You are on page 1of 4

ლოგიკა დავალება 2

1. ქვემოთჩამოთვლილი წინადადებებიდან რომლებში არის გამოთქმული  დებულება, ანუ


რომლებს შეიძლება მიეყენოს დახასიათება ‘ჭეშმარიტი’ ან დახასიათება ‘მცდარი’ და
რომლებს არ მიეყენებათ ეს დახასიათებები? (პირველ შემთხვევაში წინადადებას ბოლოში
დაუსვით “+”):

1.1. თუ ლოგიკაში არ ჩავიჭრები, ცოლად გამომყვები?


1.2. სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა.
1.3. თქვენ, მანდ, არაფერი რომ გაგიკეთებიათ მთელი სემესტრი, დაბრძანდით,
გეთაყვათ.
1.4. ერო ჩემო, მცხეთის კართან გამოდი.
1.5. მე მქვია ბონდო, ჯეიმს ბონდო.
1.6. ხმალი ავლესოთ, ქართველებო.
1.7. ის, რასაც ასეთი წარმატებით უწოდა ვახტანგ გორგასალმა ხოხობი, სინამდვილეში
ალბატროსი იყო.
1.8. გამარჯობა, აფხაზეთო, შენი.
1.9. უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე.

 
 
2. ლოგიკური კვადრატი. ამ სავარჯიშოებში „ვმოგზაურობთ“ ლოგიკურ კვადრატში.
ვიწყებთ მისი რომელიმე წვეროდან და მივყვებით მითითებულ მარშრუტს, რის
შედეგადაც „თავს ამოვყოფთ“ რომელიმე (სხვა) წვეროში. თითოეულ შემთხვევაში
დააფიქსირეთ – შეიცვალა თუ არა რაოდენობრიობა? შეიცვალა თუ არა თვისობრიობა?
განსაკუთრებით ნაყოფიერია ამ სავარჯიშოების ზეპირად შესრულება (თუ შეძლებთ).

2.1. დაასახელეთ შემდეგი დებულების კონტრარული დებულება:


ყველა კამეჩი ბედნიერია

2.2. დაასახელეთ შემდეგი დებულების სუბკონტრარული დებულება:


ზოგიერთი მთასვლელი მეჩონგურეა.

2.3. დაასახელეთ შემდეგი დებულების კონტრადიქტორული დებულება:


არცერთი პინგვინი არ არის თბილისელი.

2.4. დაასახელეთ შემდეგი დებულების კონტრადიქტორული დებულების


სუბკონტრარული დებულება:
არცერთი მეკარე არ არის მოიალბუზო.

2.5. დაასახელეთ შემდეგი დებულების კონტრადიქტორული დებულების


დაქვემდებარებული დებულება:
ყველა სიზმარი არ არის ქუსლით გამოპრანჭული.
ლოგიკა დავალება 2

2.6. დაასახელეთ შემდეგი დებულების დაქვემდებარებული დებულების


კონტრადიქტორული დებულება:
ყველა კენგურუ მზრუნველი მშობელია.

2.7. დაასახელეთ შემდეგი დებულების სუბკონტრარული დებულების


კონტრადიქტორულის დაქვემდებარებული დებულება:
ზოგიერთი მწყემსის ცოლი თავისი ქმრის ერთგულია.

2.8. დაასახელეთ შემდეგი დებულების დაქვემდებარებული დებულების


კონტრადიქტორულის დაქვემდებარებული დებულება:
არცერთი მოხარშული კვერცხი არ უღალატებს სამშობლოს.

2.9. დაასახელეთ შემდეგი დებულების კონტრარული დებულების კონტრადიქტორულის


სუბკონტრარული დებულება:
ყველა სინანული არის თამადის გამარჯვება.

3. მოცემული დასკვნებიდან რომლებია ერთი და იმავე ფორმის მქონე? გამოყავით ყველა


ერთგვაროვანი ჯგუფი. შეიძლება დაგეხმაროთ აღნიშვნების გამოყენება.

a) ყველა, ვინც მუხრანის ტყეში ტახებს დასდევს, ბრაკონიერია.


ზოგიერთი მეთევზე არ დასდევს მუხრანის ტყეში ტახებს.
ზოგირთი მეთევზე არ არის ბრაკონიერი.

b) არცერთი ევროპელი ფეხბურთელი არ თამაშობს ჰოკეის.


ზოგიერთი ჰოკეის მოთამაშე გულგრილად ექცევა ტრენერს.
ზოგიერთი ევროპელი ფეხბურთელი გულგრილად არ ექცევა ტრენერს.

c) ზოგიერთი პატარა მწერი დიდი ძალის პატრონია.


ყველა, ვინც დიდი ძალის პატრონია, კეთილი არსებაა.
ზოგიერთი კეთილი არსება პატარა მწერია.

d) ზოგიერთი ბებერი ხარი რქებით ვერ ხნავს მიწას.


ყველა რქებით მიწისმხვნელი მთაზე საბალახოდ დაიარება.
ზოგიერთი ბებერი ხარი მთაზე საბალახოდ არ დაიარება.
ლოგიკა დავალება 2

4. მოცემულია სამი მართებული დასკვნა (დანასკვები გამუქებულია):

1. 2. 3.

ისიმო სეზულუ ომუჰლე. ნომა ნინი ილანგა ლიკჰანყა, უმა ილანგა ეველა, კუბა
ინჰლიზიყო ოჯაბულისაყო. ეფუდუმელე.
ლაპჰო ისიმო სეზულუ
მუჰლე, ილანგა ლიყასჰისა. ილანგა ლიყასჰისა. ისიმო სეზულუ ომუჰლე.

ილანგა ლიყასჰისა. ინჰლიზიყო ოჯაბულისაყო. კუტჰინტა.

დააკვირდით, რომ ამ დასკვნებში ზოგი დებულება (ყოველი დებულების ბოლოს დასმულია


წერტილი) მეორდება.
(ასევე მეორდება სიტყვებიც დებულებებში, მაგრამ რადგან არ ვიცით ეს სიტყვები რას
აღნიშნავს, ამას ყურადღება არ მივაქციოთ).

4.1. ქვემოთ ჩამოთვლილია იგივე დებულებებიდან შედგენილი რამდენიმე დასკვნა


(დანასკვი წერია ბოლოს, მუქად). თითოეულს მიუწერეთ, მართებულია იგი, არ არის
მართებული, თუ მოცემული ინფორმაციით შეუძლებელია ამის დადგენა.

დასკვნა მართებულია?
კი არა გაურკვეველია
უმა ილანგა ეველა, კუბა ეფუდუმელე. ლაპჰო ისიმო სეზულუ
მუჰლე, ილანგა ლიყასჰისა. ისიმო სეზულუ ომუჰლე. კუტჰინტა.

უმა ილანგა ეველა, კუბა ეფუდუმელე. ლაპჰო ისიმო სეზულუ


მუჰლე, ილანგა ლიყასჰისა. ისიმო სეზულუ ომუჰლე.
ინჰლიზიყო ოჯაბულისაყო.

ისიმო სეზულუ ომუჰლე. ლაპჰო ისიმო სეზულუ მუჰლე, ილანგა


ლიყასჰისა. უმა ილანგა ეველა, კუბა ეფუდუმელე. ნომა ნინი
ილანგა ლიკჰანყა, ინჰლიზიყო ოჯაბულისაყო.

ისიმო სეზულუ ომუჰლე. ლაპჰო ისიმო სეზულუ მუჰლე, ილანგა


ლიყასჰისა. ნომა ნინი ილანგა ლიკჰანყა, ინჰლიზიყო
ოჯაბულისაყო. ინჰლიზიყო ოჯაბულისაყო.

ისიმო სეზულუ ომუჰლე. ნომა ნინი ილანგა ლიკჰანყა,


ინჰლიზიყო ოჯაბულისაყო. უმა ილანგა ეველა, კუბა
ეფუდუმელე. ინჰლიზიყო ოჯაბულისაყო.
ლოგიკა დავალება 2

4.2. თუ ცნობილია, რომ:

ისიმო სეზულუ ომუჰლე. არის ჭეშმარიტი


ლაპჰო ისიმო სეზულუ მუჰლე, ილანგა ლიყასჰისა. არის ჭეშმარიტი
უმა ილანგა ეველა, კუბა ეფუდუმელე. არის ჭეშმარიტი
ნომა ნინი ილანგა ლიკჰანყა, ინჰლიზიყო ოჯაბულისაყო. არის მცდარი

მაშინ რისი თქმა შეიძლება დანამდვილებით დანარჩენ დებულებებზე – ჭეშმარიტია,


მცდარია თუ ამ მონაცემებიდან მის მნიშვნელობას ვერ გავარკვევთ?

დებულება ჭეშმარიტია?
კი არა გაურკვეველია
ილანგა ლიყასჰისა.

ინჰლიზიყო ოჯაბულისაყო.
კუტჰინტა.

4.3. თუ ცნობილია, რომ:

ილანგა ლიყასჰისა. არის ჭეშმარიტი.


ინჰლიზიყო ოჯაბულისაყო.. არის მცდარი.
კუტჰინტა. არის ჭეშმარიტი.

მაშინ რისი თქმა შეიძლება დანარჩენ დებულებებზე?

დებულება ჭეშმარიტია?
კი არა გაურკვეველია
ნომა ნინი ილანგა ლიკჰანყა, ინჰლიზიყო
ოჯაბულისაყო.

ლაპჰო ისიმო სეზულუ მუჰლე, ილანგა ლიყასჰისა.


ისიმო სეზულუ ომუჰლე.

უმა ილანგა ეველა, კუბა ეფუდუმელე.

You might also like