You are on page 1of 37

გამარტივებული

მსს ფასს სტანდარტები


ტრენერთან დაკავშირებით
მარიამ ქოიავა
მმართველი პარტნიორი SavvY
IFRS-ის ექსპერტი / 5 წლიანი ტრენერობის გამოცდილება
6 წლიანი გამოცდილება საკონსულტაციო და აუდიტორულ სფეროში
ACCA-ს წევრი
ჰარვარდის ბიზნეს სკოლის HBX CORe პროგრამის კურსდამთავრებული
ყოფილი უფროსი აუდიტორი KPMG-ში
ყოფილი ფინანსური რისკების მენეჯერი TBC ბანკში

ინდუსტრიული გამოცდილება:
• ფინანსური სექტორი;
• ფარმაცევტული სექტორი;
• წარმოება;
• Hospitality;
• ლოგისტიკა;
• ტელეკომები;
• ჯანდაცვა

რა გვამოძრავებს ჩვენ?

SavvY Consulting ქართულ ბაზარს სთავაზობს საერთაშორისო გამოცდილებაზე დამყარებულ ბიზნეს გადაწყვეტილებებს. ჩვენი მიზანია შევქმნათ ჩვენი
საკუთარი ქართული წარმატების ფორმულა და უნიკალური ბიზნესის მართვის სისტემები და სტანდარტები, რომელსაც უკვე წარმატებით ვნერგავთ წამყვან
ქართულ კომპანიებში.
ჩვენი დევიზი - „ჩვენ ვცვლით“ - ნათლად მიუთითებს ჩვენ მიზანდასახულობაზე უკეთესობისკენ შევცვალოთ ქვეყანაში არსებული ბიზნესის მართვის სტილი და
მიდგომა.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს, რომელიც ყოველდღე უახლოვდება ბიზნესის მართვის საერთაშორისო სტანდარტებს აქვს შანსი ამ კუთხით გახდეს
როგორც რეგიონის ლიდერი, ასევე მისაბაძი მაგალითი ევროპული ქვეყნებისთვისაც.
განსახილველი საკითხები

საკითხი #

კანონის მოთხოვნები: ანგარიშგების წარდგენა და გასაჯაროვება 4

სტანდარტებით ანგარიშგების უპირატესობები 10

ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები 17

მცირე და საშუალო საწარმოების ფასს-ის აქტუალური საკითხების მიმოხილვა 19

მსს ფასს-ზე გადასვლა

სასაქონლო მატერიალური ფასეულობები

ძირითადი საშუალებები
სტანდარატების გამოყენების სარგებელი

• საერთაშორისო აღიარება
• გაუმჯობესებული წვდომა კაპიტალზე
• შესადარისობა
• გაუმჯოსესებული ანგარიშგების ხარისხი
• კომპანიის შედეგებზე ნდობის ზრდა
• გარე დაფინანსების მოპოვების სიმარტივე
• პროფესიონალიზმის დონის ზრდა
• კომპანიაში გამართული შიდა კონტროლები და პროცესები
• კომპანიის შედეგების გამჭვირვალე სურათი
კანონის მოთხოვნები: ანგარიშგების წარდგენა და გასაჯაროვება
რეფორმის მიზანი
• საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება
• ანგარიშგების სანდოობის ხარისხის ამაღლება
• კაპიტალური ბაზრების განვითარების ხელშეწყობა
• კორპორაციული მართვის და სააღრიცხვო დისციპლინის გაუმჯობესება
• ფინანსური სექტორის ეფექტურობის ზრდის ხელშეწყობა
• საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობის ზრდა
• საზედამხედველო და საანგარიშგებო სფეროში ევროკავშირის და მსოფლიოში წამყვანი პრაქტიკის
გაზიარება და დანერგვა
კანონის მოთხოვნები სუბიექტები და ანგარიშგებები
აქტივები შემოსავალი ანგარიშგების სავალდებუ
საწარმოს (ჯგუფის) ტიპი დსრ
(ლარი) (ლარი) მომზადება ლო აუდიტი

4 კატეგორია (ე.წ.მიკრო) < 1 000 000 < 2 000 000 < 10 მარტივი წესით არა

3 კატეგორია (ე.წ.მცირე) < 10 000 000 < 20 000 000 < 50 IFRS for SME არა

2 კატეგორია (ე.წ.საშუალო) < 50 000 000 < 100 000 000 < 250 IFRS for SME კი

1 კატეგორია (ე.წ.მსხვილი) > 50 000 000 > 100 000 000 > 250 IFRS კი

სდპ (საზოგადოებრივი - IFRS კი


დაინტერესების პირი) - -

შენიშვნა:
• 3-4 კატეგორიის საწარმოებისთვის საანგარიშგებო მოთხოვნები მარტივდება
• 1-2 კატეგორიის საწარმოებს ემატება აუდიტის მოთხოვნა
• კატეგორიის გამომთვლელი: https://saras.gov.ge/ka/Home/ReportSupervision
კანონის მოთხოვნები II და III კატეგორია

საწარმოს (ჯგუფის) სავალდებულო საქმიანობის კორპორაციული


არაფინანსური სმგ
ტიპი სტანდარტი მიმოხილვა მართვა
4 კატეგორია IV კატეგორიის
(ე.წ.მიკრო)* სტანდარტი - - - -

3 კატეგორია
(ე.წ.მცირე)* მსს ფასს - - - -

2 კატეგორია მსს ფასს


(ე.წ.საშუალო)**
√ - - -

1 კატეგორია
(ე.წ.მსხვილი) ფასს √ - - √

სდპ ფასს √ √ √ √

კატეგორიის დადგენა უნდა მოხდეს კომპანიის 2016 წლის შედეგების მიხედვით


კანონის მოთხოვნები ვადები

საწარმოს (ჯგუფის) ფინანსური სხვა


ტიპი ანგარიშგება ანგარიშგება

4 კატეგორია
(ე.წ.მიკრო)* 10.2019 -

3 კატეგორია
(ე.წ.მცირე) 10.2019 -

2 კატეგორია
(ე.წ.საშუალო) 10.2018 10.2018

1 კატეგორია
(ე.წ.მსხვილი) 10.2018 10.2018

სდპ 10.2017 10.2018


კანონის მოთხოვნები სანქციები

• წერილობითი გაფრთხილება

• ფულადი ჯარიმა

• მმართველობითი ორგანოს წევრისთვის ფუნქციების განხორციელების აკრძალვა

სამსახურის წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის ან/და


პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში შესაბამისი მოთხოვნის
შეუსრულებლობისას სუბიექტს უორმაგდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა.
სტანდარტებით ანგარიშგების უპირატესობები
IFRS სტანდარატების გამოყენების რუკა
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები გავრცელებულია 138 ქვეყანაში (150
გაანალიზებული ქვეყნის შედეგი)
როგორ გამოვიყენოთ სტანდარტები?

კორპორაციული გარემო მაკროეკონომიკური


გარემო
• დაგეგმვა და ეფექტიანობა
• ანალიტიკური კვლევები
• მენეჯმენტის შეფასება
• მაკროეკონომიკური დაგეგმვა
• შედეგების სწორი განაწილება
• საგადასახადო ადმინისტრირება
• რისკების მართვა
• დასაქმება
• მართვის სრულყოფა

საინვესტიციო გარემო კონკურენტული გარემო


• არასაგირავნო დაკრედიტება
• კონტრაგენტების მეტი ნდობა
• პირდაპირი ინვესტიციების ხელშეწყობა
• „ბენჩმარკინგი“
• რეიტინგები
• დარგობრივი ექსპანსია
• ბიზნესის/წილის ყიდვა-გაყიდვა
• რეგიონალური ექსპანსია
• რეორგანიზაცია
მსს ფასს vs ფასს სტანდარტები

• მოცულობა: 246 გვერდი vs 3,000 გვერდი ფასს სტანდარტებში

• ფასს-ის ზოგიერთი საკითხი (თავი, სექცია) გამოტოვებულია თუ არალერევანტურია


მცირე და საშუალო საწარმოებისთვის

• სადაც სრული ფასს-ი არჩევანის შესაძლებლობას იძლევა, მსს ფასს-ში დატოვებულია


მარტივი გზა

• გამარტივებულია აღიარება და შეფასება

• შემცირებულია განმარტებითი შენიშვნები

• გამარტივებულია ანგარიშგების შედგენა


მსს ფასს სტანდარტების უპირატესობა

ხარისხიანი ფინანსური ანგარიშგების მომზადება გამარტივდა:

• გამარტივებული ფასს სტანდარტები, რომელიც შემუშავებულია IFRS foundation-ის მიერ

• სრულიად ინდივიდუალური (დამოუკიდებელი)

• განკუთვნილი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის

• საერთაშორისოდ აღიარებული

• ფასს-თან შედარებით ნაკლბად ცვალებადი, ბოლო შეცვლილი სტანდარტი გამოიცა 2015 წელს
მსს ფასს სტანდარტების სტრუქტურა
1. მცირე და საშუალო საწარმოების განმარტება 17. ძირითადი საშუალებები
2. კონცეფციები და ძირითადი პრინციპები 18. არამატერიალური აქტივები გუდვილის გარდა
3. ფინანსური ანგარიშგების წარდგენა 19. საწარმოთა გაერთიანება და გუდვილი
4. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება 20. იჯარა
5. სრული შემოსავლის ანგარიშგება და მოგებისა და ზარალის 21. ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები
ანგარიშგება 22. ვალდებულებები და საკუთარი კაპიტალი
6. საკუთარი კაპიტალის ცვლილების ანგარიშგება და 23. ამონაგები
შემოსავლისა და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგება 24. სახელმწიფო გრანტები
7. ფულადი ნაკადების ანგარიშგება 25. სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები
8. ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 26. წილობრივი გადახდა
9. კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ფინანსური 27. აქტივების გაუფასურება
ანგარიშგება 28. დაქირავებულ მომუშავეთა გასამრჯელოები
10. სააღრიცხვო პოლიტიკა, შეფასებები და შეცდომები 29. მოგების გადასახადი
11. ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები 30. ოპერაციები უცხოურ ვალუტაში
12. სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული საკითხები 31. ჰიპერინფლაცია
13. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები 32. საანგარიშგებო პერიოდის შემდგომი მოვლენები
14. ინვესტიციები მეკავშირე საწარმოებში 33. დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები
15. ინვესტიციები ერთობლივ საქმიანობაში 34. სპეციალიზირებული საქმიანობა
16. საინვესტიციო ქონება 35. მსს ფასს-ზე გადასვლა
ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები
ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები
ფინანსური მდგომარეობის უწყისი:
ამომწურავი სურათი კომპანიის აქტივების დაფინანსების სტრუქტურის და აქტივების კონცენტრაციის შესახებ;
კომპანიის ლიკვიდურობის ანალიზი.

მოგება-ზარალის და სხვა სრული შემოსავლების უწყისი:


კომპანიის შედეგების შესახებ კომუნიკაცია;
დაგეგმვის საწყისი წერტილი.

ფულადი ნაკადების მოძრაობის უწყისი:


კომპანიის ფულადი ნაკადების დეტალური ანალიზი;
კომპანიის ძირითადი საქმიანობის ფულის გენერირების უნარის შეფასება;
მომავალი პერიოდის პროგნოზი.

საკუთარი კაპიტალის ცვლილებების უწყისი:


კაპიტალის ცვლილების გამომწვევი ფაქტორების დადგენა.

შენიშვნები:
დეტალური ინფორმაცია პირველ 4 უწყისთან დაკავშირებით;
დეტალები სააღრიცხვო პოლიტიკაზე;
დამატებითი ინფორმაცია კომპანიაზე.
განმარტებითი შენიშვნების მიმოხილვა

• მომზადების საფუძველი და საწარმოს მიერ გამოყენებული სააღრიცხვო

პოლიტიკის მოკლე მიმოხილვა

• ფასს-ის მოთხოვნით გათვალისწინებული ინფორმაცია, რომელიც ფინანსურ

ანგარიშგებაში სხვაგან არსად არ არის ასახული

• დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ფინანსური ანგარიშგების

რომელიმე ელემენტის გასაგებად

საანგარიშგებო საანგარიშგებო ფინანსური ფინანსური


აქციონერებთან
პერიოდის პერიოდის ანგარიშგების უწყისების
შეხვედრა
დასაწყისი დასასრული ავტორიზაცია გასაჯაროვება

აღნიშნულ პერიოდში აღნიშნულ პერიოდში


მომხდარი მოვლენები, მომხდარი მოვლენები არ
ექვემდებარება ბასს 10-ის ექვემდებარება ბასს10-ის
მოქმედების სფეროს მოქმედების სფეროს
მცირე და საშუალო საწარმოების ფასს-ის აქტუალური
საკითხების მიმოხილვა
სექცია 35: მსს ფასს-ის შესაბამისი პირველი ფინანსური ანგარიშგება

მსს ფასს-ის შესაბამისი პირველი ფინანსური ანგარიშგება არის პირველი წლიური ფინანსური
ანგარიშგება, რომელშიც საწარმო ნათლად და უპირობოდ განაცხადებს, რომ მისი ფინანსური
ანგარიშგება შეესაბამება მსს ფასს-ს.

საწარმოსთვის მსს ფასს-ზე გადასვლის თარიღი არის ყველაზე ადრინდელი პერიოდის დასაწყისი,
რომლისთვისაც საწარმო წარადგენს სრულყოფილ შესადარის ინფორმაციას ფასს-ის შესაბამისად
მომზადებულ პირველ ფინანსურ ანგარიშგებაში.
სექცია 35: ანგარიშგების მომზადების პროცედურები და სააღრიცხვო პოლიტიკა

მსს ფასს-ზე გადასვლის თარიღისათვის ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში საწარმომ:


1. უნდა აღიაროს ყველა აქტივი და ვალდებულება, რომლის აღიარება მოითხოვება მსს ფასს-ით;
2. აქტივებად, ან ვალდებულებებად არ უნდა აღიაროს ისეთი მუხლები, რომელთა აღიარებაც ნებადართული არ
არის მსს ფასს-ით;
3. ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ადრინდელი საფუძვლების თანახმად, ერთი ტიპის აქტივად,
ვალდებულებად, ან საკუთარი კაპიტალის კომპონენტად კლასიფიცირებული ელემენტების რეკლასიფიცირება
უნდა მოახდინოს, თუ მსს ფასს-ის შესაბამისად ეს ელემენტები წარმოადგენენ სხვა ტიპის აქტივს, ვალდებულებას
ან საკუთარი კაპიტალის კომპონენტს;
4. გამოიყენოს მსს ფასს ყველა აღიარებული აქტივისა და ვალდებულების შესაფასებლად.

სააღრიცხვო პოლიტიკა:
პოლიტიკა, რომელსაც საწარმო იყენებს მსს ფასს-ის შესაბამისად საწყისი ფინანსური
მდგომარეობის ანგარიშგებისთვის, შესაძლოა განსხვავდებოდეს იმ სააღრიცხვო პოლიტიკისგან,
რომელიც გამოყენებული იყო იმავე თარიღისთვის, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის
ადრინდელი საფუძვლების შესაბამისად. შედეგად, წარმოიქმნება მსს ფასს-ზე გადასვლის
თარიღამდე არსებული ოპერაციების, მოვლენებისა და გარემოებების კორექტირებების
აუცილებლობა. აქედან გამომდინარე, მსს ფასს-ზე გადასვლის თარიღისთვის საწარმომ
აღნიშნული კორექტირებების თანხები პირდაპირ უნდა აღიაროს გაუნაწილებელ მოგებაში (ან, თუ
მიზანშეწონილია, საკუთარი კაპიტალის სხვა კატეგორიაში).
სექცია 35: შეღავათები
ფასს-ის შესაბამის პირველ ფინანსურ ანგარიშგებაში საწარმოს აქვს უფლება ისარგებლოს 12 შეღავათიდან 1
ან რამდენიმე შეღავათით. განვიხილავთ შემდეგ შეღავათებს:

1. რეალური ღირებულება, როგორც დასაშვები საწყისი ღირებულება


მსს ფასს-ის პირველად გამოყენებისას საწარმოს უფლება აქვს, ძირითადი საშუალებები, საინვესტიციო ქონება ან
არამატერიალური აქტივები შეაფასოს ფასს-ზე გადასვლის თარიღისთვის განსაზღვრული რეალური ღირებულებით
და ეს რეალური ღირებულება მიიჩნიოს მის პირობით საწყის ღირებულებად ამ თარიღისთვის;

2. გადაფასება, როგორც დასაშვები საწყისი ღირებულება


მსს ფასს-ზე გადასვლისას საწარმოს უფლება აქვს, ძირითადი საშუალებების, საინვესტიციო ქონების ან
არამატერიალური აქტივების გადაფასების თანხა, რომელიც განხორციელდა ადრინდელი საყოველთაოდ
აღიარებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად მსს ფასს-ზე გადასვლის თარიღისთვის, ან
მანამდე, მიიჩნიოს მის დასაშვებ საწყის ღირებულებად გადაფასების თარიღისთვის;

3. სხვა ვალუტაში გადაანგარიშების შედეგად წარმოქმნილი დაგროვილი საკურსო სხვაობები


ფასს-ის პირველად გამოყენებისას საწარმოს უფლება აქვს, სხვა ვალუტაში გადაანგარიშების შედეგად
წარმოქმნილი დაგროვილი საკურსო სხვაობები გაანულოს ყველა უცხოური ქვედანაყოფის ოპერაციებისთვის, მსს
ფასს-ზე გადასვლის თარიღისათვის;
სექცია 35: შეღავათები

4. გადავადებული მოგების გადასახადი


მსს ფასს-ის პირველად გამოყენებისას საწარმოს არ მოეთხოვება, ამ ფასს-ზე გადასვლის თარიღისთვის,
გადავადებული საგადასახადო აქტივების ან გადავადებული საგადასახადო ვალდებულებების აღიარება ისეთი
აქტივებისა და ვალდებულებების საბალანსო ღირებულებისა და საგადასახადო ბაზას შორის სხვაობებთან
მიმართებით, რომელთათვისაც გადავადებული საგადასახადო აქტივების, ან ვალდებულებების აღიარება მოითხოვს
მიზანშეუწონელ დანახარჯებს, ან ძალისხმევას;

5. შეთანხმებები, რომლებიც შეიცავს იჯარას


მსს ფასს-ის პირველად გამოყენებისას, გადასვლის თარიღისთვის არსებული შეთანხმება შეიცავს თუ არა იჯარის
პირობას, საწარმოს უფლება აქვს, განსაზღვროს იმ ფაქტებსა და გარემოებებზე დაყრდნობით, რომლებიც ამ
თარიღისთვის არსებობს და არა ისეთზე, რომლებიც არსებობდა გარიგების დადების თარიღისთვის;

6. ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციიდან ამოღების ვალდებულებები


ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციიდან ამოღების ვალდებულებები, რომლებიც ჩართულია ძირითადი
საშუალებების თვითღირებულებაში: მსს ფასს-ის პირველად გამოყენებისას საწარმოს უფლება აქვს, ძირითადი
საშუალებების თვითღირებულების (აქტივის დემონტაჟის, ლიკვიდაციისა და ადგილმდებარეობის აღდგენის
დანახარჯების თავდაპირველი შეფასება) კომპონენტები შეაფასოს ფასს-ზე გადასვლის თარიღისთვის და არა იმ
თარიღისთვის, როდესაც ეს ვალდებულება თავდაპირველად წარმოიშვა.
სექცია 35: განმარტებითი შენიშვნები
საწარმომ უნდა განმარტოს მსს ფასს-ზე გადასვლამ რა გავლენა მოახდინა საანგარიშგებო ფინანსურ
მდგომარეობაზე, ფინანსურ შედეგებსა და ფულად ნაკადებზე. ამ მიზნით, ფასს-ით მომზადებული პირველი
ფინანსური ანგარიშგება უნდა მოიცავდეს:

1. სააღრიცხვო პოლიტიკის თითოეული ცვლილების აღწერას;

2. ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ადრინდელი საფუძვლების შესაბამისად


განსაზღვრული საკუთარი კაპიტალის შეჯერებას, ფასს-ის შესაბამისად
განსაზღვრულ საკუთარ კაპიტალთან შემდეგი თარიღებისთვის:
• წინამდებარე ფასს-ზე გადასვლის თარიღი,
• ფინანსური ანგარიშგების ადრინდელი საფუძვლების შესაბამისად მომზადებულ
უკანასკნელ წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში წარდგენილი საანგარიშგებო
პერიოდის დასრულების თარიღი;

3. ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ადრინდელი საფუძვლების შესაბამისად


მომზადებულ, საწარმოს უკანასკნელ წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში
წარდგენილი ყველაზე გვიანი პერიოდისთვის განსაზღვრული მოგების, ან
ზარალის შეჯერებას იმავე პერიოდის მოგებასთან, ან ზარალთან, რომელიც
განსაზღვრულია მსს ფასს-ის მიხედვით.
სექცია 13: სასაქონლო მატერიალური ფასეულობები
სექცია 13 - ის მოქმედების სფერო

მოიცავს:
• ჩვეულებრივ სამეურნეო საქმიანობის პროცესში გასაყიდად გამზადებულ მზა პროდუქციას;
• ჩვეულებრივ სამეურნეო საქმიანობის პროცესში დაუმთავრებელ წარმოებას;
• ნედელულსა და დამხმარე მასალებს, რომლებიც გამოიყენება წარმოების ან მომსახურების პროცესში;

შეფასება:
საწარმომ სასაქონლო მატერიალური ფასეულობები უნდა შეაფასოს თვითღირებულებასა და შეფასებით
სარეალიზაციო ფასს შორის უმცირესი თანხით, რომელსაც გამოკლებული აქვს პროდუქციის დასრულებისა და
გაყიდვისთვის საჭირო დანახარჯები

მარაგების თვითღირებულება მოიცავს:

• შესყიდვის ღირებულებას;
• საიმპორტო საბაჟო გადასახადს და სხვა გადასახადებს (გარდა იმ გადასახადებისა, რომლებიც საგადასახადო
ორგანოებმა საწარმოს უნდა დაუბრუნოს);
• სატრანსპორტო და დატვირთვა-გადმოტვირთვის დანახარჯებს;
• წარმოების ხარჯებს (კონვერსია);
• სატერმინალო ხარჯებს;
• სხვა ყველა ნებისმიერი საწარმოო ზედნადებ ხარჯებს, რომლებიც გაწეულია მის მოცემულ ადგილამდე
ტრანსპორტირებისა და სათანადო მდგომარეობაში მოსაყვანად.
სექცია 13: სასაქონლო მატერიალური ფასეულობები

თვითღირებულების ფორმულა:
• ინდივიდუალური დანახარჯების ცალ-ცალკე იდენტიფიკაცია

• „პირველი შესავალში - პირველი გასავალში“ (FIFO)

გაუფასურება:
საწარმომ ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს უნდა შეფასასოს,
გაუფასურებულია თუ არა სმფ. გაუფასურების შემთხვევაში, საწარმომ
მარაგები უნდა შეაფასოს მათი დასრულებისა და რეალიზაციისთვის
საჭირო დანახარჯებით შემცირებული სარეალიზაციო ფასით და აღიაროს
შესაბამისი გაუფასურების ზარალი
სმფ -ხშირად დაშვებული შეცდომები
მსს ფასს-თან მუშაობის პროცესში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომებიდან სასაქონლო მატერიალურ
ფასეულობებთან დაკავშირებით 3 შეცდომა გამოიყოფა:

(1) კონვერსიის ხარჯების არასწორი ან არ გადანაწილება;

(2) გაუფასურებაზე არ შემოწმება;

(3) რეგულარული ინვენტარიზაციის პროცესის არ არსებობა ან


გაუმართავობა.
სექცია 17: ძირითადი საშუალებების აღიარება
ძირითადი საშუალების აღიარება ნიშნავს ფინანსური მდგომარეობის უწყისში გრძელვადიან აქტივად აღიარებას.

ძირითადი საშუალების აღიარება შესაძლებელია მაშინ, როდესაც:


• სავარაუდოა, რომ კომპანია მიიღებს სარგებელს ფულადი ნაკადების შემოდინების სახით;
• აქტივის ღირებულება შესაძლებელია საიმედოდ შეფასდეს;
• კომპანია აქტივს გამოიყენებს ერთ საანგარიშგებო პერიოდზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში.

ძირითადი საშუალების ღირებულება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:


• შესყიდვის ფასი (საინვოისო ღირებულება) ყველანაირი გადასახადის გათვალისწინებით;
• პირდაპირ დაკავშირებული კაპიტალიზირებადი ხარჯები, მაგალითად ინსტალაცია;
• აურიდებელი ხარჯები.

აღიარების პრინციპი ვრცელდება ძირითად საშუალებებთან დაკავშირებით გაწეულ ყველა ხარჯზე. ეს ხარჯები
მოიცავს საწყის, ძირითადი საშუალების შეძენის ან აგების ხარჯსა და შემდგომ გაწეულ ისეთ დამატებით ხარჯებს,
როგორიცაა ნაწილის შეცვლის ან მომსახურების/ექსპლუატაციის ხარჯები.

ბასს 23: სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯები არ კაპიტალიზირდება;


სექცია 17: ცვეთა და სასარგებლო მომსახურების ვადები
 ცვეთის დანიშნულება არ არის ძირითადი საშუალების ღირებულების შემცირების აღიარება. ცვეთის მიზანია აქტივის
ისტორიული ან გადაფასებული ღირებულების სისტემატიურ საფუძველზე გადანაწილება სასარგებლო მომსახურების
ვადის განმავლობაში.

 ცვეთის ხარჯი ყოველი პერიოდისთვის არის აღიარებული ხარჯად მოგება-ზარალში, იმ შემთხვევაში თუ სხვა აქტივის
საბალანსო ღირებულებას არ მოიცავს. მაგალითად, მწარმოებელი საწარმოსა და დანადგარების ცვეთა ჩათვლილია
პროდუქციის თვითღირებულებაში.

 ცვეთის დარიცხვა იწყება აქტივის ექსპლუატაციაში შესვლის მომენტიდან და არა იმ დროიდან, როცა კომპანია იწყებს
აქტივის გამოყენებას.

ძირითადი საშუალებების ერთ კლასში შემავალი აქტივები უმეტესწილად ერთი და იგივე ან მსგავსი
სასარგებლო მომსახურების ვადით ხასიათდება.

სასარგებლო მომსახურების ვადა და ცვეთის მეთოდი გადაიხედება მხოლოდ, მაშინ როდესაც აქტივის გამოყენება
შეიცვალა, ტექნოლოგია განვითარდა, საბაზრო ფასების ცვლილება ან აქტივის მდგომარეობის მოულოდნელი
ცვლილებაა.

მიწისა და შენობა-ნაგებობების აღრიცხვა ხდება ცალ-ცალკე, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ერთიანად მოხდა
მათი შეძენა.
სექცია 17:ძირითადი საშუალებების შემდგომი შეფასება
სექცია 17 ძირითადი საშუალებების შემდგომი შეფასებისთვის
გვთავაზობს 2 მეთოდს:
1. თვითღირებულებით/ისტორიული ღირებულებით
აღრიცხვის გაგრძელებას + რეალური ღირებულება
2. გადაფასებული ღირებულების მოდელით აღრიცხვა
(საბაზრო ღირებულებასთან ახლოს) (2015 წლის - დაგროვილი ცვეთა
ცვლილების შედეგად დაემატა მე-17 სექციას ეს მეთოდი)
დაგროვილი გაუფასურების
-
(ა) თვითღირებულების მოდელი: აქტივი აღირიცხება ზარალი
დაგროვილი ცვეთითა და გაუფასურების ზარალით
შემცირებული ისტორიული ღირებულებით.
(ბ) გადაფასებული ღირებულების მოდელი: აქტივის რეალური
ღირებულება გადაფასების დღეს.
გადაფასება ისეთი რეგულარულობით უნდა ხდებოდეს, რომ აქტივის საბალანსო ღირებულებასა და რეალურ
ღირებულებას შორის ფინანსური მდგომარეობის უწყისის მომზადების თარიღისთვის მატერიალური სხვაობა არ
იყოს. როდესაც ძირითადი საშუალებებიდან ერთი აქტივი გადაფასდება, იმ კლასის ყველა აქტივი უნდა
გადაფასდეს, რომელსაც ეს გადაფასებული აქტივი ეკუთვნის.

მიწა და მასზე მდებარე ნებისმიერ აქტივი არის ცალ-ცალკე აქტივები. შესაბამისად, ნებისმიერი
ცვლილება რეალურ ღირებულებაში თითოეული აქტივის საბალანსო ღირებულებაში უნდა აისახოს
განცალკევებულად.
სექცია 17: ახსნა-განმარტებითი შენიშვნები
მე-17 სექციის მიხედვით ძირითადი საშუალებების ყოველი ჯგუფისთვის ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში უნდა
აისახოს შემდეგი:
• საბალანსო ღირებულების შეფასების საფუძველი (სააღრიცხვო პოლიტიკა);
• გამოყენებული ცვეთის მეთოდი;
• მთლიანი საბალანსო ღირებულება, დაგროვილი ცვეთა და გაუფასურების ზარალი;
• საბალანსო ღირებულების დადარება (განგრძობითობის ცხრილი) პერიოდის დასაწყისსა და ბოლოს, შემდეგი
ინფორმაციით:

o დამატებები;
o რეალიზაცია/ჩამოწერები;
o ბიზნეს კომბინაციების დროს შეძენილი აქტივები;
o გაუფასურების ზარალი, რომელიც აღიარებულია ან ანულირებულია;
o ცვეთა;
o სხვა მიმოქცევა.
სექცია 17: ახსნა-განმარტებითი შენიშვნები

დამატებითი სავალდებულო შენიშვნები:


• ძირითად საშუალებებთან დაკავშირებული შეფასებების ცვლილება;
• იჯარით აღებული ძირითადი საშუალებები;
• სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით ან გირავნობით დატვირთული
ძირითადი საშუალებები;
• პერიოდის განმავლობაში ძირითადი საშუალებების შესაქმნელად
დახარჯული სახსრები;
• სახელშეკრულებო ვალდებულებები ძირითადი საშუალებების შეძენის
შესახებ.

ბიზნეს კომბინაციით შეძენილი და გაყიდული ძირითადი საშუალებები ცალკე უნდა იყოს


გამოყოფილი და გადაფასებული ღირებულების მოდელის გამოყენების შემთხვევაში, ბასს 16-ის
შენიშვნებს ემატება ფასს 13-ის ახსნა-განმარტებითი შენიშვნები.
ძირითადი საშუალებები -ხშირად დაშვებული შეცდომები
ფასს-თან მუშაობის პროცესში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომებიდან ძირითად საშუალებებთან დაკავშირებით
3 შეცდომა გამოიყოფა:

(1) პირდაპირ დაკავშირებული და კაპიტალიზირებადი ხარჯები;

(2) სასარგებლო მომსახურების ვადის განსაზღვრა;

(3) სააღრიცხვო პოლიტიკისა და შეფასებების ცვლილების არევა.


მსს ფასს-ზე გადასვლის სამოქმედო გეგმა
ფასს-ზე გადასვლა კომპანიისთვის საკმაოდ
საპასუხისმგებლო და ხანგრძლივი პროცესია.
იმისათვის, რომ გარდამავალმა პერიოდმა
უმტკივნეულოდ ჩაიაროს, მიზანშეწონილია შემდეგი
პროცესების წარმართვა:

1. გაიგე სად ხარ დღეს


2. გააანალიზე მსს ფასს-ის მოთხოვნები
3. შეაფასე კომპანიის ადამიანური რესურსის
კომპეტენცია და აამაღლე სტანდარტებში
შესაბამისი ცოდნა
4. გამოთვალე მსს ფასს-ზე გადასვლის
ფინანსური კორექტირებები და შეაფასე მათი
ეფექტი
5. გამოუშვი პირველი მსს ფასს-ის მიხედვით
მომზადებული ფინანსური ანგარიშგება
სასარგებლო ბმულები

• Saras.gov.ge
• Reportal.ge
• IFRS.org
https://www.facebook.c info@savvy.ge + 995 595 705 775 savvy.ge
om/SavvYConsulting/

თბილისი, ბოჭორიშვილის 88/15

You might also like