკუთარ მა-
მაზე, დედაზე და ა. შ. და ა. შ. მეორე შემთხვევაში სენტიმენტურ
პოეზიაში შეჭრილი ის რაღაც აბდაუბდას როშავს და ეს როშვა,
ფაქტობრივად, ის სიტყვებია, რაც მე დავწერე ცხრა წლის ასაკში:
"ჩემი ძვირფასი მშობლიური სახლის ჩეროში საწოლი იდგა, მე
იქ თამაშით ვერთობოდი ყრმობისას ხშირად, მწვანედ შემოსილ
მინდორზე თავს ვგრძნობდი გმირად, მერე შენს მკერდზე ვყოვ-
ნდებოდი ჩემს გასაკვირად" და ა. შ. და ა. შ. ამ როშვას ბოლოს
უღებს კბილის საშინელი ტკივილის შეტევა, რისგანაც ისტერიკა-
ში ვარდება. მეორე ხელმოცარვის შემდეგ ანგელოზი გოგონები
შონის ირგვლივ წრეს კრავენ და მღერიან თავისუფლების ჰიმნს.

253
ჯანმრთელობის დაცვის მცდელობა.
277 მკითხველთა ლიგა
თანდართული გვერდი წარმოადგენს ედგარ კინეს მშვენიერი წი-
ნადადების განსხვავებულ ვერსიას, რომელიც უკვე გადავასხვა-
ფერე "ტრანზიშენის"254 პირველ ნაწილში, ის იწყება ჰაიბერისა
და ჰეარიმენის255 დღეებიდან მოყოლებული და სხვ. ე. კ. ამბობს,
რომ კართაგენ ნუმანსიის ნანგრევებზე ამოსულმა ველურმა ყვა-
ვილებმა გაუძლეს იმპერიების აღზევებებსა და დაცემებს. ჩემს
შემთხვევაში კი ველური ყვავილები ბავშვური სიმკვირცხლის მი-
მანიშნებელია. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ორმაგი
ცისარტყელას გამოსხივებას, რომელშიც ფერები ჯერ ნორმალუ-
რია, მერე კი ირიტის გამოისობით სრულიად იცვლება.
საუკეთესო სურვილებითა და იმ იმედით, რომ არ მიბრაზდე-
ბით შეუხმიანებლობის გამო. გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

254
ლიტერატურული ჟურნალი.
255
სიტყვასიტყვით – ირლანდიელი და ბანჯგვლიანი.
278 მკითხველთა ლიგა
სტანისლოს ჯოისს

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


18 ივლისი, 1931
[ლონდონი]
ძვირფასო სტანი, "პიკოლო" არც უწყებებში და არც პაზინის
სიტყვაში აქვეყნებს რამენაირ მინიშნებას ჩემი ტელეგრამის შე-
სახებ, რომელიც იმ დილითვე გავუგზავნე, ის არც შენს ყოფნას
აღნიშნავს პროფესორთა შორის და არც ლარბოს, მის მონიეს თუ
ჩემს იქ ყოფნაზე256 აცხადებს რამეს. თუკი ოდესმე ვინმე დაწერს
წინასიტყვაობას "სენილიტაში", აუცილებლად უნდა აღნიშნოს ეს
ფაქტი.257
მადლობა ტელეგრაფირებისთვის. ოჯახის სხვა წარმომად-
გენლები (პარიზში მყოფთა გარდა) დაზაფრული არიან. ჩემს
ძმისშვილს ჯორჯს(ჯეიმზის ძმის ჩარლზის შვილი.), რომელიც
უმუშევარია, შევთავაზე კვირაში 1$, თუკი ის ყოველდღე 2-დან 5
საათამდე დამეხმარება ჩანაწერების გაკეთებაში (იგი 21 წლი-
საა), მაგრამ მისმა დედინაცვალმა გამოართვა ჩემი ესეები, რო-
მელიც ყმაწვილს ვათხოვე და მიგვანიშნა, რომ ჩვენი გავლენა...
და ა. შ. და ა. შ. სხვათა შორის, პრესის ასოციაცია, კონკრეტუ-
ლად კი "სანდი ექსპრესი" ერთობ მონდომებულად შეეცადა შან-
ტაჟის მოწყობას, მაგრამ საბოლოოდ დაფრთხა და უკან დაიხია.
ჩემზე გავრცელდა ჭორი, რომ მე ჩამოვედი დიდი ფულის საშოვ-
ნელად, რაც, ვითომ საშუალებას მომცემს ვებრძოლო ცილისწა-
მებას. როგორც შენ იცი, ეს საქმე ცხადზე უცხადესია.258 მას შემ-

256
ეტორე შმიტცის პატივსაცემად გამართული ცერემონიალი 1932 წ. 26 აპ-
რილს.
257
ეს წინასიტყვაობა დაწერა სტანისლოს ჯოისმა.
258
ჯოისმა და ნორა ბარნაკლმა ქორწინება დაარეგისტრირეს საკმაოდ გვიან
1931 წ. ჯოისმა ზედმეტი მითქმა-მოთქმის ასაცილებლად შეთხზა ამბავი ად-
279 მკითხველთა ლიგა
დეგ, რაც მალულად გავიქეცი ჩემს ამჟამინდელ ცოლთან ერ-
თად, მან, ჩემი სრული თანხმობით, დაირქვა სახელი მის გრეტა
გრინი, რასაც ხელი არ შეუშლია არც il Cav. Fabbri-სთვის, დავე-
ქორწინებინეთ და არც ევროპის ბოლო ჯენტლმენის il conte
Dandino-სთვის, რომელმაც მოგვცა ჩვენი შთამომავლის კანო-
ნიერების დამადასტურებელი სერთიფიკატი. მაგრამ ინგლისური
კანონმდებლობით ამ ქორწინებას ჩალის ფასიც კი არ დაედო.
იხილე ჰარგრივის259 "ინგლისის კანონები", გვერდი 471-2. იმის
გამო, რომ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ მემკვიდრეობის უზრუნ-
ველყოფა კანონიერი ანდერძით, საჭირო გახდა ხელმეორე ქორ-
წინების ცერემონიის ჩატარება. ამ დილით ცოტა მახველებდა,
ასე რომ, მაპატიე, თუკი აქ შევწყვეტ წერას.
საუკეთესო საშობაო სურვილებს გიძღვნით მისტერ და მისის
ჯოისებს მისტერ და მისის დიტტო მაკანასპეები260 და ამ დროს აქ
უნდა გაისმას სათლის ჟღარუნი, მერე როგორც ტინკერი261 ეტ-
ყოდა თავის ბოშას: ჩემო პროფესორო, აწ უკვე დაქორწინებული,
ვრჩები შენი ერთგული.
მონიკო კოლესსერი262

რე დაქორწინების შესახებ. მაგრამ ჟურნალისტებმა და ფოტოგრაფებმა მა-


ინც გაასაჯაროეს მთელი ცერემონიალი.
259
სინამდვილეში იყო ჰალსბური.
260
ჯოისს გამოყენებული აქვს მამამისის აკვიატებული სიტყვა "დიტტო" (მეც
ასევე).
261
ცხენის ჯიში, რომლის გამოყვანაში დიდი როლი ითამაშეს ბოშებმა.
262
ასე უწოდებდნენ ბერლიცის სკოლის ერთ სასაცილო გერმანელ მასწავ-
ლებელს.
280 მკითხველთა ლიგა
ჰარიეტ შოუ ვივერს

ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციიდან


27 ოქტომბერი, 1931
2 Avenue Saint Philibert, Passy, Pariს
ძვირფასო მის ვივერ, მადლობა ღმერთს, საბოლოო პასუხე-
263
ბი კარგია. ესეც ასე!
წუხელ თავი მოვუყარე და დავასრულე პირველი რვა ეპიზო-
დი. ახლა, იმის გამო, რომ გადაქანცული ვარ და თანაც უმშვენიე-
რესი დღეა, ჯორჯოს სასეირნოდ მივყავართ ქალაქგარეთ ხან-
გრძლივი დროით. მე ფროდსჰემთან მოგწერთ ფულის და სხვა
საკითხების შესახებ. ჩემდა სასიამოვნოდ, წიგნის იმაზე ბევრად
დიდი ნაწილია მზად, ვიდრე ვვარაუდობდი. აშშ-დან ჩამოსულმა
სუპომ,264 რომელიც იქ ლექციების ჩასატარებლად იმყოფებოდა,
გუშინ მითხრა, რომ მთავრობას არავითარი შანსი არ გააჩნია
"ულისეს" წინააღმდეგ სარჩელის მოსაგებადო. როგორც ის ამ-
ბობს, ნაწარმოები შესულია ბევრი უნივერსიტეტის გაფართოე-
ბულ სალექციო პროგრამაში და მომავალი წლისთვის წარდგე-
ნილია ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამაგისტრო ხარისხის მოსა-
პოვებლად. ასე რომ, აშშ-ში მოხსნეს აკრძალვა და, ჩემი აზრით,
ინგლისი რამდენიმე წლის შემდეგ, ისევე მიბაძავს მას, როგორც
საერთოდ სჩვევია, ხოლო ირლანდია, შესაბამისად, 1000 წლის
მერე.
სანამ ლონდონიდან გაემგზავრებით, მინდა გთხოვოთ ორი
სატელეფონო ზარი: 1) "პადინგტონ ინფორმში", დაგაკავშირონ
ბოციანთან, გლოსტერის ტერასა ნ 3 (რა თქმა უნდა, თვითონ შე-
ნობასთან და არა პირადად მასთან) და აგიხსნან, რატომ გამო-

263
სამედიცინო დასკვნა.
264
ფილიპ სუპო – ფრანგი პოეტი და პროზაიკოსი.
281 მკითხველთა ლიგა
მიგზავნეს თმის ლოსიონი და ტუჩის საცხი. 2) ავგუსტ მილნეს-
თან, (მგონი) ვიმპოლ სტრიტზე? ან სადღაც მანდ და სთხოვეთ,
რომ მისის მალკოლმს, რომელიც ცხოვრობს სანდერლენდ ტე-
რასა ნ 15-ში, გამოართვას "მუსიკა და წერილები", თქვენც წა-
იკითხეთ და მერე დამიბრუნეთ.
გთხოვთ, "ოთხი" დაუბრუნეთ ლეონს.265 მწერალმა არ უნდა
გამოიყენოს ო. გ.-ს266 წერილი თავის სტატიაში. ეს უკანასკნელი
არის მოცურავე, მოკრივე, ველოსიპედისტი, ავიატორი, ავტო-
მოყვარული, მე კი ასე საცოდავად გამოვიყურები, უსინათლო და
ა. შ. და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, სამყარო წარმოიშვა
კვერცხისგან. ყელში ამომივიდა ისინი და უსიამოვნებები. მე ჩე-
მი საქმე მაქვს. საუკეთესო სურვილებით. გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

265
პოლ ლეონი – ჯოისის მეგობარი და დამხმარე, მოკლეს ნაცისტებმა.
266
ოლივერ სენტ ჯონ გოგარტი.
282 მკითხველთა ლიგა
ტ. ს. ელიოტს

ფაბერის კოლექციიდან
1 იანვარი, 1932
2 Avenue Saint Philibert, Passy, Paris
ძვირფასო ელიოტ, მაპატიეთ ჩემი სამუშაოსა და წერილის
დაგვიანებისთვის. დაკავებული ვიყავი დუბლინში სატელეფონო
საუბრებითა და ტელეგრაფირებით მეტად ცუდი ამბის შესახებ.
ჩემთვის დიდად სამწუხაროდ, სამშაბათს გარდამეცვალა მამა.
მას ძალზე ვუყვარდი, ეს კიდევ უფრო მიმძაფრებს მწუხარებას და
სინდისი მქეჯნის, რომ მრავალი წლის განმავლობაში ვერ ჩავე-
დი დუბლინში მის მოსანახულებლად. გამუდმებით ვაიმედებდი,
რომ ვეწვეოდი და ვწერდი წერილებს, მაგრამ როგორ ძლიერა-
დაც უნდა მდომებოდა მისი ნახვა, ჩემი ალღო, რომლისაც ერ-
თობ მჯერა, არ მანებებდა გამგზავრებას. ერთმა პიროვნებამ,
რომელიც მეგობრობას მეფიცებოდა, 1912 წელს ყველანაირი
გზა გადაუკეტა ჩემს "დუბლინელებს". 1922 წელს ჩემი სურვილის
საწინააღმდეგოდ დუბლინში წასული ჩემი ცოლ-შვილი თავიან-
თი სიცოცხლის გადასარჩენად იძულებული გახდა, გამოპარუ-
ლიყო იქიდან. სარკინიგზო ვაგონის იატაკზე გართხმულების
თავზე მოწინააღმდეგე პარტიების ტყვიებს გაჰქონდათ ზუზუნი.
მერე იყო და, იმ ხალხისგან, ვისთვისაც სიკეთის მეტი არაფერი
გამიკეთებია, სიავე და ვერაგობა ვიწვნიე. თავს დაცულად ვერ
ვიგრძნობდი იქ, ჩემი ცოლი და ვაჟიც არ მირჩევდნენ გამგზავრე-
ბას.
ბოლო დღეებში საშინლად მოვტყდი, რადგან ის საცოდავი,
ალალი გული, რომელიც ჩემი ერთგული იყო, უკვე აღარ ძგერს.
რამდენიმე დღე დავისვენებ და მერე მოვამზადებ Inaw.-ის და-
სასრულს.

283 მკითხველთა ლიგა


შევიტყვე ჰარვარდში თქვენი თანამდებობაზე დანიშვნის(დაი-
ნიშნა პროფესორის თანამდებობაზე.) შესახებ. თუკი ეგ თანამდე-
ბობა მოგწონთ, სიამოვნებით გილოცავთ! იმედს ვიტოვებ, რომ
მისის ელიოტისა და თქვენთვის ეს წელი იღბლიანი და ბედნიე-
რების მომტანი იქნება. გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

284 მკითხველთა ლიგა


ფლორენციის მერს

კერძო კოლექციიდან
9 აპრილი, 1932
2 Avenue Saint Philibert, Passy, Paris
(თარგმანი)
თქვენო ღირსებავ, ბატონო მერო, უპირველეს ყოვლისა, პა-
ტიებას ვითხოვ იმის გამო, რომ დღემდე ვერ შეგეხმიანეთ და კი-
დევ იმის გამო, რომ ასეთი ვულგარული და უღიმღამო ფორმით
გპასუხობთ. ლონდონიდან გადმოგზავნილმა თქვენმა დიდად
ღირებულმა ბარათმა ჩემამდე გვიან მოაღწია. რაც შეეხება ჩემს
ნაწერს, ცოტა არ იყოს, ცუდი ხელწერა მაქვს. მადლობას მოგახ-
სენებთ თქვენი თავაზიანი მიპატიჟებისა და სამგზავრო ხარჯების
ანაზღაურების შემოთავაზებისთვის. ძალზე დიდ მნიშვნელობას
ვანიჭებ და უსაზღვრო პატივად მიმაჩნია ასეთი ქალაქის უპირვე-
ლესი მოქალაქის მიერ ჩემი დაპატიჟება.
დიდად ვწუხვარ, რომ არ შემიძლია ამ შემოთავაზების მიღება
და მიწევს უარის თქმა ტოსკანის დედაქალაქის კეთილგანწყობი-
ლი აუდიტორიის წინაშე გამოსვლის სიამოვნებაზე. სამწუხა-
როდ, ბედმა არ დამანათლა ისეთი მჭევრმეტყველების ნიჭი, რი-
თიც ასე უხვად არიან შემკობილი ჩემი თანამემამულენი და დამ-
ტოვა ასე, "პირში ჩალაგამოვლებული". ბოდიშს გიხდით.
თუ თქვენ ნებას დამრთავთ, შემოგთავაზებთ სხვა ადამიანს,
ჩემს მეგობარს, ამერიკელ პოეტს ეზრა პაუნდს, რომელმაც ინ-
გლისურად თარგმნა დიდი ფლორენციელი მწერლის გვიდო კა-
ვალკანტის ნაწარმოებები. ამ პიროვნებას შესანიშნავად შეუძ-
ლია ჩემი ჩანაცვლება. მისი მისამართია: მარსალას ქუჩა 12, რა-
პალო. ის იქ უკვე ათი წელია ცხოვრობს.

285 მკითხველთა ლიგა


თუკი ამ წინადადებას დათანხმდებით, დიდი მადლობელი ვიქ-
ნები თქვენიც, უნივერსიტეტის პატივცემული რექტორისაც და იმ
ორგანიზაციისაც, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ.
გთხოვთ, თქვენო ღირსებავ, ბატონო მერო, მიიღოთ ჩემი უღრმე-
სი პატივისცემა.
ჯეიმზ ჯოისი

286 მკითხველთა ლიგა


სტიუარტ გილბერტს

გილბერტის კოლექციიდან
22 ივლისი, 1932
კარლტონ ელიტ ჰოტელი, ციურიხი
ძვირფასო გილბერტ, ბეკეტის აკროსტიხი წავაკითხე მისტერ
და მისის ჯოლასებს. ამ უკანასკნელს ის სუსტ ნაწარმოებად მო-
ეჩვენა, მის ქმარს კი უნიათოდ და სასაცილოდ. მე მგონია, არა
უშავს, თუმცა, ჩემთვის რომ ეკითხა, ვურჩევდი, "ღიტინით მოკ-
ლა"-ს მაგიერ "ხითხითით მოკლა" დაეწერა.
ლუჩიას ამბები საკმაოდ ნორმალურად მიდიოდა დღემდე, სა-
ნამ არ გამომიცხადა, რომ მომავალ პარასკევს მომვლელთან
ერთად ჩამოდის. მერჩივნა, იქ დარჩენილიყო, სადაც ახლა არის.
მე, რა თქმა უნდა, მივწერე ექიმ კოდეს, რომ ყოველთვის ვნერ-
ვიულობ, როცა გოგონა მისი ხელიდან ჩემი პასუხისმგებლობის
ქვეშ გადმოდის.
ჩემი მარჯვენა თვალის საქმე ცუდადაა. ფოგტთან ვეღარ წავე-
დი. შემომითვალა, ყველაფერი გადადე და ჯერ აქ ჩამოდიო. კი-
დევაც რომ გადაწყვიტოს და გარისკოს, გამიკეთოს ის ორი ურ-
თულესი ოპერაცია, რომლის ჩატარებას თვითონვე შიშობს, რომ
ვერ შეძლებს, არ ვიცი, ახლა როგორ მოვახერხებ მასთან შეხ-
ვედრას.
მე მივწერე "ფეიბერ და ფეიბერს" და შევთავაზე, ზარალი აე-
ნაზღაურებინათ "ჯერ არ დასრულებული ნაწარმოებების" წინას-
წარგადახდილი 150$-ით და შეეწყვიტათ კონტრაქტი. აღარ მინ-
და ამ ამბებით დავიტვირთო გონება. მე ვთავაზობ "უძრავი ქონე-
ბის აგენტებს", რომ დაფარონ მთლიანი იჯარის თანხა თუნდაც
მცირე ფასდაკლებით, ოღონდ ავეჯით გაწყობილი ბინა ჯერ გა-
აქირავონ კვირაში ერთ გინეად და მერე გაყიდონ ეს ბუდრუგანა.

287 მკითხველთა ლიგა


ერთი სული მაქვს, მოვიშორო ეს ბინა, მოვრჩეთ კენსინგტონზე
ლაპარაკს!
არ მიკვირს, რომ მაკ გრივს აღარ უნდა ჩემზე რამის დაწერა,
განსაკუთრებით, როცა არაფერს მოელის. ან რატომ უნდა დაწე-
როს? გოლის სტატია საკმაოდ ცუდია, მაგრამ არც ტუოჰის, კო-
ლამის და ლუისის სტატიებია უკეთესი. არც გამოხატვის ხერხები
ვარგა. მის ვივერს ასეთი რამ მივწერე: (თარგმანი) "ვწუხვარ,
მაგრამ დასახატი აბსოლუტურად არაფერია. იქნებ განყოფილე-
ბის უფროსის თავი სამარიტელს დავადგა? თქვენ რას ინებებთ,
მადამ? ეს ტილოა იქ, უკან, კუთხეში? ოჰ, მაპატიეთ, ბატონო პრე-
ზიდენტო, მეფუნთუშის ცოლი მეგონეთ. ქვემეხი? კი ბატონო. გა-
მომყევით. ო, მომიტევე, პატარავ! რამე ხომ არ გატკინე? მოდი,
ამას წავშლი, ეს გაქრება. ჯანდაბა, ეს ხომ ინგლისური ბულდო-
გია! ოი! ოი! ჩემს რვადღიან ჩანაწერზე ამბობთ, სერ? მთლად და-
ვიბენი. ეშმაკმა დალახვროს. ახლახან ეიფელის კოშკთან წავაწ-
ყდი 75 ცხვირსახოცს 2 ფრანკად..." [გულწრფელად,
შენი ჯეიმზ ჯოისი]

288 მკითხველთა ლიგა


ალფრედ ბერგანს

ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის კოლექციიდან (ხელნაწე-


რი)
5 აგვისტო, 1932
კარლტონ ელიტ ჰოტელი, ციურიხი
ძვირფასო მისტერ ბერგან, იმედია, ამ წერილის წაკითხვისას
თავს ჯანმრთელად გრძნობთ. მაპატიეთ, აქამდე რომ ვერ მოგწე-
რეთ, ჩემი ქალიშვილი ძალზე ავად გახლდათ, მე კი აქ ვიმყოფე-
ბი ჩემი გაუბედურებული თვალების გამოისობით. შესაძლოა კი-
დევ ორი ოპერაციის გადატანა მომიხდეს, მთლიანობაში, თორ-
მეტი გამოვა, თუ არადა, მარჯვენა თვალი დამიბრმავდება, მოკ-
ლედ, ორ ცეცხლს შუა ვიმყოფები.
თქვენ ძალზე გულისხმიერად მოეკიდეთ საწყალი მამაჩემის
ანდერძს, თუ შემატყობინებთ საფლავის ქვის ღირებულებას, ქვი-
თარს გამოგიგზავნით. ჩემი მშობლების სახელებია: ჯონ სტანის-
ლოსი და მერი ჯეინი.
მაინტერესებს, რა ბედი ეწია მამაჩემისთვის ჩემი ავტოგრა-
ფით გაგზავნილ წიგნებს. გარდა იმისა, რომ ის წიგნები მატერია-
ლურ ღირებულებას წარმოადგენს,267 არ მინდა, ისინი უცხოს
ხელში ჩავარდეს.
თქვენ და მამის სხვა მეგობრებიც შეყვანილი მყავხართ (პერ-
სონაჟებად) ამ წიგნში. ზედმიწევნით კარგად მახსოვს თქვენი
ნამღერი სიმღერები: "ერთ-ერთი ოჯახი" და "უკრავს დაიკო სუ-
ზი". ამ მეორე სიმღერის ერთ სტრიქონს ყოველთვის შეცდომით
მღეროდით, მაგრამ ის შეცდომა გამოწვეული იყო თქვენი ზრდი-
ლობიანობით და მოტივირებული იყო იქ არსებული მხიარულე-
ბით, იმის ნაცვლად, რომ გემღერათ: "ეს მეც და თქვენც ცუდად

267
"ულისეს" პირველი პარიზული გამოცემა ღირს 37$.
289 მკითხველთა ლიგა
გაგვხდის", თქვენ მღეროდით: "ეს თქვენც და მეც ცუდად გაგ-
ვხდისო".
ჩემი შვილიშვილი სტივენი დაიბადა მამაჩემის გარდაცვალე-
ბიდან ერთი თვის თავზე. მე პატარა ლექსი დავწერე ამის შესახებ
და თუკი მას ოდესმე გამოვაქვეყნებ, უთუოდ გამოგიგზავნით
ერთ ეგზემპლარს. ალბათ, არავის ღირსებია ისეთი მშობლიური
სიყვარული, როგორითაც მამაჩემს ვუყვარდი.
უამრავი მოგონებითა და კეთილი სურვილით, გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

290 მკითხველთა ლიგა


უ. ბ. იეიტსს

იეიტსის კოლექციიდან
5 ოქტომბერი, 1932
სასტუმრო "მეტროპოლი", ნიცა
ძვირფასო იეიტს, უღრმესი მადლობა შენი წერილისა და იმ კე-
თილი სიტყვებისთვის, რომელიც ჩემთვის გამოიმეტე. უკვე ოც-
დაათი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც პირველად გამომიწო-
დე ხელი დასახმარებლად. გეთაყვა, გადაეცი ჩემი მადლიერება
მისტ შოუსაც, რომელსაც არასოდეს შევხვედრივარ.
იმედი მაქვს, რომ "ირლანდიელ სწავლულთა აკადემია" (არ
ვიცი, ასე ჰქვია, თუ არა), რასაც თქვენ აყალიბებთ, თავის მიზანს
წარმატებით აღასრულებს. ჩემი განწყობა ისევ ისეთია, როგო-
რიც იყო და ალბათ, ასეც დარჩება, ამიტომაც ვერ ვხედავ ვერა-
ვითარ მიზეზს საიმისოდ, რომ ჩემი სახელი იმ აკადემიას დაუკავ-
შირდეს. საკმაოდ კარგად ვაცნობიერებ, რომ არავითარი უფლე-
ბა არ გამაჩნია, ჩემი თავი მის წევრად დავასახელო.
გიბრუნებთ ცალკე შეფუთულ წესდებას, რომელიც თქვენ ასე-
თი კეთილი განზრახვით გამომიგზავნეთ.
იმედია, ჯანმრთელობას არ უჩივით. რაც შემეხება მე, ყოველ
სამ თვეში ერთხელ მიწევს ციურიხში ჩასვლა თვალების გამო და
ამის მიუხედავად, რაც შემიძლია, თავდაუზოგავად ვშრომობ.
მადლიერებით სავსე მოგონებებით, გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

291 მკითხველთა ლიგა


ტ. ს. ელიოტს

ფეიბერის კოლექციიდან
18 დეკემბერი, 1933
42 rue Galilee, Paris (Etoile)
ძვირფასო ელიოტ, მადლობა წერილის მოწერისთვის, თით-
ქოსდა აშშ-ს აკრძალვის დაძლევა შეუძლებელი იყო, მაგრამ ის
უკვე დაძლეულია. მე მაქვს საბჭოს მოკლე (100 გვ. ნაბეჭდი) და
მოსამართლის დაახლოებით 12 გვერდიანი დასკვნა. მან განაც-
ხადა, რომ ამ დასკვნას ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგო-
რიც მოსამართლისა და მსაჯულების გადაწყვეტილებას და რომ
ორივე მხარემ თანხმობა განაცხადა, მხოლოდ და მხოლოდ მას
განეხილა ეს საქმე. მან განკარგულება გასცა, რომ მისი დასკვნა
დაერეგისტრირებინათ. ტექსტის სამი მეოთხედი გამოქვეყნდა 7
დეკემბრის "ნ. ი. ჰერალდ ტრიბუნში". გადაწყვეტილების გამოქ-
ვეყნებისთანავე აშშ-ს გენერალურ პროკურორს უთქვამს, რომ
კმაყოფილებით იღებს ამ დასკვნას და რომ საქმე არ გადაინაც-
ვლებს უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლოში. ამის შემდეგ,
მოპასუხემ, სერფმა თქვა, რომ ის გამოაქვეყნებს წიგნს 19 იან-
ვრის საქმის შემდგომი წარმოების გათვალისწინებით (მე მგონი,
"მადამ ბოვარის" edition definitive-ს მსგავსად).
ჩემმა ადვოკატებმა კარგად ვერ გაიგეს, რატომ ჩაწერეს ასე-
თი რამ. მეც არ მესმის. ხომ გითხარით, რომ მე მეკუთვნის სრუ-
ლი საავტორო უფლებაც და ინტელექტუალური საკუთრების უფ-
ლებაც ინგლისში.
En somme,268 მსოფლიოს ინგლისურენოვანი მოსახლეობის
ერთმა ნახევარმა დათმო პოზიციები. მეორე ნახევარი კი ლეო
ბრიტანიკუსის შიშისმომგვრელი ბოდვის ცოტა ხნის მოსმენის

268
მოკლედ რომ ვთქვათ.
292 მკითხველთა ლიგა
შემდეგ პირველ ნახევარს ისევე შეუერთდება, როგორც ყოველ-
თვის ხდება ხოლმე.
სამწუხაროა, რომ არ ჩამოდიხართ. გისურვებთ ბედნიერ შო-
ბას და დიდ იღბალს მომავალ წელს. გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

293 მკითხველთა ლიგა


მაიკლ ჰიილის

ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციიდან


20 დეკემბერი, 1933
42 rue Galilee, Paris (Etoile)
ჩემო ძვირფასო მისტერ ჰილი, თანდართულ ბარათს ლუჩია
გიგზავნით, იგი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. იმედი მო-
მეცა, რომ აშშ-ს დასკვნის შემდეგ საქმე კარგად აეწყობა. 13 წე-
ლი დამჭირდა ამ წარმატების მისაღწევად. ინგლისიც, როგორც
ყოველთვის, მიბაძავს ამერიკას. ირლანდიას ეს ნაკლებად აინ-
ტერესებს, რადგან ამგვარი რამეების იქაური ბაზარი ანგარიშში
ჩასაგდები არც არის.
ავინიონიდან გამოგიგზავნეთ ყუთით ღვინო "კლოს ს. პატრი-
კოს 1920". იმ ადგილებში არის უძველესი ვენახი, რომელსაც,
ავინიონის (რომის) პაპების დროებით საცხოვრებლად გადაქცე-
ვის შემდეგ დაერქვა და ახლაც ასე ჰქვია "Chateauneufdu Pope",
მანამდე კი ცნობილი იყო სახელწოდებით "Vin De S. Patrice".
არც ერთ ირლანდიელს არ სმენია ამის შესახებ, გარდა გრაფი
ო’კელისა, რომელიც აქ ირლანდიის ფ. ს.-ს ნდობით აღჭურვილ
პირად მსახურობდა და დიულანტისა, რომელიც ლონდონში
უმაღლესი კომისრის სტატუსით იმყოფებოდა. მე მათ გავასინჯე
ის ღვინო, რომ დაენერგათ თავიანთ დიპლომატიურ მისიაში,
ოფისებსა თუ რასაც ეძახიან, იმაში. მე თვითონ არ ვსვამ, რადგან
წითელია, ხოლო მისივე სახეობის თეთრი ღვინო არ ვარგა.
გზაში აიმღვრეოდა, ამიტომ, რამდენიმე კვირით ბოთლები
მოათავსეთ საშუალო ტემპერატურის ოთახში.
ესტაბლეს ვუთხარი, წინასწარ გადაეხადა ბაჟი და იმედია,
ასეც მოიქცა.

294 მკითხველთა ლიგა


არ მისცეთ ნება მისტერ გრინის, თუკი დასაგემოვნებლად და-
პატიჟებთ, ძალზე შეუყვარდეს ეგ ღვინო, რადგან სადილობისას
რამდენჯერმე შევამჩნიე, ჩემს ზურგს უკან როგორ ანიშნებდა რა-
ღაცას ერთ მომხიბლავ ქალს, რომელიც მატარებელში გაიცნო.
მშვენიერი არჩევანი იყო ვატიკანიდან ჩამოსვლის შემდეგ ფოლი
ბერჟეს გვერდით მდებარე სასტუმროში გაჩერება. ვუთხარი კი-
დეც ეს მას.
მაშ, ასე, ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას, თვით პაპსაც,
რომელმაც დაგვლოცა და მოსამართლეებსაც, რომლებმაც თა-
ვისუფლება მიანიჭეს ჩემს წიგნსაც და ჩვენც. გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

295 მკითხველთა ლიგა


ჰარიეტ შოუ ვივერს

ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციიდან


28 ივლისი 1934
Grand Hotel Britannique, Spa, Belgique
ძვირფასო მის ვივერ, თუ შეიძლება, როცა წაიკითხავთ, უკან
გამომიგზავნეთ ეგ თანდართული მასალა. არ ვიცი, რა მოვუხერ-
ხო ამ lettrines.269 ახლა საშობაო ბაზარი დავკარგე წიგნისთვის.
გარდა მათი დაწესებული ფასისა, ისინი ითხოვენ რამდენიმე
თვის, სულ ცოტა, 3 თვის საზღაურსაც. გამოთაყვანებული იდიო-
ტი ვარ! თუკი ინგლისურ პრესაში გამოჩნდება, ნებისმიერი
ფრაგმენტი, სადაც ლუჩიას სახელი იქნება ნახსენები, ხომ გამო-
მიგზავნით? ჰოლანდიურ ფირმას უნდოდა მომემზადებინა ჩოსე-
რის პოემა, რომელიც მე არაფერი დამიჯდებოდა.
ერთი თუ ორი დღის წინ ჩამოვედით იმის გამო, რომ საშუალე-
ბა მიგვეცა აქ მომუშავე პერსონალისთვის, წესრიგში მოეყვანა
და შეეღება ბინა, რომელშიც ოცი წელი ცხოვრობდა ერთი და
იგივე ხალხი.
ასევე, ჩემს ცოლსაც სჭირდებოდა გარკვეული დრო და სივ-
რცე, თავისი ძალზე გადაქანცული ნერვული სისტემის დასამშვი-
დებლად. აქაურობა (ჩემი არჩეულია) უდავოდ ყველაზე მომხიბ-
ლავია მისი ყაიდის იმ ადგილებს შორის, რომელიც კი გვინახავს,
თუმცა ამინდი ცუდი იცის. ყველაზე შემაწუხებელი ის არის, რომ
გაზეთის გამყიდველი ბიჭები გარს უვლიან ქალაქს და მთელი
ხმით გაჰყვირიან "L’Austriche"-ს. ვეჭვობ მისტერ "ჰიტლერ-მის-
ლერმა" მალე შეიძინოს თაყვანისმცემლები ევროპაში, გარდა

269
პაუნდი სიმპათიით იყო განწყობილი მუსოლინის იდეების მიმართ და ეს
განწყობა გავრცელდა ჰიტლერზეც. უინდჰემ ლუისმაც, რომელიც იზიარებდა
ნაცისტურ შეხედულებებს, სტატიების მთელი სერია მიუძღვნა ამ საკითხს და
შემდეგ მათ თავი მოუყარა თავის წიგნში "ჰიტლერი".
296 მკითხველთა ლიგა
თქვენი და ჩემი დისშვილ-ძმისშვილების, ასევე, ბატონების – უ.
ლუისის და ე. პაუნდისა.270 ჩემი ცოლი სამკურნალო აბაზანებს
იღებს, რაც, ჩემი აზრით, სასარგებლო იქნება მისთვის. ლეონმა
თუ გამოგიგზავნათ ხელნაწერები?მეფე ედვარდმა ამ ადგილზე
ბრძანა დოღის გამართვა. ერთობ გამოგადგებათ საშობაოდ ბუხ-
რის დასანთებად.
ისევ გაფაციცებული ველოდები ახალ ამბებს აშშ-ს სასამარ-
თლოდან. მე მგონი, მათი ხანგრძლივი შვებულება ამ თვის 31-
მდე გაგრძელდება. ვგონებ, ეს კარგის ნიშანი უნდა იყოს.
ამასწინათ, წავიკითხე ამ ზაფხულს ინგლისს თავსდატეხილი
ჩვეული საშინელი ჭექა-ქუხილიანი ქარიშხლის შესახებ. მად-
ლობა იუპიტერს, ჩვენ რომ დავაღწიეთ თავი იქაურობას.
მე ბევრს ვმუშაობ და თუკი ისევ სასამართლოს წინაშე მომი-
წევს წარდგომა, წარმატებით გავართმევ თავს.
როგორც ვფიქრობ, თქვენ უძლებთ ყოველგვარ ამინდს და
ჯანმრთელადაც ბრძანდებით. კეთილი სურვილებით. გულწრფე-
ლად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

270
იგულისხმება "ფინეგანის ღამისთევა" ხელნაწერები.
297 მკითხველთა ლიგა
ალფრედ ბერგანს

ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის კოლექციიდან


20 დეკემბერი, 1934
კარლტონ ელიტ ჰოტელი, ციურიხი
ძვირფასო მისტერ ბერგან, ახლა მაქვს ერთადერთი შესაძ-
ლებლობა, შობადღეს სასმელზე დაგპატიჟოთ ჩვენი სადღეგრძე-
ლოს დასალევად, გთხოვთ, მიიღოთ მოწვევა.
ჩვენ კვლავაც აქ გვიწევს დაყოვნება და პარიზში ახალ წლამ-
დე ვერ ვბრუნდებით. იმედი მაქვს, კარგ ჯანზე და ხასიათზე
ბრძანდებით. ჯორჯომ (ჩემმა შვილმა) ნიუ-იორკის რადიოში თა-
ვისი პირველი კონცერტი გამართა ერთი კვირის წინ და ისიც ვერ
ჩამოვა პარიზში გაზაფხულამდე. მაკკორმაკი ამბობს, რომ მას
მომხიბლავი ტემბრის ბასი აქვს. როგორ გაუხარდებოდა მამა-
ჩემს ეს ამბავი. ჩვენს ოჯახში, ორივე მხრიდან, თაობები დაჯილ-
დოებული იყვნენ მუსიკალური ნიჭით, მაგრამ კარიერა ამ სფე-
როში არავის გაუკეთებია. მაკგუკინი მამაჩემზე ამბობდა, თავის
დროზე საუკეთესო ტენორი იყოო ირლანდიაში. თქვენ მაშინ არ
მოგისმენიათ მისთვის, საუკეთესო ფორმაში რომ იყო. ხმა ძალ-
ზე უგავდა ჟან დე რეზკეს. თუ გახსოვთ, რამდენი მხიარული სა-
ღამო გაგვიტარებია ჩვენს სახლში?
რაც შეეხება თქვენს შეკითხვაზე პასუხს. არა, არ მაინტერე-
სებს ირლანდიური დოღის ტოტალიზატორის ბილეთები. ასე
მგონია, დუბლინის საავადმყოფოების კიბე წმინდა ოქროთია ჩა-
მოსხმული. ყველაზე წესიერი არსებები, ვინც კი რბოლაზე მინა-
ხავს, ცხენები არიან. სპარსეთის ცხონებულმა შაჰმა, როცა მეფე
ედვარდმა გუდვუდში271 დაპატიჟა, თქვა: "მე ვიცი, რომ ერთი

271
ზღაპრული მხიარულებისა და გართობის ქვეყანა.
298 მკითხველთა ლიგა
ცხენი მეორეზე სწრაფად დარბის, მაგრამ არ მაინტერესებს, კონ-
კრეტულად რომელია სწრაფი".
უამრავ სიკეთეს გისურვებთ საშობაოდ და საახალწლოდ, მე-
გობრული მოგონებებითა და გულწრფელობით,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

299 მკითხველთა ლიგა


ლუჩია ჯოისს

ტეხასის კოლექციიდან
27 აპრილი, 1935
7 rue EdmondValentin, Paris 70
(თარგმანი)
ძვირფასო ლუჩია, გიგზავნი კიდევ 2 ფუნტ სტერლინგს. იმე-
დია, მიიღე ტოლსტოის ტომები. ჩემი აზრით, "რამდენი მიწა
სჭირდება ადამიანს" საუკეთესო მოთხრობაა მსოფლიო ლიტე-
რატურაში. ასევე, ძალზე მომწონს "ბატონები და მსახურები",
იმის მიუხედავად, რომ ეს მოთხრობა გარკვეული პროპაგანდის
მატარებელია.
მართალია, სააღდგომოდ მთავარი საკვები კვერცხია, მაგ-
რამ, იმედია, ერიდები მის ჭამას. წერილი მომივიდა ჰელენისგან.
ეტყობა, ყველას ჩვენ-ჩვენი გაჭირვება გვაქვს. ნამდვილად არ
არის მათი ბრალი ის, რომ ვერ მიაგნეს თავიანთ საოცნებო ქვე-
ყანა ქოკეინს. ორ რამეს გეტყვი გასამხიარულებლად. ჯორჯომ
წვერი მოუშვა და შენმა მიწერილმა წერილმა მასთან ჩასვლამდე
ჯერ vielgesungenes Deutschland-ი "მოილოცა".
კი, გაზეთებში წავიკითხე დუბლინ პლაზაში გაჩენილი ხან-
ძრის შესახებ, მაგრამ ამ ამბავმა დიდად არ იმოქმედა ჩემზე. მეჩ-
ვენება, რომ ქალბატონმა ანა ლივიამ არ შეასრულა თავისი მო-
ვალეობა მაშინაც კი, როცა მეხანძრეები თავიანთ საქმეს აკე-
თებდნენ. ბევრი კვამლი და ცოტა წყალი. მათ უნდა იშოვონ სხვა
შენობა, სადაც გააგრძელებენ თავიანთ კეთილშობილურ საქმეს
დუბლინის საავადმყოფოების, საცოდავი ექიმების, საცოდავი
მედდების, საცოდავი ავადმყოფების და ამ უკანასკნელთა ნუგე-
შისმცემლების – საცოდავი მღვდლების საკეთილდღეოდ. ნება
მომეცი, ვიქვითინო. გაუმარჯოს მოჯირითე ცხენებს!

300 მკითხველთა ლიგა


მღვდლებზე გამახსენდა, ბიბლიოთეკაში თუ ჩაეწერები, გა-
მოიტანე წიგნი "მოძღვარი ჰილის ცხოვრება". მე მას ვიცნობდი
და, მგონი, ჩემს ოჯახში რომელიღაც ბავშვი, გოგო თუ ბიჭი, მო-
ნათლა. ის იყო "ლითელ ბრეის" სამრევლოს მღვდელი, ხშირად
დაიარებოდა მეფისნაცვლის კარზე და იყო ძალზე გონიერი კაცი.
ანგელოზს, რომელიც წელიწადის დროებს განაგებს, დაავიწ-
ყდა, რომ მაისის თვე დგება, რადგან ყოველდღე გვიგზავნის ცივ,
ნესტიან და ღრუბლიან ამინდს.
შენ რომ შემატყობინე ბუნგალოში მოსული ორი ხულიგნის
შესახებ, ისინი ალბათ ის მძარცველები არიან, რომლებიც რამ-
დენიმე ხნის წინ შეეცადნენ ბუნგალოში შეღწევას ხელოვნების
საგანძურის, ოქროს მონეტებით სავსე სკივრისა და იქ არსებული
ძვირფასი ნივთების მოსაპარად. აშკარაა, რომ ამ ცინიკურ და
უხეშ სამყაროში ჯერ კიდევ არსებობენ იდეალისტები და ამის შე-
დეგია, რომ ტრამვაის მესვეურთა და სხვ. გაფიცვა მეცხრე კვი-
რაა გრძელდება. რა ბედნიერი დღეები დაუდგათ ხარაზებს! ზოგი
ჭირი მარგებელია.
თუმცა, ეს ხარაზებიც რამდენს გასწვდებიან. გატყობინებ, იმის
შესახებაც, რომ მისის ბეილიც გაემგზავრა ბრეიში თუ სადღაც
ბრეის მახლობლად. როგორც წავიკითხე, მუნიციპალიტეტი ბევრ
ახალ სახლს აშენებს. ღმერთმანი, სრულიად გასაგებია, რატო-
მაც.
კარგად ვართ და იმედია, შენი ჯანმრთელობაც უმჯობესდება.
მელანქოლიაში ხომ არ ვარდები ხოლმე. ერთ მშვენიერ დღეს
შენთვის ყველაფერი შეიცვლება და თანაც იმაზე ადრე, სანამ შენ
გგონია.
როგორც შენ ამბობ, კარანი გამქრალიაო. ალბათ უბრალოდ
იმალება ბუჩქის უკან. მის კასტელოსთან ერთად ჩაიც დაგილე-
ვია. ძალიან კარგი. ეგ სახელი იტალიურს ჰგავს, მაგრამ სრუ-

301 მკითხველთა ლიგა


ლიადაც არ არის იტალიური. ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს ორი ირ-
ლანდიური სიტყვის: "ლამაზი ფეხის" გამრუდებული ვარიანტი.
რამე თუ დაგჭირდება, ვთქვათ, ტანსაცმელი და სხვა რამ მო-
მავალი სეზონისთვის, გაგვაგებინე. პოეტმა ბაირონმა დაწერა
ასეთი სტრიქონები:
"ინგლისური ზამთარი მთავრდება ივლისში
და ისევ ბრუნდება აგვისტოს თვეში".
ჩვენ ყოველთვის მოუთმენლად ველოდებით შენს წერილებს,
ბევრს ვფიქრობთ შენზე, იმედით ვართ სავსე, რომ იქაურობა დი-
დად გრგებს.
მოკითხვა გადაეცი შენს ბიძაშვილს ბოშენკას, რომელმაც
რამდენჯერმე მომწერა წერილი და მეც მივწერე მადლობა. გეხ-
ვევი, შენი
ბებბო
P. S. ერთ დღეს ვინმე ულისე იჯდა ნიმფა კალიფსოს კუნძუ-
ლის სანაპიროზე და ჯოხით ქვიშაზე წერდა. ნეტავ შენი მოწერი-
ლი ბარათები ნეო ნეაპოლის ყურეში მდგარ ლურჯ წყალში ჩაწო-
ბილი იაპონური ქოლგით ხომ არ არის ნაწერი? ყოველ შემთხვე-
ვაში სამიდან ორი ბარათი მაინც ასე იქნება. კარგია, ანგელო-
ზებს რომ მოაქვთ შენთან ამბები, რადგან ბერძნულად ანგელოზი
შიკრიკს ნიშნავს.
ბ.

302 მკითხველთა ლიგა


ჰარიეტ შოუ ვივერს

ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციიდან


1 მაისი, 1935
7 rue EdmondValentin, პარის 7 0
ძვირფასო მის ვივერ, არ ვიცი, რამეს თუ გაიგებთ ამ წერილი-
დან. ამ დილით ქუჩაში მხედველობა ძალზე დამებინდა. იმის გა-
მო, რომ აღარ მინდოდა ჯოლასების შეწუხება, ამას წინათ ექვსი
საათის განმავლობაში მე თვითონ ვაკეთებდი კორექტურას და
შეცდომები გამეპარა.
ჯერ შედარებით უმნიშვნელო ამბებით დავიწყოთ. მე ვერ შევ-
ძელი, უფრო სწორად, ლეონმა [ვერ შეძლო] ერთი პენის ამოღე-
ბაც კი იმ ჰოლანდიელი გამომცემლისგან, რომელსაც ლუჩიასი
და ჩემი 40 000 ფრანკი მართებს, ამას
ემატება ისიც, რომ ამერიკელ გამომცემელს მოსაცემი აქვს
ჩემი ჰონორარი 10 000 თუ 15 000 ეგზემპლარისა, რომლის გა-
მოგზავნასაც, მგონი, არც აპირებს. რაც შეეხება "ულისეს" ამერი-
კული გამოცემისთვის შექმნილ ილუსტრაციებს, ისინი თქვენ გე-
კუთვნით უკუნითი უკუნისამდე, ამინ. მათ რომ ჰ. მ.-ს272 მაგიერ
ხელს აწერდეს ლ. ჯ. ხალხი სულ სხვა რამეს ილაპარაკებდა. ჩემ-
თვის ძალზე მტკივნეულია იმისი გაცნობიერებაც, რომ ლუჩიას
მომავალი არა აქვს, მაგრამ ამას არ შეუძლია შემაცვლევინოს
შეხედულება იმის შესახებ, თუ რა განსხვავებაა ლამაზს, მახინჯსა
და უფორმოს შორის. ამ საკითხშიც, როგორც სხვა ბევრში, უმცი-
რესობაში ვარ. თუკი მე ვიტყვი, რომ ისეთი ხმა, როგორიც აქვს
სალივანს, მსოფლიოს არ მოუსმენია მთელი 50 წლის განმავ-
ლობაში, რომ რუსი მომღერლის – ზაპოროჟეცის ბანის გვერდით
შალიაპინის ხმა იაფფასიან სტვენას ემსგავსება, რომ ინგლისურ

272
ჰენრი მატისი.
303 მკითხველთა ლიგა
პროზაში არ შექმნილა ნაწარმოები, რომელიც შეედრებოდა ან-
გლიკანური სარწმუნოების იმ პატარა პასტორის ლაქლაქს, რო-
მელიც მოგვიანებით ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოების დიდ
მოღვაწედ273 იქცა, ადამიანები ჩუმად მომისმენენ, რადგან ეს სა-
ხელები მათთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. მაგრამ მე რომ ოთა-
ხიდან გამოსული ოდნავ წავტორტმანდე, ეჭვი არ მეპარება, შუბ-
ლზე ხელს შემოირტყამენ და ამოიოხრებენ.
ახლა, რაც შეეხება, ზოგადად, ბანს და კონკრეტულად ჩემს
ვაჟს, იგი გაემგზავრა ამერიკაში, როგორც გვითხრეს, ოთხი
თვით. ერთი წელი ისედაც ჰქონდა იქ გატარებული. ამჟამად
ძალზე გაღლეტილია. მან ორჯერ იმღერა რადიოში იმ ადამიანე-
ბისთვის, რომლებსაც უყვართ საცოდავი ირლანდია და ახლა მას
დაჟინებული აქვს, თუკი მათთვის სიამოვნების მინიჭება მოუ-
წევს, სამუდამოდ უნდა დაივიწყოს ევროპის არამუსიკალური
ქვეყნები და მიკროფონში უმღეროს მათ "დედის სიმღერა" ან "სა-
მოთხის ერთი მტკაველი". იქ მთლიანობაში სულ 35$ იშოვა. ამ
თანხის შოვნა შეეძლო სამხრეთ საფრანგეთის ნებისმიერი ქა-
ლაქის აუდიტორიისთვის ჩატარებული ერთი კონცერტით, რად-
გან ეს მსმენელი, მიუხედავად იმისა, რომ ნივრის სუნითაა გაჟ-
ღენთილი, კოვენტ გარდენისა და მეტროპოლიტენ ოპერის ათას-
ნაირი ჯურის მსმენელთან შედარებით უკეთ არჩევს კარგსა და
ცუდს. მე მას ათასობით მუსიკალური ნაწარმოებები გავუგზავნე.
ვერაფერშიც ვერ გამოიყენა. იქაურებს დაუჟინიათ, რომ (ჩემი ვა-
ჟი) ერინის მწვანე კუნძულიდან არის და ამიტომ უნდა იმღეროს
"ბლაზერსკაიტის" კლასიკური არია.
ამ წერილს იმიტომ გწერთ, რომ ლეონმა გამაგებინა, თქვენი
კეთილშობილი განზრახვის შესახებ, თუ როგორ დაურეკეთ წუ-
ხელ ჩემი ამბის გასაგებად. მძინავს კუნძივით, ვჭამ ღორივით და

273
ლაპარაკია კარდინალ ნიუმანზე.
304 მკითხველთა ლიგა
ჩემზე ამბობენ, რომ მაქვს une mine superbe. მაგრამ მათ რომ
სიღრმეებში ჩახედვა შეეძლოთ, სხვა სიტყვებს გამოიყენებდნენ.
თავი ის ცხოველი მგონია, რომელსაც ოთხჯერ ჩაარტყეს თავში
ჩაქუჩი. მაგრამ ჩემი შვილებისა და შვილიშვილის მიმართ მიწე-
რილ წერილებში მაინც ვინარჩუნებ მხიარულ, პასუხისმგებლო-
ბით სავსე ტონს.
რაც შეეხება ლუჩიას, თქვენი წერილიდან მაინც ვერ გავიგე,
მოგეწონათ ის თუ არა. არადა, ამას ძალზე დიდი მნიშვნელობა
აქვს. ის თქვენთან იმიტომ არ ჩამოსულა, რომ პარაზიტივით დაგ-
წოლოდათ კისერზე. გთხოვთ, ნუ იფიქრებთ, თითქოს იმის გამო,
რომ ჩემი ოჯახის წევრები ჩემს გვარს ატარებენ ან გარეგნულად
თუ ვოკალური მონაცემებით მგვანან (ჯორჯოსა და ლუჩიაზე არ
ვამბობ, რა თქმა უნდა), ყოველმხრივ ჩემნაირები არიან. Non,
merci! ლონდონში ყოფნისას ჩემი იმბეცილი ძმის იდიოტ ვაჟს
ყოველკვირეული ხელფასი შევთავაზე, ჩანაწერების გაკეთებაში
რომ დამხმარებოდა და თან გაეგო, რაზე იყო ის წიგნი (ჰო, მარ-
თლა, რა ისმის წიგნზე?) მე მას მივეცი ესეების კრებული, რო-
მელსაც ერქვა "Exag". მისმა "მშვენიერმა" წმინდაწყლის ირლან-
დიელმა დედინაცვალმა, რომლის სახის დანახვისას ზანგიც კი
დამფრთხალი მოკურცხლავს, წიგნი ბუხარში შეაგდო და აუკრძა-
ლა ჩემთან ჩამოსვლა. ლუჩიას მათთან სტუმრობის შემდეგ არც
ერთ მათგანს სტრიქონიც კი არ მოუწერია. ჩემმა ბიძაშვილმა,
რომელსაც ასევე ეწვია ლუჩია და რომელიც აქ კატების გამოფე-
ნისთვის იყო ჩამოსული, ღირსადაც კი არ ჩათვალა ჩემი შვილი
საიმისოდ, რომ ჩვენთვის დაერეკა ან ცოტა ხნით მაინც რომ შე-
მოევლო. ეტყობა, ეს ქარაფშუტა ქალბატონი განრისხებულია
ჩემზე იმის გამო, რომ ძალზე ცივად ვუპასუხე შარშან ტაქსით
მგზავრობისას ჩემდამი მისი თბილი გრძნობების გამოხატვისას
(რაღა თქმა უნდა, ძალზე არა გულწრფელის). მას ავიწყდება, ან
ალბათ, არც გაუგია, რომ ამ ცოდვილ, ღვინის ქალაქში ქალი და
305 მკითხველთა ლიგა
ჭკუა ბაზარში თავისუფლად იყიდება. მას შემდეგ, რაც ლუჩია ირ-
ლანდიაში ჩავიდა, გარდა ფულის სათხოვნელად გამოგზავნილი
ტელეგრამებისა, არავითარი ამბავი არ მოგვსვლია ჩემი დისგან,
მხოლოდ ერთხელ მომწერა რამდენიმე სტრიქონი სასტუმრო-
დან. მის ქალიშვილებს, რომლებიც ბაჯენის თქმით, კინომსახიო-
ბებივით ლამაზები არიან, ახლა კალმისთვის მოუკიდიათ ხელი.
აურაცხელი წერილი მოვიდა ჩემი მეგობარი კარანისგან, მაგრამ
მე კი არ მწერს, არამედ, ჩემს ცოლს, მრავალტანჯულ დედასა და
რენეგატის მეუღლეს. ჩემი ცოლი არ პასუხობდა, რადგან ფიცი
ჰქონდა დადებული, მხოლოდ შვიდ წელიწადში ერთხელ გაეგ-
ზავნა ვინმესთვის ბარათი, მაგრამ, რადგანაც კარანი წერილებ-
ში სთავაზობდა ლუჩიას მიყვანას ექიმთან, რომელსაც შეერთე-
ბულ შტატებში ჰქონდა გავლილი ფსიქოანალიზის კურსი, მე მა-
შინვე შევეხმიანე ტელეგრაფით.
ბევრი ლაპარაკისა და შეგონების შემდეგ ვაიძულე ჩემი ცო-
ლი, მიეწერა ლუჩიასთვის, ასე რომ, წერილებში, რომელიც ახ-
ლა მოგვდის, ორივე ჩვენგანს მოგვმართავს ხოლმე. ეს გარკვეუ-
ლი წინსვლაა უკვე. მართალია, მიხარია, რომ ლუჩიას არ ემუქ-
რება რამენაირი საფრთხე, არც პარიზიდან და არც ლონდონი-
დან, მაგრამ კარზე ზარის ყოველი დარეკვისას ელდა მეცემა
ხოლმე, რადგან არ ვიცი, რა ამბავს მომიტანს ფოსტალიონი ან
ტელეგრაფისტი. თუკი რამე ცუდი იქნება, ყველაფერი მე დამ-
ბრალდება.
შესაძლოა, ცოტა ავჩქარდი იმის გაფიქრებით, რომ თქვენ ეჭ-
ვი შეგეპარათ ლუჩიას სიტყვებში. ჩემი აზრით, ისევ და ისევ მე
ვრჩები უმცირესობაში, რადგან ყველა სხვას ის აშკარად გიჟად
მიაჩნია. ძალზე ხშირად იგი სულელივით იქცევა, მაგრამ მისი
გონება ისეთივე ნათელი და სავსეა, როგორიც ელვა. ის ფანტას-
ტიკური არსებაა, რომელიც საუბრობს თავისი გამოგონილი უც-
ნაურად შემოკლებული სიტყვებით. მე მესმის მისი ენა, ძირითა-
306 მკითხველთა ლიგა
დად, მესმის. ლონდონში წასვლამდე დამელაპარაკა თქვენზე და
იმ ყველაფრის შესახებ, რაც ჩემთვის გააკეთეთ. მას უნდოდა, თა-
ვისი პიროვნების მეშვეობით სამუდამოდ გაემყარებინა კავშირი
ამ სტრიქონების დამწერ თავგზაარეულ კაცსა და ისეთ ღირსეულ
ადამიანს შორის, როგორიც თქვენ ბრძანდებით. ამის შემდეგ
მსგავსი იმედით გაემგზავრა ირლანდიაში. ისეთ დამოკიდებუ-
ლებას, რასაც თქვენთან ეზიარა, იქ ვერ იპოვის. რომ იცოდეთ,
რა კარგად ვიცნობ იმ მზერას, რომლითაც მას შეაფასებენ! ლე-
ონი წუხს იმის გამო, რომ ლუჩია თავისი საქციელით შებღალავს
ჩემს სახელს. ჩემი ცოლიც, რომელიც ალბათ, სწორედ ისეთი დე-
დაა, როგორსაც მისი ორივე შვილი იმსახურებს, მათნაირია, და
ფიქრობს, რომ სწორედ ეს არის ჩემი გამუდმებული ელდის ძი-
რითადი მიზეზი, მაგრამ რამდენადაც ჩემს თავს ვიცნობ, ვხვდე-
ბი, რომ ეს ასე არ არის.
სანამ (ლუჩია) ჩემთან იყო, ვგრძნობდი, რომ შემეძლო მისი
გაკონტროლებაც და ჩემი თავისაც. ამას ვახერხებდი კიდეც. მაგ-
რამ ახლა, ჩემი ცოლის თავდადებული მხარდაჭერის და ლეონის
ერთგული მეგობრობის მიუხედავად, რომ აღარაფერი ვთქვა
თქვენი გულმხურვალე და მოთმინებით სავსე თანადგომის შესა-
ხებ, მაინც მაქვს მომენტები, როცა გული მხოლოდ რისხვითა და
სასოწარკვეთით მევსება, ბრმა კაცისთვის დამახასიათებელი
რისხვითა და სასოწარკვეთით.
არც ისეთი მტკნარი გიჟი ვარ, ასეთ რამეს რომ ვიგონებდე.
მაგრამ მოვლენებს ვეღარ ვაკონტროლებ. ბევრისგან მესმის,
რომ ცუდ გავლენას ვახდენდი და ვახდენ ჩემს შვილებზე. თვი-
თონ რაღას აკეთებენ ამ ცუდი გავლენისგან თავდასაღწევად? მე-
ორე მხრივ, გულწრფელად რომ ვთქვათ, რისკენ უნდა მივუთი-
თო? პარიზი ჩემსავით გოროზ ნანგრევებს ან, თუ გნებავთ, გახ-
რწნილ ბედოვლათს ჰგავს. ყოველთვის, რამდენჯერაც რადიოს
ჩავრთავ, მესმის რომელიმე ინგლისელი პოლიტიკოსის ნაბოდ-
307 მკითხველთა ლიგა
ვარი სისულელეები ან მისი მსგავსი გერმანელის ყვირილი თუ
გიჟივით ხმის ჩახლეჩამდე ღრიალი. შეიძლება ირლანდია და შე-
ერთებული შტატები უფრო უსაფრთხო ადგილებია, არადა, სრუ-
ლიად შესაძლებელია, სინამდვილეში სწორედ იქ აგიზგიზდეს
ხანძარი. რაც მოსახდენია, მოხდეს. ჩემი ღერბის ქვეშ არსებული
დევიზი ღაღადებს: Mors aut honorabilis vita.
კიდევ ის მინდა გითხრათ, რომ ჩემი ვაჟის ექიმს, გამოთაყვა-
ნებულ იანკის სურს ოპერაცია გაუკეთოს ყელში. ხოლო ის ყოჩა-
ღი გამომცემელი, მისტერ ჯონ ალენი,274 რომელმაც "ულისეს"
ბეჭდვა გასულ ოქტომბერს დაიწყო, ჯერ ისევ პირველ გვერდს
ამუშავებს.
ეს-ესაა, მოვიდა გოგონა, რომელმაც მომიტანა ორი წერილი,
ერთია მისტერ ბეილისგან,275 რომლის მეუღლეც აგრეთვე ბრე-
იში გაემგზავრა, მეორე ლუჩიას გამოუგზავნია, მაგრამ ჯერ ვყოყ-
მანობ, გავხსნა თუ არა. ახლა ავდგები და ორივეს ლეონს წავუ-
ღებ, მაგრამ არ ვიცი, კებს ვიშოვი თუ არა, რადგან დღეს სოცია-
ლისტების დღესასწაულია. სრულიად შესაძლებელია, ახლა გა-
რეთ პეტრე პირველის შთამომავალნი დაძრწოდნენ და დათარე-
შობდნენ. თუ რამე საგულისხმო იქნება ლუჩიას წერილში, პოს-
ტსკრიპტუმით შეგატყობინებთ.
თვალები უკიდურესად დამეღალა, ამ ეპისტოლეს წერა რამ-
დენჯერმე შემაწყვეტინა თვალებიდან გამონადენმა სითხემ.
თუკი გამომიგზავნით ბარათს, მომწერეთ, მოგეწონათ თუ არა
ლუჩია. თვითონ მითხრა, რომ თავის წერილთან ერთადგამოაგ-
ზავნიდა თქვენ მიერ მისთვის მიწერილ ბარათს, მაგრამ, რა თქმა
უნდა გონებაგაფანტულობის გამო დაავიწყდა. როგორც ექიმები
ამბობენ, შეიძლება ის გიჟიც კი იყოს, მაგრამ მე არ მინდა თქვენც

274
ჯოისს შეეშალა გვარი, უნდა იყოს ჯონ ლეინი.
275
ფრანგი მეწარმე, რომლის ცოლიც ნორას მსგავსად გოლვეიდან იყო წარ-
მოშობით.
308 მკითხველთა ლიგა
ასევე მოიხსენიოთ იგი ჩემს ბიძაშვილთან, დასთან ან ვინმე
სხვასთან. თუ მას ვინმე გიჟად მოიხსენიებს, მაშინ მეც გიჟი ვყო-
ფილვარ. საუკეთესო სურვილებით, გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

309 მკითხველთა ლიგა


შონ ო’ფაოლაინს 276

ელმანის კოლექციიდან
16 ივლისი, 1936
7 rue EdmondValentin, Paris 7 0
ძვირფასო სერ, მარტოსული ჩიტი, მშვენიერი ნაცრისფერი
მოჭიკჭიკე არსება, რომელიც ახლა გალიაში მყავს, გუშინ დი-
ლას ღია ფანჯრიდან შემოფრინდა ჩვენს ბინაში. იქნებ ქალაქის
თავზე მფრინავი საჰაერო ესკადრილიისგან შეშინებული თავშე-
საფარს ეძებდა ან იქნებ ვიკლოუდან იმის შესახსენებლად მოვი-
და, რომ ჯერაც არ შემიტყობინებია თქვენთვის თქვენი წიგნის მი-
ღების შესახებ. ამას ახლა ვაკეთებ დიდი მადლიერების გრძნო-
ბით.
ერთი კია, ვშიშობ, რომ ვერაფერში გამოგადგებით. მე აღარ
ვწერ არც ერთი ჟურნალისთვის ან რომელიმე პერიოდული გა-
მოცემისთვის. აგერ უკვე რამდენი წელია, არ წამიკითხავს რაიმე
რომანი არც ერთ ენაზე, ამგვარად, ჩემს აზრს არანაირი ღირებუ-
ლება არ გააჩნია. წიგნებს ზოგჯერ მხოლოდ მაშინ ვყიდულობ,
თუკი მათ ავტორებს პირადად ვიცნობ. ამის მიუხედავად, მომა-
ვალ თვეში დასასვენებლად რომ წავალ, თქვენს წიგნს თან წავი-
ღებ.
დიდი გულისხმიერება იყო თქვენი მხრიდან ამ წიგნის გამოგ-
ზავნა. გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

276
ირლანდიელი მწერალი და კრიტიკოსი, ჯოისს გაუგზავნა თავისი ახალი
რომანი "მარტოსული ჩიტი".
310 მკითხველთა ლიგა
სტივენ ჯოისს

სტივენ ჯოისის კოლექციიდან


10 აგვისტო, 1936
Villers s/ Mer
ძვირფასო სტივ, რამდენიმე დღის წინ გამოგიგზავნე პატარა
კატა, რომელიც სავსეა კანფეტებით, თუმცა, ვგონებ, შენ არ იცი
ბოჟანსელი კატის ზღაპარი.
ბოჟანსი არის პატარა ქალაქი, რომელიც მდებარეობს საფ-
რანგეთის ყველაზე გრძელი მდინარის – ლუარას ნაპირზე. ის
ძალზე განიერი მდინარეა, ყოველ შემთხვევაში, საფრანგეთში
მაინც. ბოჟანსთან იმდენად ფართოა, რომ გადაცურვა თუ მოგინ-
დება, სულ ცოტა, ათასი ნაბიჯის მანძილის გადალახვა მაინც მო-
გიწევს.
წინათ, როცა ბოჟანსელებს მდინარეზე გადასვლა მოუნდებო-
დათ, ნავებს იყენებდნენ, რადგან მაშინ ხიდები არ ჰქონდათ, ამ
ხალხს არც თვითონ შეეძლო მათი აგება და არც ფული ჰქონდა,
ვინმესთვის რომ გადაეხადა ხიდის ასაშენებლად. რა უნდა ექ-
ნათ?
ეშმაკმა, რომელიც ყოველთვის კითხულობს გაზეთებს, შეიტ-
ყო მათი გაჭირვებული მდგომარეობის შესახებ, ამიტომ ადგა,
კოხტად გამოეწყო და ბოჟანსის ლორდმერის, მისიე ალფრედ
ბირნისკენ გასწია. ამ ლორდმერს კარგად ჩაცმა უყვარდა. იგი
ატარებდა მეწამულ მოსასხამს, ხოლო დიდებული ოქროს ჯაჭვი,
კისერზე მაშინაც კი ჰქონდა ჩამოკიდებული, როცა ლოგინში სა-
ბანში გახვეულს ეძინა.
ეშმაკმა აუწყა ლორდ-მერს, რაც გაზეთით შეიტყო და უთხრა,
რომ მას შეეძლო ხიდის აშენება ბოჟანსის მოსახლეობისთვის,
რომელსაც საშუალება ექნებოდა, როცა მოისურვებდა, მაშინ გა-

311 მკითხველთა ლიგა


დასულიყო მდინარეზე და ისიც დასძინა, რომ ამ საუკეთესო
ხიდს, რომელსაც ბადალი არ ექნებოდა, ერთ ღამეში ააგებდა.
ლორდ-მერმა ჰკითხა, თუ რა თანხას მოითხოვდა ამ საქმის გაკე-
თებისთვის, ეშმაკმა კი უპასუხა, რომ ფული არ უნდოდა, ერთა-
დერთი, რასაც ითხოვდა, იყო შემდეგი, – ის, ვინც პირველი გა-
დავიდოდა იმ ხიდზე, მისი საკუთრება უნდა გამხდარიყო. კარ-
გიო, დათანხმდა ლორდმერი.
დაღამდა, ბოჟანსის მოსახლეობამ საწოლებს მიაშურა და
ძილს მისცა თავი. გათენდა. ხალხმა ფანჯრებში გაიხედა და ყვი-
რილი აღმოხდა: "ო, ლუარაზე რა მშვენიერი ხიდია! მათ თვალ-
წინ მდინარეზე გადაჭიმულიყო ქვის ფართო ხიდი.
ხალხი ხიდის დასათვალიერებლად გაიქცა. ხიდის ბოლოს
იდგა ეშმაკი და ელოდა ადამიანს, რომელიც პირველი გადაკ-
ვეთდა მდინარეს. მაგრამ ეშმაკის დანახვით დაზაფრული მოსახ-
ლეობიდან ვერავინ ბედავდა ამ ნაბიჯის გადადგმას.
გაისმა საყვირის ხმა, რაც იმისი ნიშანი იყო, რომ ხალხი უნდა
გაჩუმებულიყო. ამის შემდეგ ლორდმერი მ. ალფრედ ბირნი გა-
მოჩნდა თავისი მეწამული მოსასხამითა და კისერზე შემოხვეული
მძიმე ოქროს ჯაჭვით. მას ერთ ხელში ეჭირა წყლით სავსე სათ-
ლი, მეორე ხელით კი კატა მიჰყავდა.
მდინარის მეორე ნაპირზე მყოფმა ეშმაკმა მერი რომ დაინახა,
ცეკვა შეწყვიტა და გრძელი ჭოგრიტი მოიმარჯვა. ხალხი ერთმა-
ნეთში მოჰყვა ჩურჩულს, ხოლო კატა ლორდმერს მიაცქერდა,
რადგან ქალაქ ბოჟანსში კატებს უფლება ჰქონდათ, შეეხედათ
ლორდმერისთვის. როცა ის ლორდმერის ყურებით დაიღალა
(ზოგჯერ კატებიც იღლებიან ხოლმე ასეთი პერსონების ყურე-
ბით), იგი პატრონის ოქროს ჯაჭვს შეეთამაშა.
ლორდმერი ხიდის თავს მიუახლოვდა, კაცებს სუნთქვა შეეკ-
რათ, ქალებმა კი ენას კბილი დააჭირეს. ლორდმერმა კატა ძირს,
ხიდზე დასვა და თვალის დახამხამებაში მთელი სათლი წყალი
312 მკითხველთა ლიგა
ზედ დააცალა ცხოველს. სათლსა და ეშმაკს შორის მოქცეულმა
კატამ არც აცია, არც აცხელა, ყურებგადაწყობილმა გადაირბინა
ხიდი და ეშმაკის მკლავებში ამოჰყო თავი.
ეშმაკი ზუსტად ისევე გაშმაგდა, როგორი გაშმაგებაც იცის
ხოლმე.
Messieurs les Balgentines, – გასძახა ხიდსგაღმა მყოფთ, –
vous n’etes que des chats! – მერე კატას მიუბრუნდა: Viens ici,
mon petit chat! Tu as peur, mon petit chou-chat? Tu as froid, mon
pau petit chou-chat? Viens ici, le diable t’ emporte!On va se
chauffer tous les deux.
და კატასთან ერთად მოშორდა იქაურობას.
მას შემდეგ იმ ქალაქის მკვიდრთ ეძახიან "les chats de
Beaugency".277
ხიდი დღესაც იქ დგას, ბიჭები სეირნობენ, ერთობიან და თამა-
შობენ.
იმედი მაქვს, მოგეწონება ეს ზღაპარი.
ნონნო
P. S. ეშმაკი ძირითადად ლაპარაკობს თავის საკუთარ ენაზე,
რომელსაც "ბელზებოდვა" ჰქვია, ის დადის და ამ ენაზე ბუტბუ-
ტებს, მაგრამ როგორც კი ბრაზდება, შესანიშნავად ალაპარაკდე-
ბა ხოლმე ცუდი ფრანგულით, თუმცა, ვისაც მისთვის მოუსმენია,
ამბობს, რომ ძალზე დუბლინური აქცენტი აქვსო.

277
ბოჟანსელ კატებს.
313 მკითხველთა ლიგა
ალფრედო ბერგანს

ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის კოლექციიდან


25 მაისი, 1937
7 rue EdmondValentin, Paris 7 0
ძვირფასო მისტერ ბერგან, ძალზე ვწუხვარ, თქვენგან მოსუ-
ლი ცუდი ამბის, ჩვენი ძველი მეგობრის მისტერ დევანის გარდაც-
ვალების გამო. სულ ახლახან, ოთხშაბათს ერთ ახალგაზრდა
ამერიკელ მწერალს მისტერ ჰერბერტ გორმანს, რომელიც ჩემს
ბიოგრაფიას წერს და ახლა დუბლინშია წასული, მისი სახელი
ვუთხარი და ვურჩიე, თქვენ და მისტერ დევანი მოენახულებინეთ,
რადგან თქვენღა იყავით დარჩენილი იმ ადამიანთაგან, ვისაც ეხ-
სომებოდა (ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია) ის სასიამოვნო სა-
ღამოები, სიმღერებში რომ ვატარებდით ხოლმე. მისტერ დევინი
მღეროდა სიმღერას "ბიჭებო, მომისმინეთ, გოგოებისგან თავი
შორს დაიჭირეთ". იმ სიმღერის მორალი ჩემზე დიდად არ მოქმე-
დებდა და არა მგონია, მასზე მოეხდინა რამე გავლენა. თავისი
ვერსიით მღეროდა ხოლმე "ინტერმეცოს" "სოფლის პატიოსნები-
დან" და რომ ესწავლა დაკვრა, მისგან კარგი პიანისტი დადგებო-
და, რადგან მშვენივრად ფლობდა კლავიშებს. სიცილით ბჟირდე-
ბოდა, როცა მამაჩემი სიმღერის დროს ხუმრობით მაღალ ტონში
წამოიყივლებდა ხოლმე. ახალგაზრდობისას ალბათ მშვენიერი
ყმაწვილი იქნებოდა, თანაც მომხიბლავი მანერები ჰქონდა. ის
"ულისეში" შესულია მისტერ პაუერის სახელით, აგრეთვე, "დუბ-
ლინელებშიცაა". გული მწყდება, რომ ჩემი მეგობარი (რომელიც,
სხვათა შორის, თქვენთან ახლოს, "როიალ ჰიბერნიან ჰოტელ-
შია" გაჩერებული) ვეღარ შეხვდა მას და ვერ დაელაპარაკა. არ-
სებობს მისი მიმოწერა დუბლინელ ლიტერატორებთან. ბევრი
მათგანი მიუკერძოებლადაა ნაწერი, ერთი-ორი კიდევ უფრო

314 მკითხველთა ლიგა


პირდაპირია, მაგრამ პირადად ჩემთვის რამენაირი ღირებულება
არასდროს გააჩნდა და, მით უმეტეს, არც ახლა გააჩნია.
ღმერთმა უწყის, შეძლებთ თუ არა ჩემს გიჟურ ნაწარმოებში
ამოიკითხოთ მოთხრობა კერსე მაკკანეზე(ფინეგანის სამძიმარ-
ში" ჯოისი წერს მამამისის ნაამბობს ნორვეგიელ კუზიანზე, რო-
მელმაც პიჯაკის შეკერვა შეუკვეთა დუბლინელ თერძს.). ეს დი-
დებული ამბავი მამაჩემმა მიამბო და დარწმუნებული ვარ, "ტრან-
ზიშენში" დაბეჭდილ მოთხრობაში ქვეტექსტის სახით მის მიერ
გაკეთებული ასეთი სახის კომენტარის ამოკითხვაა შესაძლებე-
ლი: "მას ისე არ შეუძლია ამბის გადმოცემა, როგორც მე შემწევ-
და ამის უნარი და ამას წყალი არ გაუვა!"
იმედი მაქვს, კარგად ბრძანდებით, მოგიკითხავთ გულითადი
მეგობრობით, გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

315 მკითხველთა ლიგა


დევიდ ფლეიშმანს278

ფლეიშმანის კოლექციიდან
8 აგვისტო, 1937
7 რუე ედმონდ Vალენტინ, პარის 7 0
ძვირფასო დევიდ, თუკი დედაშენმა რამე დამამშვიდებელი სი-
ახლე გამცნო ნიუ-იორკიდან და თუკი ამ გაუსაძლის ხვატში, რო-
მელიმე საღამოს imberserotinus-ით279 გაგრილებული გამონა-
ხავ რამდენიმე თავისუფალ საათს, დიდად დამავალებ, თუკი ერთ
სამსახურს გამიწევ.
მე შეკვეთილი გზავნილით გამოგიგზავნე წიგნი(მარკ ტვენი,
"ჰეკლბერი ფინი".), რომელიც ბავშვობაში უსათუოდ გექნება
რამდენჯერმე წაკითხული. მეც მინდა მისი შინაარსის გაგება.
თვითონ არ წამიკითხავს და არც არავინ მყავს ისეთი, რომ წამი-
კითხოს, არადა, უამრავი საქმე მაქვს და მაგისთვის არ მცალია.
იქნებ თვალი გადაავლო, გაიხსენო და უკარნახო დედაშენს (რო-
მელიც, იმედია, იყიდის საბეჭდი მანქანისთვის ლენტს და აამუშა-
ვებს) ზოგადი შინაარსი, წარმოიდგინე, ვითომ ახალი წიგნი იყოს
და შინაარსს ყვებოდე წიგნის მიმოხილვისთვის. ამის შემდეგ,
მინდა ლურჯი ფანქრით მინდორზე აღნიშნო ტექსტის ყველაზე
მნიშვნელოვანი ადგილები, ხოლო წითელი ფანრით ის სიტყვები
ან დიალოგები, რომლებიც ევროპელის განსაკუთრებულ ყუ-
რადღებას დაიმსახურებს. წიგნის გაფუჭებამ არ შეგაფერხოს, ის
იაფფასიანი გამოცემაა. მერე თუ ძალზე სწრაფად დამიბრუნებ,
მე ჩემთვის სასურველ მასალას გამოვიყენებ იმაში, რასაც ახლა
ვაკეთებ.

278
ჯორჯ ჯოისის გერი, ჰელენ და ლეონ ფლეიშმანების ვაჟი.
279
"საღამოს წვიმა" – ფრაზა "ვულგატადან", "წმინდა წერილის" მეოთხე სა-
უკუნის ლათინური თარგმანიდან.
316 მკითხველთა ლიგა
წინასწარ გიხდი მადლობას, მაგრამ, თუ რამე მიზეზით ვერ შე-
მისრულებ თხოვნას, დიდი დანაკარგი არც ეგ იქნება.
საშინელი სიცხეა. იმედი მაქვს, თქვენ ყველა, განსაკუთრებით
კი სტივი, ერიდებით ამ მონოტონურ, ძველ გაზომეტრს ანუ მზეს.
გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

317 მკითხველთა ლიგა


ეზრა პაუნდს

რაჩვილტ ტრასტის კოლექციიდან


12 ნოემბერი, 1937
7 rue EdmondValentin, Paris 7 0
ძვირფასო პაუნდ, ალბათ უკვე მიიღებდით წერილს მისის დაი-
ერისგან.280 როცა რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე, მითხრა, რომ
მოგწერდათ. როგორც ჩანს, მან პერსელის 22 სონატიდან (თუკი
ნამდვილად ის არის, რაც უნდა იყოს) გამოაქვეყნა მხოლოდ 12,
მაგრამ ამზადებს დანარჩენებს და კიდევ ბარტოკს. მან მითხრა,
რომ გამოგიგზავნიდა მათგან 5 ან 6-ს. სავარაუდოდ, ამ დღეებში
ვეწვევი მის პრესას და ვახსენებ რადიოსაც. მაგრამ უეჭველია,
თვითონაც ექნება ნაფიქრი ამის შესახებ. ნეტავ ეს მუსიკა ვოკა-
ლური თუ არის ან დაბალი ხმისთვის შექმნილი? თუ ასეა, ჯორჯოს
შეეძლო ემღერა რადიოში. ის მომავალ სამშაბათს 07:45-ზე გა-
მოდის რადიო "პოსტე პარიზიენით" და, რაღა თქმა უნდა, იმღე-
რებს იმას, რაც შეურჩიეს დასაწყისისთვის. მე ამაზეც დაველაპა-
რაკები მისის დაიერს, როცა ვნახავ. ის არის მდიდარი ავსტრა-
ლიელი ქალბატონი რომელმაც გამოაქვეყნა კუპერენის მუსიკა-
ლური ნაწარმოებების დიდი ნაწილი. მე შევეცადე, დამეინტერე-
სებინა იგი მისი თანამემამულე ქალბატონით მარჯორი ლოურენ-
სით (პარიზის ოპერიდან) "ნორმას" წარმოდგენაში, რომელიც
გადის ორანჟის ძველ რომაულ თეატრში (იდეალური ოპერაა
ასეთი თეატრისთვის), ასევე, ოპერის ერთ-ერთი მთავარი პარტი-
ის – პოლიონეს შემსრულებელი სალივანით და კარდუჩით (რო-
მელსაც შესაძლოა ჩემს სახლშიც კი შეხვედრიხართ). გეგმა ჩა-
ვარდა. ჩემი აზრით, ეს პარტია ძალზე რთული აღმოჩნდა ლო-

280
მუსიკის ავსტრალიელი მეცენატი.
318 მკითხველთა ლიგა
ურენსისთვის და მისის დაიერიც საწინააღმდეგოდ განეწყო. ასე
იყო ეს ამბავი.
თუ გსურთ, რამით დაგეხმაროთ პერსელს ან თქვენ, ამას დი-
დი ხალისით გავაკეთებ.
ერთი-ორ სიტყვას ხომ არ შემაწევთ გერჰარდ ჰაუპტმანთან?
პატარა ბიჭი რომ ვიყავი და დუბლინში ვცხოვრობდი, ვთარგმნე
(!) მისი "მიქაელ კრამერი", პიესა, რომელიც დღემდე მომწონს.
იქნებ დამდოს პატივი, მომანიჭოს სიამოვნება და ავტოგრაფი წა-
მიწეროს თავის წიგნზე, ოღონდ ისეთი კი არა, როგორსაც უწერენ
ხოლმე ზოგიერთ ამერიკელ მყიდველს, პირუტყვივით რომ ცდი-
ლობს მწერლის ხელმოწერის გამოძალვას, არამედ, როგორსაც
შეიძლება ვიმსახურებდე მაგ ძველი ქალაქისადმი ჩემი აღ-
ფრთოვანებული დამოკიდებულებიდან გამომდინარე. მგონი,
იგი არის თუ იყო შენი მეზობელი და როგორც მახსოვს, მითხარი,
რომ იცნობ მას. Cordialement vorte
ჯეიმზ ჯოისი

319 მკითხველთა ლიგა


ჯორჯ და ჰელენ ჯოისებს

კასტორის კოლექციიდან
12 იანვარი, 1938, შუადღე
პარიზი
ძვირფასო ჯორჯო და ჰელენ, თქვენი ტელეგრამა ნიუ-იორკი-
დან ამ დილას მოვიდა. გვიხარია იმის გაგება, რომ ყველა კარ-
გად ხართ და იმედია, ცუდად არ იმგზავრეთ281 პრესაში ამინდის
განსაკუთრებით გაუარესების შესახებ არაფერი თქმულა. ჰელენ,
იმედია, მამა უკეთესად დაგხვდა და გამომჯობინების გზას ადგას,
რაც საწინდარია იმისა, რომ ოპერაცია აღარ დასჭირდება. წერი-
ლი, რომელსაც გამოგვიგზავნი, უფრო სრულად მოგვაწვდის
იქაურ ამბებს და, იმედია, კარგ ამბებს, თუმცა, არც დღევანდელს
დაეწუნება რამე.
ნინო ფრანკმა ჩვენთან ერთად ისადილა კვირას. როგორც ის
ამბობს, ლუქსემბურგის რადიოს დიდი სურვილი აქვს, დაიქირა-
ოს ჯორჯოს ხმა, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თვეების განმავლობა-
ში გარკვეული რაოდენობის გამოსვლა ექნება. როგორც ჩანს,
მან ბრწყინვალე შთაბეჭდილება მოახდინა. ამ დილას მათ გავუგ-
ზავნე შეტყობინება იმის შესახებ, რომ კვლავაც ველოდები
დისკს. გუშინ აქ ლორდი კარლოუ იმყოფებოდა, ხელმოსაწერად
მომიტანა ქაღალდები(ჯორჯ ლაიონელ სეიმურ ვისკონტ კარ-
ლოუ, დააფუძნა "კორვინუს პრესი", 1936.). მას ჯორჯოს წერილი
მიუღია. მე მას მივეცი ნიუ-იორკ ჰერალდი "BBC"-სთვის, ეს გა-
ზეთი ასევე გავუგზავნე დიულანტის და ლუქსემბურგის რადიო-
სადგურს. მისის ჯოლასი კვირას ჩამოვიდა. მისი ქმარი ციურიხ-

281
ჯორჯო და ჰელენ ჯოისები შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ ჰელენის
მამის ავადმყოფობის გამო 1937 წლის დეკემბერში და დაბრუნდნენ 1938
წლის აპრილში.
320 მკითხველთა ლიგა
შია. იმედი მაქვს, იქ ძალზე ცივი ზამთარი არ იცის. სიახლე აქ
ბევრი არაფერია. საკმაოდ დავიღალე, რადგან გვიანობამდე
ვმუშაობდი. ახლა საავადმყოფოში მივდივართ ბეკეტის282 სანა-
ხავად და რომ დავბრუნდებით, სანამ ამ წერილს გამოვაგზავნი,
პოსტსკრიპტუმით დავამატებ მის ამბავს.
(თარგმანი)
P. S. დღის 2 საათი. საავადმყოფოდან დავბრუნდით, საფ-
რთხემ ჩაიარა. ჭრილობა გულის ზემოთ აქვს, ისიც გადაურჩა და
ფილტვებიც, მაგრამ დაზიანებული აქვს პლევრა და მის გარშემო
არსებული ქსოვილი. თქვენი გამგზავრების შემდეგ ჩემი სახლი
დაემსგავსა საფონდო ბირჟას, ყოველი მხრიდან ტელეფონის
რეკვა ისმის. ამ საქმის შესახებ მეტს შევიტყობთ, როცა სასამარ-
თლო გაიმართება. პოლიციამ გუშინწინ დააპატიმრა მოძალადე.
ექიმი ფარვეტი, რომელმაც ექიმ ფონტაინის ადგილი დაიკავა სა-
ავადმყოფოში, ამბობს, რომ ჭრილობა არ დაუტოვებს რამენაირ
საზიანო გართულებებს. ბეკეტს ბედმა გაუღიმა. მე შეშფოთების
საკმაო მიზეზი გამიჩნდა, როცა შევიტყვე, რომ ღამე სასტუმროში
არ გაატარა. დედამისი და მისი ძმა სამი დღის წინ ჩამოფრინ-
დნენ.
ძმა ვნახე, დედა არ მინახავს. რაც შეეხება იმ ორ ჯვარდაუწე-
რელ შეყვარებულს, ანუ ენცოს და ლუჩიას, ამჟამად ორივე სა-
ავადმყოფოშია. ბედნიერებას გისურვებთ, გეხვევით
ბებბო

282
სემუელ ბეკეტი უმიზეზოდ დაჭრეს პარიზში, გადარჩა და უარი განაცხადა
დამნაშავის დასჯაზე.
321 მკითხველთა ლიგა
ფერდინანდ პრაიორს283

ბადტზ-იორგენსენის კოლექციიდან
29 მაისი, 1938
7 რუე ედმონდ Vალენტინ, პარის 7 0
(წერილი დანიურადაა დაწერილი, ინგლისური თარგმანი
ეკუთვნის იენს ნიჰოლმს)
ძვირფასო სერ, ამ თვის 17 რიცხვში მივიღე თქვენი გულის-
ხმიერი წერილი და მასთან ერთად მოულოდნელი საჩუქარი –
წიგნი "დანიელები პარიზში", რაც ერთობ ყოვლისმომცველად
გამოიყურება და დიდად დამაინტერესა. თქვენ ალბათ გაგონი-
ლი გექნებათ, რომ ჩემი დაბადების ადგილი დუბლინი ნორვე-
გიული ქალაქია და დედაქალაქში საუკუნეთა განმავლობაში,
ანუ კლონტარფის ბრძოლიდან მოყოლებული, ჩვენ გვქონდა ტი-
პური დანიური სახლი. დუბლინელები საკმაოდ უტიფარი ხალხია
და დღესაც კი დანიელებსა და ნორვეგიელებს ბარბაროსებად და
მონასტრების მძარცველებად მიიჩნევენ. მაგრამ სწორედ იმ
"შავთმიანმა უცხოელებმა"284 დააარსეს პირველი ცივილიზებუ-
ლი ქალაქი მწვანე კუნძულზე. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთხელ
ვეწვიე დანიას ორი თუ სამი წლის წინ და როგორც ჩემი მეგობა-
რი კაი ფრიის მოლერის სიმღერაშია, მე ვიყავი "დაუპატიჟებელი
სტუმარი სინათლის სამყაროში". ჩემი "დანიური", ცოტა არ იყოს,
დამღლელი და ალბათ გაუგებარიც შეიძლება მოგეჩვენოთ. მო-
მიტევეთ ამის გამო. ენა ვიცი, მაგრამ აქ, პარიზში მისი გამოყენე-
ბის პრაქტიკას მოკლებული ვარ. გეთაყვა, მიიღეთ ჩემი გულითა-
დი მოკითხვა და მოკრძალებული მადლიერება თქვენი კეთილ-

283
დანიის გენერალური კონსული პარიზში.
284
ჩვენებურად "Dubhgall".
322 მკითხველთა ლიგა
განწყობის გამო. მაქვს პატივი, ასე გამოგემშვიდობოთ, გულ-
წრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

323 მკითხველთა ლიგა


ფერდინანდ პრაიორს

ბადტზ-იორგენსენის კოლექციიდან
30 მაისი, 1938
პარიზი
(თარგმანი)
P. S. წუხელ ისე ავჩქარდი, რომ დამავიწყდა მეთქვა შემდეგი,
მე ვუთხარი მისტერ ჯოლასს, გამოეგზავნა თქვენთვის "თრანზი-
შენის" ეგზემპლარი, (მე მგონი, 22 რიცხვის), სადაც დაბეჭდილია
ჩემი ამჟამინდელი სამუშაოს ერთი თავი. (ნაწარმოების გმირი
არის ვიკინგი გოლიათი), ჯერჯერობით სათაურად აქვს "დაუმ-
თავრებელი ნაწარმოები", რადგან მასში ასევე მოთხრობილია
დუბლინელი მკერავის და ნორვეგიელი მეზღვაურის ამბავი. ეშ-
მაკმა იცის, ჩაწვდება თუ არა მკითხველი ან ამ ნაწარმოების
არსს, ან იმას, თუ რას წარმოადგენს სიტყვების მთელი ეს აბლა-
ბუდა.
კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ჯ. ჯ.

324 მკითხველთა ლიგა


დანიელ ბროუდის

ბროუდის კოლექციიდან
16 ივნისი, 1938, ბლუმის დღე
პარიზი
ძვირფასო მისტერ ბროუდი, მადლობას მოგახსენებთ იმ დღის
მოლოცვისთვის, რომელიც არასოდეს გავიწყდებათ. ჩემი წიგნი,
რომელზედაც დღედაღამ ვმუშაობ, უნდა დაიბეჭდოს "ფეიბერ და
ფეიბერში"285 და "ვიკინგ პრესში".286 მიხარია იმის გაგება, რომ
არაფერი გიჭირთ და კარგად ბრძანდებით. ასევე, მოხარული
ვარ იმის გამოც, რომ ამ ღირსშესანიშნავ დღეს შემიძლია გით-
ხრათ შემდეგი: გუშინ საღამოს ჩემმა მეგობარმა საფრანგეთის
ფ. ო.-დან დამირეკა და შემატყობინა რომ ჰ. ბროხისთვის287 საფ-
რანგეთში შემოსასვლელი ნებართვის გაცემის შესახებ ტელეგ-
რაფით დაკავშირებიან საფრანგეთის გენერალურ კონსულს ვე-
ნაში. ვცდილობ, კიდევ ორი ადამიანი გავამგზავრო ამერიკაში
და იმედი მაქვს, რომ ამასაც წარმატებით მივაღწევ.
გულითადად მოგიკითხავთ მისის ბროუდისაც და თქვენც,
გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

285
ლონდონი.
286
ნიუ-იორკი.
287
ავსტრიელი პროზაიკოსი და კრიტიკოსი, ებრაელი, იძულებული გახდა,
ემიგრაციაში წასულიყო.
325 მკითხველთა ლიგა
ლივია ზვევოს288

ტეხასის კოლექციიდან
[1 იანვარი, 1939], 1938-39
პარიზი
(თარგმანი)
ძვირფასო სინიორა ზვევო, როგორც იქნა, დავამთავრე ჩემი
წიგნის ბოლო ნაწილი. სამი ხუთწლეულის განმავლობაში ვვარ-
ცხნიდი და ვუწეწავდი დალალებს ანა ლივიას. უკვე დადგა დრო,
შეაბიჯოს სცენაზე. იმედი მაქვს, რომ ღმერთების "ან, სულ ცოტა,
ერთი Deo Gratias" შეწევნით, ბერენისი უშუამდგომლებს თავის
უმცროს დას და აპოვნინებს ადგილს ამ ქვეყანაზე.
ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ თქვენც და თქვენს
ოჯახსაც!
ჯეიმზ ჯოისი

288
სინიორა შმიტცმა კანონიერად შეიცვალა გვარი და გახდა ზვევო.
326 მკითხველთა ლიგა
ვისკონტ კარლოუს

(სასწრაფო წერილი)
იელის კოლექციიდან
28 იანვარი, 1939
7 rue EdmondValentin, Paris 7 0
ძვირფასო ლორდ კარლოუ, მართალია თუ არა, რომ ხუთშა-
ბათს289 დილით იქნებით პარიზში და იმავე ღამით ჩამოხვალთ
აქ, ქენდელმასში. თუ ასეა და თუ ლედი კარლოუც თქვენთან ერ-
თად იქნება, მინდა დაგპატიჟოთ ჩემი რძლის მიერ ჩემს საპატივ-
საცემოდ გამართულ სადილზე ჩემი დაბადების დღის აღსანიშნა-
ვად და წიგნის გამოსვლასთან დაკავშირებით, თუ გვეწვევით,
დიდად გაგვახარებთ. ამ წელს სადილი გაიმართება ჩემი ვაჟის
ბინაში, მისამართი: ვილა შეფერი 17, პარიზი XVI0.
არის კიდევ ერთი რამ. ჩემი წიგნი290 უნდა გამოგზავნონ საჰაე-
რო ექსპრესით ოთხშაბათს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ამანათების
მიღებაში არ ვარ დარწმუნებული, რადგან მათ უნდა გამოიარონ
საბაჟო, სადაც გადასახდელი იქნება მინიმალური თანხა და, რა-
ღა თქმა უნდა, მებაჟეს წარმოდგენაც კი არ ექნება იმაზე, რომ შე-
იძლება მე ველოდებოდე იმ ოხერ ამანათებს. სრულიად შესაძ-
ლებელია, რომ დიდხანს მომიწიოს დამღლელი ლოდინი და ისე
გვიან ჩამოიტანონ, რომ ვეღარ მოვასწრო წიგნის ჩემი ქალიშვი-
ლისთვის (რომელიც პარიზის გარეთ ცხოვრობს) ჩვენება შუად-
ღემდე. ან შეიძლება სულაც 2 რიცხვის მომდევნო დილას მოიტა-
ნონ, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ იმის სურვილი მექნება, რომ
ფანჯრიდან მოვისროლო ისინი. მოკლედ, მინდა დარწმუნებული
ვიყო, რომ მე რომ მჭირდება, იმ დილით მივიღებ. თქვენი დარეკ-

289
1939 წლის 2 თებერვალს ჯოისს შეუსრულდა ორმოცდაჩვიდმეტი წელი.
290
საუბარია "ფინეგანის ღამისთევაზე".
327 მკითხველთა ლიგა
ვის შემდეგ დავიწყე ამ ყველაფერზე ფიქრი. რა თქმა უნდა, არ
მინდა, რამენაირად ხელი შეგიშალოთ გეგმებში, მაგრამ თუკი
თქვენ ეტყვით, მგონია, რომ მათ შეიძლება გაითვალისწინონ ჩე-
მი სურვილი.
თუკი ქალაქგარეთ არ იმყოფებით, ან სამუშაოზე არ ხართ, იქ-
ნებ დაგერეკათ "ფეიბერ და ფეიბერ"-ისთვის. პიროვნება, რომე-
ლიც განაგებს წიგნების საქმეს, არის მისტერ დე ლა მარე. წიგნი
უნდა გამოგზავნონ გლაზგოელმა მბეჭდავებმა თუ ასოთამწყო-
ბებმა ორშაბათს. ასეა თუ ისე, თქვენი რამენაირი ტელეგრამა
გონებას დამიმშვიდებს.
ჯერ ისევ ძალზე გადაქანცული ვარ, მაგრამ ვეცდები, ხუთშა-
ბითისთვის კარგად ვიყო, თუმცა, ვშიშობ, ტრადიციულ pas seul-
ს თავისი აქტიური ეფექტებით, რაც თან ახლავს ხოლმე დაბადე-
ბის დღის წვეულებას, წელს თავს ვერ გავართმევ.291
სხვათა შორის, თქვენ გაიგებთ სათაურს იმ წიგნისას, რომელ-
საც ჩემი ცოლი აგერ უკვე ჩვიდმეტი წელია მალავს, იგი იყო ერ-
თადერთი, ვინც იცოდა ეს სათაური. უკვე თვალწინ მიდგას ზოგი-
ერთი მაღალფარდოვნად მოაზროვნე ან წარჩინებული ადამი-
ანი, რომელიც ზურგს შეაქცევს ამ ნაწარმოებს განაწყენებული
და უკმაყოფილო გამომეტყველებით. გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

291
თავის დაბადების დღეებზე ჯოისს ჩვევად ჰქონდა შეესრულებინა ცეკვა,
რომელიც, ძირითადად, ნახტომებისგან შედგებოდა.
328 მკითხველთა ლიგა
ლივია ზვევოს

ტეხასის კოლექციიდან
[1 მაისი, 1939]
Calendimaggio (პირველი მაისი.) 34 rue desVignes,
Paris,XVI
(თარგმანი)
ძვირფასო სენიორა, მივიღე თქვენს წერილზე თანდართული
სინიორ სკარპელის მიერ გამოგზავნილი ბარათი. ეტყობა, რა-
ღაც გაუგებრობა მოხდა. სრულიადაც არ მქონია აზრად ამ ავტო-
რის ლიტერატურული ნაწარმოების კრიტიკა, მე ვგულისხმობდი
ამკინძავს. პამფლეტის კითხვისას ფორზაცი,292 ფაქტობრივად
ერთმანეთის მიყოლებით ცვიოდა. შესაძლოა, ასეთი ეგზემპლა-
რი მხოლოდ მე შემხვდა. არადა, ამგვარ ვითარებაში როგორ
გინდა, არ მოგაგონდეს ჯაკოსას კომედია და სხვა ამქვეყნიური
ამაოებანი? მე მხოლოდ თავისი სახელები დავარქვი ყველა-
ფერს: ქაღალდს – ქაღალდი, წებოს – წებო. გემუდარებით, აუხ-
სენით და დაამშვიდეთ ეგ მწერალი. როგორც ჩანს, შეურაცხყო-
ფილად გრძნობს თავს. ის არ არის შეურაცხყოფილი და არც არა-
სოდეს ყოფილა. მაგრამ... მეტი რა ვქნა! (ვერაფერს ვიზამ!) რა
დამართნია ტრიესტელთა იუმორის გრძნობას? ბოროტი გან-
ზრახვა არ მქონია, ღმერთმა იცის! სმოლარსებთან შევიძინე და-
საწებებელი ლენტი და უცებ ყველაფერი დალაგდა. უთხარით სი-
ნიორ სკარპელის, ნუ გაბრაზდება, რადგან მე ცუდი არაფერი
მითქვამს და რომ ისიც და მეც ვართ ის ორი ერთნაირი ადამიანი,
რომლებიც თაყვანს ვცემთ იმ კაცს, იტალო ზვევო რომ ერქვა.
ხუთშაბათს ჩემი წიგნი გამოვა ლონდონშიც და ამერიკაშიც.
როგორც მახსოვს, ოთხ რიცხვში წმინდა მონიკას ხსენების დღე-

292
ასე ჰქვია ამ ფურცლებს.
329 მკითხველთა ლიგა
ცაა. მე ალბათ ვარ ვირი (მაპატიეთ, სინიორა), რადგან ჩემი
ცხოვრების თვრამეტი წელი შევალიე ამ ურჩხულ წიგნს. მაგრამ,
რას ვიზამ? ზოგი ასეთი რამისთვის იბადება. ასეა თუ ისე, ღმერ-
თმანი, უკვე საკმარისია! მორჩა და გათავდა! გულითადი პატი-
ვისცემით,
თქვენი მონა-მორჩილი
ჯეიმზ ჯოისი
P. S. ენას ზედმეტი თავისუფლება მივეცი, არა, სენიორა?

330 მკითხველთა ლიგა


ჯორჯ როჯერსს293

როჯერსის კოლექციიდან
საფოსტო მარკა. 3 აგვისტო, 1939
34 რუე დეს Vიგნეს, პარის, XVI
(თარგმანი)
ძვირფასო მისტერ როჯერს, მოკლედ, ჯორჯოს სამარცხვინო
დამარცხება
აწვნია "BBC"-ის უხილავმა ჟიურიმ. ამ უმაღლესმა მსაჯულებ-
მა გამოიტანეს, ასე ვთქვათ, ვერდიქტი, რომ თურმე მისი ხმა სა-
ჭირო სტანდარტზე დაბლა დგას და რომ ვერავინ დაინახა სიაში
მისი სახელის შეტანის საჭიროება სამომავლოდაც კი.
ჯორჯო მორიდებული ადამიანია, ამიტომ მე მოგმართავთ. რა
ოხრობა დაემართა ამ აუდიტორიას? ხომ არ იგრძენით რამე
უსიამოვნო ატმოსფერო, მტრული დამოკიდებულება, იქნებ ნაჩ-
ქარევი ან მოუმზადებელი გადაწყვეტილება გამოიტანეს. იქნებ
სულაც სცენის შიშმა ჩაუხშო ხმა და მართლა ისე იმღერა, რომ
სწორედ ამისთანა დამამცირებელი შეფასება დაიმსახურა? "დი-
დი ბრიტანეთის სასიმღერო ხელოვნების დონის ნიშნულს ქვე-
მოთ"-ო! წმ. სესილიას ღვთიური სახელით ვაცხადებ, – ჩემი ლო-
მური თავმოყვარეობა რომ შეილახოს კიდეც, ეს ჩემთვის ვირის
წიხლი იყო. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჯორჯო ასეთ გაკიცხვებს
ეგუება ხოლმე. მადლობელი ვიქნები, თუ პატარა ბარათს გამო-
მიგზავნით ამ ყოველივეს შესახებ. გულითადი მოკითხვით, გულ-
წრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

293
მუსიკის სამეფო აკადემიის პროფესორი, რომელმაც ჯორჯ ჯოისი წარუდგი-
ნა "BBC"-ის ხელმძღვანელობას.
331 მკითხველთა ლიგა
სენ-ჟერან-ლე-პიუი, ციურიხი
(1939-1941)

ჯოისმა მთელი დარჩენილი ცხოვრება ფორიაქსა და ავადმყო-


ფობაში გაატარა. წლების განმავლობაში საცხოვრებელი ადგი-
ლების გამუდმებული ცვლის შემდეგ საბოლოოდ უღიმღამო სო-
ფელ სენ-ჟერანში დასახლდა. აქტიური ცხოვრების ნაკლებობა
მტანჯველ ტვირთად ექცა მის ცნობიერებას, ამას ისიც დაემატა,
რომ საკუთარ ოჯახზე ყოველგვარი კონტროლი დაკარგა. ჯოისის
ვაჟს, ჯორჯოს ოჯახი დაენგრა, რადგან მისი ცოლი ბოლო ორი
წლის მანძილზე ჭკუიდან შეირყა და უკან, შეერთებულ შტატებში
დააბრუნეს. თვითონ ჯორჯო პარიზში დარჩა და მშობლებისთვის
არც კი შეუტყობინებია თავისი მისამართი. ლუჩია იყო პორნი-
ჩეტში, რაც საკმაოდ შორს მდებარეობდა საიმისოდ, რომ მის სა-
ნახავად ვინმე წასულიყო. მხოლოდ სტივენი იმყოფებოდა შედა-
რებით ახლოს, მისის ჯოლასის სკოლაში, რომელიც მალე და-
იხურა.
ჯოისი და ნორა თითქმის ერთი წელი მიუსაფრად ცხოვრობ-
დნენ სენ ჟერანში, შემდეგ გადავიდნენ ვიშიში, რომელიც ნაკლე-
ბად პირქუში ადგილი იყო. ყოველგვარი იმედი იმისა, რომ მე-
ორე მსოფლიო ომს თავიდან აიცილებდნენ, სწრაფად ინავლე-
ბოდა. აღმოსავლეთ ევროპას კალიებივით შეესივნენ გერმანე-
ლები. 14 ივნისს დაეცა პარიზი და სენ-ჟერანში გამოჩნდა
ლტოლვილთა პირველი ჯგუფი, რომელშიც იყვნენ ჯორჯ ჯოისი,
სამუელ ბეკეტი და ლეონები. რამდენიმე დღეში გერმანელები შე-
ვიდნენ ამ სოფელში, მაგრამ დიდხანს არ გაჩერებულან, შექმნეს
არაოკუპირებული საფრანგეთის ილუზია და იქაურობა მარშალ
პეტენის ზედამხედველობის ქვეშ დატოვეს.
ლეონის ახლოს ყოფნა ერთობ სიამოვნებდა ჯოისს, დრო
იხელთა და მასთან ერთად შეუდგა "ფინეგანის სამძიმრის" შე-
332 მკითხველთა ლიგა
მოწმებას და გამოვლენილი დაბეჭდილი შეცდომების სიის შედ-
გენას. აგვისტოსა და სექტემბერში ცხადი გახდა, რომ სენ-ჟერან-
ში არავინ აპირებდა დარჩენას. ერთმანეთის მიყოლებით დატო-
ვეს იქაურობა ჯერ ლეონმა, შემდეგ ცოლ-ქმარმა ჯოლასებმა. ჯო-
ისი არ ჩქარობდა გამგზავრების გადაწყვეტილების მიღებას, მაგ-
რამ გაჩნდა საშიშროება, რომ თუკი კვლავაც იქ გააგრძელებ-
დნენ ცხოვრებას, ჯორჯს გაიწვევდნენ ომში, რადგან ვიშის მთავ-
რობა სრულიადაც არ იყო განწყობილი საიმისოდ, რომ თავის
ტერიტორიაზე კოჭი ეგორებინა ვიღაც ბრიტანელი მოქალაქეე-
ბისთვის.
სექტემბრის დასაწყისში ჯოისი ჯერ ისევ ყოყმანობდა, საით წა-
სულიყო, სამაგიეროდ, ინტენსიურად წერდა წერილებს შვეიცა-
რიის ფსიქიატრიულ კლინიკებს იმის გასარკვევად, თუ სად შეიძ-
ლებოდა მოეთავსებინა ლუჩია. ჯოისმა საცხოვრებლად შვეიცა-
რია ამოირჩია. მისი პირველი თხოვნა თავშესაფრის მისაღებად
ამ ქვეყანამ უგულვებელყო, რადგან ადგილობრივ ადმინისტრა-
ციას წარმოდგენა არ ჰქონდა ამ პიროვნებაზე, თუმცა, მოგვიანე-
ბით მისმა მეგობრებმა გარკვეული ფინანსური გარანტიებით
უშუამდგომლეს ციურიხის გავლენიან ადამიანებთან და მალე
მწერალს შეატყობინეს, რომ მასაც და მის ოჯახსაც ქვეყანაში
შესვლის ნება ეძლეოდათ. მათ თან წაიყვანეს სტივენიც და ყო-
ველგვარი ინციდენტის გარეშე გადალახეს საზღვარი.
ციურიხში ჯოისი მშვიდად ცხოვრობდა პენსიით. იგი შვილიშ-
ვილთან ერთად დასეირნობდა ხოლმე და უამბობდა სხვადასხვა
ამბავს. ის აკეთებდა ჩანაწერებს, რომლებიც, სამწუხაროდ, არა-
ვითარ მინიშნებას არ გვთავაზობს იმაზე, თუ რა კატეგორიის ნა-
წარმოების შექმნით აპირებდა ინგლისური ლიტერატურის გამ-
დიდრებას. დეპრესიაში მყოფი მწერალი საღამოობით თუ ახერ-
ხებდა ცოტათი მაინც გამოცოცხლებას იქ მყოფ მცირერიცხოვან
მეგობართა წრეში. ზოგჯერ წერდა სამადლობელ წერილებს იმ
333 მკითხველთა ლიგა
ადამიანებს, ვინც შვეიცარიაში გადასვლაში დაეხმარა. მისი ბო-
ლო კორესპონდენციაა სტანისლოს ჯოისისადმი გაგზავნილი ბა-
რათი, სადაც ძმას იმ ხალხის სახელებს აუწყებს, ვინც დაეხმარე-
ბა იტალიიდან თავის დაღწევაში, თუკი მისი ცხოვრება გაუსაძ-
ლისი გახდება იმ ქვეყანაში.
ჯოისის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ სენ-ჟერანში
გაუარესდა. სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია თორმეტგოჯა
ნაწლავის წყლულს, რის გამოც მოგვიანებით ოპერაცია დასჭირ-
და და რამაც საბოლოოდ შეიწირა იგი. 13 იანვარს, დილის 02:15
ჯოისი გარდაიცვალა. ორი დღის შემდეგ, პატარა სამგლოვიარო
ცერემონიის დასასრულს, მწერალი დაკრძალეს სასაფლაოზე,
რომელიც ციურიხს გადაჰყურებს.

334 მკითხველთა ლიგა


ჟაკ მერკანტონს294

მერკანტონის კოლექციიდან
9 იანვარი, 1940
Hotel de la Paris, S. Gerand-le-Puy (Allier)
(თარგმანი)
ძვირფასო მისტერ მერკანტონ, ახლა გაგაგებინებთ ჩემი სი-
ჩუმის მიზეზებს: ჩემი რძალი ჭკუიდან შეიშალა და საავადმყოფო-
ში წაიყვანეს. საცოდავი, მას შემდეგ, რაც დააქცია ოჯახი და ½ მი-
ლიონი ფრანკი დაიდო ვალად, კარგა ხანი გონზე აღარ იყო. ჩემი
თავგზააბნეული ვაჟი ახლა პარიზშია მეგობრებთან. ცდილობს,
საქმით დაკავდეს. მე იძულებული გავხდი, პასუხისმგებლობა
ამეღო მის შვილზე. ის ახლა სკოლაშია, მე კი გაბმული ვარ აქაუ-
რობას, პარიზსა და ლა ბოლს შორის, სადაც ჯერ ისევ იმყოფება
ჩემი ქალიშვილი.
თქვენ ჩემს გარკვეულ "რომანზე" საუბრობთ, აქ კი სიტყვაც
არავის დასცდენია მის არსებობაზე. მივიღე კიდევ რამდენიმე
კრიტიკული სტატია, მათ შორის ერთი ძალზე უცნაური "შემოწი-
რულობაა" ჰელსინკიდან, სადაც, როგორც წინასწარმეტყველი
იტყოდა, ბედნიერი ფინელი კვლავაც გაიღვიძებს. იყო კიდევ ერ-
თი, რომის რევიუ "პანორამას" 12 ნოემბრის ნომერი, სადაც ვნა-
ხე, რომ თურმე მთელი წიგნი დაფუძნებული ყოფილა ვიღაც იტა-
ლიელი მოაზროვნის ნაშრომზე...? ერთი სიტყვით, ისეთი სრული
ფიასკოა, როგორიც ევროპულ კრიტიკას ახასიათებს ხოლმე.
ჩემს ჰონორართანაც კი არა მაქვს წვდომა კაპიტალის ექსპორ-
ტაციის შესახებ კანონის გამო.

294
შვედი კრიტიკოსი, რომელმაც სტატია დაწერა ჯოისზე.
335 მკითხველთა ლიგა
მე მივწერ წერილს ფრანჩინის, როცა მის წერილს ისევ მივი-
ღებ. ნეტავ ხომ არ აპირებს თავისი პამფლეტის დაბეჭდვას მდიდ-
რული გამოცემით, თანაც იაპონურ ქაღალდზე?
თუ მომწერთ, საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდეთ წერილი. თუ ლო-
ზანაში წახვალთ, სამი ლიტრი "ვილნიოვით" დალიეთ ჩემი სამი
ჩანაფიქრის განხორციელების სადღეგრძელო. გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

336 მკითხველთა ლიგა


დარიო დე ტუონის295

დე ტუონის კოლექციიდან
20 თებერვალი, 1940
Hotel de la Paix, S. Gerand-le Puy, Allier, France
(თარგმანი)
ძვირფასო მისტერ დე ტუონი, კარგა დიდი ხნის შემდეგ, ან,
უფრო სწორად, "ცუდი" დიდი ხნის შემდეგ ჩემი წერილი ნამდვი-
ლად სიურპრიზი იქნება თქვენთვის. საქმე ის გახლავთ, რომ ამას
წინათ წავიკითხე თქვენი სტატია მორანდსა და ვალერი ლარბო-
ზე. ხოლო გასულ პარასკევს ვიშიდან (აქედან 20 კმ.-ზე მდებარე-
ობს) გავეშურე ლარბოს სანახავად,
რომლისთვისაც მანამდე მქონდა გაგზავნილი ის სტატია. მან
დამავალა, მადლობა გადამეხადა თქვენი მეგობრული კრიტი-
კისთვის. მე მას ვუთხარი, რომ უხსოვარი დროიდან, ტრიესტიში
ყოფნის პერიოდიდან ვიცნობთ ერთმანეთს. სინიორა ლარბო გე-
ნუელია, თვითონ ლარბო კი რამდენიმე წელია ავადაა, მაგრამ,
მგონი, ახლა შედარებით უკეთ გრძნობს თავს.
იმედი მაქვს, კარგად ხართ და დროის ქარტეხილები ვერა-
ფერს გაკლებთ. ჩემი ძმა ისევ ტრიესტშია, პროფესორია უნივერ-
სიტეტში. ბაბუა გავხდი, მყავს პატარა შვილიშვილი ბიჭი, რო-
მელსაც ამ თვის 15 რიცხვში შეუსრულდა რვა წელი. ამას წინათ
ბარათი მივიღე ფრანჩინისგან, რომელიც თავის ძველ პროფესი-
ას, მასწავლებლობას დაბრუნებია. ის ინსტრუქტორად მუშაობს
ფლორენციის წმიდა მამათა ორდენის სკოლაში. ტულიო სილ-
ვესტრისა რა იცით? სად არის, ან რა ბედი ეწია? მე ისევ მაქვს მისი
ოთხი თუ ხუთი ნახატი პარიზში, ჩემს ბინაში. ის კარგი მხატვარი

295
ტრიესტელი პოეტი, რომელსაც ჯიოსი ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო
ომამდე იცნობდა.
337 მკითხველთა ლიგა
იყო და როგორც ხალხი ამბობდა, კარგი პიროვნებაც. ამ წერილს
გიგზავნით იმ გაზეთში მითითებულ მისამართზე, სადაც სტატია
დაიბეჭდა. იმედი მაქვს, ღვთის წყალობით, თქვენამდე როგორმე
მოაღწევს ბარათი. გეთაყვა, გთხოვ, დამიდასტურო მისი მიღება
ზემოთ მოყვანილ მისამართზე.
თბილად მოგიკითხავთ, თქვენი ერთგული
ჯეიმზ ჯოისი

338 მკითხველთა ლიგა


ედმუნდ ბრაუხბარს296

ბრაუხბარის კოლექციიდან
30 ივლისი, 1940
სასტუმრო "დუ კომერსი", სენ-ჟერან-ლე-პიუი, ალიე, პარიზი
(თარგმანი)
ძვირფასო მისტერ ბრაუხბარ, მადლობას გიხდით 21 მარტს
გამოგზავნილი წერილისთვის. იმედი მაქვს, კარგად ბრძანდე-
ბით. მე მოგწერეთ ტორონტოში და გამოგიგზავნეთ თქვენი ძმის-
შვილის ბარათი, რომელიც მისგან დუბლინიდან მივიღე. თქვენი
ძმისშვილი იყო ერთადერთი პიროვნება აქ ჩამოსული იმ თორ-
მეტი თუ ცამეტი ჩემ მიერ დაკვალიანებული ადამიანიდან, ვინც
თავი შეიწუხა იმის გასაგებად, ვიყავი თუ არა ცოცხალი.
რადგანაც გაინტერესებთ ჩემი ამბები, მოგახსენებთ: ჩემი
უბედური რძალი, რომელმაც ომის გამოისობით აღუწერელი მა-
ტერიალური და მორალური ზარალი განიცადა, ფრანგმა ოფი-
ციალურმა პირებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან მიიჩ-
ნიეს საზოგადოებისა და საკუთარი თავისთვის საშიშ პიროვნე-
ბად, შემდეგ კი ორი ექიმისა და ორი ექთნის თანხლებით შინ,
ნიუ-იორკში დააბრუნეს და ახლა კონექტიკუტის კერძო ფსიქიატ-
რიულ კლინიკაში იმყოფება. ეს ყოველივე მოხდა აქ დატრიალე-
ბულ არეულობამდე სულ ცოტა ხნით ადრე. ჩემი ქალიშვილი იმ-
ყოფება წმ. ნაზარის maison de sante-ში, რომელიც საოკუპაციო
ზონის სიღრმეში, სახიფათო სანაპირო ზოლთან მდებარეობს. აი,
რა მივიღე ჩემი ძალისხმევის სამაგიეროდ, რომ წინასწარ უზ-
რუნველმეყო მისი სიმშვიდე. აქ ვიმყოფებით ჩემი ცოლი, ვაჟი,
შვილიშვილი და მე და მივყვებით "მოვლენათა" სვლას. თავს

296
ედმუნდ ბრაუხბარი – ციურიხელი ბიზმესმენი, რომელსაც ჯოისი
ინგლისურს ასწავლიდა პირველი მსოფლიო ომის დროს.
339 მკითხველთა ლიგა
სრულიად გარიყულად ვგრძნობ, ორმაგ ბლოკადაში ვიმყოფები,
– ერთი მხრივ, ბრიტანეთის ოფიციოზის გამო ხელი არ მიმიწ-
ვდება ჩემს ლონდონურ ქონებაზე, მეორე მხრივ, კი ფრანგი ოფი-
ციალური პირები მიზღუდავენ ბანკიდან ჩემი კუთვნილი თანხის
გამოტანას.
ჩემი ბიოგრაფია თუ გაქვთ წაკითხული, ალბათ გაგეცინებო-
დათ იმაზე, რასაც მისტერ გორმანი წერს, რომ თურმე ურანია-
ტურმის ასტრონომს დაარქვეს... ზიგმუნდ ფეილბოგენი!(ზიგ-
მუნდ ფეილბოგენი – ვენელი პროფესორი, რომელიც პირველი
მსოფლიო ომის დროს ჩავიდა ციურიხში და ცდილობდა, თავისი
სტატიის მეშვეობით ხელი შეეწყო ინგლისელებისა და გერმანე-
ლების შერიგებისთვის. ჯოისმა თარგმნა რამდენიმე ნაწყვეტი ამ
სტატიიდან.) (არც გორმანს და არც მის გამომცემელს შეუტყობი-
ნებია ჩემთვის ამ წიგნის გამოსვლის შესახებ).
არაფერი ვიცი, რა ბედი ეწია პარიზში ჩემს ბინას, ჩემს წიგნებს
და ნახატებს.
იმედს ვიტოვებ, რომ "ჩვენი მწუხარების ამბავმა" არ დაგღა-
ლათ და კიდევ, რომ თქვენ და უშუალოდ თქვენი ოჯახის წევრები
(სხვა ნათესავებს არ ვგულისხმობ, ისინი იმდენი არიან, რამდენი
ფოთოლიცაა ტყეში) თავმოყრილი არიან ჯანმრთელად და უსაფ-
რთხოდ მამაპაპური და... ერთობ
გამოსადეგი ხის ირგვლივ. გულითადად გართმევთ ხელს
ჯეიმზ ჯოისი

340 მკითხველთა ლიგა


მარია ჯოლასს

ჯოლასების კოლექციიდან
7 სექტემბერი, 1940
სან-ჟერან-ლე პიუი
ძვირფასო მისის ჯოლას, 4-ში ტელეგრაფით გამოგზავნილი
თქვენი წერილი 6-ში მივიღე, თურმე ისევ საფრანგეთში იმყოფე-
ბით. იმედი მაქვს, ბანიოლში ჩააღწია ჩემმა ტელეგრამამ. აზრი
არ ჰქონდა თქვენთან წერილის გამოგზავნას, რადგან არ ვიცო-
დით, სად იქნებოდით. იმედია, ეს ბარათი დაუბრკოლებლად ჩა-
მოგისწრებთ ლისაბონში ზღვით მგზავრობის წინ. ლეონი და მისი
ვაჟი პარიზში გაემგზავრნენ. გავიგე, რომ თურმე აქაურობა უნდა
დავტოვოთ 20-ისთვის, რადგან სახლის პატრონს კაპიტალური
რემონტის გაკეთება სურს. არაფერი ისმის არც დუბლინიდან,
არც სერფისგან და არც ჰიუბშისგან. პასპორტების მიხედვით
დაგვირიგეს უმუშევართა დახმარება და მადამ ასტაფიევს ნაწი-
ლობრივ გადავუხადე გადასახადი. კასტორმა მოგვწერა, რომ
თქვენ ტელეგრაფით შეგატყობინათ ფულადი დახმარების შესა-
ხებ, რადგან ჯორჯო არ მოსულა თქვენთან. ალბათ, როგორი გა-
ხარებული იქნებით, გემი რომ დაიძვრება. ოჯახს მაინცდამაინც
არ უნდა ჰელვეცია საჰაერო განგაშების გამო და ა. შ. მიუხედა-
ვად ამისა, მე მაინც მივწერე ვალორბის მახლობლად მდებარე
კლინიკას. მადლობა თქვენს წერილში ნახსენები შემოთავაზე-
ბისთვის. სადგურზე, ფაქტობრივად, სულს ძლივს ვითქვამდი
სკივრისა და ჩემოდნის მთელი ძალით თრევისაგან და ამიტომაც
ვერ გითხარით სათქმელი. იქ დათრგუნული მეჩვენეთ. სხვა რომ
არაფერი გაგეკეთებინათ, მადლად ათობით ბავშვის გაბედნიე-
რებაც ჩაგეთვლებათ. ვინც არ უნდა გამოვიდნენ ცხოვრებაში
ისინი, იაკობინელები, გრაფის ცოლები, წმინდანები თუ მკვლევ-

341 მკითხველთა ლიგა


რები, "ყველაზე უფრო საღად აზროვნების მომენტებში" ყოველ-
თვის თქვენ გაგიხსენებენ. მაგრამ, ღმერთმა ხომ იცის, რამდე-
ნად ბევრი გაქვთ მათთვის გაკეთებული. გისურვებთ მშვიდ
ზღვას და ზურგის ქარს! მომიკითხეთ ჯოლასი და ყველა, ვისაც
ვახსოვარ.
მისტერ ჰუბერი(უფრო სწორად, ჰუბერტი, ფიზკულტურას ას-
წავლიდა ბავშვებს ჯოლასის სკოლაში.) შემოსასვლელში საკ-
ვოიაჟს ჩაჰკირკიტებს (ზუსტად 1480 არის ჩრდილში), თქვენი
გამგზავრების დღეს მისის ჰუბერმა მთხოვა "ფინეგანის ღამისთე-
ვა", ვათხოვე.
აი, კიდევ რა, იქნებ ტროას ქუჩის 12 თუ 14 ნომერში გასაყი-
დად გამოტანილი ნახოთ პრინცი მაკინსკის წიგნი, სათაურად "ჯ.
ბ. ვიკოს ცხოვრება და მოღვაწეობა", ფასი – 5/-. ოსირის ჯონსი297
ჯერ არ გამოსულა არც დღის სინათლეზე და არც ღამის შუქზე,
არადა, ველოდები, რომ გორმანი ან მისი გამომცემელი გამო-
მიგზავნიან ჩემი ბიოგრაფიის ერთ ეგზემპლარს. ირლანდიის
დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ტელეგრაფით ისევ მი-
მართა დუბლინს, მაგრამ პასუხი არ მიუღია. თუ ლისაბონში ბი-
ნას ეძებთ, ვფიქრობ, მაკინსკი შეძლებს რამე გიშოვოთ. ჩემი მე-
გობრის, ბირნის ქალიშვილს ფილისსაც შეუძლია დაგეხმაროთ.
ის უკვე ერთი წელია, იქ არის.
დიალოგი. 1980. ლაილაქ დორვეი აშშ, დრო: გაზაფხული.
ქალი: (გადადებს წიგნს "როგორ მოვიშოროთ პარაზიტები")
ახლა ვფიქრობდი, რა გვარი იყო ის ოჯახი, რომელსაც გამუდმე-
ბული პრობლემები ჰქონდა იქ, ევროპაში?
კაცი: (იღებს ქილას) და ამას მე მეკითხები.
ქალი: მე მგონი, მამაკაცს თვალზე ლიბრა ჰქონდა გადაკრუ-
ლი. ლიბრშტეინები ხომ არ იყვნენ?

297
მიანიშნებს კონრად ეიკინის ლექსზე "ოსირის ჯონსის გამოსვლა".
342 მკითხველთა ლიგა
კაცი: (დგამს ქილას) ჯუშასები.
ქალი: ჯუშასები, სწორედ ეგ გვარი აქვთ. ვიცოდი, რომ რაღაც
საერთო ექნებოდათ შოტლანდიასთან.
Fait rien. Bon voyage! Merci! Au revoir!Vous aves oublie le
pourboire, Madame. Pour le porteur. Fait rien!...
მთელი გულით,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

343 მკითხველთა ლიგა


ციურიხის მერს

ციურიხის ქალაქის არქივის კოლექციიდან


20 დეკემბერი, 1940, ციურიხი
(თარგმანი)
თქვენო ღირსებავ, ბატონო მერო, აქ ჩამოსვლიდან რამდენი-
მე დღეში შევიტყვე, რომ გულისხმიერება გამოიჩინეთ და ჩემს
თხოვნას ოფიციალური პირების მიმართ ციურიხში ჩამოსვლის
ნებართვის შესახებ თქვენი გავლენიანი რეკომენდაციით დიდად
შეეწიეთ. შედეგად მივიღეთ ის, რომ მეც და ჩემს ოჯახსაც აქ
ცხოვრების უფლება მოგვენიჭა. ჩემსა და თქვენს სტუმართმოყ-
ვარე ქალაქს შორის კავშირი მოიცავს დაახლოებით ორმოცზე
მეტ წლიან პერიოდს და ამ ძნელბედობის ჟამს დიდ პატივად მი-
მაჩნია ის ფაქტი, რომ ჩემს აქ ყოფნას დიდწილად გიმადლით
თქვენ, ციურიხის უპირველეს მოქალაქეს.
თქვენი ღირსების, ბატონი მერის მიმართ მადლიერებითა და
პატივისცემით, გულწრფელად,
თქვენი ჯეიმზ ჯოისი

344 მკითხველთა ლიგა


სტანისლოს ჯოისს
(ღია ბარათი)

კორნელის უნივერსიტეტის კოლექციიდან


4 იანვარი, 1941
ფენშნ დელფინ, მულებახშტრასე 69, ციურიხი
(თარგმანი)
ძვირფასო ძმაო, შესაძლოა ეს მისამართები გამოგადგეს, იქ
არიან ადამიანები, რომლებსაც, ვფიქრობ, შეუძლიათ შენი დახ-
მარება. ყველა შემთხვევაში მიმართე მათ: ა. ფრანჩინის "სკოლა
დეი პარდი სკალოპის" მეშვეობით მიაგნებ; ეზრა პაუნდს – რაპა-
ლოში მარშალის ქუჩაზე; კარლო ლინატის – მილანში, სან ვიტო-
რეს 20-ში; კურციო მალაპარტეს და ეტორე სეტანის – რომში,
გრეგორიანას ქუჩა 44-ში, "პროსპეტივეს" გამომცემლობაში.
ამათგან ერთი დირექტორია, მეორე კი თანამშრომელი, რომელ-
მაც თარგმნა (უფრო სწორად, გადააკეთა) ჩემი "ანა ლივია" და
გამოაქვეყნა (იხ.) 1940 წლის 15 თებერვლის გამოცემა. მოკით-
ხვას გითვლის ყველა.
ჯიმი

345 მკითხველთა ლიგა


პირადი, ძალზე პირადი

დარწმუნებული ვარ, ჯეიმზ ჯოისის პირადი ბარათების ქართუ-


ლი გამოცემა დახმარებას გაუწევს სტუდენტებს, მწერლის შემოქ-
მედებით დაინტერესებულ კრიტიკოსებს, მკვლევრებს, ვინც ის-
ტორიცისტულსა თუ ჰერმენევტულ მეთოდს ანიჭებენ უპირატე-
სობას, აგრეთვე, ბიოგრაფიული ლიტერატურის მოყვარულ
მკითხველებს, მაგრამ არ ვიცი, "ახალი კრიტიკის" მიმდევრებსა
და თვით მწერლის დიადი წიგნების თავგამოდებულ თუ თავდა-
დებულ მკითხველებს როგორ მოეწონებათ.
ჯოისი ღვთაებრივმა ცეცხლმა დაწვაო, ამბობს ფოლკნერი და,
ამ წიგნში, ჩვენ წინაშეა ღვთაებრივი ცეცხლით დამწვარ-დაბუგუ-
ლი ჯეიმზ ჯოისი.
"დუბლინელებისა" და "ულისეს" ავტორი, მსოფლიო პროზის
გეზის განმსაზღვრელი, გოლიათი ჯეიმზ ჯოისი ამ წიგნში წარ-
მოგვიდგება სუსტ, უღონო, შეშინებულ, მოწუწუნე კაცუნად; ის სა-
ტირა, იუმორი, ცინიზმიც რომ ვერაფერში შეჰხიდებია, ერებსა
თუ სახელმწიფოებს რომ აჩოქებდა და დგას მკითხველის წინაშე
ბრმა, სნეული, მარტო დარჩენილი.
და იფიქრებ, ეგებ არც გამოქვეყნებულიყოო, ეს ბარათები
ხომ პირადია, ძალზე პირადი, მაგრამ დასავლეთში დიდი ხანია
გამოცემულია და შესწავლილიც. ალბათ, მაინც საჭიროა, საჭი-
როა რადგან ეს სნეული, დაბრმავებული, პირადი ცხოვრების მო-
უწყობლობით, შვილების სნეულებითა თუ ხელმოცარულობით
დაღდასმული კაცი დიდი წიგნების ავტორია, ბუმბერაზული
ტვირთის ამწევი და აბა რა გასაკვირია, რომ ასეთმა ტვირთმა და-
ძალა.
პირადი წერილებიდან ირკვევა, რომ მეტად დუნე და მოსაწყე-
ნი ყოფილა ჯოისის პირადი ცხოვრება. თვით მის ამბოხებას კა-

346 მკითხველთა ლიგა


თოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ და ირლანდიის მიტოვებას აკ-
ლია ცეცხლი და მგზნებარება – ასეთები ხომ ბევრნი იყვნენ, მე-
ამბოხენი, რადიკალები, განდევნილები – ცეცხლი პირად წერი-
ლებს აკლია და არა ნოველებსა და რომანებს. ჯოისის მოგზაუ-
რობანი ირლანდიიდან იტალიისკენ, იტალიიდან შვეიცარიის-
კენ, საფრანგეთისკენ, კვლავ შვეიცარიისკენ აღვსილია შფო-
თით, საზრუნავითა და წუწუნით.
ჯოისი თავგამოდებული მამა და ქმარია, მაგრამ არცთუ ხში-
რად უყაირათოდ ექცევა ფულს და მერე თავს იმართლებს. მას-
წავლებლობა დამღლელი და გულისგამაწვრილებელი იყო მის-
თვის. მოუსვენრად გრძნობდა თავს პულაში და კიდევ უფრო გა-
უჭირდება ტრიესტში. აქ დაწერა "სტივენ გმირის" რამდენიმე თა-
ვი და "დუბლინელების" ნოველათა დიდი ნაწილი. აქ შეეძინა ვა-
ჟიშვილი, ჯორჯო (თავის შვილებს იტალიური სახელები დაარ-
ქვა) და აქ მოუხმო თავის ძმა სტანისლოსს, რომ შემწე ჰყოლოდა
ყოფითი პრობლემების მოგვარებაში.
ელიოტისა არ იყოს, ერთ ხანს ბანკს შეაფარა თავი, აქ ეგულე-
ბოდა ჯამაგირი და სტაბილურობა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა.
აბა, რა ბანკირი უნდა ყოფილიყო ჯეიმზ ჯოისი?!
არა და ფინანსურად სულაც არ უჭირდა. ეზრა პაუნდი და უი-
ლიამ ბატლერ იეიტსი სხვადასხვა ფონდებიდან შოულობენ მის-
თვის დახმარებას, სამეფო სალიტერატურო ფონდიდან იღებს
გრანტს, პრემიერ-მინისტრი აჯილდოვებს სამოქალაქო გრან-
ტით, ეხმარებიან ნორას ბიძა, თაყვანისმცემლები, ვთქვათ ჰარი-
ეტ შოუ ვივერი და სხვანი და სხვანი; და თუ ციურიხში ხელმოკ-
ლედ ჩააღწევს, გარკვეული დროის შემდეგ საკმაოდ შეძლებუ-
ლად უნდა ცხოვრობს; მაგრამ სიმშვიდეს, სტაბილურობისა და
კმაყოფილების განცდას ძნელად თუ წააწყდებით მის პირად წე-
რილებში.

347 მკითხველთა ლიგა


სად ჯოისი და სად კმაყოფილება, თუნდაც ოქროში ჩაგესვა,
ღვთაებრივი ცეცხლით იყო დაბუგული...
და ეს ირლანდიაც რომ არ ეშვება?! არც თვითონ ეშვება, იხსე-
ნებს, აღწერს, უკმაყოფილოა, რაღაც დამაკლდა, კარგად ვერ
დავხატე დუბლინიო; არ ინდობს, თითქოს ანგარიშს უსწორებს
თავის ქვეყანას, ქალაქსა და ძველ მეგობრებს და არც ისინი ინ-
დობენ; პარნელი უყვარდა, ესარჩლებოდა, ამუნათებდა ირ-
ლანდიელებს, უსამართლოდ გაწირეთო და პარნელისებურ
ფსევდოსკანდალში გაჰხვევენ; ერთი ძველი მეგობარი (ვინსენტ
კოსგრეივი) "გამოუტყდება" იმ დროს როცა თქვენ დაახლოვდით,
ფარულად მეც ვხდებოდი შენს ნორასო. და ჯოისი იმის ნაცვლად,
რომ დუელში გამოიწვიოს შეურაცხმყოფელი, ნორას აავსებს
ყვედრებით, ნუთუ ეს მართალიაო და როცა სიმართლე გაირკვე-
ვა, ევედრება, მაპატიეო. ამ სკანდალს მიღმა მოჩანს მეორე მე-
გობრის, ოლივერ გოგარტის298 წარმოსადეგი ფიგურა. ნეტავ რა
შურდა ოლივერ გოგარტის, ექიმს, სპორტსმენს, პოლიტიკოსს,
პოეტს, ყოველმხრივ წარმატებულ ვაჟკაცს, ამ სუსტი და მოწუწუ-
ნე ჯეიმზ ჯოისისა? რა თქმა უნდა, ის ღვთაებრივი ცეცხლი შურდა,
რაც ყველას ხვედრი არაა და ყველა ვერც ხედავს, როგორც ვერ
ხედავდა ნორა ბარნაკლი, ვინც ქმრის სისუსტეს, ნერვოტიულო-
ბას და მფლანგველობას უჩიოდა და მის თხზულებებს არ კითხუ-
ლობდა, გაუგებარიაო.
ჯოისის მემკვიდრეობა მსოფლიო კულტურის საკუთრებადაა
ქცეული და ყველას აქვს უფლება ეძიოს თავისი ჯოისი, სისუსტენი
გამოუქექოს, ინტერნეტ საიტები გადაავსოს მწერლის ეროტიუ-
ლი ბარათებით ნორასადმი. მე, პირადად, ამგვარი ჯოისი არ მა-
ინტერესებს, და არც სტუდენტებს ვურჩევდი დაინტერესებას, ეს
ყველაფერი პირადია, ძალზე პირადი...

298
"ულისეს" ბაკ მალიგანი.
348 მკითხველთა ლიგა
და რაოდენ სასიამოვნოა, რომ მთარგმნელმა, მაია ჯიჯეიშ-
ვილმა გულდასმით ამოარჩია და სწორედ ის პირადი წერილები
შემოგვთავაზა ჯოისისა, სადაც ჩვენთვის სასურველ მიმოწერას
ვხვდებით, ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან,
დიდ მწერლებთან, გამომცემლებთან, პოლიტიკოსებთან...
ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, თუ ვინმე იტყვის სუსტი კაცი ყო-
ფილა ჯეიმზ ჯოისიო, უილიამ ფოლკნერის ნათქვამი გაიხსენოს.

პაატა ჩხეიძე

349 მკითხველთა ლიგა

You might also like