You are on page 1of 6

ამოცანები

ალბათობის თეორია 2.

1. მე ხვალ გავრეცხავ მანქანას, თუ კაი გუნებაზე ვიქნები და თანაც არ


იწვიმებს. გაწვიმების შანსია 1/7, ჩემი კაი გუნებაზე ყოფნის 1/2. რა
შანსი აქვს ჩემს მანქანას, რომ ხვალ გაირეცხება? (ჩემი გუნება არ
არის დამოკიდებული ამინდზე... და არც ამინდი არ არის ჩემს
გუნება–განწყობაზე დამოკიდებული  ).

2. მონადირე საშუალოდ 10 სროლიდან ერთხელ არტყამს მიზანში.


დღეს მონადირე 5 ტყვიით წავიდა სანადიროდ. რა უფრო დიდი
შანსია, რომ მონადირე ამ 5 სროლიდან ერთხელ მაინც რომ
მოარტყამს მიზანში, თუ ყველას რომ ააცილებს?

3. ჩადენილია დანაშაული. მოწმე ხელს ადებს ბრალდებულს, ოღონდ


მისი ჩვენების სანდოობაა 80%. სისხლის ანალიზიც ბრალდებულის
საწინააღმდეგოდაა, ოღონდ ამ ანალიზის სანდოობაა 95%. ამ
მონაცემების საფუძველზე რა არის შანსი, რომ ბრალდებული
დამნაშავე იყოს?
მითითება: თუ მოწმე ან ანალიზი მართალია, მაშინ ბრალდებული
დამნაშავეა.

4. სპექტაკლის შემდეგ ოთხი მეგობარი თეატრის გასახდელში ჩავიდა.


მომსახურე ქალმა გამოართვა მათ პალტოების ნომრები და თითოს
თითო პალტო მიაწოდა შემთხვევით. რა შანსია, რომ ოთხივეს
თავისი პალტო შეხვდება?

5. მდივანმა მემანქანემ დაბეჭდა 5 წერილი და ხუთ გამზადებულ


კონვერტში ჩადო ისე, რომ მისამართებისთვის არც დაუხედავს.
რამდენიმე წერილი შემთხვევით თავის კონვერტში მოხვდა. რა
არის შანსი, რომ ასეთი კონვერტების რაოდენობა ზუსტად 4 იქნება?

6. გაქვთ სამი მონეტა. ერთი ჩვეულებრივი: რეშკა–არიოლი, მეორე


რეშკა–რეშკა და მესამე არიოლი–არიოლი. ეს სამი მონეტა
ჩავიყარეთ ჯიბეში, კარგად ავურიეთ, შემდეგ შემთხვევით ერთ–
ერთი ამოვიღეთ და მაგიდაზე დავდეთ. მონეტის ზედა მხარეზე
ვხედავთ რეშკას. რისი შანსი უფრო მეტია, რომ მონეტის მეორე
მხარეზე იქნება რეშკა, თუ არიოლი?

7. მაგიდაზე დევს სამი დაპირქვავებული ფინჯანი. ერთ–ერთის ქვეშ


მე დავდე მონეტა. თქვენ უნდა გამოიცნოთ რომელი ფინჯნის
ქვეშაა მონეტა. დავუშვათ თქვენ ხელი დაადეთ პირველ ფინჯანს.
სანამ ამ პირველ ფინჯანს გავხსნი, მე ვატრიალებ დარჩენილი ორი
ფინჯნიდან ერთ–ერთ ფინჯანს, სადაც მე ვიცი, რომ მონეტა არ
არის, მაგალითად მესამეს. ამის შემდეგ მე თქვენ გაძლევთ
უფლებას შეცვალოთ თქვენი არჩევანი და მეორე ფინჯანი
აირჩიოთ, ან აირჩიოთ ისევ პირველი ფინჯანი. რომელი ფინჯნის
არჩევა ჯობია?

8. კარტის დასტაში შემავალი 52 კარტი დაალაგეს მაგიდაზე სახით


ქვემოთ. თქვენ უნდა აირჩიოთ ერთი კარტი და თუ ეს კარტი
აღმოჩნდება ტუზი ჯვარი, თქვენ მიიღებთ პრიზს. თქვენ დაადეთ
ხელი ერთ-ერთ კარტს. დილერი ატრიალებს დარჩენილი
კარტებიდან ყველას ერთის გარდა (ოღონდ არა ტუზ ჯვარს - მან
წინასწარ იცის რომელია ტუზი ჯვარი) და გთავაზობთ, თუ
გინდათ, შეგიძლიათ შეცვალოთ არჩევანი. ღირს თუ არა არჩევანის
შეცვლა? გამოთვალეთ წარმატების შანსები ორივე შემთხვევაში.
(ეს ამოცანა, ცხადია, წინას ანალოგიურია, ოღონდ აქ
ინტუიციურადაც ნათელია, რომ არჩევანის შეცვლა ჯობია.)

9. სამ მამაკაცს, პოლიციელს, კრიმინალს და მათემატიკოსს


შეუყვარდათ ერთი ქალი.
– მოდით, არ გვინდა ზედმეტი კამათი და მსჯელობა, – შესთავაზა
მათემატიკოსმა, – იარაღმა გაარკვიოს სამართალი.
წინადადება მიღებულ იქნა და შეთანხმდნენ დუელი მოეწყოთ.
დადგნენ ერთმანეთისგან თანაბარ მანძილზე (ანუ, ტოლგვერდა
სამკუთხედის წვეროებში) და კენჭისყრით გაარკვიეს, ვინ
პირველმა უნდა ისროლოს, ვინ მეორემ და ვინ მესამემ. თითოეულ
ჯერზე უფლება აქვთ გააკეთონ ერთი გასროლა ნებისმიერი
მიმართულებით. ამ რიგითობით აგრძელებენ სროლას, სანამ
მხოლოდ ერთი მათგანი არ დარჩება ცოცხალი. ცნობილია, რომ
პოლიციელი არასოდეს აცდენს მიზანს, კრიმინალი თითქმის
ყოველთვის არტყამს მიზანში, ხოლო მათემატიკოსისგან ზუსტი
სროლის შანსი 50/50–ზეა. ვისა აქვს გადარჩენის ყველაზე დიდი
შანსი?

10. გოგონას მოსწონს თანაჯგუფელი ბიჭების მესამედი. ერთ–ერთმა


თანაჯგუფელმა დაპატიჟა იგი კინოში. თუ გოგონას მოსწონს ბიჭი,
მაშინ იგი 90% შემთხვევაში მიიღებს ამ წინადადებას. თუ გოგონას
არ მოსწონს ბიჭი, მაშინ იგი მხოლოდ 30% შემთხვევაში მიიღებს
წინადადებას.
ა) რა შანსია, რომ გოგონა დათანხმდება წინადადებას?
ბ) რა შანსია რომ გოგონას მოსწონს ბიჭი, თუ იგი დათანხმდა
წინადადებას?
მითითება: ა) გამოიყენეთ სრული ალბათობის ფორმულა
ლექციიდან.
მითითება: ბ) გამოიყენეთ ბაიესის ფორმულა ლექციიდან.

11. (ძლიერი ჯგუფებისთვის) ჭადრაკის სასახლეში ტარდება


ერთობლივი თამაშის სეანსი ყოველ დღე. ერთ დღეს ყველა
მოყვარულს ერთდროულად ეთამაშება დიდოსტატი, მეორე დღეს
იგივეს აკეთებს სპორტის ოსტატი და ასე შემდეგ მონაცვლეობით.
თქვენ უფლება გაქვთ სამი ერთმანეთის მომდევნო დღე ეწვიოთ
ჭადრაკის სასახლეს და ითამაშოთ. თუ თქვენ ამ სამიდან ორ თამაშს
მოიგებთ ზედიზედ, გადმოგეცემათ პრიზი. ვისთან თამაშით
დაიწყებდით, დიდოსტატთან თუ სპორტის ოსტატთან?

12. (ძლიერი ჯგუფისთვის) საგზაო პოლიცია აჩერებს ყველა მძღოლს


და აწარმოებს სიმთვრალეზე დეტექტორით კონტროლს.
მძღოლების 99% სინამდვილეში ფხიზელია. დეტექტორი შეიძლება
შეცდეს. ფხიზელზე მთვრალის ჩვენების შანსია 5%. მთვრალზე
ფხიზელის ჩვენების შანსია 1%. რა შანსია, რომ დეტექტორი შეცდა,
თუ მან სიმთვრალე აჩვენა?

მითითება: გამოიყენეთ ბაიესის ფორმულა ლექციიდან:


A={მძღოლი ფხიზელია}, B={დეტექტორმა სიმთვრალე აჩვენა}.

13. (ძლიერი ჯგუფისთვის) ვთვათ ბაქტერიას აქვს 3/4 შანსი, რომ ორ


ბაქტერიად გაიყოს და 1/4 შანსი, რომ გაყოფამდე დაიღუპოს. (იგივე
შანსებია მისი შესაძლო შთამომავლებისთვისაც.) რა შანსია, რომ ამ
ერთი ბაქტერიისაგან დაწყებული შტო არასოდეს გადაშენდება?

მითითება 1: გამოიყენეთ პირობითი ალბათობა. იმისათვის, რომ ეს


ბაქტერია არ გადაშენდეს აუცილებელია ორი რამ: რომ იგი გაიყოს
ორად (3/4 ალბათობა) და ამის შემდეგ ასევე აუცილებელია, რომ
ერთ–ერთი მაინც განაყოფი (ორიდან) არ გადაშენდეს.
მითითება 2: ვთქვათ არგადაშენების შანსი იყოს p. ესე იგი
გადაშენების შანსია 1–p. მაშინ იმის ალბათობა, რომ პირველი
ბაქტერიის ორივე განაყოფი გადაშენდება, არის (1–p)2. შესაბამისად,
იმის ალბათობა, რომ ერთი განაყოფი მაინც არ გადაშენდება, არის
1–(1–p)2.
მითითება 3: პირველი მითითების თანახმად დავწერთ
განტოლებას: p = (3/4)  (1–(1–p)2).

14. (ძლიერი ჯგუფისთვის) ამერიკაში არის თამაში, რომელსაც ქვია


Chuck-a-luck. თქვენ იხდით ერთ დოლარს და აგორებთ 3
კამათელს. თქვენ მიიღებთ იმდენ დოლარს რამდენი 6–იანიც
დაჯდება ამ სამ კამათელზე (პლიუს თქვენი გადახდილი
დოლარიც გიბრუნდებათ). თუ არცერთზე არ დაჯდა 6-იანი, მაშინ
თქვენ წააგეთ თქვენი გადახდილი დოლარი. მომგებიანია, თუ
წამგებიანი თქვენთვის ეს თამაში?

მითითება: დათვალეთ რა ალბათობაა, რომ მოვიდეს ნოლი, ერთი,


ორი ან სამი ცალი 6–იანი. შემდეგ გაამრავლეთ ეს ალბათობები
შესაბამისად შესაბამის მოგება–წაგებაზე და მიღებული
რეზულტატები შეკრიბეთ (ამას ქვია მათემატიკური მოლოდინი).

15. (არჩევითი) ველურების ტომმა დაიჭირა ტურისტი. ტურისტი


უნდა ჩამოახრჩონ. ველურთა ბელადმა მისცა ტურისტს ბოლო
შანსი:
– აი შენ ოთხი ბურთულა, – შესთავაზა მან ტურისტს, – ორი
თეთრი და ორი შავი. შენ უნდა გაანაწილო ეს ოთხი ბურთულა
ორ ყუთში. მე ამოვირჩევ ერთ–ერთ ყუთს ალალბედზე,
ერთნაირი შანსით. შემდეგ ჩავყოფ ხელს არჩეულ ყუთში და
ამოვიღებ შემთხვევით ერთ ბურთულას. თუ ეს ბურთულა
გამოდგა თეთრი ფერის, მაშინ შენ თავისუფალი ხარ.

როგორ უნდა გაანაწილოს ტურისტმა ეს ოთხი ბურთი ორ ყუთში,


რომ მისი გადარჩენის შანსი რაც შეიძლება დიდი იყოს?

16. (არჩევითი) სტუდენტის სამუშაო მაგიდას აქვს 8 უჯრა. სტუდენტი


ყოველ ახალ დოკუმენტს შემთხვევით ინახავს ერთ–ერთ უჯრაში
(ერთნაირი ალბათობით). ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა
ერთი პრობლემა: საშუალოდ 10–დან 2 შემთხვევაში სტუდენტს
საერთოთ ავიწყდება დოკუმენტის უჯრაში ჩადება და დოკუმენტი
სამუდამოდ იკარგება. ერთ დღეს სტუდენტს დასჭირდა რაღაც
დოკუმენტი. ნახა პირველ 7 უჯრაში და დოკუმენტი იქ არ იყო. რა
შანსია, რომ დოკუმენტი მე–8 უჯრაში იქნება?

You might also like