You are on page 1of 11

 ეთნიკური წმენდა:

 გეოგრაფიული განზომილება;
 მოსახლეობის იძულებითი გამოსახლება;
 ეთნიკური პარიტეტი;
 გავრცელება ჰპოვა იუგოსლავიის ომების
დროს;
 დეპორტაცია, საკუთრებიდან გამოსახლება,
წამება, გაუპატიურება, მკვლელობა.

 გენოციდი:
 ეთნიკური, რელიგიური ან სხვა ტიპის
ჯგუფის ფიზიკური ლიკვიდაცია;
 არ აქვს გეოგრაფიული განზომილება;
ჰოლოდამორი 1932-33

უკრაინელთა განადგურება მასობრივი შიმშილობის გამოწვევით საბჭოთა


ხელისუფლების მიერ, რომლის სათავეში იოსებ სტალინი იყო. 1933 წელს მოსავლის
სრული კონფისკაცია მოახდინეს და ძალიან ცოტა დაუტოვეს გლეხებს საკუთარი თავის
გამოსაკვებად. აკრძალული იყო რაიმე სახის საკვების შეტანა უკრაინის რესპუბლიკაში .
უმძიმესი ვითარება შეიქმნა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი სოფლებში – ხალხი
შიმშილისგან მასობრივად წყდებოდა, აღრიცხულია კანიბალიზმის ასობით შემთხვევა .

2008 წელს ევროპის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც


ჰოლოდომორი კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად სცნო. 2010 წლის 13 იანვარს
უკრაინის სასამართლომ იოსებ სტალინი, ვიაჩესლავ მოლოტოვი, ლ.კაგანოვიჩი ,
სტანისლავ კოსიორი, პაველ პოსტიაშევი, ვლას ჩუბარი და მენდელ ხატაევიჩი
დამნაშავეებად სცნო უკრაინელი ხალხის გენოციდში.

კამბოჯას გენოციდი (1975-1979)


კამბოჯას გენოციდი განხორციელდა კომუნისტური პარტიის კამპუჩეას მიერ, რომელიც
კავშირშია ქჰმერის რეჟიმთან გენერალ პოლ პოტის მეთაურობით. მათი მიზანი იყო
"მოსახლეობის გაწმენდა, " იმისთვის რომ აგრარულ სოციალისტური საზოგადოება
შეექმნათ. უსწორდებოდნენ ყველას, ვინც კი მათი იდეოლოგიის მოწინააღმდეგე იყო –
ინტელიგენციას, სასულიერო პირებს, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
გარდა ამისა, შიმშილობამ და მონურმა შრომამ ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე
შეიწირა. მოსახლეობას მასიურად ხოცავდნენ და ერთად მარხავდნენ . აღმოჩენილია 20
000 ასეთი სასაფლაო.

რუანდას გენოციდი 1994-95


 ბელგიის კოლონია;

 1962 წ. რუანდას რესპუბლიკა იქმნება;

 დაპირისპირება ჰუტუსა და ტუტსის ტომებს შორის;

 პრეზიდენტის მკვლელობა, როგორც საბაბი;

 500.000 – 1 მილიონამდე მსხვერპლი;

 გაეროს კრახი;

აფრიკის პატარა სახელმწიფო, რუანდა 1916 წლამდე გერმანიის კოლონია იყო,


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი ერთა ლიგამ მართვის უფლება ბელგიას
გადასცა. ამ სახელმწიფოში 2 ეთნოსი ცხოვრობდა ტუტსი და ჰუტუ, ტუტსი
უმცირესობას წარმოადგენდა, თუმცა ყოველთვის პრივილეგიებით სარგებლობდა ,
კოლონიზაციის შემდეგ კი ჰუტუ ტუტსის დაქვემდებარების ქვეშ აღმოჩნდა, რამაც
დაუსრულებელ ეთნიკურ კონფლიქტს ჩაუყარა საფუძველი.

1959 წლის ჰუტუს აჯანყება, ტუტსის მონარქიის დამხობით დასრულდა,


კონფლიქტმა ათასობით ადამიანის სიკვდილი და ემიგრაცია გამოიწვია. 1962
წელს რუანდა დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა და პრეზიდენტმა გრეგუარ
კაიიბანდამ ჰუტუს ერთპარტიული რეჟიმი დაამყარა.

1973 წელს ხელისუფლებაში გადატრიალების გზით მოვიდა ჟიოვენალ ჰაბიარიმანა,


რომელმაც ჰუტუს ავტორიტარული რეჟიმი უფრო მეტად გაამკაცრა და ტუტსის მიმართ
დისკრიმინაციული პოლიტიკა გააძლიერა.ჰაბიარიმანას მმართველობის დროს შემოიღეს
ეთნიკური კუთვნილების დამადასტურებელი მოწმობა,რომლის მიხედვითაც
მიმდინარეობდა ტუტსის მასობრივი ხოცვა მიმდინარეობდა . სხვა ქვეყნებში გახიზნული
ტუტსელები შეტაკებისთვის ემზადებოდნენ. 1990 წლის 1 ოქტომბერს, უგანდის
ტერიტორიაზე შექმნილმა „რუანდის პატრიოტულმა ფრონტმა“ პოლ კაგამეს
მეთაურობით, სამხედრო მოქმედებები დაიწყო. 1990-93 წლების სამოქალაქო
დაპირისპირება ტანზანიის ქალაქ არუშაში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად . 1993
წლის 3 აგვისტოს ხელი მოეწერა შეთანხმებას,რომლის მიხედვითაც, ჰუტუს და ტუტსის
მთავრობათა და შეიარაღებული ძალების კოალიცია შეიქმნებოდა.ეს ვითარება ჰუტუს
ექსტრემისტებში უკმაყოფილებას იწვევდა.
1994 წლის 6 აპრილს რუანდის აეროპორტში ის თვითმფრინავი
ჩამოვარდა,რომელშიც ჰაბირიმანა იჯდა ჰუტუს ექსტრემისტებმა პრეზიდენტის
მკვლელობაში ტუტსი დაადანაშაულეს.მომდევნო დღეს გენოციდი დაიწყო ,
გასამხედროებული ორგანიზაცია „ინტერაჰამვე“ და რუანდის არმია ტერორს
აწარმოებდა ჰუტუს და ტუტსის მიმართ მათ წინააღმდეგ შეტევა განახორციელა და
მთელ ქვეყანაზე კონტროლი მოიპოვა „რუანდის პატრიოტულმა ფრონტმა “

რუანდის გენოციდი ერთერთი ყველაზე შემზავი მოვლენა იყო


მსოფლიოსთვის,თუმცა,მიუხედავად ამისა,მსოფლიო ქვეყნებმა პასიურობა
გამოიჩინეს.გაეროს უშიშროების საბჭომ რუანდაში სამშვიდობო კონტინგენტის
მინიმუმამდე დაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. არც ამერიკა ჩაერია მოვლენებში .
22 ივნისს 3 თვის თავზე გაერომ წევრ ქვეყნებს მოუწოდა, სამშვიდობო ოპერაცია
დაეწყოთ რუანდაში,მაგრამ უკვე გვიანი იყო,ქვეყანა განადგურდა. გენოციდს
მილიონამდე რუანდელი ემსხვერპლა, 2 მილიონამდე ემიგრაციაში მოყვა . გაეროს
წესდების მიხედვით,ორგანიზაციის ერთერთი ვალდებულებაა მშვიდობის
შენარჩუნებაზე ზრუნვა,თუმცა რუანდის შემთხვევაში ეს პრინციპი დაირღვა ,უამრავი
ადამიანის სიცოცხლე შეეწირა მსოფლიოს უმოქმედობას და არ შეიძლება ამის
დავიწყება. ნებისმიერი მსოფლიო ორგანიზაცია პირნათლად უნდა ასრულებდეს
დაკისრებულ მოვალეობებს,რათა მსგავსი რამ არასოდეს განმეორდეს !

1993 წლის ოქტომბერში გაერომ დააარსა ორგანიზაცია UNIMAR-ი (გაერთიანებული


ერების რუანდის დახმარების მისია) რათა შესრულებულიყო ის სამშვიდობო
ხელშეკრულება რომელიც 1993 წლის 4 აგვისტოს რუანდის პარტიებს შორის დაიდო,
ტანზანიის ქალაქ არუშაში. ორგანიზაციას მანდატი შეუწყდა 1996 წელს. გაეროს არ მიუცია
უფლება/დავალება UNIMAR-ისთვის რომ გენოციდის დასაწყისშივე მოეხდინა პრევენცია
და არც შემდეგ მიუღიათ ზომები რომ თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც
გადაერჩინათ. გაეროს მისიის ხელმძღვანელი იყო კანადელი გენერალ -ლეიტენანტი
რომეო რომეო დალერი.
გენოციდის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, გაეროში წარადგინეს ანგარიშები
ჰუტუს დაჯგუფების შეიარეღებისა და გეგმების შესახებ, გაერომ ყურადღება არ მიაქცა ამ
ცნობებს და უარი თქვა პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე . მიუხედავად დალერის
მრავალგზის გაფრთხილებისა გეარომ აუკრძალა სამშვიდობო მისიის
წარმომადგენლებს კონფლიქტში ჩარევა.
გენოციდი დასრულდა როდესაც ტუტსის ტომის დაჯგუფებამ, რუანდის პატრიოტულმა
ფრონტმა, რომლის სათავეშიც პოლ კაგამე იყო, ჰუტუს მთავრობა ჩამოაგდო და ხელში
ჩაიგდო ძალაუფლება. ასი ათასობით ჰუტუ გადავიდა აღმოსავლეთ ზაირში (ამჟამად
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) რათა ტუტსის ტომის შურისძიება აეცილებინა
თავიდან. რუანდის ამბებმა გავლენა იქონია მეზობელ ქვეყნებზეც და გამოიწვია ორი ომი
კონგოში, ბურუნდის სამოქალაქო ომი.
სამშვიდო მისიები
 კონფლიქტების დარეგულირების ყველაზე გავრცელებული ინსტრუმენტი ;

 “კონფლიქტის შემდეგ საერთაშორისო პერსონალის/მისიის გაგზავნა მშვიდობის


შენარჩუნების მიზნით” (ვირჯინია ფორტნა)

 90-იანი წლები მშვიდობისმყოფელობის კონცეფციის გადახედვა;

 ბრაჰიმის დასკვნა;

 ახალი თაობის სამშვიდობო მისიები;

 სადამკვირვებლო მისიები; UNAVEM II (ანგოლა) EUMM (საქართველო)


 ინტერპოზიციური მისიები - UNAVEM III (ანგოლა);
 მრავალგანზომილებიანი მისიები - შეიცავს სამხედო და სამოქალაქო
კომპონენტებს; ONUMOZ (მოზამბიკი);
 მშვიდობის განმტკიცების მისიები (Peace Enforcement Mission) - აქვს ძალის
გამოყენების მანდატი - UNAMSIL (სიერა-ლეონე) SFOR - ნატოს მისია ბოსნიაში
გაეროს სამშვიდობო ძალები
გაეროს სამშვიდობო ძალები (ინგლ. United Nations Peacekeeping Forces) — გაეროს
სამშვიდობო ძალები წარმოადგენენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შემადგენელ
ნაწილს, რომელთა მიზანია, შეინარჩუნონ, ან ხელახლა დაამყარონ მშვიდობა
შეიარაღებული კონფლიქტის ზონებში. მათი განლაგება ხდება დაპირისპირებული
მხარეების თანხმობის შემთხვევაში, უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად ,
თუმცა, ზოგ შემთხვევაში ინიციატივა შეიძლება გენერალურ ასამბლეას ეკუთვნოდეს .
საოპერაციო კონტროლს ახორცილებს გაეროს გენერალური მდივანი და მისი სამდივნო .
1992 წელს ჩამოყალიბდა პრევენციულ დიპლომატიასა და მშვიდობის შენარჩუნებაში
გაეროს ქმედითუნარიანობის ამაღლების მიზნით. ცისფეჩაფხუტიანები ამჟამად 18 მისიაში
იმყოფებიან აფრიკაში, კარიბებეზე, ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და აზიაში . ამ
მისიებში ასი ათასამდე უნიფორმიანი და სამოქალაქო თანამშრომელი მსახურობს და
მათი საერთო წლიური ბიუჯეტი $5 მილიარდს აჭარბებს.

გაეროს სამშვიდობო ოპერაციები


გაეროს არსებობის პირველი 40 წლის განმავლობაში (1945-1985 წწ.) განხორციელდა
მხოლოდ 13 სამშვიდობო ოპერაცია. მომდევნო 20 წლის განმავლობაში განლაგდა 51
მისია.
თავდაპირველად, სამშვიდობო ოპერაციები ძირითადად წარმოადგენდა ოპერაციებს
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების აღსრულებისა და სახელმწიფოთაშორისი ომების
შემდეგ მეომარი მხარეების გათიშვის მიზნით.
მისიები განსხვავებულია
არსებობს გაეროს სამშვიდობო ოპერაციების ორი ტიპი: სადამკვირვებლო მისიები და
ოპერაციები სამშვიდობო ძალების მონაწილეობით.
მათ შორის განსხვავება ისაა, რომ დამკვირვებლები არიან უიარაღო, აქვთ
დიპლომატიური სტატუსი და იმუნიტეტი, ხოლო სამშვიდობო ძალები შეიარაღებულნი
არიან მსუბუქი იარაღით, რომლის გამოყენება მხოლოდ თავდაცვისთვის შეუძლიათ
(იარაღი გამოიყენონ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და წაიყვანონ
კონფლიქტის ნებისმიერი მხარე. აკრძალულია).
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში დიდი ხანია მოქმედებს ეუთოს ეგიდით სადამკვირვებლო
მისია, რომლის ეფექტურობა ძალიან საეჭვოა.
სანამ სამშვიდობოები ინარჩუნებენ მშვიდობას ადგილზე, გაეროს შუამავლები ხვდებიან
მეომარი მხარეების ან ქვეყნების ხელმძღვანელობას და ცდილობენ იპოვონ მშვიდობიანი
გადაწყვეტა.

სუდანის ომი

 21-ე საუკუნის პირველი გენოციდი;


 სუდანის ხელისუფლება დარფურის არაარაბული მოსახლეობის
წინააღმდეგ;
 არაბული აპართეიდი;
 2003-2006 წ;
 2006 წლის შეთანხმება;
 2011 წ. რეფერენდუმი.

ომარ ალ-ბაშირი
სუდანის ყოფილი პრეზიდენტი
2010 წლიდან ICC მას კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში სდებს ბრალს

დარფურის, ისევე როგორც მთელი სუდანის, მცხოვრებლების დაყოფა შეიძლება არაბულ


ტომებად და არაარაბ შავკანიან მოსახლეობად. დარფურში ორივე ეთნიკური ჯგუფის
დიდი ნაწილი ისლამის მიმდევარია, თუმცა ეს ხელს არ უშლის ეთნიკურ ნიადაგზე
რეგულარული კონფლიქტის წარმოშობას, რომელსაც დიდი ხნის ისტორია აქვს .

დაპირისპირების მიზეზი თავის დროზე იყო მონათვაჭრობის ბაზარზე კონკურენციაცა და


ბუნებრივი რესურსებისთვის ბრძოლაც. 1980-იან წლებში ამას დაემატა გაუდაბნოების
გამო მიგრაცია, ცოტა მოგვიანებით კი – ნავთობი. 1970-იან წლებში ის სუდანში
აღმოაჩინეს და გადაწყვიტეს დაემატებინათ ამერიკულ კომპანიებს . ყველაზე დიდი
რაოდენობის ნავთობი სამხრეთსა და დასავლეთში – დარფურში აღმოჩნდა .

სამხრეთისა და დასავლეთის დაუსრულებელი ომის ფონზე დარფურის შავკანიანი


მოსახლეობა მიიჩნევდა, რომ, სუდანის პოლიტიკის მიხედვით, შავკანიანი მოსახლეობა
არათანასწორია და, ამასთან, არაბულ ტომებს უპირატესობა ენიჭებოდა . ეს ეხებოდა ასევე
ნავთობის შემოსავლის დაყოფასა და მთელს რეგიონში ინვესტიციას. ჩანდა ბრალდებები
იმაზეც, რომ ხარუმს უნდა გაეგდო შავკანიანები ნავთობის მქონე დარფურიდან , რათა
მთავრობის ხელში მაიც დარჩენილიყო დასავლეთში არსებული ნავთობი .

2003 წელს იარაღით მთავრობას რამდენიმე ჯგუფი დაუპირისპირდა, მათ შორის ყველაზე
ძლიერი “სამართლიანობისა და თანასწორობისთვის მოძრაობა” და “სუდანის
განმათავისუფლებელი მოძრაობა” იყო. თავდაპირველად დარფური სამხრეთ-
დასავლური ომის ჩრდილში იყო. 2003 წლის ბოლოს დარფურის კონფლიქტის მხარეებმა
ზავს მოაწერეს ხელი, თუმცა ის დიდხანს არ გაგრძელებულა. ორივე მხარე
ადანაშაულებდა ერთმანეთს ადამიანთა უფლებების დარღვევაში . საზღვრებთან
ადანაშაულებდნენ ხარუმს, რადგან მხარს უჭერდა გასამხედროებულ არაბთა
ფორმირებას, რომელსაც ეწოდებოდა – “ჯანჯავიდი”- “ცხენების ეშმაკები.”მათ
მიაწერდნენ მასობრივ ეთნიკურ გაწმენდას, არაარაბი მოსახლეობის ყველა სოფლის
განადგურებას.

2004 წელს გაეროს უსაფრთხოების საბჭომ მოსთხოვა სუდანის მთავრობას


გაენადგურებინა “ჯანჯავიდი” ერთი თვის განმავლობაში. გაეროს უსაფრთხოების საბჭოს
მონაცემებით, კონფლიქტის მსხვერპლი 300 ათასი ადამიანი გახდა ორ ივე მხრიდან ,
თუმცა დაღუპულთა უმრავლესობა არაარაბი დარფურის მაცხოვრებლები არიან . 2006
წელს ხელი მოეწერა კიდევ ერთ შეთანხმებას, თუმცა ესეც არ გაგრძელდა დიდხანს . 2007
წელს სუდანი თანხმდება დარფურში სამშვიდობო ზომების მიღებას . 2008 წელს სუდანის
პრეზიდენტი, ომარ-ალ-ბაშირი გახდა სუდანის ისტორიაში პირველი მმართველი ,
რომელიც დააკავეს, ის დარფურში გენოციდის მხარდაჭერისთვის დაადანაშაულეს ,
თუმცაღა გაეროს უსაფრთხოების საბჭო უპირატესობას ანიჭებს იმას, რომ ასეთი შეფასება
არ გაუკეთდეს მომხდარს.

როგორ დაიწყო კონფლიქტი?

ყველაფერი დაიწყო 2003 წლის თებერვალში, მას შემდეგ რაც “სუდანის


გათავისუფლების არმიამ (SLA)” და “სამართლიანობისა და თანასწორობის
მოძრაობამ (JEM)” დაიწყო შეიარაღებული შეტევები მთავრობის წინააღმდეგ. ისინი
მთავრობას ადანაშაულებდნენ სუდანის შავ-აფრიკელ მოსახლეობაზე ზეწოლას და
სუდანელი არაბების მხარდაჭერას.
კონფლიქტის ერთ მხარეს დგას სუდანის სამხედრო,პოლიცია და ჯანჯავედის არმია (
სუდანის არაბული მოსახლეობიდან დაკომპლექტებული არმია, რომელსაც ფარულ
მხარდაჭერას უწევს სუდანის მთgioავრობა, რათა სამხრეთ სუდანის ტერიტორია
გაწმინდონ შავი აფრიკელებისაგან), ხოლო მეორე მხარეს წარმოადგენენ –
აჯანყებული ჯგუფები.

სამხრეთ სუდანში არის შავი მოსახელობა, რომელთაც სწამთ ნილოტურ-ორომოის


წარმართობის, პროტესტანტობის და ისლამის.
ჩრდილო სუდანში ცხოვრობენ მისრითის არაბები და ზანგები, ჩვეულებრივ
არაბებზე შავები.
დარფურის მოქალაქეები
გაეროს მონაცემებით 2.7 მილიონმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი ადგილი და
დღეს ისინი ცხოვრობენ კარვებში, დარფურის მთავარ ქალაქებში. დარფურელები
აცხადებენ, რომ ჯანჯავედის არმია პატრულირებს მათი ბანაკების მიდამოებში და
თუ მამაკაცები გაბედავენ წყლის ან შეშის მოსატანად ბანაკების ზონის დატოვებას,
ისინი კლავენ, ხოლო ქალებს აუპატიურებენ.
200,000-მდე ადამიანმა დატოვა სუდანი და გადავიდნენ მეზობელ ჩადიში, სადაც
მათი ბანაკები მოფენილია საზღვრიდან 600 კმ-ს ფარგლებში. ისინი აქ უსაფრთხოდ
არიან სუდანის მხრიდან შეტევისგან.

ვინ არის დამნაშავე?


საერთაშორისო საზოგადოების უმეტესი ნაწილი ამ მოვლენებში დამნაშავედ
სუდანის პრეზიდენტ ომარ ალ ბაშირს მიიჩნევს, რომელიც ფარულ მხარდაჭერას
უწევს მთავრობის მომხრე ჯანჯავედების არმიას. საერთაშორისო სასამართლომ 2009
წელს გასცა დაკავების ორდენი სამხედრო და ადამიანების წინააღმდეგ მიმართულ
დანაშაულში მონაწილე პირების წინააღმდეგ. დანაშაულების სიაში გენოციდის
ბრალდების დამატების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
ომარ ალ ბაშირს საერთაშორისო დონეზე მთავარ ლობირებას უწევს ჩინეთი,
რომელსაც გარკვეული ინტერესები გააჩნია ამ ქვეყნის ენერგო-რესურსებთან
დაკავშირებით. სწორედ ამიტომაც ჩინეთი ხშირ შემთხვევაში სარგებლოს საკუთარი
ვეტოს უფლებითიმ სანქციებზე, რომელიც ალ ბაშირის წინააღმდეგაა მიმართული.

2010 წლის ზაფხულში რეგიონში უნდა გამართულიყო რეფერენდუმი რეგიონის მომავალი


სტატუსის განსაზღვრის მიზნით. მოსახლეობას უნდა ეპასუხა კითხვაზე , რა სურდათ მათ ,
დარფურის რეგიონი დაყოფილიყო კვლავ სამ შტატად თუ შექმნილიყო ერთიანი რეგიონი
თავისი კონსტიტუციითა და მთავრობით.

2011 წლის ივნისში დაიდო დარფურის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელმაც უნდა


დაარეგულიროს კონფლიქტი რეგიონის აჯანყებულებსა და ხელისუფლებას შორის

2019 წლის მოვლენები სუდანში


 30-წლიანი მმართველობა;
 სოციალური პროტესტი;

 ვალუტის დევალვაცია;

 ხუნტა (Le coup d'état);

 აბდელ ფატაჰ აბდელრაჰმან ბურჰანი

 სამოქალაქო მმართველობის მოთხოვნა

 30-წლიანი მმართველობა;

 სოციალური პროტესტი;

 ვალუტის დევალვაცია;

 ხუნტა (Le coup d'état);

 აბდელ ფატაჰ აბდელრაჰმან ბურჰანი

 სამოქალაქო მმართველობის მოთხოვნა

სუდანის არმიამ ქვეყნის გარდამავალი მთავრობა დაშალა, პოლიტიკური ლიდერები


დააკავა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სამხედროებმა დააკავეს პრემიერ-
მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები, ათასობით მოქალაქე კი ქუჩაშია
გამოსული სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ.

სუდანის სამხედრო და სამოქალაქო პირები ერთმანეთს არაერთგზის


უპირისპირდებიან 2019 წლის შემდეგ, როცა დიქტატორი ომარ ალ-ბაშირი
თანამდებობიდან გადააყენეს, დაიწყო მუშაობა დემოკრატიული გარდაქმნისთვის
და ქვეყანაში გარდამავალი მთავრობა ჩამოყალიბდა.

მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვათა დაკავებები სამხედროებმა 25


ოქტომბერს, გამთენიამდე დაიწყეს. პარალელურად, შეფერხდა ინტერნეტთან
კავშირი და დაიხურა დედაქალაქ ხარტუმის აეროპორტი. აღნიშნული
მოვლენებიდან მალევე, გავრცელდა ცნობები შესაძლო გადატრიალების შესახებ.

სუდანის ინფორმაციის სამინისტროს თანახმად, პრემიერ-მინისტრი აბდალლაჰ


ჰამდუქი სამხედროებმა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. უწყების ცნობით, ჰამდუქზე
ზეწოლა განხორციელდა, რათა დათანხმებოდა გადატრიალებას, თუმცა ის
აღნიშნულზე უარს აცხადებს და ხალხს მოუწოდებს, მშვიდობიანი პროტესტით
“დაიცვას რევოლუცია”.

რამდენიმესაათიანი სიჩუმის შემდეგ, სუდანის არმიის გენერალმა აბდულ ფათთაჰ


ბურჰანმა, ტელევიზიით მიმართა მოქალაქეებს და თქვა, რომ არმია შლის როგორც
გარდამავალ მთავრობას, ისე სუვერენიტეტის საბჭოს — სამხედროებითა და
სამოქალაქო პირებით დაკომპლექტებულ უწყებას, რომელიც ალ-ბაშირის
თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ შეიქმნა, როგორც დროებითი მმართველი
ორგანო.

ბურჰანის თქმით, არმიას პროცესებში ჩარევისკენ პოლიტიკურ ფრაქციებს შორის


არსებულმა კონფლიქტებმა გადააწყვეტინა. გენერლის სიტყვებით, არმია
ტექნოკრატიულ მთავრობას ჩამოაყალიბებს, რომელიც ქვეყანას არჩევნებამდე
უხელმძღვანელებს. არჩევნები 2023 წლის ივლისისთვის დაინიშნა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ არმია დარჩება პროცესებში ჩართული და განაგრძობს


“დემოკრატიული გარდაქმნის სრულყოფას მანამ, სანამ ხელისუფლება სამოქალაქო,
არჩეული მთავრობის ხელში არ გადავა”.

ამ ფონზე, ქუჩაში გამოვიდა ათასობით სადანელი, რომლებიც უნდობლობას


უცხადებენ სამხედროებსა და მათ დაპირებებს. გაბრაზებული მოქალაქეები,
რომლებიც გადატრიალებას გმობენ, გზებს კეტავენ და საბურავებს წვავენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ კვეთს ათასობით
მოქალაქე ხიდებს მდინარე ნილოსზე და დედაქალაქის ცენტრისკენ მიემართება.
აქციები იმართება სუდანის სხვა ქალაქებშიც. პრო-დემოკრატიული ორგანიზაციები
მოქალაქეებს მოუწოდებენ, გამოვიდნენ დემონსტრაციებზე, გამოაცხადონ გაფიცვა
და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა.

/////////////////

უგანდამ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1962 წელს. თუმცა, ახალმა


სახელმწიფომ არ ისარგებლა დამოუკიდებლობის ნაყოფით, მაგრამ მალევე მოექცა
ეთნიკური და რელიგიური განსხვავებების ხელმძღვანელობის მანიპულირების ნიმუშში .
გარკვეულწილად, ეს იყო კოლონიალური პერიოდის პროდუქტი, რომელიც ხედავდა
ქვეყნის ხალხის მრავალფეროვნებას დაყოფისა და მმართველობისთვის . როდესაც
ქვეყანა დამოუკიდებლობა გახდა, საზოგადოების განხეთქილება ღრმა იყო და
ეროვნული ერთობა არ არსებობდა.

1962 და 1971 წლებში მილტონ ობოტე ჩრდილოეთ ლანგის ეთნიკური ჯგუფიდან


მართავდა უგანდას. მისი მეფობის დროს ეროვნულ შეიარაღებულ ძალებში
დომინირებდნენ ამ ჯგუფის ჯარისკაცები, ისევე როგორც ჩრდილოელი თანამემამულეები ,
აჩოლელები. 1971 წელს ობოტე ჩამოაგდეს გადატრიალების შედეგად, რომელსაც
ხელმძღვანელობდა მისი შეიარაღებული ძალების უფროსი, იდი ამინი. თავისი
ძალაუფლების გასამყარებლად, ამინმა შეცვალა სამხედროების ეთნიკური ბალანსი ,
ძლიერად დაკომპლექტდა დასავლეთ ნილოსის რეგიონიდან, მისი სამშობლოდან .
არმიის რიგები ივსებოდა ზოგადად ნუბიელებით და კერძოდ ამინის საკუთარი კაკვას
ტომით. დახოცეს აჩოლისა და ლანგის ჯარისკაცების დიდი რაოდენობა, რომლებიც,
სავარაუდოდ, ჩამოგდებული ობოტის მხარდამჭერები იყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ დაინახა მზარდი წინააღმდეგობა ამინის


მმართველობისადმი და მცდელობა იყო მისი ჩამოგდება 1974 წელს სამხედრო
გადატრიალების შედეგად, მხოლოდ 1979 წელს ის საბოლოოდ ჩამოაგდეს
ძალაუფლებიდან. 1978 წელს არმიის წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, ამინმა გამოიყვანა
ამბოხებული ჯარები ტანზანიის საზღვრის გასწვრივ, რამაც აიძულა მეზობელი
სახელმწიფო შეუერთდეს უგანდის მრავალ ოპოზიციურ მოძრაობას
შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტის დასაწყებად. მომდევნო წლის მარტში ანტი -ამინის
უგანდის ძალები გაერთიანდნენ და ჩამოაყალიბეს UNLA (უგანდის ეროვნული
განმათავისუფლებელი არმია). ერთი თვის შემდეგ UNLA-ის ჯარებმა ტანზანიელ
მხარდამჭერებთან ერთად ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს კამპალაში. 1980 წელს,
რამდენიმე პოლიტიკურად მღელვარე თვის შემდეგ, ჩატარდა არჩევნები , რომელმაც
ობოტე დააბრუნა ხელისუფლებაში. თუმცა, ზოგიერთმა ჯგუფმა, რომელიც შეუერთდა
UNLA-ს 1979 წელს, არ მიიღო არჩევნების შედეგები. განსაკუთრებით იუვერი მუსევენი,
სამხრეთ უგანდადან და ის, რაც გახდებოდა NRM (ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა)
დატოვა პოლიტიკური სცენა პარტიზანული ომისთვის და მალე მას სხვა ჯგუფებიც
შეუერთდნენ.

ობოტის მეორე პერიოდი ხელისუფლებაში ძირითადად ხასიათდებოდა კონფლიქტით ,


რომელიც იბრძოდა მრავალრიცხოვან მეამბოხე ჯგუფებთან. შეიარაღებულ ძალებში
ეთნიკური ბალანსი კვლავ შეიცვალა, რადგან UNLA-ს მრავალი აჩოლი და ლანგი
ნაჩქარევად ჩაირიცხნენ მინიმალური მომზადებით და დისციპლინის მცირე გრძნობით .
წინა წლებში ამინის ანტი-აჩოლის ხოცვა-ჟლეტის შედეგად დაბადებული აჩოლიელი
ჯარისკაცები შური იძიეს ამინის მშობლიური მხარის მცხოვრებლებზე , რომლებსაც ისინი
ადანაშაულებდნენ მათ დანაკარგებში. გარდა ამისა, ადამიანის უფლებების უხეში
დარღვევა განხორციელდა ლუვეროს რაიონში, კამპალას ჩრდილოეთით, სადაც მუსვენის
NRM-ს დიდი მიმდევრები ჰყავდა და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა .

1985 წელს ობოტი კიდევ ერთხელ გადააყენეს, ამჯერად შეიარაღებული ძალების


ფრაქციის მიერ, გენერალ ტიტო ოკელოს მეთაურობით. ოკელო ექვსი თვის
განმავლობაში მართავდა მანამ, სანამ ის NRM-მ გადააყენა. მუსევენი პრეზიდენტი გახდა
და ხელისუფლებაში 2000-იან წლებში დარჩა. თუმცა, მისი მეფობა არ იყო უპირობო.
ლუვეროს რეგიონში და სხვაგან განხორციელებული მკვლელობებისთვის რეპრესიების
შიშით, ობოტის ყოფილი არმიის ნარჩენებმა წამოიწყეს შიდასახელმწიფოებრივი
კონფლიქტი UPDA-ს (უგანდის სახალხო დემოკრატიული არმია) დროშის ქვეშ.
საბოლოოდ გაჩნდა სხვა ჩრდილოეთ აჯანყებულთა ჯგუფები, რომელთაგან LRA (უფლის
წინააღმდეგობის არმია) ყველაზე ხანგრძლივი იყო. მუსვენის მთავრობას ასევე შეეჯახა
შეიარაღებული წინააღმდეგობა აღმოსავლეთში, დასავლეთში და ჩრდილო -
დასავლეთში. უგანდას კონფლიქტები ძირითადად მეზობელ ქვეყნებში მიმდინარეობდა
2007 წლის შემდეგ. კონფლიქტი LRA-სთან გავრცელდა უზარმაზარ ტერიტორიაზე,
რომელიც გავლენას ახდენდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაზე , DR კონგოზე (ზაირი )
და სამხრეთ სუდანზე. სხვა მთავარ აჯანყებულ ჯგუფს იმ პერიოდში ADF (დემოკრატიული
ძალების ალიანსი) ჰქონდა თავისი ბაზები DR კონგოში (ზაირი).

გარდა შიდა კონფლიქტებისა, რომელიც აწუხებს ქვეყანას, უგანდა ასევე ღრმად იყო
ჩართული მიმდებარე რეგიონის ბევრ კონფლიქტში, თუმცა ჩართვა უმეტეს შემთხვევაში
ეხებოდა მხარდაჭერას, როგორიცაა იარაღის მიწოდება. თუმცა, მეზობელ DR კონგოში
(ზაირი) კონფლიქტის დროს, მუსევენიმ ჯარები გაგზავნა ჯერ მეამბოხე ჯგუფის
დასახმარებლად, რომელმაც საბოლოოდ დაამარცხა მობუტუ სესო სეკეს რეჟიმი ,
მოგვიანებით კი ამბოხებულთა დასახმარებლად, რომლებიც ებრძოდნენ ლორან
კაბილას ახალ რეჟიმს.

+-

You might also like