You are on page 1of 7

თუ რამეს ვერ გაიგებთ სემინარებში ნახეთ!!!

ლექცია 2 (მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში 1)

1. რა განსხვავებაა ევროპულ და ამერიკულ რულეტკებს შორის?


რომელ რულეტკაზეა მეტი ჩვენი მოგების შანსი, თუ, მაგალითად,
ვთამაშობთ ფერზე? რას უდრის ეს შანსები?
ევროპულში 36 ციფრია და ერთ ნულიანი ამიტომ ერთ ფერზე თუ
დადებ მოგების შანსი 18/37 არის(18 ვარიანტში იგებ და სულ 37
ვარიანტია, ეგრე ითვლება ალბათობა. თუ 8 ვარიანტი გვაწყობს 17
შესაძლო ვარიანტიდან მაშინ ჩვენი მოგების ალბათობა 8/17 თან
იქნებოდა). ამერიკულში ორი ნულია ამიტომ 18/38 (9/19) არის
შანსი.

2. რომელი ფსონია ჩვენთვის უფრო მომგებიანი (ანუ ნაკლებ


წამგებიანი) ამერიკულ რულეტკაზე: ფერზე თამაში (მოგების
კოეფიციენტი 1), თუ ნომერზე თამაში (მოგების კოეფიციენტი 35).
ორივე შემთხვევაში იგივეა ალბათობა, პირველ შემთხვევაში თითო
მოგებაზე ვიგებთ იგივე თანხას, განვიხილოთ ასეთი რამ, ვითომ
ყოველ გაგორებაზე სხვადასხვა რიცხვი დაჯდა ნულების
ჩათვლით(0 და 00). ერთ ფერზე თუ დავდებთ, 18ჯერ მოვიგებთ
(თუ წითელზე დავდებთ 18 წითელია) და 20ჯერ წავაგებთ (შავებს +
ორი ნული) შესაბამისად 2 დოლარს ვაგებთ. ციფრზე თამაშისას
მოგება 35ჯერ მეტია ანუ 35 დოლარს იგებ 1 დოლარზე.
შესაბამისად იგივე პრინციპით როგორც ფერზე ვითამაშეთ აქაც
რომ ვითამაშოთ, ერთხელ მოვიგებთ 37 ჯერ წავაგებთ და
საბოლოოდ 35ს ვიგებთ 37ს ვაგებთ, ისევ ორი დოლარის წაგებაა.
3. რა არის the house edge და და რისი ტოლია იგი ამერიკული
რულეტკის შემთხვევაში, თუ თქვენ თამაშობთ ფერზე ან ნომერზე?
5 ცენტია და არის საშუალო თანხა რასაც რულეტკაზე ამერიკულ
თამაშისას წააგებ.

4. რა არის the hold და რატომ არაა ეს იგივე რაც the house edge?
ჰოლდი არის მთლიან საღამოში წაგებული საშუალო თანხა ერთ
დოლარზე(ერთი რომ დადო რამდენს წააგებ) და არის 25 ცენტი.

5. არსებობს თუ არა მათემატიკურად მომგებიანი სტრატეგია


რულეტკაზე (თუ, მაგალითად, ფერზე ვთამაშობთ)? არსებობს თუ
არა სტრატეგია, რომელიც გარანტიას მოგვცემს უმრავლეს
შემთხვევაში მოგებული დავბრუნდეთ კაზინოდან?
მოკლედ მათემატიკურად მომგებიანი სტრატეგია არ არსებობს!!
სწორად გამოიცანი, კაზინო კაზინოა. პროსტოოო არსებობს ერთი
საშუალება რომ უმრავლეს შემთხვევაში მოიგო და ეგ არის ფსონის
გაორმაგება ფერზე თამაშით. ყოველ დადებაზე ფსონს აორმაგებ და
როგორც კი მოიგებ მაშინვე წახვალ. ანუ თუ 1 დოლარს დადებ და
მეხუთეზე მოიგებ ჯამში დადებული თანხა იქნება 1+2+4+8+16=31
მოგებული 32 ესეიგი 1 დოლარი მოგება იქნება.

6. ვთქვათ ადამიანს აქვს გადასახდელი ვალი 2000$ და მას მხოლოდ


1000$ დოლარი აქვს. იგი შევიდა კაზინოში და რულეტკაზე
თამაშობს ფერზე. რა ჯობია, მან მთელი 1000 დოლარი ერთიანად
დადოს თუ, მაგალითად, 100$ ჩამოდოს ყოველ ჩამოსვლაზე? (ამ
კითხვაზე მოითხოვება მხოლოდ პასუხი დასაბუთების გარეშე.)
ალბათ დასაბუთებით ჯობს თქმა, რომ 1000 დოლარის დადება
ჯობს იმიტომ რომ გაორმაგების ტექნიკით მოგიწევთ, ნელ-ნელა და
რისკიანად თამაში პატარ პატარა მოგებებით და 1000 ლარის
გარისკვით ჯობს თამაში ვალის გასტუმრებისთვის.
7. (ძლიერი ჯგუფისთვის) როგორი უნდა იყოს ფეხბურთის
ტოტალიზატორში მოგება–ფრე–წაგების კოეფიციენტები, რომ ეს
იყოს „პატიოსანი“ თამაში (პასუხი დაასაბუთეთ)? როგორია
სინამდვილეში ეს კოეფიციენტები?
პატიოსანი თამაში ნიშნავს, რომ ტოტალიზატორი არც აგებს არც
იგებს. ზოგადად დაკვირვების შედეგად დაადგინეს,რომ
მასპინძელი გუნდის მოგების შანსი არის 4/10, ფრეს შანსი 5/10
ხოლო სტუმრის მოგგების შანსი 1/10. პატიოსან თამაშში ამ
ალბათობების შებრუნებული კოეფიციენტები უნდა იყოს, ანუ
წაგების შემთხვევაში 2.5(1 დადებულ ლარზე იგებ 2.5 ლარს და ა.შ),
ფრე 2, მოგება 10. ზოგადად ალბათობები თუ p q და s არის მაშინ
კოეფიციენტები 1/p, 1/q და 1/s უნდა იყოს. ვთქვათ მაქვს ასი ლარი,
თუ პატიოსან ტოტალიზატორში მოგებაზე დავდე 10 ლარი ფრეზე
50 ხოლო წაგებაზე 40(ყველა ვარიანტში მოგების შემთხვევაში
ვიგებ 100 ლარს) ასი დავდე ასი მოვიგე, შესაბამისად პატიოსანია.
ეს კოეფიციენტი დაახლოებით 10 პროცენტით უნდა შეამცირონ რო
მოგებაში დარჩნენ, არ უნდა შეეშალოთ თორე წაგებაში წავლენ.
8. (ძლიერი ჯგუფისთვის) გონივრული იქნება თუ არა, რომ
ბუქმეკერმა შემოგვთავაზოს, მაგალითად, შემდეგი
კოეფიციენტები მოგება, ფრე და წაგებისთვის: (2, 4, 5)?
პირველზე რომ დავდოთ 100დან 50 მეორეზე 25 და მესამეზე 20(ისე
დავდეთ რომ რომელიმეს მოხდენის შემთხვევაში მაინც ას ლარს
ვიგებ) დადებული თანხა გამოდის 95 ხოლო ყველა ვარიანტში ასს
ვიგებ ამიტომ სრული იდიოტობაა ეგეთი რამის შემოთავაზება
ძმდებო.
9. (ძლიერი ჯგუფისთვის) წარმოიდგინეთ, რომ ერთი ადამიანი იღებს
მეორისგან 1 ლარს, მეორე მესამისგან 2 ლარს, მესამე მეოთხისგან 3
ლარს და ასე შემდეგ. მომგებიანია თუ არა ამ ადამიანებისთვის
ასეთი სქემა? შესაძლებელია თუ არა ამ სქემის პრაქტიკული
განხორციელება.
ყოველი ადამიანი მოგებაში რჩება 1 ლარით ეგეთ სქემით, მაგრამ ეს
სქემა სასრულია, უსასრულო ადამიანები არ გვყავს და
პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან საბოლოოდ ერთი ბოლო
ადამიანი დაგვრჩება რომელსაც ფულის მიცემა მოუწევს და
ვერავისგან ვერ აიღებს.

10. ( ძლიერი ჯგუფისთვის) ადამიანი შევიდა კაზინოში 1000


დოლარით რულეტკაზე სათამაშოდ. იგი თამაშობს ფერზე მანამ,
სანამ არ მოიგებს კიდევ 1000 დოლარს, ან მთლიანად არ წააგებს
თანხას. რა ჯობია მისთვის, ერთიანად დადოს 1000 დოლარი, თუ
ყოველ ჩამოსვლაზე 500 დოლარი ჩამოდოს?

ვთქვათ არჩეული ფერის მოსვლის შანსია p (p<1/2 იმიტომ რომ


თამაში არაპატიოსანია და მოგების შანსი ნაკლები უნდა იყოს).
მაშინ პირველ შემთხვევაში (როდესაც მოთამაშე ერთდროულად
დებს 1000 დოლარს) კიდევ 1000 დოლარის მოგების შანსია
p(ჩათვალეთ რომ პ არის რაღაც 50%-ზე დაბალი შანსი იმისა რომ
მოიგოთ ათასი დოლარი). განვიხილოთ შემთხვევა, როცა ყოველ
ჩამოსვლაზე მოთამაშე 500 დოლარს დებს. ორი გათამაშების
შემდეგ შეიძლება დადგეს შემდეგი სამი განსხვავებული
რეზულტატი
ა) მოთამაშეს ორივეჯერ გაუმართლა (ამის ალბათობაა p2(რატომ p
კვადრატი? ეს უკვე ალბათობის თეორიას ეხება. ზოგადად თუ
მოგების ალბათობა p არის და წაგების 1-p მაშინ ჯერ მოგების და
მერე წაგების ალბათობა იქნება პ გამრავლებული 1-pზე ანუ p(1-p).
თუ მოგების შანსი არის ზვიგენი და წაგების სპილო, ჯერ მოგების
და მერე წაგების შანსი იქნება ზვიგენჯერ სპილო. ამ შემთხვევაში
ორჯერ მოიგო ანუ ზვიგენჯერ ზვიგენი იქნება(p-ჯერ p ანუ p
კვადრატი))).
ბ) მოთამაშეს არცერთხელ არ გაუმართლა (ამის ალბათობაა (1-p)2
და მოთამაშე დამარცხებული ტოვებს კაზინოს). ესეიგი ზოგადად
ალბათობების ჯამი უნდა იყოს 1 ამიტომ ზვიგენს პლიუს სპილო =
ერთს. ამიტომ მოგება თუ არის p წაგება 1-p არის და ტოლობაც
ნამდვილად სრულდება(P+1-P=1). 1-p თუ არის წაგება ორჯერ წააგო
ამიტომ იქნენა 1-pჯერ 1-p (1-p კვადრატში)
გ) მოთამაშეს ერთხელ გაუმართლა და ერთხელ არ გაუმართლა
(ამის შანსია 2p(1-p) და მოთამაშე საწყის პოზიციაშია). აქ არ უნდა
დაიბნე, გასაგებია ზევით დავწერე ჯერ მოგება მერე წაგება არის 1-
p-ჯერ p თქო( p(1-p) ), მაგრამ აქ არ უნდა გავითვალისწინოთ მარტო
ჯერ მოგება და მერე წაგება, როგორც წერია, ერთხელ გაუმართლა
ერთხელ არა ანუ შესაძლებელია ჯერ წააგო და მერე მოიგო,
შესაბამისად ორივე უნდა გამოვთვალოთ(ორივეს ალბათობა
ტოლია p(1-p) და რადგან განსხვავებული ვარიანტებია წაგება
მოგების თანმიმდევრობის მიხედვით, უნდა შევკრიბოთ(ჯერ
მოგება და მერე წაგება განსხვავებულია ჯერ წაგებისგან და მერე
მოგებისგან, მაგრამ მათი ალბათობები ერთი და იგივეა, ასეთ
შემთხვევაში ალბათობები იკრიბება). ანუ საბოლოოდ გამოგვდის
ორჯერ პ(1-პ).

ვთქვათ, საწყისი პოზიციიდან მოთამაშის საბოლოო გამარჯვების


შანსი იყოს x(ჯერ ფულიც როცა არ დაგვიდია, პროსტა მივედით,
საბოლოო მოგების შანსი იყოს x). (ცოტა რთული გასაგები
შეიძლება იყოს) x რადგან საბოლოო მოგების ალბათობაა, ის უნდა
იყოს კაზინოდან მოგებულად გამოსვლის შანსების ჯამი. პირველ
ვარიანტში რადგან ორჯერ მოვიგე მაქვს იმის ალბათობა რომ
კაზინოს მოგებული დავტოვებ 100% არის ანუ 1 არის ამის
ალბათობა. მეორე ვარიანტში ორჯერ წავაგე და ფული აღარ დამრჩა
ამიტომ მოგებული გამოსვლა არ მეღირსება, ამის ალბათობა 0 არის.
მესამე ვარიანტის განხილვისას, შეიძლება ვთქვათ, რომ რადგან
მესამე ვარიანტი საწყის პოზიციაში გვაბრუნებს მისი(მესამე
ვარიანტის) მოხდენის შემდეგ, ისევ x არის ჩვენი მოგების
ალბათობა(იმიტომ რომ საწყის პოზიციაში დავბრუნდით და
როგორც შევთანხმდით საწყისიდან მოგების ალბათობაა x), მაგრამ
რადგან მესამე ვარიანტი უკვე მოხდა ანუ ამ გზის ალბათობა უკვე
გვაქვს[2p(1-p)], ეს უნდა გადავამრავლოთ მომავალი გზის
ალბათობაზე(ჩვენი მომავალი გზაა საბოლოო მოგება და ეს უდრის
x-ს) მივიღებთ, რომ საბოლოოდ ამ გზით მოგების ალბათობაა 2p(p-
1)x-ზე.

სტარტი

P 1-p

P 1-p + p 1-p
1 x x 0

ანუ სულ მარცხნივ არის ჯერ მოგება მერე მოგება და ამის მერე
შანსი რომ გამოხვიდე გამარჯვებული, შუაში ორი ვარიანტია ჯერ
მოგების მერე წაგების და ჯერ წაგების მერე მოგების, თავის
ალბათბასთან რომ გამარჯვებული გამოხვიდე და ბოლოს ორი
წაგებაა ისიც გამარჯვებული გამოსვლის ალბათობასთან(საბოლოო
ალბათობისთვის უბრალოდ ზევიდან ქვევით ვამრავლებთ მაგრამ
შუაში როგორც ვთქვით ერთი და იგივე ალბათობებია მაიტომ ჯერ
ვკრებთ და მერე ვამრავლებთ x-ზე).
საბოლოო ალბათობა ანუ x მაშინ იქნება სამივე საბოლოო
ალბათობების ჯამი ანუ (p2 -ს ვამრავლებთ 1ზე და (1-P)2 0ზე და 2პ
ჯანდაბას იქსზე როგორც ავხსენი) X=p2+2p(1-p)x. მერე x-2p(1-P)x=p2
, x[1-2p(1-P)]= p2 აქედან x=p2/[1-2p(1-p)]. ეს შევადაროთ საბოლოოდ
მოგების ალბათობას პირველ შემთხვევაში (როცა 1000 დოლარს
ერთიანად ჩამოდებს მოთამაშე). ეს ალბათობა იყო p. p ჩავწეროთ
ასე: p=p2/p. შევადაროთ ამ ორი ალბათობის მნიშვნელები: 1-2p(1-p)
და p. ადვილი შესამოწმებელია, რომ მათი სხვაობა 1-2p(1-p) – p =
2p2-3p+1=(2p-1)(p-1) დადებითია, როცა p<1/2. ამიტომ 500–
დოლარიანი ფსონების შემთხვევაში მოგების ალბათობა ნაკლებია,
ვიდრე 1000–დოლარიანი ფსონის შემთხვევაში.

You might also like