You are on page 1of 4

თეკლა ნემსწვერიძე

კულტურით უკმაყოფილება
ზიგმუნდ ფროიდი ავსტრიელი ფსიქოანალიტიკოსია, მან თავის ნაშრომში
„კულტურით უკმაყოფილება“ განიხილა კულლტურისა და ადამიანთა ლტოლვების
ურთიერთდამოკიდებულბა.

კულტურა, ფროიდის აზრით, ადამიანებს საზოგადოებაში აერთიანებს, მას


საფუძვლად გენიტალიური სიყვარული და შრომის აუცილებლობა უდევს. თავის
მხრივ კულტურის არსებობა მამრობითი სქესისთვის უზრუნველყოფს სექსუალური
ობიექტის ახლოს ყოლას, გენიტალიური დაკმაყოფილებისთვის, ხოლო მდედრობითი
სქესისთვის კულტურა უსაფრთოხების გაანტიაა, რადგან მას არ უნდა საკუთარ
შვილებთან განშრობა, ასეთ შემთხვევაში მამაკაცთან თანაცხოვრება მას აარიდებს
საფრთხეს.

ერთი შეხედვით ადამიანთა გაერთიანების მოცემული მოდელი სიმბიოზური ტიპისაა,


შესაბამისად კულტურამ ბედნიერება უნდა მოუტანოს ასეთ სზოგადოებაში
გაერთანებულ ადამიანებს, თუმცა პარტნიორის დაკარგვა მსგავსი საზოგადოების
წევრებისთვის უბედურების ტოლფასია. თავდაცვის მექნიზმი ასეთ სიტოაციაში
ადამიანს აიძულებს თავისი „სიყვარული“, ტკივილის არიდების მიზნით, ყველა
ადამიანისკენ თანაბრად წარმართოს „ხოლო გენიტალიური სიყვარულის
ცვალებადობას და იმედგაცრუებებს, სექსუალური მიზნიდან ყურადღების
გადატანით იცილებენ თავიდან“ (ფროიდი 2018, 75). ამგვარად ადამიანი საკუთარ
ლტოლვას „მიზანშეკავებულ ლტლოვებად“ გადააქცევს და ლტლოვები კარგავს თავის
პირვანდელ სახეს.

ოჯახი, რომელიც კულტურის მონაპოვარია, ქალს და მამაკაცს შორის სიყვარულის


საფუძველზე იქმნება, რაც თავისთავად გულისხმობს გენიტალიების
დაკმაყოფილებისკენ სწრაფვას. ფროიდი ამგვარ სიყვარულს სქესობრივ სიყვარულს
უწოდებს, ასევე ის საუბრობს მიზანშეკავებულ სიყვარულზე, რაც მეგობრობამდე
მიდის, ის მნიშვნელოვანია კულტურისთვის, რადგან ასეთი სიყვარული გამორიცხავს
გენიტალიურ ურთიერთობას „ერთი მხრივ სიყვარული კულტურის ინტერესების
წინააღმდეგ გამოდის, მეორე მხრივ კი, კულტურა სიყვარულს მნიშველოვანი
შეზღუდვებით ემუქრება“ (ფროიდი 2018, 76 ).

ფროიდი ამბობს რომ ადამიანებს სექსუალური ლტოვების გარდა ასევე აქვთ


აგრესიული ლტოლვები, აქედან გამომდინარე, „ადამიანისთვის მოყვასი არა მხოლოდ
შესაძლო მხარდამჭერი და სექსუალური ობიექტია, არამედ ცდუნებაც – აქციოს ის
საკუთარი აგრესიის დაკმაყოფილების საშუალებად“ (ფოიდი 2018, 82), მსგავსი
აგრესიული მიდრეკილებები ხელს უშლის კულტურის განვითარებას, მასთან ბრძოლა
რთულია „რადგან ლტოვები გაცილებით ძლიერია, ვიდრე რაციონალური
ინტერესები“ (ფროიდი 2018, 83) აგრესიული ლტოლვა ადამიანებში ართულებს
პარტნიორთან ურთიერთობას. კულტურა ცდილობს აღმოფხვრას აგრესია დამნაშავის
დასჯის მეთოდით, თუმცა რასაკვირველია მსგავსი მეთოდი ვერ აღმოფხვრიის ყველა
სახის ძალადობას საზოგადოებაში.

კულტურა, გარდა აგრესიული ლტოვებისა, ასევე უხეშად ზღუდავს სექსუალურ


ლტოლვებსაც, კერძოდ, კულტურულ საზოგადოებაში შეზღუდულია სექსუალური
ობიექტის არჩევნის თავისუფლება, რაც გულისხმობს საპირისპირო სქესის
ადამიანების ურთიერთობის ნორმალიზებასა და ერთსქესიანთა ურთიერთობის
დაგმობას, ასევე ურთიერთობა უნდა იყოს მონოგამური. ფროიდის აზრით ინცესტური
სექსუალური კავშირების აკრძალვაც ტრამვულია ადამიანებისთვის „ობიექტის
ინცესტუოზური არჩევა, ჯერ კიდევ კულტურის პირველ, ტოტემისტურ ეტაპზე
აიკრძალა და ეს აკრძალვა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დარტყმაა, რომელიც კი
ადაიანის სასიყვარულო ცხოვრებას ოდესმე განუცდია“ (ფროიდი 2018, 77).
სექსუალურ აკრალვებზე საუბრისას მნიშველოვანია ასევე სასქესო ორგანოების
მონაწილეობის გარეშე მიღებულ სიამოვნებაზე კულტურის დამოკიდებულება, რაც
გარყვნილებად აღიქმება. ზემოთ აღნიშნული ყველა შეზღუდვის არსებობა
თავისთავად გულისმხობს იმას რომ სექსულური ურთიერთობები საზოგადოებში
მხოლოდ გამრავლების ფუნქციას ატარებს და კულტურა უგუნებელყოფს
სექსუალური კავშირით მიღებული სიამოვნების მნიშვნელობას.

სექსუალური შეზღუდვები უდიდეს დარტყმას აყენებს ადამიანის ფსიქიკას, რადგან


როგორც ფორიდი ამბობს ბესნიერება სწორესაც სექსუალური დაკმაყოფილებიდან
მოდის. ფროიდის აზრით სექსუალური შეზღუდვები ხელს შეუშლის ადამიანებს
სიყვარულში, რაც შედეგად ნევროზამდე მიგვიყვანს, ასეთი ადამიანი ხდება
აგრესიული, შედეგად კი ან საკუთარ თავს მიაყენებს ტანჯვას, ან თავის აგრესიას
სხვისკენ მიმართავს.

კულტურის და სიყვარულის ურთიერთდამომიდებულებაზე საუბრისას ფროიდი


განიხილავს საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ, რელოგიურ დებულებას
„გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“, ფროიდი აკრიტიკებს მოცემულ
დებულებას, მისი აზრით უსამართლობაა ადამიანს დაუმსახურებლად აჩუქო
სიყვარული, როცა თავად მარტივად გაგწირავდა უბედურებისთვის საკუთარი
ბედნიერების სანაცვლოდ. აქედან გამომდინარე მოცემული დებულება ფროიდის
აზრით შემდეგი სახის უნდა იყოს „გიყვარდეს მოყვასი შენი ისე, როგორც მას შენ
უყვარხარ.“ (ფორიდი 2018 81). ფროიდი ამ მოსაზრების ფუნდამენტად მოიაზრებს
დაკვირვებას, რომლის მიხედვითაც მოყვასთან ურთიერთობას ხელს უშლის
ადამიანში არსებული აგრესია.
კომუნისტები აზრით ადამიანში აგრესია მხოლოდ და მხოლოდ ქონებრივი
უთანასწორობის შედეგია და აგრესიის გაქრობის გზა საკუთრების გაქრობაში
ესახებათ. ისინი ფიქრობენ რომ თუ არ იქნება ქონებრივი უთანასწორობა გაქრება
აგრესიაც ადამიამებს შორის, რადგან ადამიანების ბუნება თავისთაბად კეთილია,
თუმცა ფორიდი ამბობს რომ აგრესია სულაც არ არის ქონებრივი უთანასწორობის
შედეგი „მატერიალურ კეთილდღეობაზე პიროვნული უფლებების გაუქმების
მოუხედავად, პრივილეგიები სექსუალური ურთიერთობების სფეროში მაინც
დარჩება. და ის უძლიერესი არაკეთილმოსურნეობის და უდიდესი მტრობის წყარო
გახდება“ (ფროიდი 2018, 84).

ფროიდის აზრით ადამიანს არ გააჩნია ბუნებრივად ბოროტისა და კეთილის გარჩევის


უნარი. ბოროტების და სიკეთის დეფინიცია ადამიანისთვის გარეპირობების
არსებობით განისაზღვრება, რაც ვერ ჩაითვლება ობიექტურ შეფასებად, ადამიანი
სუსტი და უსუსური არსებაა, მას ეშინია სიმარტოვის, შესაბამისად ბორტება
სიყვარულის დაკარგვის შიშიდან გამომდინარეობს. ადამიანები ჩადიან ბოროტებას,
რომელიც თავიამთი აგრესიული ან სასიყვატულო ლტოლვებისგან არის
განპირობებული, თუ ამის შესახებ „ავტორიტეტი“ ვერაფერს შეიტყობს, შესაბამისად
ასწთი ბოროტებისთვის არც დაისჯებიან. თუმცა შიში გარეშე ავტორიტეტის წინაშე
ადამიანებს ხშირ შემთხვევაში აიძულებს უარი თქვან ლტოლვების
დაკმაყოფილებაზე. რომლებიც ბოროტებასთან ასოცირდება, ამის შედეგად ჩნდება
შინაგანი ავტორიტეტი, რაც აიძულებს ადამიანს ლტოლვებზე უარის თქმას.

შინაგანი ავტორიტეტის გაგრძელებაა „სუპერ ეგო“, რომელიც ბოროტების ჩადენის ან


სურვილი არსებობის შემთხვევაში დასჯაზეა პასუხისმგებელი. სუპერ ეგო ადამიანში
დამაშაული გრძნობას და საკუთარი თავის დასჯის სურვილს ბადებს.

საბოლოო ჯამში ფროიდის მოცემული ნაშრომი კარგად ასახავს კულტურის და


ლტოლვების ურთიერთდამოკიდებლებას, როგორც უშლიან ისინი ხელს ერთმანეთის
განვითარებას. ადამიანის ბედნიერება ფროიდს სექსუალურ კმაყოფილებაში ესახება,
რასაც კულტურა ზღუდავს, შედეგად ადამიანი ზღუდავს თავის ლტოლვებს, რაც
„სუპერ ეგოს“ ჩამოყალიბებით გამოიხატება.

ბიბლიოგრაფია
ფროიდი, ზიგმუნდ. 2018. კულტურით უკმაყოფილება. წიგნში შესავალი
თანამედროვე აზროვნებაში 2. მთარგმნ. ანა პეტრიაშვილი, 74-98 . თბილისი: ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

You might also like