You are on page 1of 4

კურორტებისის განვითარების პრობლემები საქართველოში.

ბიზნესი არის არჩევნის მხრივ მრავალფეროვანი. მის არჩევანში შედის უამრავი


დარგი, მათ შორის კი ერთ-ერთია ტურიზმი. ტურიზმი ეს არის დარგი, რომლის
მთავარი შემოსავალია უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები, რომლებიც სიამოვნებას
ღებულობენ უცხო ქვეყანაში სტუმრობის დროს, კერძოდ: ათვალიიერებენ ამა თუ იმ
ქვეყნის ისტორიულ ადგილებს, ასევე, კუთხეებს, აგემოვნებენ ნაციონალურ
სამზარეულოს და ა. შ.

ტურიზმი, როგორც ბიზნესის მთავარი მიზანია შემოსავლის გაზრდა და


უცხოელი ტურისტების რაოდენობის მომატება, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად
საჭიროა ამა თუ იმ ამოცანაზე პასუხის გაცემა. მაგალითად, პირველი ამოცანაა
ტურისტული შემოსავალი და მათი რაოდენობა ქვეყანაში, მეორე ამოცანაა
მაქსიმალური ტურისტების რაოდენობის მიღების გამოთვლა ანუ სახელმწიფომ
უნდა გათვალოს თუ რამდენი ტურისტების მიღება შეუძლია მის მფლობელობაში
არსებულ ამა თუ იმ კურორტს, ხოლო მესამე კი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს
ტურისტული დაწესებულებების ყოველგვარი წინაღობების თავიდან მოშორება და
სხვა.

პირველი ამოცანის ამომწურავი პასუხის გასაცემად, ბოლო წლებში, საქართველოში


ტურისტული შემოსავლების რაოდენობის სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე
რეკორდული რაოდენობა 2018 წელს დაფიქსირდა და შესაბამისად, ყველაზე დიდი
შემოსავალიც ამ წელს დაგროვდებოდა. 2019 წელს,რაღაც მიზეზების გამო,
სამწუხაროდ მსგავსი შემოსავალი და ტურისტების რაოდენობა არ ყოფილა. 2020
წელს კი, გლობალური პანდემიისა და საქართველოს საზღვრების ჩაკეტვის შედეგად,
ქვეყანაში შემოსავალი და ვიზიტორების რაოდენობა რეკორდულად შემცირდა.

მეორე ამოცანას კარგად რო ჩავუღრმავდეთ და შესაბამისი სწორი პასუხი გავცეთ,


მაშინ უნდა გავიხსენოთ 2018 წლის ზაფხული, რადგან ამ წელს, საქართველოს,
საკუთარ მოსახლეობაზე ორმაგი რაოდენობით ტურისტები ეწვივნენ. ჩემი აზრით, ეს
ძალიან გასაკვირიც არ არის, რადგან საქართველო თავისი ღირსშესანიშნაობებით,
ულამაზესი ადგილებითა და კურორტებით განთქმული ქვეყანაა და ეს არის მიზეზი
თუ რატომ მოდიან ტურისტები ამ ყველაფრის სანახავად.

მესამე ამოცანაში ტურისტული დაწესებულებების ყოველგვარი წინაღობების


თავიდან მოშორების გზები რომ აღმოვფხრათ, ეს ყველაფერი თვითონ
სახელმწოფომ უნდა უზრუნველყოს , რადგან მისი პასუხისმგებლობაა, ტურისტი
აარიდოს საფრთხესა და რისკებს. ასევე, სახელმწიფოს ვალდებულებაა, ფინანსური
მხარდაჭერა გაუწიოს კურორტულ დაწესებულებებს და ასევე, ისეთ პრობლემებში
დაეხმაროს, სადაც ვერ ახერხებს გამკლავებას.

You might also like