You are on page 1of 2

1 ა.

წერეთლის ლექსი “განთიადი” იწყება მთაწმინდით, რომელიც


შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავს. ლექსში, მთაწმინდა იძენს
ადამიანურ თვისებებს და გაჩუმებული უსმენს მტკვარს, რომელიც
რაინდს, ნანას უმღერის. გულში ჩაუკრავს მთაწმინდას გმირების
საფლავები, რომლებიც შთამომავლობას უნდა გადაეცეს
2 ლექსში განთიადი პოეტი გამოხატავს მამულის მადლიერებას
მისთვის თავდადებული შვილის მიმართ
3 საშვილიშვილო სამარე ნიშნავს სამარხები ,რომლებიც შთამომავლობას
უნდა გადაეცეს
4 მონოლოგი იწყება მე 5 სტრიქონიდან, მშობლიურ მიწას მოცილებული
იგი ობლად და სნეულად გრძნობდა თავს და ახლა როცა ბრუნდება
სამშობლოში ყველა დარდი და ვარამი, გაჭირვება შორს დარჩა.

5 მთაწმინდა იძენს ადამიანურ თვისებებს და გაჩუმებული


უსმენს მტკვარს, რომელიც რაინდს, დიმიტრი ყიფიანს ნანას
უმღერის.
6 როცა მისი დრო მოვა უნდა რომ მშობლიურმა მიწამ მიიბაროს
მისი გულიც და სხეულიც

7 პოეტი საქართველოს ცას და მიწას ადარებს ფირუზს და ზურმუხტს,


რომელსაც შესწევს ძალა, ნოსტალგიით და სულიერი მარტოობით
დაავადებული ადამიანის განკურვნა. აკაკი სულიერად ამაღლებულია,
რადგან ის დაბრუნდა სამშობლოში და ნახა თავისი მზე, მთვარე და
ვარსკვლავები, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნის.

8 მგოსანს კვლავ დაუბრუნდა ხალისი და სამშობლოს ნახვით


გაბედნიერდა. ლექსის ლირიკული გმირი არის პატრიოტი და იგი
სამშობლოსთვის თავგანწირულია, სანაცვლოდ კი მოითხოვს, რომ
მისი მშობლიური მხარის კალთას არასდროს მოსცილდეს. საბოლოოდ
კი მისი დატოვებული ანდერძით, საქართველოს აფიცებს და
ევედრება, რომ სამშობლოს მიწას მიებაროს.
9 შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ბედნიერია სამშობლოში და მისი
განთიადი და იმედი თვითონ სამშობლოა.

You might also like