You are on page 1of 3

დავალება N2

ქალაქის ცენტრალურ უბანში მესაკუთრემ ააშენა ინდივიდუალური საცხოვრებელი


სახლი და შესაბამის ორგანოს მიმართა სახლის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით.
ადგილზე განხორციელებული დათვალიერების შდეგად გამოჩნდა, რომ სახლის
ფასადი აჭრბებდა პროექტის პარამეტრებს, რომელიც მშენებლობის დაწყებამდე იქნა
შეთანხმებული არქიტექტურის სამსახრურთან, კერძოდ, ნაგებობის ფასადი 5
სანტიმეტრით აჭარბებდა პროექტის პარამეტრებს. სამართალდარღვევა
ითვალისწინებს ჯარიმას 8000 ლარის ოდნობით ან ნაგებობის დემონტაჟს. მერიის
წარმომადგენელმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც პირს დაევალა შენობის დემონტაჟი
და ჯარიმა. შეაფასეთ მერიის გადაწყვეტილება რამდენად კანონიერი და
თანაზომიერი იყო.

ამოხსნა:

თანაზომიერების პრინციპი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია საჯარო


სამართალში. მის მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ იგი კონსტიტუციიდან
გამომდინარეობს და, ცხადია, ადმინისტრაციულ სამართალშიც დიდ როლს
თამაშობს. პრინციპის თანახმად თითოეული შემზღუდველი ხასიათის ღონისძიება
უნდა იყოს თანაზომიერი, ანუ შეზღუდვა ქმედების ეკვივალენტური უნდა იყოს.
ამდენად, აღნიშნული პრინციპი კრძალავს ადრესატისადმი შეუსაბამო სანქციის
დაწესებას.
როგორც უკვე აღვნიშნე, თანაზომიერების პრინციპს კონსტიტუციური საფუძვლები
აქვს და ის ემყარება სამართლებრივ სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპს.
ამდენად, თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის
მონაწილე რომელიმე მხარის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა იმდენად
არის დასაშვები, რამდენადაც ის საჯარო ინტერესების დაცვის გარდაუვალი
საშუალებაა. ადმინისტრაციულ სამართალში თანაზომიერების პრინციპის
გათვალისწინებით მოწმდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ
საშუალებებსა და მისაღწევ მიზანს შორის არსებული დამოკიდებულება. ამისთვის კი
საჭიროა მიზნის, შესაფერისობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის დადგენა.
- მიზნის დადგენა
გამომდინარე იქიდან, რომ მმართველობა გულისხმობს კანონის აღსრულებას, ის
ნორმა, რომელსაც აღასრულებს შესაბამისი დაწესებულება, კაზუსში მითითება
გვაქვს შესაბამის ორგანოზე, გვაძლევს ინფორმაციას მისაღწევ მიზანზე.
მოცემულ შემთხვევაში მითითებული ორგანოს მიერ გატარებული ღონისძიების
მიზანი არის პრევენციულ ხასიათის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას
ემსახურება. მითითებული ორგანო ახდენს რეაგირებას დარღვევაზე.
- შესაფერისობის დადგენა
თუ შერჩეული საშუალება შესაძლებელს ხდის მიზნის მიღწევას, მაშინ უნდა
ვთქვათ რომ იგი შესაფერისია. ამდენად, საშუალებას უნდა მივყავდეთ მიზანთან.
მოცემულ კაზუსში მიზანი პრევენცია და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაა,
ხოლო მისი მიღწევის საშუალებად კანონმდებელმა ჯარიმის დაწესება ან შენობის
დემონტაჟი მიიჩნია. ამ ნორმის გამოყენება სავსებით შესაფერისად უნდა
ჩავთვალოთ.
- აუცილებლობის დადგენა
გატარებული ღონისძიების, საშუალების აუცილებლობა მაშინ დგას თუ არ
არსებობს სხვა, ნაკლებად ზიანის მომტანი საშუალება როგორც საზოგადოების,
ისე ადრესატისთვის. ნორმის გამოყენებას პირდაპირ კანონმდებელი აწესებს
შესაბამის დარღვევაზე, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნორმაში
მითითებული სანქციები ნორმის დამრღვევს უნდა დაეკისროს არა
კუმულატიურად არამედ ალტერნატიულად. ამდენად, შესაბამისი ორგანოს მიერ
ჯარიმისა და დემონტაჟის ერთდროულად დაწესება არა თუ აუცილებლობად,
არამედ კანონდარღვევადაც შეიძლება მივიჩნიოთ. მხედველობაში უნდა
მივიღოთ, რომ ორგანომ სანქცია დააწესა 5სმ-ით პროექტში მითითებული ზომის
გადაცილებაზე. მიმაჩნია, რომ ეს დარღვევა არ არის იმდენად საგანგაშო, რომ მის
ასეთი სანქციას იმსახურებდეს. ჩემი აზრით, მართებული იქნებოდა გაცილებით
უფრო მსუბუქი სასჯელის დაწესება.
- პროპორციულობის დადგენა
ღონისძიება შესაძლოა მივიჩნიოთ პროპორციულად, თუ ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით გამოწვეული უფლების
შეზღუდვა პროპორციულ დამოკიდებულებაშია შეზღუდვის მიზანთან.
მოცემულ კაზუსის ფაბულის თანახმად ვითარება შემდეგია - ქალაქის
ცენტრალურ უბანში მესაკუთრემ ააშენა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი
და შესაბამის ორგანოს მიმართა სახლის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით.
ადგილზე განხორციელებული დათვალიერების შედეგად გამოჩნდა, რომ სახლის
ფასადი 5სმ-ით აჭარბებდა პროექტის პარამეტრებს, რომელიც მშენებლობის
დაწყებამდე იქნა შეთანხმებული არქიტექტურის სამსახურთან. გამომდინარე
იქიდან, რომ პროექტში მითითებული ნახაზის გადაცილება მოხდა 5სმ-ით,
რომელიც მნიშვნელოვნად არ ზრდის შენობის ფართობს და არც განსაკუთრებით
თვალშისაცემად არ ამახინჯებს გარემოს, ვფიქრობ, შესაბამისი ორგანოს მიერ
გამოყენებული სანქცია არაპროპორციულია ჩადენილ დარღვევასთან
მიმართებაში. გარდა ამისა გასათვალისწინებელია ისიც, რომ მესაკუთრემ ააშენა
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი. მესაკუთრეს რომ გაერემონტებინა ბინა
საცხოვრებელ კორპუსში ან დაენგრია და თავიდან აეშენებინა ის გამომდინარე
იქიდან, რომ პრესტიჟულ უბანს ეხება საქმე შესაძლებელი იქნებოდა უფრო
მკაცრად მივდგომოდით საკითხს, რადგან ეს ფასადის აშკარა დაზიანება
იქნებოდა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ახალ აშენებულ
საცხოვრებელ სახლთან და კაზუსში მითითებაც არ გვაქვს, რომ იმ ტერიტორიაზე
უკვე არსებობდა რაიმე სახის შენობა-ნაგებობა. ამდენად, ვფიქრობ, მითითებული
სანქცია არაპროპორციულია. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მითითებული
ორგანო ასრულებს დისკრეციულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული
ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც
სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის
დადგენის შემთხვევაში მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს კონკრეტული
შემთხვევისთვის მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში, კანონი ერთ
კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს კი არ განსაზღვრავს, არამედ
ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თვითონ
განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები იმდენად, რამდენადაც ორ ან
რამდენიმე შესაძლო სამართლებრივ შედეგებს ადგენს და აძლევს
შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. კაზუსის ფაბულიდან
კი ირკვევა, რომ ორგანოს ჰქონდა უფლებამოსილება მესაკუთრისთვის ნორმაში
მითითებული სანქციებიდან ერთ-ერთი გამოეყენებინა. ამრიგად, სანქცია და
დარღვევა ერთმანეთის პროპორციული არ არის. სანქცია გაცილებით დიდია,
ვიდრე დარღვევა.
დასკვნის სახით უნდა ვთქვათ, რომ კაზუსის ფაბულისა და მოცემული
მსჯელობიდან გამომდინარე მითითებული ორგანოს მიერ გამოყენებული სანქცია
არათანაზომიერია მესაკუთრის მიერ ნორმის დარღვევასთან მიმართებაში, რომელიც
პროექტში მითითებული პარამეტრების 5სმ-ით გადაცილებაში გამოიხატება.

You might also like