You are on page 1of 20

ტრანსაქციული ანალიზი

ლექცია 13
თამარ მერაბიშვილი
რატომ თამაშობენ ადამიანები
თამაშებს
თამაშები, მარკები და სცენარული გადასახადი.
• ადამიანები თამაშობენ თამაშებს იმისათვის , რომ
განამტკიცონ საკუთარი სცენარი. ბერნი ხსნის , თუ
როგორ ვაღწევთ ამ მიზანს: საფასურის გადახდით
თითოეული თამაშის ბოლოს მოთამაშე განიცდის
რეკეტულ განცდებს, რის შემდეგაც მას შეუძლია
შეინახოს ეს განცდები მარკების სახით.
შეაგროვებს რა მარკების დიდ კოლექციას,
მოთამაშე გრძნობს, რომ შეუძლია გადაცვალოს
ის სცენარულ გადასახადში, რომელიც მან აირჩია
ბავშვობის ასაკში.
რატომ თამაშობენ ადამიანები
თამაშებს
• ამგვარად, თითოეული ადამიანი ირჩევს
თამაშებს, რისი დახმარებითაც ის შეაგროვებს იმ
სახის მარკებს, რაც მიაახლოვებს მას
ბავშვობაში არჩეულ სცენარულ დასასრულთან.
• განვიხილოთ ჯინის თამაში. ყოველ ჯერზე ამ
თამაშის გათამაშებით ის აგროვებს რისხვის
მარკებს და შემდგომ მათ ცვლის იმაში, რომ
ტოვებს თავის კაცებს. საბოლოოდ მისი
სცენარული გადასახადია ის, რომ ის იქნება
მარტო სიბერეში.
რატომ თამაშობენ ადამიანები
თამაშებს
• განსაზღვრული სცენარული გადასახადის
მისაღწევად ადამიანები ირჩევენ შესატყვისი
დონის თამაშებს. წარმოვიდგინოთ, რომ
ჯინის სცენარი უფრო ტრაგიკულია. მაშინ ის
ითამაშებს მესამე დონის თამაშს. და კაცები
შეურაცხყოფენ მას არა მხოლოდ
სიტყვებით, არამედ სცემენ კიდეც. ამ
შემთხვევაში მისი გადასახადი იქნება ის,
რომ მან შესაძლოა მოკლას თავისი
პარტნიორი.
რატომ თამაშობენ ადამიანები
თამაშებს
თამაშები და ცხოვრებისეული პოზიციები.
• თამაშები ასევე გამოიყენება ჩვენი ძირითადი
ცხოვრებისეული პოზიციების
განსამტკიცებლად.
• მაგ., ჯეკის მსგავსი ადამიანები, რომლებიც
თამაშობენ თამაშს “დამარტყი”, ამტკიცებენ
თავიანთ ცხოვრებისეულ პოზიციას “მე არა ვარ
ok, შენ ხარ ok”. ჯინის მსგავსი მოთამაშეები
ამტკიცებენ თავიანთ ცხოვრებისეულ პოზიციას
“მე ვარ ok, შენ არ ხარ ok”.
რატომ თამაშობენ ადამიანები
თამაშებს
რამოდენიმე ცნობილი თამაში

• განვიხილოთ რამოდენიმე ცნობილი


თამაში, სადაც მოთამაშეთა პოზიციები
იცვლება დრამატულ სამკუთხედში
გადართვის მომენტში.
გადართვა მდევარი - მსხვერპლი
• ასეთი გადართვა დამახასიათებელია
თამაშისათვის “დამარტყი”. ამ თამაშის
ერთ-ერთი ვარიანტია “პოლიციელები და
მძარცველები”. ის იწყება იმით, რომ
“მძარცველი” ცდილობს კანონის
დარღვევას და მას დასდევენ ძალები,
რომლებიც იცავენ კანონს და წესრიგს,
თუმცა ყველაფერი იმით მთავრდება, რომ
საბოლოოდ მას იჭერენ და ის ხდება
“მსხვერპლი”.
გადართვა მდევარი - მსხვერპლი
• თამაშში “ჩხუბისთავი (კრიტიკოსი)” მოთამაშე
ცდილობს სხვა ადამიანებს უპოვოს ნაკლოვანებები,
აკრიტიკებს მათ გარეგნობას, სამსახურს, ტანსაცმელს
და ა.შ. მან შესაძლოა იხელმძღვანელოს ამ
სტრატეგიით დიდი ხნის მანძილზე რეკეტის მიზნით,
თუმცა საბოლოოდ ჩხუბისთავი შესაძლოა უარყონ იმ
ადამიანებმა, ვისაც ის აკრიტიკებს, ან მან თავად
შესაძლოა ისე გააკეთოს, რომ “შემთხვევით” გაუგონ
იმ ადამიანებმა, ვის ზურგს უკანაც ლაპარაკობს. ამ
შემთხვევაში ის იცვლის პოზიციას დრამატულ
სამკუთხედში და გადადის მსხვერპლის პოზიციაში.
გადართვა მდევარი - მსხვერპლი
• მოთამაშე თამაშში “შენ რომ არა...” მუდმივად ჩივის, რომ
მას არ აძლევენ საშუალებას სხვები, რომ რამე გააკეთოს.
მაგ., დედას შეუძლია უთხრას თავის შვილებს: “თქვენ რომ
არა, მე შემეძლო საზღვარგარეთ წავსულიყავი”. ახლა
წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც მდგომარეობა აღარ
აძლევს მას საშუალებას, რომ ამ თემაზე რეკეტს
მიმართოს. ვთქვათ, მიიღო მემკვიდრეობა, რითიც
შეუძლია დამხმარე პერსონალი აიყვანოს და ისეთი
დაკავებული აღარ იქნება, ან მისი შვილები გაიზარდნენ და
მას ისე აღარ საჭიროებენ. თქვენ გგონიათ, რომ ახლა წავა
საზღვარგარეთ? არა, ახლა მოიმიზეზებს, რომ სახლის
დატოვების ეშინია. ამ ფონზე ის გადაერთო მსხვერპლზე.
გადართვა მსხვერპლი - მდევარი

• ეს გადართვა დამახასიათებელია
თამაშისათვის “გაები, ნაძირალა!” ამ
თამაშს თამაშობდა ჯინი. აღნიშნულ
თამაშში მოთამაშე მსხვერპლის
პოზიციიდან აგდებს ანკესს. როცა
პარტნიორი თამაშში ეგება ანკესზე,
მოთამაშე უკვე მდევარიდან აკეთებს
“დარტყმას”.
გადართვა მსხვერპლი - მდევარი

• თამაშში “კი, მაგრამ...” მოთამაშეები


იწყებენ იმით, რომ ითხოვენ რჩევას ან
დახმარებას და უარყოფენ ყოველ
კონკრეტულ წინადადებას. გადართვა
ხდება მაშინ, როცა მხსნელის ყველა
რჩევა და წინადადება ამოწურულია. ამ
დროს მოთამაშე ბრაზდება მხსნელზე
და ხდება მისი მდევარზე გადართვა.
გადართვა მსხვერპლი - მდევარი
• თამაში “რაპო” წარმოადგენს “გაები, ნაძირალას!”
სექსუალურ ვერსიას. ამ თამაშში მოთამაშე აგდებს
სექსუალურ ანკესს. როცა პარტნიორი იწყებს
სექსუალურ მოქმედებას, “რაპოს” მოთამაშე უარყოფს
მას. ფუტბოლურაზე წინა მხარეს მოთამაშეს აწერია:
“მე ხელმისაწვდომი ვარ”, ხოლო უკან “მაგრამ არა
შენთვის, ხა,ხა!” “რაპოს” პირველი დონე სრულდება
სქესობრივ კონტაქტზე უარის თქმით. ხოლო მესამე
დონის მოთამაშე შესაძლოა დაელოდოს სქესობრივ
კონტაქტს და შემდგომ გადართვით დაიყვიროს:
“მიშველეთ, ჩემზე ძალადობენ!”
გადართვა მსხვერპლი - მდევარი
• მოთამაშეები თამაშში “სულელი” და
“საცოდავი” იწყებენ რეკეტს პოზიციიდან “მე არ
შემიძლია (არ ვიცი) ფიქრი” და “მე არ შემიძლია
საკუთარი თავის დახმარება”. თავიდან ისინი
კმაყოფილები არიან თავიანთი მსხვერპლის
როლით. თუმცა თუ ვინმე აიძულებს მათ
იფიქრონ ან რაიმე გააკეთონ საკუთარი
თავისთვის, მათ შესაძლოა გააკეთონ გადართვა
და დაადანაშაულონ სხვა ადამიანი: “ხომ
ვამბობდი, რომ შენგან არავითარ დახმარებას
არ უნდა ველოდო!”
გადართვა მსხვერპლი - მდევარი
• მოთამაშე თამაშში “გააკეთე რაიმე ჩემთვის”
მიისწრაფვის აიძულოს სხვა ადამიანები იფიქრონ
და იმოქმედონ მის ნაცვლად. მაგ., სტუდენტი,
რომელსაც მეცადინეობაზე დაუსვეს შეკითხვა ,
შეიძლება სულელივით იჯდეს და ხმა ვერ ამოიღოს,
ელოდოს, რომ ლექტორი თავად უპასუხებს
შეკითხვას. სანამ არსებობს იმედი, რომ ვინმე
დაეხმარება, მოთამაშე შესაძლოა დარჩეს
მსხვერპლის როლში. თუმცა შემდგომ შესაძლოა
გააკეთოს გადართვა და შესაძლოა დაადანაშაულოს
მხსნელი, რომ მან არ მისცა სწორი რჩევა.
გადართვა მსხვერპლი - მდევარი

• შესაძლოა ის სტუდენტი გამოცდის


შემდეგ მივიდეს დირექტორთან და
დაადანაშაულოს ლექტორი, რომ მან
ცუდად აუხსნა საკითხი. ამ თამაშს ასევე
შესაძლოა დავარქვათ “შეხედე, რა
გამიკეთე!”
გადართვა მხსნელი - მსხვერპლი
• წინა თამაშის პროტოტიპია თამაში “მე მხოლოდ შენს
დახმარებას ვცდილობდი”. ასეთი სახელი შესაძლოა
მოვარგოთ ნებისმიერ თამაშს, სადაც მოთამაშე
თავიდან გვთავაზობს დახმარებას მხსნელის როლიდან,
შემდგომ კი ხდება მსხვერპლი, როცა მისი პარტნიორი
უარს ამბობს დახმარებაზე, ან თავისებურად იქცევა, ან
აცხადებს, რომ შეთავაზებული დახმარება
არაკვალიფიცირებულია. შედეგად პოტენციური
მსხერპლი იღებს საფასურის გადახდას მარკების სახით.
თამაში “ეს რომ გაგეკეთებინა...”, რომელსაც
თამაშობდა მოლი ამის მაგალითია, სადაც ის იძლევა
რჩევებს, რომელსაც მისი პარტნიორი არ შეასრულებს.
გადართვა მხსნელი - მდევარი
• თამაში “შეხედე, შენთვის რამდენი რამ გავაკეთე”
იწყება ისევე, როგორც თამაში “მე მხოლოდ შენს
დახმარებას ვცდილობდი”, რადგან “დამხმარე” გამოდის
მხსნელის როლში. თუმცა გადართვისას ყოფილი
მხსნელი ხდება დამადანაშაულებელი მდევარი, და არა
მსხვერპლი. მაგ., წარმოვიდგინოთ ქალი, რომელიც
მუდმივად უვლიდა თავის ვაჟს, როცა ის პატარა იყო.
ახლა კი, როცა ის მეამბოხე მოზარდია და აცხადებს, რომ
სახლიდან მიდის, დედა აკეთებს გადართვას და
ადანაშაულებს შვილს: “და ეს ყველაფერი იმის შემდეგ,
რაც მე შენთვის გავაკეთე! ვიმედოვნებ, რომ ამ
ყველაფრისთვის გადაგეხდება! მე ხელები დამიბანია!”
არჩევანის შესაძლებლობა
• არჩევანის შესაძლებლობა საშუალებას
გვაძლევს შევწყვიტოთ თამაში თამაშების
ფორმულის ნებისმიერ სტადიაზე. თუ თქვენ
გააცნობიერეთ, რომ თამაშობთ რომელიღაც
თამაშს, შეგიძლიათ, არჩევანის დახმარებით,
გამოხვიდეთ ნეგატიურიდან და იმოქმედოთ
პოზიტიური ფუნქციური ეგო-მდგომარეობიდან.
თუ ვინმე გიწვევთ, რომ ითამაშოთ რაიმე თამაში,
გამოიყენეთ არჩევანის შესაძლებლობა და
უპასუხეთ ისე, რომ ადამიანები არ ელოდებოდნენ
თქვენგან რაიმე თამაშის ქმედებებს.
არჩევანის შესაძლებლობა
• ჩვენ გთავაზობთ, რომ აირჩიოთ მხოლოდ
პოზიტიური ეგო-მდგომარეობები და საერთოდ
გამოხვიდეთ დრამატული სამკუთხედიდან. თქვენ
ვერ აიძულებთ ადამიანებს არ ითამაშონ თამაშები.
თქვენ ასევე არ შეგიძლიათ აიძულოთ ისინი, არ
გადმოგიგდონ სათამაშო ანკესი. თუმცა, არჩევანის
დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ საერთოდ არ
მიიღოთ თამაშში მონაწილეობა, ან გამოხვიდეთ
თამაშიდან, როცა გააცნობიერებთ, რომ დაიწყეთ
თამაში. ამით თქვენ ზრდით იმის ალბათობას, რომ
მეორე ადამიანიც გამოვა თამაშიდან.
არჩევანის შესაძლებლობა
• მაგ., წარმოვიდგინოთ, რომ მე ვთამაშობდი ვინმესთან
თამაშს “დამარტყი”. გაცნობიერებისას მე შესაძლოა
ვუთხრა პარტნიორს: “ახლახანს მივხვდი, რასაც ვაკეთებ -
ხელს გკრავ, რომ მიმატოვო. მეშინია, რომ ჩემგან წახვალ
და სინამდვილეში ძალიან მინდა, რომ ჩემთან დარჩე.”
როცა ღიად ვსაუბრობ აუთენტურ განცდებზე, ვერ
ვაიძულებ მეორე ადამიანს ჩემთან დარჩეს. ვერც იმას
ვაიძულებ, გამოვიდეს ჩემი თამაშიდან. თუმცა ვთავაზობ ,
გამოხატოს საკუთარი აუთენტური განცდები და
სურვილები. ამით შესაძლოა ბედნიერად ვიგრძნოთ თავი
და დავრჩეთ ერთად ან დავშორდეთ ერთმანეთს, ოღონდ
არა თამაშის ფორმით, არამედ ნათელი მიზეზებით .

You might also like