You are on page 1of 7

რელიგიის საფუძვლები

ხუთწიგნეულის თარგმანება - წიგნი


დაბადებისა
„დასაწყისში ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“ — ასე იწყება ბიბლია. ამ სიტყვებს მოსდევს
შესაქმის ექვსდღიანი პროცესის აღწერა.
1. ნათელი იქმნება პირველ დღესვე ღვთის სიტყვით: „იყოს ნათელი“.
2. მეორე დღეს განათებულ ქმნილებაში შემოდის წესრიგი ღვთისავე სიტყვით: „იყოს
წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები“.
3. მესამე დღეს ერთმანეთს ემიჯნება მიწა და წყალი - „შეიკრიბოს ერთგან
ცისქვეშეთის წყლები და გამოჩნდეს ხმელეთი“ +ნოყიერება ენიჭება ასევე მიწას . ცა
სულიერი სამყაროს სიმბოლოა, თუმცა ცას და მიწას ერთი საწყისი აქვთ.
4. მეოთხე დღე არის შემზადება ცოცხალ არსებათა შესაქმნელად — ამ დღეს
ღმერთი აკეთებს მზეს, მთვარეს და ვარსკვლავებს, რაც იმავდროულად არის
დღისა და ღამის ერთმანეთისგან გამიჯვნის აქტი. მიწის განმზადების შემდეგ ხდება
მიწისზედა შრის, ატმოსფეროს მოწესრიგება.
5. მეხუთე დღეს ღმერთი ქმნის წყლის მკვიდრთ (თევზებს და სხვა არსებებს) და ცაში
მფრინველებს.
6. მეექვსე დღეს ღმერთმა შექმნა ცხოველები და ქვემძრომნი — და, ბოლოს, კაცი.
კაცის (ადამის) სული კი უშუალოდ ღვთის მიერ არის შთაბერილი. თითოეული
გვარის პირუტყვი ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეიქმნა და არა
ისე, რომ ჯერ ერთი ცხოველური არსება შექმნილიყო ერთმანეთისგან გვარეობით
განსხვავებული ცხოველების წინაპრად. ადამი, ერთიანი კაცობრიობის წინაპარია.
ადამი ერთი უნიკალური გვარისდა მიხედვით შეიქმნა.
7. მეშვიდე დღეს შემოქმედი წყვეტს შემოქმედებით პროცესს — ეს დღე „შაბათია“ —
„შეწყვეტა“, საიდანაც იღებს იგი „დასვენების“ მნიშვნელობას.

ადამი
ადამის შექმნისას გამოყენებულია მრავლობითი ფორმა: „გავაკეთოთ“ -
რაც გულისხმობს წმიდა სამების (ღმერთი, სიტყვა, სულიწმიდა)
თათბირს. ის უნდა იყოს ხატი და მსგავსება ღვთისა, სხვა დანარჩენ
ქმნილებათა შორის გამორჩეული - ღვთის რჩეული. ადამიანის ღვთის ხატობა უნდა
გამოჩნდეს იმაში, რომ იგი უნდა იყოს ყოველი ქმნილებისა და თავად „მთელი მიწის“
პატრონი, მსგავსად ღვთისა - რადგან მისთვის არის შექმნილი მიწაც და ყველაფერი . კაცი
გულისხმობს მამა-კაცს და დედა-კაცს --- ადამიანი არ არის მხოლოდ მამრი, და არ არის
მხოლოდ დედრი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ წყვილი (მამრი და დედრი) არის
მთლიანი ადამიანი, ღვთის ხატად შექმნილი ადამის იდეის მატარებელი.
მოსე ამბობს, რომ ადამი გამოარჩია ღმერთმა ყველა სხვა ცხოველისგან და არა
მხოლოდ ცხოველისგან, მთელი კოსმოსისგან, ანგელოზთაგანაც. ღვთისხატობა ადამს
ანიჭებს უფლებას ყველა ქმნილებაზე.

From Tishe <3


1
რელიგიის საფუძვლები

ადამმა ვერ ამოარჩია თავისი შესაფერი, ამიტომაც იქმნება დედაკაცი . უფალმა ღმერთმა
გააჩინა — ადამის ნეკნიდან, ანუ გამჩენმა მისი სიღრმიდან გამოიღო ძვალი და ხორცით
შემოსა. ადამმა, ყოველი არსების სახელმდებელმა, მასაც უწოდა თავისი სახელი —
„დედაკაცი“.
დაცვა, დამარხვა დაკავშირებულია სიმრთელის, პირველი მდგომარეობის
შენარჩუნებასთან.
ადამისთვის აკრძალვა ერთ-ერთი ხის ნაყოფის შეჭმის კავშირშია ედემის ბაღის დაცვა -
შენახვასთან.
ადამი ღვთის თანაშემოქმედია, მისი შესაქმური ღვაწლის განმგრძელებელია მიწაზე.
Დაცემის პროცესში სამი პრობლემაა: თავად გველის ვინაობა, მისი „გონიერება “ და მისი
უნარი, დაამყაროს სიტყვიერი კონტაქტი ღვთის ხატად გაჩენილ არსებასთან - ევას არ
უკვირს გველი, რომ ელაპარაკება (საინტერესოა თუ ჰქონდათ უნარი ცხოველებთან
ესაუბრათო) გველი ღვთის ხატის მატარებელთა შესაცდენად გამოიყენა ლუციფერმა .
ღმერთის კითხვა - „სადა ხარ?“ გულისხმობს ადამის სულიერ-ზნეობრივ მდგომარეობას.
ადამის პასუხი: „შემეშინდა, შიშველი რომ ვარ, და დავიმალე“, ეს მის ახალ
მდგომარეობას ასახავს — ეს არის შიში და სიშიშვლის, როგორც უჩვეულო ,
არასასიამოვნო ცოდნის, განცდა. ცდილობს დაფაროს თავისი ცოდვა
ყოვლისმხილველისგან. Სიშიშვლე ცოდვის ნიშანია სხეულზე. თავისუფალი ნების
უარყოფით ისინი თავიდან იხსნიან პასუხისმგებლობას: დედაკაცი თავის დანაშაულს
გადააბრალებს გველს, ადამი — დედაკაცს და, საბოლოოდ, ღმერთს, რამდენადაც
დედაკაცი ღმერთმა მიჰგვარა მას, და გველიც ხომ მისი ქმნილებაა .
ედემის ბაღის გარეთ ადამი უნდა ეძებდეს ღმერთს — ეს იქნება მისი უპირველესი ამოცანა .
ცოდვის დაღი დედაკაცზე მისი მშობიარობის სატანჯველია; და , აგრეთვე , მამაკაცის
ბატონობა მასზე, რაც აუცდენელია, რადგან დედაკაცს მისკენ ლტოლვა ექნება .
„და გაგზავნა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა , საიდანაც
იყო აღებული“. (ადამი შეიქმნა, გამოიძერწა მიწისგან) - მიწაზე მუშაობა ადამის
,,მოვალეობა’’ იყო ედემის ბაღშიც ანუ ფუნდამენტურ განზომილებად რჩება მიწა .
სახელების განმარტება --- ევა=ხავვაჰ ანუ „სიცოცხლე“ (თავისივე მსგავსისთვის
სიცოცხლის მინიჭების უნარის გამო) --- ადამი=მიწა (მაღლა ვისაუბრე ამაზე)

კაენი და აბელი
ადამისა და ევას პირველი შთამომავლობა სამოთხის გარეთ, განდევნაში იბადება.
ცოდვის სასჯელად შემოსული სიკვდილი აქ პირველად ადასტურებს თავის ძალას და ეს
სასჯელი კვლავ ცოდვის სახეს იღებს: სიკვდილი მკვლელობის სახით პოულობს პირველ
რეალიზაციას:
„...აბელი მეცხვარე იყო, კაენი — მიწის მუშაკი. გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს
ძღვენი, მიწის ნაყოფი. აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული
პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს. და კაენსა და მის ძღვენს არ
მოჰხედა. და ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა. უთხრა უფალმა კაენს: რად
გამწარდი, რად ჩაღუნე თავი? თუ სიკეთის მქმნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო?
თუ სიკეთის მქმნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენკენ აქვს მას

From Tishe <3


2
რელიგიის საფუძვლები

ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე. და უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად.
და როცა ველად გავიდნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა...“
1. ძმამ მოკლა თავისი ღვიძლი ძმა, მისი უახლოესი ადამიანი, თუმცა ის სხვა იყო, მას
არ ჰგავდა. საქმიანობის ორ განსხვავებულმა დარგმა წარმოშვა ტრაგიკული
კონფლიქტი. მწყემსობა და მიწისმუშაკობა — დასაბამს ედემში იღებს, ადამი
ეწეოდა ორივეს. ეს ორი სახე მეურნეობისა განაწილდა მის ორ ნაშიერს შორის .
ადამის მთლიანი ბუნება, რომელიც შენარჩუნებული იყო ედემში, სამოთხის გარეთ
დაირღვა, შეუთავსებელი აღმოჩნდა.
2. თუ ადამის ცოდვის მიზეზით მიწა დაიწყევლა (ადამს ამიერიდან ოფლით უნდა
მოიპოვებინა სარჩო), კაენის ცოდვის მიზეზით თავად კაენი დაიწყევლა მიწისაგან ,
რადგან ის ვერ ემსახურა მიწას, ვერ დაიცვა მისი სიწმიდე — შებღალა იგი
სისხლით. ამიერიდან მიწა სრულყოფილებით არ გამოავლენს თავის ძალას.
ადამიანმა დაკარგა მასზე პატრონობის უფლება.
დავაკვირდეთ: აბელის მსხვერპლზე ნათქვამია, რომ მან უფალს „მიართვა თავისი ფარის
ნათავარი და რჩეული პირუტყვი“, ხოლო კაენზე — მხოლოდ „მიწის ნაყოფი“, ანუ მან
მსხვერპლის უდარესი სახეობიდან ნაკლები ღირებულების ეგზემპლარები გაიღო .
უფლისგან მსხვერპლის მიუღებლობის მეორე მიზეზი ის უნდა იყოს, რომ კაენმა (თუმცა
ტექსტში ეს აშკარად არ ჩანს) შეუფერებელი განწყობილებით შესწირა თავისი ნამუშაკევი .
ღმერთმა დაიწუნა შემწირველის სულიერი მდგომარეობა მსხვერპლშეწირვისას , მისი
არასათანადო „რელიგიურობა“, განსხვავებით აბელისგან.
კაენს თავის თავშივე, თავის სულიერ-მშვინვიერ სამყაროში უნდა ეტარებინა სასჯელი .
კაენის ყოფა დახასიათებულია როგორც ღვთის პირისგან მოშორება , როგორც
გადაგდებულობა სამყაროში, დევნილება და მიუსაფრობა , შიში და ძრწოლა კაენიანები
აშენებენ გალავნიან ქალაქებს მიუსაფრობის და ღია სივრცის შიშის დასაძლევად .
ებრაული სიტყვა კაინ ნიშნავს „შუბს“ - შუბივით ჩარჭობილია ნივთობრიობაში . აბელს კი ,
ჰაბელ „სუნთქვას“, „ქროლვას“ ნიშნავს - მისი მყოფობა სხვაგან, ნივთობრიობის
საპირისპირო რეალობაშია საძიებელი.
მიწის ერთ ადგილზე დამკვიდრება კაენისავე თაობაში ხდება .
აბელი აღარ არის, კაენის შთამომავლობა ცოდვაშია დანთქმული. ადამს და ევას
შეეძინათ ვაჟი - შეთი, რომელმაც უნდა შეცვალოს დაღუპული აბელი, გასწიოს მისი
მაგივრობა. შეთის მომდევნო თაობაში „დაიწყო უფლის სახელის ხსენება“.
ანგელოზთა ბუნება გამორიცხავს ქორწინებას და ხორციელ ურთიერთობას საერთოდ
და, მითუმეტეს, გამრავლების იმ წესს, რა წესითაც ადამის მოდგმა მრავლდება .
მღვრიე ნაკადი შეერევა წმიდა ნაკადს და იმღვრევა წმიდა ნაკადი . ასე ხდება , როცა
აბელისა და შეთის შთამომავლობა ერთად ქმნის შთამომავლობას, რომელსაც არ აქვს
ღვთის დასტური.
ამის შემდეგ ღმერთი ნანობს ადამიანის შექმნას მიწაზე. ადამიანის გამჩენისა და
სამყაროს შემოქმედის სინანულმა და შეწუხებამ უნდა წარმოგვიდგინოს ის უზომო და
უსაშველო ბოროტება, რომელიც ადამიანმა გამოავლინა მისი შექმნიდან ამ ჟამამდე . მან
გადაწყვიტა ყოველი დაბადებულის აღგვა მიწის პირისაგან .

From Tishe <3


3
რელიგიის საფუძვლები

ნოე/წარღვნა

სახელი ნოე ნიშნავს “შვებას” - ნუგეში დაწყევლილ მიწაზე.


ლოკალურ წარღვნის მაგალითია ჩვენში, პალიასტომის ტბის წარმოშობის ლეგენდა . Ის
გვიამბობს, როგორ ჩაიძირა ცოდვის გამო „პალიას ტომით“ დასახლებული სოფელი
მოდიდებულ წყალში და ერთადერთმა გადარჩენილმა კაცმა როგორ გამოიტანა
წყლიდან ამოტივტივებული ხატი, რათა ღვთის შეგონებით მახლობელ მაღალ მთაზე
აეტანა. ხატის გადარჩენა ქრისტიანული რელიგიის აღორძინებას ნიშნავს.
მოსესთვის, ისევე როგორც ნოესთვის, „ლერწმის კიდობანი“ (ხომალდი არა) მისი ხსნის
ჭურჭელია;
ნოემ ყოველი გვარის წმიდა ცხოველთა და ფრინველთაგან თითო-თითო შესწირა
მსხვერპლად უფალს, რაც შემდგომ აღარ განმეორებულა - ამ მსხვერპლშეწირვის
შემყურე უფალი ამბობს მნიშვნელოვან სიტყვებს: „...ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას
ადამის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე “.
Ღმერთი აკურთხებს ნოეს, როგორც ერთ დროს აკურთხა ადამი. Თუმცა ამას ემატება
ჯერართქმული სიტყვებიც, რომლითაცც შიში და უნდობლობა ჩადგა ადამიანსა და სხვა
სულდგმულს შორის. ადამი თუ მაშინ მათი პატრონი იყო, ახლა უფრო ბატონი ეთქმის.
ცხოველი ემორჩილება ადამიანს, როგორც თავისზე მაღალ არსებას, მაგრამ ეს
მორჩილება ახლა უკვე შიშზეა დაფუძნებული.
Წარღვნის მოვლენის მიზეზი არ ვიცით, თუმცა მიზეზი შეიძლება იყოს მიწა, რომელიც
ადამს დასაცავად ჩაბარდა, იმდენად იცვალა სახე, რომ წყევლად ექცა კაენს.
მიწამ, რომელიც ადამს დასაცავად ჩაბარდა, იმდენად იცვალა სახე , რომ წყევლად ექცა
კაენს.
ნოემ ხელი მიჰყო მიწადმოქმედებას (რომელშიც მარცხი განიცადა კაენმა )

ხალხთა გენეალოგია
ბიბლიური სქემის თანახმად, წარღვნისშემდგომ მთელს კაცობრი-ობას ნოეს სამმა ძემ
მისცა დასაბამი. მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი მსოფლიო ხალხები სემის,
ხამისა და იაფეთის განშტოებაა.

ბაბილონის გოდოლი
„ბაბილონის გოდოლი“ კი არის ის ზღურბლი, რომლის იქით იწყება ახალი ხანა ადამის
ძეთა თავგადასავალში, როცა თითოეული ენა და თითოეული ხალხი განვითარებისა თუ
დაცემის თავ-თავის გზას დაადგება.
ღმერთმა დასტური
ენების გაყოფის/ხალხის დაშლის მიზეზები: არ დასცა მათ
1. თავად შენება ქალაქ-გოდლისა წამოწყებას და
2. ცამდე მიწვდომის სურვილი მოაწყო ისე, რომ
3. სახელის შექმნა გოდოლ-ქალაქის
4. გაფანტვის შიში მშენებლობა
5. სიმჭიდროვისკენ ლტოლვა.
შეწყვეტილიყო.
სასჯელით უფალი
From Tishe <3
4
რელიგიის საფუძვლები

„სახელის შექმნაში“ გოდლის მშენებელნი უკვდავების გარანტიას ხედავენ, როგორც


ადამი და ევა აკრძალული ხის ნაყოფის გემოსხილვაში. ადამიანი ისევ და ისევ ცდილობს
დაიბრუნოს დაკარგული ცა, უფრო მეტიც, გაუტოლდეს ღმერთს უღვთო გზით, ნივთიერი
საშუალებით.

აბრაამი
აბრამი დგას აბელის, შეთის, ენოქის, ნოეს გზაზე — იმათ წყებაში, რომლებიც „დადიან
უფალთან“ და „მართალნი“ და „სრულნი“ არიან. პირველ გამოცხადებაში ღმერთი
აკურთხებს მის სახელს. მან უნდა დატოვოს ქვეყანა, რათა ახალი ქვეყანა და ახალი
სამშობლო მოიპოვოს და ახალი, უკვე თავისი საკუთარი „მამის სახლი“ დააარსოს.
აბრაამის საქციელს თუ ადამიანური გამართლება არ ეძებნება , მას ამართლებს საკუთარი
რწმენა და ღვთიური პროვიდენცია.

SOS - აბრაამზე ვიკიპედიაში უკეთ წერია, ვიდრე მაგ წიგნში. - SOS

ისააკი
Სარა იყო ცოლი აბრაამის (ვერ აჩენდა შვილებს), მაგრამ წინასწარმეტყველების
თანახმად ასაკში გააჩენს ისააკს. იშმაილი (პირველი შვილია) გააჩინა ჰაგარმა (მხევალი)
- ცუდად ექცევა სარას, ზემოდან უყურებდა და შემდეგ აბრაამი გააგდებს იშმაილზე
ორსულ ქალს სახლიდან - მთავარი მიზეზი იყო მემკვიდრეობის საკითხი.
Რებეკა არის ისააკის ცოლი.
მის ცხოვრებაში თითქოს მეორდება მისი მამის, აბრაამის, ცხოვრება. აბრაამი უყოყმანოდ
ირჩევს ისაკს აღთქმის შვილად და უარყოფს ისმაელს. აბრაამის უფლისმიერი კურთხევა
ახლა ისაკზე გადმოდის, მაგრამ ამ კურთხევაში ის თავისებურებაა , რომ აბრაამისაგან და
იაკობისგან განსხვავებით, რომელნიც მწყემსებად დარჩნენ და მიწა არ დაუმუშავებიათ ,
ისაკი მიწათმოქმედებას მისდევს.
ისაკი აღადგენდა აბრაამის ამოღებულ და გერარელთა მიერ ამოვსებულ ჭებს, და
ახლებსაც იღებდა. გერარელები ედავებოდნენ ამ საკუთრებას, ალბათ, იმ საბაბით, რომ
მიწა მათი იყო. ჭების ამოღება, რომელსაც ისაკი ეწეოდა, ძალზე მნიშვნელოვანი
საქმიანობა იყო. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ძველთაგანვე მასზე იყო
დამოკიდებული ქვეყნის კეთილდღეობა. ხშირად ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი იყო
ამ საქმიანობაზე დამოკიდებული, რასაც ერთი შუმერული პოემა „გილგამეში და აგა “
გვიდასტურებს.

იაკობი
იაკობი არის შვილი ისააკის.
პროვიდენციული კურთხევა, აბრაამიდან მომავალი, ისაკს გადაეცემა , ახლა კი მას იაკობი
იღებს. აკობზე უშუალოდ გადადის უფლის კურთხევა, არა აბრაამის გამო, არამედ იმის
გამო, რომ თავად იაკობი იქნება ის წიაღი, საიდანაც გამოვა აღთქმის ერი.

From Tishe <3


5
რელიგიის საფუძვლები

იაკობის ლაბანთან Ქორწინების აქტთან დაკავშირებით რაღაც ერთადერთი შემთხვევაა


სიყვარულის გრძნობის გადმოცემისა ბიბლიაში.
იაკობის ღმერთთან შერკინება - იაკობი იბრძვის, კურთხევის მოსაპოვებლად, რაც მას
ახალგაზრდობიდანვე დაებედა — მან თმობით და მოტყუებით მოიპოვა ის, რაც მას
ბუნებით არ ეკუთვნოდა. უფლის ანგელოზი აკურთხებს შერკინების პროცესში , თითქოს
სულის მოთქმისას, მას შემდეგ, რაც სამახსოვრო ნიშანს დაადებს მის თეძოს და შეუცვლის
სახელს. ძველი სახელი უნდა დატოვოს მან გაღმა ნაპირზე. ახალი სახელით იწყება ახალი
ხანა მისი, როგორც პატრიარქის, ცხოვრებაში. სიკოჭლე ამ გარდამტეხი გამოცდილების
ხილული ნიშანია და, შესაძლოა, სასჯელიც იმისათვის, რასაც ის, როგორც იაკობი,
ჩადიოდა. იაკობმა მიიღო კურთხევაც და სიკოჭლეც: კურთხევა იმათთვის, ვინც მისი
მოდგმიდან აღიარებს ქრისტეს, სიკოჭლე კი — ურწმუნოთათვის.
„იაკობი შევიყვარე, ხოლო ესავი მოვიძულე“ - ღმერთმა ძმები თავიდანვე გაჰყო, შემდეგ
ისინი შერიგდებიან, თუმცა გზები მაინც იყოფა.
იაკობის რჩეული შვილია იოსები. Უფროსი ძმა ამაზე განაწყენდება (რა უაზრობაა…) და
დანარჩენ ძმებსაც არ ევასებოდათ. მას ესიზმრება სიზმრები - რაც თითქოს მის
გამორჩუელობას უსვამს ხაზს. Ძმები ერთხმად გადაწყვეტენ ძმის მოკვლას , ეს მიჩნეულია
ღმერთის გამოცდად. Ჩააგდებენ ჭაში, ერთმა ძმამ ურჩია ძმებს მშრალ ჭაში ჩაეგდოთ
იოსები — ფიქრობდა, ამოიყვანდა მას ძმების უჩუმრად და მამას მიუყვანდა . ჭაში
სიკვდილისგან ახლა იუდამ იხსნა. იოსები გადაურჩა სიკვდილს: ის ამოიყვანეს ჭიდან,
მაგრამ ამიერიდან ის აღარ ეკუთვნის ამ ქვეყანას. იაკობმა დაიტირა იგი , როგორც
მკვდარი, როცა სისხლით შესვრილი მისი კვართი იხილა. ძმებმა იციან, რომ ცოცხალია
მათი ძმა, მაგრამ დარწმუნებულნი არიან, რომ მას ვერავითარი ძალა ვერ ამოაბრუნებს
ეგვიპტიდან. „სხვაგან ყოფნა“ კი სიკვდილის ბადალია. სხვაგან სიცოცხლე არ არის
სიცოცხლე. ჭა კი ისეთი რეალობაა, რომელიც სიკვდილის სიმბოლიზმს იტვირთავს.
Ერთ ერთ ფარაონს სიზმრებს გაურჩევს იოსები, რომელის შინაარსიც შემგდენაირია -
შვიდი ნაყოფიერი წელიწადის შემდეგ შვიდი უნაყოფო წელიწადის დადგომას
მოასწავებდა. Იოსებმა არა მარტო ახსნა სიზმარი, არამედ რჩევაც მისცა .
ისტორიული ფაქტია, მაგრამ იაკობის ოჯახისა და შემდეგ მის შთამომავალთა ისტორიაში
ამ ფაქტს — ეგვიპტეში ჩასვლას — სიმბოლურ-პროვიდენციული მნიშვნელობა მიენიჭა .

ეფრემი და მენაშე
იაკობმა იოსების შვილებისადმი გამოხატა განსაკუთრებული დამოკიდებულება, იმით
რომ მან ისინი თავის ძეთა შორის ჩარიცხა: „ჩემები არიან ისინი, ეფრემი და მენაშე ,
როგორც რეუბენი და სიმეონი არიან ჩემები“. იოსების ძეთა კურთხევისას იაკობმა
დაარღვია პირმშოობის უპირატესობა. კიდევ ერთხელ განმეორდა , რაც მოხდა წინა
თაობაში, როცა მოცდუნებულმა ისაკმა უმრწემესი იაკობი აკურთხა, როგორც პირმშო,
ესავის ნაცვლად.
უმცროსს უფროსის წინაშე უპირატესობა მიენიჭა - ანუ ეფრემსს. იოსებისთვის ეს
მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო: განა თავად უმცროსი არ იქნა გამორჩეული ძმათა
შორის? ასე არ გამოირჩა იაკობიც.

From Tishe <3


6
რელიგიის საფუძვლები

თორმეტი ძის კურთხევა


იოსებისა და მისი შვილების მიმართ თავისი მამამთავრული ნების აღსრულების შემდეგ
იაკობი აკურთხებს ყველა თავის ძეს სათითაოდ. იაკობის სიტყვებიდან ჩანს: „შეიკრიბეთ ,
რომ გაგიმხილოთ, რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში“, იაკობი იყენებს გამოთქმას,
რომელიც შემდგომ ესქატოლოგიური ჟამის მნიშვნელობით მკვიდრდება ბიბლიურ ენაში .
მართლაც, თითოეული ძის მომავალი ხომ ისრაელის ცალკეული დამოუკიდებელი შტოა.
ძის — პიროვნების სახე ხომ განსაზღვრავს სახეს ტომისა, რომელიც მისგან წარმოიშობა.
იაკობის შეგნებაში მისი თორმეტი ძე ისრაელის თორმეტი ტომია, ანუ ის მათში ჭვრეტს
სამომავლოდ ერს, რომელიც თორმეტი შტოსაგან ჩამოყალიბდება.
Მერე კვდებიან იაკობიც და იოსებიც.

დაბადების წიგნი მთავრდება სიკვდილით, იოსების სიკვდილით და ეგვიპტეში ისრაელის


ძეთა დარჩენით, რამაც სამომავლოდ მათი ხანგრძლივი ტყვეობა მოამზადა. უცხოობაში
მყოფი ისრაელიანები მოსწყდნენ ქვეყანას, რომელიც ღმერთმა მათ მამა -პაპას აღუთქვა ,
მაგრამ მაინც დასასრული იმედიანია, რადგან მოხდა უდიდესი აქტი ძმების შერიგებისა ,
გაფანტვა უნდობლობისა და შუღლისა; დადგა ჟამი თანხმობისა და ერთგულების
დასადგურებისა. ეს კი იმის წინაპირობა იყო, რომ ამ თორმეტისგან ერთიანი ერი
წარმოიშვებოდა.

From Tishe <3


7

You might also like