You are on page 1of 11

თავი I.

ინვესტიციების შინაარსი და საინვესტიციო საქმიანობა

თავი I. ინვესტიციების სოციალ-ეკონომიკური შინაარსი

I.1. ინვესტიციების არსი და ეკონომიკური მნიშვნელობა


ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაჩქარება მოწოდებულია უზრუნ-
ველყოს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების მიხედვით სწრაფი წინ-
სვლა, სრულყოფილი ეკონომიკური პოტენციალის შექმნა, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის
მიღწევების ათვისება, დანერგვა და ა.შ. დასახული ამოცანების გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი
როლი ეკუთვნის ინვესტიციებს.
ტერმინს „ინვესტიციები“ გააჩნია რამდენიმე მნიშვნელობა. იგი ასახავს:
➢ სხვადასხვა საფონდო ფასეულობების (მაგ. აქციის) შესყიდვას რაიმე ფინანსური შედე-
გის მიღების მიზნით;
➢ რეალურ აქტივების (მაგ. შენობებს, მანქანებს) მოზიდვას, რომლებიც აუცილებელია რა-
იმე საქონლის (მომსახურების,სამუშაოების)1 წარმოებისა და
მიწოდებისათვის,რეალიზაციისათვის;
➢ ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი მექანიზმის უზ-
რუნველყოფას (ფართო გაგება);
ანუ ინვესტირება - ეს არის კაპიტალის დაბანდების საშუალება, რომელმაც უნდა უზრუნ-
ველყოს კაპიტალის ღირებულების შენარჩუნება ან ზრდა და/ან მოიტანოს დადებითი სიდიდის
შემოსავალი. ინვესტიციების შინაარსის მიმართ ასეთი მიდგომა არსებითი და მნიშვნელოვანია.
აღნიშნული ცნების ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ მხოლოდ ის დაბანდებები და აქტივები, რომ-
ლებიც უკვე მონაწილეობენ რაიმე ფორმით ეფექტის მიღებაში, ან მალე იქნებიან ამ პროცესში
ჩართული. ფულადი სახსრების „უსაქმოდ ყოფნა“ (მაგ. მუთაქაში დამალვა ან მიწაში დამარხვა)
ინვესტირებად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან იგი მაგალითად შეიძლება „შეჭმულ“ იქნას ინფლაციის
მიერ და ამასთან, მათ არ შეუძლიათ არანაირი შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა. თუ ფულის
იგივე ოდენობას დავდებთ თუნდაც საბანკო ანგარიშზე, მათ შეიძლება ვუწოდოთ ინვესტიცია,
რადგანაც ანაბარზე ფულს გარკვეული შემოსავლის გარანტირება შეუძლია.
ტერმინი „ინვესტიციები“ (Investio) ლათინური წარმოშობისაა და „შემოსვას“ ნიშნავს. ინ-
გლისურ ენაში ტერმინი Investment - ნიშნავს კაპიტალდაბანდებებს და დღესდღეობით ძირითა-
დად ამ მნიშვნელობით იხმარება. თუმცა, ამ ორი ტერმინის (ინვესტიციები და კაპიტალდაბან-
დებები) ერთმანეთთან მთლიანად გაიგივება გამართლებული არ იქნება.
ინვესტიცია, ზოგადად, ეს არის კაპიტალის დაბანდება მეურნეობრიობის ცალკეულ დარ-
გებსა თუ საქმიანობის სფეროებში სხვადასხვაგვარ აქტივებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის
ფარგლებს გარეთ.
კაპიტალდაბანდებები ქვეყნის მასშტაბით განსაზღვრავენ გაფართოებული კვლავწარ-
მოების პროცესს.ახალი საწარმოების,საცხოვრებელი სახლების,გზების მშენებლობა და ექსპლუ-
ატაცია და აქედან გამომდინარე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა,დამოკიდებულია ინვესტიცი-

1მომავალში, როდესაც ჩვენ გამოვიყენებთ ტერმინ „საქონელს“, აღარ მივუთითებთ, მაგრამ


ვიგულისხმებთ გაწეულ მომსახურებასა და შესრულებულ სამუშაოებსაც.
1
თავი I. ინვესტიციების შინაარსი და საინვესტიციო საქმიანობა

ურ ანუ კაპიტალწარმომქმნელ პროცესებზე.ამასთან,რაც უფრო მეტ სახსრებს მიმართავს საზოგა-


დოება საინვესტიციო საქმიანობაში,მით უფრო სწრაფად გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკური პო-
ტენციალი,მით უფრო მაღალი იქნება გაფართოებული კვლავწარმოების ტემპები.
აღსანიშნავია,რომ კაპიტალდაბანდებათა ზრდის საშუალებები გარკვეულწილად შეზღუ-
დულია.ვინაიდან მათი მთავარი წყარო ეროვნული შემოსავალია,დაბანდებათა ზრდას
მივყავართ მიმდინარე პერიოდში გასაწევი ხარჯების შემცირებამდე. ამის გამო,საერთო მეურ-
ნეობრივი პროპორციების განსაზღვრის დროს აუცილებელია დაგროვებისა და მოხმარების ფონ-
დებად ეროვნული შემოსავლის რაც შეიძლება ოპტიმალური და მიზანშეწონილი განაწილების
უზრუნველყოფა.ინვესტიციათა დონე,თავის მხრივ,არსებით ზეგავლენას ახდენს საზოგადოების
ეროვნული შემოსავლის მოცულობაზე.მის დინამიკაზეა დამოკიდებული ეროვნულ ეკონომიკა-
ში მაკროპროპორციათა უმრავლესობა.ინვესტიციებისა და დაგროვების დონე უმეტესწილად გა-
ნისაზღვრება განსხვავებული პროცესებითა და გარემოებებით. ამ უკანასკნელთა მართვა-რეგუ-
ლირება მაკრო და მიკრო დონეებზე თავსდება ინვესტიციური პოლიტიკის ჩარჩოებში და გვევ-
ლინება,როგორც მისი განხორციელების უშუალო ობიექტი.საინვესტიციო პოლიტიკას თანამედ-
როვე ეტაპზე საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები წაეყენება.მან უნდა უზრუნველყოს ინვესტიციათა
ეფექტიანობის ამაღლება,მათი კონცენტრაცია იმ გადამწყვეტ უბნებზე,რომლებზეც დამოკი-
დებულია მაღალი ეფექტის მიღწევა,ეკონომიკის დაბალანსებული განვითარება, ეროვნული შე-
მოსავლის ზრდა და ა.შ.
კაპიტალდაბანდებათა ეფექტურობის ამაღლების მიღწევა სხვადასხვა გზებით არის შესაძ-
ლებელი.ისინი მოიცავენ სამეურნეო ცხოვრების მრავალ სფეროს და წარმოადგენენ ტექნიკურ,
ეკონომიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებათა კომპლექსს. მათ შორის: წარმოების სტრუქტუ-
რის სრულყოფა,ეკონომიკური პოტენციალის ტერიტორიული განაწილების გაუმჯობესება,კაპი-
ტალ დაბანდებათა კვლავწარმოებითი და ტექნოლოგიური სტრუქტურების სრულყოფა, გაწეუ-
ლი დანახარჯების ამოღების ვადების შემცირება და ა.შ.

I.2. ინვესტიციათა სახეები

ინვესტიციებს ჰყოფენ ორ გამსხვილებულ ჯგუფად - ფინანსურ და რეალურ ინვესტი-


ციებად.
ფინანსური ინვესტიციები ესაა კაპიტალის დაბანდება ფინანსურ აქტივებში (დეპოზიტები,
ფასიანი ქაღალდები) შემოსავლის მიღების მიზნით.
რეალური ინვესტიციები კი, არის დაბანდებები ძირითად კაპიტალსა და სასაქონლო-მატე-
რიალურ მარაგებში წარმოების განვითარების მიზნით.სწორედ რეალურ ინვესტიციებში იგუ-
ლისხმება კაპიტალდაბანდებები - დანახარჯთა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს სა-
წარმოო და არასაწარმოო სფეროებში ახალი ძირითადი ფონდების შექმნას ან არსებულის რეკონ-
სტრუქციას და გაფართოებას.უფრო კონკრეტულად რეალური ინვესტიციები ანუ კაპიტალ-
დაბანდებები, ესაა მატერიალური,შრომითი და ფულადი დანახარჯების ერთობლიობა,რომე-
ლიც მიმართულია მეურნეობის ყველა დარგის ძირითადი ფონდების შექმნაზე ან უკვე შექმნი-
ლის რეკონსტრუქციასა და გაფართოებაზე. მის შემადგენლობაში შედის დანახარჯები:სამშე-
ნებლო-სამონტაჟო სამუშაოებზე, მოწყობილობის,ინსტრუმენტების,ინვენტარის და ა.შ. შეძენა-
ზე,სხვა კაპიტალურ სამუშაოებზე და დანახარჯებზე (გეოლოგიურ-სადაზვერვო,საპროექტო-სა-
ძიებო სამუშაოებზე და სხვა) და ა.შ.

1
თავი I. ინვესტიციების შინაარსი და საინვესტიციო საქმიანობა

შეიძლება ითქვას,რომ ფინანსური ინვესტიციები ფასიან ქაღალდებში გამიზნულია


მხოლოდ შემოსავლის მიღებისათვის (გარკვეულ დონემდე),ხოლო რეალური ინვესტიციები-
კომპანიის მართვაში მონაწილეობისათვის.ინვესტიციები ძვირფას ლითონებში,უძრავ ქონებაში,
მიწასა და სხვა ობიექტებში ხორციელდება ფულადი სახსრების ინფლაციისა და სხვადასხვა
საშიშროებებისაგან(არახრელსაყრელი და არასაიმედო ტენდენციებისა და გარემოსაგან) დაცვის
მიზნით.
ინვესტიციების დაყოფა ფინანსურ და რეალურ ინვესტიციებად შედარებით ზოგად
წარმოდგენას გვიქმნის ამ ეკონომიკური კატეგორიის შესახებ.არსებობს კაპიტალის განთავსების
მრავალი ფორმა,რომლებიც განსხვავდებიან რიგი ფაქტორების მიხედვით.ესენია დაბანდებები:
▪ ფასიან ქაღალდებსა და უძრავ ქონებაში;
▪ პირდაპირი და არაპირდაპირი;
▪ მეტ ან ნაკლებ რისკიან პროგრამებში;
▪ მოკლე ან ხანგრძლივი დროით;
მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი:
❖ ინვესტიციები ფასიან ქაღალდებში და ქონებრივი დაბანდებები.ინვესტიციურ ინსტრუ-
მენტებს,რომლებიც ადასტურებენ სასესხო ვალდებულებას ან/და კომპანიაში მესაკუთრის უფ-
ლებებით მონაწილეობას( მონაწილეობის გარკვეული წილის გაყიდვის ან ყიდვის კანონიერ უფ-
ლებას) - ეწოდებათ ფასიანი ქაღალდები (საფონდო ფასეულობები). მათი ძირითადი სახეებია
ობლიგაციები,აქციები,ოფციონები.როგორც წესი,ფასიან ქაღალდებში ინვესტიციები დაკავში-
რებულია ან კრედიტორის ინტერესებთან ან მესაკუთრის ფორმით კაპიტალში მონაწილეობას-
თან.
სასესხო ფასიანი ქაღალდები,როგორც დაბანდებები არამატერიალურ აქტივში,წარმოადგე-
ნენ ვალში გაცემულ სახსრებს პროცენტის სახით შემოსავლის მიღების უფლების სამაგიეროდ და
მსესხებლის მიერ ვალის დროულად დაბრუნების პირობით.როდესაც ინვესტორი შეიძენს სა-
სესხო ფინანსურ ინსტრუმენტებს,მაგალითად ობლიგაციებს,იგი ფაქტიურად აკრედიტებს მას
ვინაც მიმოქცევაში გამოუშვა ისინი.ემიტენტი იღებს ვალდებულებას იხადოს დადგენილი პრო-
ცენტები შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში და დებს პირობას,რომ ვადის ამოწურვის შემ-
დეგ იგი დააბრუნებს სესხის თავდაპირველ თანხას.
კაპიტალში მონაწილეობა ან წილობრივი დაბანდებები წარმოადგენენ კომპანიის კაპიტა-
ლის წილზე საკუთრების დროში შეზღუდულ უფლებას.წილობრივი დაბანდება შესაძლებელია
ფასიანი ქაღალდების ფლობის ან გარკვეულ ქონებაზე საკუთრების ტიტულის ფორმით. ჩვეუ-
ლებრივ,ინვესტორი კომპანიის კაპიტალში მონაწილეობის უფლებას იძენს ფასიანი ქაღალდების
შესყიდვით,რომლებიც ცნობილია საერთო სახელწოდებით - აქციები.
ოფციონები არ განეკუთვნებიან არც სასესხო,არც წილობრივ ინსტრუმენტებს.ეს არის ფასი-
ანი ქაღალდები,რომლებიც ინვესტორს აძლევენ სხვა ფასიანი ქაღალდის შესყიდვის უფლებას შე-
თანხმებული ვადის გასვლის შემდეგ.

მაგალითად: ინვესტორს შეუძლია გადაიხადოს 500 ლარი ოფციონისათვის 2%-იანი წილის შესყიდვაზე
კომპანიის კაპიტალში, ფასით 300 000 ლარი, 2015 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში. თუ მიმდინარე
ეტაპზე კომპანიის 2%-იანი კაპიტალი ღირს მხოლოდ 240 000 ლარი, მაშინ ინვესტორი აღარ ეცდება
ოფციონერული კონტრაქტით მინიჭებული უფლებების გამოყენებას.

დაბანდებები ოფციონებში ისე ფორთოდ არ არის გავრცელებული,როგორც სასესხო და წი-


ლობრივი ინსტრუმენტების სხვადასხვა სახეები,მაგრამ მათი პოპულარობა განვითარებულ
ქვეყნებში სულ უფრო მატულობს.

1
თავი I. ინვესტიციების შინაარსი და საინვესტიციო საქმიანობა

ქონებრივი დაბანდებები ეწოდება კაპიტალის განთავსებას ისეთ ქონებრივ ფასეუ-


ლობებში,როგორებიცაა კომპანიის რეალური აქტივები ან პირადი ქონება.რეალური აქტივები
მოიცავენ მიწას,შენობა-ნაგებობებს და ა.შ. პირადი ქონებრივი საკუთრება შედგება ისეთი საგ-
ნებისაგან,როგორებიცაა ოქროს საგნები, ანტიკვარიატი,ხელოვნების ნიმუშები და სხვა ნივთები.
დაბანდებები საფონდო ფასეულობებში ძალიან ფართოდ არის გავრცელებული განვითა-
რებულ მსოფლიოში. მაშინ როდესაც, საქართველოში უპირატესობას ანიჭებენ ქონებრივ ფასეუ-
ლობებში დაბანდებებს.
❖ პირდაპირი და არაპირდაპირი ინვესტიციები. პირდაპირი ინვესტიცია - ეს არის დაბან-
დების ფორმა,რომელიც ინვესტორს აძლევს საკუთრების უშუალო უფლებას ფასიან ქაღალდზე
და ქონებაზე.არაპირდაპირი ინვესიციები - ეს არის დაბანდებები პორთფელში.სხვაგვარად რომ
ვთქვათ,ეს არის ფასიანი ქაღალდების ან ქონებრივი ფასეულობების ნაკრები.

მაგალითად: ინვესტორს შეუძლია შეიძინოს აქცია ურთიერთდახმარების ფონდისა,რომელიც


წარმოადგენს სხვადასხვა ფირმების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების დივერსიფიცირებულ
ნაკრებს.ყიდვის შემდეგ,ინვესტორი იქნება არა ცალკეული კომპანიის აქტივების მიმართ მოთხოვნების
მფლობელი,რამედ პორტფელში წილის მესაკუთრე.

არაპირდაპირი დაბანდებების გაკეთება შეიძლება,აგრეთვე,ქონებრივ ფასეულობებშიც.მაგალი-


თად, წილობრივი მონაწილეობის შესყიდვა შპს-ში,რომლის მუშაობის ძირითადი მიმართულება
უძრავი ქონებაა და ა.შ. ინვესტორთა უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს პირდაპირ ინვესტი-
ციებს,თუმცა არაპირდაპირსაც გააჩნია თავისი მიმზიდველი დამახასიათებელი ნიშნები.
❖ მაღალრისკიანი და დაბალრისკიანი ინვესტიციები. ინვესტიციებს განასხვავებენ რისკის
ხარისხის მიხედვით.ფინანსების სფეროში რისკის ქვეშ გაიგება შესაძლებლობა იმისა,რომ ინვეს-
ტიციაზე მისაღები მოგების აბსოლუტური ან შეფარდებითი სიდიდე აღმოჩნდება უფრო ნაკ-
ლები,ვიდრე მოველოდით.სხვაგვარად რომ ვქვათ,ტერმინი „რისკი“ აღნიშნავს არასასურველი
შედეგის მიღების შესაძლებლობას.ინდივიდუალურ ინვესტორს რისკის ხარისხის მიხედვით ინ-
სტრუმენტების შერჩევის ძალიან ფართო არჩევანი გააჩნია - დაწყებული სახელმწიფო ფასიანი
ქაღალდებით,რომლებიც,როგორც განვითარებულ ქვეყნებში თვლიან,უფრო ნაკლებ რისკთანაა
დაკავშირებული და დამთარებული ძალიან მაღალრისკიანი საქონლით.კაპიტალის განთავსების
ყველა ტიპს გააჩნია რისკის საბაზო მახასიათებლები,თუმცა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში რის-
კი მოცემული ინსტრუმენტის კონკრეტული თავისებურებებით განისაზღვრება.

მაგალითად: მიღებულია ვიფიქროთ,რომ დაბანდებები აქციებში დაკავშირებულია უფრო მეტ


რისკთან,ვიდრე ობლიგაციებში.მაგრამ,სავსებით შესაძლებებია მოინახოს ობლიგაცია ძალიან მაღალი
რისკით.ამასთან, უნდა აღინიშნოს,რომ რისკი ასეთ შემთხვევებში მეტწილად კონკრეტული ფინანსური
ინსტრუმენტის ემიტეტზე,შუამავლზე ან გამყიდველზე არის დამოკიდებული.

ნაკლებრისკიანი ინვესტიციები განსაზღვრული შემოსავლის მიღების უსაფრთხო საშუა-


ლებად ითვლება.ინვესტიციები მაღალი რისკით კი პირიქით,ითვლება სპეკულაციურ საშუა-
ლებებად.უნდა ითქვას,რომ ტერმინებით „ინვესტირება“ და „სპეკულაცია“,აღინიშნება ინვესტი-
ციებისადმი ორი განსხვავებული მიდგომა.როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინვესტიციების ქვეშ გა-
იგება სხვადასხვა აქტივების შესყიდვის პროცესი,რომელთა შესახებაც შეიძლება ით-
ქვას(მოლოდინია),რომ მათი ღირებულება სტაბილური დარჩება და მათზე შესაძლებელი იქნება
შემოსავლის არა მხოლოდ დადებითი,არამედ წინასწარ გათვლილი სიდიდის მიღება. სპეკულა-
ცია მდგომარეობს ანალოგიური აქტივებით ოპერაციების განხორციელებაში,მაგრამ ისეთ სიტუ-
აციებში,როდესაც მათი მომავალი ღირებულება და შემოსავლის მოსალოდნელი დონე ძნელად

1
თავი I. ინვესტიციების შინაარსი და საინვესტიციო საქმიანობა

პროგნოზირებადია.ცხადია,რისკის შედარებით მაღალი ხარისხის გამო,სპეკულაციისაგან უფრო


მაღალი შემოსავლებია მოსალოდნელი.
❖ მოკლევადიანი და გრძელვადიანი ინვესტიციები. მოქმედების ვადებიდან გამომდინარე,
ინვესტიციები იყოფა მოკლე და გრძელვადიანად.მოკლევადიანი ინვესტიციების ვადა ჩვეუ-
ლებრივ ერთ წელში იწურება.გრძელვადიანი ინვესტიციები გათვლილია ერთ წელზე მეტ დრო-
ზე ან როგორც ჩვეულებრივი აქციები,საერთოდ არ არიან შეზღუდული რაიმე ვადით.

მაგალითად: 91 დღიანი სახაზინო ვალდებულებები - ეს არის ინსტრუმენტი მოკლევადიანი


დაბანდებისათვის, მრავალწლიანი ობლიგაციები კი - გრძელვადიანი დაბანდების ინსტრუმენტია. თუ
შევიძენთ გრძელვადიან ფასიან ქაღალდს და მას მალევე გავყიდით გამოდის, რომ მას ვიყენებთ
მოკლევადიანი მიზნებისათვის. უნდა აღინიშნოს,რომ ინვესტორები ინსტრუმენტებს უფრო მეტად
სწორედ იმ ვადით შეიძენენ,რომლითაც აქვთ თავიანთი სახსრების დაბანდების სურვილი.

ინვესტიციების დაყოფა ვადების მიხედვით მიზანშეწონილია დაბეგვრის თვალსაზრისითაც. სა-


გადასახადო კანონმდებლობით შესაძლებელია დაბეგვრის განსხვავება ინვესტიციებთან
მიმართებაში აღნიშნული კუთხით.
დანახარჯთა ერთობლიობაში,რომლებიც ინვესტიციებს შეადგენენ შეიძლება შედიოდეს
სხვადასხვა ფასეულობები, როგორც ქონებრივი, ისე ინტელექტუალური, რომელთა დაბანდებაც
ხორციელდება სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის ობიექტებში მოგებისა ან სოციალური ეფექ-
ტის მიღების მიზნით. ასეთი ფასეულობები შეიძლება იყოს:
▪ ფულადი სახსრები - მიზნობრივი საბანკო შენატანები, პაი, აქციები და სხვა ფასიანი
ქაღალდები;
▪ მატერიალური ფასეულობები - უძრავი და მოძრავი ქონება, შენობები, ნაგებობები,
მოწყობილობა, დანადგარები და ა.შ.
▪ ინტელექტუალური ფასეულობები - პატენტი, ლიცენზია, ნოუ-ჰაუ და სხვ.;
▪ ქონებრივი უფლებები - მიწით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უფლება;
▪ სხვა ფასეულობები;

I.3. საინვესტიციო საქმიანობა,მისი სუბიექტები და ობიექტები

საინვესტიციო საქმიანობა - ეს არის სახსრების დაბანდება,ინვესტირება.იგი წარმოადგენს


სხვადასხვა მიზნობრივ პროექტებში ფულადი სახსრების,სხვა ფასეულობების დაბანდებისა და
ამ დაბანდებებიდან უკუგების უზრუნველყოფისათვის პრაქტიკული ქმედებების ერ-
თობლიობას.ამასთან,ძირითადი ფონდების შექმნასა და კვლავწარმოებაში ინვესტირება ხორცი-
ელდება კაპიტალდაბანდებათა ფორმით.
განასხვავებენ საინვესტიციო საქმიანობის შემდეგ ფორმებს:
➢ კერძო, კოლექტიური
- კერძო ინვესტიციებს ახორციელებენ მოქალაქეები,კომპანიები, ასოციაციები,ფონდები.
- კოლექტიურის - საზოგადოებრივი და რელიგიური ორგანიზაციები და კერძო თუ კო-
ლექტიურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა იურიდიული პირები;
➢ სახელმწიფო - მას ახორციელებენ ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლებისა და
მმართველობის ორგანოები საბიუჯეტო სახსრების,ბიუჯეტგარეშე ფონდებისა და ნა-

1
თავი I. ინვესტიციების შინაარსი და საინვესტიციო საქმიანობა

სესხი სახსრების,აგრეთვე სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციების საკუთარი


თუ ნასესხი სახსრების ხარჯზე;
➢ უცხოური - უცხოურ ინვესტიციებს ახორციელებენ უცხოელი მოქალაქეები,იურიდიუ-
ლი პირები,საერთაშორისო ორგანიზაციები და სახელმწიფოები;
➢ შერეული - შეიძლება განხორციელდეს ზემოთ ჩამოთვლილი ფორმების კომბინირებით;
საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტებს წარმოადგენენ ინვესტორები,დამკვეთები,სამუშა-
ოთა შემსრულებლები,ინვესტიციური საქმიანობის ობიექტის მოსარგებლე,ინვესტიციური მე-
ნეჯერები,მიმწოდებლები,სხვადასხვა იურიდიული პირები (საბანკო,სადაზღვევო და საშუამავ-
ლო ორგანიზაციები,საინვესტიციო კომპანიები,ფონდები და სხვა) და ინვესტიციური პროცესის
სხვა მონაწილენი. საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტები შეიძლება იყვნენ ფიზიკური და იუ-
რიდიული პირები (მათ შორის უცხოელი),აგრეთვე სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანი-
ზაციები.
ინვესტორები არიან იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ საკუ-
თარი,ნასესხი და სხვაგვარად მოზიდული საშუალებების დაბანდებას ინვესტიციურ პროექ-
ტებში და უზრუნველყოფენ მათ მიზნობრივ გამოყენებას.ინვესტორის მიერ დაბანდებული ინ-
ვესტიციური კაპიტალი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფინანსური რესურსების,ქონების,ინტე-
ლექტუალური ფასეულობების სახით.
განასხვავებენ შემდეგი სახის ინვესტორებს:
▪ აგრესიული - ინვესტორი,რომელიც ყოველთვის მზადაა წავიდეს რისკზე მაღალი დივი-
დენდების მიღების მიზნით;
▪ კონსერვატული - ინვესტორი,რომელიც ინვესტირების მხოლოდ საყოველთაოდ მი-
ღებულ პრინციპებს აღიარებს და ავანტიურაზე ან სპეკულაციურ გარიგებებზე თითქმის
არ მიდის;
▪ უცხოელი - უცხოური იურიდიული ან ფიზიკური პირი,უცხოური სახელმწიფო,საერთა-
შორისო ორგანიზაცია,რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს ინვესტირება ად-
გილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად;
▪ ინდივიდუალური - ინვესტორი,რომელიც არის ფიზიკური პირი;
▪ ინსტიტუციონალური - საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი;
ინვესტორთა ბოლო ორ ტიპს,ინვესტიციურ პროცესში განსაკუთრებული როლისა და მნიშ-
ვნელობის გამო, მიზანშწონილია მეტი ყურადღება დავუთმოთ.
ინსტიტუციონალურ ინვესტორებს წარმოადგენენ სპეციალური საფინანსო ინსტიტუტები
(პროფესიონალები,პროფესიონალთა ჯგუფები),რომლებსაც ფულს უხდიან იმისათვის,რათა მათ
მართონ სხვათა „ფულები“.მათ ქირაობენ თვით ფინანსური დაწესებულებები (მაგალითად ბან-
კები,სადაზღვევო კომპანიები და საპენსიო ფონდები),აგრეთვე მსხვილი არასაფინანსო კორპორა-
ციები და ცალკეულ შემთხვევებში,კერძო პირებიც.
ფინანსური ინსტიტუტები,ცდილობენ რა არსებითი შემოსავლის მიღების უზრუნ-
ველყოფას,მათ შორის თავიანთი მეანაბრეებისათვის,მნიშვნელოვანი ფულადი თანხების ინვეს-
ტირებას ახორციელებენ.
მაგალითად: ბანკის სატრასტო განყოფილებამ საკმარისი შემოსავალი იმ სახსრების გამოყენებით უნდა
გამოიმუშაოს,რომელიც მას ანდეს.სიცოცხლის დაზღვევის კომპანიამ უნდა მოახდინოს სადაზღვევო
შენატანების ინვესტირება იმისათვის,რომ გამოიმუშაოს შემოსავალი,საიდანაც იგი გადაუხდის
სადაზღვევო საზღაურს კლიენტებს,მათ მემკვიდრეებს,სადაზღვევო ხელშეკრულებით
გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას.არასაფინანსო სამრეწველო თუ სავაჭრო კომპანიებს
საკმაოდ ხშირად გააჩნიათ მსხვილი ფულადი საშუალებები,რომელთა დაბანდებაც ხდება
იმისათვის,რომ თავისუფალმა სახსრებმა მოიტანონ შემოსავალი ან ხელი შეუწყონ მიმდინარე
მოთხოვნილებებისა და კაპიტალდაბანდებების დაფინანსებას
1 მომავალში.
თავი I. ინვესტიციების შინაარსი და საინვესტიციო საქმიანობა

ისინი, ვისაც მნიშვნელოვანი ფულადი სახსრების დაბანდების საშუალება გააჩნია,მაგრამ არა


აქვთ სათანადო გამოცდილება და პროფესიული ცოდნა ინვესტირების სფეროში, ხშირად თავი-
ანთი სახსრების მართვის უფლებას გადასცემენ ინსტიტუციონალურ ინვესტორებს. ასეთებად შე-
იძლება მოგვევლინონ, როგორც პირები - პროფესიონალი კონსულტანტები,ასევე საინვესტიციო
კომპანიები და ისეთი მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტები,როგორებიცაა:სადაზღვევო
კომპანიები,საპენსიო ფონდები,ბანკები და სხვა დეპოზიტური დაწესებულებები და სხვა.
ინდივიდუალური ინვესტორები საკუთარ სახსრებს იყენებენ თავიანთი ფინანსური ინტე-
რესების მომსახურებისათვის.ისინი უმეტეს შემთხვევაში დაინტერესებულნი არიან მხოლოდ
იმაში,რომ თავისუფალმა სახსრებმა მოუტანონ მათ შემოსავალი.ბევრი ინდივიდუალური ინვეს-
ტორი დაკავებულია მხოლოდ იმით, რომ ეძებს საკუთარი ფასიანი ქაღალდების პორთფელის
შევსების ან საკუთარი საპენსიო ფონდის უზრუნველყოფის გზებს.
ინსტიტუციონალური და ინდივიდუალური ინვესტორებისათვის მუშაობის ძირითადი
პრინციპები საერთოა.თუმცა,ინსტიტუციონალურ ინვესტორებს,ჩვეულებრივ,საქმე უფრო
მსხვილ თანხებთან აქვთ.ამიტომ მათ მომზადებისა და კვალიფიკაციის გაცილებით მაღალი დო-
ნე გააჩნიათ და უფრო რთულ და რისკიან ხერხებს მიმართავენ.
გარდა ზემოაღნიშნულისა,ინვესტორებს პირობითად შიდა და გარე ინვესტორებადაც
ჰყოფენ.მართალია,სამეცნიერო ლიტერატურაში მათი ზუსტი განმარტებები მოცემული არ არის,
მაგრამ მიზანშწონილია მათი ცალკე აღნიშვნა.ამ ნიშნით დიფერენცირების კრიტერიუმს ინვეს-
ტორის მიერ ქვეყნის და/ან რეგიონის დონეზე ინვესტირების განხორციელების შესაძლებლობა
წარმოადგენს. ანუ ინვესტორი,რომელსაც უნარი შესწევს სახსრები დააბანდოს ქვეყნის სხვა-
დასხვა რეგიონში რეალიზებად პროექტებში და არ შეუძლია დაბანდებები განახორციელოს სხვა
ქვეყნებში,გარე ინვესტორი იქნება კონკრეტული რეგიონისათვის და შიდა - ქვეყნისათვის. თუ
ინვეტორს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს უცხოურ პროექტებში, მაშინ იგი გარე ინვესტორი იქ-
ნება მოცემული ქვეყნისათვის და მით უმეტეს რეგიონებისათვის.
დამკვეთი შეიძლება იყოს ინვესტორი ან ინვესტორის მიერ ინვესტიციური პროცესის რეა-
ლიზაციაზე უფლებამოსილი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი.ამასთან,ეს უკანას-
კნელი არ ერევა ინვესტიციური პროცესის სხვა დანარჩენ მონაწილეთა სამეწარმეო თუ სხვა საქ-
მიანობაში,თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისინებული.იმ შემთხვევაში,როდესაც
დამკვეთი ინვესტორს არ წარმოადგენს,მას მიენიჭება ინვესტიციების ფლობის,მოხმარების და
განკარგვის უფლება ხელშეკრულებით დაწესებული ვადის და უფლებამოსილების ფარგლებში.
ობიექტის მოსარგებლე - ინვესტიციური საქმიანობის სუბიექტი - შეიძლება იყოს ინვესტო-
რი,აგრეთვე სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები,სახელმწიფო და მუნიციპალური ორგა-
ნოები,სხვა ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები,ვისთვისაც იქმნება ინვესტიციური საქ-
მიანობის ობიექტები.იმ შემთხვევაში,როდესაც ობიექტის მოსარგებლე არ წარმოადგენს ინვეს-
ტორს, მას და ინვესტორს შორის ურთიერთობა განისაზღვრება ხელშეკრულებით (გადაწყვეტი-
ლებით) ინვესტირების შესახებ.საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტებს უფლება აქვთ შეითავ-
სონ ერთი ან რამდენიმე მონაწილის ფუნქციები.
ინვესტიციური მენეჯერები წარმოადგენენ ინვესტიციური საქმიანობის მნიშვნელოვან
სუბიექტს - ესენი არიან პროფესიონალი ფინანსისტები,რომლებსაც ქირაობენ ინვესტორები მათ
განკარგულებაში არსებული ინვესტიციური რესურსების,სხვადასხვა აქტივების მართვაში
დახმარების,კონსულტირების მიზნით.ვისი ფულისათვის „იდგამს წელზე ფეხს“ ინვესტიციური
მენეჯერი?იგი მუშაობს ან თავისი კომპანიისათვის ან ამ კომპანიის კლიენტისათვის.

1
თავი I. ინვესტიციების შინაარსი და საინვესტიციო საქმიანობა

საინვესტიციო კომპანიები - თანამედროვე ეტაპზე,ფინანსურ ურთიერთობათა


გლობალიზაციის და ფინანსური ბაზრების ინსტიტუციონალიზაციის პირობებში,საკმაოდ
გართულებულია საინვესტიციო საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვა როგორც
ინდივიდუალური,ისე ინსტიტუციონალური ინვესტორებისათვის.ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე ბევრი საკუთარი აქტივების ნაწილის მართვისათვის საინვესტიციო კომპანიებს ქი-
რაობს.ასეთი კომპანიების მენეჯერები კლიენტების ინვესტიციური მიზნების მიღწევას ცდი-
ლობენ და თანაც ხშირად,მათი საქმიანობის ეფექტურობა სამართავად გადაცემული აქტივების
მოცულობაზეა დამოკიდებული.
ორგანიზაცია,რომე-
ლიც განიცდის ინვესტი- ნახ. 1.1. ინსტიტუციონალურ ინვესტორებს შეუძლიათ
ციების მართვის საჭი- გამოიყენონ თავიანთი პორთფელის „შინაგანი“ და „გარეგანი“
მართვის კომბინაციები
როებას,შეუძლია ან გა-
ნახორციელოს მართვა შიგ-
ინ ს ტ იტ უ ც იონ ალუ რ ი ინ ვ ე ს ტ ორ ე ბ ი
ნიდან ან დაიქირაოს რომე-
ლიმე მმართველი კომპანია
ფინანსური ინსტისუტები: არაფინანსური ინსტიტუტები:
ან გამოიყენოს ორივე მეთო- სადაზღვევო კომპანიები საპენსიო/საკრედიტო ფონდები
დი. მაგალითად,ამერიკულ დეპოზიტური ინსტიტუტები
ინვესტიციური კომპანიები
კორპორაცია Allied Signal-ს
გააჩნია 35 გარე მენეჯერი, შიდა ინვესტიციური მენეჯერები შიდა ინვესტიციური მენეჯერები

თუმცა იგი აქტიურად


იყენებს საკუთარ პერსო- გარეგანი მმართველი ინვესტიციური კომპანიები
ნალსაც.1 მთელი რიგი ორ-
განიზაციები (მაგალითად საბროკერო
ბანკებთან
პოლიცია,სახანძრო დაცვა) ფირმებთან
დაკავშირებულნი
დაკავშირებულნი
კი მხოლოდ გარეგანი მმარ-
თველების მომსახურებით
სადაზღვევო
სარგებლბენ.
კომპანიებთან დამოუკიდებელნი
განვიხილოთ,თუ რას წარ- დაკავშირებულნი
მოადგენენ ეს გარეგანი
მმართველი კომპა-
ნიები.ისინი შეიძლება დაიყოს ოთხ ტიპად: 1. საბანკო; 2. სადაზღვევო; 3. საბროკერო; 4. დამოუ-
კიდებელი;
პირველი კატეგორია მოიცავს ბანკების ფილიალებსა და მათ შვილობილ კომპანიებს.ინდივიდუ-
ალური ინვესტორებისა და საპენსიო ფონდების აქტივების მართვის მიზნით ბანკების უმეტესობა
ქმნის სატრასტო განყოფილებებს.პრაქტიკულად ყველა მსხვილ ბანკს ერთი მმართველი შვი-
ლობილი კომპანია მაინც გააჩნია.

მაგალითად: გასული საუკუნის ბოლოს, კომპანია Bankers Trust (აშშ) მართავდა კლიენტების აქტივებს
160 მლნ. დოლარამდე ოდენობით, ხოლო Norwes Bank of Mineapolis (აშშ) - დაახლოებით 24 მლრდ.
დოლარს, აქედან 6 მლრდ. დოლარამდე სამი შვილობილი კომპანიის მმართველობის ქვეშ
იმყოფებოდა. ესენია5 Norwest Investment, Peregrin Capital Management, United Capital Management (აშშ).

1 Фабоцци Ф. Д., Управление инвестициями, учебник, М. 2000, стр. 8


1
თავი I. ინვესტიციების შინაარსი და საინვესტიციო საქმიანობა

ასეთივე მაგალითები შეიძლება მოვიყვანოთ სადაზღვევო კომპანიებისა და საბროკერო ფირ-


მებისათვის,რომლებიც ასევე მიმართავენ კლიენტების აქტივების მართვისათვის შვილობილი
კომპანიების შექმნასა და მათ გამოყენებას.
დამოუკიდებელს წარმოადგენენ კომპანიები,რომლებიც არ მიეკუთვნებიან არც ბანკებს,
არც სადაზღვევო კომპანიებს და არც საბროკერო ფირმებს.
ინვესტიციური საქმიანობს სუბიექტები მოქმედებენ ინვესტიციურ სფეროში,სადაც ხორცი-
ელდება ინვესტიციათა პრაქტიკული რეალიზაცია. მის შემადგენლობაში შედის:
▪ კაპიტალური მშენებლობის სფერო, სადაც ინვესტირება ხდება ძირითად და საბრუნავ
საწარმოო ფონდებში.იგი აერთიანებს დამკვეთების,მოიჯარადეების,მომწოდებლების,
ინდივიდუალური და კოოპერაციული საბინაო მშენებლობის მიხედვით მოქალაქეების
და ინდივიდუალურად მოქმედი სხვა ობიექტების საქმიანობას;
▪ ინოვაციური სფერო,სადაც რეალიზდება მეცნიერულ-ტექნიკური პროდუქცია და ინტე-
ლექტუალური პოტენციალი;
▪ ფინანსური კაპიტალის მოძრაობის სფერო - ფულადი,სასესხო და ფინანსური ვალ-
დებულებების მოძრაობა სხვადასხვა ფორმით;

საინვესტიციო საქმიანობის ობიექტებს წარმოადგენენ:


▪ ახლადშექმნადი და მოდერნიზებადი ძირითადი ფონდები და საბრუნავი საშუალებები
მეურნეობის ყველა დარგში;
▪ ფასიანი ქაღალდები;
▪ მიზნობრივი ფულადი შენატანები;
▪ მეცნიერულ-ტექნიკური პროდუქცია და საკუთრების სხვა ობიექტები;
▪ საკუთრებითი უფლებები (მაგალითად, ინტელექტუალურ ფასეულობაზე,ინფორმაცი-
აზე საკუთრების უფლება);
საინვესტიციო საქმიანობის ობიექტები არ იცვლება უცხოური ინვესტიციების დროს,თუ
ისინი არ ეწინააღმდეგებიან მოცემული ქვეყნის კანონმდებლობას. მაგალითად, საქართველოს
ტერიტორიაზე უცხოელ ინვესტორებს უფლება აქვთ განახორციელონ ინვესტირება შემდეგი
გზებით:
▪ წილობრივი მონაწილეობა საქართველოს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ერთად
შექმნილ საწარმოებში;
▪ მთლიანად უცხოელი ინვესტორების საკუთრებაში მყოფი საწარმოებისა და უცხოელი
იურიდიული პირების ფილიალების (წარმომადგენლობების) დაფუძნება;
▪ მოქმედი ობიექტების, ცელკეული შენობების, ნაგებობების ან საწარმოებში მონაწი-
ლეობის წილის,პაის,აქციების,ობლიგაციების და სხვა ფასიანი ქაღალდების,აგრეთვე
სხვა ქონების შეძენა,რომლიც მოცემული ქვეყნის კანონმდებლობით დასაშვებია,რომ
ეკუთვნოდეს უცხოელ ინვესტორებს;
▪ მიწით ან სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უფლების შეძენა;
▪ სესხების,კრედიტების,ქონების ან სხვა საკუთრებითი უფლების მიწოდება;
კანონით იკრძალება ინვესტირება ისეთ ობიექტებში,რომელთა შექმნა და გამოყენება არ პა-
სუხობს მოცემული ქვეყნის კანონმდებლობით დაწესებული ეკოლოგიური,სანიტარულ-ჰიგიე-
ნური და სხვა ნორმების მოთხოვნებს ან აყენებენ ზიანს კანონით დაცულ მოქალაქეთა,იურიდი-
ულ პირთა და სახელმწიფოს ინტერესებს.

1
თავი I. ინვესტიციების შინაარსი და საინვესტიციო საქმიანობა

მოკლე დასკვნები
1. ინვესტირება ნიშნავს: „შეველიოთ ფულს დღეს, რათა მივიღოთ მოგება მომავალში და შე-
ვიძინოთ მეტი ფულის დახარჯვის უნარი“;
2. ინვესტირება შეიძლება განვახორციელოთ რეალურ ან ფინანსურ აქტივებში პირველად ან
მეორად ბაზრებზე;
3. ინვესტიციური დანახარჯების ერთობლიობაში შედის სხვადასხვა ქონებრივი და ინტე-
ლექტუალური ფასეულობები, რომელთა დაბანდება ხორციელდება სამეწარმეო, ფინან-
სურ ან სხვა სახის საქმიანობის ობიექტებში;
4. საინვესტიციო საქმიანობა წარმოადგენს საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტების მიერ სა-
ინვესტიციო საქმიანობის ობიექტებზე მიზანმიმართულ, არაერთჯერად და მართლზომი-
ერ ზემოქმედებას სხვადასხვა სახის ეფექტის მიღების მიზნით;
5. საინვესტიციო საქმიანობის სებიექტებს შორის სულ უფრო წამყვან პოზიციებს იკავებენ ინ-
ვესტიციური მენეჯერები, რომელთა კლიენტებს წარმოადგენენ, როგორც ცალკეული პი-
რები, ისე მსხვილი კორპორაციული გაერთიანებები;
6. ინვესტიციათა პრაქტიკული რეალიზაცია ხორციელდება ინვესტიციურ სფეროში, რომე-
ლიც საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტებს და ობიექტებს აერთიანებს;
7. საინვესტიციო საქმიანობის ობიექტები არ იცვლება უცხოური ინვესტიციების დროს, თუ
ისინი არ ეწინააღმდეგებიან მოცემული ქვეყნის კანონმდებლობას;
8. კანონით იკრძალება ინვესტირება ისეთ ობიექტებში, რომელთა შექმნა და გამოყენება არ
პასუხობს მოცემული ქვეყნის კანონმდებლობით დაწესებული სხვადასხვა ნორმების
მოთხოვნებს, ან აყენებენ ზიანს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთა და სახელმწიფოს ინტე-
რესებს;

საკვანძო ტერმინები

ინვესტიციები საინვესტიციო საქმიანობის ობიექტები


კაპიტალდაბანდებები ინვესტორი
ფასიანი ქაღალდები დამკვეთი
ქონებრივი დაბანდებები საინვესტიციო ობიექტის მოსარგებლე
პირდაპირი და არაპირდაპირი ინვესტიციები ინვესტიციური მენეჯერი
ობლიგაციები, აქციები, ოპციონები გარეგანი მართვის კომპანიები
მაღალ და დაბალრისკიანი ინვესტიციები ინვესტიციური სფერო
მოკლე და გრძელვადიანი ინვესტიციები ინვესტორთა უფლებები
ფინანსური და რეალური ინვესტიციები საინვესტიციო ხელშეკრულება
საინვესტიციო საქმიანობა უცხოურ ინვესტიციათა საკანონმდებლო
საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტები რეგულირება

კითხვები და დავალებები

1
თავი I. ინვესტიციების შინაარსი და საინვესტიციო საქმიანობა

1. განმარტეთ რატომ ნიშნავს ინვესტირება მიმდინარე მოხმარების შეკვეცას, მომავალში მისი


გაზრდის მიზნით;
2. თქვენი აზრით, საქართველოში ინვესტიციათა რომელი სახეებია განვითარებული და რატომ?
3. დაალაგეთ თანმიმდევრობით რისკის ხარისხის გათვალისწინებით შემდეგი დაბანდებები:
ფულის მისესხება ღარიბი მეზობლისათვის; კომპანია GWS-ის აქციების შესყიდვა; უნივერსი-
ტეტისათვის წინასწარ ხუთი წლის სწავლის ქირის გადახდა; საოფისე ფართის შეძენა ქ. ქუ-
თაისში ავანგარდის დასახლებაში; ღამის კოქტეილ-ბარის გახსნა ქ. ტყიბულში; სასტუმროს
აშენება დაბა ურეკში;
4. რა განსხვავებაა ინდივიდუალურ და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს შორის?
5. რა იგულისხმება ფინანსური ბაზრების ინსტიტუციონალიზაციაში?
6. რატომ არ ქმნიან კაპიტალს საფონდო ბირჟები მიმოქცევაში მყოფი ფასიანი ქაღალდების ემი-
ტენტებისათვის?
7. ვთქვათ, თქვენ გაიცანით ინვესტიციური მენეჯერი, რომელმაც თავისი აზრების გაზიარების
დროს გითხრათ შემდეგი: „ჩემთვის სულერთია რას წარმოადგენს ჩემი კლიენტი. ინვესტიცი-
ური მენეჯმენტი, ინვესტიციური მენეჯმენტია. მე ერთი და იგივე სტრატეგიას გამო-
ვიყენებდი ჩემი კლიენტის მიმართ, იქნებოდა ის ბანკი თუ უბრალო პენსიონერი.“ გაუკეთეთ
კომენტარი ამ მოსაზრებას;
8. ინვესტიციური სფეროს შემადგენელი რგოლებიდან რომელია ყველაზე მეტად განვითა-
რებული საქართველოში?

რეკომენდირებული ლიტერატურა:

1. ვორსტი ი., რევენტლოუ პ., ფირმის ეკონომიკა, ქუთაისი 1996


2. Фабоцци Ф.Д., Управление инвестициями, учебник, М. 2000
3. Лоренс Дж. Гитман, Майкл Д. Джонк, Основы инвестирования, М. 1999
4. Шарп У.Ф., Александер Г.Д., Бейли Д.Б., Инвестиции, М., 1999
5. Розенберг Д. М., Инвестиции: Терминологический словарь, М., 1997
6. Зеленкова Н.М., Финансирование и кредитование капитальных вложений, М., 1990

16

You might also like