You are on page 1of 2

20 საუკუნის 70 იანი წლები

- 1945 წელი- სან ფრანცისკოში შეიქმნა გაერო ( გაერთიანებული ერების


ორგანიზაცია ).
- 1970 წელი- პრეზიდენტმა ნიქსონმა კონგრესში გამოსვლისას ჩამოაყალიბა ახალი
საგარეო პოლიტიკური კონცეფცია. შეერთებული შტატები უარს ამბობდა გლობალურ
პასუხისმგებლობაზე. მას არ შეეძლო თავისუფალი ერების დაცვის საკუთარ თავზე
აღება. კონფრონტაცია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის უნდა
დასრულებულიყო.
- 1972 წელი- ზესახელმწიფოებს შორის დაიდო ხელშეკრულება რაკეტსაწინააღმდეგო
თავდაცვითი სისტემების რაოდენობის შეზღუდვის შესახებ .
- 1974 წელი- შეიზღუდა ბირთვული იარაღის გამოცდის შესაძლებლობა. განმუხტვის
პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულება იყო უშიშროებისა და თანამშრომლობის
პირობების შექმნა ევროპაში.
- 1975 წელი- ჰელსინგის აქტს ხელი მოაწერა 35მა სახელმწიფოებმა. დასკვნით
დოკუმენტში გამოცხადებული იყო 10 ძირითადი პრინციპი, რომელიც ევროპაში
მშვიდობის საფუძველი უნდა გამხდარიყო. ეს პრინციპებია- საზღვრების ურღვეობა ,
სახელმწიფოთა სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა ,
სახელმწიფოს შინაგან საქმეებში ჩაურევლობა, ძალის გამოყენებაზე უარის თქმა ,
სადავო საკითხების მშვიდობიანად მოგვარება, ერთა თვითგამორკვევა , ადამიანის
უფლებების პატივისცემა, სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობა, საერთაშორისო
სამართლის სავალდებულო ნორმების დაცვა. ჰელსინკის აქტით ს.ს.რ.კ.-მ მიზანს
მიაღწია. ევროპაში მოხდა მისი საზღვრების აღიარება. დასავლეთისათვის
მნიშვნელოვანი იყო ადამიანის უფლებათა დაცვა.
- 1979 წელი- ნატომ ორმაგი გადაწყვეტილება მიიღო. პირველი- დასავლეთი საბჭოთა
კავშირს თავაზობდა მოლაპარაკებას რაკეტების შეზღუდვის თაობაზე . მეორე - თუ
მხარეები ვერ შეთანხმდებოდნენ ა.შ.შ დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე საშუალო
მანძილზე მოქმედი რაკეტების განთავსებას დაიწყებდა.
- 1981 წელი- ა.შ.შ.-ს პრეზიდენტი გახდა რონალდ რეიგანი. რეიგანის მშვიდობის
დაცვის ახალი დევიზი გახდა ‘ ძალისმიერი მშვიდობა ‘. მან საბჭოთა კავშირს ბოროტი
იმპერია უწოდა და დასავლეთს ჯვაროსნული ლაშქრობისკენ მოუწოდა .
- 1985 წელი- მსოფლიოში ვითარება დაიძაბა. შეწყდ დასავლეთსა და აღმოსავლეთს
შორის ყველა მოლაპარაკება. ამ ვიტარებაში საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი
გახდა გორბაჩოვი.
- 1985 წელი- ჟენევაში გორბაჩოვი და რეიგანი შეხვდნენ.
- 1986 წელი- რეიკიავიკში გორბაჩოვი და რეიგანი შეხვდნენ. შეხვედრებზე გამოიკვეთა
ორი საკითხი- ევროპის განთავისუფლება რაკეტებისაგან და სტრატეგიული იარაღის
განახევრება.
- 1988 წელი- მოსკოვში შეხვედრაზე მოხდა სარატიფიკაციო სიგელების გაცვლა.
- 1990 წელი- პარიზში ‘ ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ‘
წევრმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს შეიარაღების შემცირებას.
- 1991 წელი- მოსკოვში გორბაჩოვი და ბუში შეხვდნენ.
- 1992 წელი- ჰელსინკის პროცესს შეუერთდა საქართველო.
- 1995 წლიდან- ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირი
ორგანიზაციად გარდაიქმნა. დღეს ეს ორგანიზაცია ‘ ეუთოა ‘. დაძაბულობის
შენელების პარალელურად საბჭოთა კავშირმა ამერიკის მიერ წარმოებული
პოლიტიკის გამო თავი ალყაში მოქცეულად იგრძნო. ამის მიზეზი გახდა
დასავლეთით- ნატო, აღმოსავლეთით- სამთა კუალიცია ( ა.შ.შ, ჩინეთი, იაპონია ),
შერყეული პოზიციები ახლო აღმოსავლეთში. ამ ალყის გარღვევის სურვილი
ამოძრავებდა ს.ს.რ.კ.-ს, როცა მან 1979 წელს ავღანეთში ჯარი შეიყვანა. ამით
დასრულდა მშვიდობიანი თანაარსებობა და დასავლეთი აღმოსავლეთის მიმართ
ძალისმიერ პოლიტიკას დაუბრუნდა.

You might also like