You are on page 1of 9

ალუდა ქეთელაური (ტესტური) ლექსები დაბეჭდილია

1. (8)

`ალუდა ქეთელაური კაცია დავლათიანი,

საფიხვნოს თავში დაჯდების, სიტყვა მაუდის გზიანი.

ბევრ ქისტს მააჭრა მარჯვენა, სცადა ფრანგული ფხიანი.

ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი.~

1. რას ნიშნავს `საფიხვნო~?

2. ამოიწერეთ სიტყვა, რომელიც მიუთითებს ალუდას ღვთიურ გამორჩეულობას.

3. რომელი სიტყვები მიუთითებს ალუდას გამორჩეულობას თანასოფლელებში?

4. ამოიწერეთ სიტყვები, რომელიც მიუთითებს ალუდას ენამჭევრობასა და გონიერებაზე?

5. რა თვისებების გამო აქვს ალუდას საფიხვნოს თავში ჯდომის პატივი?

6. `ბევრ ქისტს მააჭრა მარჯვენა~ _ რა იგულისხმება მოცემულ ფრაზაში?

7. ავტორის აზრით, როგორ ადამიანს ჰყავს მტერი?(როგორია კარგი ადამიანი)

8. ავტორის აზრით, როგორი უნდა იყოს ვაჟკაცი, მოყვანილი ფრაგმენტის მიხედვით?

2. (4)

`ცისკრის ხანია, მტერს მისდევს კლდის შავარდენი ჩქარიო.

გათენებისას ჭიუხში შურთხმა დარეკა ზარიო~.

1. ამოიწერეთ სიტყვა, რომელიც მიუთითებს მტერს დადევნებული ალუდას სიმარდესა და სიმარჯვეზე.

2. რა მხატვრულ ხერხს მიმართავს ავტორი ალუდას დასახასიათებლად?

3. რას ნიშნავს: `შურთხმა დარეკა ზარიო~?

4. განმარტეთ: `ჭიუხი~.

3. (6)

`გამასტყვრა მუცალის თოფი, ტყვია ჩქამს იზამს მქისესა..

_ არა გჭირსაა რჯულ-ძაღლო?! _ მუცალი ეუბნებოდა.

_ ნუ გგონავ მჭირდეს რჯულ-ძაღლო, ყმასა გუდანის ჯვრისასა.

ხმა ალუდაის თოფისა ჭექასა ჰგვანდა ცისასა.~

1. ამოიწერეთ ერთი და იმავე მოვლენის ურთიერთგანსხვავებული აღწერა.


2. ამოიწერეთ სიტყვა, რომლითაც მტრები მიმართავენ ერთმანეთს.

3. რისი იმედი აძლევს ალუდას გამარჯვების ძალას? ვინ მფარველობს მას? რომელი ხევსურული
ღვთაების ყმას უწოდებს ალუდა თავის თავს?

4. რა მხატვრული ხერხია გამოყენებული ფარზაში: `ხმა ალუდაის თოფისა ჭექასა ჰგვანდა ცისასა?~

5. მუცალის მიმართ ავტორის რა დამოკიდებულება ჩანს შემდეგ ფრაზაში: `გამასტყვრა მუცალის თოფი~?

4. (3)

`ჯიხვნი მიბნენ მყინვარსა, მადლი რქად ადგა ღვთისაო,

ხევი-ხევ შემოყრანტალებს ყორანი ავის ხმისაო:

მომკვდარა ქისტი მუცალი, თვალ უნდა ვსჭამნე ყმისაო,

გულ-ღვიძლი ამოვარიდო, კალთა დავხურო მხრისაო~.

1. რატომ არის ყორნის ყრანტალი ავი? რა სურს ყორანს?

2. რას ნიშნავს მოცემულ კონტექსტში `ამოვარიდო~?

3. ამოიწერეთ ფრაზა, რომელშიც გამოყენებულია მეტაფორა.

5. (3)

`გულში მჭირს, გულში, რჯულ-ძაღლო, ვაჰ ცდასა მუცალისასა.

ძმაც ხომ მამიკალ, მეც მამკალ, რა ვუთხრა მადლსა ღვთისასა~.

1. სად არის მუცალი დაჭრილი?

2. რას ნანობს დაჭრილი მუცალი ხაზგასმული ფრაზის მიხედვით?

3. ამოიწერეთ ფრაზა, სადაც ღვთის საყვედური ისმის.

6. (9)

`მუცალს არ სწადის სიკვდილი, ფერს არა ჰკარგავს მგლისასა,

მაფგლეჯს, დაიფევს წყლულშია მწვანეს ბალახსა მთისასა.

თოფიც ალუდას გადუგდო, ერთს კიდევ ეტყვის სიტყვასა:

ეხლა შენ იყოს, რჯულ-ძაღლო, ხელს არ ჩავარდეს სხვისასა.

სიტყვა გაუშრა პირზედა, დაბლა გაერთხა მიწასა~.

1. ამოიწერეთ ფრაზა, რომელიც მუცალის შედრეკელ და უშიშარ ბუნებას გვიჩვენებს.

2. რისი სიმბოლოა მოცემულ კონტექსტში მგელი?


3. ამოიწერეთ ფრაზა, რომელშიც ნაჩვენებია, რომ სიკვდილის პირას მყოფი მუცალი ქედს არ უხრის
მტერს, არ ემორჩილება მას.

4. რომელ ფრაზაში ჩანს, რომ მუცალმა ალუდას რჩეულობა იგრძნო, მისი ვაჟკაცობა შეაფასა?

5. ამოიწერეთ ფრაზა, რომელშიც მუცალის სიკვდილია ნაჩვენები.

6. რისი სიმბოლოა მოცემულ კონტექსტში იარაღი?

7. მოცემული ფრაგმენტის მიხედვით, რა თვისებების მატარებელია მუცალი.

8. რას ცდილობს მუცალი სიკვდილის უკანასკნელ წუთამდე?

7. (3)

`მკლავზედაც გებას მარჯვენა, შენზედ ალალი არიო,

შენ ხელ შენს გულზედ დამიწდეს, ნუმც ხარობს ქავის კარიო.~

1. ალუდას აზრით, რა იყო ალალი მუცალისთვის?

2. განმარტეთ: `შენ ხელ შენ გულზედ დამიწდეს~.

3. როგორ გესმით ხაზგასმული ფრაზა? რას ნიშნავს ქავი?

8. (1)

`ყმა მოდიოდა გორი-გორ, არ ეწონება თავია;

პირს დასწოლია ნისლები, გულით ნადენი შავია.

ვინ იგულისხმება ყმაში?

9. (2)

`გული გამიწყრა არა ჰქნა, რაც საქნელია ძნელადა~

1. რისი კარნახით მოქმედებს ალუდა?

2. განმარტეთ `რაც საქნელია ძნელადა~.

10 (4)

`მზემ აიწია ცაზედა, ნისლებ დაწირეს ხევები,

მისჯარებიან ცის კიდეს კავკასიონის დევები~.

1. დღის რომელი მონაკვეთია აღწერილი მოცემულ კონტექსტში?

2. რა იგულისხმება `კავკასიონის დევებში~?

3. რა მხატვრული ხერხია ამ ფრაზაში გამოყენებული?

4. რას ნიშნავს `დაწირეს~?


11. (5)

`ყმა მოდიოდა გორი-გორ, არ ეწონება თავია;

პირს დასწოლია ნისლები, გულით ნადენი შავია.

ტახტაზე დაუკიდებავ მუცალის ძმისა მკლავია,

ვერცხლით მორთული ბაზალა, ეგ ხოროსნული ხმალიო~.

1. განმარტეთ: `არ ეწონება თავია~.

2. რას გულისხმობს ავტორი ფრაზაში: `პირს დასწოლია ნისლები, გულით ნადენი შავია.~

3. სად ჩანს, რომ ალუდა მტერზე გამარჯვებული ბრუნდება შატილში?

4. განმატეთ: `ტახტაზე დაუკიდებავ~.

5. როგორი განწყობით ბრუნდება გამარჯვებული ალუდა შინ? დაასაბუთეთ.

12. (2)

`გველმა ვერ გაჭრა ლიბოი, დღესაც ცოცხალი არია~.

1. რა იგულისხმება მოყვანილ ტაეპში?

2. რა არის ლიბო?

13. (1)

`შენ რომ სხვა მაჰკლა, შენც მოგკვლენ, მკვლელს არ შეარჩენს გვარია~.

1. თემის რა წეს-ჩვეულებაა ნაჩვენები მოყვანილ სტროფში?

14. (1)

`ვისაც მტერობა მოსწყურდეს, გააღოს სისხლის კარია,

სისხლ დაიგუბოს კერაში თვითონაც შიგვე მდგარია.

ღვინოდაც იმას დაჰლევდეს, პურადაც მოსახმარია~.

1. რად წარმოუდგება ალუდას სისხლის აღების ტრადიცია?

15. (4)

`იმ ცხონებულსა მუცალსა, რკინა სდებიყო გულადა!

_ რას ამბობ, ქისტის ცხონება არ დაწერილა რჯულადა.

_ მით ვაქებ ვაჟკაცობასა, არ იყიდება ფულადა~.

1. როგორ მოიხსენია ალუდამ ურჯულო მტერი?

2. ხევის რომელი წეს-ჩვეულება დაარღვია ალუდამ მოცემულ ფრაგმენტში?


3. რომელი სიტყვებით შეაფასა ალუდამ მუცალის ვაჟკაცობა?

4. რა თვისებას ამჟღავნებს ალუდა მოცემულ სტროფში?

16. (6)

`ჩვენ ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართ, მარტო ჩვენ გვზრდიან დედანი:

ჩვენა ვცხონდებით, ურჯულოთ კუპრში მიელის ქშენანი.

ამის თქმით ვწარა-მარაობთ, ღთიშვილთ უკეთეს იციან,

ყველანი მართალს ამბობენ განა, ვინაცა ჰფიციან?~

1. ვინ იგულისხმება `ჩვენში~?

2. განმარტეთ: `ურჯულოთ კუპრში მიელის ქშენანი~?

3. რას ნიშნავს `ღთიშვილთ~?

4. როგორია ალუდას ახლადაღმოჩენილი მსოფლხედვა?

5. რა გრძნობამ შეიპყრო ალუდა მოცემულ ფრაგმენტში?

6. ვის არ ენდობა ალუდა მოცემულ სტროფში?

18. (4)

`ხევსურთა ახალ-უხლები გადაიქციან ტყემლადა,

ავად შეჰხედნეს ალუდას, შაუძრახიან ხმელადა.

`მოკვდი, სიკვდილი გირჩევნავ, რა ხარ სიცრუის მთქმელადა.~

1. განმარტეთ: `ახალ-უხლები გადაიქციან ტყემლადა~.

2. როგორი დამოკიდებულება იგრძნობა ალუდას მიმართ მოყვანილ კონტექსტში?

3. განმარტეთ: `შაუძრახიან ხმელადა~.

4. რაში ადანაშაულებენ ალუდას?

19. (3)

`აიხსენ გველის-პირული, დიაცთ გადუგდე ცხემლადა....

გამოქცევიხარ ქისტიშვილს, გადუქცევიხარ ქალადა.

მოჰკალ, მარჯვენა არ მასჭერ, უკან მისდევდი მა რადა?~

1. რა იგულისხმება ხაზგასმულ ტაეპში?

2. ახალგაზრდების რა თვისება ჩანს მოყვანილ ფრაგმენტში?


3. რა მიზეზით დაეჭვდნენ ხევსურები ალუდას სიმართლეში?

20. (1)

`სახელსა ალუდაისა იძახდენ ბრალიანითა~.

1. განმარტეთ მოცემული ტაეპი.

21. (4)

`ალუდას აუგს ეტყოდენ სიტყვითა შხამიანითა.

იწყინა, შუბლი დაკეცა ნაოჭით ზარიანითა.

_ ნუ იტყვით ვაჟკაცის აუგს ენითა ქარიანითა~.

1. რა მოახსენეს მინდიას?

2. განმარტეთ: `ნაოჭით ზარიანითა~.

3. როგორ ადამიანად მიიჩნევს მინდია ალუდას?

4. მინდიას რომელი თვისება ვლინდება მოყვანილი კონტექსტის მიხედვით?

22. (1)

`დღასავ მოგივათ მინდია, მანამ დაბრძანდეს მრავალი~.

1. განმარტეთ მოყვანილი ტაეპი.

23. (3)

`მე პურ არ მინდა, დედაო, გული შამეკრა რადამე,

წუხელ ცუდ სიზმრები ვსინჯე, რიგში ვიყოდი სადამე~.

1. რას ნიშნავს `მე პურ არ მინდა~?

2. განმარტეთ: `რიგში ვიყოდი სადამე~.

3. როგორ გუნებაზეა ალუდა და რატომ?

25. (3)

`ვსჭამდი, მზარავდა თუმცაღა კაცის ხელ-ფეხი ძვლიანი,

რასა ვსჩადიო, ვსჯავრობდი, უმსგავსი შეჩვენებული~.

1. რა განცდა აუფლება ალუდას იმის გამო, რომ კაცის ხორცისგან დამზადებულ კერძს ჭამს?

2. თქვენი აზრით, როგორ გაიაზრა ამ დროს ალუდამ მკლავის მოჭრის ტრადიცია?

26. (1)

`კლდედ იდგა გაუტეხლადა, ცრემლ არ ჩამოსდით თვალისა~.


1. როგორ ახასიათებს ავტორი მინდიას მოყვანილი ტაეპში?

27. (1)

`თენდება, მთისწვერნ დაწითდენ, ნისლიAაგროვდენ მთებზედა~.

1. განმარტეთ: `ნისლიAაგროვდენ მთებზედა~.

28. (9)

`ახლებო სისხლი გიფუისთ, სჭრითა და ჰკერავთ გულითა,

გულს ათრევინებთ გონებას, თავს აჭრევინებთ ცულითა.

ადვილ ვერ იცნობთ ვაჟკაცსა, მის ვაჟკაცურის რჟულითა,

ერთურთს ნუ დააჩაგვრინებთ, გული-დ გონება ძმანია.

თუ არ გჯერთ, ქისტისა, აი მოჭრილი მკლავია.

ენა ქარქაშში გეჭიროსთ, ადვილ ნუ იტყვით სიტყვასა.

ადვილ ნუ იტყვით ვაჟკაცზე, არა ვარგაო იმასა.~

1. განმარტეთ `ახალ-უხები~.

2. განმარტეთ ხაზგასმული ფრაზა.

3. მინდიას აზრით, რატომ იჭრიან თავს ახალგაზრდები `ცულით~? განმარტეთ ფრაზა.

4. რაში ადანაშაულებს მინდია ახალგაზრდებს (III ტაეპი)?

5. მინდიას აზრით, რა უნდა გაუწონასწორონ ახალგაზრდებმა ერთმანეთს?(IV ტაეპი)

6. თქვენი აზრით, რატომ ვერ ცნობენ ახალგაზრდები `ვაჟკაცურ რჯულს~?

7. რა არგუმენტი მოიყვანა მინდიამ ალუდას სიმართლის დასამტკიცებლად?

8. რას აფრთხილებს და რას ურჩევს მინდია ახალგაზრდებს (ბოლო ტაეპები)?

9. მოყვანილი ფრაგმენტის მიხედვით, რა ნაკლს ხედავს მინდია ახალგაზრდებში?

30. (4)

`ხელის მოჭრა მდომიყო, გან ვერ მოვსჭრიდი თავადა?

ვერ გიქნავ კარგად, მინდია, საქმე მოგირთავ ავადა,

რაად მინდარის, ვერ მიხმლობს, არ გამოდგება ფარადა.~

1. რით ადასტურებს ალუდა, რომ მას მტრის მარჯვენის მოჭრა არ სურდა?

2. ამოიწერეთ ფრაზა, რომელშიც ალუდა საყვედურობს მინდიას, რაში ადანაშაულებს ალუდა მინდიას?
3. განმარტეთ: `რაად მინდარის~.

4. რატომ არ მიიღო ალუდამ მირთმეული მარჯვენა?

31. (6)

`კარგი ყმის მარჯვენა არის, გული მეწვება ბრალითა,

რაად სწყრებიან ხევსურნი, რაად ტყვრებიან ჯავრითა?!

მტერს მოვკლავ, მაინც არ მოვჭრი, მარჯვენას მაგათ ჯიბრითა!

`წესი არ არის მტრის მოკვლა, თუ ხელ არ მასჭერ დანითა~,

ვაი ეგეთას სამართალს, მონათლულს ცოდვა-ბრალითა.~

1. რა გრძნობა ეუფლება ალუდას კარგი ყმის მოჭრილი მარჯვენის დანახვაზე? (ციტირება დაუშვებელია!)

2. განმარტეთ: `რაად ტყვრებიან ჯავრითა~.

3. რას ჰპირდება ალუდა მოხევეთ?

4. რას უწუნებს ალუდა ხევს?

5. რად მიიჩნევს ალუდა ხელის მოჭრის ადათს?

6. რა გადაწყვეტილება მიიღო ალუდამ მოცემულ ნაწყვეტში? რატომ?

32. (4)

`ჟამი მოვიდა საუფლო, ხალხი ხატობას დიოდა,

უნდა აცნობონ ბატონსა, ვისაც კი რამა სტკიოდა.~

1. განმარტეთ: `ჟამი მოვიდა საუფლო~;

2. ვინ არის ბატონი?

3. რისთვის მოდის ხალხი ხატობაზე?

4. რომელი `საუფლო ჟამია~ აღწერილი მოცემულ სტროფში?

33. (1)

`ეს ვიღა მოდგა ნისლითა~

1. რა განცდებით მოადგა ალუდა ხატობაზე `ბატონს~?

34. (2)

`ზღვენსა ნუ გამიმსუბუქებ, მადლი თუ გწყალობს ღვთისაო,

ყმა ვარ მეც გუდანის ჯვრისა, ხევსური თქვენი წყლისაო~.


1. რა თხოვნით მიმართავს ალუდა ბერდიას?

2. რა არგუმენტით ცდილობს ალუდა ბერდიას დაყოლიებას?

35. (3)

`დიაცნო ნუ ხართ ყბედადა, მოდით, გამყევით, ვიდინოთ, ღმერთ ეს გვარგუნა ბედადა,

ჯვარს არ აწყინოთ, თემს ნუ სწყევთ, ნუ გადიქცევით ცეტადა~.

1. როგორ დატუქსა ალუდამ ქალები?

2. რით ახსნა ალუდამ თავსდამტყდარი უბედურება?

3. რა თვისებების მატარებელია ალუდა მისი სიტყვებიდან გამომდინარე?

You might also like