Professional Documents
Culture Documents
– გამოგაგდეს, ვალოდია?
– მინახავს უკეთესიც!..
შევიდნენ.
კარებიდან უცქერდა.
– ეს მესმის!
– ამას მეც შევირთავი!
– რა ფეხებია!..
ქალს გამოეღვიძა.
მაყურებელნი მიიმალნენ.
იპოვა.
- და თქვენ გსურთ?..
- არა, არა, ღმერთმა დამიფაროს, თქვენ
დაგინახოთ საჯარიმო წარმოდგენაზე.
მსახურმა მოახსენა:
- ბატონი ბრომლეი გთხოვთ, დღეს
საღამოს საშუალება მისცეთ, "ორფეუმში"
გადაგიხადოსთ წაგებული.
მსახური გავიდა.
"დავენაძლეოთ მილიარდერი".
– დიდებულია,
– ვაშა!!
– ამ ზანტმა გერმანელებმაც კი
გადააჭარბეს, – მიმართა ელიმ
თანამსხდომთ, რომ მოგონებები ისე არ
მოსწოლოდენ თავს.
– რა ბრძანა ქალბატონმა?
– დამისახელეთ მაინც...
ჰექსლეი:
– კი! ...
ჰექსლეის რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ კვიპაროსი - მარადმწვანე
ენა თითქოს შეუჩერა ელის წიწვოვანი ხე პირამიდული
დაბეჯითებულმა სახემ და, შეიძლება, ვარჯით.
ბრომლეის მეტად ხელსაყრელმა
წინადადებამ.
– ... ოღონდ წამიყვანეთ ტფილისში.
– გაძლევთ სიტყვას.
ტკბილი ძიძა.
ყავახანის განსაკუთრებულად
განებივრებულ სტუმრებთ ფარეშებმა
მოახერხეს საიდანმე ეცქირნათ ცალის
თვალით მაინც.
შურდათ დანარჩენთ...
დაიწყო.
ბაგე-გაპობილი, კდემადაკარგული,
თითქმის ტიტველი ქალი, ინსტინქტიურად
ისწორებდა, სწეწდა, აბურბუშებდა
აღმართულ ხელებით თმასა და ელოდა
ეხლა კიდევ უფრო ზანტად, მწყობრად
მოსრიალე გველებს.
– ექიმი!
ექიმმა მობანა.
ბევრი წაიწია.
შეჩერდენ.
განუმეორეს.
იმავ წამს არიწკინდა ტელეფონები,
ტელეგრაფი, რადიო. ვიღაცამ ბრძანა,
ვიღაცამ გაგზავნა და...
თბილისში
გაუგებარმა რადიომ
ვიღაც განაცვიფრა;
ვიღაც გაბრაზდა.
მილიცია აფორიაქდა.
ვერ გაიგეს,
ეგონათ რაღაც ხერხი – რაღაც ნიშანი;
ბანკის გამგე გაიწვიეს.
ვიღაც დააკავა მილიციამ
ყოველ შემთხვევისთვის...
იჭვები გაფანტა ინგლისის საკონსულოს
თანამომდევნო ტელეგრამამ.
და
არიწკინდა ისევ ტელეფონი.
ტელეგრაფი არაკუნდა
და
სოფლის მახლობელ სადგურიდან ქაფში
გავლებული ორი ცხენი მიადგა როსკანას
ოდას.
................................
ბრომლეიმ წინადადება არ
დაამთავრებინა:
– ვეცდები.
– კი არ ეცდებით, შეასრულებთ!
.............................................................................
წარუდგა მდივანი:
– დღეისათვის?
– ყველაფერი მზად გახლავთ...
– ავტომობილები, ჰაეროპლანები,
სადილი, კატაფალკა ისეა, როგორც
გადავწყვიტეთ?..
– დიახ!
– ქანდაკება?
– მთელი მოგება?
– 100.000 დაახლოებით...
– სწორი რიცხვი?
– 98.694
– მიცვალებულის პატივისმცემელნი
ყველანი შეიკრიბენ...
– აბა, მსახურს უბრძანეთ, ჩამაცვას, რაც
ასეთს დროს შეეფერება... დაუძახეთ
მდივანს.
გადაცემის დროს ბრომლეი მდივანს
ეუბნებოდა:
..............................
..................................
და შემდეგ მიცვალებულის
პატივისმცემელთა უთვალავი
ავტომობილები, რომელთა შორის აქა-იქ
ჩადგმული იყო ვეებერთელა მოძრავი
თაიგულები.
შეჩერდა ორკესტრიც.
ელის ქანდაკება.
––––––––––––––––––––