You are on page 1of 1

ცხოვრებისეული ჩარჩოები ადამიანის სრულყოფილების და პოცენტიური

შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლინების საშუალებას არ იძლება , მეტიც ,


მარადიული სულიერი სიმშვიდის მოპოვებას ხელს მატერიალიზმი უშლის, რომელიც
ადამიანის განუყოფელი ნაწილის, სოციალური გარემოს სინამდვილეში ვლინდება , რაც
ბუნებრივია უმთავრეს ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს ადამიანთათავის
დაინახონ და აღიქვან ცხოვრების არსი. სამყარო მარადიული ქმნადობის და შემეცნების
პროცესია, რომლის მსხვეპლი მხოლოდ განსაკუთრებული ადამიანიები ხდებიან. ეს ერთი
შეხედვით მტკივნეული და საჭირო პროცესი სოციალური ცხოვრების ყოველდღიური
აუტანლობისგან თავის დაღწევის ერთადერთი წინაპირობაა. მას შემდეგ რაც ადამიანი
იწყებს საკუთარი ინდივიდიალობის გაცნობიერებას, ის იწყებს უმაღლესი
ღირებულებების აღიარებას. ოთარ ჭილაძე კი, იმ ერთ-ერთი იღბლიანი ადამიანთაგანია ,
რომელმაც შეძლო რეალობის გადაფასება და საკუთარი ცხოვრების საფუძვლად სწორი
ღირებულებები აირჩია. „მატარებელმა დატოვა ბოლო“ - ამ სიტყვებით იწყებს ავტორი
ლექსს და სევდიანი, შეშინებული, თუმცა ამაყი ემშვიდობება ცხოვრების განვლილ ეტაპს ,
რომელმაც ლირიკულ გმირში მნიშველოვანი კვალი დატოვა. განვლილ ცხოვრებას
ავტორი სინანულით უყურებს და თითოეულ სირთულეს თუ სულიერ კრიზისს
უკანასკნელად იხსენებს. „და უცებ ვიგრძენ სიცივეც თოვლის, სიშორეც გზების და
ცრემლის გემოც“. იმის მიუხედავად, რომ მატერიალურ ცხოვრებასთან დაპირსპირებას,
სრულიად ტრაგიკული იერი აქვს და ფაქტობრივად, მთავარ ბარიერს წარმოადგენს
ადამიანის ხორციელი სრულყოფილებისკენ მიმავალ რთულ გზაზე, პოეტმა რეალობად
აქცია ცხოვრების მთავარი იდეა და ხელახლა დაბადებული, ამაყად შეეჭიდა მის
გარდაუვალ სირთულეებს „დამთავრდა ფუჭი წკრიალი ბროლის, წინ ცხოვრებაა უცხო და
მკაცრი.“ ცხოვრების ამაოება რომანტიკოსთა უმთავრესი ფიქრის საგანია .
ცხოვრებისეული ხვედრისა და საკუთარი თავის დამკვიდრების იდეა ბარათაშვილის
შემოქმედებაში განსაკუთრებით იკითხება. ლექსი „სულო ბოროტო“ უამრავი
პასუხგაუცემელი კითხებით არის სავსე, რომელიც ამქვეყნიური სირთულეებით ,
რეალობისა და იდეალურობის დაპირისპირებით არის ნაკარნახევი , იმ განსხვავებით ,
რომ ლირიკული გმირი ჯერ მხოლოდ ძიებიაშია, “როს ვჰსცნა მე შენი საიდუმლობა ,რომ
მხვდეს ამ სოფლად ჩემი წილობა?..“. ორივე ლექსს საერთო იდეა უდევს საფუძლად, რაც
ამ ორ ავტორს აკავშირებს.
ამგვარად, „მატარებელმა დატოვა ბოლო“ ცხოვრების ახალ ეტაპზე, ღირებულებების
გადაფასებასა და სულიერი წონასწორობის მოპოვებაზე დაწერილი ლექსია , რომელსაც
თან განსაკუთრებულად ამაღლებელი ემოცია ახლავს.

You might also like