You are on page 1of 6

ქართულ - ამერიკული უმაღლესი სკოლა

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა


X კლასი
2020-21 ს. წ.
კომპლექსური დავალება

სამიზნე ცნებები: კომპოზიციური ელემენტები, ენობრივ-


გამომსახველობითი საშუალებები, კონტექსტი,
ინტერპრეტაცია, ჟანრი.

საკითხები: მეორეხარისხოვანი პერსონაჟი; მისი სულიერი სამყარო,


ფიქრები და განცდები; სიუჟეტი, მხატვრული ხერხები;
არაპირდაპირი დახასიათება.

კომპლექსური დავალების პირობა

წაიკითხე ქვემოთ მოცემული ფრაგმენტები იაკობ ხუცესის ,,შუშანიკის წამებიდან “,


როცა ავტორი გვაცნობს „ვინმე სპარსს“.იფიქრე ამ პიროვნების როლზე, სტატუსზე, მისი
ქმედების მოტივაციაზე, გაიზარე ისტორიული სინამდვილე და შექმენი მხატვრული
ტექსტი- სპარსის თვალით დანახული და შეფასებული მოვლენები.სათაური შეარჩიე
თავად.
შეეცადე, დარჩე ტექსტთან ახლოს!

 დავალების შესასრულებლად შეარჩიე ჟანრი - მოთხრობა ან ნოველა, შეიძლება ეს


პეროზისთვის გასაგზავნი წერილებიც იყოს ან დიპლომატის ჩანაწერები;არჩევანი
შენზეა.
 აღწერე სპარსის გარეგნობა (თუ ამას ითხოვს შენი თხრობა), მისი
შინაგანი სამყარო, ჩანაფიქრი, ემოციები, მისი შეფასებები, მსჯელობა და
სტრატეგიული სვლები.
 წარმოაჩინე სხვა პერსონაჟებისადმი მისი დამოკიდებულება-შეფასება.
 ამოიღე ,,შუშანიკის წამებიდან“ სათანადო, შენთვის საჭირო ფრაზეები და
გამოიყენე თხზულებაში;
 გამოიყენე მხატვრული საშუალებები ;
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

ა)წაიკითხე სახელმძღვანელოდან ეპიზოდი, როცა სასახლიდან წასულ იაკობს


ესაუბრება დედოფალი... ორი დღის შემდეგ დაბრუნებულ ვარსქენს რას ეუბნება
სპარსი...ეპიზოდი, როცა პურობა იმართება თავისი შედეგებით...ამ მონაკვეთებზე
დაყრდნობით, გააცოცხლე მეხუთე საუკუნის საქართველო, თავისი პოლიტიკური
ინტრიგებით, ვარსქენის პეროზთან წასვლის მიზეზები და დედოფლის სასახლიდან
წასვლის ფაქტი.

ბ)არ დაგავიწყდეს ლექსიკა, გმირები, რომელიბიც ჩანან ტექსტში- ეპისკოპოსი,


ხუცესი, აზნაურნი დიდნი და ზეპურნი დედანი, უაზნონი.....სენაკაპანი (კარის
მცველი)....ჩართეთ ფანტაზია და წარმოიდგინეთ ჭრაქით თუ მაშხალით განათებული
დარბაზები, ძველებური ჩაცმულობა, დარბაზის მორთულობა, ეკლესია და სენაკები...
შეგიძლია აღწერო ბუნება (არ დაგავიწყდეს, რომ შუშანიკი იანვარში-8 აპნისს აწამა
პირველად ვარსქენმა), საკუთარი განცდები, ემოციები, შენი ფიქრები, შინაგანი
წინააღმდეგობა, პოზიცია, რას განიცდი რეალურად, როცა დედოფალს ასე ექცევა
ვარსქენი...ეცადე შეინარჩუნო ის ექსპრესიულობა და დინამიკა, რაც ასეთი ორანული
ამ ტექსტისთვის.

გ) ტექსტის დაწერამდე გაეცანი უფრო მეტ დეტალს ისტორიიდან და შენი


გამოცდილება ჩააქსოვე შენს თხრობაში. გაიხსენე ვარსქენის დაპირისპირება
ქართველ მეფესთან, ვახტანგ გორგასალთან. ამის გააზრებაში დაგეხმარება მასალა:
https://www.youtube.com/watch?v=LdFT55KQAzQ
გადადი ლინკზე. ამოიღე შენთვის საინტერესო დეტალები, შეგიძლია თხრობას
შემატო ის, რაც ნაწარმოებში არ არის, მაგრამ ის, რაც ცნობილია ლიტერატურულ
წყაროში, აუცილებლად ტექსტთან ახლოს უნდა მიამბო, შენი შინაგანი ფიქრი და
განცდა უნდა მომაწოდო.

გ) ჩართე ფანტაზია, გამოიყენე სახე-სიმბოლოები, მხატვრული ხერხები, რასაც იყენებს


იაკობი, გაითვალისწინე, რომ ენა არქაულია, მაშასადამე ლექსიკაც შეგიძლია არქაული
გამოიყენო, არქაული წყობით.თუ აკვირდები, სამ ბრუნვაში საკუთარი სახელი
ბრუნვის ნიშანს არ დაირთავდა.მაგ. შუშანიკ (შუშანიკმა მოთ. ბრ. ), რქუა, მიდიოდა
შუშანიკ (შუშანიკი -სახ.ბრ) უხამური და თმაგარდატევებული ...

დ) იფიქრე სპარსის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მის სტრატეგიაზე, მის მოლოდინსა


და შედეგზე.

ე) დაფიქრდი, რატომ შეიძლება იყოს თანამზრახველი ვარსქენის, იქნებ ის მართლაც


„მტერია, მოყვრულად მოსული“ ან მართლაც გულწრფელია თავის გრძნობებში?!
დაფიქრდი, თავად გადაწყიტე, როგორი გმირის სახეს შექმნი.

კარგად იფიქრე, გაეცანი ყველა წყაროს. ჩამოყალიბდი და მხოლოდ შემდეგ დაიწყე


წერა.
ვ) დაწერილ თემას აუცილებლად დაჭირდება დახვეწა, ზედმეტი ადგილების
ჩასწორება. აზრის დახვეწა. გრამატიკული შეცდომებისა და სასვენი ნიშნების
გასწორება, რადგან ნაწერი შეფასდება სხვადასხვა კრიტერიუმით.

მთავარი მოთხოვნა!!!
კრეატიულობა, დამოუკიდებელ აზროვნება, ტექსტის კარგად ცოდნაა და
ორიგინალური ხედვა, მართლწერის ნორმების დაცვა.

გისურვებ წარმატებას!

ეპიზოდი ტექსტიდან:
„და ვიდრე ჩვენ ამას სიტყუასა შინა ვიყვენით, კაცი ერთი სპარსი მოვიდა და
შევიდა იგი წინაშე ნეტარისა შუშანიკისა:

-ესევითარი სახლი მშვიდობისაი ვითარ საწყალობელ იქმნა და სიხარული


მწუხარებად გარდაიქცა!

ხოლო ზრახვითა იყო იგი ვარსქენისითა და ზაკუვით იტყოდა ამას და უნდა


მონადირებაი ნეტარისა მისი. ხოლო წმინდამან მან ცნა ზაკუვითი იგი ზრახვაი
მისი და მოიზღუდა თავი მისი მტკიცედ.

და შემდგომად სამისა დღისა მოვიდა ვარსქენ პიტიახში. და უთხრა სპარსმან


მან ფარულად:

-მე ვითა მიცნობიეს, ცოლი შენი განდგომილ არს შენგან. და მე გეტყვი შენ: ნუ
რას ფიცხელსა სიტყუასა ეტყვი მას, რამეთუ დედათა ბუნებაი იწრო არს. ...

....და ვითარცა მცირედ და-რე- სცხრა გულისწყრომისაგან, მოვიდა სპარსი იგი


და მხურვალედ ევედრებოდა მას, რაითამცა საკრველთა მათგან განეტევა
წმიდაი შუშანიკ. და ვითარ ფრიად ევედრებოდა, ბრძანა განტევებაი მისი და
სენაკსა ერთსა შეყვანებაი და კრძალულ დაცვაი მისი ერთითა მსახურითა და
რაითა სხუაი არავინ შევიდეს ხილვად მისა: არცა მამაკაცი, არცა დედაკაცი. “

ტექსტი მოიცავდეს დასაწყისს ამბებს (აქ უფრო პოლიტიკურ სიტუაციას


ვგულისხმობ და სპარსის როლს მოვლენებში), სამივე ეპიზოდს , თავისთავად, და
ჩაშლილი პურობის ეპიზოდსაც.

ტექსტს ჰქონდეს თავისი სათქმელი და ლოგიკური დასასრული. გისურვებთ


წარმატებას!
დამატებითი რესურსები:

გაიხსენე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ნადირობის სცენა, კერძოდ ის


ეპიზოდი, როდესაც ტარიელის გაქრობით განერვიულებული მეფე იმედგაცრუებული
გამობრუნდება სასახლეში და ველზე ტოვებს თორმეტ დახოცილ მონას, რომლებიც
ტარიელის შესაპყრობად გაგზავნა თავად.მოუსმინე, როგორ აცოცხლებს ამ ტექსტის
ავტორი ერთ-ერთი მონის სახეს.იქნებ ეს ნიმუში გამოგადგეს ასეთივე საინტერესო სახის
შექმნაში.

ირაკლი ქასრაშვილი ,,მონა”


(ნაწყვეტი)

... თვალები რომ გავახილე, ლურჯი, უდაბნოსავით შიშველი ცა დავინახე. ეული


ღრუბელი აქლემივით მიზოზინებდა უსასრულობისაკენ. მეც მივდიოდი სადღაც. უფრო
სწორად, ჩემი სხეული მიჰქონდათ. ზურგი მტეხდა. ალბათ საკაცეზე ვიწექი. ჩუმი
საუბარი დამტრიალებდა თავზე, მაგრამ სიტყვებმა თითქოს მნიშვნელობა დაკარგეს,
უაზრო ბგერებად დაიშალნენ. თავი მიგუგუნებდა. ათასი ჩანჩქერის გრგვინვა
ერთდროულად აწყდებოდა ჩემს გონებას და მზად ვიყავი, ყველა ეს ჩანჩქერი შემესვა
გამშრალი პირით, წყლით გავჟღენთილიყავი, რათა შვება მეგრძნო.მერე ცამ ქანაობა
დაიწყო. ის აქლემის მსგავსი ღრუბელიც სულ უფრო გაიზარდა, გარს შემომეხვია,
თითქოს გულში უნდოდა ჩავეკარი. ხმები მიწყდა, თვალები ისევ დავხუჭე და მაშინ
გავახილე, როცა ტუჩებზე რაღაც სველი შემეხო. მიწაზე ვიწექი და ვიღაც წყალს
მასმევდა. ყოველი ყლუპისას ვგრძნობდი, როგორ მიგრილდებოდა წამით გახურებული
მკერდი და მუცელი. მერე იმ კაცმა სახე ახლოს მომიტანა და ყურადღებით
მაკვირდებოდა. მინდოდა, მეკითხა, რა მჭირდა, მაგრამ გაქვავებული ენა ვეღარ
მოვაბრუნე და მხოლოდ ღრმად ამოვიხვნეშე. თვალები დავხუჭე და ისევ დატრიალდა
ჩემს თავზე სიტყვები, მაგრამ ახლა უკვე ვარჩევდი მათ:
- გადარჩება?
- არა მგონია...და მეორე, უფრო ზუსტი პასუხი:
- არა.
- ჰო, ჭრილობა ძალიან ღრმაა.
-რა მოხვდა?
- მათრახი.
და უცებ დავინახე უცნობი, მდინარის პირას რომ იჯდა და
მისი შავი, მაჯისსიმსხო ტყავის მათრახი. ის აღარ ტიროდა. პირიქით, იცინოდა და
მათრახს ათამაშებდა. ხმალს ხელი ვტაცე. მსურდა თავი წამეგდებინებინა
თავხედისათვის, მაგრამ ჩემი ხმალი ისე დამძიმებულიყო, ვეღარ ავწიე. მაშინ
მოვინდომე, შიშველი ხელებით ვწვდომოდი ყელში, მაგრამ ფეხებიც ვერ ავამოძრავე
და უმწეობისაგან დავიღრიალე. დავიღრიალე ისე, რომ ტყის ფოთლები აშრიალდნენ
და მდინარე აიქოჩრა. უცნობმა ერთი გადაიხარხარა და მათრახი მომიქნია. მისმა
შხუილმა დამაყრუა და დამაბრმავა. შუბლი ამეწვა და ისევ დავიყვირე, ახლა უკვე
გაუსაძლისი ტკივილისაგან. ჩემი მოწინააღმდეგე გაქრა, ხმებიც მიწყდა. სრულიად
მარტო ვეგდე ტრიალ მინდორში, უპატრონო და მიტოვებული. მერე ისევ გავიგონე
სიტყვა, ერთი სიტყვა, რომელმაც გამომაცოცხლა, რადგან ის იყო ჩემი იმედი: „მეფე“.
ქუთუთოები გავხსენი და დავინახე. მისი ფიგურა ჰაერში კრთოდა. მე ვიცი, ის მოვა
ახლოს, ჩემს ჭრილობას დახედავს, მომიკითხავს, შემდეგ საუკეთესო დასტაქრებს
ჩააბარებს ჩემს თავს. იქნებ, გამოვკეთდე კიდეც. ჯერ ხომ ვგრძნობ, ვაზროვნებ, არ
მოვმკვდარვარ და სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის არის გადარჩენის იმედი. მეფე
ბრძანებს და ამ მტვრიანი მიწიდან წამომაყენებენ, რბილ ლეიბზე გადამაწვენენ.
ბრძანებს და ჭრილობას გამიბანენ, მალამოს დამადებენ, რათა ტკივილი დამიამდეს...
მეფე მოდის ჩემსკენ და მიახლოვდება საუბარიც.
- გაიქცა, ვერ დაეწივნენ,
მეფემ ბრძანა:-„ ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა“.
ის კი მოდის მდუმარედ, მძიმედ, არავის აქცევს ყურადღებას, მოისწრაფის ერთგული,
თავდადებული მონისაკენ. იცის, როგორ მჭირდება მისი გამხნევება. თუმცა, რა ხდება?
მეფემ პირი იბრუნა. მე ხომ იმ მხარეს არა ვარ, იქით რა უნდა? აი, შეჩერდა. ახლა ისევ
მობრუნდება. თუმცა არა. თეთრი ცხენი მოჰგვარეს. კი მაგრამ, ასე როგორ
მომიახლოვდება, ხომ შეიძლება გადამთელოს? მეფე ცხენზე შეჯდა. მისი მხლებლებიც
ამხედრდნენ და მათი აჩრდილები ჰაერს შეერია, ქარს გაჰყვა. ისე წავიდა, არც
დამხედა, არ დაინტერესდა ჩემი ბედით. მინდა წამოვიწიო, დავუძახო, მოვაბრუნო,
მაგრამ თავზე ცეცხლიმიკიდია, სული მეხუთება, ვერ ვინძრევი. ვცდილობ, უფრო
ღრმად ვისუნთქო, მაგრამ ფილტვები აღარ იღებს ჰაერს. თავი უარესად მიხურს.
სამყარო ირწევა ჩემს ირგვლივ, როგორც ირწეოდა დიდი, ძალიან დიდი ხნის წინ და
ისევე ხელფეხშეკრული ვარ, როგორც მაშინ, აკვანში. საიდან მოვიდა ეს მოგონება, ან
ის ახალგაზრდა ქალის სახე, ჩემკენ რომ დახრილა და მიღიმის? ვიძირები მის
ლაჟვარდისფერ თვალებში, გამქრალი და გადავიწყებული ბავშვობა მიბრუნდება.
ხელებს ვიშვერ ამ უმშვენიერესი სახისაკენ, სხეულის სიმძიმე ქრება და მივეშურები,
მივდივარ, მივფრინავ მისკენ, სულ მაღლა და მაღლა.

You might also like