You are on page 1of 2

სოკრატე რაღაც დღესასწაულზე იყო და იქიდან ვიღაცეებმა მოხუც კეფალთან მიიყვანეს, რადგან

ამ უკანასკნელს აღარ შეეძლო მასთან მისვლა და თხოვა რომ ხშირად მოსულიყო სტუმრად.
კეფალმა და სოკრატემ დაიწყეს საუბარი:

სოკრატეს უყვარს ხანდზამულებთან საუბარი, რადგან მათ წინნ გაუსწრეს იმ გზაზე, რომლის
გავლაც შემდგომ ახალგაზრდებს მოუწევთ და სწორედ მათგან უნდა გამოიკითხონ რანაირია ეს
გზა.

სოკრატე ეკითხება კეფალს რთულია თუ არა სიბერე, რაზეც ის პასუხობს სოფოკლეს სიტყვებით
რომ სიბერე ათავისუფლებს ვნაბათაღელვისგან და თითქოს ბოროტი მბრძანებლისგან თავის
დაღწევას ჰგავს. ხოლო ის რაზეც სხვა მოხუცები წუწუნებენ არა სიბერის, არამედ მათივე
ბუნების ბრალია.

სიკეთე რაც კაცს ანიჭებს სიმდიდრის ფლობა: საიქიოს მიმავალს თან არ გსდევდეს შიში.

პოლემარქე (კეფალის მემკვიდრე) სამართლიანობა მოითხოვს ყვეას მივაზღოთ მისი კუთვნილი.


სამართლიანობა გვჭირდება ურთიერთობისთვის.

სოკრატე: სამართლიანი ადამიანი ამავდროულად კარგი ქურდიცაა. მეგობრებად მივიჩნევთ


ღირსეულებს, მტრებად კი არაღირსეულებს, მაგრამ ადამიანები ხშირად ცდებიან, ამიტომ
არასწორი იქნება მტერს სამაგიერო ცუდით მიუზღო. სამართლიანი კაცი არასდროს არავის არ
ვნებს. პოლემარქე სოკრატეს დაეთანხმა და გადაწყვიტეს რომ ყველასთვის ეჩვენებინათ
ჭეშმარიტება.

თრამასიმაქე სოკრატეს მიკიბუ პასუხებზე გაბრაზდა და თავისი აზრი ჩამოაყალიბა


სამართლიანობის შესახებ. სახელმწიფოს წყობილება ან დემოკრატიულია ან ტირანული ან
არისტოკრატიული. სამართლიანობად ერთი და იგივე რამაა მიჩნეული, კერძოდ, ის, რაც
არსებული ხელისუფლებისთვის ხელსაყრელია. ხელისუფლება ძალაა. სამართლიანობაა ის, რაც
ხელსაყრელია ყველაზე ძლიერისვის.

სოკრატე: ნებაყოფლობით არავინ მოისურვებს მმართველობას, ყველა საკუთარ საზღაურს


მოითხოვს. ის ვინც საკეთილდღეოდ მოიხმარს თავის ხელოვნებას, უკვე სხვებისთის იღწვის.
სათანადო საზღაური:ფული, პატივი ან სასჯელი (რადგან გეშინია რომ შენზე უკეთესი ვერავინ
მოვა ხელისუფლებაში და მხოლოდ ეს ე4რთადერთი გაიძულებს თანამდებობა მიიღო).
ხელისუფალნი იღვწიან უფრო სუსტებისთვის. რაკი არ ვიცი რა არის სამართლიანობა, ვერ
გავიგებ ბედნიერებაა თუ არა იგი, ან მოაქვს თუ არა სხვვისტვის ბედნიერება.
2 თავი

გლავკომი: არსებობს სამნაირი სიკეთე-1) თავისთავად სასურველი (გართობა, სიხარული) 2)


სიკეთე, რომელსაც ვისურვებდით შედეგის გამო (კეთილგონიერება, მხედველობა) 3) სამძიმო
და სასარგებლო სიკეთე (სხეულის წვრთნა, ავადმყოფთა პატრონობა). / გლავკომი ამბობს, რომ
საკუთარი ნებით არავინ აირჩევდა სამართლიანობას, რადგან უსამართლობა უფრო მომგებიანია.
და უსამართლოც და სამართლიანიც დროთა განმავლობაში ერთნაირად მოიქცეოდა, ანუ
უსამართლოდ. სამართლიანობის შემოღება საჭირო გახდა ურთიერთშეთანხმებისთვის,
ამისთვის დაიწერა კანონები და წესდებები. / უსამართლობის უკიდურესი ზღვარი ის არის,
რომ სამართლიანობად ჩანდეს. /

(გლავკომის ძმა) ადიმანტე- თავისი პასუხით გამოექომაგა ძმას, რამდენიმე სიტყვა დაამატა
სამართლიანოვბა/უსამართლკობის შესახებ. მაშინ, როდესაც სოკრატე გლავკომს დანებდა,
ადიმანტემ ახსნა რომ სამართლიანობა წინაპრებისგან მოცემული ინფორმაციით კარგია.
სოკრატეს სთხოვა რომ დაემტკიცებინა მისთვის რომ სწორედ სამართლიანობაა კარგი და არა
პირიქით და ამავდროულად აეხსნა მისთვის რა გავლენას ახდენს ეს ყოველივე სულზე. /
ნებაყოფლობით არავინ ემსახურება სამართლიანობას.

სოკრატე: სამართლიანობა ახასიათებს მთელ სახელმწიფოს, სახელმწიფო კი ხალხი გროვაა.


სახელმწიფოს დასაბამი მაშინ ეძლევა, როდესაც არც ერთ ადამიანს აღარ შეუძლია
დამოუკიდებლად დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილებები. მერე მიდის საუბარი
სახელმწიფოზე, რომ სახელმწიფოში აუცილებლად უნდა იყვნენ ვაჭრები, გლეხები და ასე
შემდეგ. მერე აუცილებელია სარღვრების გაზრდა იმისთვის რომ მმოსახლეობას კეთილდღეობა
შევუქმნათ, რასაც მოჰყვება ომი. ომს კი ჭირდება ჯარი და მერე სოკრატე საუბრობს ჯარის
აღზრდაზე რა უნდა ასწავლონ ბავშვებს (გიმნასტიკა და მუსიკა აუცილებლად). უნდა აკრძალონ
თხზულებები ღმერთებზე, სადაც წერია როგორ კლავენ ისინი სხვა ღმერთებს. ამან შეიძლება
ბავშვზე ცუდად იმოქმედოს და ჩათვალოს რომ ბოროტი მამის მოკვლა შეიძლება, რადგან ამას
ღმერთებიც აკეთებენ. / ღმერთი კეთილია. სიკეთე კი არ შეიძლება ყველაფრის მიზეზი იყოს.
რადგან ცხოვრებაში გაცილებით ცოტაა კარგი, ვიდრე ცუდი. მაშასადამე, ბოროტებას კი სხვა
მიზეზი აქვს. / სოკრატეს უნდა კანონის შემოღება რომლის თანახმადაც პოეზიაში ყველა იტყვის,
რომ- ღმერთი ყველაფრის მიზეზი არ არის, მარტო სიკეთის და ბოროტება მისგან არ
გამომდინარეობს./ ღმერთი არ იცვლება, რადგან ღმერთი სრულყოფილია. სრულყოფილი კი
უარესობისკენ ვერ შეიჩვლება. ასე რომ რასაც პოეტები ღმერთებზე წერენ სისულელეა./ ღმერთი
არ ცრუობს. სოკრატეს მეგობრები ეთანხმებიან მის ამ მსჯელობას და სურთ ეს ყოველივე
კანონად დაადგინონ.

You might also like