You are on page 1of 1

3. ეკონომიკური ანალიზის მეთოდები და მაჩვენებელთა სისტემა.

ეკონომიკური ანალიზის პროცესში გამოიყენება სხვადასხვა მეთოდები და სხვადასხვა


ხერხები.ეკონომიკური ანალიზის მეთოდი განისაზღვრება შესასწავლი ობიექტის
შინაარსით და თავისებურებებით.ეკონომიკური ანალიზის მეთოდები ხასიათდება
შემდეგი ფაქტორებით:ბიზნესის ეფექტიანობისა და შედეგიანობის ამაღლების მიზნით
მაჩვენებელთა კავშირის გაზომვა და სხვა.ეკონომიკური კვლევის
მეთოდებია:ანალიზი,სინთეზი,ინდუქცია,დედუქცია,ანალოგია და სხვა.კვლევის
ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდები გამოიყენება სისტემების შესწავლის
დროს.ტრენდური მეთოდი გამოიყენება პერსპექტიულ ანალიზში,რაც აუცილებელია
ფინანსური პროგნოზირებისათვის.ანალიზის ინოვაციურ მეთოდები მოიცავს ქულობრივ
შეფასებას.ეკონომიკურ ანალიზში ყველაზე ფართოდ გავრცელდა შემოქმედებით
აზროვნებაზე დამყარებული მეთოდები.ეკონომიკურიი სუბიექტის მომავალი
მდგომარეობის განსაზღვრა უბრალოდ პროგნოზირებაა.პროგნოზირების შედეგი ან
მიზნის მიღწევის ხარისხი არის მიღებული ან დაგეგმილი გადაწყვეტილებების სავარაუდო
შედეგი.ფინანსური პროგნოზირება ანტიკრიზისული მართვის აუცილებელი
ელემენტია.განვითარებულ ქვეყნებში უფრო მეტად გამოიყენება ფინანსების მართვის
ფორმალიზებული მეთოდი. ეკონომიური ინფორმაციის პირველადი დამუშავების შემდეგ
მაჩვენებლები აისახება ანალიზურ ცხრილში. ანალიზურ ცხრილში სისტემატიურად
გადმოცემული ციფრობრივი მასალაა, რომელიც ახასიათებს შესწავლილ მოვლენებსა და
პროცესებს.ცხრილი ისეთნაირად უნდა იქნეს შედგენილი, რომ მომხმარებელს
გაუადვილოს მუშაობა, ამასთანავე, უნდა ოყოს მარტივი და გასაგები.ცხრილები
ციფრობრივ მონაცემთა გარკვეული თანმიმდევრული დალაგებით მიიღება , მისი
შინაარსის გაგებისთვის, მთლიანი დასკვნების გაკეთებისთვის საჭიროა ყოველი
ცალკეული მონაცემის ანალიზი.გრაფიკული გამოსახულების მეთოდის გამოყენება
მეცნიერულ კვლევაში დიდ როლს ასრულებს.

You might also like