You are on page 1of 2

1.

მოცემულია შემდეგი დასკვნები:

PQ PQ PQ PQ PQ


P Q QR P RS
Q P PR Q PR
QS

გამოთვალეთ, მართებულია თუ არა მოცემული დასკვნები.

2. შეამოწმეთ, სწორია თუ არა შემდეგი ეკვივალენტობები:

ა)  (P  Q)  [P   Q]

ბ) (P  Q)  [( Q)  (P) ]

3.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე დასკვნა. თითოეული მათგანისთვის აღნიშნეთ ამ დასკვნაში


შემავალი წინადადებები ლათინური სიმბოლოებით და გადაწერეთ დასკვნა წინადადებათა
ლოგიკის ენაზე. ამის შემდეგ დაადგინეთ, სწორია თუ არა ეს დასკვნა.

3.1 თუ ანგოლა სტაბილურობას მიაღწევს, მაშინ ბოცვანაც და ჩადიც უფრო


ლიბერალურ პოლიტიკას აირჩევენ. მაგრამ ბოცვანა არ აირჩევს უფრო
ლიბერალურ პოლიტიკას. მაშასადამე, ანგოლა სტაბილურობას ვერ მიაღწევს.

3.2 თუ საბერძნეთი დემოკრატიულ ინსტიტუტებს გააძლიერებს, მაშინ უნგრეთი


უფრო დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას გაატარებს. თუ საბერძნეთი
დემოკრატიულ ინსტიტუტებს გააძლიერებს, მაშინ იტალიის მთავრობა უფრო
უსაფრთხოდ იგრძობს თავს. აქედან გამომდინარე, თუ უნგრეთი უფრო
დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას გაატარებს, მაშინ იტალიის მთავრობა უფრო
უსაფრთხოდ იგრძობს თავს.

3.3 თუ თანაბარი პირობების მიღწევა გვინდა, მაშინ ადრე დაჩაგრულ ჯგუფებს ახლა
განსაკუთრებული პირობები უნდა შევუქმნათ. თუ ადრე დაჩაგრულ ჯგუფებს
ახლა განსაკუთრებულ პირობებს შევუქმნით, მაშინ ადამიანთა ნაწილი უპირატეს
საწყის მდგომარეობაში აღმოჩნდება. სანამ ადამიანთა ნაწილს უპირატესი საწყისი
მდგომარეობა ექნება, თანაბარი პირობები მიღწევადი არ არის. აქედან
გამომდინარე, თანაბარი პირობები მიღწევადი არ არის.
4. თავსებადობა
4.1. ცირა, ჯანო და ანი ბანკის გაძარცვის შემსწრეები გახდნენ. სასამართლოზე სამივე
მათგანი მოწმის სტატუსით წარსდგა. ცირას ჩვენების მიხედვით, ლოთი ბანკში არ
შესულა, და თუ ჰაბომ იარაღი ამოიღო, მაშინ კრუტოიმ ფული ააგროვა. ჯანომ თავის
ჩვენებაში თქვა, რომ თუ ჰაბოს იარაღი არ ამოუღია, მაშინ ლოთი ბანკში შემოსული
იყო. ანას ჩვენებაში ნათქვამი იყო, რომ თუ კრუტოიმ ფული ააგროვა, მაშინ ჰაბომ
იარაღი ამოიღო. შესაძლებელია თუ არა, რომ სამივე მოწმემ სიმართლე თქვა? თუ კი,
მაშინ რას გვეუბნება ეს ლოთის, ჰაბოსა და კრუტოის წვლილის შესახებ ბანკის
გაძარცვაში?
4.2. ამანდამ შემდეგი ფილოსოფია ჩამოაყალიბა: „თუ გონება ტვინის იდენტურია, მაშინ
პირადი თავისუფლება არ არსებობს და ადამიანები პასუხს არ აგებენ საკუთარ
საქციელზე. თუ პირადი თავისუფლება არ არსებობს, მაშინ გონება ტვინის
იდენტურია. ან ადამიანები პასუხს აგებენ საკუთარ საქციელზე, ან გონება ტვინის
იდენტური არ არის. თუ პირადი თავისუფლება არსებობს, მაშინ ადამიანები პასუხს
აგებენ საკუთარ საქციელზე.“ შესაძლებელია თუ არა, რომ ამანდას ფილოსოფია
აზრიანი იყოს? თუ კი, რას გვეუბნება მაშინ ის გონების, პირადი თავისუფლებისა და
პასუხისმგებლობის თაობაზე?

You might also like