You are on page 1of 13

ალბათობის საფუძვლები

Monty Hall-ის ამოცანა

ერთ-ერთ ცნობილ ამერიკულ-კანადური სატელევიზიო შოუს წამყვანი მონაწილეს სთავაზობს თამაშს. სამი დახურული
კარის უკან დამალულია ავტომობილი და ორი თხა. წამყვანმა იცის, მანქანა რომელი კარების უკან არის დამალული.
წამყვანი მოთამაშეს სთავაზობს აირჩიოს რომელიმე კარები. ნებისმიერი კარის არჩევის შემთხვევაში წამყვანს შეუძლია
გახსნას დარჩენილი ორი კარიდან ის კარები, რომლის უკანაც დამალულია თხა. ამის შემდეგ ის მონაწილეს სთავაზობს
მიიღოს გადაწყვეტილება:
• გახსნას ის კარები, რომელიც თავდაპირველად აირჩია (არ შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება)
• გახსნას სხვა კარები ( შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება)
ამ ორი შეთავაზებიდან, მოგების შანსის გასაზრდელად, თქვენ რომელს აირჩევდით?
Monty Hall-ის ამოცანა

1 2 3

მოვიგებ, თუ გადაწყვეტილებას

1 კარის უკან არ ვცვლი ვცვლი ვცვლი

2 კარის უკან ვცვლი არ ვცვლი ვცვლი

3 კარის უკან ვცვლი ვცვლი არ ვცვლი

გადაწყვეტილებას არ ვცვლი 3/9 = 1/3 მოგების შანსი 33%

გადაწყვეტილებას ვცვლი 6/9 = 2/3 მოგების შანსი 66%


შესავალი

ექსპერიმენტის შედეგი წინასწარ არასოდესაა ცნობილი. მიუხედავად ამისა, გარკვეულწილად


შეგვიძლია შევაფასოთ ყოველი შედეგის (ხდომილობის) განხორციელების შანსი (ხდომილობის
ალბათობა). ალბათ, ყველას გითამაშიათ მონეტის აგდებით. წინასწარ ვერ ვიტყვით, თუ რომელი
მხრით დაეცემა მონეტა, მაგრამ საკმაოდ ბევრჯერ თუ ავაგდებთ მონეტას და დავაკვირდებით
შედეგებს, ვნახავთ, რომ მონეტა ავერსით თითქმის იმდენჯერვე დაეცემა, რამდენჯერაც რევერსით.
შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მონეტის აგდებისას ალბათობა იმისა, რომ მონეტა დაეცემა
ავერსით ან რევერსით, არის თანაბარი. ე.ი. მონეტის ავერსით დავარდნის ალბათობაც 50% იქნება
და მონეტის რევერსით დავარდნისაც.

ალბათობის თეორიის სტანდარტული ამოცანაა,


მოცემული შემთხვევითი ცდისთვის დაადგინოს
რაიმე კონკრეტული ხდომილობის (მოვლენის)
განხორციელების ალბათობა (შანსი). ამ თავში ჩვენ
შევისწავლით ალბათობის თეორიის ელემენტებს
(ელემენტარულ ხდომილობებს, ხდომილობებს,
მოქმედებებს ხდომილობებზე და ხდომილობების
ალბათობის გამოთვლის მარტივ წესებს).
ექსპერიმენტი და ხდომილობა

ალბათობის თეორიაში ნებისმიერ დაკვირვებას, რომელიც შემთხვევითი ხასიათისაა, ექსპერიმენტი


ეწოდება. ექსპერიმენტის შედეგს ელემენტარული ხდომილობა ეწოდება. ხოლო ექსპერიმენტის
ყველა შესაძლო ხდომილობა ქმნის ელემენტარულ ხდომილობათა სივრცეს. ყოველ
ელემენტარულ ხდომილობას შეესაბამება გარკვეული რიცხვი, რომელსაც მისი ალბათობა ეწოდება.
1. ყოველი ელემენტარული ხდომილობის ალბათობა არაუარყოფითი რიცხვია;
2. ყველა ელემენტარული ხდომილობის ალბათობათა ჯამი ერთის ტოლია.
კლასიკური ალბათობა
კლასიკური ალბათობა
სტატისტიკური ალბათობა
სტატისტიკური ალბათობა
ორი ხდომილობის გაერთიანებისა და
თანაკვეთის ალბათობები
სავარჯიშოები
1. რას უდრის ალბათობა იმისა, რომ კამათლის ერთხელ გაგორებისას მოვა:
ა) რიცხვი 4;
ბ) არანაკლებ 3-ისა;
გ) ლუწი რიცხვი, რომელიც არ აღემატება 4-ს;
დ) 3-ის ჯერადი რიცხვი.

2. ყუთში ოთხი შავი და ორი თეთრი ბურთია. იპოვეთ ალბათობა იმისა, რომ ყუთიდან
ერთდროულად ამოღებული სამ ბურთს შორის
ა) სამივე თეთრია;
ბ) ერთი მაინც შავია.

3. ყუთში ოთხი დანომრილი ბურთია 1, 2, 3, 4. ვიღებთ ერთ ბურთს. იპოვეთ ალბათობა იმისა, რომ
მოვა.
ა) ბურთი ლუწი ნომრით;
ბ) 2-ზე არანაკლები ნომრის მქონე ბურთი.
სავარჯიშოები
4. რას უდრის ალბათობა იმისა, რომ ორი კამათლის გაგორებისას მოვა:
ა) 3-იანი და 4-იანი;
ბ) 6-იანი და 6-იანი;
გ) 9 ქულაზე მეტი;
დ) ორივე კამათელზე ჯამში 4-ზე ნაკლები ქულა;
ე) ორივე კამათელზე ჯამში 5-ზე მეტი ქულა.

5. რას უდრის ალბათობა იმისა, რომ სამი მონეტის აგდებისას:


ა) მხოლოდ ერთზე დაჯდება რევერსი;
ბ) მხოლოდ ორზე დაჯდება რევერსი;
გ) სამივეზე დაჯდება რევერსი.

6. გიორგის ჯიბეში აქვს 5, 10, 20 და 50 თეთრი ღირებულების მონეტები. ალალბედზე იღებს ორ


მონეტას. რას უდრის ალბათობა იმისა, რომ მონეტებზე თანხის ჯამი იქნება 25 თეთრი?

7. ხილის 20% ვაშლია, ვაშლის 80% წითელია, რას უდრის ალბათობა იმისა, რომ შემთხვევით
აღებული ხილი წითელი ვაშლია?
სავარჯიშოები
8. ურნაში 30 ბირთვია: 10 წითელი, 8 მწვანე, 12 თეთრი. როგორია ალბათობა იმისა, რომ
შემთხვევით ამოღებული ბირთვი ფერადია (არ არის თეთრი)?

9. 36-კარტიანი ბანქოს დასტიდან შემთხვევითი წესით ვიღებთ ერთ ბანქოს . იპოვეთ ალბათობა
იმისა, რომ ამოღებული ბანქო
ა) ტუზია;
ბ) ბანქო შავი ფერისაა;
გ) ბანქო არ არის ტუზი.

10.როგორია ალბათობა იმისა, რომ 52 კარტიანი ყუთიდან შემთხვევით ამოღებული კარტი იყოს:
ა) ყვავის ან გულის მასტის;
ბ) ტუზი ან ექვსიანი.

11. მოცემულია A={2, 3, 4, 5} და B={4, 5, 6, 7, 8} სიმრავლეები. შემთხვევით წესით ირჩევენ ერთ


რიცხვს A სიმრავლიდან და ერთს B სიმრავლიდან. იპოვეთ ალბათობა იმისა, რომ ამ რიცხვების
ჯამი
ა) იქნება 9;
ბ) არ იქნება 8.

You might also like