You are on page 1of 5

აქამდე საუბარი გვქონდა მომსახურების ბიზნესში ბუღალტერიაზე , ახლა კი სავაჭრო

ბიზნესის მაგალითი განვიხილოთ.

რა არის სასაქონლო მატერიალური მარაგი? ეს ის მარაგია, რითად კომპანია ვაჭრობს .


შეძენის მომენტში ეს პროდუქცია არის აქტივი და მისი ღირებულება არ გადავა ხარჯში
მანამ, სანამ არ გავყიდით ამ პროდუქტს.

მაგალითად:

კომპანიამ ყიდის ლეპტოპებს. შეიძინა აიპადების მარაგები (10 000ლარის


ღირებულება) კრედიტში. გაგვეზარდა აქტივი „სასაქონლო მატერიალური მარაგები“,
ამავდროულად ვალდებულებებიში სავაჭრო ვალდებულებაც გაგვეზარდა 10 000-ით.
რითი განსხვავდება სასაქონლო მატერიალური მარაგები? არ ერიცხებათ ცვეთა
(მაგალითად, გაყიდვების კონსულტანტს უჭირავს ხელში აიპადი და ამავდროულად
კომპანია ყიდის აიპადებს. რითი განსხვავდება ეს ორი ერთმანეთისგან ? აიპადში
კონსულტანტს ინფორმაცია აქვს ჩატვირთული, რასაც სამუშაოდ იყენებს და ანუ ეს
აიპადი არის ძირითადი საშუალება; ხოლო დახლზე მოთავსებული აიპადი არ
იცვითება, რადგან მისი დანიშნულება გაყიდვა და ამ გაყიდვით შემოსავლის მოტანაა ).
გავყიდოთ ეს 10 000-ად ნაყიდი აიპადები 12 000-ად. როგორ აისახება ის საბალანსო
ტოლობაში? 10000 წავა ხარჯში მინუს ნიშნით (კომენტარი: რეალიზებული საქონლის
თვითღირებულება), დააკლდება აქტივებს, ხოლო აქტივ ფულში დაგვემატება 12000 და
შემოსავალშიც დაგვემატება 12000 (შემოსავალი რელიზაციიდან).

ხოლო თუ ჩვენით ვაწარმოებთ პროდუქტს, მაგალითად, აიპადებს, ყველა ხარჯი უნდა


შევიტანოთ „სასაქონლო მატერიალურ მარაგებში“ და მინუს ნიშნით აქტივ ფულში .

რა განსხვავებაა ცვლად ხარჯსა და ცვლად დანახარჯს შორის? ცვლადი


დანახარჯი  რაც დაგვიჯდება პროდუქტის წარმოება, ის შეიძლება აქტივი იყოს,
სანამ გავყიდით პროდუქტს. ხოლო ცვლადი დანახარჯი ხარჯად მხოლოდ
გაყიდვის შემდეგ გადაიქცევა!

მაგალითად:

ყავის შემთხვევაში ნედლეული მყისიერად გადაიქცევა ხარჯად, გაიხარჯება , რადგან


არავინ გაგვიცხელებს ყავას და დაგვიცდის. ის მყისიერად იყიდება.

ვნახოთ ექსელის ფოლდერში „სემინარი 4“ გარჩეული მაგალითი.

ფაქტობრივად მოგებას ის რაოდენობა იძლევა, რაც ბრეიქ ივენ ფოინთის ზემოთ


იყიდება.
მაგალითები წიგნიდან 3.2

მაგალითად:

ქეისი: „მივიღოთ თუ არა სპეციალური შეკვეთა?“

ამ შემთხვევაში უნდა მივხვდეთ რამდენიმე დეტალს.

ფისქირებული ხარჯი ერთეულზე არ უნდა გავითვალისწინოთ. ფიქსირებული ხარჯი მას


არ შეეცვლება სპეც-შეკვეთისას. ამიტომ, ის არ უნდა გავითვალისწინოთ (სიმძლავრე -
ძირითადი საშუალებებია). მისი ფიქსირებული ხარჯები არ გაიზრდება (შენობა ,
მაგალითად) თუ არ ჩავთვლით ამ 1500$იან დანადგარს. კლიენტს უნდა, რომ 2000
ერთეული დავუმზადოთ. ანუ, ჩვენი შემოსავალი (SU) იქნება 2000*14$; ხარჯები
ერთეულზე  ნედლეული და მასალები 7$ და პირდაპირი შრომა 4$  11$ (VCU),
რომელსაც გავამრავლებთ 2000ზე, 2000*11$. თანხები სპეციალურ აღჭურვილობაზე
იქნება 1500$. ზღვრული დანახარჯები, რომლებიც წარმოიშობა ამ შეკვეთისას იქნება
1500+2000*11=23500. ჩვენი
შემოსავალი (2000*14) იყო 28000,
მას გამოვაკლებთ 23500 და
ჩვენი წმინდა სარგებელი 4500
იქნება. ამგვარად, კომპანიას
აწყობს, მიიღოს სპეც-
შეთავაზება.

მაგალითად:

ქეისი: „ნულოვანი მოგების წერტილის გამოთვლა“


იმ სიდიდეს, რომლითაც კომპანია აჭარბებს თავისი ნულოვანი მოგების წერტილს ,
ეწოდება უსაფრთხოების ზონა. ეს შეიძლება ვიანგარიშოთ როგორც თანხობრივად,
ისე პროდუქციის რაოდენობის სახითაც. მაგალითად, ჩვენს შემთხვევაში თუ კომპანია
1200 ერთეულ საწერ მაგიდას აწარმოებს, მისი უსაფრთხოების ზონა იქნება 162 ცალი
მაგიდა (1200-1038, რისი წარმოებაც ნულოვანი მოგების წერტილზე გასასვლელად
სჭირდება); უსაფრთხოების ზონა იქნება ასევე 61 560$ (1200*380$-$394440).
მაგალითად:

ქეისი: „ვიყიდოთ თუ ვაწარმოოთ?“

საერთო ხარჯები ვინაიდან 50 000-ს შეადგენს და ერთეულზე ხარჯი 5 გამოდის, ერთი


შეხედვით, ჯობია 4,5-ად შევიძინოთ. თუმცა, ამ დროს აღმოჩნდება, რომ ფიქსირებული
ხარჯების 75% იზოგება მხოლოდ (რადგან აქ სახელურების წარმოებისთვის
დანადგარების ცვეთის ხარჯიც შედის და იჯარის ხარჯიც). ანუ ყიდვის შემთხვევაში
ჩვენი საერთო ხარჯები 4,5*10 000 + 50 000*0,25 = 51000. წარმოების შემთხვევაში ჩვენი
საერთო ხარჯები იყო 50000.
ტერმინები:

VCU - ცვლადი ხარჯები ერთეულზე

FC - მთლიანი ფიქსირებული ხარჯი

TC - საერთო ხარჯები

TS - საერთო მოცულობა

BEP - ნულოვანი წერტილი

P - ერთეულის გასაყიდი ფასი

Q - რაოდენობა

რსთ - რეალიზებული საქონლის თვითღირებულება

CMU – Contribution Margin per Unit, ერთეულის კონტრიბუცია, ანუ P-VCU=CMU

BEP=FC/(P-VC)  გავიგებთ რაოდენობას

BEP=FC*P/(P-VC)  გავიგებთ თანხას.

You might also like