You are on page 1of 3

1.

სოკრატე არის პირეოსში, არისტონის ძესთან – გლავკონთან ერთად, რათა ლოცვა–ვედრების ნახვა უნდა,
რომელიც ქალღმერთისადმი არის აღმევლინი.
2. დაინახავს სოკრატეს პოლიმარქე და მსახურის დახმარებით მიიპატიჟებს სახლში ☺
3. სოკრატე გააოცა ჩირაღდნიან ცხენოსანთა ასპარეზობამ.
4. სოკრატე მიბრძანდება პოლიმაქესთან სახლში, სადაც ხვდება პოლიმაქეს მამიკო – კეფალე . ახალი
დამთავრებული აქვს მსხველპშეწირვა.
5. სოკრატე ეკითხება კეფალეს, რთულია თუ არა სიბერე, კეფალე პასუხობს, რომ სიბერეს სრული სიმშვიდე და
ყოველგვარი ვნებათაღელვისგან განთავისუფლება მოსდევს.
6. სოკრატე: სიბერე იმიტომ გიმარტივდება, რომ მდიდარი ხარ, ამას ხალხი იტყვის, მე კი არა :დ
7. კეფალე პასუხობს: სიღარიბეში თვინიერ კაცსაც უბედურებად მიაჩნია სიბერე, ხოლო უკეთურს სიმდიდრეც ვერ
შეუმსუბუქებს სიბერის ტვირთს. ამის საილუსტრაციოდ მოჰყავს თემისთოკლეს და მისი მშობლიური ქალაქის
ისტორია:,,სერიფოსელი რომ ვიყო, მართლაც ვერ მოვიხვეჭდი სახელს, მაგრამ შენ ვერასოდეს გახდებოდი
სახელოვანი, ათენელიც რომ ყოფილიყავიო“ :დემ:
8. სოკრატე დასძენს, რომ რადგან კეფალე ფულს არ ეტრფის, ალბათ, მას თავად არ მოუხვეჭია სიმდიდრე.
9. რა არის ყველაზე დიდი სიკეთე, რასაც სიმდიდრემ შეიძლება აზიროს კაცი?
არავინ მოგიტყუებია, უნებლიედაც არ დაგცდენია სიცრუე, არც არავისთვის დაგიკლია რაიმე, კაცისთვის
შემწეობა, ღმერთისთვის მსხვერპლშეწირვა. ნუ, არ გეშინია საიქიოში წასვლის, რადგან ჰადესი არ წვავს
სამართლიან კაცებს.
რა არი სამართლიანობა?
კეფალე Vs სოკრატე
კეფალეს დეფინიცია: სიმართლის თქმა და უკანვე დაბრუნება იმისა, რაც მიგიღია
სოკრატეს შენიშვნა: კეფალეს განმარტებით, ზოგიერთი ქმედება ზოგჯერ სამართლიანია და ზოგჯერ – არა.
მაგ: იარაღი საჩუქრად და ჭკუაზეშემცდარი მეგობარი, რომელიც საჩუქრის დაბრუნებას ითხოვს.
პოლიმარქე Vs სოკრატე
პოლიმარქე (იღებს კეფალეს დეფინიციას, მოწონს სიმონიდეს მოსაზრება): სომართლიანობა მოითხოვს, თვითეულს მივაგოთ
მისი კუთვნილი.
სოკრატე უპირისპირებას იგივე არგუმენტს. მოჰყავს მზარეულის და ექიმის მაგალითი (საკმაზი – საჭმელს, წამალი,საჭმელი – სხეულს.)
პოლიმარქეს შეცვლილი დეფინიცია: სამართლიანი მეგობარს – სიკეთესა და სარგებელს მიაგებს, მტრებს კი
– ზიანსა და სიავეს.
ექიმი მარტო ავადმყოფს სჭირდება, მესაჭე მარტო ზღვაში მყოფთ, სამართლიანობა (რომელიც, პოლემაქეს აზრით, ომში გამოჩნდება
ყველაზე უკეთ) მშვიდობაშიცაა საჭირო
სოკრატე: რისთვის, ან რის შესაძენად არის სამართლიანობა მშვიდობის დროს?
ურთიერობისთვისო პასუხობს, სოკრატე: შაშის მოთამაშე თუ სამართლიანიო. ამან შაშიო. უწევს დააკონკრეტოს,
რომ აღებ–მიცემის დროს სჭირდება. ყიდვისასო სამართლიან კაცზე მეტად მხედარი გჭირდება, ანუ მაშინ არის
სამართლიანი კაცი საჭირო, როცა შენახად აბარებ, ანუ როცა ფული უსარგებლოა ☹
თუ ინსტრუმეტს ვინახავთ, სამართლიანი, თუ ვუკრავთ მუსიკოსი.
თუ რაიმე საგანს არ ვხმარობთ სამართლიანი, თუ ვხმარობთ – უსამართლო.
სოკრატე: პოლიმაქეს აზრით, სამართლიანი სასარგებლო მხოლოდ უსარგებლობისას არის.
ვისაც შეუძლია მუშტების არიდება,სნეულების არიდება, სამხედრო ბანაკის დაცვა, მასვე შეუძლია სხვისი ცემა,
სხვისი დასნეულება და მოწინააღმდეგის სამხედრო გეგმის მოპარვა, მათი ზრახვის გამოცნობა.
ანუ ვინც უკეთესი შემნახველია, იგივე შეიძლება იყოს გაქნილი ქურდი.
სოკრატე: პოლიმაქეს მსჯელობის მიხედვით, სამართლიანობა ერთგვარი ქორდობაა, მაგრამ იმნაირი
ქურდობაა, რომელიც მიზნად ისახავს, მეგობარს არგოს რაიმე, ხოლო მტრებს ავნოს.
პოლიმაქე: ღირსეული მეგობრად მიმაჩნია, უღირსი მტრად
ადამიანები ხშირად ცდებიან. ანუ შეიძლება სამართლიანმა კაცმა უღირს არგოს.
პოლიმაქე: ჩვენი მეგობარი ისაა, ვინც არა მარტო ღირსეული გვგონია, არამედ მართლა ღირსეულია, ვინც
მარტოოდენ ღირსეულად გვეჩვენაბა, ის ნამდვილი კი არა, მოჩვენებითი მეგობრად უნდა მივიჩნიოთ. იგივე
მტერზე.
სოკრატე: სამართლიანი კაცი რისამეს ვნებს, შენი აზრით. ცხენს რომ ვნებთ ის უარესი ხდება, ადამიანს
სამართლიანობით ვნებთ, ის უფრო უსამართლო გახდება? მუსიკოსი მუსიკის მეშვეობით ადამიანს მუსიკის ნიჭს
ვერ წაარმთმეს. მხედარი, მხედროვა.
რაიმეს გაციება რაიმე თბილს არ შეუძლია, არამედ იმას, რაც თბილს უპირისპირდება. დასველება.
სოკრატე: სამართლიან კაცს არავის არ შეუძლია ავნოს.
თრასიმაქე Vs სოკრატე

ჭეშმარიტების ძიების სოკრატისეული მეთოდის ახსნა – არ მითხრა, რომ 12=3*4 არ მითხრა.


თრასიმაქე: სამართლიანია ყველაფერი ის, რაც ხელსაყრელია ძლიერისთვის.
აკეთებს შესწორებას, დასძენს, ხელსაყრელია ყველაზე ძლიერისთვის.
სოკრატე: დაახლოებით ისეთივე მსჯელობას ავითარებს, როგორც ზემოთ პოლიმაქესთან მეგობრებთან
დაკავშირებით: ხელისუფალი ცდება, იღებს ცუდ კანონს, ცუდი კანონი არაა სასარგებლო მისთვის, ჩვენ თუ მაინც
უნდა დავემორჩილოთ მას, ეს ხომ უკვე ხელისუფლებისთვის არასასარგებლო საქმეა. ეს როგორ? რა მოქმედება?
რა ვითარებაა?
თრასიმაქე: ექიმი/გრამატიკის მასწავლებელი/მოანგარიშე არცერთი არ ცდება! თუ სიტყვას ზუსტ მნიშვნელობას
შევუნარჩუნებთ არცერთი ოსტატი არ ცდება. შესაბამისად, ნამდვილი მართველი არ შეცდება და თუ არ შეცდება,
ცუდ კანონსაც არ მიიღებს.
სოკრატე: ექიმი/მესაჭე/ საქმიანობს არა საკუთარი თავისთვის(თავად ამ ხელოვნებისთვის ხელსაყრელი),
არამედ პაციენტისთვის/ეკიპაჟისთვის. შესაბამისად, მართველი ზრუნავს არა საკუთარ თავზე, არამედ
ქვეშევრდომზე.
თრასიმაქე: უსამართლობა სამართლიანობაზე მეტად ხელსაყრელია მოკვდავთათვის. სამართლიანობა მარტო
ძლიერს არგებს.
უსამართლობას იღებს სრული სახით: ტირანია. ქურდი თუ ყველას ართმევს სვე–ბედიანად იქცევა.
სოკრატე: ყოველი ოსტატი იმის წყალობით იღებს გასამჯელოს, რომ საკუთარ ხელობას შრომის ანაზღაურება
ემატება. მკურნალობის შედეგი ჯანმრთელობაა, შრომის ანაზღაურების გასამრჯელო. მართველის მართველობის
შედეგი ხალხის კეთილდღეობაა, ხოლო გასამრჯელო აუცილებელია. ხშირად გასამრჯელოდ პატივს ან ფულს
თვლიან ასევე არსებობს სასჯელი.
რატომ სასჯელი?
ღირსეულ კაცს არ უნდა არც ფული და არც პატივი. ამიტომ არსებობს სასჯელი: იმის გამო რომ უარი თქვი
მართველობაზე, შენზე უარესი მართველი გყავდეს.
სოკრატე უპირისპირება მოსაზრებას, რომ უსამართლო კაცის ცხოვრება უკეთესია.
თრასიმაქე ამტკიცებს: რომ უსამართლობას აქვს ის თვისებები, რაც სოკრატეს მოსაზრებით სამართლიანობის
მახასიათებელია.
სოკრატე: სამართლიანი კაცი ცდილობს აღემატებოდეს მხოლოდ უსამართლოს, უსამართლო კი ცდილობს
აღემატებოდეს ყველას, შესაბამისად, თავად უსამართლობასაც.
მუსიკოსის/ექიმის სურვილი აღემატებოდეს არ მცოდნეს და არა თავად ცოდნად. შესაბამისად ბრძენი ღირსეული
ცდილობს მხოლოდ არმქონეს აღემატებოდეს და მის მსგავს კი არ ეჯიბრება. ამ ლოგიკით მტკიცდება, რომ
თრასიმაქე არასწორია: ბრძენი სამართლიანია, უღირსი უსამართლო.
სოკრატეს ერთადერთი ის დარჩა დასამტკიცებელი, რომ სამართლიანობა უფრო ძლიერია: ამ კონტექსტში
მაგალითად მოჰყავს ლაშქრობა. ერთი სახელმწიფო როცა მეორეს ებრძვის, თუ პირველში განხეთქილებაა –
მებრძოლეები ერთი–მეორეს სამართლიანად არ ექცევიან, მაშინ უკანასკნელსაც ვერ დაამარცხებენ. შემდეგ ეს
განზოგადება მიკრო გაგებამდე დაჰყავს და ამბობს, რომ უსამართლო კაცისთვის განხეთქილება საკუთარ
თავშივე იბუდებს.
სოკრატე იწყებს საუბარს დანიშნულებაზე. მაგალითად მოჰყავს: ცხენი, სასხლავი. დასკვნა ისაა, რომ საგნის
დანიშნულება არის ის, რისი გაკეთებაც მას ყველაზე უკეთ შეუძლია.
განმარტავს ღირსებას – ის, რისი წყალობითაც დანიშნულებას უკეთ ვარსულებ. ნაკლი კი –პირიქით.
ეს განმარტება გადააქვს სულზე: სულის დანიშნულებაა სიცოცხლე. სულის ღირსება სამართლიანობა, ნაკლი –
უსამართლობა. ღირსეული კაცი ბედნიერია, ანუ სამართლიანი ბედნიერია. უბედურებაში არც არაფერი ყრია.
უსამართლობას უბედურება მოაქვს, ამიტომ უსამართლობა უსარგებლოა.

You might also like