You are on page 1of 1

Ხშირად ადამიანებს საკუთარი გადაწყვეტილებები ჭეშმარიტება ჰგონიათ, თუმცა

შესაძლებელია ისინი ცდებოდნენ.

Ადამიანები ყოველდღე უამრავ გადაწყვეტილებას იღებენ. Რა თქმა უნდა


ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღებას ვერ ვახერხებთ, მაგრამ
მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხშირად ამას ვერც კი ვხვდებით, ვინაიდან
ყველა ადამიანს თავისი სიმართლე აქვს. Მათი უმეტესობა ჭეშმარიტებისგან შორს
არის, ხოლო ჭეშმარიტება კი ერთია. Თუმცა აქაც პრობლემა იჩენს თავს:
ჭეშმარიტებასაც ხომ ყველა თავისებურად აღიქვავს. მაგრამ რას ვიზავთ? Ასეთია
ადამიანის ბუნება: რამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე იმდენი აზრია. Არც თუ ისე
ხშირად საბოლოოდ ვაანალიზებთ დაშვებულ შეცდომას, მაგრამ სამწუხაროდ
ძალიან გვიან. Ამისი ნათელი მაგალითია Ნოდარ დუმბაძის შესანიშნავი
ნაწარმოები “HELLADOS”: Ხრისტო ალექსანდრიდს სწამდა, რომ თავისი და თავისი
შვილის ადგილი საბერძნეთში იყო და აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყვნენ
მშობლიურ მიწაზე, მაგრამ Მამისგან განსხვავებით იანგული მის აზრს არ
იზიარებდა, მისი სამშობლო სოხუმი იყო, რომლის დატოვებაც არ უნდოდა. ამ
აზრთა სხვადასხვაობას შეეწირა ახალგაზრდა იანგული, საბერძნეთისკენ
მიმავალ გემზე ასვლის შემდეგ. Ხრისტო ალექსანდრიდის პერსონაჟი თითოეულ
ჩვენგანს წარმოადგენს რეალურ სამყაროში: მას ეჭვიც კი არ შეპარვია მის მიერ
მიღებული გადაწყვეტილების ჭეშმარიტებაში, სანამ შედეგი არ მოიმკო, ისევე
როგორც ჩვენ არ ვფიქრობთ რა სავალალო შედეგით შესაძლოა დასრულდეს
ჩვენს მიერ გაკეთებული სწორი არჩევანი. Საბედნიეროდ არის
სიტუაციები, როდესაც შეცდომის დაშვებამდე ვაანალიზებთ სწორსა და
არასწორს. Ამის მაგალითია დურამ დოჩანაშვილის ნაწარმოები “სამოსელი
პირველი”. Მოთხრობის მთავარი პერსონაჟი მზად არის 18 ავაზაკი იმ ქვეყნად
გაისტუმროს. ის ბოლომდე დარწმუნებულია, რომ სიკეთეს აკეთებს, რაშიც ეჭვი
უცნობი მამაკაცის ვინაობას შეაქვს. Მიჩინიო ყველანაირად ცდილობს თავის
გამართლებას, რომ კვლავ დაიბრუნოს ძველი თავდაჯერებულობა, რისთვისაც
ერთ ვარიანტად მათთან ერთად სიკვდილსაც კი განიხილავს, მაგრამ ამაოდ.
Ბევრი ფიქრის შედეგად გადაწყვეტს უკან დაიხიოს, აბა ტყუილად ხომ არ
არსებობს ანდაზა “ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო”? Აქედან გამომდინარე თუ
ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული თქვენი გადაწყვეტილების ჭეშმარიტებაში, არ
გააკეთოთ. ეᲭვები ადამიანებს მხოლოდ ანადგურებს, ამიტომ არ ღირს.

Ჩემი აზრით Ეს პრობლემა დღესაც აქტუალურია და იქამდე იქნება, სანამ


ადამიანი არსებობს. Ცხოვრების განმავლობაში ყველა ბევრ შეცდომას
ვუშვებთ,მაგრამ მთავარია ამ შეცდომებზე ვისწავლოთ და აღარ გავიმეოროთ
ისინი.

You might also like