You are on page 1of 5

Article

განუსაზღვრელი არტიკლი

განუსაზღვრელი არტიკლი a გამოიყენება ზოგადი მნიშვნელობით. განუსაზღცრელი


არტიკლი ა გვიჩვენებს, რომ ეს რომელიღაც ის ფანქარია, რომელიც არ
გამოვაცალკევეთ სხვა ფანქრებისგან.

I want to buy a pencil. - მე მინდა ვიყიდო ფანქარი. ეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ მე


მსურს ერთი რომელიღაც ფანქრის ყიდვა და არა სხვა რომელიმე ფანქრის ან
ნებისმიერი ნითვით.

განუსაზღვრელი არტიკლი (a) ყოველთვის გამოიყენება მხოლო მხოლობით რიცხვის


სახელებთან. A book, a door, a table.

განუსაზღრველი არტიკლი გამოიყენება :

1. ნებისმიერი თვლადი მხოლობითი რიცხვის არსებით სახელებთან


David is a painter
My father is a blacksmith
I am a Georgian

2. A გამოიყენება სიტყვების - ასი, ათასი, მილიონი, გირვანქა, კილოგრამის წინ.


A million
She has a hundred books
There were a thousand people in the hall

3. დროის გამომხატველი, არსებითი სახელების წინ, რომლებსაც აქვთ


მნიშნელობა - ყოველი.
I go to America twice a year
We have six lessons a day

4. განუსაზღვრელი არტიკლი გამოიყენება სიტყვა ვოთ ის შემდეგ ძახილის


წინადადებაში.
What a fine day!
What a beautiful picture!

5. თხრობის დროს პირველად ნახსენებ არსებით სახელებთან.


I met a man in the street. ქუჩაში (ვიღაც ერთ) კაცს შევხვდი. აქ უკვე “a man” ახალი
ელემენტია.
განსაზღვრული არტიკლი

განსაზღვრული არტიკლი the გვიჩვენებს, რომ მხედველობაშია არა რომელიმე,


არამედ განსაზღვრული წიგნი, რომელიც სხვა წიგნებიდან გამოირჩევა .

Give me the book please. - მომეცით (ის) წიგნი.

განსაზღვრული არტიკლი გამოიყენება, როგორც მხოლობით, ასევე მრავლობით


ფორმაში.

The book I bought yesterday is very good.

The books I bought yesterday are very good.

განსაზღვრული არტიკლი the გამოიყენება :

1. იმ არსებითი სახელების წინ რომლებიც გამოხატავენ ერთადერთ საგანს,


მაგალითად : the sun, the moon, the sky, the earth, the universe, the North, the Sou th,
the East, the West.

2. განსაზღვრული არტიკლი გამოიყენება - ოკეანეების, ზღვების, ტბების,


მდინარეებისა და მთაგრეხილების სახელწოდებათა წინ, მაგალითად : the
Atlantic Ocean, the Black Sea, the Mtkvari, the Alps.

3. გამოიყენება - გემების, გაზეთების, ჟურნალების, სასტუმროების


სახელწოდებათა წინ.

4. The არტიკლი გამოიყენება : თეატრების, მუზეუმების, კინოთეატრების,


საკონცერტო დარბაზების სახელწოდებათა წინ, მაგალითად : the Rustaveli
Theatre, the Apolo cinema, the British museum, the Philarmonic hall.

5. ასევე გამოიყენება შემდეგ გამოთქმებთან - in the afternoon, in the evening, in the


morning, in the daytime.

6. თხრობის დროს ერთხელ უკვე მოხსენიებული არსებითი სახელების წინ.

I meet a man in the street.

The man came up to me and asked for help. აქ „The man“ უკვე ცნობილი ელემეტია და
იგულისხმება განსაზღვრული კაცი.

7. არტიკლი გამოიყენება იმ არსებით სახელებთან, რომლებსაც განსაზღვრავს


აღმატებითი ხარისხის ზედსართავი სახელი ან რიგობითი რიცხვითი სახელი.
The best Pupil.
The second year of the war.

არტიკლი არ გამოიყენება (Zero Article )

1. არტიკლი არ გამოიყენება საკუთარი სახელების : პიროვნებათა სახელებისა და


გვარების, ქვეყნებია და ქალაქების წინ.
David, Nino, Georgia, Englad, Tbilisi, London

შენიშვნა 1 : განსაზღვრულ არტიკლი ზე გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ ისინი


საზოგადო არსებითი სახელების მნიშვნელობით იხმარება . ასევე გამოიყენება
საზოგადო არსებითი სახელების წინ, რომლებიც აღნიშნავენ პროფესიას .

He is the Rustaveli of our age , The painter Gudiashvili , The poet Leonidze

შენიშვნა 2 : გვარებს (მრავლობით რიცხვში) განსაზღვრული არტიკლი აქვთ, როცა


ისინი მთელ ოჯახზე მიუთითებენ. The browns , the Nelsons.

შენიშვნა 3 : განსაზღვრული არტიკლი გამოიყენება შემდეგი ქვეყნების


სახელწოდებათა წინ

The United States of America , The Ukraine, The Caucasus

2. არტიკლი არ გამოიყენება ნათესაობის აღმნიშნელ არსებით სახელებთან, როცა


მათზე ლაპარაკობენ ოჯახის წევრები.

Mother has gone to the theatre.

Father has not come yet.

Uncle David is in London.

Aunt Nino is at home.

3. ნივთიერებათა არსებით სახელებს არტიკლი არა აქვთ :

Water is necessary for plants.


Milk is necessary for children.
Iron is hard.

შენიშვნა : თუ ვგულისხმობ, ნივთიერების განსაზღვრულ რაოდენობას, მაშინ


გამოვიყენებ the არტიკლს.

The milk is warm. (არა საერთოდ, ზოგადად რძე თბილია)

The water is hot. (არა საერთოდ წყალი ცხელია)


4. არტიკლი არ გამოიყენება ენათა აღმნიშვნელ სიტყვებთან :
Georgian, Russian, Italian, English, German, French, Spanish …

I know Georgian and Russian.


I study English and German.
My sister wants to learn Italian.
He speaks Spanish well.

5. არტიკლი არ გამოიყენება თუ არსებითი სახელი გამოხატავს მიმართვას.


Children be quiet! Doctor, I feel bad.

6. არტიკლი არ გამოიყენება ქუჩების, მოედნების, პარკების, მეტროს სადგურებისა


და აეროპორტების სახელწოდებათა წინ. Rustaveli Avenue. Chavchavadze street.

7. არიტიკლი ასევე არ გამოიყენება ზოგიერთ გამოთქმაში : By tram, by car, by train,


on foot, by hand, day by day and etc.

I go to the country by train.

His health improved day by day.

8. დღეების, თვეების და წლის დროთა სახელებს არტიკლები არა აქვთ


We begin work on Monday and finish it on Sunday.
It is very cold in winter.

მაგრამ თუ დღეები ან წლის დრო განსაზღვრული მნიშვნელობით გამოიყენება მაშინ


მათ წინ დაისმის განსაზღვრული არტიკლი დაისმის.

The Monday before New Year. - ახალი წლის წინა ორშაბათი.

The winter of 1917. – 1917 წლის ზამთარი.

9. არტიკლი არ იხმარება შემდეგი სიტყვების წინ : breakfast, lunch, dinner, supper


At 8 I have breakfast

მაგრამ თუ ამ სიტყვებს განსაზღვრული მნიშვნელობით გამოვიყენებთმ მათ წინ


განსაზღვრული არტიკლი დაისმის.

The dinner is very good here – სადილი აქ ძალიან კარგია.

The dinner was prepared - სადილი დედაჩემმა გააკეთა.

You might also like