You are on page 1of 1

„ადამიანი შეცდომაში მხილებისას ყოვეთვის თავს იმართლებს“

შეცდომა, რომ ფიზიკური არსება იყოს, თითო ადამიანს თითო გალაქტიკა არ


ეყოფოდა მათ დასატევად. მას შემდეგ რაც ადამიანები აცნობიერებენ, რომ ცუდი
გადაწყვეტილება მიიღეს, მისი რეალური შედეგის დანახვას ხშირად ახასიათებთ თავის
მართლება, თავის მართლებით ისინი მომენტალურად თავს კარგად გრძნობენ, მაგრამ
რეალურად და გრძელ ვადაში ეს აზარალებს მათ პიროვნებას. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე
ამბობს: „ხშირად მოხდება, რომ კაცი მონანული მიზეზობს, სხვა და სხვა გარემოებას მოიყვანს
შესანდობლად მისთა ცოდვათა. ეშმაკმა მაცდუნა, ამხანაგმა ამიყოლიაო.“ თავის მართლება,
ჩნდება მაშინ, როდესაც თავს მსხვერპლად ვგრძნობთ ან არ გვინდა პასუხისმგებლობის აღება
საკუთარ საქციელზე
თავის მართლებას პიროვნულად ძლიერი ადამიანები არ მიმართავენ,თუმცა
სწორედ ამ ხერხს მიმართა შეცდომაში მხილებისას ქვეყნის თავარმა პირმა გიორგი
მერჩულის ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა“

ნაწარმოების ერთ-ერთ მონაკვეთში ავტორი მოგვითხრობს აშოტ კურაპალატის


გატაცების შესახებ. იგი აცდუნა ეშმაკმა და სასახლეში სიძვის დიაცი მიიყვანა. გრიგოლი
აღაშფოთა მეფის უღირსმა საქციელმა. მან პირდაპირ ამხილა კურაპალატი და მოსთხოვა
დედაკაცის სასახლიდან გაშვება. აშოტმა პირობა მისცა, რომ უარს იტყოდა ქალზე, მაგრამ
დანაპირები არ შეასრულა. სასულიერო პირმა მის დაუკითხავად წაიყვანა ქალი და დედა
ფებრონიას ჩააბარა, როდესაც აშოტმა გაიგო სიძვის დიაცის წასვლის ამბავი, ტყუილით
გადაწყვიტა ქალის დაბრუნება, მივიდა დედაოსთან და თავის მართლება დაიწო, თქვა, რომ
იგი სახლის საგანძურის მცველი ქალი იყო და ციხეში უნდა დაბრუნებულიყო. ფებრონია
მიუხვდა და უთხრა: „მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან
უშჯულოებასა.“ რის გამოც, აშოტს შერცხვა და უსიტყვოდ წავიდა. დედა ფებრონიამ კარგად
იცის, რომ ადამიანი შეცდომიაში მხილებისას აღიარების გარდა ყველაფერს მოიმოქმედებს,
რადგან სწორად, აღიარება უფრო რთულია, ვიდრე ათასგვარი სულელური მიზეზების
მოფიქრება.

დღესდღეისობითაც ასეა, დარწმუნებული ვარ ნებისმიერი ჩვენგანი, რომ


აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როგორშიც აშოტ კურაპალატი იყო, ჩვენც თავის მართლებას
დავიწყებთ და ძალიან ცოტა თუ გაბედავს, რომ აღიაროს დაშვებული შეცდომა ყოველგვარი
მიზეზების მოფიქრებისა და სხვისთვის გადაბრალების გარეშე. უნდა დავინახოთ, რომ
აშოტი რომელიც ქვეყნის მთავარი პირი იყო, ამ შემთხვევაში არაფრით განსხვავდება
ხალხისგან და ისიც ისე მოიქცა შეცდომაში მხილებისას, როგორც სხვა ნებისმიერი
მოიქცეოდა.

You might also like