You are on page 1of 2

გაითვალისწინეთ:

თუ კენ თანდებული სულიერს დაერთვის მაშინ უბრალო დამატებაა


და თუ უსულოს მაშინ ადგილის გარემოება - შენსკენ სავალი გზები,
შვილისკენ წავიდა- - სახლისაკენ გაეშურა, მთისაკენ აიღო გეზი
თუ ნანათესაობითარი მიცემითის ფორმები გვაქვს (მეზობლისას ანუ
მეზობლის სახლში, მარჯანიშვილისას ანუ მარჯანიშვილების
საცხოვრებელი ადგილი...) ანუ სიტყვები რომლებიც ისას
დაბოლოება აქვს და ზმნასთან შედიან წყვილში ადგილის
გარემოებაა

1.უწინ საქართველოში „ ელიობა“ იცოდნენ- წინადადების რომელი


წევრია - 1. „უწინ“-დროის გარემოება
2. „საქართველოში“ -ადგილის გარემოება

2.საღამოს ხალხი ერისთავის სპექტაკლისთვის თეატრში წავიდა-


მოძებნეთ წინადადებაში
ქვემოთ ჩამოთვლილი წევრები და მიუთითეთ
1. ადგილის გარემოება -თეატრში
2. დროის გარემოება-საღამოს
3. უბრალო დამატება -სპექტაკლისთვის

3.„ცაზე ამოდის ცხრათვალა მზე“ სინტაქსური დამოკიდებულების


რომელი სახეა - „ცაზე ამოდის“ –
მართვა
მირთვა
შეთანხმება
პასუხი:მირთვა
4. გრძელთმიანი გოგონა ზღვასთან იდგა - მიუთითეთ წინადადების
რა წევრია: გოგონა-ქვემდებარე
ზღვასთან -ადგილის გარემოება
იდგა-შემასმენელი
გრძელთმიანი -განსაზღვრება

5.რომელ წინადადებაშია უბრალო დამატება


ბუჩქთან პატარა ია ამოსულიუო
ცეცხლთან თამაში საშიშია
კაცი შვიდისთვის ავტობუსში უნდა ყოფილიყო
პასუხი:ცეცხლთან თამაში საშიშია

6.რომელ წინადადებაშია ადგილის გარემოება


1. ბუჩქთან პატარა ია ამოსულიუო
2. ცეცხლთან თამაში საშიშია
3. კაცი შვიდისთვის ავტობუსში უნდა ყოფილიყო
პასუხი:ბუჩქთან პატარა ია ამოსულიყო

7.რომელ წინადადებაშია დროის გარემოება


1. ბუჩქთან პატარა ია ამოსულიუო
2. ცეცხლთან თამაში საშიშია
3. კაცი შვიდისთვის ავტობუსში უნდა ყოფილიყო
პასუხი:კაცი შვიდისთვის ავტობუსში უნდა ყოფილიყო

You might also like