You are on page 1of 4

2009 წლის მესამე ტურის ამოცანები

ამოცანების ჩაბარების ბოლო ვადაა 8 მაისის 16 საათი

ამოცანა #1. რა ციფრი დგას?


ყველა კენტი რიცხვი ჩაწერილია თანმიმდევრობით 1357911121517 ..... რა ციფრი დგას
1990-ე ადგილზე?
ამოხსნა
პირველი ხუთი ადგილი ერთნიშნა კენტ რიცხვებს უჭირავთ.
ამის შემდეგ მოდიან ორნიშნა კენტი რიცხვები 11-დან 99-მდე. მათი რაოდენობაა 45.
ანუ სულ ერთნიშნა და ორნიშნა კენტ რიცხვებს უჭირავს 5+45X2=95 ადგილი.
ამის შემდეგ იწყება სამნიშნა კენტი რიცხვები 101-დან 999-მდე. სულ მათი
რაოდენობაა 540.
ანუ სულ ერთნიშნა, ორნიშნა და სამნიშნა კენტ რიცხვებს ერთად უჭირავთ:
5+45X2+450X3=1445 ადგილი.
ამის შემდეგ იწყება ოთხნიშნა კენტი რიცხვები 1001-დან 9999-მდე. სულ მათი
რაოდენობაა 5400.
ანუ სულ ერთნიშნა, ორნიშნა, სამნიშნა და ოთხნიშნა კენტ რიცხვებს ერთად
უჭირავთ: 5+45X2+450X3+4500X4=3245 ადგილი.
აქედან ვასკვნით, რომ 1990-ე ადგილზე დგას რომელიღაც ოთხნიშნა კენტი რიცხვის
რომელიღაც ციფრი.
ამ ციფრის საპოვნელად ჯერ თვით ოთხნიშნა რიცხვი ვიპოვოთ.
ამისათვის შევასრულოთ მოქმედებები:
(1990-1445)/4=136 და ნაშთი 1
აქედან ვასკვნით, რომ საძიებელი რიცხვი არის 137-ე ოთხნიშნა კენტი რიცხვი ანუ
1001+136X4=1545, ხოლო საძიებელი ციფრი არის ამ რიცხვის პირველი ციფრი, ანუ 1.
პასუხი:
მოცემულ მიმდევრობაში 1990-ე ადგილზე დგას ციფრი 1.
შეფასება:
2 ქულა - როცა პასუხი სწორია და დასაბუთებაც სრულყოფილი
1 ქულა - როცა პასუხი სწორია და დასაბუთება არასრულყოფილი ან პასუხი
არასწორია მექანიკური შეცდომის გამო
0 ქულა - დანარჩენ შემთხვევაში

ამოცანა #2. ეშმაკი ბანკირი


ერთხელ ბანკირმა უსაქმურს გამდიდრება შესთავაზა: „მაჩვენე რა თანხა გაქვს“ _
შემდეგ რაღაც დაიანგარიშა და უთხრა: „ამ ხიდზე რამდენჯერაც გადახვალ, ფულს
გაგიორმაგებ, ოღონდ ყოველი გადასვლის შემდეგ 24 თეთრი უნდა მომცე“. უსაქმური
სიხარულით დათანხმდა, მაგრამ უკვე მესამე გადასვლის შემდეგ მას აღარაფერი
დარჩა. რა თანხა ჰქონდა უსაქმურს თავდაპირველად?
ამოხსნა
ეს ამოცანაც განეკუთვნება ამოცანების ტიპს, რომლებიც „ბოლოდან“ იხსნება.
რაკი მესამე გადასვლის შემდეგ უსაქმურს აღარაფერი დარჩა, ეს ნიშნავს, რომ მესამე
გადასვლის წინ მას 12 თეთრი ჰქონია (რომელიც გაორმაგების შემდეგ 24 გახდა და
მთლიანად ბანკირმა წაიღო).
მეორე გადასვლის წინ უსაქმურს 18 თეთრი ჰქონია (რომელიც გაორმაგების შემდეგ
36 გახდა და 24 თეთრის გამოკლების შემდეგ 12 თეთრი დარჩა.
ანალოგიურად, იმის გამოსათვლელად, თუ რამდენი თეთრი ჰქონდა უსაქმურს
პირველი გადასვლის წინ 18 თეთრს დავუმატოთ 24 და გავყოთ 2-ზე. გამოვა 21.
პასუხი: უსაქმურს თავდაპირველად 21 თეთრი ჰქონია.
შეფასება:
2 ქულა - როცა პასუხი სწორია და დასაბუთებაც სრულყოფილი
1 ქულა - როცა პასუხი სწორია და დასაბუთება არასრულყოფილი ან პასუხი
არასწორია მექანიკური შეცდომის გამო
0 ქულა - დანარჩენ შემთხვევაში

ამოცანა #3. რამდენი წლისაა?


ჯუბა ახლა სამჯერ მეტი წლისაა, ვიდრე თემური იყო მაშინ, როცა ჯუბა იყო
იმდენის, რამდენისაც ახლა არის თემური. რამდენი წლისაა თითოეული, თუ მათი
წლოვანებათა ჯამი 35-ის ტოლია? (ცნობილია, რომ თითოეულის წლოვანება
ნატურალური რიცხვით გამოისახება).
ამოხსნა
მოცემულ ამოცანაში სულ 4 რიცხვია:
1. ჯუბას ასაკი ახლა;
2. თემურის ასაკი ახლა;
3. ჯუბას ასაკი ადრე;
4. თემურის ასაკი ადრე.
ამოცანის პირობიდან ადვილი მისახვედრია, რომ ჯუბა თემურზე უფროსია და
მოცემულ 4 რიცხვს შორის შემდეგი დამოკიდებულებები არსებობს:
პირველი რიცხვი მე-4 რიცხვზე 3-ჯერ მეტია;
მე-2 და მე-3 რიცხვები ტოლია;
პირველი და მე-2 რიცხვების ჯამი 35-ის ტოლია;
განსხვავება 1-სა და მე-2-ს შორის არის სხვაობა ჯუბასა და თემურის ასაკებს შორის
და ის იგივეა, რაც განსხვავება მე-3-სა და მე-4 რიცხვებს შორის;
განსხვავება 1-სა და მე-3-ს შორის არის დროის ხანგრძლივობა ახზლანდელსა და
ადრინდელს შორის და ეს იგივეა, რაც განსხვავება მე-2-სა და მე-4-ს შორის.
მათთვის, ვინც განტოლების შედგენა იცის, ეს დამოკიდებულებები რაიმე სახის
(ასეთი ბევრია) განტოლების შედგენის საშუალებას იძლევა და ამ გზით ამოცანა
ადვილად იხსნება.
აქ გთავაზობთ ამოხსნის ვარიანტს განტოლების შედგენის გარეშე. გვახსოვს, რომ
მოცემული რიცხვები ნატურალურებია.
ადვილი მისახვედრია, რომ 1-ლი რიცხვი 3-ის ჯერადია. 1-ლისა და მე-2 რიცხვების
ჯამი არის 35 და 1-ლი მე-2-ზე მეტია, ანუ 1-ლი უფრო მეტია, ვიდრე 35-ის ნახევარი.
ამ პირობებიდან გამომდინარეობს, რომ 1-ლი რიცხვს შეიძლება სულ რამდენიმე
მნიშვნელობა ჰქონდეს და ესენია: 18, 21, 24, 27, 30, 33.
სათითაოდ შემოწმებით დავრწმუნდებით, რომ ამ რიცხვებს შორის გამოგვადგება
მხოლოდ 21, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ:
ახლა 21 წლისაა;
თემური ახლა 35-21=14 წლისაა;
ჯუბა ადრე 14 წლისა იყო (ანუ იგივე ასაკისა, რაც თემური ახლა);
თემური ადრე 7 წლისა ყოფილა (იმიტომ, რომ გასული პერიოდი არის 21-14=7 წელი).
ეს რიცხვი კი მართლაც სამჯერ ნაკლებია, ვიდრე ჯუბას ახლანდელი ასაკი.
პასუხი:
ჯუბა 21 წლისაა, ხოლო თემური 14-ს.
შეფასება:
2 ქულა - როცა პასუხი სწორია და დასაბუთებაც სრულყოფილი
1 ქულა - როცა პასუხი სწორია და დასაბუთება არასრულყოფილი ან პასუხი
არასწორია მექანიკური შეცდომის გამო
0 ქულა - დანარჩენ შემთხვევაში

ამოცანა #4. ვინ გატეხა ფანჯარა?


გია, დათო და ზურა ეზოში ფეხბურთს თამაშობდნენ. თამაშის დროს მათ ფანჯარა
გატეხეს. მეზობელმა, რომელიც თამაშს უყურებდა თქვა:
 ”გიას ფანჯარა არ გაუტეხავს”.
 ”დათომ გატეხა ფანჯარა”.
ცნობილია, რომ მეზობლის ნათქვამი ორი წინადადებიდან ერთ-ერთი ჭეშმარიტია,
მეორე კი – მცდარი. ვინ გატეხა ფანჯარა?
ამოხსნა
დავუშვათ, რომ მეორე წინადადება ჭეშმარიტია. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ
ფანჯარა გატეხა დათომ, რაც ნიშნავს, რომ გიას არ გაუტეხავს. ეს კი ნიშნავს, რომ
პირველი წინადადებაც ჭეშმარიტია. ანუ, მოცემულ დაშვებას ამოცანის პირობის
წინააღმდეგობამდე მივყავართ, ვინაიდან პირობის თანახმად მოცემული ორი
წინადადებიდან მხოლოდ ერთია ჭეშმარიტი.
ზემოთქმულიდან ვასკვნით, რომ მეორე წინადადება მცდარია, ე.ი. დათოს ფანჯარა
არ გაუტეხავს. რადგან პირველი წინადადება ჭეშმარიტია, ეს ნიშნავს, რომ არც გიას
გაუტეხავს ფანჯარა.
რჩება ერთადერთი ვარიანტი - ფანჯარა გატეხა ზურამ.
პასუხი: ფანჯარა გატეხა ზურამ.
შეფასება:
2 ქულა - როცა პასუხი სწორია და დასაბუთებაც სრულყოფილი
1 ქულა - როცა პასუხი სწორია და დასაბუთება არასრულყოფილი
0 ქულა - დანარჩენ შემთხვევაში

ამოცანა #5. რამდენია მართალი?


კუნძულზე ორი ტიპის ადამიანები ცხოვრობენ: ერთნი სულ ტყუილს ამბობენ,
მეორენი კი ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობენ. ამ კუნძულის ხუთ მცხოვრებს
ჰკითხეს: რამდენია თქვენს შორის სიმართლის მთქმელი?
პასუხად მიიღეს: 0; 1; 2; 3; 4.
რამდენი მართალი ადამიანია ამ ხუთეულში?
ამოხსნა
დავუშვათ ხუთივე მართალია, მაშინ ხუთივე პასუხი იქნებოდა 5;
ანალოგიურად, ოთხი მართლის შემთხვევაში ხუთ პასუხს შორის ოთხი ერთმანეთის
ტოლი იქნებოდა და ეს იქნებოდა რიცხვი 4;
გამოდის, რომ რამდენიმე (ერთზე მეტი) მართლის შემთხვევაში პასუხებს შორის
ყველა განსხვავებული რიცხვი არ მიიღებოდა.
ასევე, არც ერთი მართალი რომ არ იყოს, პასუხებს შორის ვერ იქნებოდა რიცხვი 0.
დასკვნა: გამოკითხულთა შორის მართლისმთქმელი მხოლოდ ერთია.
პასუხი: ფანჯარა გატეხა ზურამ.
შეფასება:
2 ქულა - როცა პასუხი სწორია და დასაბუთებაც სრულყოფილი
1 ქულა - როცა პასუხი სწორია და დასაბუთება არასრულყოფილი
0 ქულა - დანარჩენ შემთხვევაში

You might also like